პან გოძიაშვილი - ყა­ვის სმის ახალი ტრა­დი­ცი­ის ფუძემდებელი პო­ლო­ნეთ­ში
პან გოძიაშვილი - ყა­ვის სმის ახალი ტრა­დი­ცი­ის ფუძემდებელი პო­ლო­ნეთ­ში
მა­მა­ჩე­მი, ალექ­სან­დ­რე გო­ძი­აშ­ვი­ლი, პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის დროს, რო­გორც რუ­სე­თის ქვე­შევ­რ­დო­მი, ფრონ­ტ­ზე ბაღ­ჩი­სა­რა­ის კა­ვა­ლე­რი­ის პოლ­კ­ში მსა­ხუ­რობ­და.

გერ­მა­ნე­ლებ­სა და რუ­სებს შო­რის და­ზა­ვე­ბის მო­მენ­ტ­ში იგი ტყვედ ჩა­ვარ­და და ჰა­ნო­ვე­რის ახ­ლოს მდე­ბა­რე სა­კონ­ცენ­ტ­რა­ციო ბა­ნაკ­ში მოხ­ვ­და.

დე­და­ჩე­მი, ირე­ნა კურ­დ­ვა­ნოვ­ს­კა, თა­ვის დებ­თან ერ­თად, ვარ­შა­ვა­ში მედ­დად მუ­შა­ობ­და და დაჭ­რილ ოფიც­რებს მკურ­ნა­ლობ­და. ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მელ­შიც დე­და მსა­ხუ­რობ­და, დახ­მა­რე­ბას უწევ­და ასე­ვე გერ­მა­ნელ­თა ტყვე­ო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ მში­ერ და უფუ­ლო ჯა­რის­კა­ცებ­საც.
გერ­მა­ნი­ი­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ მა­მა ვარ­შა­ვა­ში შე­ჩერ­და. მის წი­ნა­შე დად­გა ალ­ტერ­ნა­ტი­ვა: დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში
თუ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო პო­ლო­ნეთ­ში.

იმ პე­რი­ოდ­ში ვარ­შა­ვამ­დე აღ­წევ­და ხმე­ბი მე­ფის ოფიც­რე­ბის ტრა­გი­კუ­ლი ბე­დის შე­სა­ხებ. მა­მამ მა­შინ ჯერ კი­დევ არა­ფე­რი იცო­და და არც არას­დ­როს შე­უტყ­ვია (ა­მის შე­სა­ხებ მე გა­ვი­გე 60-იან წლებ­ში), რომ მის უფ­როს ძმა­სა და მათ მა­მას­თან ორი ქარ­თ­ვე­ლი ჯა­რის­კა­ცი მი­ვი­და. ჯა­რის­კა­ცე­ბი შე­ე­ცად­ნენ მათ დარ­წ­მუ­ნე­ბას, რომ
საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან რა­მე პრე­ტენ­ზი­ის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ისი­ნი გა­ნაცხა­დებ­დ­ნენ, რომ მა­მა­ჩე­მი კარ­გი მე­თა­უ­რი იყო და თა­ვის ჯა­რის­კა­ცებ­ზე ისე ზრუ­ნავ­და, რო­გორც სა­კუ­თარ შვი­ლებ­ზე. მათ გა­ნაცხა­დეს ასე­ვე, რომ ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თე­ბენ, რათა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ მათ მე­თა­ურს რა­მე ზი­ა­ნი არ მის­დ­გო­მო­და.


მაგ­რამ ბე­დის­წე­რამ სხვაგ­ვა­რად ინე­ბა. მა­მამ დე­და­ჩე­მის გაც­ნო­ბის შემ­დეგ გა­დაწყ­ვი­ტა დარ­ჩე­ნი­ლი­ყო ვარ­შა­ვა­ში, შე­ექ­მ­ნა ახა­ლი ოჯა­ხი, და მას­თან ერ­თად ახა­ლი სამ­შობ­ლო გა­ე­ჩი­ნა.

მა­შინ პო­ლო­ნე­თი ძა­ლი­ან დი­დი გან­საც­დე­ლის წი­ნა­შე იდ­გა. მა­მა სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით წა­ვი­და ფრონ­ტ­ზე და პო­ლო­ნურ პოლ­კ­ში როტ­მის­ტ­რის რან­გ­ში და­იწყო სამ­სა­ხუ­რი. ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ იგი ოჯახ­ში მრა­ვა­ლი მედ­ლით დაბ­რუნ­და და მა­შინ­ვე ჩა­ერ­თო თა­ვი­სი ახა­ლი სამ­შობ­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში. მან და­ამ­თავ­რა პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ინ­ს­ტი­ტუ­ტი. სა­დიპ­ლო­მო ნაშ­რო­მი თა­ვი­სი პირ­ვე­ლი სამ­შობ­ლოს პო­ლი­ტი­კურ პრობ­ლე­მებს მი­უძღ­ვ­ნა (იხ. "სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ხელ­მ­წი­ფოს ამო­ცა­ნე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თ­ლის შუქ­ზე", ვარ­შა­ვა, 1926 წე­ლი). შემ­დეგ იგი მუ­შა­ობ­და გა­ზეთ "სი­მარ­თ­ლის ხმის" რე­დაქ­ტო­რად. ეს გა­ზე­თი იდე­ო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით ახ­ლოს იდ­გა იმ შე­ხე­დუ­ლე­ბებ­თან, რო­მელ­საც სა­ქარ­თ­ვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი ნოე ჟორ­და­ნია იზი­ა­რებ­და.

მრა­ვალ­ტან­ჯულ, ომის­გან დან­გ­რე­ულ პო­ლო­ნეთ­ში, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის საწყის ეტაპზე ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან მძი­მე იყო. ბუ­ნებ­რი­ვია, ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში ახალ­გაზ­რ­და ჟურ­ნა­ლის­ტის, მით უფ­რო ემიგ­რან­ტის­თ­ვის, რთუ­ლი იქ­ნე­ბო­და ოჯა­ხის, სა­მი შვი­ლის შე­ნახ­ვა. ამი­ტომ მა­მა იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, სამ­სა­ხუ­რი შე­ეც­ვა­ლა და მუ­შა­ო­ბა და­ეწყო სი­მამ­რის ერთ-ერთ სა­ვაჭ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, რო­მე­ლიც დე­და­ჩემ­მა მზით­ვად მი­ი­ღო.

ამ სა­ვაჭ­რო ობი­ექტს მა­მამ მე­ტად სო­ლი­დუ­რი სა­ხე­ლი შე­არ­ქ­ვა: "ყა­ვი­სა და ჩა­ის სა­რე­ა­ლი­ზა­ციო სპეც­მა­ღა­ზია - ალექ­სან­დ­რე გო­ძი­აშ­ვი­ლი". მა­ღა­ზი­ე­ბი ვარ­შა­ვის მთა­ვარ ქუ­ჩა­ზე, მარ­შალ­კოვ­ს­კა­ზე მდე­ბა­რე­ობ­და. ამ­გ­ვა­რი საქ­მი­ა­ნო­ბა მა­მა­ჩე­მის­თ­ვის უცხო არ ყო­ფი­ლა. მი­სი მა­მა გურ­ჯა­ან­ში ვე­ე­ბერ­თე­ლა ზვრებს ფლობ­და, ხო­ლო პე­ტერ­ბურ­გ­ში, ნე­ვის პროს­პექ­ტ­ზე ღვი­ნის მა­ღა­ზი­ე­ბი ჰქონ­და.
­ალექ­სან­დ­რე გო­ძი­აშ­ვი­ლის ვი­ლა შვი­დერ­ში, სა­დაც იმარ­თე­ბო­და "პრო­მე­თეს" მოძ­რა­ო­ბის პირ­ვე­ლი სა­ი­დუმ­ლო შეხ­ვედ­რე­ბი. სუ­რათ­ზე: სტა­ნის­ლავ კურ­დ­ვა­ნოვ­ს­კი, ქა­ლიშ­ვი­ლი ირე­ნა და მი­სი შვი­ლე­ბი, ანა, ახ­მე­დი და ირაკ­ლი გო­ძი­აშ­ვი­ლე­ბი ფო­ტო­მა­სა­ლე­ბი აღე­ბუ­ლია და­ვით ყოლ­ბა­ი­ას წიგ­ნი­დან "რეჩ­პოს­პო­ლი­ტას ფრთებ­ქ­ვეშ. ქარ­თუ­ლი ემიგ­რა­ცია პო­ლო­ნეთ­ში 1921-1939 წლებ­ში", ვარ­შა­ვის უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ვარ­შა­ვა 2016.
მა­მა უდი­დეს სა­რეკ­ლა­მო მუ­შა­ო­ბას სწევ­და. ერთ-ერ­თი მი­სი რეკ­ლა­მა მა­გა­ლი­თად, ასე­თი იყო: "ყო­ველ­დღე ახ­ლად მო­ხა­ლუ­ლი ყა­ვა". მის კა­ფე-ბა­რებ­ში ყა­ვის მარ­ც­ვ­ლე­ბი მარ­თ­ლაც ყო­ველ­დღი­უ­რად იხა­ლე­ბო­და და იფ­ქ­ვე­ბო­და. ამის­თ­ვის მა­მამ სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნად­გა­რე­ბი შე­ი­ძი­ნა. ქუ­ჩა­ში მა­ღა­ზი­ის ირ­გ­ვ­ლივ მუდ­მი­ვად სა­სი­ა­მოვ­ნო არო­მა­ტი იგ­რ­ძ­ნო­ბო­და.

მა­მას ორი­ვე მა­ღა­ზია დი­დი იყო, თუმ­ცა რად­გან აქ ტრა­დი­ცი­უ­ლად მა­გი­დე­ბი იდ­გა და სტუმ­რე­ბი საკ­მა­ოდ ხან­გ­რ­ძ­ლი­ვად რჩე­ბოდ­ნენ, მა­ინც ად­გი­ლე­ბის უკ­მა­რი­სო­ბა იგ­რ­ძ­ნო­ბო­და. ამი­ტომ მა­მა იმ დას­კ­ვ­ნამ­დე მი­ვი­და, რომ ყა­ვის და­ლე­ვის­თ­ვის და მა­შა­სა­და­მე, ენერ­გი­ის აღ­დ­გე­ნი­სა და გან­წყო­ბის ამაღ­ლე­ბის­თ­ვის, სრუ­ლი­ა­დაც არ არის სა­ჭი­რო მა­ღა­ზი­ა­ში დი­დი ხნით შე­ჩე­რე­ბა; ეს სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­კეთ­დეს თვით­მომ­სა­ხუ­რე­ბის ფორ­მით, ფეხ­ზე დგო­მით. ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში მა­ღა­ზი­ა­ში დი­დი სიმ­ჭიდ­რო­ვე აღარ იქ­ნე­ბო­და.

მა­მას მიხ­ვედ­რამ მარ­თ­ლაც გა­ა­მარ­თ­ლა. მა­ღა­ზია მრა­ვალ კლი­ენ­ტ­საც ემ­სა­ხუ­რე­ბო­და და სი­ხალ­ვა­თეც იგ­რ­ძ­ნო­ბო­და. აქ კედ­ლებ­ზე, ყა­ვის შე­სა­ხებ აფო­რიზ­მებ­საც წა­ი­კითხავ­დით. მა­გა­ლი­თად: "ყა­ვა ქმნის ცეცხ­ლო­ვან არა­ბებს, ხო­ლო ჩაი - ცე­რე­მო­ნი­ა­ლურ ჩი­ნე­ლებს", ან ადამ მიც­კე­ვი­ჩის "ი­სეთ ყა­ვას, რო­გო­რიც პო­ლო­ნეთ­შია, დუ­ნი­ა­ზე ვერ­სად ნა­ხავთ".

მა­მამ მა­ლე დიდ ფი­ნან­სურ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია. მა­ღა­ზი­ის კე­დელ­ზე გაჩ­ნ­და აფო­რიზ­მიც: "ზო­გი­ერ­თე­ბი ამ­ტ­კი­ცე­ბენ, რომ ყა­ვის და­ლე­ვის შემ­დეგ არ ეძი­ნე­ბათ. მე სრუ­ლი­ად სხვაგ­ვა­რად მგო­ნია, რად­გან რაც უფ­რო მეტ ყა­ვას სვა­მენ ჩე­მი ძვირ­ფა­სი სტუმ­რე­ბი, უფ­რო ტკბი­ლად მძი­ნავს".
მა­შინ ალ­ბათ არა­ვის მო­უ­ვი­დო­და აზ­რად, რომ ქარ­თ­ველ­მა ემიგ­რან­ტ­მა სა­თა­ვე და­უ­დო ყა­ვის სმის ახალ ტრა­დი­ცი­ას პო­ლო­ნეთ­ში.

და მხო­ლოდ მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ, რო­ცა ტრა­გი­კულ გა­რე­მო­ე­ბა­თა გა­მო მა­მა ამ ქვეყ­ნად აღარ იყო, ხო­ლო ვარ­შა­ვა ნან­გ­რე­ვე­ბად იყო ქცე­უ­ლი, ვარ­შა­ვის ერ­თ­მა გა­ზეთ­მა სტა­ტი­ა­ში "გაქ­რა ძვე­ლი ვარ­შა­ვის კა­ფე-სა­კონ­დიტ­რო­ე­ბი, დღეს კა­ფე-ბა­რე­ბი ბა­ტო­ნო­ბენ", და­წე­რა: "დღეს ყვე­ლა­ფე­რი სხვაგ­ვა­რა­დაა: ნაც­ვ­ლად კა­ფე-სა­კონ­დიტ­რო­ე­ბი­სა, მოქ­მე­დებს კა­ფე-ბა­რე­ბი. ომამ­დე კი მხო­ლოდ ქარ­თ­ვე­ლი გო­ძი­აშ­ვი­ლის ორი კა­ფე-ბა­რი იყო ნა­პო­ლე­ო­ნის მო­ე­დან­ზე". ასე რომ, ძვირ­ფა­სო ქარ­თ­ვე­ლე­ბო, რო­ცა ვარ­შა­ვა­ში კა­ფე-ბარ­ში იქ­ნე­ბით და ფინ­ჯან ყა­ვას მი­ირ­თ­მევთ, გა­იხ­სე­ნეთ თქვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე ალექ­სან­დ­რე გო­ძი­აშ­ვი­ლი.

ეჟი ირაკ­ლი გო­ძი­აშ­ვი­ლი
წე­რი­ლი პირ­ვე­ლად და­ი­ბეჭ­და
ქარ­თ­ვე­ლო­ლო­გი­ურ ჟურ­ნალ "პრო
გე­ორ­გი­ა­ში" 1991 წელს. პო­ლო­ნუ­რი­დან თარ­გ­მ­ნა ამ­ბ­რო­სი გრი­ში­კაშ­ვილ­მა

ჟურნალი"ისტორიანი",#81
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა