სჭირდება თუ არა საქართველოს ეროვნული ვალუტა?
სჭირდება თუ არა საქართველოს ეროვნული ვალუტა?
ბიბლიის ერთ-ერთი წიგნის, დაბადების მიხედვით, ადამმა დააგემოვნა აკრძალული ვაშლი და ახლა მთელი კაცობრიობა იმკის შედეგებს: მამაკაცები მძიმედ შრომობენ, რათა ტანჯვით მიიღონ საზრდო მთელი სიცოცხლის მანძილზე, ხოლო ქალები ტანჯვით შობენ შვილებს. ბიბლიის თანახმად, "თავდაპირველი ცოდვის" სახელით ცნობილი ამ საბედისწერო მოვლენის შედეგ ცოდვილ ადამიანთა ცხოვრება ქაოსმა მოიცვა.

"თავდაპირველი ცოდვის" შესახებ საუბრისას ეკონომისტებს მხედველობაში აქვთ მდგომარეობა, როდესაც ქვეყანა ან კომპანია იძულებულია ისესხოს უცხოურ ვალუტაში. შედეგად, ვალების დაგროვებისას, მათი ვალდებულებები ასახულია უცხოურ ვალუტაში (ვთქვათ,
აშშ დოლარში), აქტივები კი – ეროვნულ ვალუტაში. მსგავსი მდგომარეობა უჩვეულო არაა განვითარებადი ქვენებისა და ამ ქვეყნებში მოღვაწე კომპანიებისათვის.

არის თუ არა ეს პრობლემა? დიახ, თუ მას თან ახლავს გაცვლითი კურსის ძლიერი მერყეობა. 2008 წლის ნოემბერში, საქართველო დადგა ლარის ერჯერადი 20%იანი გაუფასურების საჭიროების წინაშე (ომისა და
მსოფლიო ფინანსური კრიზისის გამო). შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ქართული ბანკების მიერ ადგილობრივ კომპანიებზე გაცემული უმოქმედო სესხების წილი. მაშინ, როცა სესხები იყო დენომინირებული აშშ დოლარში, მსესხებლების ("თავდაპირველი ცოდვის ჩამდენნი" ამ შემთხვევაში) შემოსავალი უმეტეს შემთხვევაში დენომინირებული იყო ლარში... და უეცრად, 2008 წლის ნოემბერში, ეს შემოსავლები ეროვნულ ვალუტაში გაუფასურდა 20%–ით.

გრაფიკი 1. ლარი/აშშ დოლარი გაცვლითი კურსი არის ძალიან სტაბილური 2011 წლის აპრილიდან, საქართველოს ეროვნული პოლიტიკის გავლენით. გრაფიკზე აღსანიშნავია ლარის ერთჯერადი 20%–იანი გაუფასურება 2008 წლის ნოემბერში (შემოხაზული წითლად)



გრაფიკი 2. დეპოზიტებისა და სესხების დოლარიზაციის მაჩვენებელმა პიკს მიაღწია 2008 და 2009 წლებში, მაგრამ მას შემდეგ მცირდება.




სავალუტო რისკიდან საკრედიტო რისკამდე

ხდის თუ არა ფინანსურ ბაზარს ნაკლებად რისკიანს ქართული ბანკების მცდელობა თავიდან აიცილონ ვალუტის შეუსაბამობის პრობლემა? პასუხია, არა. აშშ დოლარში გასესხებით ქართული ბანკები ახდენენ ვალუტის აცდენის პრობლემის გადაცემას ქართულ კომპანიებზე (მსესხებლებზე). როგორც ნაჩვენებია გრაფიკზე, მთლიანი სესხების 68% დენომინირებულია უცხოურ ვალუტაში, მაშინ როდესაც 70% მსესხებლების შემოსავლისა – ლარში. მაშასადამე, მსესხებლის გადახდისუნარიანობა (ექსპორტიორების გამოკლებით), ისევე როგორც ქართული ბანკების აქტივების ხარისხი, სასიცოცხლოდაა დამოკიდებული გაცვლითი კურსის სტაბილურობაზე. სავალუტო რისკი გარდაიქმნება საკრედიტო რისკად, მაგრამ რადგანაც ის არ ქრება სისტემიდან, ბანკები რჩებიან დაუცველნი "თავდაპირველი ცოდვის" პრობლემისა და ვალუტის შეუსაბამობით გამოწვეული საკრედიტო რისკის წინაშე.

მიუხედავად იმისა, რომ ლარის გაცვლითი კურსი არის საკმაოდ სტაბილური ბოლო წლების განმავლობაში, სავაჭრო და კაპიტალის ანგარიშების დიდი დისბალანსის გათვალისწინებით, არ არსებობს გარანტია, რომ ის დარჩება ასეთივე სტაბილური მომავალშიც. საქართველოს მონეტარულ ხელისუფლებას კი მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობა გააჩნია შოკების გასანეიტრალებლად. მაგალითად, პოლიტიკურმა მოვლენებმა შესაძლოა სწრაფი (და მუდმივი) ეფექტი იქონიოს საქართველოს, როგორც უცხოური კაპიტალისა და დახმარების მიმღები ქვეყნის ბედზე, რაც მიგვიყვანს ლარის მნიშვნელოვან გაუფასურებამდე. ეს ავნებს ქვეყანაში ყველას: მოსახლეობას, რადგან მათი შემოსავლის ღირებულება დოლარში, ისევე როგორც სესხების გადახდის შესაძლებლობა, დაიწევს; ადგილობრივ ფირმებს (ექსპორტიორების გარდა), რომლებიც ეწევიან შუალედური მოხმარებისა თუ საბოლოო პროდუქტების იმპორტს და შემდგომ მათ რეალიზაციას საქართველოში; ბანკებს, რადგან მათი აქტივების ღირებულება შემცირდება პრობლემატური სესხების ზრდასთან ერთად; დამზოგველებს, რომლებიც თანხას ინახავენ (ნებისმიერ ვალუტაში) პოტენციურად გაკოტრებულ ბანკში...

არსებობს თუ არა გამოსავალი?


პირველ რიგში, მარტივი, მაგრამ არარეალური გამოსავალია ის, რომ საქართველოს უარი თქვას უცხოურ ვალუტაში სესხის აღებაზე. ავტარქიული ფინანსური ბაზარი არ აღმოჩნდებოდა ვალუტის შეუთავსებლობის პრობლემის წინაშე, რადგან არ იარსებებდა საგარეო ვალიც. ამ ვარიანტს, თავის მხრივ, გააჩნია თავისი დანახარჯიც/ნაკლოვანებაც. საქართველო დაკარგავდა ყველა იმ სარგებელს, რაც დაკავშირებულია სესხებასთან, დამატებითი საინვესტიციო ფინანსებისა და მოხმარების გათანაბრების ჩათვლით.

მეორეც, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და ქართულმა ბანკებმა შეიძლება სცადონ ლარში დენომინირებული ვალდებულებების, ანუ ქართულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტების, გაზრდა. ეს საშუალებას მისცემს ბანკებს მოახდინონ თავიანთი სესხების ლარში დენომინირება, აიცილებენ რა თავიდან სავალუტო რისკებს. როგორ შეიძლება ამის მიღწევა? ერთი გზა არის საზოგადოების ნდობის გაზრდა ეროვნული ვალუტის მიმართ, რომელმაც შესაძლოა მართლაც უფრო სანდო გახადოს ლარი. გაზრდიდნენ რა თავიანთ დანაზოგებს ლარში, ქართველები ხელს შეუწყობდნენ ქვეყნის ფინანსური სისტემის მდგრადობას საგარეო საკრედიტო რისკების მიმართ.

ბოლოს, ისევე როგორც ესტონეთს, საქართველოსაც შეუძლია შემოიღოს ფიქსირებული გაცვლითი კურსის რეჟიმი, რომელიც იმართება "სავალუტო საბჭოს" მიერ. იგივე პოლიტიკის უფრო სარწმუნო ვარიანტს წარმოადგენს ეროვნული ვალუტის გაუქმება და ევროს (ან აშშ დოლარის), როგორც გადახდის კანონიერი საშუალების შემოღება. ეს თავიდან აგვაცილებდა ინფლაციის, ვალუტის გაუფასურებისა და სავალუტო რისკებით გამოწვეულ პრობლემებს. მთავარი რისკი ქვეყნისათვის მსგავსი პოლიტიკის გატარების შემთხვევაში ადგილობრივი წარმოების დანახარჯების (ხელფასების) შემცირების, ინფლაციის და ეროვნული ვალუტის გაუფასურების ინსტრუმენტების გამოყენების შესაძლებლობის დაკარგვა იქნებოდა. კონტრარგუმენტად გამოდგება ის, რომ მსგავსი შესაძლებლობების ქონა ქვეყანას ნაკლებად მგრძნობიარეს ხდის ერთობლივი მოთხოვნის შოკების მიმართ.

თუმცა ერთობლივი მოთხოვნის შოკებთან გასამკლავებლად სხვა გზებიც მოიძებნება. ესტონეთმა თავი აარიდა მისი ვალუტის გაუფასურებას და ჰქონდა ურთულესი წელი მსოფლიო ფინანსური კრიზისის საწყის პერიოდში, 2008–2009 წლებში. თუმცა ამ წლის განმავლობაში ესტონეთმა შეძლო ადგილობრივი ხელფასების შემცირება და შეინარჩუნა საერთაშორისო კონურენტუნარიანობა სავალუტო წნეხისა და ინფლაციის გარეშე. 2011 წლის იანვარში ესტონეთმა მიიღო ევრო გადახდის ერთადერთ კანონიერ საშუალებად. იმავე წელს, მისი ეკონომიკა 8%–ით გაიზარდა.
ქართველმა პოლიტიკოსებმა სერიოზული ყურადღება უნდა მიაქციონ სავალუტო საბჭოს შემოღების ან ლარის გაუქმების შესაძლოა უცნაურ შემოთავაზებებს იმიტომ, რომ ვალუტის შეუთავსებლობის პრობლემა ქმნის მნიშვნელოვან რისკს უცხოელი გამსესხებლებისთვის და ასევე შეიძლება იყოს ერთ–ერთი მიზეზი საქართველოში სესხებზე არსებული მაღალი საპროცენტო განაკვეთისა. მეტიც, მონეტარული პოლიტიკა ნებისმიერ შემთხვევაში არაეფექტიანია დოლარიზებულ ეკონომიკაში, თუ გავითვალისწინებთ ფულის მასის მიწოდების დარეგულირებასა და საქართველოს ეროვნულ ბანკში მონეტარული პოლიტიკის დეპარტამენტის შენარჩუნებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან დანახარჯებსაც.

ორივე შემთხვევაში, მონეტარული საბჭოს თუ ევროს ან აშშ დოლარის კანონიერი გადახდის საშუალებად შემოღებით საქართველო შეძლებდა "თავდაპირველი ცოდვის" პრობლემის თავიდან არიდებას აკრძალული ხილის ხის ძირში მოჭრით!

ana
09 თებერვალი 2014 01:56
მე არავარ ეკონომისტი,ვარ ჩვეულებრივი რიგიტ ადამიანი,მაგრამ მესმის და ვიცი რომ საქარტველოს ოდიტგანვე ქონდა საკუტარი ფულის ერტეული, დრომ ტავისი ქნა და რუსული რუბლი შემოვიდა,რუსეტმა წაშალა ხალხის მეხსიერებაში ბევრი რამ, ისაკუტრებს ყველაფერს, ამას ხელს უწყობს სახელმწიფო მმარტველობიტ სისტემა. არა სპეციალისტი კადრებია სატავეში მოსული,როცაკაცმა არ იცის მანქანის მარტვა უბედურებაც ტან სდევს..ასე ვარტ დღეს.წინა მტავრობამ წაგვარტვა ყველაფერი,მშობლის გვარი,მიწა წყალი და ახალგაზრდობა გადარეკა სამშობლოდან,იციტ რამდენი ინჟინერია საზღვარგარეტ გადახვეწილი? და ევროპის სამშენებლო სისტემაში მუშაობენ .რადგან სამშობლომ მატ არ მისცა სამსახური. მატ უცხოელი ინვესტორები აწყობდატ და შ ედეგიც სახეზეა.. შრომიტ ბაზარზე წარმოდგენა არავის არ აქვტ საქარტველოში ,უმცირეს ნაწილს საზოგადოებისამ ტუ იცის ამ ბაზრის არსებობა.. ყელა დგეს შემოსავალს ედზებს და მიმბადზველობიტ სწავლობს არა სასურველ პროფესიიტ მუშაობს.აქვს კი სახვა არჩევანი?? რამდენი ინჟინერი მეზოვე,გამყიდველი, ტაქსისტი და კიდევ ვინ იცის რა პროფესიის მფლობელია დგეს..აბა ერტი გააკეტეტ ერტი განაცხადი ტელევიზიიტ ,გაზეტებიტ რომ გჭირდებატ ინჟინრები ნახავტ რამდენი მოიყრის ტავს..გული დაგწყდებატ რომ საკუტარს არ ვცემტ პატივს-. და ნახავტ რომ მატ ისევ სურტ აშენონ საკუტარ საქარტველოში..დადევიტ ნების მიერ გაზეტში /ფარულავასა და მის ნაირტა ცხოვრების განმარტებების სანაცვლოდ/ინფორმაცია და განმარტება ტუ რას ნიშნავს ,,შრომის ბაზარი,, და ახალ სასწავლო წელს დაინახავტ შედეგს..
იზოლდა ჭილაძე. ეკონომიკის დოქტორი.
12 იანვარი 2014 20:00
ეროვნული ვალუტის გაუქმება სწორი არ იქნება. პირიქით, ევროს შემოღება ოყო მცდარი. ამით ევროპა კრიზისებს თავიდან ვერ იცილებს. საშიში ისაა რომ ვალუტა პოლიტიკური ბრძოლის იარაღადაა გადაქცეული სახელმწიფოებს შოირს. თუ საკაბეს ვერ ყიდულობ, ამაში დამნაშავე არაა სიგრძის საზომი მეტრიანი. მთავარია ეკონომიკის კომპლექსური, სოციალურად ორიენტირებული, სამართლიანი და მდგრადი განვითარება.
დათა ბატონო
12 იანვარი 2014 18:56
1)სსფ–საერთშორისო სავალუტო ფონდი.აწარმოებს ეგრეთწოდებული მსხერპლ–ქვეყნების წინაამღდეგ ფინანსურ ომს,ეროვნული ვალიუტის გაუფასურებას და მსოფლიო დომინანტი ვალუტით ჩანაცვლებას.ნერგავს ვითომ "თავისუფალი ბაზრის"სახით,არაეფექტურ ეკონომიკურ მოდელს,თავს ახვევს კრედიტებს,და ნელ ნელა აქცევს სახელმწიფოს მუდმივ მევალედ .2)მსო–მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია.ტრანსნაციონალური კორპორაციების დამრტყმელი ძალა,საკუთარ ინტერესებისათვის ქვეყნის საბაჯო სისტემის , შრომის დაცვისა და ბუნებრივ რესურსების შენარჩუნების კანონების თავის სასარგებლოდ"გადამტეხი". ფაქტიურად ანადგურებს სახელმწიფო სუვერენიტეტს.და ბოლოს3) ნატო–თუ რამე, სამხედრო ძალის მეშვეობით,რაიმე" ჰუმანიტარული მიზეზით", ახშობს სახელმწიფოებისა და ხალხის წინააღმდეგობებს ამგვარი რეფორმებისადმი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა