ვაშინგტონი "ცუდი მოთამაშეების" წინააღმდეგ ახალ მსოფლიო წესრიგს ქმნის
ვაშინგტონი "ცუდი მოთამაშეების" წინააღმდეგ ახალ მსოფლიო წესრიგს ქმნის
ფოტო:დონალდ ტრამპი, ვლადიმირ პუტინი, სი ძინპინი, ჰასან რუჰანი
მსოფლიო წესრიგის შექმნაზე ან ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირებაზე ძალიან ბევრი თეორია არსებობს. არის ე.წ. შეთქმულების თეორიებიც, რომლებიც საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ძალიან პოპულარულია. ასეთი თეორიები ყოველთვის მიიჩნეოდა ნაკლებად სანდო ნახევრად ზღაპრულ ამბებად ფარული ორგანიზაციების შესახებ, რომელნიც ცდილობენ მსოფლიოს ყველა სახელმწიფოზე იბატონონ. ის ადამიანები კი, ვისაც ამ თეორიების სჯერა, არასერიოზულად აღიქმებიან.

საინტერესოა როგორ უნდა აღვიქვათ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს სიტყვები ახალი ლიბერალური მსოფლიო წესრიგის შესახებ, რომელზეც მან ბრიუსელში, 4 დეკემბერს
ისაუბრა:
"ჩვენი დიადი დემოკრატიის საუკეთესო ტრადიციების დაცვით, ჩვენ ვაერთიანებთ მსოფლიოს კეთილშობილ ხალხებს რომ ვაშენოთ ახალი ლიბერალური წესრიგი, რომლითაც თავს დავიცავთ ომებისგან და ყველასთვის დიდ კეთილდღეობას მივაღწევთ".

ამ ახალი მსოფლიო წესრიგის ასაშენებლად კი მან, ბუნებრივია, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაასახელა.
დონალდ ტრამპი "უბრუნებს შეერთებულ შტატებს მის ტრადიციულ,
ცენტრალური ლიდერის როლს მსოფლიოში. ის ისე ხედავს მსოფლიოს, როგორიც სინამდვილეშია და არა ისე, როგორც ჩვენ ვისურვებდით რომ გვენახა. მან იცის, რომ ვერაფერი ჩაანაცვლებს სუვერენულ სახელმწიფოს, როგორც დემოკრატიული თავისუფლებისა და ეროვნული ინტერესების გარანტორს".
მაიკ პომპეო

შემდეგ პომპეომ დაასახელა ის სახელმწიფოები, რომელნიც ხელს უშლიან შეერთებულ შტატებსა და მის დანარჩენ მოკავშირეებს კეთილდღეობით ცხოვრებაში. ეს სახელმწიფოებია ჩინეთი, ირანი და რუსეთი, ანუ "ცუდი მოთამაშეები".

რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი არგუმენტის მოყვანა შეიძლება იმის საჩვენებლად, რომ ეს სამი ქვეყანა თამაშობს დესტრუქციულ როლს მსოფლიო პოლიტიკაში და ბოროტად იყენებენ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და შეთანხმებებს, მაგრამ ჩნდება ერთი კითხვა: ეგებ ის ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებენ, მათი სუვერენული სახელმწიფოების ინტერესებში შედის? ამ შემთხვევაში კი ერთმანეთს უპირისპირდება სუვერენული შეერთებული შტატებისა და ამ სამი სუვერებული სახელმწიფოს ინტერესები.
რომელს უნდა დავუჭიროთ მხარი? განსაკუთრებით პატარა ქვეყნებმა? - ბუნებრივია მათ, რომელნიც ჩვენს სუვერენულ ინტერესებს დაიცავენ.
მაგრამ ასე მარტივადაც არ არის საქმე.

დღეს თუ ვინმეს შეერთებული შტატების კრიტიკა სურს, აღარ არის საჭირო განსაკუთრებით ჩაეძიოს ამერიკის საშინაო ან საგარეო პოლიტიკას და დიდი შრომის შედეგად გამოქექოს რაიმე სახის დარღვევა, რომელიც ამერიკელი პოლიტიკოსების სიტყვასა და საქმეს ერთმანეთს უპირისპირებს. დღეს შეერთებული შტატების კრიტიკისთვის საკმარისია ამ ქვეყნის ურთიერთობების მოშველიება საუდის არაბეთთან.
იემენზე ბევრი დაგვიწერია და აქაც მოკლედ ვიტყვით, რომ მილიონობით ადამიანი შიმშილის ზღვარზეა და ქვეყანა რეგიონში ამერიკის უპირველეს მოკავშირეს საუდის არაბეთს სრულ ბლოკადაში ჰყავს მოქცეული (თუ არ ჩავთვლით ჰოდეიდას ნავსადგურს, რომლის არსებობასაც დიდი შედეგი ნამდვილად ვერ მოაქვს).
'დიდი ოცეულის' სამიტი არგენტინაში
სუვერენული სახელმწიფო იემენის ინტერესებს რატომ არ იცავს ახალი ლიბერალური, დემოკრატიული მსოფლიო წესრიგის მაშენებელი შეერთებული შტატები?

სიტყვაში მაიკ პომპეომ დემოკრატიის ოთხი საყრდენის დაცვაზეც ისაუბრა. დემოკრატიის ოთხი საყრდენია ქვეყანაში საკანონმდებლო, სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლების გამართულად მუშაობა და სიტყვისა და მედიის თავისუფლება.
ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის მკვლელობის შესახებ ბევრს აღარ ვიტყვით, თუმცა მისი მკვლელობით საუდის არაბეთმა დემოკრატიას მეოთხე საყრდენი გამოაცალა, მაგრამ "ცუდი მოთამაშეების" სიაში არ მომხვდარა.

ჩნდება კიდევ ერთი კითხვა: რუსეთიც, ჩინეთიც და ირანიც დაახლოებით იმავე თამაშის წესებით მოქმედებენ, როგორც საუდის არაბეთი. ჩაკეტილი ავტოკრატიული სისტემა, სადაც დემოკრატიული ღირებულებები ფასადია და ადამიანის სიცოცხლეს დიდი ფასი არ აქვს.
გამოდის, რომ "ცუდი მოთამაშეების" სიაში მოხვედრა ან არმოხვედრა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება ამერიკის ეკონომიკაში ამ ქვეყნების მხრიდან.

საერთაშორისო შეთანხმებების გაუქმება ახალი მსოფლიო წესრიგის შენების ნაწილია?
ალბათ ახალი ლიბერალური წესრიგის შენების ნაწილია ის, რომ ამერიკა აპირებს გამოვიდეს კიდევ ერთი საერთაშორისო საშუალო და მცირე სიშორის ბალისტიკური რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ ხელშეკრულებიდან. როგორც ტრამპი აღნიშნავს, ეს ხელშეკრულება მოძველდა, რუსეთი მას არღვევს და კიდევ, ისეთი დიდი სახელმწიფო, როგორიც ჩინეთია არ არის შეთანხმების მონაწილე და ისეთი სიშორის რაკეტებს დაამზადებს, როგორიც მოესურვება.

ამიტომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მონახა გამოსავალი - გამოვიდეს არსებული შეთანხმებიდან (რაც პირველი შემთხვევა არ იქნება) და ახალ შეთანხმებაზე დაიწყონ მუშაობა, რომელიც ყველას ინტერესში იქნება.
ფედერიკა მოგერინი
ძნელი სათქმელია როდის დასრულდება ახალი ლიბერალური მსოფლიო წესრიგის შენება - ტრამპის პრეზიდენტობის ვადაში თუ ვადის ამოწურვისთანავე გაიყოლებს მას ამერიკის პრეზიდენტი, თუმცა ამერიკის ასეთი პოლიტიკა რომ არა მხოლოდ "ცუდი მოთამაშეების", მოკავშირეების მხრიდანაც აღშფოთებას იწვევს, ამაზე კარგად მეტყველებს ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის სიტყვები, რაც ირიბად მიანიშნებს ტრამპის პოლიტიკაზე:

"დღეს, ვშიშობ უნდა ვაღიაროთ, რომ ახალი მსოფლიო წესრიგი რეალურად არასდროს არ განხორციელებულა, მეტიც, არსებობს რისკი, რომ ჯუნგლების კანონმა ჩაანაცვლოს კანონის უზენაესობა. იგივე საერთაშორისო შეთანხმებები, რომელშიც ჩვენ ვართ გაერთიანებული და რომლითაც დაასრულეს ცივი ომი, დღეს კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

ლიდა
22 დეკემბერი 2018 06:41
ამერიკა ბაი- ბაის ეუბნება მსოფლიო ბატონობას. და ეს რუსეთის და კერძოდ პუტინის დამსახურებაა. ვერ ხედავთ მთელი მსოფლი თავს უხროს და კავშირებს ამყარებენ მასთან? სწორედ იმიტომ რომ მიხვდნენ ამერიკის დასუსტებაში, არამდგრად პარტნიორობაში. ერთობლივი ძალით ასუსტებენ დოლარს, რაც მომაკვდინებელია ამერიკისთვის. და თქვენ რა ვერ ხედავთ რა ხდება თვითონ ამერიკაში? კბილებასისხლიანებული დემოკრატები, ხედავენ ძალაუფლების დაკარგვას რეალობას და სრული ფაშისტური ისტერიაა გაბატონებული: იმათ ვისაც მათგან განსხვავებული აზრი აქვთ მათ ფიზიკურად უსწორდებიან??? არ გეცნობათ სიტუაცია???ეს ხომ დასასრულის დასაწყისია!!!ჰალილუია!!!ამენ!!!
პოლიტროლოგი
11 დეკემბერი 2018 15:27
ახალი მსოფლიო წესრიგი იქნება, მაგრამ ეს არიქნება ამერიკული ლიბერალური მსოფლიო წესრიგი, ორმაგი სტანდარტებით მოწყობილი წესრიგი, ამერიკის მოკავშირეებისა და სტრატეგიული პარტნიორების სია სრულიად საკმარისია იმის გასაგებად თუ რა ადამიანის უმაღლეს ღირებულებად წარმოჩენილ ლიბერალურ მსოფლიო წესრიგზე საუბრობენ ამერიკაში! დღეს ერთადერთი ძალა ვისაც მსოფლიო წესრიგის მოწყობა შეუძლია, ეს ჩინეთია და უბრალოდ დროის საკითხია, თუ როდის გახდება ჩინეთი ახალი მსოფლიო ჟანდარმი.
ავტორი
10 დეკემბერი 2018 17:59
გოჩა,
1. რატომ არის ეს ბლოგი ირიბად ნასროლი ქვა და რა მიმართულებით არის ნასროლი?
2. რატომ ჩაგვთვალეთ მერუსეთეებად?
3. რატომ ხართ ასეთი თავდაჯერებული?
თუ პასუხები იქნება და არ დააყოვნებს მადლობელი დაგრჩებით

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა