ირაკლი გოგავას ბლოგი
საპარლამენტო ფრაქციის "ალიანსი - ახალი საქართველოს" ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი გოგავა 2003 წლის "ვარდების რევოლუციის" შემდეგ პოლიტიკური კარიერის გასაგრძელებლად საზღვარგარეთ წავიდა. 2007-08 წლებში იყო IRI-ს, ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მართვის პროგრამის დირექტორი ერაყში, 2009-2010 წლებში კი უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს საველე ოპერაციების მენეჯერისა და უფროსი პოლიტიკური კონსულტანტის მოვალეობებს ასრულებდა. 2014 წლამდე ამერიკულ ღია დემოკრატიის კომიტეტის პროგრამას ედგა სათავეში, შემდეგ კი საქართველოში დაბრუნდა.