"ისტორიაში სამუდამოდ შეხვალთ როგორც ეშმაკი, თუ მოვლენები კარგად არ განვითარდება" - რა მისწერა ტრამპმა ერდოღანს?
"ისტორიაში სამუდამოდ შეხვალთ როგორც ეშმაკი, თუ მოვლენები კარგად არ განვითარდება" - რა მისწერა ტრამპმა ერდოღანს?
თურქეთის მიერ სირიაში დაწყებულ ოპერაციაზე არაერთხელ დაგვიწერია.

ამჯერად მხოლოდ იმ წერილის თარგმანს შემოგთავაზებთ, რომელიც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თურქეთის პრეზიდენტს 9 ოქტომბერს, ოპერაცია "მშვიდობის წყაროს" დაწყების დღეს გაუგზავნა.

წაკითხვის შემდეგ მკითხველმა თავად განსაჯოს, თუ როგორი პოლიტიკოსია დონალდ ტრამპი და რატომ მოისროლა ეს წერილი რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნაგვის ურნაში.

ძვირფასო პრეზიდენტო,
მოდი შევიმუშავოთ კარგი შეთანხმება! თქვენ არ გსურთ პასუხისმგებელი იყოთ ათასობით ადამიანის გაჟლეტვისთვის, მე არ მსურს პასუხისმგებელი ვიყო თურქეთის ეკონომიკის განადგურებაზე -
და გავანადგურებ. ამის პატარა ნიმუში უკვე გიჩვენე პასტორი ბრანსონის გარშემო არსებულ საკითხებთან დაკავშირებით.

ბევრი ვიმუშავე იმისთვის, რომ ზოგიერთი თქვენი პრობლემა მომეგვარებინა. მსოფლიოს იმედს ნუ გაუცრუებთ. თქვენ შეგიძლიათ დიდებული შეთანხმების მიღება. გენერალ მაზლოუმს სურს თქვენთან მოლაპარაკება და მზად არის ისეთი დათმობების გასაკეთებლად, რომელსაც წარსულში არასდროს გააკეთებდა.
კონფიდენციალურ ვითარებაში ვხსნი მისგან მიღებული წერილის ასლს, რომელიც ახლა მივიღე.

ისტორია დადებითად შეგაფასებთ, თუ სწორად და ჰუმანურად მოიქცევით. მაგრამ ისტორია სამუდამოდ შეგაფასებთ როგორც ეშმაკს, თუ მოვლენები კარგად არ განვითარდება. ნუ იქნები მაგარი ბიჭი, ნუ იქნები სულელი!

მოგვიანებით დაგირეკავ.

ტრამპის ხელმოწერა


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა