რუსი აგენტები "ყვითელი ჟილეტებით" - როგორ გამოიყენეს რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა პარიზის დემონსტრაციები
რუსი აგენტები "ყვითელი ჟილეტებით" - როგორ გამოიყენეს რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა პარიზის დემონსტრაციები
ფოტო:სორლინ ფაბრისი, ქსავიე მორო
ბოლო პერიოდში მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები პარიზული ამბების გარეშე წარმოუდგენელი გახდა. ქვეყნის მასშტაბით ათასობით ადამიანი, ე.წ. "ყვითელ ჟილეტიანები" აპროტესტებდნენ საწვავზე ფასების ზრდას, ემანუელ მაკრონის სხვადასხვა რეფორმებს, მათ შორის განათლების რეფორმას და მის გადადგომას მოითხოვდნენ. გასულ შაბათ-კვირას ჩატარებული აქცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო - საფრანგეთის პოლიციამ მართალია დაგვიანებით, მაგრამ მაინც მიიღო შესაბამისი ზომები - მთელი ქვეყნის მასშტაბით 89 000, ხოლო პარიზის მასშტაბით 8 000 პოლიციელის მობილიზება მოხდა. შედეგი კი იყო ის, რომ ვით
არება არ გამხდარა უკონტროლო, როგორც ეს იყო 1-ელ და 2 დეკემბერს.

"ყვითელი ჟილეტიანების" მოძრაობა 17 ნოემბერს მშვიდობიანი აქციებით დაიწყო. მოძრააბა იმითაც არის განსაკუთრებული, რომ დემონსტრანტებს არ ჰყავდათ ლიდერი და აქციები ინტერნეტით, სოციალური ქსელებით იგეგმებოდა. შესაბამისად შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ნამდვილად სახალხო პროტესტი საფრანგეთის მთავრობის ზოგიერთი
რეფორმის წინააღმდეგ.

თუმცა სწორედ ამ უნიკალურ თვისებებში იმალება ამ მოძრაობის სისუსტეც და მონაწილეებით მანიპულირების საშუალებაც. ამის შესახებ კი უკვე უკრაინის უშიშროების სამსახური ავრცელებს ინფორმაციას, ფოტომასალასა და ბრალდებას რუსეთის მხარის მიმართ.

რუსი აგენტები "ყვითელი ჟილეტებით"

8 დეკემბერს საღამოს "ტვიტერზე" გავრცელდა ფოტო, სადაც ჩანს ორი მამაკაცი თვითაღიარებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დროშით ხელში. მათი მონაცემებით, სორლინ ფაბრისი (მარცხნივ) არის ანალიტიკური ცენტრის "კატეხონის" წევრი. ცენტრის თავმჯდომარე არის რუსი ბიზნესმენი კონსტანტინ მალოფეევი. ცენტრი ასევე მოქმედებს ვლადიმირ პუტინის მრჩევლის სერგეი გლაზიევისა და ალექსანდრე დუგინის (საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობა) ეგიდით. მეორე პიროვნება არის ქსავიე მორო (მარჯვნივ) - სტრატეგიული ანალიზის ევროპული ცენტრის Stratpol-ის (რომელიც ითვლება საფრანგეთში რუსეთის მეხუთე კოლონად) დამფუძნებელი. გარდა ამისა, ის არის ორგანიზაციის "აღმოსავლეთ საფრანგეთი - სოლიდარობა დონბასს" ერთ-ერთი ფუნქციონერი. მორო 2013 წლიდან რუსეთის მოქალაქეა.
ეს არის ის ინფორმაცია, რომელსაც უკრაინის უშიშროების სამსახური ავრცელებს. არის რამე საფუძველი ამ ინფორმაციას არ ვენდოთ? - რა თქმა უნდა არა. არანაირი ეჭვი არ არსებობს იმაზე, რომ რასაც უკრაინის სპეცსამსახურები ავრცელებენ, სიცრუეა.
სორლინ ფაბრისი, ქსავიე მორო
უნდა აღინიშნოს, რომ "ყვითელი ჟილეტიანების" აქციების დაწყებიდან მალევე მოძრაობამ უკვე აგრესიული ხასიათი მიიღო, განსაკუთრებით პარიზში. დემონსტრანტების ჯგუფები აზიანებდნენ ახლომდებარე საგნებს, ამსხვრევდნენ კაფეებისა და ბარების მინებს, წვავდნენ პოლიციის მანქანებს. საფრანგეთის მხარემ მაშინვე გააკეთა განცხადება, რომ არსებობდა ეჭვი მშვიდობიანი დემონსტრაცია ულტრა მემარჯვენე და ულტრა მემარცხენე ჯგუფებს არეულობის მოსაწყობად გამოეყენებინათ.

არეულობების მოწყობისა და დაძაბული ვითარების შექმნის დიდი გამოცდილება კი რუსეთს ნამდვილად აქვს. ინტერესი აქ საკმაოდ ადვილად დასანახია - რაც მეტი არეულობა იქნება ევროკავშირის წამყვან ქვეყნებში, რაც უფრო უკონტროლო გახდება დემონსტრაციები და რაც უფრო მეტი იქნება ზარალი, მით უფრო კარგად გამოიყენებს ამ ყველაფერს რუსეთი. რაში? - საფრანგეთში შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები 2022 წელს უნდა გაიმართოს, ამავე წელს უნდა გაიმართოს საპარლამენტო არჩევნები. ევროპაში მემარჯვენე ძალები საკმაოდ ძლიერდება, ცნობილი მარინ ლე-პენი, ნაციონალური ფრონტის პრეზიდენტი კი პუტინთან ახლო ურთიერთობით სარგებლობს. შესაბამისად, რუსეთისთვის მისაღებიც არის და სასურველიც, საფრანგეთში ვითარება მომზადდეს მომავალი არჩევნებისთვის. მით უმეტეს, 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონის მთავარი მოწინააღმდეგე სწორედ ლე-პენი იყო.

საფრანგეთის შიდა საქმეებში შეერთებული შტატებიც ერეოდა?
რუსეთის ინტერესი პარიზის არეულობებში გასაგებია, მაგრამ რა ინტერესი ჰქონდა "ყვითელი ჟილეტიანების" მოძრაობაში შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს?
უკვე ცნობილია, რომ დონალდ ტრამპს არ სჯერა მსოფლიოში კლიმატური ცვლილებების და მიიჩნევს, რომ გლობალური დათბობა გამოგონილი, ხელოვნურად შექმნილი პრობლემაა საიმისოდ, რომ კონკრეტულმა ჯგუფებმა სარგებელი ნახონ (ცოტა ხნის წინ ტრამპს მისივე მთავრობამ წარუდგინა ანგარიში კლიმატის ცვლილების შესახებ, თუმცა რა თქმა უნდა, მან ის უკუაგდო). მისთვის გლობალური დათბობა ისეთივე სიცრუეა, როგორც ის, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთმა სცადა ჩარევა.

საკუთარი შეფასებები მან ჩვეულებრივ "ტვიტერზე" გამოთქვა:
"კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმება საფრანგეთისთვის კარგად არ მუშაობს. მთელი საფრანგეთის მასშტაბით ადგილი აქვს პროტესტს და შეტაკებას. ხალხს არ უნდა დიდი ფულის გადახდა ძირითადად მესამე მსოფლიოს ქვეყნებისთვის იმისთვის, რაც თითქოს გარემოს დაცვას ემსახურება. ხალხი გაიძახის "ჩვენ გვინდა ტრამპი!". მიყვარს საფრანგეთი".

ამ "ტვიტით", იმის ნაცვლად რომ მოკავშირე ქვეყნისთვისა და პრეზიდენტისთვის (რომელსაც "თეთრ სახლში" ხელჩაკიდებული ატარებდა) მხარი დაეჭირა, ისე გამოვიდა, რომ დემონსტრაციების გაგრძელებისკენ მოუწოდა ისედაც გაღიზიანებულ მოსახლეობას. პასუხიც შესაბამისი იყო საფრანგეთის მხარისგან:
განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა გააკეთა, ტვიტერზე:
"ყვითელი ჟილეტები", რამდენადაც მე ვიცი, ინგლისურ ენაზე არ გამოხატავენ პროტესტს. ჩვენ არ ვერევით ამერიკის შიდა საქმეებში და გვსურს, რომ ეს ორმხრივად იყოს. ამას ვეუბნები ამერიკის პრეზიდენტს და ამავეს ამბობს საფრანგეთის პრეზიდენტიც: დაანებეთ ჩვენს ხალხს თავი".

ეს მცირე დიპლომატიური კამათი, ბუნებრივია მედიამ აიტაცა და შესაფერისი მიმართულებითაც განავითარა. აქ ბევრს აღარ ვისაუბრებ იმაზე, რომ ტრამპს ცოტა მეტი პოლიტიკური გამჭრიახობა მართებდა მსგავსი აქციების შესაფასებლად.
ემანუელ მაკრონი
და ბოლოს, ემანუელ მაკრონი დათმობებზე წავიდა.

"ყვითელი ჟილეტიანების" მოძრაობას, ბედის ირონიით, ყველაზე გვიან ემანუელ მაკრონი გამოეხმაურა. ისე გამოვიდა, რომ მოძრაობაზე საკუთარი აზრის გამოთქმა მას რუსეთმაც დაასწრო და შტატებმაც.

საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 2019 წლის იანვრიდან მინიმალური შრომითი ანაზღაურება თვეში 100 ევროთი გაიზრდება. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ პენსიონერებისთვის, ვინც თვეში 2000 ევროზე ნაკლებს იღებს, გადასახადები გაუქმდება. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, დამსაქმებლები არ დაიბეგრებიან იმ პრემიების გაცემის გამო, რომლებსაც ისინი თანამშრომლებს გადაუხდიან წლის ბოლოს.

ემანუელ მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში შეხვდება მსხვილი ბიზნესისა და რეგიონალური ხელისუფლების წარმომადგენლებს, რათა აღნიშნული ცვლილებები განიხილოს.

რამდენად დააკამყოფილებს საფრანგეთის მოსახლეობას ემანუელ მაკრონის ეს დათმობა ამას უკვე მომდევნო შაბათ-კვირას ვიხილავთ.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
Nik-ს
15 დეკემბერი 2018 16:13
მართალია სულ ატომური ბომბით მუქარა ვერ უშველით
Nik
11 დეკემბერი 2018 17:31
საშინელი დესტცუქციული მომაკვდინებელი ძალაა დღეს რუსეთი, როგორც გახრწნილი გვამი წამლავს ყველას და ყველაფერს გარშემო (და არა მარტო გარშემო).

საქმე ისაა რომ რო იყვეს ძველი დრო ეს აუცილებლად ომს გამოიწვევდა (თუნდაც რაც ჩვენ და უკრაინას გაუკეთა) მაგრამ დღეს ბირთვული შეიარაღების ერაში ეს შეუძლებელია.

რჩება ერთი ვარიანტი, რომ თვითონ გარდაიქმნას და მოიშოროს ეს მაოხრებელი პერანგი, ან დარჩება ისეთი ჭაობი რაც ეხლაა და სამუდამოდ ჩამორჩენილი, მუდამ მოსიარულე "ჟიბულებით და ვოლგებით", და ჩამორჩეს ისე რომ ბოლოს ატომური ბომბიც აღარ უშველის პარიტეტის შესანარჩუნებლად.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რა არის დღეს საქართველოში კრიმინალის ზრდის მიზეზი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის დღეს საქართველოში კრიმინალის ზრდის მიზეზი?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები