სოფლის გადარჩენის გზა - პროექტი "ქართული სახლი"
სოფლის გადარჩენის გზა - პროექტი "ქართული სახლი"
საქართველოში 2 მილიონი შრომისუნარიანი მოქალაქეა, სამუშაო ადგილებით მხოლოდ 1 მილიონია უზრუნველყოფილი, დანარჩენი მილიონი სოფელს მიეჯაჭვა და თვითგადარჩენის მიზნით მიწაზე მუშაობს. ხელისუფლება მათ თვითდასაქმებულებს უწოდებს და უმუშევრობის დონედ 14%-ს აცხადებს. რეალური უმუშევრობა საქართველოში 50%-ზე მეტია. სახელმწიფო ვერ უქმნის გლეხებს ისეთ პირობებს, რომ სოფლის მეურნეობაში საქმიანობა რენტაბელური იყოს. გლეხობა სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს და პერსპექტივაც არ ჩანს.

უმთავრესი პრობლემები ქართველი გლეხისთვის არის სიდუხჭირე და მატერიალური რესურსების უქონლობა, კრედიტების მიუწვდომლობა, კლიმატური პირობებისგან და
სტიქიისგან დაუცველობა, ირიგაციის უქონლობა, მექანიზაციის ნაკლებობა, საწვავის (დიზელის) სიძვირე, სასუქების სიძვირე, შიდა ბაზარზე დემპინგური და სუბსიდირებული იმპორტული საქონლისგან დაუცველობა, რეალიზაციის გარე ბაზრებზე წვდომა, პოლიტიკური არასტაბილურობა, ტექნოლოგიების და თანამედროვე გამოცდილების უქონლობა, მიწების სიმწირე, მიწების რეგისტრაციის პრობლემები, გადაძოვილი საძოვრები, აგრონომების და ვეტექიმების დეფიციტი, აგრო დაზღვევის დეფიციტი, ზოგადად
სახელმწიფო პოლიტიკის უქონლობა აგროსფეროში. ყველაზე მთავარ პრობლემას მაინც წარმოადგენს პროდუქტის რეალიზაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების გამო, გლეხი კარგავს სტიმულს და დაბალია შრომის ნაყოფიერება, შედეგად 1 ჰა-ზე მოყვანილი მოსავალიც. მოსახლეობის 50%, რომელიც სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული, მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 9%-ს ქმნის. მთავრობა ეწევა აგროსფეროს სუბსიდირებას მიწის დამუშავების თუ ვაუჩერების დარიგების გზით. ეს გზა არ არის გამოსავალი და სახელმწიფო თანხების არაეფექტური გამოყენებაა.

გარდა სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი კომპლექსური ღონისძიებებისა, რომელიც ჩვენს სხვა კვლევაშია მოცემული, პრიორიტეტულად მიგვაჩნია ახალი პროექტის "ქართული სახლის" ინიცირება მთავრობის მხრიდან.

"ქართლი სახლის" იდეა გულისხმობს ხილისა და ბოსტნეულის სახელმწიფო კორპორაციის ჩამოყალიბებას, რომელიც იყიდის სოფლის მეურნეობაში მოყვანილ მთლიან მოსავალს წინასწარ(თებერვალი-მარტი) გამოცხადებული სამართლიანი ფასებით. შესყიდვის ფორმა შესაძლოა სხვადასხვა იყოს, მათ შორის კონსიგნაციაც. "ქართული სახლის" მიზანია მოახერხოს ქართული აგროპროდუქტის რეალიზაცია, განსაკუთრებით ქვეყნის გარეთ. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად შესაქმნელია მძლავრი ინფრასტრუქტურა ქვეყნის შიგნით: მიმღები და გადამამუშავებელი პუნქტები, სამაცივრე და სასაწყობე მეურნეობები, შესაფუთი მასალების და ტარის წარმოება, ასევე სამაცივრე და სასაწყობე მეურნეობები ტრადიციული ბაზრების ტერიტორიაზე(უკრაინა, რუსეთი, ბელორუსი, ყაზახეთი...), სატრანსპორტო საშუალებები და ლოგისტიკური კონცეფციები. პროექტის მეორე ეტაპზე შესაძლებელია კვების მრეწველობის წარმოებების მოწყობა, რომელიც გათვლილი იქნება ადგილობრივ ნედლეულზე.

"ქართული სახლი" გამართული მართვის პირობებში შეძლებს ქართული პროდუქციის რეალიზებას და მის რეკლამირებას, პირველ რიგში, ტრადიციულ ბაზრებზე, ასევე ევროკავშირის ტერიტორიაზე. "ქართული სახლის" პროდუქციის ლობირება საზღვარგარეთ უნდა მოხდეს სამთავრობო დონეზე.

ქართველ გლეხს არ აქვს საშუალება თავად გაიტანოს პროდუქტი. მიღებული მოსავლის რეალიზება საკუთარ ბაზარზეც კი ჭირს, სადაც ადგილობრივი მწარმოებელი დაუცველი მძლავრად სუბსიდირებული იმპროტული პროდუქტის წინაშე. აღსანიშნავია, რომ სუბსიდირებულ იმპორტულ საქონელზე საკომპენსაციო მოსაკრებელი საერთოდ არ არსებობს. ასევე ქვეყანას არ აქვს ანტიდემპინგური კანონმდებლობა და ბევრი იმპორტული სასაქონლო პოზიცია იყენებს დემპინგს ადგილობირივი პროდუქციის ბაზრიდან განსადევნად.

"ქართული სახლის" პროექტის განხორციელება მოიტანს შემდეგ შედეგებს:

1. ფერმერს პროდუქცია გაუყიდველი არ დარჩება
2. ყველა მიიღებს სამართლიან ფასს
3. მიღებულ შემოსავალს ფერმერები დახარჯავენ ქართულ ეკონომიკაში, რაც გაზრდის მოსახლეობის მსყიდველობით უნარს
4. "ქართული სახლი" შექმნის აგროპორდუქტის პოზიტიურ იმიჯს საზღვარგარეთ
5. "ქართული სახლი" მიიღებს ვალუტას, რომელსაც შემოიტანს ქვეყანაში და მიიღებს მონაწილეობას ლარის სტაბილურობაში
6. სწორი მენეჯმენტის პირობებში "ქართული სახლი" მომგებიანი კომპანია გახდება
7. ფასების წინასწარ(თებერვალ-მარტი) გამოცხადების შემთხვევაში ფერმერს შეეძლება დაგეგმოს თუ რისი მოყვანა ურჩევნია
8. რეალიზაციის ბაზრებიდან მოთხოვნების საფუძველზე "ქართული სახლი" ფერმერებს რეკომენდაციებს/შეკვეთებს მისცემს კონკრეტული პროდუქტის თაობაზე
9. ცენტრალიზებული შესყიდვების, მიღების, შეფუთვის, ტრანსპორტირების პირობებში პროდუქტის თვითღირებულება ნაკლები იქნება
10. რეალიზაციის ბაზრებზე არსებულ სავაჭრო ქსელებთან ურთიერთობა უფრო გამარტივდება
11. სამაცივრე მეურნეობები იძლევა საშუალებას არასეზონური ზე მოგებების მიღებისა
12. ფერმერის მიერ მოსავლის გარანტირებული რეალიზაცია სამართლიანი ფასით მისცემს საშუალებას ბანკებს კრედიტები გასცენ ფერმერულ მეურნეობებზე
13. სტაბილური და გარანტირებული რეალიზაციის შემთხვევაში ფერმერები შრომის ნაყოფიერებას და 1 ჰა-დან მიღებულ მოსავალს აუცილებლად გაზრდიან
14. "ქართული სახლის" მიერ რეკლამირებული ქართული პროდუქტის ექსპორტი ბიზნესმენებისთვისაც უფრო საინტერესო გახდება
15. პროექტი "ქართული სახლი" საშუალებას იძლევა მისი რეალიზაციის მეორე ფაზაში საქართველოში განვითარდეს კვების მრეწველობა და შექმნილი პროდუქტის იგივე გზებით რეალიზაცია მოხდეს რეგიონის ბაზრებზე

"ქართული სახლი" უნდა იქნეს განხილული არა მხოლოდ როგორც ბიზნესპროექტი, არამედ როგორც სოციალური პროგრამა. მისი წარმატებული განხორციელება შეაჩერებს სამუშაო ძალის მიგრაციას ქვეყნიდან, გააჩენს სოფლის მაცხოვრებელთა განვითარების რეალურ საფუძველს, დააჩქარებს ეკონოკის წინსვლას.

მაგლითისთვის განვიხილოთ ციტრუსი: საქართველოში ციტრუსის საშუალო მოსავალი შეადგენს 80,000 ტონას. მხოლოდ უკრაინა წელიწადში მოიხმარს 330,000 ტონას. 1 კგ. მანდარინის ფასი უკრაინაში არის 2.3 ლარი, ხოლო საქართველოში შესყიდვის სამართლიანი ფასი იქნებოდა მინიმუმ 0.7ლარი. ფერმერებს 1კგ. მანდარინის მოვლა 0.4 ლარი უჯდებათ. მანდარინის მიღების, დამუშავების, შეფუთვის, ტრანსპორტირების, დასაწყობების, დისტრიბუციის და გადასახადების ხარჯების გათვალიწინებით 1კგ.მანდარინის საბითუმო ფასი უკრაინაში იქნება 1,5ლარი. სხვაობა 0.8 თეთრია, რომელიც უნდა განაწილდეს "ქართლ სახლს" და უკრაინულ სავაჭრო ქსელს შორის. ამ გათვლებიდან გამომდინარე, "ქართული სახლი" მიიღებს 25%-იან მოგებას ციტრუსის შემთხვევაში. ციტრუსის მოსავლის ნახევრის ანუ 40,000 ტონის ექსპორტის შემთხვევაში "ქართული სახლი" მიიღებს 76 მილიონ ლარს, საიდანაც 26 მილიონს მიიღებენ ფერმერები, დაახლოებით 20 მილიონი დაიხარჯება საქართველოში მხარდამჭერ ფაზებზე(მიღება, დამზადება-დამუშავება, შეფუთვა, ტრანსპორტირება, საწყობი, მაცივარი) და "ქართული სახლის" მოგება იქნება 16 მილიონი.

პროექტი "ქართული სახლის" დასაწყებად საჭირო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად საჭიროა ერთჯერადად 600 მილიონი ლარის ინვესტიცია, ხოლო საოპერაციო ხარჯებისთვის 300 მილიონი ლარი ყოველწლიურად.

აღნიშნული თანხის მობილიზება შესაძლებელია ხელისუფლების ადმინისტრირების ხარჯების თუნდაც 20%-ით შემცირების ხარჯზე.



ირაკლი გოგავა
საქართველოს განვითარების ლაბორატორია

მკითხველის კომენტარი (39)
მედეა
07 სექტემბერი 2017 17:20
ძალიან გამეხარდა ამ თემაზე რომ წერთ. გეთანხმებით ყველაფერში. ქვეყნის ვაშლი დამილპება წელს ეზოში ხის ქვეშ. ჩაბარება რომ იყოს რა კარგი იქნებოდა, გული მწყდება და კარგად მოსხმულ ვაშლის ხის დანახვაზე დარდი არ მასვენებს. მე იმ მოსავლის 3% ვხმარობ მხოლოდ, დანარჩენი ლპობისთვისაა განწირული. ისე ეს ადრინდელ ცეკავშირს ჰგავს, მაგრამ ძალიან მომწონს და გამეხარდება თუ მოვესწრები. კოოპერატივების შექმნამ ვერაფერი შედეგი გამოიღო------------არაა ხალხი სოფელში, თურქეთის მიწაზე მოყვანილ პროდუქტს კრეფს და სახლში მოტანილი ფულით გააქვთ თავი ახალგაზრდობას, ხელის შეწყობა სჭირდება სოფლად დარჩენილ ოჯახებს. კარგი იყო ის ვაუჩერები, მაგრამ განვითარება და წინსვლა არ გამოიწვია. სხვა რამეა მოსაფიქრებელი, აუცილებელია მოსავლის მოვლა გასაღების რაიმე ეფექტური ხერხის შემუშავება. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ.
kora
11 სექტემბერი 2015 21:37
გადარჩენას რომ ვამბობთ, უკვე წაგებულები ვართ. უნდა იყოს: ქართული სოფლის გაძლიერების გზა.
ღმერთო, გააძლიერე საქართველო!
emzari
03 სექტემბერი 2015 21:11
ამ საკმისტვის ტუ მტავრობა არა ცჰვენ დავეხმაროტ ცჰვენ ტავს და ავკრიფოტ ტანხა (ნებაკოფლობიტ რატკმაუნდა) ეს ისეტი საკმეა კველამ უნდა გავიმეტოტ რის საშუალებაც გვეკნება
მამუკა
03 სექტემბერი 2015 18:01
კარგი პროექტია მომწონს და ამ იდეას უერთდები, მაგრამ გლეხს ცოტას დაეხმარება, რადგან მიწები არ არის სწორად განაწილებული, ზოგს აქვს ათობით და ასობით ჰეკტარი,მაგრამ არ ამუშავებენ, ზოგს ცოტა მიწა აქვს და შეუძლია უფრო მეტის დამუშავება.
რობა
03 სექტემბერი 2015 10:01
”ველოსიპედის” ხელახლა გამოგონება არ არის საჭირო.ხელოვნურად დანგრეული და და დავიწყებული ძველის-ცეკავშირის აღგგენაა აჭირო და აუცილებელი,სადაც მოგვრაბული იყო პროდუქციის შესყიდვებიც







































































ვფიქრობ ახალი ველოსიპედის გამოგონება არ არის საჭირო.აღსადგენია ძველი,ხელოვნურად დანგრეული და დავიწყებილი ცეკაცშირის მოდელი,სადაც მოწესრიგებული იყო პროდუქციის შესყიდვა(დამზადება),მისი გადამუშავება და რეალიზაციაც.მთავარია მწარმოებელს(გლეხს) არ დაურჩეს გაუყიდავი პროდუქცია..............











კობა
03 სექტემბერი 2015 10:00
დავიწყოთ იმით, რომ ძალიან მარტივადაა გაყოფილი 2 მილიონი შუაზე.
საღი აზრი
02 სექტემბერი 2015 14:42
იდეა კარგია, როგორც იდეა ...
მეტიც, ვიტყოდი რომ პოპულისტურია ...
მაგრამ!
ოდნავ საღად მოაზროვნე მეორე კურსელი სტუდენტიც კი "დამარხავდა" ავტორის მიერ მოყვანილი არგუმენტების 80%-ს.
ვლადიმერი
02 სექტემბერი 2015 11:20
მშვენიერია, რას ერჩით! თუმცა, მართალია, ამის გაკეთებას მონდომება და შნო უნდა! ვინ გააკეთებს?!
შოთა
02 სექტემბერი 2015 11:18
პროდუქციის ნაკლებობაზე ვინც საუბრობს, მათ გასაგონად: აბა შესთავაზეთ გლეხს და ფერმერს წარმოებულ პროდუქციაზე კონკრეტული ფასი, თან წინასწარ, და ნახავთ ნელ-ნელა, მაგრამ დამაჯერებლად როგორ მოუმატებს შრომას გლეხიც და პროდუქტიც იმრავლებს.
"ჭკვიანების" გასაგონად: წადით და თოხნეთო, რომ ამბობთ, რისთვის, რატომ, რა ხეირისთვის? ფუჭად შრომას რა აზრი აქვს, ცოდვა არ არის ადამიანი?! თავად წაბრძანდით, მაზოხისტი ყოფილხართ.
mamia gurieli
02 სექტემბერი 2015 01:14
ათიანშია გარტყმული! ეს პროგრამა გვინდა! გლეხ ხალხს გვეშველება, ახლა დავათრევთ ამ მანდარინას და ვიყინებით ვაგზალთან თბილისში. მირჩევნია ნაკლები მომცენ და ერთიანად ჩეიბაროს ვინმემ. სახელმწიფომ იშოვოს მოგება!

არ მაქ ძამია გაყიდვის იმედი, თვარა 25 ტონა უნდა მომდიოდეს კარგად რომ მოუარო და მომდის მოუვლელზე 5 ტონა და იმასაც წვალებით ვყიდი. არი წლები, რომ საერთოდ არ მომიკრეფია, შეახმა ხეს მანდარინა.


აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები