"ვინც ჩაგრავს, ის ვერ იმარჯვებს" - ვინ არის კონგრესმენი ქალი, ვინც დონალდ ტრამპს იმპიჩმენტით დაემუქრა?
"ვინც ჩაგრავს, ის ვერ იმარჯვებს" - ვინ არის კონგრესმენი ქალი, ვინც დონალდ ტრამპს იმპიჩმენტით დაემუქრა?
"დედა შეხედე, შენ გაიმარჯვე. ვინც ჩაგრავს ის ვერ იმარჯვებს" - ასე მიულოცა შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში დეპუტატ რაშიდა თლაიბს მისმა შვილმა შუალედურ არჩევნებში გამარჯვება და კონგრესში შესვლა.

რაშიდა თლაიბი ერთ-ერთი პირველი მუსლიმი ქალი კონგრესმენია. ის ამერიკაში პალესტინელი დევნილების ოჯახში დაიბადა. მისი პასუხი შვილის მილოცვაზე შემდეგნაირი იყო:
"არა შვილო, ვინც ჩაგრავს ის ვერ იმარჯვებს. იმიტომ რომ ჩვენ შევალთ იქ (კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში) და იმ დედამოტ***ს იმპიჩმენტს მოვუწყობთ" - შვილთან ეს დიალოგი
რაშიდა თლაიბმა კაპიტოლიუმთან, შეერთებული შტატების კონგრესის შენობასთან 3 იანვარს, მომხრეებთან შეხვედრისას გაიხსენა.
რაშიდა თლაიბი
საინტერესოა, რომ მეორე დღეს, 4 იანვარს ტელეარხ Michigan TV-სთვის მიცემულ ინტერვიუში თლაიბმა არათუ ბოდიში არ მოიხადა, პირიქით, დაიცვა საკუთარი "განცხადება": "ალბათ ზუსტად ასე იტყოდა ჩემი ბებია, ცოცხალი რომ ყოფილიყო".
წარმოვიდგინოთ, რომ მსგავსი განცხადება
გაეკეთებინა სხვას, მაგალითად შეერთებული შტატების რესპუბლიკური პარტიის მემარჯვენე კონსერვატორ პოლიტიკოსს, ან პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ან პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს, ან "მიგრანტთ მოძულე" უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს, ან გერმანიაში მემარჯვენე პარტიის "ალტერნატივა გერმანიისთვის" რომელიმე ლიდერს, ან უბრალოდ რომელიმე მემარჯვენე პოლიტიკოსს, ან ყველაზე უარესი - რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.

რა მოხდებოდა?

ასეთ ადამიანს თავს დაატყდებოდა საერთაშორისო მედიის კრიტიკა, არასამთავრობო და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების მხრიდან კრიტიკა და დარიგებები თანამედროვე პოლიტიკურ სტანდარტებზე და იმაზე, თუ როგორ უნდა იქცეოდეს პოლიტიკოსი, არ არის გამორიცხული ზოგიერთს ისიც მოეთხოვა, რომ ამ ადამიანს თანამდებობა დაეტოვებინა.

მართლებიც იქნებოდნენ - კონგრესის ახლად არჩეულმა წევრმა პირველივე დღეს ასეთი "განცხადებები" არ უნდა გააკეთოს. ეს ეწინააღმდეგება როგორც პოლიტიკოსისთვის შესაფერ მანერებსა თუ ლექსიკას, ასევე ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანის ცხოვრების წესს.

მაშინ რატომ არ მივიღეთ ეს შედეგი?
1. იმიტომ, რომ რაშიდა თლაიბი ქალია და მისი კრიტიკა შესაძლოა ქალთმოძულეობად, სექსისტობად აღიქვან იგივე ზემოთ აღნიშნულმა არასამთავრობო და ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციებმა და ასეთ კრიტიკოსს გენდერული თანასწორობის მოწინააღმდეგის იარლიყი მიაკერონ;

2. იმიტომ, რომ რაშიდა თლაიბი მუსლიმია, მისი კრიტიკა კი შეიძლება იგივე არასამთავრობო და ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციებმა ისლამოფობობაში დაადანაშაულონ;

3. და კიდევ იმიტომ, რომ რაშიდა თლაიბი ამერიკაში პალესტინელი დევნილების ოჯახში დაიბადა, ის უმცირესობის წარმომადგენელია და მისი კრიტიკა არასამთავრობო და ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციებმა სრულიად "საფუძვლიანად" უმცირესობების მიმართ სიძულვილად და რასისტობად შეიძლება აღიქვან.
ნენსი პელოსი
ასევე საინტერესოა, თუ რა დამოკიდებულება აქვს შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთ ლიდერს ნენსი პელოსის, რომელიც 3 იანვარს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად აირჩიეს.

ის, რაც თლაიბმა განაცხადა, "არაფრით განსხვავდება იმისგან, რაც პრეზიდენტმა განაცხადა", ასეთი განცხადებები კი პრეზიდენტის მხარდამჭერებს გააერთიანებს.

პელოსიმ ისიც დაამატა, რომ მას ასეთი ლექსიკის გამოყენება არ მოსწონს, თუმცა მას ცენზურის დაცვაზე პასუხისმგებლობა არ ევალება.
"მე არ გამოვიყენებდი ამ ლექსიკას, თუმცა არ დავაწესებდი ენობრივ სტანდარტებს ჩემი კოლეგებისთვის" - ასე დაასრულა საუბარი პელოსიმ დემოკრატ კოლეგასთან დაკავშირებით.

საინტერესოა ისიც, რომ პელოსიმ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხს "ლეგიტიმური" უწოდა, თუმცა მის მოსაშორებლად 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები უკეთეს გამოსავალად დაასახელა.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
...
06 იანვარი 2019 11:27
ესეიგი სამართალი შერჩევითია, სახელმწიფო მოხელე მსგავსად არ უნდა ლაპარაკობდეს და ამისათვის ყველა ერთნაირად უნდა აგებდეს პასუხს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?