ტრამპი, ფოცხი და ხანძარი - როგორ ებრძვიან ხანძარს ფინეთში?
20-11-2018
ტრამპი, ფოცხი და ხანძარი - როგორ ებრძვიან ხანძარს ფინეთში?
იყენებენ თუ არა ფინეთში ტყეების გამოფოცხვის მეთოდს? - ეს კითხვა აქამდე არავის აინტერესებდა და ალბათ ცოტა ხანში ყველას მიავიწყდება, თუმცა ფინეთსა და ამერიკაში ამ თემაზე ბევრს ხუმრობენ. ხუმრობის პლატფორმად კი უკვე ტრადიციულ ხერხს - სოციალურ მედიას მიმართავენ, განსაკუთრებით კი "ტვიტერს".
კალიფორნიაში, ხანძრისგან დაზარალებული ტერიტორიების დათვალიერებისას შეერთებული შტატების პრეზიდენტს საინტერესო კომენტარი გაუკეთებია:

"ყურადღება უნდა მიაქციოთ მიწის ზედაპირს... ტყეებში მიწის ზედაპირს დიდი მნიშვნელობა აქვს" - აღნიშნა დონალდ ტრამპმა კალიფორნიაში გადამწვარი მიწების დათვალიერებისას.
"ფინეთის პრეზიდენტთან ერთად ვიმყოფებოდი... მან ქვეყანას ტყეების ქვეყანა უწოდა და იქ ბევრ დროს ხარჯავენ გამოფოცხვასა და გასუფთავებაზე. ამიტომაც პრობლემები არ აქვთ".

ფინეთის ტერიტორიის 70% ტყით არის დაფარული, ფინეთის ფართობი კი 338,000 კვადრატული კილომეტრია, შესაბამისად ადვილი წარმოსადგენია, თუ რამდენად არის შესაძლებელი ან უფრო სწორად შეუძლებელი ტყის
გამოფოცხვა.
'ტრამპი და ფოცხი' - სოციალურ ქსელებში უკვე გამოჩნდა ფოტოშოპით გაკეთებული მსგავსი ფოტოები
ფინეთის პრეზიდნეტი ასე გამოეხმაურა ტრამპის განცხადებას:
"ტრამპს ვუთხარი, რომ ფინეთი ტყით არის დაფარული, მაგრამ ასევე გვაქვს კარგი დაკვირვების სისტემა და ქსელი". გამოფოცხვაზე კი სიტყვაც არ დაუძრავს".

მაშინ რატომ ახსენა ტრამპმა ასეთი რამ ფინეთთან დაკავშირებით?

ამაზე პასუხს თავად ტრამპიც ვერ გასცემს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ის შეუსაბამო განცხადებებს აკეთებს. გავიხსენოთ ცნობილი შემთხვევა 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიიდან, როცა ტრამპმა მაშინდელი პრეზიდენტის ბარაკ ობამას შესახებ განაცხადა, რომ კენიაში დაიბადა, სინამდვილეში კი ის ჰავაიზე არის დაბადებული.

რა თქმა უნდა, ყველა ასეთი შეუსაბამო განცხადების მოყვანა შორს წაგვიყვანს. სამაგიეროდ შეგვიძლია შევხედოთ, თუ როგორი გონებამახვილური ხუმრობით უპასუხეს ფინელებმა ტრამპის ამ განცხადებას.

მაგალითად, ტრამპის საარჩევნო სლოგანი - Make America Great Again (ვაქციოთ ამერიკა კვლავ დიადი) შეიცვალა როგორც Rake (მოფოცხვა) America Great Again.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
Urho Kaleo
21 ნოემბერი 2018 12:08
Finetis magaliti kalifornias isedac arafrad gamoadgeba sxvadasxva klimaturi pirobebis gamo. Jer erti finetis tyeebi minimum 4 tvis ganmavlobashi tovlitaa dafaruli da shemdeg arc zafxulia mshrali da cxeli.