პუტინმა 2024 წლისთვის ვითარების "დალაგება" დაიწყო - რატომ გადადგა მთავრობა რუსეთში?
პუტინმა 2024 წლისთვის ვითარების "დალაგება" დაიწყო - რატომ გადადგა მთავრობა რუსეთში?
რუსეთში მთავრობის გადადგომამ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება სამართლიანად მიიქცია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში არსებობდა ვარაუდი, რომ რუსეთის პრეზიდენტი კონსტიტუციის შეცვლას აპირებდა, რათა ძალაუფლება 2024 წლის შემდეგაც შეენარჩუნებინა, მაინც შეიძლება ითქვას, რომ არავინ ელოდა, თუ ცვლილებები ასე ადერულად დაიწყებოდა. მეორე მხრივ, თუკი რეალობას ვლადიმირ პუტინის გადმოსახედიდან შევხედავთ, სწორედ ახლა არის დრო ასეთი ცვლილებებისთვის - რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, მით უფრო რთული იქნება რადიკალური ცვლილებების განხორციელება, თადარიგის დაჭერით კი ერთდროულად ორ
კურდღელი კვდება - ხდება ცვლილებები და იმ შემთხვევაში, თუკი ოპოზიციური პარტიები შეეცდებიან ქუჩაში გამოსვლასა და აქციების გამართვას, 2024 წლამდე ეს მუხტი ჩაცხრება, ხალხი კი ახალ რეალობას ადრე თუ გვიან შეეგუება.
ბუნებრივია, არავის ეპარება ეჭვი, რომ მთავრობის გადადგომა ერთი დიდი გეგმის ნაწილია. გუშინ, რუსეთის ფედერალური კრების
წინაშე მიმართვისას პუტინმა აღნიშნა:

"საზოგადოებაში განიხილება საკონსტიტუციო დებულება იმის შესახებ, რომ ერთი და იგივე პირმა არ უნდა დაიკავოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა ზედიზედ ორ ვადაზე მეტჯერ. არ მიმაჩნია, რომ ეს საკითხი პრინციპულია, თუმცა ვეთანხმები ამას", - განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივით, სახელმწიფო დუმას უნდა მიენიჭოს პრემიერისა და მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების უფლება, პრეზიდენტს კი პარლამენტის მიერ დამტკიცებული მთავრობის დანიშვნაზე უარის თქმის უფლება არ ექნება. ამავე დროს, პუტინი მიიჩნევს, რომ რუსეთი უნდა დარჩეს ძლიერ საპრეზიდენტო რესპუბლიკად.

ეს იყო ის გზავნილი, რომლის შემდეგაც გეგმას მოქმედება უნდა დაეწყო და დაიწყო კიდეც. მიმართვის შემდეგ რამდენიმე საათში პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი და მთავრობა გადადგა...

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არ არის გამორიცხული, მოლოდინები შესაძლო საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით როგორც რუსულ, ისე საერთაშორისო მედიაში თავად ვლადიმირ პუტინის სურვილით და სპეცსამსახურების ჩარევით გაჩენილიყო, რათა ხალხის განწყობა შეემოწმებინათ და შესაფერისი დროც შეერჩიათ.


საინტერესოა ისიც, რომ ვლადიმირ პუტინი არ არის ერთადერთი, ვინც მსგავსი საკონსტიტუციო ცვლილებებით ძალაუფლების შენარჩუნებასა და გახანგრძლივებას ცდილობს. გავიხსენოთ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, რომელმაც ასევე შეცვალა კონსტიტუცია რეფერენდუმის გზით 2017 წლის აპრილში და ქვეყანა საპარლამენტოდან საპრეზიდენტო მმართველობაზე გადავიდა, პრეზიდენტის ძალაუფლება კი გაიზარდა. გავიხსენოთ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, რომლის ჩარევითაც მოიხსნა პრეზიდენტისთვის ვადებზე შეზღუდვები 2018 წელს.

შეცვლის თუ არა ცვლილებები რუსეთში საერთაშორისო პოლიტიკაში რეალობას ან როგორ აისახება ეს ყველაფერი რუსეთის საგარეო პოლიტიკაზე? დიდი ალბათობით, არაფერი შეიცვლება. ვლადიმირ პუტინი გააგრძელებს იმ პოლიტიკის გატარებას, რომელიც აქამდე ჰქონდა რუსეთს, ასევე დიდი ალბათობით, ევროპის ქვეყნების ლიდერები და ამერიკის პრეზიდენტი შეეგუებიან ამ ცვლილებას და ყველაფერი გაგრძელდება ისე, როგორც აქამდე იყო.

დასკვნის სახით კი შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული და მოსალოდნელი ცვლილებებით მივიღებთ იმას, რაც რეალურად არსებობდა რუსეთში - ვლადიმირ პუტინის მმართველობას, რომელმაც შეიძლება შეიცვალოს ფორმა, მაგრამ არ შეიცვლის არსს და მიზნებს...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
ადამიანი
17 იანვარი 2020 20:06
იცი რა მიკვირს? ეს გამარჯვებული და უძლიერესი ქვეყანა რუსეთი და ზოგადად სსრკ რესპუბლიკები ( ბალტიის ქვ.გარდა) დღემდე რომ ვერ გაბრწყინებულან და დალაგებულან, დამარცხებულმა და მიწასთან გასწორებულმა გერმანიამ როგორ მოახერხა რო დიდი ხანია გააბრწყინა და დაალაგა ქვეყა? ვინმემ გამეცით პასუხი
xx
17 იანვარი 2020 10:25
თქვენ ყოველ კვირას იცვლით მთავრობას და
!!!
17 იანვარი 2020 09:25
ჩვენც დავიწყოთ ადრე, თუ, ყველაფერი უკვე დალაგებული გვაქვს?

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?
დღის კითხვადი სტატიები