ბლოგერები
ISET-ის ბლოგი - თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა
ეკონომიკური ანალიზი ISET-ისაგან
იმიტაციის, აკრძალული ხილისა და მკვახე ყურძნის შესახებ
ქართველი ახალგაზრდები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში არ ფლობენ ინფორმაციას შრომის ბაზრის მდგომარეობის შესახებ, პროფესიის არჩევისას გადაწყვეტილებას მარტივად, იმიტაციის გზით იღებენ: „თუ წარმოდგენა არ გაქვს, რა მოიმოქმედო, გააკეთე ის, რასაც ყველა დანარჩენი აკეთებს“. თუ ყველა სწავლობს სამართალს, ალბათ არის მასში რაღაც კარგი. განა შესაძლებელია ამდენი ადამიანი ცდებოდეს?!
08-02-2014
დაწვრილებით...
საქართველოს ეკონომიკური ზრდის შენელების ანატომია - დასკვნა
წინასაარჩევნოდ ნაციონალური მოძრაობის მიერ საბიუჯეტო გადახარჯვაზე საუბრისას ლოგიკურად ჩნდება კითხვა: იქნებ, მეორეს მხრივ, ქართული ოცნების მთავრობამ გაატარა ზედმეტად კონსერვატული პოლიტიკა დანახარჯების საჭიროზე მეტად შემცირებით?
წინა მთავრობის სამშენებლო პროექტები (მაგალითად, შუშის ხიდი მტკვარზე, პარლამენტის ახალი შენობა ქუთაისში და პრეზიდენტის სასახლე) საზოგადოების მხრიდან მძაფრი კრიტიკის საგანი არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე გახდა. მაშინ როცა საზოგადოებრივი სამშენებლო პროექტების კრიტიკა ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცესის ნაწილია, შესაძლოა ქართული ოცნების მიერ წინა მთავრობის "ქრონიკული გადახარჯვის" წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად ქცევა არცთუ სავსებით გამართლებული იყო. ახლადარჩეულმა მთავრობამ ამით თავადვე მიაჯაჭვა საკუთარი თავი ისეთ პოლიტიკას, რომელიც უეჭველად გამოიწვევდა მშპ-ს ზრდის ტემპის მკვეთრ შემცირებას.
30-01-2014
დაწვრილებით...
საქართველოს ეკონომიკური ზრდის შემცირება – ეკონომიკური ანალიზი
2013 წლის განმავლობაში საქართველოში ცხარე დებატები მიმდინარეობდა ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელების მიზეზებთან დაკავშირებით. ახალი მთავრობა (ქართული ოცნება) ამას ძველს (ერთიან ნაციონალურ მოძრაობას) აბრალებდა, ძველი კი – ახალს და თანდათან იზრდებოდა ორივე პარტიით უკმაყოფილო ადამიანთა რიცხვიც.

ამგვარ პოლიტიკური "თითის მიშვერის" პროცესში გასაკვირი არაფერია, თუმცა "კოჰაბიტაციისას" ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირება მაინც ბადებს გარკვეულ კითხვებს: რომელმა სექტორებმა ითამაშეს მნიშვნელოვანი როლი ზრდის ტემპის შემცირებაში და რამდენადაა პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე ქვეყნის შიდაპოლიტიკური დაპირისპირება?
17-01-2014
დაწვრილებით...
ზესტაფონის
"ჰამაკები — ხაშურში, ნაზუქი და თონის პური— სურამში, კალათები და ხის ჭურჭელი— შროშამდე და თიხის ჭურჭელი— შროშაში" - იქცევიან თუ არა მოვაჭრეები რაციონალურად, როცა ისინი კონკურენტის მეზობლად იწყებენ ვაჭრობას?
03-01-2014
დაწვრილებით...
სჭირდება თუ არა საქართველოს ეროვნული ვალუტა?
ისევე როგორც ესტონეთს, საქართველოსაც შეუძლია შემოიღოს ფიქსირებული გაცვლითი კურსის რეჟიმი, რომელიც იმართება "სავალუტო საბჭოს" მიერ. იგივე პოლიტიკის უფრო სარწმუნო ვარიანტს წარმოადგენს ეროვნული ვალუტის გაუქმება და ევროს (ან აშშ დოლარის), როგორც გადახდის კანონიერი საშუალების შემოღება. ეს თავიდან აგვაცილებდა ინფლაციის, ვალუტის გაუფასურებისა და სავალუტო რისკებით გამოწვეულ პრობლემებს. მთავარი რისკი ქვეყნისათვის მსგავსი პოლიტიკის გატარების შემთხვევაში ადგილობრივი წარმოების დანახარჯების (ხელფასების) შემცირების, ინფლაციის და ეროვნული ვალუტის გაუფასურების ინსტრუმენტების გამოყენების შესაძლებლობის დაკარგვა იქნებოდა. კონტრარგუმენტად გამოდგება ის, რომ მსგავსი შესაძლებლობების ქონა ქვეყანას ნაკლებად მგრძნობიარეს ხდის ერთობლივი მოთხოვნის შოკების მიმართ.
24-12-2013
დაწვრილებით...
დავით ეკონომისტი
დავითი დიდი ეკონომისტიც იყო. თანამედროვე ეკონომიკური მეცნიერების აღმოცენებამდე რამდენიმე საუკუნით ადრე, საქართველოს ჰყავდა მეფე, რომელიც აცნობიერებდა ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობასა და თავისუფალი ვაჭრობის როლს ქვეყნის კეთილდღეობისთვის. დავითმა ისიც კი მოახერხა, რომ შუა საუკუნეებში საერთაშორისო ვალუტა შემოეღო. მე-12 საუკუნეში, საქართველოში მეფობდა ადამიანი, რომელიც საუკუნეებით უსწრებდა მის თანამედროვე ევროპასა თუ მის ფარგლებს გარეთ მყოფ ნებისმიერ ქვეყანას!
17-12-2013
დაწვრილებით...
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?