როგორ აჯობა პოპულარობით მიცვალებულმა სტალინმა ცოცხალ პუტინს? - კვირის პალიტრა

როგორ აჯობა პოპულარობით მიცვალებულმა სტალინმა ცოცხალ პუტინს?

ჩემი მკითხველისთვის ალბათ ცნობილი იქნება, რომ ბლოგთან ერთად გადაცემასაც ვაკეთებ. გუშინდელი გადაცემა საკმაოდ საინტერესო თემას შეეხო - რუსეთში იოსებ სტალინის რეიტინგი რეკორდულად არის მომატებული. მის საქმიანობას მოსახლეობის 70% აფასებს დადებითად. რეალობა საკმაოდ უცნაურია - მიცვალებულმა სტალინმა პოპულარობით ცოცხალ ვლადიმირ პუტინსაც აჯობა. ამ უკანასკნელის საქმიანობას დადებითად, ბოლო გამოკითხვის მიხედვით, 62 პროცენტი აფასებს.

კიდევ უფრო საინტერესო იყო ის უარყოფითი ემოცია, რაც გადაცემის შემდეგ ფეისბუკ გვერდზე დაფიქსირდა. რა თქმა უნდა, ამას არ ჰქონია მასშტაბური ხასიათი, თუმცა ამან მაინც მიიქცია ყურადღება.

მაინც როგორ მოახერხა მიცვალებულმა სტალინმა ასეთი პოპულარული გამხდარიყო?

ამაში „დიდ ბელადს“ ვლადიმირ პუტინი "დაეხმარა". ამბობენ, დიქტატორებს არ მოსწონთ პოპულარული და ჭკვიანი ადამიანები, ამიტომ მათ გვერდით არ იჩერებენო. სამაგიეროდ, მიცვალებული პრობლემებს არ ქმნის - სტალინის კულტის პოპულარიზებით კი პუტინი ირიბად ცდილობს საკუთარი მართვის მეთოდების გამართლებას. პოპულარული სტალინი კი არჩევნებში ხელს ნამდვილად არ შეუშლის.

რაც შეეხება საბჭოთა კავშირისა და სტალინის პოპულარობას გარკვეულ წრეებში, იქნება ეს საქართველო, რუსეთი თუ ნებისმიერი სხვა ქვეყანა, ეს დროებითი მოვლენაა და განპირობებულია უფროსი თაობის ფაქტორით.

ამჯერად, ბლოგი შედარებით მოკლე იქნება, თუმცა დაინტერესებულ მკითხველს გადაცემას შევთავაზებთ საყურებლად...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს