ერდოღანი აია სოფიას მეჩეთად გადააკეთებს? - დომინოს ეფექტი საერთაშორისო პოლიტიკაში
28-03-2019
ერდოღანი აია სოფიას მეჩეთად გადააკეთებს? - დომინოს ეფექტი საერთაშორისო პოლიტიკაში
ფოტო:რეჯეფ თაიფ ერდოღანი აია სოფიას ტაძარში ცოლთან ერთად
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი სტამბოლში, ისტორიულ კონსტანტინეპოლში აია სოფიას ტაძრის, რომელსაც ახლა მუზეუმის სტატუსი აქვს, მეჩეთად გადაკეთებას აპირებს. ამან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

"აია-სოფიას აღარ ერქმევა მუზეუმი. მისი სტატუსი შეიცვლება. ჩვენ მას მეჩეთად გადავაკეთებთ" - რატომ მივიდა ერდოღანი ამ დასკვნამდე?

თურქეთში ახლა წინასაარჩევნო კამპანია გადამწყვეტ ფაზაში შედის - 31 მარტს ადგილობრივი არჩევნები გაიმართება. ქვეყნის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი კი ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ ამომრჩევლები მოიმადლიეროს. ის თავადაც მართავს სახალხო გამოსვლებს
თურქეთის სხვადასხვა ქალაქი და საკუთარ მიღწევებზე საუბრობს, ასობით ათას მსმენელს უსაბუთებს, რომ მისი პარტია არის ერთადერთი, რომელიც კეთილდღეობას მოუტანს თურქეთს. მოკლედ რომ ვთქვათ, ყველაფერი ისეა, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში ხდება ხოლმე.

ერდოღანი უკვე დიდი ხანია
დაადგა ხელისუფლების მონოპოლიზების გზას და ყველანაირად ცდილობს, რაც შეიძლება დიდი ძალაუფლება და მხარდაჭერა ჰქონდეს. ამისთვის, ბუნებრივია, ისე წარმოაჩენს ვითარებას, რომ მის გარეშე ქვეყანა ვერ გადარჩება.
"ჩვენს რეგიონში მიმდინარე მოვლენები აჩვენებს, რომ ეს აღარ არის უბრალო ადგილობრივი არჩევნები. ეს არჩევნები გადარჩენის საკითხად იქცა ჩვენი ქვეყნისთვის" - უცხადებს ერდოღანი შეკრებილ მსმენელებს.
აია სოფიას ტაძარი
რა მოვლენებზე საუბრობდა ის?

ერთ-ერთი ამ მოვლენებში თავადაც დაასახელა ერდოღანმა - ოკუპირებული გოლანის მაღლობების აღიარება ვაშინგტონის მიერ, როგორც ისრაელის ტერიტორია.

"მუნიციპალური არჩევნების შემდეგ ჩვენ ჭეშმარიტ სტატუსს დავუბრუნებთ აია-სოფიას. რას ნიშნავს ეს? ჩვენ შევცვლით მუზეუმის სტატუსს მეჩეთზე. ტრამპი აცხადებს, რომ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქია. გოლანის მაღლობებს ოკუპანტ ისრაელს აძლევს. პასუხს ამაზე თურქეთიდან მიიღებთ" - განაცხადა ერდოღანმა.

სამწუხარო ის არის, რომ საერთაშორისო პოლიტიკაში არაპროგნოზირებადი ლიდერები ჩნდებიან და ძლიერდებიან. რამდენიმე წლის წინ ყველაზე უფრო არაპროგნოზირებადი ვლადიმირ პუტინი იყო და დასავლური დემოკრატიის ქვეყნები ცდილობდნენ საერთაშორისო სამართლის ნორმებიდან გამომდინარე მასზე ზეწოლას. დონალდ ტრამპის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები (იქნება ეს ისრაელთან მიმართებით, მაგალითად დედაქალაქად იერუსალიმის აღიარება თუ გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტის აღიარება თუ სხვა) აჩვენებს, რომ ამერიკასაც არაპროგნოზირებადი ლიდერი მართავს. რეჯეფ თაიფ ერდოღანის მაგალითი კი აჩვენებს, რომ ამ არაპროგნოზირებადობამ დომინოს ეფექტი გამოიწვია - თუ სხვა არღვევს საერთაშორისო სამართალს, რატომ არ უნდა დაარღვიოს ერდოღანმა? - ამიტომაც ერდოღანმაც გადაწყვიტა შექმნილი რეალობით ისარგებლოს.

აია სოფიას ტაძარს 1923 წელს მუზეუმის სტატუსი მიენიჭა. მაშინ თურქეთი სეკულარული სახელმწიფოს შენებას იწყებდა. დღეს ერდოღანს თურქეთი აშკარა თეოკრატიული მმართველობისკენ მიჰყავს. მას სურს იქცეს სუნიტური სამყაროს ლიდერად. როგორც ჩანს, ერდოღანს აია სოფიას გამოყენება სურს საკუთარი პრესტიჟის ასამაღლებლად - ამით მას საშუალება ექნება მეჰმედ II დამპყრობელს შეადაროს თავი, სულთანს, რომელმაც 1453 წელს კონსტანტინეპოლი დაიპყრო და აია სოფიას ტაძარი მეჩეთად გადააკეთა.

ერდოღანი აია სოფიასთვის სტატუსის შეცვლას, სავარაუდოდ,  ისტორიული სამართლიანობის აღდგენად დაასახელებს.

ძნელი სათქმელია რომელიმე სხვა ქვეყანამ თურქეთზე გავლენა მოახდინოს და ეს ინიციატივა გადააფიქრებინოს. ამერიკის პრეზიდენტი ამას არ გააკეთებს. სავარაუდოდ, ყველაფერს სოციალურ ქსელ "ტვიტერში" გამოეხმაურება. დასავლეთ ევროპის ქვეყნების ლიდერებისთვის ეს აპოლიტიკური (რეალურად კი ერდოღანის მხრიდან სრულიად გააზრებული და კარგად გათვლილი პოლიტიკური მნიშვნელობის) ნაბიჯი იქნება და თავს არც ისინი შეიწუხებენ.

რეგიონში კი მივიღებთ ქვეყანასა და მის პრეზიდენტს, რომელიც არაპროგნოზირებადი და ისლამის, როგორც პოლიტიკური ბერკეტის გამოყენების მომხრეა და არავინ იცის, სხვა ლიდერების შემხედვარე მომავალში რას მოინდომებს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
s.o.s
01 აპრილი 2019 10:41
"რეგიონში კი მივიღებთ ქვეყანასა და მის პრეზიდენტს, რომელიც არაპროგნოზირებადი და ისლამის, როგორც პოლიტიკური ბერკეტის გამოყენების მომხრეა და არავინ იცის, სხვა ლიდერების შემხედვარე მომავალში რას მოინდომებს. "

გაწი გამოწი 5 წელიღა იციცხლოს.. ფეხები არავის მოჭამოს...
ნიკა
30 მარტი 2019 15:12
თურქ ხალხს ტვინი არა აქვს. ეს იცის ერდოღანმა და მაგიტო არ მიდის მთავრობიდან. ეგ რომ წავიდეს თურქეთი შიმშილით ამოწყდება. დედა ეტირება თურქეთს ერთოღანის გარეშე.
lia
29 მარტი 2019 14:43
ამ კაცს ტვინი გაყინული აქვს,მიხედეთ თორემ გააქრობს თურქეთს რუკიდან

რედაქტორის რჩევით
ბოლო 2-3 წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის მატერიალური მდგომარეობა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ბოლო 2-3 წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის მატერიალური მდგომარეობა?