ერდოღანის "ექვსეული" თუ კავკასიური "სამეული" - საიდან დავიწყოთ?
17-12-2020
ერდოღანის "ექვსეული" თუ კავკასიური "სამეული" - საიდან დავიწყოთ?
ბაქოში, სომხეთზე გამარჯვების აღლუმზე, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, - ჩემს ძმასთან - აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად ვიმსჯელე სამხრეთ კავკასიაში "ექვსეულის პლატფორმის" ჩამოყალიბებაზე, რომელიც ჩვენი თანამშრომლობის განვითარებას ხელს შეუწყობსო. "ექვსეულში" თურქეთის პრეზიდენტმა იგულისხმა: აზერბაიჯანი, თურქეთი, რუსეთი, ირანი, საქართველო და, სურვილის შემთხვევაში - სომხეთი.

მისასალმებელია, რომ მეზობელი ქვეყანა თურქეთი ფიქრობს სამხრეთ კავკასიაში თანამშრომლობის განვითარებასა და მშვიდობაზე. კარგი იქნებოდა, თუ მსგავსი ინიციატივების განხილვა არა მხოლოდ ბაქოსთან, არამედ - თბილისთანაც მოხდებოდა.
საქართველოსა და თურქეთის პარტნიორობა კარგი მაგალითია თანამშრომლობის, მიუხედავად თურქეთის პირდაპირი სავაჭრო ურთიერთობებისა და სატრანსპორტო მომოსვლისა ოკუპირებულ აფხაზეთთან. საქართველო-თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება 2006 წლიდან მოქმედებს. ზოგიერთი ქართული საქონლისთვის, ბიუროკრატიული თუ სხვა ბარიერების გამო, ჭირს თურქულ ბაზარზე შესვლა მაშინ, როცა თურქული საქონელი, სუბსიდირებული საკომპენსაციო მოსაკრებლის გარეშე
შემოდის ქართულ ბაზარზე - ჩვენ ამით ვეხმარებით თურქულ ეკონომიკას. ეფექტიანად მოქმედებს ისეთი სტრატეგიული პროექტები, როგორიცაა ნავთობსადენი, გაზსადენები, იზრდება რკინიგზის ტვირთბრუნვა. საქართველო ეხმარება თურქეთის ეკონომიკას იმითაც, რომ სეზონურ იაფ მუშახელს აგზავნის ხოლმე, რაც ორივე მხარისთვის მომგებიანია: თურქული საქონელი უფრო კონკურენტუნარიანი ხდება, მათ შორის - საქართველოშიც და საქართველოსთვის ტოტალური უმუშევრობის ფონზე ეს სამუშაო ადგილები აუცილებელია, რადგან საკუთარ ქვეყანაში არ გამოგვდის მუშახელის დასაქმება.

სამხრეთ კავკასიაში ტერიტორიული მთლიანობის ყველა პრობლემის გადაჭრის გარეშე გამორიცხულია ინკლუზიური და მრავალვექტორული თანამშრომლობის სრულმასშტაბიანი დაწყება. რეგიონის ქვეყნებს შორის ურთიერთობები ამ პრობლემის მძევალია. ვიდრე არ მოგვარდება ყველა ტერიტორიული პრობლემა, ნებისმიერ "ექვსეულს", "3+3+3" თუ სხვა ფორმატს ელოდება იგივე ბედი, რა ბედიც ეწია ევროპის ეგიდით 2000 წელს გამოქვეყნებულ მაიკლ ემერსონის "კავკასიის სტაბილურობის პაქტს".

ნათელია, რომ დასაწყებია საუბრები რეგიონალური თანამშრომლობის ფორმატებზე. კარგი იქნებოდა, თუ რეგიონის ყველა დაინტერესებული ქვეყანა გამოიჩენდა ინიციატივას სამხრეთ კავკასიაში ტერიტორიული მთლიანობის პრობლემების სრული ელიმინაციისთვის. ეს გახსნიდა ბევრ ახალ შესაძლებლობას.

ვიდრე ტერიტორიული მთლიანობის პრობლემები გადაწყდება, შესაძლებელია სამხრეთ კავკასიის სამი სახელმწიფოს: აზერბაიჯანის, საქართველოს, სომხეთის ანუ "სამეულის" დიალოგი დაიწყოს, რაც მუდმივმოქმედი პლატფორმა უნდა გახდეს. მომავალში "სამეულმა" შესაძლოა საფუძველი ჩაუყაროს სამხრეთ კავკასიაში "მინიევროკავშირის" მოდელს, რაც გახსნის შესაძლებლობას, რეგიონის ყველა მეზობელთან ცალ-ცალკე ურთიერთობების ექსკლუზიური და პირდაპირი ფორმები დამყარდეს.

სამხრეთ კავკასიის "სამეული" წარმოგვიდგენია, როგორც ეკონომიკური კეთილდღეობის, მსოფლიო და რეგიონული მნიშვნელობის სავაჭრო, ენერგეტიკული, საგანმანათლებლო, ფინანსური, სატრანსპორტო ცენტრი, საიდანაც არცერთ მეზობელს საფრთხე არ დაემუქრება. სამივე ერის პოტენციალის ერთ მუშტად შეკვრა უდიდეს ბიძგს მისცემს მეზობელი ქვეყნების განვითარებასაც და სასათბურე პირობებს შეუქმნის რიცხობრივად პატარა ერებს და ეთნოსებს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
ალექს
21 დეკემბერი 2020 09:14
ბაზალეთის ტბის ყრმის მოსვლის რწმენა , ეს ჩვენი აღმოსავლურ ტირანიასა და დამპყრობთან მებრძოლი ერის მენტალობის გამოხატვაა, ის ოდითგანვე დასავლეთისაკენაა გადახრილი, მაგრამ თავის დროზე აღმოსავლური ფესვიდანაა ამოწვერილი, ეგ დღევანდელი დასავლეთიც ჩვენს წიაღში იშვა , ქართულ, ანუ ევროაღმოსავლურ ფესვზე აღმოცენდა ,ახლაც დგას და 3500 წელია იყლორტება, რომის და საბერძნეთიდან დაწყებული, რით ვამტკიცებ? დასავლურობას პრომეთეს -ამირანის ,არგონავტების ,მედეას შესახებ მითებით და ვან-ნოქალაქევის არტეფაქტებით! ხოლო ის დასავლეთი რომ აღმოსავლურ ფესვზე აღმოცენდა, ვამტკიცებ გრაკლიანის (იურიდიულად გამართული გარიგების , ანუ ახლანდელი ევროპული სამოქალაქო ურთიერთობის მთავარი პრინციპის , ხელშეკრულების პირობებით ვალდებულებების დამოწმების პროცედურის აქ წარმოშობის დამადასტურებელი 6 000 წლის წინანდელი საბეჭდავით ) და ნეკრესის არტეფაქტებით.
ანუ ჩვენშია ორივე , ევროპაც და ზიაც , დასავლეთიც და აღმოსავლეთიც !

ფარნავაზი მიდიის თანამედროვე რომის იმპერატორს ეახლა , საქმე იყო სამხედრო პოლიტიკური , მარტო საჯირითოდ არ ჩასულა, გორგასალი შიგ ბიზანტია მიდიის ჭიდილში იქნევდა ხმალსა და გოდოლებზე კირითხუროობდა ! დიდი დავით აღმაშენებელი ამ ორის შერწყმას ახერხებდა , იმდენად კარგად ახერხებდა, თვით ჩინგიზხანმაც გადაიფიქრა დავითური წესწყობის მონღოლურით შეცვლა კავკასიაში, არ დასცალდა უბედურს და მის შთამომავალთ გზად და ჩვენდა ჭირად რუსეთი შემოაშენდათ მონღოლური სისტემის არტეფაქტად სტალინის შესრულებით.

დავითის ჩაგდებული თესლი კი ღვივის ჩვენს კომპლექსურ ქართულ მენტალობაში, ის სამხედროპოლიტიკურია, გუთანი და ხმალი ერთდროულად !

ეგეთები ვართ დასაბამიდან ,ყველაფერი ორმაგი გვაქვს -მ.შ. მენტალობაც ,ეტყობა ტყუპების ზოდიაქოში იმყოფებოდა ზეციური ღმერთი, (მაპატიე მკრეხელობა) ჩვენ რომ ჭკუას და მიწებს გვირიგებდა .



ზოგი ჭირი მარგებელია,მაგალითად :

საქარველოს დასავლეთის საზღვაო და სახმელეთო საზღვარი დავითის დროს ტრაპიზონზე, ანუ რომის იმპერიაზე გადიოდა ,ის იყო არამარტო გეოგრაფიული,არამედ მენტალური საზღვარიც დასავლეთის ცივილიზაციისა, აქ ყველა ღირებულების გარდატეხა ხდება ახლაც ,მათ შორის ტექნიკურისაც -ჰარდვეა, ინფორმაციულისაც, ანუ დოკულმენტალური სოფთვეა, ამათი ტრანსფორმაცია ხდება დასავლური სტანდარტული სავაჭრო პირობების, ტრადიციების ,საკანონმდებლო და პრაქტიკული საქმიანობის ჩვევების აღმოსავლურ შესატყვის კატეგორიებში, რომლის საზღვარი დარუბანდში და კასპიის ზღვის იქით იდო. წარმოიდგინეთ, რომ დღევანდელმა სტატისტიკურმა ქართველმა მეტი უცხო ენა იცის , ვიდრე ნებისმიერმა სხვამ, შესაბამისად მეტისთვის მისაღები და საჭირო ვართ ! ამ ენით განვიკითხავო , კი დაგვიბარეს და ხომ უნდა ვუთარგმნოთ , საბრალოთ ? !
ამ არეალის შიგნით მიმდინარე პროცესს ხვნისას ,აღებმიცემობისას და წარმოებისას დინარით (ეკონომიკური პოლიტიკით) არეგულირებდა და ხმლით (სამხედრო პოლიტიკით ) იცავდა დავითი ,შედეგად სახელმწიფო შესდგა,ხალხი გამდიდრდა .განვმარტავ, დავითი მექანიკურად ნედლეულის ტრანზიტს კი არ იცავდა, რასაც საუბედუროდ დღეს ვაკეთებთ, იმასაც დიდის ვაი ვიშით, ტრასეკას ყბადაღებული პროექტის ფარგლებში ,არამედ ევროპას და აღმოსავლეთს სამართლებრივ და უსაფრთხო გარემოს უქმნიდა აქ , „აიძულებდა“ ეწარმოებინათ და ევაჭრათ აქ და მზა პროდუქცია გაეზიდათ თავის ქვეყნებში, ამისთვის იყენებდა ფისკალურ ელემენტს, უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი ქონდათ საგარეო ვაჭრობის მუსულმან არაბ წარმომადგენლებს-1 დინარი გადასახადი, ებრაელებს 2 დინარი-ფინანსური ინსტიტუტები და ფრანგებს (ევროპული მანქანები იარაღი ინსტრუმენტი ტექნოლოგია და მყიდველი აღმოსავლური ეგზოტიკის) -3 დინარი, დიახ, თუ შამპანიური და ჩრდილოეთის ციალი გინდა, გადაიხადო უნდა !!!!
ეს ისტორიული ექსკურსი .

უკანსკნელმა 25 წელმა აჩვენა , რომ პოსტკომუნისტურმა მენტალიტეტმა პოსტკომუნისტურ ევრაზიულ არეალში მაინცდამაინც წინ ვერ წაიწია, ამ ერებმა არ და ვერ ისწავლეს დასავლური ენები და პოლიტიკურ და ეკონომიკურ საქმიანობაში ვერ გადავიდნენ დასავლურ ღირებულებებზე, დარჩნენ კლანურ ოლიგარქიულ ოლიგოპოლიურ ოლიგარქიულ მენტალობაში, რომლის შეცვლის სურვილი და უნარი არ გააჩნიათ და როგორც ჩანს კიდევ 25 წელი იგივე მენტალობაში დარჩებიან, ეს კი განვლილ 25 წელთან ერთად უკვე თაობრივი ისტორიული ეპოქაა .

სადაა აქ ჩვენთვის კარგი, საღი მარცვალი?

ორივე მხარის ნიშნებს ვატარებთ, მაგრამ ჩვენი მრავალათასწლოვანი ისტორიული გამოცდილება აღმოსავლეთის ტირანულ იმპერიებისგან თავდაცვისა , რუსეთის ჩათვლით, განაპირობებს დასავლეთისაკენ ბუნებრივ ლტოლვას რასაც ჩვენს თავისუფლებისაკენ ლტოლვას ვუკავშირებ, მგონია ,რომ, სანამ ჩვენ აქ ვიბრძოდით აღმოსავლეთის ტირანიასთან, დასავლეთმა დრო იხელთა , დაუსხლტა აღმოსავლეთს და მაგ დროის მოგებული მონაკვეთითაა სწორედ წინ ! დავეწიოთ უნდა !
ჩვენ რა აქედან ?

დასავლეთი და აღმოსავლეთი ერთმანეთთან ვერ დაახლოვდებიან, ვერც ჩვენ შევალთ იმ დასავლეთში 25 წელი, ევრაზიაში არ შევალთ, კი გვექაჩებიან, ამიტომ მომავალი 25 წელი ამ ორი სამყაროს წინააღმდეგობათა არსებობაზე უნდა ვიხეიროთ, გადაბმულობის ქუროს პრინციპით, მათი წინააღმდეგობების ენერგია მივმართოთ ჩვენი განვითარების მამოძრავებელ წყაროდ!

ახლა როგორ?

უნიკალური სამართლებრივი მოწყობით, რომელიც დასავლურის იდენტური იქნება, მაგრამ ღია და საინტერესო აღმოსავლეთისათვის, მათთვის ევროპა და ამერიკა ჩვენ უნდა ვიყოთ, გადმოვიტანოთ უნდა ევროპა და ამერიკა სამართლებრივად აქ, და "ვატაროთ" აღმოსავლეთი ბიზნესისა და დასვენება გართობისათვის აქ, ფულები ხარჯონ აქ, და არა ტყვია წამალი.

ჩვენ ყოველთვის ვიყავით დასავლეთის და აღმოსავლეთის კულტურათა (მუსიკას , ცეკვას,ლიტერატურას და ხატვას არ ვგულისხმობ,მთელ სულიერ შემეცნებით საზოგადოებრივ ფასეულობებს ვგულისხმობ ერთად, რელიგიიანად, ტაბუსა და ვაშინერს, სტუმართმასპინძლობის და ძმადნაფიცობის წესიანად )შერწყმის ბუნებრივი ადგილი, და ასეთად დავრჩებით დასავლეთისაკენ სამართლებრივად გადახრილი, აღმოსავლეთის კარი კი ღია დავტოვოთ, დაე იარონ ჩვენთან , მაგრამ ორივე სამყაროს დაპირისპირების კი არა ,საქართველო-ორ ზღვას შორის საომარი ლელო, არამედ დავითისეული თანამშრომლობის და ინტეგრაციის ველად , მათი საომარი საშუალებებისგან თავისუფალი , ოღონდ საქართველო ძლიერი სამხედრო ეკონომიკური თვალსაზრისით, დავითისეულად , გუთნით და ხმლით ერთდროულად, საკუთარი თავდაცვის საშუალებების მქონე სახელმწიფო, ანუ პოლიტიკურად ეს სამხედროაქტიური კულტურულ ეკონომიკური ნეიტრალიტეტია, მე იარაღი მაქვს, მაგრამ არ ვომობ სხვის ტერიტორიაზე, მხოლოდ მომხვდურს ვცემ პასუხს , მაგრამ ჩემს ტერიტორიაზე თქვენს მოტანილ თქვენსავე ეკონომიკურ საკუთრებებს დავიცავ და ჩემსას გასარგებლებთ, და მათ ერთად თანაბრად დავიცავ, მათ შორის თქვენგანაც , სხვისგანაც, ჩემგანაც !
ეს არის კავკასიურ ქართული საყოველთაო სარგებლობის „მშრალი სრუტე , სუეცის და პანამის არხივით“ - სახმელეთო სამართლებრივი ლენდბრიჯის იდეა, იმპერიათა შეიარაღებული დაპირისპირების ნაცვლად ეკონომიკური ინტეგრაციის არეალი, საერთაშორისო სამართლით უზრუნველყოფილი იმპერიებისგან დემილიტარიზებული ზონა, ოღონდ საკუთარი შეიარაღებით და იმპერიათა კოლექტიური დაცვის ობიექტი.
არ გამოვა ?
გამოვა!
ქართველმა თუ გაიწია, ორი და ვერა იმპერია ვერ დააკავებს !
ალექს
21 დეკემბერი 2020 09:10
ახლა რასაც ვიტყვი აქ, არაა ჩემი საავტორო უფლების საგანი, მასზე საქართველოს არაერთ მართლა პოლიტიკურ ტვინს უმუშავია , მათ შორის სულ ახლახანსაც , სულ ოციოდე წლის წინ , ისევე როგორც ათი და ოცი საუკუნის წინ ! ჩვენ ერთრთი ძველი ცივილიზაცია ვართ და ცხადია ამ ხნის განმავლობაში არაერთგზის დაგვემუქრა განადგურება, ისტორიის ქარტეხილებს ვერ გაუძლეს რომმა , ბიზანტიამ, მონღოლებმა, ბაქტრიამ და სოგდინიამ, მიდიამ-დასახელება ჩვენმა მედეამ მისცა, სასანიდების, აქიმენიდების, ალექსანდრეს, თემურ ლენგის ,ნაპოლეონ ბონაპარტეს იმპერიები ! ოსმალეთმა, ბრიტანეთმა და ა.შ. ზოგი გაქრა , ზოგმა ტრანსფომაცია განიცადა , მაგალითად რუსეთისა, სიცოცხლე რომ ჩვენმა სტალინმა აჩუქა ! უდანაკარგოდ ვერ გამოვიდოდით , ცხადია ,ხომ ამ ორომტრიალიდან ? მთელი ამ ხნის განმავლობაში იმპერიათა ნგრევა მშენებლობის ორომტრიალში ჩვენც ვბრუნავდით მეტნაკლები წარმატებით , ფაქტია, რომ ვარსებობთ და საერთაშორისო რაღაც ფუნქციებს ვასრულებთ, ისე არა , როგორც დავითის დროს, მაგრამ უჩვენოდ მაინც არ ხდება მსოფლიო მნიშვნელობის პოლიტიკური მოვლენები , დროდადრო ველავთ სამხედრო საქმეში, ხელოვნებასა და ჭადრაკში, ასევე სპორტში, მეცნიერებაში, მათ შორის ტექნიკურ დარგებში , ციფრულ ტექნოლოგიებში, ფილოსოფიასა და მხატვრობაში ,მედიცინაში ,ფინანსებში , ტრანსპორტში , ანუ ჯერაც საჭირო ვართ და რამდენადაც და რა ხარისხითაც ვჭირდებით , იმ ოდენობით გვიწევენ ანგარიშს , სხვა არ ჩაიჩოჩებს ჩვენს გასატარებლად , კაზინოში კი ურიგოს შეხვალ, რესტორნის კარიც ღიაა, იქეიფე, მაგრამ მაგ ორ ადგილას კალო არ ილეწება , არც ჩვენი ომია მანდ , ნარკოტიკი კი ბატონო, ინებეთ , რაც არაა ჩვენი საქმე , არც გამოგვდის , ხარ მეღვინე და კალატოზი , მეპურე , მარჯვედ იქნევ ხმალს , იარე დავითის გზით: გუთანი და მახვილი ერთდროულად , ესაა იდეა, რომელზეც ახლაც ფიქრობენ მართლა პოლიტიკოსები ! არც სხვისი სარჩენი იქნები და თავსაც თავად დაიცავ, სხვასაც ხელს გაუწოდებ, ანუ საჭირო იქნები ! მარტივია, ხომ ?! ჰოო, არც ისე მარტივი !
17 დეკემბერი 2020 20:24
მეტი არაა ცვენი მტერი სამეული არ სედგეს კავკასიასი სომხებს და აზერებ ვერ სეარიგებს ვერავინ

რედაქტორის რჩევით
მიდიხართ თუ არა 2 ოქტომბერს არჩევნებზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მიდიხართ თუ არა 2 ოქტომბერს არჩევნებზე?
თვის კითხვადი სტატიები