ოპერაცია "ჰიმლერი", "კონსერვები" და კო­დუ­რი ფრაზა: "ბე­ბია გარ­და­იც­ვა­ლა"- ვინ და როგორ დაიწყო მეორე მსოფლიო ომი?
09-05-2019
ოპერაცია "ჰიმლერი", "კონსერვები" და კო­დუ­რი ფრაზა: "ბე­ბია გარ­და­იც­ვა­ლა"- ვინ და როგორ დაიწყო მეორე მსოფლიო ომი?
ფოტო:ალ­ფ­რედ ჰელ­მუტ ნა­უ­ი­ოქ­სი
თანამედროვე ქალაქი გლივიცე (გერმანიის ფარგლებში - გლაივიცი) მდებარეობს პოლონეთის სამხრეთით, ზემო სილეზიის რეგიონში.
XII საუკუნეში დაარსებულ პატარა, ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეულ ქალაქში მოგზაურობისას ყურადღებას იპყრობს 111 მეტრი სიმაღლის ხის რადიოსამაუწყებლო კოშკი. დღეს ის მსოფლიოში ყველაზე მაღალ ხის კონსტრუქციად მიიჩნევა. თუმცა კოშკს დიდი ისტორიული მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამ ქალაქის რადიოსადგურზე, 1939 წლის 31 აგვისტოს, ნაცისტური გერმანიის მიერ მოწყობილი სამხედრო პროვოკაცია გახდა მეორე მსოფლიო ომის დაწყების საბაბი.

1939 წლის­თ­ვის გერმანული სა­საზღ­ვ­რო ქა­ლა­ქი
გლ­ი­ვი­ცე, ისე­ვე რო­გორც სი­ლე­ზი­ის რე­გი­ო­ნის ნა­წი­ლი, ნა­ცის­ტუ­რ გერ­მა­ნი­ა­ში შე­დი­ო­და. ეს ტე­რი­ტო­რია ავ­ს­ტ­რი­ი­სა და პრუ­სი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იყო XVIII სა­უ­კუ­ნის ბო­ლო­დან - 1772, 1793 და 1795 წლებ­ში ავ­ს­ტ­რი­ის, პრუ­სი­ი­სა და რუ­სე­თის იმ­პე­რი­ე­ბის მი­ერ პო­ლო­ნუ­რი მი­წე­ბის სა­მი და­ნა­წი­ლე­ბის შემ­დეგ, პო­ლო­ნეთ­მა, რო­გორც სა­ხელ­მ­წი­ფომ, არ­სე­ბო­ბა შეწყ­ვი­ტა. პო­ლო­ნუ­რი სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ო­ბა მხო­ლოდ 123
წლის შემ­დეგ - 1918 წლის 11 ნო­ემ­ბერს აღ­დ­გა და მა­შინ­ვე ურ­თუ­ლე­სი პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნ­და, პირ­ველ რიგ­ში, ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მოწყო­ბის თვალ­საზ­რი­სით.

სა­უ­კუ­ნე­ზე მე­ტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­ში შეყ­ვა­ნილ პო­ლო­ნურ მი­წებ­ზე ეთ­ნო­დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი სუ­რა­თი მკვეთ­რად შე­იც­ვა­ლა. XX სა­უ­კუ­ნის და­საწყი­სის­თ­ვის ამ პრო­ვინ­ცი­ე­ბის ავ­ს­ტ­რი­ულ და პრუ­სი­ულ ნა­წილ­ში დი­დი იყო გერ­მა­ნუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. თა­ნა­მედ­რო­ვე პო­ლო­ნე­თის ჩრდი­ლო­ეთ, ზღვის­პი­რა ნა­წილ­ში, პო­მე­რა­ნი­ა­ში (პო­ლო­ნუ­რად Pomorze) 1910 წლის­თ­ვის 437 412 გერ­მა­ნე­ლი ცხოვ­რობ­და - იმ­დ­რო­ინ­დე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის 44%.
ქალაქი გლივიცე დღევანდელ პოლონეთში
პო­ლო­ნე­თის სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ო­ბის აღ­დ­გე­ნის შემ­დეგ, იმ რე­გი­ონ­ში გერ­მა­ნულ­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ თვალ­სა­ჩი­ნო კლე­ბა იწყო და 1921 წლის­თ­ვის პო­მე­რა­ნი­ა­ში მცხოვ­რე­ბი გერ­მა­ნე­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 18,7%, ხო­ლო 1931 წლის­თ­ვის კი 10,1% გახ­და. უფ­რო სამ­ხ­რე­თით, პოზ­ნა­ნის მხა­რე­ში მო­სახ­ლე­ო­ბა 27,1-დან 11,4%-მდე შემ­ცირ­და 1910-1931 წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. ზე­მო სი­ლე­ზი­ის რე­გი­ონ­ში გერ­მა­ნუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის წილ­მა 1921-1931 წლებ­ში 44-დან 6%-მდე და­იკ­ლო.

გერ­მა­ნუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის ამ­გ­ვა­რი, მკვეთ­რი კლე­ბა პო­ლო­ნურ მი­წებ­ზე გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი იყო პო­ლო­ნელ­თა პრინ­ცი­პუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტუ­რი პო­ზი­ცი­ით, რაც სა­ხელ­მ­წი­ფოს არ­ქო­ნის სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბით აიხ­ს­ნე­ბა. თა­ნა­მედ­რო­ვე ევ­რო­პი­სა და პო­ლო­ნე­თის ის­ტო­რი­ის ცნო­ბი­ლი ბრი­ტა­ნელ-პო­ლო­ნე­ლი მკვლევ­რის, ნორ­მან დე­ვი­სის თა­ნახ­მად, პო­ლო­ნე­ლე­ბი ყვე­ლა­ნა­ი­რად ახ­დენ­დ­ნენ გერ­მა­ნუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის პო­ლო­ნუ­რი მი­წე­ბი­დან გან­დევ­ნის სტი­მუ­ლი­რე­ბას სხვა­დას­ხ­ვა ძა­ლის­მი­ე­რი მე­თო­დით.

მი­უ­ხე­და­ვად პო­ლო­ნელ­თა ამ­გ­ვა­რი პო­ზი­ცი­ი­სა, 1921 წლის მარ­ტ­ში ზე­მო სი­ლე­ზი­ა­ში გა­მარ­თულ რე­ფე­რენ­დუმ­ზე 708 ათა­სი ადა­მი­ა­ნი მი­ემ­ხ­რო მხა­რის გერ­მა­ნი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში გა­დას­ვ­ლას, მა­შინ რო­ცა მხო­ლოდ 479 ათას­მა და­უ­ჭი­რა მხა­რი რე­გი­ო­ნის პო­ლო­ნე­თის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში დარ­ჩე­ნას. ამ რე­ფე­რენ­დუმს მოჰ­ყ­ვა სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი ზე­მო სი­ლე­ზი­ის ოლ­ქ­ში 1921 წლის მარ­ტი­დან ივ­ნი­სამ­დე. სა­ბო­ლო­ოდ, 1922 წელს ერ­თა ლი­გის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, პო­ლო­ნეთს ზე­მო სი­ლე­ზი­ის ტე­რი­ტო­რი­ის მხო­ლოდ 29% გა­და­ე­ცა.

ქა­ლა­ქი გლი­ვი­ცე, რო­მელ­საც ამ დრო­ის­თ­ვის გერ­მა­ნუ­ლად გლა­ი­ვი­ცი ეწო­დე­ბო­და, პო­ლო­ნე­თი­სა და გერ­მა­ნი­ის მი­წე­ბის საზღ­ვარ­ზე მო­ექ­ცა და მხა­რის სხვა ქა­ლა­ქებ­თან ერ­თად, ორი ქვეყ­ნის­თ­ვის სა­და­ვო ტე­რი­ტო­რი­ად მიიჩ­ნე­ო­და. გარ­და ამ მხა­რი­სა, ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი პო­მე­რა­ნი­ის რე­გი­ო­ნის ნა­წი­ლი - ე.წ. აღ­მო­სავ­ლეთ პრუ­სია გა­და­ე­ცა პო­ლო­ნეთს, რო­გორც ბალ­ტი­ის ზღვის დე­რე­ფა­ნი, რომ­ლის სა­პორ­ტო ქა­ლა­ქი დან­ცი­გი (პო­ლო­ნუ­რად, გდან­ს­კი) ერ­თა ლი­გის მან­და­ტის ქვეშ თა­ვი­სუ­ფალ ქა­ლა­ქად გა­მოცხად­და.

პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი ომი
1920-იანი წლე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, პო­ლო­ნუ­რი და გერ­მა­ნუ­ლი მხა­რე­ე­ბი სა­და­ვო ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ფარ­თო პრო­პა­გან­დის­ტულ პო­ლი­ტი­კას წარ­მარ­თავ­დ­ნენ. ამ პო­ლი­ტი­კის ნა­წი­ლი იყო 1925 წლის 15 ნო­ემ­ბერს ქა­ლაქ გლი­ვიც­ეში გერ­მა­ნუ­ლი რა­დი­ო­სად­გუ­რის გახ­ს­ნა. პა­სუ­ხად, 1927 წელს ქა­ლაქ კა­ტო­ვი­ცე­ში პო­ლო­ნუ­რი რა­დი­ო­სად­გუ­რის გახ­ს­ნით და­იწყო ე.წ. რა­დი­ო­ო­მი ორ ქვე­ყა­ნას შო­რის. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჰიტ­ლე­რის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვ­ლის შემ­დეგ, 1934 წელს პო­ლო­ნეთ­სა და გერ­მა­ნი­ას შო­რის სამ­შ­ვი­დო­ბო პაქ­ტი გა­ფორ­მ­და, რო­მე­ლიც "რა­დი­ო­ო­მის" სიმ­წ­ვა­ვის შე­ნე­ლე­ბა­საც ით­ვა­ლის­წი­ნებ­და, და­ძა­ბუ­ლო­ბა პო­ლო­ნეთ­სა და გერ­მა­ნი­ას შო­რის მხო­ლოდ იზ­რ­დე­ბო­და.
ალ­ფ­რედ ჰელ­მუტ ნა­უ­ი­ოქ­სი
1936 წელს რა­ი­ნის ზო­ნის რე­მი­ლი­ტა­რი­ზა­ცი­ით, 1938 წლის ავ­ს­ტ­რი­ი­სა და 1939 წელს ჩე­ხოს­ლო­ვა­კი­ის ოკუ­პა­ცი­ით, ჰიტ­ლე­რუ­ლი დიპ­ლო­მა­ტია სულ უფ­რო მე­ტად უახ­ლოვ­დე­ბო­და კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ის უდი­დეს ომს. შექ­მ­ნი­ლი ვი­თა­რე­ბის ფონ­ზე დი­დი ბრი­ტა­ნე­თის იმ­დ­რო­ინ­დელ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რ­მა ნე­ვილ ჩემ­ბერ­ლენ­მა 1939 წლის 31 მარტს, დი­დი ბრი­ტა­ნე­თი­სა და საფ­რან­გე­თის სა­ხე­ლით, პო­ლო­ნურ სა­ხელ­მ­წი­ფოს აღუთ­ქ­ვა დაც­ვის გა­რან­ტი­ე­ბი ნა­ცის­ტუ­რი გერ­მა­ნი­ის მხრი­დან, ნე­ბის­მი­ე­რი პირ­და­პი­რი თუ ირი­ბი სა­ო­მა­რი ღო­ნის­ძი­ე­ბის წა­მოწყე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში.

1939 წლის აგ­ვის­ტოს­თ­ვის გერ­მა­ნი­ა­სა და პო­ლო­ნეთს შო­რის და­ძა­ბუ­ლო­ბა პიკს აღ­წევ­და. ამ დრო­ის­თ­ვის პო­ლო­ნე­თი­დან დევ­ნილ გერ­მა­ნელ­თა რიცხ­ვი 70 ათას კაცს აღ­წევ­და, რაც ისე­დაც ან­ტი­პო­ლო­ნუ­რად გან­წყო­ბილ ნა­ცის­ტურ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უფ­რო მე­ტად უღ­ვი­ვებ­და პო­ლო­ნე­თის სა­კითხის სა­ბო­ლოო გა­დაწყ­ვე­ტის სურ­ვილს. 1939 წლის 11 აგ­ვის­ტოს ერ­თა ლი­გის უმაღ­ლეს კო­მი­სარ­თან სა­უბ­რი­სას ჰიტ­ლერ­მა პირ­და­პირ გა­ნაცხა­და, რომ თუნ­დაც მცი­რე პრო­ვო­კა­ცი­ის შემ­თხ­ვე­ვა­ში, პო­ლო­ნეთს ბო­ლომ­დე და­ა­ქუც­მა­ცებ­და ისე, რომ ქვეყ­ნის ხე­ლახ­ლა შე­საკ­რე­ბად პო­ლო­ნე­ლებს არა­ფე­რი შერ­ჩე­ნო­დათ.

23 აგ­ვის­ტოს სსრკ-სა და გერ­მა­ნი­ას შო­რის გა­ფორ­მე­ბულ­მა პაქ­ტ­მა ჰიტ­ლერს პრაქ­ტი­კუ­ლად მოქ­მე­დე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა მი­ა­ნი­ჭა. ახ­ლა მხო­ლოდ სა­ბა­ბი იყო სა­ჭი­რო ომის და­საწყე­ბად. წი­ნა დღით მე­სა­მე რა­ი­ხის სამ­ხედ­რო­ებ­თან სა­უბ­რი­სას ჰიტ­ლერ­მა გა­ნაცხა­და: "მე მო­ვამ­ზა­დებ და­მა­ჯე­რე­ბელ ან ნაკ­ლე­ბად და­მა­ჯე­რე­ბელ პრო­პა­გან­დის­ტულ სა­ბაბს ომის და­საწყე­ბად. სა­ბო­ლო­ოდ გა­მარ­ჯ­ვე­ბულს არა­ვინ მოს­თხოვს სა­კუ­თა­რი ნათ­ქ­ვა­მის ჭეშ­მა­რი­ტე­ბის და­სა­ბუ­თე­ბას".
ვალტერ შელენბერგი ნიურნბერგის პროცესზე

ოპე­რა­ცია "ჰიმ­ლე­რი" და "კონ­სერ­ვე­ბი"
ნა­ცის­ტუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობ­და გერ­მა­ნია-პო­ლო­ნე­თის საზღ­ვარ­ზე მთე­ლი რი­გი სამ­ხედ­რო პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის ინ­ს­ცე­ნი­რე­ბის­თ­ვის. ეს სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბა ის­ტო­რი­ა­ში ცნო­ბი­ლია, რო­გორც "ო­პე­რა­ცია ჰიმ­ლე­რი" (ზოგ­ჯერ ამ ოპე­რა­ცი­ას "ტა­ნენ­ბერ­გის" სა­ხე­ლი­თაც მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ) - მე­სა­მე რა­ი­ხის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­როს პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის, ოპე­რა­ცი­ის სუ­ლის ჩამ­დ­გ­მე­ლის, ჰა­ინ­რიხ ჰიმ­ლე­რის სა­ხე­ლის მი­ხედ­ვით. ოპე­რა­ცი­ას ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­და რა­ი­ხის უშიშ­რო­ე­ბის ოფი­სის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი რა­ინ­ჰარდ ჰა­იდ­რი­ხი, ხო­ლო უშუ­ა­ლოდ ოპე­რა­ცი­ის დე­ტა­ლებ­ზე პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი იყო ნა­ცის­ტუ­რი სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის, გეს­ტა­პოს ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ჰა­ინ­რიხ მი­უ­ლე­რი.

ჯერ კი­დევ აგ­ვის­ტოს და­საწყის­ში გერ­მა­ნუ­ლი სა­ი­დუმ­ლო სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვის უფ­როს­მა, ად­მი­რალ­მა ვილ­ჰელმ კა­ნა­რის­მა პი­რა­დად ჰიტ­ლე­რის­გან მი­ი­ღო გან­კარ­გუ­ლე­ბა, 150 ერ­თე­უ­ლი პო­ლო­ნუ­რი სამ­ხედ­რო ფორ­მა მი­ე­წო­დე­ბი­ნა ჰიმ­ლე­რი­სა და ჰა­იდ­რი­ხის­თ­ვის. გარ­და ამი­სა, ოპე­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უნ­და მი­ე­ღოთ სხვა­დას­ხ­ვა გერ­მა­ნუ­ლი სა­კონ­ცენ­ტ­რა­ციო ბა­ნა­კის პა­ტიმ­რებს. რო­გორც მე­სა­მე რა­ი­ხის სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვის სა­ი­დუმ­ლო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის, ვალ­ტერ შე­ლენ­ბერ­გის მე­მუ­ა­რე­ბი­დან ირ­კ­ვე­ვა, პა­ტიმ­რებს ოპე­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სა­ნაც­ვ­ლოდ, გა­დარ­ჩე­ნის შემ­თხ­ვე­ვა­ში თა­ვი­სუფ­ლე­ბას ჰპირ­დე­ბოდ­ნენ. ოპე­რა­ცი­ის უშუ­ა­ლო გან­მა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად აირ­ჩი­ეს შშ-ის შტურ­მან­ფი­უ­რე­რი ალ­ფ­რედ ჰელ­მუტ ნა­უ­ი­ოქ­სი.

"ო­პე­რა­ცია ჰიმ­ლე­რის" შე­სა­ბა­მი­სად, ომის დაწყე­ბამ­დე 6 დღით ად­რე "პო­ლო­ნუ­რი აგ­რე­სი­ის" ორ­მოც­და­ოთხი ინ­ცი­დენ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და. მათ­გან ოც­და­ერ­თი - 31 აგ­ვის­ტო­დან 1-ლი სექ­ტემ­ბ­რის ღა­მეს. ამ ინ­ცი­დენ­ტე­ბი­დან გერ­მა­ნუ­ლი პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის მან­ქა­ნის "შე­მოქ­მე­დე­ბის" მწვერ­ვა­ლად ით­ვ­ლე­ბა გლ­ი­ვი­ცეს გერ­მა­ნულ რა­დი­ო­სად­გურ­ზე მოწყო­ბი­ლი "პო­ლო­ნუ­რი შე­ტე­ვა", რომ­ლის შე­სა­ხებ ყვე­ლა­ზე სან­დო წყა­როს თა­ვად ოპე­რა­ცი­ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლის, ალ­ფ­რედ ნა­უ­ი­ოქ­სის მი­ერ 1945 წლის ნო­ემ­ბერ-დე­კემ­ბერ­ში ნი­ურ­ნ­ბერ­გის პრო­ცეს­ზე მი­ცე­მუ­ლი ჩვე­ნე­ბა წარ­მო­ად­გენს.
გესტაპოს ხელმძღვანელი ჰაინრიხ მიულერი
მან 10 აგ­ვის­ტოს­თ­ვის პი­რა­დად ჰა­იდ­რი­ხის­გან მი­ი­ღო ბრძა­ნე­ბა გლ­ი­ვი­ცეს რა­დი­ო­სად­გურ­ზე "პო­ლო­ნუ­რი შე­ტე­ვის" სი­მუ­ლა­ცი­ის მო­საწყო­ბად. შე­ტე­ვა მაქ­სი­მა­ლუ­რად და­მა­ჯე­რე­ბე­ლი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო. ნა­უ­ი­ოქსს ევა­ლე­ბო­და რა­დი­ო­სად­გუ­რის იმ­დე­ნი ხნით და­კა­ვე­ბა, რამ­დე­ნიც სა­ჭი­რო გახ­დე­ბო­და პო­ლო­ნურ ენა­ზე რა­დი­ოტ­რან­ს­ლა­ცი­ით ომის დაწყე­ბის შეტყო­ბი­ნე­ბის გა­მო­საცხა­დებ­ლად.

ნა­უ­ი­ოქ­სის მი­ხედ­ვით, 25-31 აგ­ვის­ტოს პე­რი­ოდ­ში იგი ახ­ლომ­დე­ბა­რე გერ­მა­ნულ ქა­ლაქ ოპელ­ნ­ში შეხ­ვ­და ჰა­ინ­რიხ ჰიმ­ლერს, რო­მე­ლიც მი­სი თან­დას­წ­რე­ბით ვინ­მე მელ­ჰორ­ნის გვა­რით ცნო­ბილ პი­როვ­ნე­ბას ესა­უბ­რე­ბო­და "პო­ლო­ნე­ლე­ბის მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ" სხვა­დას­ხ­ვა სა­საზღ­ვ­რო ინ­ცი­დენ­ტ­ზე. მი­უ­ლე­რის თქმით, მას ჰყავ­და სა­კონ­ცენ­ტ­რა­ციო ბა­ნა­კის 12-13 პა­ტი­მა­რი, რო­მელ­თაც გან­საზღ­ვ­რუ­ლი ინი­ექ­ცი­ის გა­კე­თე­ბის შემ­დ­გომ, შემ­თხ­ვე­ვის ად­გი­ლას მი­იყ­ვან­დ­ნენ და შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე ცეცხ­ლ­სას­რო­ლი ჭრი­ლო­ბით "ო­პე­რა­ცი­ის მსხვერ­პ­ლად" გა­ა­სა­ღებ­დ­ნენ. ამ პა­ტიმ­რე­ბის კო­დუ­რი სა­ხე­ლი იყო "კონ­სერ­ვე­ბი" (გერ­მა­ნუ­ლად, Konserven). ერთ-ერ­თი "კონ­სერ­ვი", ნა­უ­ი­ოქ­სის თქმით, ჰა­იდ­რიხს მო­უმ­ზა­დე­ბია გლ­ი­ვი­ცეს ოპე­რა­ცი­ის­თ­ვის.

ნა­უ­ი­ოქ­სის ჩვე­ნე­ბის თა­ნახ­მად, 31 აგ­ვის­ტოს მას ჰა­იდ­რი­ხი და­უ­კავ­შირ­და და უთხ­რა გლ­ი­ვი­ცეს ოპე­რა­ცი­ის კო­დუ­რი სიტყ­ვა: "ბე­ბია გარ­და­იც­ვა­ლა" (სწო­რედ ეს სიტყ­ვე­ბი მი­იჩ­ნე­ვა ოპე­რა­ცი­ის კო­დურ სიტყ­ვად თა­ვად პო­ლო­ნე­ლე­ბის მი­ერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მის მი­ხედ­ვით, რომ­ლის ნახ­ვაც გლი­ვი­ცეს რა­დი­ო­სად­გუ­რის მუ­ზე­უ­მის მნახ­ვე­ლებს შე­უძ­ლი­ათ. სხვა ვერ­სი­ის მი­ხედ­ვით, ოპე­რა­ცი­ის კო­დუ­რი სიტყ­ვა იყო "კონ­სერ­ვე­ბი") - და მოქ­მე­დე­ბის დაწყე­ბის დროდ და­უ­ნიშ­ნა სა­ღა­მოს 8 სა­ა­თი.

ნა­უ­ი­ოქ­სის მი­ხედ­ვით, და­ნიშ­ნულ დროს მან რა­დი­ო­სად­გურ­თან მი­ი­ღო "კონ­სერ­ვი" - სა­მო­ქა­ლა­ქო ტან­საც­მელ­ში გა­მოწყო­ბი­ლი, უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი მა­მა­კა­ცი, რომ­ლის ვი­ნა­ო­ბას ნა­უ­ი­ოქ­სი ჩვე­ნე­ბა­ში არ ასა­ხე­ლებს. რო­გორც ირ­კ­ვე­ვა, ეს იყო შემ­დ­გომ­ში "მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის პირ­ველ მსხვერ­პ­ლად" მიჩ­ნე­უ­ლი სი­ლე­ზი­ე­ლი პო­ლო­ნე­ლი ფრან­ცი­შეკ ჰო­ნი­ო­კი.

რა­დი­ო­სად­გუ­რის კოშ­კის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, ნა­უ­ი­ოქ­სის თქმით, მოხ­და 3-4-წუ­თი­ა­ნი პო­ლო­ნუ­რი სიტყ­ვის რა­დი­ოტ­რან­ს­ლა­ცია, რო­მელ­შიც პო­ლო­ნე­თი პრაქ­ტი­კუ­ლად ომს უცხა­დებ­და გერ­მა­ნი­ას. რო­გორც დღე­ის­თ­ვის ირ­კ­ვე­ვა, თავ­დამ­ს­ხ­მე­ლებს ამ გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბამ რა­დი­ო­სად­გუ­რის მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი ცნო­ბე­ბის გა­და­სა­ცე­მად გან­კუთ­ვ­ნი­ლი მიკ­რო­ფო­ნით მო­უ­წი­ათ, რად­გან მთა­ვა­რი მიკ­რო­ფო­ნი და სა­მა­უწყებ­ლო სტუ­დია იმ ად­გი­ლი­დან 4 კი­ლო­მეტ­რ­ში მდე­ბა­რე­ობ­და.

პრო­ვო­კა­ცი­ის ტექ­ს­ტი და­ახ­ლო­ე­ბით ათ­წუ­თი­ა­ნი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ რო­გორც ირ­კ­ვე­ვა, რა­დი­ოს ერთ-ერ­თ­მა თა­ნამ­შ­რო­მელ­მა სა­მი ან ოთხი წუ­თის შემ­დეგ, თავ­დამ­ს­ხ­მე­ლე­ბის­გან ფა­რუ­ლად, შეძ­ლო ტრან­ს­ლა­ცი­ის ჩამ­ხ­შო­ბი ღი­ლა­კის და­ჭე­რა. თუმ­ცა, სიტყ­ვის მთა­ვა­რი მო­ნაკ­ვე­თი, რო­მელ­შიც თავ­დამ­ს­ხ­მე­ლე­ბი აცხა­დებ­დ­ნენ, რომ გერ­მა­ნუ­ლი გლ­ი­ვი­ცეს რა­დი­ო­სად­გუ­რი პო­ლო­ნელ­თა ხელ­შია, მკა­ფი­ოდ და ყო­ველ­გ­ვა­რი რა­დი­ო­ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზის გა­რე­შე გა­და­ი­ცა. ამ­გ­ვა­რად, გერ­მა­ნულ­მა პრო­პა­გან­დამ მი­ზანს მი­აღ­წია.

მო­კავ­ში­რე­თა პრო­ვო­კა­ცი­ის აბ­სურ­დუ­ლი თე­ო­რია

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ თა­ვის ჩვე­ნე­ბა­ში ნა­უ­ი­ოქ­სი არა­ფერს ამ­ბობს პო­ლო­ნურ სამ­ხედ­რო ფორ­მებ­ზე, რო­მე­ლიც, რო­გორც ვნა­ხეთ, გერ­მა­ნე­ლებ­მა ჯერ კი­დევ აგ­ვის­ტოს და­საწყის­ში მო­ი­მა­რა­გეს და რო­გორც ცნო­ბი­ლია, სწო­რედ ამ ფორ­მებ­ში გა­მოწყო­ბი­ლი გერ­მა­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი და­ეს­ხ­ნენ თავს გლ­ი­ვი­ცეს რა­დი­ო­სად­გურს. არა­ფე­რია ნათ­ქ­ვა­მი პო­ლო­ნურ ფორ­მებ­ზე არც ნა­ცის­ტუ­რი გერ­მა­ნი­ის მთა­ვარ ოფი­ცი­ა­ლურ გა­ზეთ "ფი­ოლ­კი­შერ ბე­ო­ბახ­ტე­რის" 1-ლი სექ­ტემ­ბ­რის ნო­მერ­ში და არც თა­ვად ადოლფ ჰიტ­ლე­რის 1-ლი სექ­ტემ­ბ­რის სიტყ­ვა­ში, სა­დაც გერ­მა­ნი­ის ფი­უ­რერს გლ­ი­ვი­ცეს ინ­ცი­დენ­ტი ცალ­კე არც კი უხ­სე­ნე­ბია. მან მხო­ლოდ ხა­ზი გა­უს­ვა წი­ნა ღა­მით მომ­ხ­დარ ინ­ცი­დენ­ტებს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი პე­რი­ო­დის მკვლე­ვარ რო­ბერტ სმითს მე­ტად უც­ნა­უ­რად მი­აჩ­ნია ის ფაქ­ტი, რომ თა­ვად ალ­ფ­რედ ნა­უ­ი­ოქ­სი მო­კავ­ში­რე­ებ­მა - ამე­რი­კე­ლებ­მა და ბრი­ტა­ნე­ლებ­მა ჯერ და­ა­პა­ტიმ­რეს, ხო­ლო 1946 წელს გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ჰამ­ბურ­გ­ში ნა­უ­ი­ოქ­სი წარ­მა­ტე­ბულ ბიზ­ნეს­მე­ნა­დაც კი მოგ­ვევ­ლი­ნა, რო­მელ­საც პრე­სა იც­ნობ­და, რო­გორც "კაცს, რო­მელ­მაც და­იწყო მე­ო­რე მსოფ­ლიო ომი". სმი­თის მი­ხედ­ვით, აზ­რ­თა სხვა­დას­ხ­ვა­ო­ბაა თა­ვად ნა­უ­ი­ოქ­სის სიკ­ვ­დი­ლის თა­რიღ­ზეც. გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, იგი შე­იძ­ლე­ბო­და 1960, 1966 ან 1968 წელს გარ­დაც­ვ­ლი­ლი­ყო.

რო­გორც ვხე­დავთ, გლ­ი­ვი­ცეს ინ­ცი­დენ­ტის შე­სა­ხებ დღემ­დე არ­სე­ბობს აზ­რ­თა სხვა­დას­ხ­ვა­ო­ბა, რა­საც ადას­ტუ­რებს ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი "მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის პირ­ვე­ლი მსხვერ­პ­ლის", ფრან­ცი­შეკ ჰო­ნი­ო­კის ძმის­წუ­ლი პა­ველ ჰო­ნი­ო­კიც. ის ამ­ბობს, რომ ომის დას­რუ­ლე­ბი­სა და პო­ლო­ნე­თის საბ­ჭო­თა გავ­ლე­ნის ქვეშ მოქ­ცე­ვის შემ­დეგ, რუ­სე­ბიც ერი­დე­ბოდ­ნენ აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ცი­დენ­ტის გა­მო­ძი­ე­ბა­სა და შეს­წავ­ლას, რაც, ცო­ტა არ იყოს, გა­უ­გე­ბა­რია.

ამ ერ­თ­გ­ვარ ბუნ­დო­ვა­ნე­ბას სა­კითხის ზო­გი­ერ­თი მკვლე­ვა­რი (რო­ბერტ სმი­თი, კა­რო­ლინ იგე­რი) იმ დას­კ­ვ­ნამ­დეც კი მიჰ­ყავს, რომ გლ­ი­ვი­ცეს პრო­ვო­კა­ცია შე­საძ­ლოა მო­კავ­ში­რე­თა მი­ერ ყო­ფი­ლი­ყო პრო­ვო­ცი­რე­ბუ­ლი გერ­მა­ნი­ის წი­ნა­აღ­მ­დეგ... თუმ­ცა ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის - ნა­უ­ოქ­სის ჩვე­ნე­ბის, შე­ლენ­ბერ­გის მე­მუ­ა­რე­ბის, ასე­ვე, თვით პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის ლო­გი­კით, პო­ლო­ნე­თი 30-იან წლებ­ში ნამ­დ­ვი­ლად არ წარ­მო­ად­გენ­და იმ ძა­ლას, რო­მელ­საც გერ­მა­ნუ­ლი ვერ­მახ­ტის­თ­ვის წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბის გა­წე­ვა შე­ეძ­ლო.

1939 წლის ზაფხუ­ლის­თ­ვის პო­ლო­ნე­თის ჯა­რი 500 ათას კაცს ით­ვ­ლი­და და სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კის თვალ­საზ­რი­სით სე­რი­ო­ზუ­ლად მო­ი­კოჭ­ლებ­და, მა­შინ რო­ცა ომის დაწყე­ბის წინ გერ­მა­ნუ­ლი ვერ­მახ­ტის 630-ათა­სი­ა­ნი არ­მი­ის ნა­წი­ლე­ბი მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო პო­ლო­ნე­თის ჩრდი­ლო­ე­თით, ხო­ლო 886-ათა­სი­ა­ნი - პო­ლო­ნე­თის სამ­ხ­რეთ მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­ტე­ვა­ზე. გარ­და ამი­სა, გერ­მა­ნია სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კის წარ­მო­ე­ბი­თაც უპი­რო­ბო ლი­დე­რი იყო ევ­რო­პა­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა დი­დი ბრი­ტა­ნე­თი­სა და საფ­რან­გე­თის დახ­მა­რე­ბა­ზე პო­ლო­ნე­ლე­ბის გათ­ვ­ლას და სწო­რედ ამ გათ­ვ­ლით გერ­მა­ნი­ის სა­ომ­რად გა­მოწ­ვე­ვას, ეს მო­საზ­რე­ბაც ვერ უძ­ლებს კრი­ტი­კას. რო­გორც პო­ლო­ნუ­რი ის­ტო­რი­ოგ­რა­ფი­ი­დან ირ­კ­ვე­ვა, 1939 წლის 30 აგ­ვის­ტო­საც კი, რო­ცა გერ­მა­ნი­ის მი­ერ სა­ო­მა­რი სამ­ზა­დი­სი აშ­კა­რა იყო, პო­ლო­ნუ­რი არ­მი­ის უმაღ­ლე­სი მთა­ვარ­სარ­დ­ლის ედ­ვარდ შმიგ­ლი-რი­ძის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას პო­ლო­ნუ­რი სამ­ხედ­რო ნა­წი­ლე­ბის სრუ­ლი მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ, დი­დი ბრი­ტა­ნე­თი­სა და საფ­რან­გე­თის მხა­რე­ე­ბი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბით შეხ­ვ­დ­ნენ.

ამე­რი­კე­ლი სამ­ხედ­რო ის­ტო­რი­კო­სის, დე­ვიდ ზა­ბეც­კის მი­ხედ­ვით, 30 აგ­ვის­ტოს ფრან­გუ­ლი მხა­რე სა­მი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­წ­მუ­ნებ­და შმიგ­ლი-რიძს სამ­ხედ­რო ნა­წი­ლე­ბის მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის სა­ჭი­რო­ე­ბის არარ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ. რო­გორც ის­ტო­რი­კო­სი მი­იჩ­ნევს, დი­დი ბრი­ტა­ნე­თი და საფ­რან­გე­თი ამით გერ­მა­ნი­ის "გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას ერი­დე­ბოდ­ნენ".

ამ დროს, პო­ლო­ნუ­რი არ­მია მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო თავ­და­სა­ცა­ვად და არა გერ­მა­ნულ ნა­წი­ლებ­ზე იერი­შის მი­სა­ტა­ნად. ეს კარ­გად ჩანს ჯერ კი­დევ 1939 წლის 23 მარტს დამ­ტ­კი­ცე­ბუ­ლი პო­ლო­ნუ­რი გეგ­მის, "და­სავ­ლე­თის" (პო­ლო­ნუ­რად Zac­hod) მი­მო­ხილ­ვი­სას. ამ გეგ­მის მი­ხედ­ვი­თაც, გერ­მა­ნელ­თა მთა­ვა­რი შე­ტე­ვა მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო ზე­მო სი­ლე­ზი­ის მხა­რი­დან ვარ­შა­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ასე­ვე, პო­ლო­ნე­თის ჩრდი­ლო­ეთ­სა და აღ­მო­სავ­ლეთ პრუ­სი­ა­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი ვერ­მახ­ტის ნა­წი­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით.

ამ დროს პო­ლო­ნუ­რი არ­მია სამ ნა­წი­ლად იყო გა­ყო­ფი­ლი - ჩრდი­ლო­ე­თით პო­მე­რა­ნი­ის, ბალ­ტი­ის ზღვის კო­რი­დო­რის და­სა­ცა­ვად, ცენ­ტ­რ­ში - პოზ­ნა­ნი­სა და ლო­ძის, ხო­ლო სამ­ხ­რეთ­ში - კრა­კო­ვის მხა­რის გა­სა­მაგ­რებ­ლად. გერ­მა­ნელ­თა შე­ტე­ვის შემ­თხ­ვე­ვა­ში, არ­მი­ებს ბრძო­ლით უნ­და და­ე­ხი­ათ უკან და და­ლო­დე­ბოდ­ნენ დი­დი ბრი­ტა­ნე­თი­სა და საფ­რან­გე­თის ომ­ში ჩარ­თ­ვას გერ­მა­ნი­ის წი­ნა­აღ­მ­დეგ.

ამ­დე­ნად, აზრს მოკ­ლე­ბუ­ლია ვერ­სია გერ­მა­ნი­ის სა­ომ­რად გა­მოწ­ვე­ვის შე­სა­ხებ პო­ლო­ნე­თის ან მო­კავ­ში­რე­ე­ბის მხრი­დან.
სა­ბო­ლო­ოდ, 1-ელ სექ­ტემ­ბერს, დი­ლის 4 სა­ათ­სა და 45 წუთ­ზე, ჰიტ­ლერ­მა გას­ცა ბრძა­ნე­ბა ვერ­მახ­ტის ნა­წი­ლე­ბის პო­ლო­ნეთ­ზე შე­ტე­ვის "თეთ­რი გეგ­მის" (გერ­მა­ნუ­ლად Fall We­iss) ამოქ­მე­დე­ბის შე­სა­ხებ. 3 სექ­ტემ­ბერს დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა და საფ­რან­გეთ­მა, პო­ლო­ნე­თის­თ­ვის მი­ცე­მუ­ლი გა­რან­ტი­ე­ბის მი­ხედ­ვით, ომი გა­მო­უცხა­დეს გერ­მა­ნი­ას. ეს იყო მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის და­საწყი­სი.


კა­ხა­ბერ ყა­ლი­ჩა­ვა
თსუ ახა­ლი და უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ის დოქ­ტო­რან­ტი
ჟურნალი "ისტორიანი",#81
ილია
16 მაისი 2019 23:19
ნამდვილად ჰაიდრიხია! მაგარი ფილმიც არის გადაღებუი, ანტროპოიდი
moqalaqe
13 მაისი 2019 16:28
მეტსახელად ჯალათი!
გიორგი
10 მაისი 2019 14:23
ეს პიროვნება არის რაინჰარდ ჰაიდრიხი

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?