ელიტები კონკურენციის მიღმა - კვირის პალიტრა

ელიტები კონკურენციის მიღმა

ექვსი ერის ჩემპიონატი არის ყოველწლიური ტურნირი რაგბიში, რომელშიც ევროპული ერების ექსკლუზიური კლუბი მონაწილეობს: ინგლისი, საფრანგეთი, ირლანდია, იტალია, შოტლანდია და უელსი.

ექვსი ერის ჩემპიონატი ითვლება ჩრდილოეთ ნახევარსფეროს "ელიტურ" რაგბის ტურნირად, რომელსაც შეესაბამება მეორე საერთაშორისო "ელიტური" ტურნირი, რომელსაც მარტივად რაგბის ჩემპიონატს ეძახიან. რაგბის ჩემპიონატს თამაშობს მეორე დახურული ჯგუფი, რომელშიც შედის არგენტინა, ავსტრალია, ახალი ზელანდია და სამხრეთ აფრიკა, ე. წ. სამხრეთ ნახევარსფეროს გუნდები.

ეს არის ელიტური რაგბის ლიგა. მაგრამ რომელ ელიტებზეა საუბარი? ამ ჩემპიონატების წევრები მხოლოდ ერთმანეთს ეთამაშებიან და უფრო დაბალი რანგის გუნდებს მხოლოდ ჩემპიონატზე ხვდებიან. შესაძლებელია თუ არა ამ ორი დახურული რაგბის ჩემპიონატიდან გავარდნა? არა. ექვსი ერის ჩემპიონატზე სუსტი თამაშის ერთადერთი შედეგი არის ხის კოვზი, რომელსაც ბოლო ადგილზე გასულ გუნდს გადასცემენ. მართალია, ეს საკმაოდ ლმობიერი შედეგია, მაგრამ კიდევ უფრო საოცარია იმ გუნდის სასჯელი, რომელიც ხუთივე მატჩს აგებს. მას ეძახიან "whitewashed", რაც სრულებითაც არ ნიშნავს რაიმე უკიდურესად ნეგატიურს.

ეს ფენომენი, როდესაც გარკვეული "ელიტის" წარმომადგენლებს არ ეხებათ ძლიერი კონკურენცია, ახასიათებს საზოგადოების სხვა სფეროებსაც. პირიქით, ელიტის მთავარი მახასიათებელიც ესაა -თუ მისი წევრი ხდები, ცხოვრება მარტივი ხდება. მოდი, განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი.

საგანმანათლებლო ელიტები

თუ თქვენ გსურთ, გახდეთ საფრანგეთის პოლიტიკური ელიტის წევრი, აუცილებლად უნდა იყოთ École nationale d'administration-ის (ENA) კურსდამთავრებული. საფრანგეთის პრეზიდენტებმა ფრანსუა ოლანდმა, ჯაკ შირაკმა და ვალერი ჟისქარდ დესტანგმა ხარისხი სწორედ ENA-ში მიიღეს, ისევე, როგორც ექვსმა პრემიერ-მინისტრმა და არაერთმა რიგითმა მინისტრმა. როგორც წესი, საფრანგეთის მინისტრთა კაბინეტის თითქმის ნახევარს სწორედ ეს სკოლა აქვს დამთავრებული. თუ ხართ "énarque" (ENA -ის კურსდამთავრებულთა მეტსახელი), თითქმის შეუძლებელია, რომ ფრანგ საზოგადოებაში ვერ მოახერხოთ ადგილის დამკვიდრება. კონკურენცია? ზეწოლა? არავითარ შემთხვევაში.

შეიძლება იფიქროთ, რომ ENA-ის დიპლომის აღება ძალიან რთულია. სწავლის მაღალი სტანდარტის გამო თითქოს გარიცხულთა რაოდენობა მაღალი უნდა იყოს, მაგრამ ასე სულაც არ არის. როგორც კი ამ კლუბში მოხვდებით, დარჩენა საკმაოდ ადვილია. პიტერ გამბელის აზრით, რომელმაც 2013 წელს დაწერა წიგნი "საფრანგეთის ელიტა - ფრანგული ელიტიზმის სავალალო შედეგები", ფრანგულ ელიტურ სასწავლებელთა გარიცხულთა რაოდენობა ძალიან მცირეა, მაშინ, როდესაც ჩვეულებრივი ფრანგული უნივერსიტეტების სტუდენტთა ნახევარი სასწავლებელს პირველივე წელს ტოვებს. თუმცა ძალიან რთულია გახდე ENA -ის კურსდამთავრებული, რადგან აპლიკანტთა მხოლოდ 6% აბარებს ამ უნივერსიტეტში.

ასეთი ელიტიზმი სერიოზულ პრობლემებს იწვევს. უნდა გადაეცემოდეს თუ არა საზოგადოების უმაღლესი თანამდებობები ENA-ისა და 2 მსგავსი სკოლის კურსდამთავრებულებს? რამდენად სანდო შეიძლება იყოს ერთი მისაღები გამოცდები, რომელსაც ადამიანები გადიან, როდესაც ისინი ჯერ კიდევ ახალგაზრდები არიან, რამდენად განსაზღვრავს ის ადამიანთა ნიჭსა და უნარ-ჩვევებს ყველა იმ საზომით, რაც საჭიროა საზოგადოებრივი და ეკონომიკური გადაწყვეტილების მიღებას?

საგანმანათლებლო ფსევდო-ელიტიზმი არ არის მხოლოდ საფრანგეთის პრობლემა. ჰარვარდის, პრინსტონისა და იელის უნივერსიტეტების სტუდენტებსაც უწევთ მისაღები გამოცდების გავლა და ძალიან დიდი სწავლის საფასურია გადახდა, მაგრამ შემდეგ უკვე აღარ არის ბევრი პრობლემა. სწავლის საფასური, სხვათა შორის, არ არის ძალიან მტკივნეული სტუდენტებისთვის, რადგან ბევრი ბანკი სიხარულით აძლევს სესხს "ელიტის" წევრებს, რომლებიც აუცილებლად გადაიხდიან მას სწავლის დასრულების შემდეგ (ჰარვარდ-პრინსტონ-იელის სტუდენტები არ დგნანან უსამსახუროდ დარჩენის საფრთხის წინაშე).

მენეჯმენტის ელიტები

იხილეთ სტატიის სრული ვერსია