მხოლოდ 1990 წელს აღი­ა­რა საბ­ჭო­თა კავ­შირ­მა, რომ კა­ტი­ნის ხოც­ვა-ჟლე­ტა სტა­ლი­ნის ბრძა­ნე­ბით მო­აწყ­ვეს - კატინის ტრაგედია
მხოლოდ 1990 წელს აღი­ა­რა საბ­ჭო­თა კავ­შირ­მა, რომ კა­ტი­ნის ხოც­ვა-ჟლე­ტა სტა­ლი­ნის ბრძა­ნე­ბით მო­აწყ­ვეს - კატინის ტრაგედია
კატინში მომხდარ ხოცვა-ჟლეტას კარგა ხანს ტაბუ ედო. ამიტომ მის შესახებ უამრავი ლეგენდა ვრცელდებოდა.
გასული საუკუნის 80-იან წლებში კატინზე პირველად ითქვა სიმართლის ნაწილი, სიმართლე კი საბჭოთა კავშირმა მხოლოდ 1990 წელს აღიარა.
პო­ლო­ნე­თის ის­ტო­რია ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სას ძა­ლი­ან წა­ა­გავს. სა­ქარ­თ­ვე­ლოს წარ­სუ­ლის მსგავ­სად, იქაც გვხვდე­ბა ტრი­უმ­ფი და ტრა­გე­დია, აღ­მას­ვ­ლა თუ და­ცე­მა. იყო დრო, რო­ცა პო­ლო­ნე­თი მთელ ევ­რო­პას აზან­ზა­რებ­და, შემ­დეგ ის­ტო­რი­ის ჩარ­ხი უკუღ­მა დატ­რი­ალ­და. ქვე­ყა­ნა­შიც შფოთ­მა და­ი­სად­გუ­რა. სა­ბო­ლო­ოდ რეჩ­პოს­პო­ლი­ტა (პო­ლო­ნეთ-ლიტ­ვის სა­ხელ­მ­წი­ფო) რუ­სეთ­მა, ავ­ს­ტ­რი­ამ და პრუ­სი­ამ რამ­დენ­ჯერ­მე გა­ი­ნა­წი­ლეს. 1918 წელს პო­ლო­ნე­თ
ის სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ო­ბა აღ­დ­გა, 1939 წელს კი ის კვლავ და­ა­ქუც­მა­ცეს. ამ­ჯე­რად, სტა­ლი­ნი­სა და ჰიტ­ლე­რის შე­თან­ხ­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე.

ამე­რი­კე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი და ის­ტო­რი­კო­სი უილი­ამ ში­რე­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ პო­ლო­ნე­ლე­ბი, ტრა­დი­ცი­უ­ლად, პატ­რი­ო­ტი და მორ­წ­მუ­ნე ხალ­ხია. თა­ვი­ანთ წარ­სულს აიდე­ა­ლე­ბენ. პატ­რი­ო­ტიზ­მ­მა დი­დად გა­ნა­პი­რო­ბა პო­ლო­ნე­თის სა­ხელ­მ­წი­ფოს აღ­დ­გე­ნა (1918) და საბ­ჭო­თა რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მ­დეგ ომ­ში (1919-1920) გა­მარ­ჯ­ვე­ბა. აღორ­ძი­ნე­ბულ პო­ლო­ნეთ­ში, ისე­ვე რო­გორც აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში, მა­ლე ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მი დამ­ყარ­და. ამა­ვე დროს წარ­სუ­ლის გა­ი­დე­ა­ლე­ბამ ამ ქვე­ყა­ნას არ­ც­თუ კარ­გი სამ­სა­ხუ­რი გა­უ­წია.

პო­ლო­ნე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თ­ვის ბრძო­ლი­სას წა­მოს­წი­ეს ლო­ზუნ­გი – რეჩ­პოს­პო­ლი­ტას აღ­დ­გე­ნა. 1934 წელს უკ­რა­ი­ნელ­მა ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტებ­მა ვარ­შა­ვა­ში პო­ლო­ნე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტ­რი ბრო­ნის­ლავ პე­რაც­კი მოკ­ლეს.
- უკ­რა­ი­ნუ­ლი პრობ­ლე­მა
ომამ­დელ პო­ლო­ნეთ­ში მარ­თ­ლაც ძა­ლი­ან მწვა­ვედ იდ­გა. ამან გა­ლი­ცი­ის სა­ხით ცხე­ლი კე­რის შექ­მ­ნა გა­ნა­პი­რო­ბა და პო­ლო­ნე­თის სა­ხელ­მ­წი­ფო და­ა­სუს­ტა, - წერს უილი­ამ ში­რე­რი.

პო­ლო­ნურ არ­მი­ა­ში მა­ღა­ლი საბ­რ­ძო­ლო სუ­ლის­კ­ვე­თე­ბა სუ­ფევ­და, მაგ­რამ თა­ვად არ­მია თა­ნა­მედ­რო­ვე მოთხოვ­ნებს ვერ პა­სუ­ხობ­და. გერ­მა­ნი­ა­სა და საბ­ჭო­თა კავ­შირს შო­რის მოქ­ცე­უ­ლი პო­ლო­ნე­თის მდგო­მა­რე­ო­ბა სულ უფ­რო მძიმ­დე­ბო­და. ყო­ვე­ლი­ვე კი მო­ლო­ტოვ-რი­ბენ­ტ­რო­პის პაქ­ტ­მა და­აგ­ვირ­გ­ვი­ნა. სტა­ლინ­მა და ჰიტ­ლერ­მა პო­ლო­ნე­თი გა­და­ი­ნა­წი­ლეს. და­სავ­ლე­თი უკ­რა­ი­ნა და და­სავ­ლე­თი ბე­ლო­რუ­სია საბ­ჭო­თა კავ­შირს ერ­გო, პო­ლო­ნე­თის და­ნარ­ჩე­ნი ნა­წი­ლი - გერ­მა­ნი­ას.
- პო­ლო­ნე­თის მთავ­რო­ბა მო­ახ­ლო­ე­ბულ საფ­რ­თხეს გრძნობ­და და ცდი­ლობ­და და­სავ­ლე­თის­გან (ინ­გ­ლი­სი-საფ­რან­გე­თი) სა­თა­ნა­დო გა­რან­ტი­ე­ბი მი­ე­ღო, - წერს უილი­ამ ში­რე­რი.
ინ­გ­ლის-საფ­რან­გეთ­მა პო­ლო­ნეთს ასე­თი გა­რან­ტი­ე­ბი მის­ცეს, თუმ­ცა ამან ტრა­გე­დია ვერ შე­ა­ჩე­რა.

კა­ტას­ტ­რო­ფა

1939 წლის 1-ელ სექ­ტემ­ბერს ჰიტ­ლე­რუ­ლი გერ­მა­ნია პო­ლო­ნეთს თავს და­ეს­ხა. ინ­გ­ლის­მა და საფ­რან­გეთ­მა პო­ლო­ნე­თის­თ­ვის მი­ცე­მუ­ლი პი­რო­ბა შე­ას­რუ­ლეს და გერ­მა­ნი­ას ომი გა­მო­უცხა­დეს.
ასე და­იწყო მე­ო­რე მსოფ­ლიო ომი.

და­სავ­ლე­თი ომის­თ­ვის მზად არ იყო. ინ­გ­ლის-საფ­რან­გე­თის არ­მი­ე­ბი ვერ უმ­კ­ლავ­დე­ბოდ­ნენ გერ­მა­ნე­ლებს, რომ­ლე­ბიც რო­გორც მო­რა­ლუ­რად, ისე ფი­ზი­კუ­რად ომის­თ­ვის მზად იყ­ვ­ნენ.
- და­სავ­ლე­თი ვერ­მახ­ტის წი­ნა­შე უკან იხევ­და. ის­ტო­რი­კო­სებ­მა მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის ამ ეპი­ზოდს (1939-1940 წლე­ბი) "უც­ნა­უ­რი ომი" შე­არ­ქ­ვეს, - წერს უილი­ამ ში­რე­რი.

პო­ლო­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი გმი­რუ­ლად იბ­რ­ძოდ­ნენ, მაგ­რამ გერ­მა­ნელ­თა ტექ­ნი­კუ­რი უპი­რა­ტე­სო­ბა აშ­კა­რა იყო. კა­ვა­ლე­რი­ას ტან­კებ­თან გამ­კ­ლა­ვე­ბა არ შე­ეძ­ლო. ამას გარ­და, ეროვ­ნულ­მა სა­კითხ­მაც უაღ­რე­სად მტკივ­ნე­უ­ლად იჩი­ნა თა­ვი.
1939 წლის 8 სექ­ტემ­ბერს გერ­მა­ნე­ლე­ბი ვარ­შა­ვას მი­უ­ახ­ლოვ­დ­ნენ. ჰიტ­ლე­რი დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ მი­სი ჯა­რის­კა­ცე­ბი ელ­ვი­სე­ბუ­რი იერი­შით აიღებ­დ­ნენ ქა­ლაქს. ეს არ გა­მარ­თ­ლ­და. მარ­თა­ლია გერ­მა­ნე­ლებ­მა ვარ­შა­ვის სამ­ხ­რე­თი ნა­წი­ლი და­ი­კა­ვეს, მაგ­რამ პო­ლო­ნელ­თა კონ­ტ­რ­შე­ტე­ვის შემ­დეგ იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დ­ნენ, და­კა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ. ამის შემ­დეგ ჰიტ­ლე­რე­ლებ­მა ვარ­შა­ვის ელ­ვი­სე­ბუ­რი იერი­შით აღე­ბა­ზე უარი თქვეს. ნა­ცის­ტებ­მა პო­ლო­ნე­თის დე­და­ქა­ლა­ქი ალ­ყა­ში მო­აქ­ცი­ეს. 1939 წლის 14 სექ­ტემ­ბერს ვერ­მახ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა პო­ლო­ნე­ლებს ქა­ლა­ქის ჩა­ბა­რე­ბა მოს­თხო­ვეს.

- ცა დე­და­მი­წას გა­უს­წორ­დე­ბა, ხო­ლო ვის­ლა დი­ნე­ბას შეწყ­ვეტს, ვიდ­რე ვარ­შა­ვა დაგ­ნებ­დე­ბათ, - ასე­თი იყო პო­ლო­ნელ­თა პა­სუ­ხი.
- პო­ლო­ნუ­რი კომ­პა­ნი­ის დროს გა­მო­იკ­ვე­თა გერ­მა­ნელ­თა ტაქ­ტი­კა. ისი­ნი მო­წი­ნაღ­მ­დე­გეს ე.წ. ქვა­ბებ­ში აქ­ცევ­დ­ნენ და წინ მი­დი­ოდ­ნენ. მარ­თა­ლია, ვარ­შა­ვა წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბას გა­ნაგ­რ­ძობ­და, მაგ­რამ გერ­მა­ნე­ლე­ბი ბევრ და­სახ­ლე­ბულ პუნქტს იკა­ვებ­დ­ნენ. მა­ლე ისი­ნი და­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა­შიც შე­იჭ­რ­ნენ, - წერს ჰო­ლან­დი­ე­ლი ის­ტო­რი­კო­სი და პუბ­ლი­ცის­ტი ლუი დე იონ­გი.

ასეთ დროს პო­ლო­ნეთს მე­ო­რე მახ­ვი­ლი საბ­ჭო­თა კავ­შირ­მა ჩას­ცა. 1939 წლის 16 სექ­ტემ­ბერს საბ­ჭო­თა არ­მი­ამ საზღ­ვა­რი გა­და­ლა­ხა და და­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნი­სა და და­სავ­ლეთ ბე­ლო­რუ­სი­ის და­კა­ვე­ბა და­იწყო. საბ­ჭო­თა მთავ­რო­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქ­ვა­მია, რომ წი­თე­ლი არ­მია პო­ლო­ნეთ­ში შე­ვი­და, რა­თა და­იც­ვას უკ­რა­ი­ნე­ლი და ბე­ლო­რუ­სი­ე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის ქო­ნე­ბა და სი­ცოცხ­ლე. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში საბ­ჭო­თა და გერ­მა­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი პო­ლო­ნელ­თა წი­ნა­აღ­მ­დეგ ერ­თობ­ლივ ოპე­რა­ცი­ებს ახორ­ცი­ე­ლებ­დ­ნენ. სწო­რედ 1939 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე გა­ი­მარ­თა პირ­ვე­ლი ბრძო­ლა ბრეს­ტის ცი­ხე­სი­მაგ­რეს­თან. იქ მყოფ პო­ლო­ნურ გარ­ნი­ზონს ჰიტ­ლე­რელ­თა არ­მი­ამ შე­უ­ტია და სის­ხ­ლის მღვრე­ლი ბრძო­ლე­ბის შე­დე­გად ცი­ხე­სი­მაგ­რე და­ი­კა­ვა. ეწყო­ბო­და ერ­თობ­ლი­ვი ოპე­რა­ცი­ე­ბი უკ­რა­ი­ნე­ლი პარ­ტი­ზა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მ­დე­გაც. გერ­მა­ნულ­მა სარ­დ­ლო­ბამ უკ­რა­ი­ნე­ლებს მი­მარ­თა, და­ე­ყა­რათ იარა­ღი. წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში გა­ნად­გუ­რე­ბით და­ე­მუქ­რა.
- არა­ვი­თა­რი თა­ვი­სუ­ფა­ლი უკ­რა­ი­ნა არ გვჭირ­დე­ბა, - ასე­თი იყო ჰიტ­ლე­რელ­თა პო­ზი­ცია.

უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ორ ცეცხლს შუა მო­ექ­ც­ნენ, იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დ­ნენ, გერ­მა­ნელ­თა მი­ერ კონ­ტ­რო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­და­სუ­ლიყ­ვ­ნენ. თავ­და­პირ­ვე­ლად გერ­მა­ნე­ლე­ბი ამას არ ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბოდ­ნენ, რა­მაც სტა­ლი­ნი აღაშ­ფო­თა. საბ­ჭო­თა დიქ­ტა­ტორ­მა მო­ითხო­ვა, რომ ე.წ. უკ­რა­ი­ნუ­ლი ბან­დე­ბი გა­ნე­ი­ა­რა­ღე­ბი­ნათ, მა­თი მე­თა­უ­რე­ბი კი საბ­ჭო­თა მხა­რის­თ­ვის გა­და­ე­ცათ.
- ჰიტ­ლერ­მა სტა­ლი­ნის სა­ა­მებ­ლად გას­ცა ბრძა­ნე­ბა, რომ­ლის ძა­ლი­თაც უკ­რა­ი­ნე­ლებს სსრკ-გერ­მა­ნი­ის ახა­ლი სა­საზღ­ვ­რო ხა­ზის გა­დაკ­ვე­თა ეკ­რ­ძა­ლე­ბო­დათ, - წერს ლუი დე იონ­გი.
სტალინი და რიბენტროპი კრემლში პაქტის ხელმოწერისას
1939 წლის 20 სექ­ტემ­ბერს ვარ­შა­ვა და­ე­ცა. და­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა­სა და და­სავ­ლეთ ბე­ლო­რუ­სი­ა­ში პო­ლო­ნუ­რი არ­მი­ის წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბაც და­იძ­ლია. ამის შემ­დეგ გა­ი­მარ­თა საბ­ჭო­თა-გერ­მა­ნუ­ლი ერ­თობ­ლი­ვი სამ­ხედ­რო აღ­ლუ­მე­ბი. მო­ლო­ტოვ-რი­ბენ­ტ­რო­პის პაქ­ტის თა­ნახ­მად, გერ­მა­ნულ­მა არ­მი­ამ და­ტო­ვა პე­რე­მიშ­ლი, აგ­რეთ­ვე და­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნის სხვა ქა­ლა­ქე­ბი და ისი­ნი რუ­სეთს გა­დას­ცა. დამ­ხო­ბილ ვარ­შა­ვა­ზე გერ­მა­ნუ­ლი სვას­ტი­კი­ა­ნი დრო­შა აღი­მარ­თა, ლვოვ­ზე, ბრეს­ტ­სა თუ როვ­ნო­ზე კი წი­თე­ლი დრო­შა.
პო­ლო­ნე­თის სა­ხელ­მ­წი­ფომ არ­სე­ბო­ბა შეწყ­ვი­ტა.

და­ატყ­ვე­ვეთ პო­ლო­ნე­ლი
ოფიც­რე­ბი!

პო­ლო­ნეთ­ში პატ­რი­ო­ტუ­ლი, ან­ტი­კო­მუ­ნის­ტუ­რი გან­წყო­ბი­ლე­ბე­ბი იყო გა­მე­ფე­ბუ­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბით ეს არ­მი­ა­ში იგ­რ­ძ­ნო­ბო­და. შე­სა­ბა­მი­სად, პო­ლო­ნე­ლი ოფიც­რე­ბი, რომ­ლე­ბიც რუ­სე­ბის მი­ერ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი და­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ, კრემ­ლის მი­ერ მტრე­ბად აღიქ­მე­ბოდ­ნენ. აგენ­ტუ­რუ­ლი წყა­რო­ე­ბის­თ­ვის ცნო­ბი­ლი იყო ისიც, რომ პო­ლო­ნე­ლებ­მა და­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნი­სა და და­სავ­ლეთ ბე­ლო­რუ­სი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კარ­გად აწყო­ბი­ლი იატაკ­ქ­ვე­შე­თი და­ტო­ვეს. მი­სი ამო­ცა­ნა დაზ­ვერ­ვის ორ­გა­ნი­ზე­ბა, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი რაზ­მე­ბის შექ­მ­ნა და პარ­ტი­ზა­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის გაშ­ლა იყო.

რუ­სე­ბი პო­ლო­ნუ­რი პრობ­ლე­მის გა­და­საჭ­რე­ლად გულ­დას­მით მო­ემ­ზად­ნენ. 1939 წლის 19 სექ­ტემ­ბერს ლავ­რენ­ტი ბე­რი­ას სპე­ცი­ა­ლუ­რი გან­კარ­გუ­ლე­ბით, შინ­სახ­კომ­ში შე­იქ­მ­ნა გან­ყო­ფი­ლე­ბა, რომ­ლის ამო­ცანა პო­ლო­ნე­ლი ტყვე­ე­ბის "და­მუ­შა­ვე­ბა" იყო. გან­ყო­ფი­ლე­ბას სა­თა­ვე­ში ვინ­მე პეტ­რე სუპ­რო­ნენ­კო ჩა­უდ­გა. და­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მი­ავ­ლი­ნეს ჩე­კის­ტ­თა სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბი, რო­მელ­თაც ასე­ვე პო­ლო­ნე­ლი ოფიც­რე­ბის "და­მუ­შა­ვე­ბა" და­ე­ვა­ლათ. პა­რა­ლე­ლუ­რად შე­იქ­მ­ნა პო­ლო­ნე­ლი ტყვე­ე­ბის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი ბა­ნა­კე­ბი. აპა­ტიმ­რებ­დ­ნენ ყვე­ლას, ვი­საც სა­ეჭ­ვოდ მი­იჩ­ნევ­დ­ნენ.
- ეს თა­ნაბ­რად შე­ე­ხე­ბა რო­გორც პო­ლო­ნე­თის არ­მი­ის ოფიც­რებს, ასე­ვე სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რებ­საც, რომ­ლე­ბიც არა­კე­თილ­სა­ი­მე­დოდ მი­აჩ­ნ­დათ, - წერს უილი­ამ ში­რე­რი.

რამ­დე­ნი­მე თვე­ში და­პა­ტიმ­რე­ბულ­თა რიცხ­ვ­მა 600 ათასს მი­აღ­წია. ოფიც­რე­ბის გარ­და და­ა­პა­ტიმ­რეს მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, სა­ხელ­მ­წი­ფო მო­ხე­ლე­ნი, სა­ბან­კო სექ­ტო­რის მუ­შა­კე­ბი, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი. ყვე­ლა მათ­გა­ნი წი­ნას­წარ მომ­ზა­დე­ბულ სა­კონ­ცენ­ტ­რა­ციო ბა­ნა­კებ­ში მო­ა­თავ­სეს. რეპ­რე­სი­ებ­მა ისე­თი მას­შ­ტა­ბი მი­ი­ღო, რომ მთე­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო აპა­რა­ტი პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და. და­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა­ში ვერ ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებ­და პო­ლი­ცია, სა­ბან­კო სექ­ტო­რი; გა­ჩერ­და სკო­ლე­ბი და სხვ. მა­ლე მოს­კო­ვი­დან ე.წ. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ჩა­მო­ვიდ­ნენ. სწო­რედ ამ ხალ­ხ­მა და­ა­კომ­პ­ლექ­ტა ახა­ლი პო­ლი­ცია (მი­ლი­ცი­ა), სა­ხელ­მ­წი­ფო აპა­რა­ტი, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა, სა­ბან­კო სექ­ტო­რი და სხვ.

- ყვე­ლა, ვინც და­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა­სა და და­სავ­ლეთ ბე­ლო­რუ­სი­ა­ში საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­დან ჩა­ვი­და, შინ­სახ­კო­მის კრე­ა­ტუ­რას წარ­მო­ა­დენ­და, - წერს უკ­რა­ი­ნე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წე, ის­ტო­რი­კო­სი და ჟურ­ნა­ლის­ტი პეტ­რო მირ­ჩუ­კი.
ზო­გი­ერ­თ­მა ჩა­მო­სულ­მა 1941-1944 წლე­ბის მოვ­ლე­ნებ­ში სა­ბე­დის­წე­რო რო­ლი ითა­მა­შა. მათ რიცხვს გა­ნე­კუთ­ვ­ნე­ბი­ან პა­შა სა­ვე­ლი­ე­ვა (ა­გენ­ტუ­რუ­ლი მეტ­სა­ხე­ლი ჩი­ო­რა), რო­მე­ლიც რჟე­ვი­დან იყო და ამ წლებ­ში ლუც­კის ბან­კ­ში მუ­შა­ობ­და; დმიტ­რი კრას­ნო­გო­ლო­ვე­ცი, ზდოლ­ბუ­ნო­ვის სარ­კი­ნიგ­ზო მი­ლი­ცი­ის ერთ-ერ­თი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი; ასე­ვე ზდოლ­ბუ­ნოვ­ში მუ­შა­ობ­დ­ნენ პი­ოტრ ბო­ი­კო და ლე­ონ­ტი კლი­მენ­კო, რომ­ლე­ბიც აქ კი­ე­ვი­დან ჩა­ვიდ­ნენ.

- გერ­მა­ნელ­თა ოკუ­პა­ცი­ი­სას ეს ხალ­ხი გეს­ტა­პოს მი­ე­ყი­და. მათ, რო­გორც ორ­მაგ აგენ­ტებს, იყე­ნებ­დ­ნენ რო­გორც რუ­სე­ბი, ისე გერ­მა­ნე­ლე­ბი, - წერს პეტ­რო მირ­ჩუ­კი.
ბა­ნა­კებ­ში ინ­ტერ­ნი­რე­ბუ­ლი პო­ლო­ნე­ლი ოფიც­რე­ბი შინ­სახ­კო­მის უსას­ტი­კე­სი წნე­ხის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი ბა­ნა­კებ­ში ვე­ღარ ეტე­ოდ­ნენ, ამი­ტომ ჩე­კის­ტე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დ­ნენ, ერ­თი ნა­წი­ლი გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნათ. 1940 წლის იან­ვ­რის­თ­ვის ბა­ნა­კებ­ში 130 ათა­სი კა­ცი დარ­ჩა.
- ბე­რი­ამ სტა­ლინს მო­ახ­სე­ნა, რომ ბა­ნა­კებ­ში მყო­ფი პო­ლო­ნე­ლი ოფიც­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ან­ტი­რუ­სუ­ლად იყო გან­წყო­ბი­ლი. ბე­რია არ გა­მო­რიცხავ­და, რომ პო­ლო­ნელ ოფიც­რებს შო­რის იყ­ვ­ნენ ისი­ნიც, ვინც და­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა­ში იატაკ­ქ­ვე­შა მუ­შა­ო­ბის­თ­ვის და­ტო­ვეს, - წერს პრო­ფე­სო­რი ვლა­დი­მირ სერ­გი­ი­ჩუ­კი, უკ­რა­ი­ნე­ლი ის­ტო­რი­კო­სი, მწე­რა­ლი და პო­ლი­ტი­კო­სი.

სტა­ლინ­მაც გან­კარ­გუ­ლე­ბა გას­ცა, ტყვე პო­ლო­ნე­ლე­ბი გულ­დას­მით და­ე­კითხათ და შე­მოგ­ზავ­ნი­ლი ჯა­შუ­შე­ბი აღ­მო­ე­ჩი­ნათ.
- გა­მო­ი­ჩი­ნეთ სიფხიზ­ლე, არ მო­ე­რი­დოთ არა­ფერს, არც ტყვე­ებ­ზე ფი­ზი­კურ და ფსი­ქო­ლო­გი­ურ ზე­მოქ­მე­დე­ბას, - ასე­თი იყო სტა­ლი­ნის დი­რექ­ტი­ვა.

"მარ­ტი­ვი" გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა
პო­ლიტ­ბი­უ­როს­თ­ვის

ბე­რი­ამ და­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა­ში თა­ვი­სი სა­უ­კე­თე­სო კად­რე­ბი მი­ავ­ლი­ნა. უმოკ­ლეს დრო­ში უზარ­მა­ზა­რი სა­მუ­შაო გას­წი­ეს. ტყვე პო­ლო­ნე­ლებს შო­რის გა­მო­ავ­ლი­ნეს ისი­ნი, ვინც და­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა­ში სა­დაზ­ვერ­ვო მუ­შა­ო­ბის­თ­ვის გად­მო­ის­რო­ლეს. გა­მო­ავ­ლი­ნეს ასე­ვე რამ­დე­ნი­მე პო­ლო­ნუ­რი იატაკ­ქ­ვე­შა ჯგუ­ფიც. ამო­ი­ღეს დიდ­ძა­ლი იარა­ღი. და­კა­ვე­ბულ­თა ნა­წი­ლი დახ­ვ­რი­ტეს, ნა­წილს სა­კონ­ცენ­ტ­რა­ციო ბა­ნა­კებ­ში უკ­რეს თა­ვი. იყ­ვ­ნენ ისე­თე­ბიც, რომ­ლებ­იც თა­ვის გა­და­სარ­ჩე­ნად ჩე­კის­ტე­ბის­თ­ვის მუ­შა­ო­ბას და­თან­ხ­მ­დ­ნენ. ამ ხალ­ხის­გან ბე­რი­ე­ლებ­მა ფსევ­დო­ი­ა­ტაკ­ქ­ვე­შა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი შექ­მ­ნეს. მა­თი საქ­მი­ა­ნო­ბას შინ­სახ­კო­მი მთლი­ა­ნად აკონ­ტ­რო­ლებ­და.

ბე­რი­ამ სტა­ლინს გა­წე­უ­ლი სა­მუ­შა­ოს შე­სა­ხებ მო­ახ­სე­ნა. დიქ­ტა­ტორ­მა შე­აწყ­ვე­ტი­ნა:
- დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ხარ, რომ ყვე­ლა ჩვე­ნი მტე­რი გა­ა­უვ­ნებ­ლე?
- პო­ლო­ნელ ოფი­ცერ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა ჩვენს წი­ნა­აღ­მ­დეგ არის გან­წყო­ბი­ლი, - ბე­რი­ას ენა და­ე­ბა, - ჩე­მი აზ­რით...
- მო­დი, ასე მო­ვიქ­ცეთ, - სტა­ლინ­მა გა­ი­ღი­მა, - წე­რი­ლო­ბით ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბე, რა სა­მუ­შაო გას­წიე. პო­ლიტ­ბი­უ­რო შენს მოხ­სე­ნე­ბას შე­ის­წავ­ლის და გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა­საც ამის შემ­დეგ მი­ვი­ღებთ.

* * *
ლავ­რენ­ტი ბე­რია მოხ­სე­ნე­ბას დიდ­ხანს, გულ­დას­მით წერ­და. დაწ­ვ­რი­ლე­ბით აღ­წე­რა მისი ხელ­ქ­ვე­ი­თე­ბის ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­მუ­შაო. ამა­ვე დროს, არც პო­ლო­ნელ ტყვე­ებ­ზე პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის აღე­ბა სურ­და.
- პო­ლო­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი გან­წყო­ბი­ლი არი­ან ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტუ­რად და ან­ტი­საბ­ჭო­უ­რად. მარ­თა­ლია, მათ რი­გებ­ში მყო­ფი ბევ­რი ჩვე­ნი მტე­რი გა­მო­ვავ­ლი­ნეთ, მაგ­რამ არ გა­მოვ­რიცხავ, რომ კვლავ დარ­ჩ­ნენ ჯა­შუ­შე­ბი ან ისი­ნი, ვინც პო­ლო­ნუ­რი ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტუ­რი კონ­ტ­რ­რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის იდე­ო­ლო­გი­ას იზი­ა­რებს.
სკკპ ცკ-ის პოლიტბიუროს 1940 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება
ლავ­რენ­ტი პავ­ლო­ვიჩ­მა თა­ვი­სი მოხ­სე­ნე­ბა სტა­ლინს წა­რუდ­გი­ნა. დიქ­ტა­ტორ­მა იგი პო­ლიტ­ბი­უ­როს წევ­რებს გა­აც­ნო:
- აბა, ამ­ხა­ნა­გე­ბო, რო­გორ მო­ვექ­ცეთ პო­ლო­ნელ ოფიც­რებს?
- თუ­კი ისი­ნი ჩვე­ნი მტრე­ბი არი­ან, ცხა­დია, რო­გორც უნ­და მო­ვექ­ცეთ, - გა­ი­ცი­ნა მო­ლო­ტოვ­მა.
- მტერს არა­სო­დეს არ ვე­ლო­ლი­ა­ვე­ბო­დით, - და­უ­მა­ტა ვო­რო­ში­ლოვ­მა.
– ვა­ყე­ნებ სა­კითხს კენ­ჭის­ყ­რა­ზე, - სტა­ლი­ნი წა­მით გა­ჩუმ­და, - ვინ არის მომ­ხ­რე, რომ პო­ლო­ნე­ლი ოფიც­რე­ბი და­იხ­ვ­რი­ტონ?
პო­ლიტ­ბი­უ­რომ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას მხა­რი ერ­თხ­მად და­უ­ჭი­რა.

მა­თე­მა­ტი­კო­სის
მხედ­რუ­ლი გმი­რო­ბა

პო­ლო­ნე­ლი ტყვე­ე­ბის მა­სობ­რი­ვი დახ­ვ­რე­ტე­ბი 1940 წლის მარ­ტი­დან და­იწყო. ხარ­კოვ­ში თუ სხვა ქა­ლა­ქე­ბის ცი­ხე­ებ­ში მყოფ ტყვე­ებს ბო­ლოს იქ­ვე უღებ­დ­ნენ, სხვე­ბი კა­ტი­ნის ტყე­ში მთე­ლი ეშე­ლო­ნე­ბით მიჰ­ყავ­დათ და ხვრეტ­დ­ნენ.
იოზეფ მარცინკევიჩი
ტყვე­ე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რად გაჭ­რი­ლი თხრი­ლის პირ­თან მიჰ­ყავ­დათ, შემ­დეგ თავ­ზე ში­ნელს აფა­რებ­დ­ნენ და აჩო­ქებ­დ­ნენ, ბო­ლოს კი სა­ფეთ­ქელ­ში რე­ვოლ­ვე­რის გას­რო­ლით უღებ­დ­ნენ.
- ამ დროს გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და "ვალ­ტე­რის" სის­ტე­მის რე­ვოლ­ვე­რი, - წერს რუ­სი ის­ტო­რი­კო­სი, პრო­ფე­სო­რი მი­ხა­ილ სე­მი­რი­ა­გა.
კატინში დახვრეტილ მსხვერპლს ხელები თოკით ჰქონდა შეკრული
კა­ტინ­ში და­ღუ­პუ­ლებს შო­რის იყო ცნო­ბი­ლი პო­ლო­ნე­ლი მა­თე­მა­ტი­კო­სი იოზეფ მარ­ცინ­კე­ვი­ჩი (1910-1940), ავ­ტო­რი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი მარ­ცინ­კე­ვი­ჩის თე­ო­რე­მი­სა. მარ­ცინ­კე­ვიჩ­მა ახალ­გაზ­რ­დულ ასაკ­ში ტრი­უმ­ფით და­იც­ვა დი­სერ­ტა­ცია და პრო­ფე­სო­რის წო­დე­ბაც მო­ი­პო­ვა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ომის დაწყე­ბის­თა­ნა­ვე ფრონ­ტ­ზე მო­ხა­ლი­სედ წა­ვი­და. მარ­ცინ­კე­ვი­ჩი რუ­სებ­მა ვილ­ნოს­თან (ამ­ჟა­მინ­დე­ლი ვილ­ნი­უ­სი) და­ატყ­ვე­ვეს. ის სტა­რო­ბელ­ს­კის ბა­ნაკ­ში მო­ა­თავ­სეს. ნი­ჭი­ე­რი მეც­ნი­ე­რით შინ­სახ­კო­მი და­ინ­ტე­რეს­და. მარ­ცინ­კე­ვი­ჩი პი­რა­დად ლავ­რენ­ტი ბე­რი­ამ და­კითხა.

- ჩვენ მზად ვართ მო­გა­ნი­ჭოთ საბ­ჭო­თა მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა, მოგ­ცეთ სა­მუ­შაო. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ტყვე­თა ბა­ნა­კი­და­ნაც გა­გა­თა­ვი­სუფ­ლებთ.
- მე პო­ლო­ნე­ლი ოფი­ცე­რი ვარ და ოკუ­პან­ტის სამ­სა­ხურ­ში არ ჩავ­დ­გე­ბი! - მი­უ­გო მარ­ცინ­კე­ვიჩ­მა.
ამან მი­სი ბე­დიც გა­დაწყ­ვი­ტა. დღემ­დე ზუს­ტად არ არის ცნო­ბი­ლი, რო­მელ დღეს დახ­ვ­რი­ტეს მეც­ნი­ე­რი. ცნო­ბი­ლია მხო­ლოდ ის, რომ მარ­ცინ­კე­ვი­ჩი 1940 წელს კა­ტინ­ში და­ი­ღუ­პა.

ეპი­ლო­გი
1941 წლის 22 ივ­ნისს გერ­მა­ნია თავს და­ეს­ხა საბ­ჭო­თა კავ­შირს. საბ­ჭო­თა იმ­პე­რი­ის ევ­რო­პუ­ლი ნა­წი­ლი ნა­ცის­ტებ­მა და­იპყ­რეს. 1943 წელს გერ­მა­ნე­ლებ­მა კა­ტი­ნის ტყე­ში პო­ლო­ნე­ლი ოფიც­რე­ბის სა­მარ­ხე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ჰიტ­ლე­რულ­მა პრო­პა­გან­დამ უდი­დე­სი ხმა­უ­რი ატე­ხა. რუ­სე­ბი ვალ­ში არ დარ­ჩე­ნი­ლან:
- კა­ტი­ნის ტყე­ში გერ­მა­ნე­ლებ­მა პო­ლო­ნე­ლი ოფიც­რე­ბი დახ­ვ­რი­ტეს და ჩვენ გვაბ­რა­ლე­ბენ!
რო­ცა გერ­მა­ნე­ლი ოკუ­პან­ტე­ბი გან­დევ­ნეს, სტა­ლი­ნის ბრძა­ნე­ბით, კა­ტი­ნის ტრა­გე­დი­ის შემ­ს­წავ­ლე­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო კო­მი­სია შე­იქ­მ­ნა. მან, ბუ­ნებ­რი­ვია, საბ­ჭო­თა პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მი­თი და­ა­დას­ტუ­რა:
- გერ­მა­ნელ­მა ფა­შის­ტებ­მა კა­ტი­ნის ტყე­ში პო­ლო­ნე­ლი ოფიც­რე­ბი დახ­ვ­რი­ტეს!
ამ კო­მი­სი­ის დას­კ­ვ­ნა ნი­ურ­ნ­ბერ­გის პრო­ცეს­ზეც გა­იხ­სე­ნეს.
დახვრეტილი ადამიანების პირადი ნივთები, ამოღებული სამარხებიდან
1951 წელს აშშ-ის კონ­გ­რეს­ში კა­ტი­ნის ტრა­გე­დი­ის გა­მო­საკ­ვ­ლე­ვად სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სია შექ­მ­ნეს. მან ყვე­ლა ფაქ­ტი გულ­დას­მით გა­ა­ა­ნა­ლი­ზა და შემ­დეგ დას­კ­ვ­ნამ­დე მი­ვი­და:
- კა­ტინ­ში ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ხოც­ვა-ჟლე­ტა საბ­ჭო­თა სა­ი­დუმ­ლო პო­ლი­ცი­ამ მო­აწყო!
ამის მი­უ­ხე­და­ვად, რუ­სე­ბი ბრალ­დე­ბას უარ­ყოფ­დ­ნენ:
- კა­ტი­ნის ხოც­ვა-ჟლე­ტა ჰიტ­ლე­რე­ლებ­მა მო­აწყ­ვეს! ამა­ში საბ­ჭო­თა კავ­ში­რი გე­ბელ­სის პრო­პა­გან­დამ და­ა­და­ნა­შა­უ­ლა! შემ­დეგ ეს­ტა­ფე­ტა ამე­რი­კელ­მა იმ­პე­რი­ა­ლის­ტებ­მა აიტა­ცეს.
მემორიალი კატინში (რუსეთი, სმოლენსკის ოლქი)
მხო­ლოდ 1990 წელს აღი­ა­რა საბ­ჭო­თა კავ­შირ­მა, რომ კა­ტი­ნის ხოც­ვა-ჟლე­ტა იოსებ სტა­ლი­ნის ბრძა­ნე­ბით მო­აწყ­ვეს, რო­მე­ლიც შინ­სახ­კო­მის მა­შინ­დელ­მა უფ­როს­მა ლავ­რენ­ტი ბე­რი­ამ შე­ას­რუ­ლა.

ნი­კა თევ­ზა­ძე
ის­ტო­რი­ის დოქ­ტო­რი
ჟურნალი ისტორიანი,#81
ბერი ანხელი
15 სექტემბერი 2017 12:41
სტალინმა რამდენი ადამიანი დახვრიტა და ვინც მას ადიდებს ერთი იმის ადგილას რომ ყოფილი ტყუილად რომ დახვრიტეს მერე რას იტყოდა. ვინც აქებს იმან ისტორია არ იცის.
გრიშა ონიანი
15 სექტემბერი 2017 09:00
ნეუჟელი პრავდა? აქამდე არ მჯეროდა. აწი მეც შევაგინებ.
...
15 სექტემბერი 2017 07:37
ჯორჯ კენედი:"იმედია ჰიტლერს მალე მოშორდება ის სიძულვილი რაც მის გარშემოა და დარჩება ისტორიაში წარმატებულ ადამიანად. ის სძულდათ რადგან დიდი გეგმები ჰქონდა. ჰიტლერი ლეგენდა იყო, მისგან ლიდერები იქმნებიან". 1949 წელი გერმანია.
მისაღებია თუ არა თქვენთვის ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მისაღებია თუ არა თქვენთვის ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზება?