საარჩევნო სილა ერდოღანისთვის - ბრძოლა სტამბოლისთვის ჯერ კიდევ გრძელდება
საარჩევნო სილა ერდოღანისთვის - ბრძოლა სტამბოლისთვის ჯერ კიდევ გრძელდება
ფოტო:რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ბინალი ილდირიმი
31 მარტს თურქეთში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნებიდან ერთი კვირის თავზე საბოლოო შედეგები ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, ამის მიზეზი კი არის ის ძალიან რთული მდგომარეობა, რომელშიც თურქეთის პრეზიდენტი და მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტია (AKP) აღმოჩნდა. მმართველი პარტია თურქეთის სიდიდით სამ ქალაქში ოპოზიციურ თურქეთის სახალხო რესპუბლიკური პარტიასთან (CHP) დამარცხდა.

შედეგები შემდეგნაირად განაწილდა:

ანკარა (მოსახლეობა - 5,445,000 ადამიანი)
CHP – 50.93%,
AKP – 47.12%;

სტამბოლი (მოსახლეობა - 15,070,000 ადამიანი)
CHP – 48.80%,
AKP – 48.55%;

იზმირი (მოსახლეობა - 4,280,000 ადამიანი)
CHP – 58.10%,
AKP – 38.6
9%

რაც შეეხება არჩევნების ზოგად შედეგებს, ქვეყნის მასშტაბით, რეჯეფ თაიფ ერდოღანის პ
არტიამ ადგილობრივ არჩევნებში გაიმარჯვა - ალიანსმა, რომელშიც AKP და MHP (ნაციონალისტური მოძრაობის პარტია) შედიან ხმების 51.64% მიიღო.

რა თქმა უნდა, ეს არ არის საამაყო შედეგი ერდოღანისთვის. ეს არჩევნები ერდოღანმა ეროვნული უსაფრთხოებისთვის ბრძოლის ხარისხში აიყვანა. წინასაარჩევნო კამპანიისას ის თავად გამოდიოდა სიტყვით, ხვდებოდა მოსახლეობას და იძლეოდა ძალიან ბევრ დაპირებას, პირველ რიგში კი იმაზე, რომ თურქეთში დაიწყებოდა ეკონომიკური წინსვლა და განვითარება.

ერდოღანის ძალისხმევამ არ გაამართლა. თურქეთის მოსახლეობა დაახლოებით 80 მილიონი ადამიანისგან შედგება. აქედან დაახლოვებით 25 მილიონი ადამიანი მხარს უჭერს ოპოზიციურ პარტიას, ეს ყველაფერი კი ხდება მას შემდეგ, რაც ერდოღანმა 2017 წელს ჩატარებული საკონსტიტუციო რეფერენდუმის შემდეგ პრეზიდენტის ძალაუფლება გაზარდა.
ექრემ იმამოღლუ - მერობის კანდიდატი სტამბოლში
ასეთი შედეგების გამო AKP-მ სტამბოლში ჩატარებული არჩევნების შედეგები გაასაჩივრა და მოითხოვა, რომ 39 უბანზე ახლიდან დაეთვალათ შედეგები. როცა აღმოჩნდა, რომ ამანაც ვერ შეუწყო ხელი მმართველი პარტიის კანდიდატის ბინალი იდლირიმის გამარჯვებას, ახლა უკვე მოითხოვეს რომ სტამბოლში სრულიად ახლიდან დათვალონ შედეგები.

ბუნებრივია ჩნდება ეჭვი, რომ ეს ყველაფერი კეთდება შედეგები გასაყალბებლად და CHP-ს კანდიდატის, ექრემ იმამოღლუს დასამარცხებლად, თუმცა რამდენად სწორია ასეთი არჩევანის გაკეთება და რა შედეგები მოჰყვება გაყალბებას, უკვე ძნელი სათქმელია.

სტამბოლში გამარჯვებას ერდოღანისთვის სიმბოლური მნიშვნელობაც აქვს. ერდოღანი სტამბოლის მერი იყო 1994 წლიდან 1998 წლამდე. 1994 წელს, მერად არჩევისას ერდოღანმა შემდეგი სიტყვები წარმოთქვა - "ვინც, მართავს სტამბოლს, მთელ ქვეყანას მართავს". რაც შეეხება ანკარას, ქალაქი ბოლო 25 წელიწადი AKP-ს მიერ იმართებოდა. 31 მარტის არჩევნებით კი ერდოღანმა ორივე ქალაქი დაკარგა.

შეიძლება ითქვას, რომ 2019 წლის ადგილობრივი არჩევნები მოსახლეობის მხრიდან სილის გაწნა იყო ერდოღანისთვის. თუკი სტამბოლში არჩევნების შედეგები გაყალბდება, ეს უკვე საპასუხო სილა იქნება ერდოღანის მხრიდან.

არ არის გამორიცხული სტამბოლში არჩევნების შედეგების გაყალბების შემთხვევაში ქუჩის აქციებიც დაიწყოს ოპოზიციამ, ამას კი შეიძლება რეპრესიების ახალი სერია მოჰყვეს ხელისუფლების მხრიდან. 2016 წელს მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ რეპრესიები არ არის უცხო თურქეთის მოსახლეობისთვის...

თურქეთი ხმების ხელახლა დათვლის პროცესს დემოკრატიულ პროცესად მიიჩნევს, თუმცა ევროკომისიაში ასე არ ფიქრობენ.
"თურქეთი ბოლო წლების განმავლობაში ძალიან დიდი სიჩქარით შორდება ევროპულ ღირებულებებს. ვიმედოვნებთ, რომ პროცესი არ გაუარესდება AKP-ს მხრიდან არჩევნების შედეგების მიმართ უპატივცემულობით", - განაცხადა ევროკომისიის პირველმა ვიცე პრეზიდენტმა ფრანს ტიმერმანსმა.

საშინაო პოლიტიკაში სირთულეებს ემატება დაძაბულობა ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც, ამის მიზეზი კი ისევ და ისევ, ერდოღანის სიჯიუტეა შეიძინოს რუსული C-400-ები. ამის საპასუხოდ შტატებმა უკვე შეაჩერა თურქეთისთვის მეხუთე თაობის გამანადგურებლების F-35-ებისთვის აუცილებელი აღჭურვილობის გადაცემა. ამერიკასთან დავის სხვა მიზეზებს კი წარმოადგენს ძალთა ბალანსის გადანაწილება სირიაში, ამერიკის ისრაელთან მიმართებით საგარეო პოლიტიკით უკმაყოფილება და ა.შ.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ დღეს ერდოღანი საშინაო და საგარეო პოლიტიკაშიც გამოწვევების წინაშე დგას - ქვეყანაში უკმაყოფილო მოსახლეობის რაოდენობა იზრდება, ნატო-ში მთავარ "მოკავშირესთან" კი ერდოღანს დავა აქვს გამართული.

როგორ და როდემდე შეძლებს ერდოღანის ამ ფონზე ხელისუფლებაში დარჩენას? - ეს არის კითხვა, რომელზეც ალბათ თავად ერდოღანიც საკმაოდ ბევრს ფიქრობს...


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
ავტორი
09 აპრილი 2019 14:57
ნოდარ, ერდოღანზე ასეთ ამაღელბულ შეხედულებას ვერ გავიზიარებთ
ნოდარი
08 აპრილი 2019 19:39
ერდოღანის წყალობით თუ ნატოში აღმოვჩნდით, საქართVელოს ისტორიაში დავით აღმაშენებლის გვერდით ჩაიწერება მისი სახელი
****
08 აპრილი 2019 15:05
ძალიან კარგია. მიდი რუსეთს მიულაქუცე, ჩვენ შეიძლება ისეთი სისწრაფით აღმოვჩნდეთ ნატოში, რომ რა ვიცი

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები