რუსეთის მარცხი უკრაინასთან ჭიდილში - როგორ იმოქმედა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიამ პოროშენკოს რეიტინგზე?
რუსეთის მარცხი უკრაინასთან ჭიდილში - როგორ იმოქმედა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიამ პოროშენკოს რეიტინგზე?
უკრაინის ეკლესია ავტოკეფალური გახდა და მართლმადიდებელი ეკლესიების ნუსხაში ანუ დიპტიქში მე-15 ადგილი დაიკავა. ტომოსი უკრაინის ეკლესიის დელეგაციამ 6 იანვარს სტამბოლში მიიღო მსოფლიო პატრიარქის, ბართოლომეოს I-სგან, 7 იანვარს კი შობა უკრაინაში უკვე ავტოკეფალურ ეკლესიაში აღნიშნეს.

ეს არის ისტორიული მოვლენა როგორც უკრაინის, ისე ქრისტიანული სამყაროსთვის, თუმცა ამას აქვს პოლიტიკური მხარეც - უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებამ ან აღიარებისგან თავის შეკავებამ შეიძლება განსაზღვროს კონკრეტული ქვეყნების ურთიერთობა რუსეთთან - ქვეყანასთან, რომელიც ამ მოვლენით ყველაზე მეტად
დაზარალდა.

შეიძლება ითქვას, რომ რუსეთისთვის ეს არის მარცხი როგორც საეკლესიო, ისე პოლიტიკური მნიშვნელობით. უკრაინის ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის მიღება არის ფაქტი, რომელსაც შემდეგში ვეღარაფერი შეცვლის, შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა რუსეთის მხრიდან, იქნება ეს პროვოკაცია თუ ზეწოლა უკრაინის მთავრობაზე ან ეკლესიაზე, კრახისთვის არის განწირული.
მსოფლიო პატრიარქი ბართოლომეო
ავტოკეფალიის მოპოვება უკრაინის პრეზიდენტისთვის
პეტრო პოროშენკოსთვისაც
საკმაოდ დიდი გამარჯვებაა, თუმცა მას გაუჭირდება ამ გამარჯვებით დიდი ხნის განმავლობაში მანიპულირება. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პოროშენკოს რეიტინგის ზრდაზე დიდი გავლენა არ მოუხდენია ამ ისტორიულ მოვლენას - ის ახლა რეიტინგით მეორე იულია ტიმოშენკოს შემდეგ, რაც ნამდვილად არ არის კარგი შედეგი, ხოლო ის, რომ მან შეძლო და ეს მეორე ადგილი კომიკოს ვლადიმერ ზელენსკის ჩამოართვა, ნამდვილად არ არის სახარბიელო შედეგი.
გასული წლის 29 დეკემბერს ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ლიდერობს იულია ტიმოშენკო 16.1%-ით, მეორე ადგილზე პეტრო პოროშენკო 13.8%-ით, მესამეზე კი ზელენსკი 8.8%-ით.

უკრაინა სარგებლობს დასავლეთის ქვეყნების, შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის საკმაოდ დიდი მხარდაჭერით. ამის ნიშანია შავ ზღვაში შეერთებული შტატების სამხედრო ხომალდის გამოჩენა, რომელიც რუმინეთის საპორტო ქალაქ კონსტანტაში შევიდა და დაგეგმილია სამხედრო წვრთნები რუმინელ კოლეგებთან ერთად. რამდენად შეცვლის ეს ვითარებას და რამდენად მოახდენს სასურველ ეფექტს რუსეთზე, ძნელი სათქმელია, თუმცა ფაქტია, რომ დასავლეთის მხრიდან მხარდაჭერას სწორად გამოყენება სჭირდება, რამდენად შეძლებს ამას პოროშენკო კი ასევე რთული სათქმელია.
მიტროპოლიტი ეპიფანე და პეტრო პოროშენკო
პოროშენკოზე უარყოფით გავლენას ისიც ახდენს, რომ მან ვერ შეძლო კორუფციასთან ბრძოლა უკრაინაში, ასევე არ შეასრულა დაპირება იმის შესახებ, რომ ბიზნესს ჩამოსცილდებოდა - დღეს მის მფლობელობაში კვლავ რჩება „როშენის“ ტკბილეულის ქარხანა, თავად პოროშენკო კი უკრაინაში ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად გვევლინება.

ამ ყველაფრის ფონზე კი უკრაინა ერთ-ერთ ყველაზე უფრო კორუფციულ ქვეყნად რჩება, რაზეც საერთაშორისო გამჭვირვალობის გასული წლის მონაცემებიც მეტყველებს - ის 180 ქვეყანას შორის 130 ადგილზეა.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
teologi
29 იანვარი 2019 20:57
ეს არის უკრაინელების მოტყუება და არა ავტოკეფალიის მიღება./
mmm
16 იანვარი 2019 08:37
პატარა კაცი ყოველთვის საშიშია. შეხედეთ ფოტოს: თითქოს პოროშენკო ეუბნება - ხომ ხედავ ჩემი ნეკის ტოლი ხარო. პუტინი კი ეუბნება - ვნახოთ კაცო, ვნახოთო.
Truker
15 იანვარი 2019 20:22
ძაან კი განვითარებულა. დაუმშვენდათ ცხვირები მაგათ

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რა არის დღეს საქართველოში კრიმინალის ზრდის მიზეზი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის დღეს საქართველოში კრიმინალის ზრდის მიზეზი?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები