ვინც გა­რეთ გა­მო­აღ­წი­ა, ჩაცხ­რი­ლეს... სა­საკ­ლა­ოს "არ­ქი­ტექ­ტო­რი" ქარ­თვე­ლი გე­ნე­რა­ლი გახლდათ - კავკასიელთა ტრაგედია
15-09-2017
ვინც გა­რეთ გა­მო­აღ­წი­ა, ჩაცხ­რი­ლეს... სა­საკ­ლა­ოს "არ­ქი­ტექ­ტო­რი" ქარ­თვე­ლი გე­ნე­რა­ლი გახლდათ - კავკასიელთა ტრაგედია
სამშობლოში დაბრუნებულ ინგუშებს ქართველებმა სახლები უსიტყვოდ დაუცალეს...

"როგორც უნდა მრისხანებდნენ სატრაპები,
როგორც უნდა ავიწროებდნენ და ატერორებდნენ ხალხს,
მაინც ყველა ინგუშურ ოჯახში იქნება ერთი ადამიანი,
რომელსაც ძველი ინგუშური (ღლიღვური) სული და
წეს-ჩვეულება შემორჩა - ამიტომაც ჩვენ აღვდგებით!"
ინგუშური ეროვნულ-განმათავისუფლებელი
მოძრაობის ლიდერი
იისა კოაზოი

ქარ­თვე­ლი "დი­დი კა­ცე­ბი"

კავ­კა­სი­ის თე­მა მუ­დამ აქ­ტუ­ა­ლუ­რია მსოფ­ლიო მას­მე­დი­ა­სა თუ სა­მეც­ნი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში. რუ­სე­თის მკვლე­ვა­რი და აგ­რა­რულ სა­კითხ­ებ­ზე მწე­რა­ლი ავ­გუსტ ჰაქ­სტჰა­უ­ზე­ნი ამ­ბობ­და: "ვის შე­უძ­ლი­ა, ინ­ტე­რე­სი­სა და პა­ტი­ვის­ცე­მის გა­რე­შე უყუ­როს
კავ­კა­სი­ის გმი­რულ ბრძო­ლას?"
კავ­კა­სი­ის ის­ტო­რი­ა­ში კი ბრძო­ლა არა­სო­დეს შემ­წყდა­რა.

ვა­ი­ნა­ხი ხალ­ხის - ჩაჩ­ნე­ბი­სა და ინ­გუ­შე­ბის 1944 წლის დე­პორ­ტა­ცი­ა, რო­მელ­საც 2004 წლის ევ­რო­პის პარ­ლა­მენ­ტმა გე­ნო­ცი­დის შე­ფა­სე­ბა მის­ცა, სტა­ლი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის გაგ­რძე­ლე­ბა იყო, რო­მე­ლიც 20-ი­ან წლებ­ში და­იწყ­ო. ვა­ი­ნა­ხებ­მა 1937 წლის რეპ­რე­სი­ე­ბიც მტკივ­ნე­უ­ლად გა­და­ი­ტა­ნეს. აგ­ვის­ტო-­სექ­ტემ­ბერ­ში ე.წ. "წლის გე­ნე­რა­ლურ­მა
ოპე­რა­ცი­ამ ან­ტი­საბ­ჭო­თა ელე­მენ­ტე­ბის მო­სას­პო­ბად" 14 ა­თა­სი კაცი შე­ი­წი­რა.

სოფ­ლებ­ში დარ­ჩე­ნი­ლი ქვრი­ვი ქა­ლე­ბის მო­ნათხ­რო­ბის მი­ხედ­ვით, ერ­თი მა­მა­კა­ციც არ და­ტო­ვეს, ყვე­ლა­ნი და­ი­ჭი­რეს! ლო­გი­კუ­რი­ა, რომ კო­მუ­ნის­ტე­ბი სძულ­დათ ჩაჩ­ნე­თი­სა და ინ­გუ­შე­თის აუ­ლებ­ში, სა­დაც მოქ­მე­დებ­დნენ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის რაზ­მე­ბი, რო­მელ­თაც ჩე­კის­ტე­ბი და ÍÊÂÄ-ს ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბი და­უნ­დობ­ლად ებ­რძოდ­ნენ. ამი­ტომ, რო­ცა 1942 წელს აქ გერ­მა­ნელ­თა შეს­ვლა და­იწყ­ო, საბ­ჭო­თა ის­ტო­რი­ოგ­რა­ფი­უ­ლი წყა­რო­ე­ბის მტკი­ცე­ბით, მათ ვა­ი­ნა­ხი მო­სახ­ლე­ო­ბა კე­თილ­გან­წყო­ბით შე­ე­გე­ბა, რად­გან დამ­პყრობ­ლად რუ­სე­თი მი­აჩ­ნდათ და არა ჰიტ­ლე­რი! თუმ­ცა რო­გორც ის­ტო­რი­კო­სი სულ­თან ხამ­ჩი­ე­ვი აღ­ნიშ­ნავს, ფა­შის­ტებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სურ­ვი­ლიც არ არ­სე­ბუ­ლა იმ მარ­ტი­ვი მი­ზე­ზის გა­მო, რომ გერ­მა­ნე­ლებ­მა ჩაჩ­ნეთ­-ინ­გუ­შეთ­ში მხო­ლოდ ერ­თი პა­ტა­რა ქა­ლა­ქი - მალ­გო­ბე­კი და­ი­კა­ვეს, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას რუ­სე­ბი შე­ად­გენ­დნენ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სტა­ლი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კა მო­ითხ­ოვ­და პრე­ამ­ბუ­ლას, რომ­ლი­თაც შემ­დგომ­ში მთე­ლი ერე­ბის რეპ­რე­სი­ებს გა­ა­მარ­თლებ­და.

კო­მუ­ნის­ტურ­მა რე­ჟიმ­მა 1943 წლის სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ე­ბის წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა ღა­ლა­ტით ახ­სნა და ფრონ­ტის ხა­ზი­დან და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­მო­იწ­ვია ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ე­ლი მებ­რძო­ლე­ბი (სულ II მსოფ­ლიო ომ­ში 160 ა­თა­სი მთი­ე­ლი იბ­რძო­და), რო­მელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა ჩაჩ­ნე­ბი და ინ­გუ­შე­ბი იყ­ვნენ. ბოლ­შე­ვი­კუ­რი იდე­ო­ლო­გი­ით, ისი­ნი სამ­შობ­ლოს მო­ღა­ლა­ტე­ე­ბად და გამ­ყიდ­ვე­ლე­ბად მი­იჩ­ნი­ეს და მათ­თვის გა­მო­ტა­ნი­ლი სას­ჯე­ლი მთელ ერ­ზე გა­ავ­რცე­ლეს.
ინგუში ოჯახი გადასახლებაში
1944 წლის 7 მარტს ხე­ლი მო­ე­წე­რა სსრ კავ­ში­რის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს პრე­ზი­დი­უ­მის ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბას ჩაჩ­ნეთ­-ინ­გუ­შე­თის ას­სრ-ის ლიკ­ვი­და­ცი­ი­სა და მი­სი ტე­რი­ტო­რი­ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი მოწყ­ო­ბის შე­სა­ხებ. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ბრალ­დე­ბა იყო სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი სამ­შობ­ლოს ღა­ლა­ტი, წი­თე­ლი არ­მი­ის მი­მართ ძირ­გა­მომ­თხრე­ლი მოქ­მე­დე­ბა, ფა­შის­ტი ოკუ­პან­ტე­ბის მეგ­ზუ­რო­ბა კავ­კა­სი­ის ქე­დის უღელ­ტე­ხი­ლებ­ზე, მათ­თან პა­ტი­ო­სა­ნი საბ­ჭო­თა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­ბეზღ­ე­ბა, ბან­დი­ტე­ბი­სა და გერ­მა­ნე­ლი აგენ­ტე­ბის აქ­ტი­უ­რი მფარ­ვე­ლო­ბა და დი­ვერ­სი­ე­ბი საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ (ამ ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბას მა­შინ­ვე და­ე­დო სა­ი­დუმ­ლო გრი­ფი "პრე­სა­ში არ გა­მოქ­ვეყ­ნდეს" და ხელ­მი­საწ­ვდო­მი მხო­ლოდ 90-ი­ა­ნი წლე­ბის და­საწყ­ის­ში გახ­და, რო­დე­საც ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა არ­ქი­ვე­ბის და­ხუ­რუ­ლი ფონ­დე­ბი გა­იხ­სნა).

ამა­სო­ბა­ში სა­დამ­სჯე­ლო ოპე­რა­ცი­ე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად ამ­ზა­დებ­დნენ ÍÊÂÄ-ს, ÍÊÃÁ-სა და სამ­ხედ­რო კონ­ტრდაზ­ვერ­ვის, ÑÌÅÐØ-ის ათა­სო­ბით ოპე­რა­ტი­ულ თუ სა­ჯა­რი­სო და­ნა­ყოფს. დე­პორ­ტა­ცი­ის გეგ­მა ლავ­რენ­ტი ბე­რი­ამ, რო­მე­ლიც იმ­ხა­ნად რამ­დე­ნი­მე მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბას შს სა­ხა­ლხო კო­მის­რო­ბას უთავ­სებ­და, გროზ­ნო­ელ კო­მუ­ნისტს მა­ლა­ევს გა­დას­ცა სის­რუ­ლე­ში მო­საყ­ვა­ნად. 150 ათა­სამ­დე ოპერ­მუ­შა­კი ვა­ი­ნა­ხებს შე­უ­სახ­ლეს, რო­გორც მა­თი "დამ­ცვე­ლე­ბი". ად­გი­ლობ­რი­ვი მო­ხუ­ცი ქა­ლე­ბი თბილ ტან­საც­მელ­სა და წინ­დებს უქ­სოვ­დნენ, საჭ­მელ­-სას­მელს უყოფ­დნენ ჯა­რის­კა­ცებს, რომ­ლებ­მაც მათ შემ­დეგ­ში უმა­გა­ლი­თო რეპ­რე­სი­ე­ბი, დახ­ვრე­ტა-და­პა­ტიმ­რე­ბე­ბი, გა­და­სახ­ლე­ბე­ბი, მას­შტა­ბუ­რი სა­საკ­ლა­ო­ე­ბი და­ა­ტე­ხეს თავს.

ოპე­რა­ცია სა­ხელ­წო­დე­ბით "ჩე­ჩე­ვი­ცა" 23 თე­ბერ­ვალს და­იწყ­ო. საბ­ჭო­თა არ­მი­ის დღე­სას­წა­უ­ლის აღ­ნიშ­ვნის მი­ზე­ზით რუს­მა ჯა­რის­კა­ცებ­მა ჩაჩ­ნეთ­-ინ­გუ­შე­თის ქა­ლა­ქებ­სა და აუ­ლებ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა შეკ­რი­ბეს, მა­მა­კა­ცე­ბი უკ­ლებ­ლივ და­ა­კა­ვეს, ხო­ლო ქა­ლებ­სა და ბავ­შვებს უბ­რძა­ნეს, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გამ­ზა­დე­ბუ­ლიყ­ვნენ გა­და­სახ­ლე­ბი­სათ­ვის. 2-3 სა­ათ­ში ერთ­ბა­შად და­ა­პა­ტიმ­რეს მთე­ლი ერი. პი­რუტყ­ვე­ბი­ვით შე­რე­კეს წი­ნას­წარ გამ­ზა­დე­ბულ სატ­ვირ­თო ვა­გო­ნებ­ში და ყა­ზა­ხეთ­სა და შუა აზი­ის სხვა რეს­პუბ­ლი­კებ­ში გა­ამ­გზავ­რეს 478 ათას­ზე მე­ტი უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნი.
ინგუშების გადასახლების პროცესი
მთი­ან სოფ­ლებ­ში, სა­ი­და­ნაც გა­და­ად­გი­ლე­ბა დრო­უ­ლად ვერ მო­ხერ­ხდა უგ­ზო­ო­ბი­სა და დიდ­თოვ­ლო­ბის გა­მო, ად­გილ­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და მას­შტა­ბუ­რი დახ­ვრე­ტა. 6000-მდე კა­ცი ჩა­ძი­რეს გა­ლან­ჩო­ჟის ტბა­ში. სო­ფელ ხა­ი­ბა­ხის სა­საკ­ლაო კი ყვე­ლა­ზე შემ­ზა­რა­ვი იყო. 750-მდე ვა­ი­ნა­ხი (უ­მე­ტე­სად ქა­ლე­ბი, მო­ხუ­ცე­ბი და ჩვი­ლე­ბი, რად­გან ამ დროს ად­გი­ლობ­რი­ვი მა­მა­კა­ცე­ბი თავ­სმოხ­ვე­ულ საბ­ჭო­თა სამ­შობ­ლოს იცავ­დნენ მდი­ნა­რე დეს­ნის პი­რას) სა­ჯი­ნი­ბო­ში გა­მო­კე­ტეს და ცეცხ­ლი წა­უ­კი­დეს... ვინც გა­რეთ გა­მო­აღ­წი­ა, ავ­ტო­მა­ტე­ბის ჯე­რით ჩაცხ­რი­ლეს. ამ სა­საკ­ლა­ოს "არ­ქი­ტექ­ტო­რი" გახ­ლდათ ქარ­თვე­ლი გე­ნე­რა­ლი მი­ხე­ილ გვი­ში­ა­ნი. ტრა­გე­დი­ის ღა­მეს იმ სა­ჯი­ნი­ბო­ში ორი ტყუ­პი და­ი­ბა­და. სქე­სი იკითხა გე­ნე­რალ­მა გვი­ში­ან­მა. ბი­ჭე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ. - ესე იგი, კი­დევ ორი ბან­დი­ტი გაჩ­ნდაო!..

მოს­კო­ვი ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და, რა­თა ვა­ი­ნახ­თა წი­ნა­აღ­მდეგ მე­ზო­ბელ კავ­კა­სი­ე­ლებ­საც ებ­რძო­ლათ. მარ­თა­ლი­ა, ქარ­თვე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ამ შემ­ზა­რავ ოპე­რა­ცი­ა­ში, მაგ­რამ რი­გი­თი ქარ­თვე­ლე­ბი ის­ტო­რი­ულ ძმებს თა­ნა­უგ­რძნობ­დნენ. ბევ­რი იხ­სე­ნებს, რომ ქარ­თვე­ლი მეცხ­ვა­რე­ე­ბი ჩაჩ­ნებს ხში­რად მა­ლავ­დნენ. ხა­ი­ბა­ხის ბე­დი ეწია ინ­გუ­შურ სოფ­ლებს: თარ­გიმს, გუ­ლის, წო­რის; ჩაჩ­ნურ აუ­ლებს მაზ­გა­რა­სა და მაწ­კა­რას.

აზი­ის უკაც­რი­ე­ლი სტე­პე­ბის­კენ სარ­კი­ნიგ­ზო ეშე­ლო­ნე­ბით გა­და­სახ­ლე­ბულ­თა მგზავ­რო­ბა 20-25 დღე გრძელ­დე­ბო­და. გა­დავ­სე­ბულ ვა­გო­ნებ­ში შიმ­ში­ლის­გან, სი­ცი­ვი­სა და ავად­მყო­ფო­ბის­გან უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. რად­გან "სა­შიშ" ხალ­ხთან ჰქონ­დათ საქ­მე, ჩე­კის­ტე­ბის რიცხ­ვი ლტოლ­ვი­ლე­ბი­სას ორ­ჯერ აღე­მა­ტე­ბო­და. მგზავ­რო­ბი­სას 1272 ადა­მი­ა­ნი­ გარ­და­იც­ვა­ლა.

გვა­მებს გა­ქა­ნე­ბუ­ლი მა­ტა­რებ­ლი­დან ყრიდ­ნენ ტრა­მა­ლებ­ში. ახ­ლობ­ლე­ბი­სა და შვი­ლე­ბის გვა­მე­ბის გა­და­მალ­ვა ლტოლ­ვი­ლებს სი­ცოცხ­ლის ფა­სად უჯ­დე­ბო­დათ. და­ღუ­პულ ჩვი­ლებს დე­დე­ბი მოჩ­ვე­ნე­ბი­თად აწო­ვებ­დნენ ძუ­ძუს, თუ გა­უ­გებ­დნენ, ფან­ჯრი­დან უყ­რიდ­ნენ... ზო­გი მა­ინც ახერ­ხებ­და ხან­მოკ­ლე გა­ჩე­რე­ბე­ბი­სას თა­ვი­სი მიც­ვა­ლე­ბუ­ლის სტე­პებ­ში და­მარ­ხვას. 56 ბავ­შვი და­ი­ბა­და ამ 20 დღე­ში... ბევ­რი და­ი­ღუ­პა შუა აზი­ა­ში ჩა­სახ­ლე­ბის პირ­ველ თვე­ებ­ში, სა­დაც პირ­და­პირ ცივ მი­წა­ზე და­ყა­რეს და მი­ა­ტო­ვეს, თი­თე­ბით ჩიჩ­ქნეს ორ­მო­ე­ბი და არა­ერ­თი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხოვ­რობ­დნენ იქ. ნა­გავ­საყ­რელ­ზე შეგ­რო­ვე­ბუ­ლი კარ­ტო­ფი­ლის ნაფ­ცქვე­ნებ­საც არ ჭამ­დნენ მშობ­ლე­ბი, შვი­ლებს ლუკ­მას რომ არ შე­ზი­ა­რე­ბოდ­ნენ...
1948 წლის­თვის ჩაჩ­ნე­ბი­სა და ინ­გუ­შე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 42 ა­თა­სი კა­ცით შემ­ცირ­და.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, 1945-1950 წლებ­ში სპეც­გა­და­სახ­ლე­ბულ­თა სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი (104,903) 2-ჯერ აღე­მა­ტე­ბა შო­ბა­დო­ბის სტა­ტის­ტი­კურ მო­ნა­ცემს (53,557). ამ სტა­ტის­ტი­კა­ში არ იგუ­ლის­ხმე­ბა გა­და­სახ­ლე­ბი­სას გზა­ში და­ღუ­პუ­ლე­ბი. ჩაჩ­ნე­ბი და ინ­გუ­შე­ბი გაქ­რნენ საბ­ჭო­თა ენ­ციკ­ლო­პე­დი­ი­დან და სას­კო­ლო წიგ­ნე­ბი­დან. თით­ქოს ისი­ნი არას­დროს მკვიდ­რობ­დნენ ცენ­ტრა­ლურ ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში.

სტუ­მარ­თა მას­პინ­ძლო­ბა
ინ­გუშ მკვლე­ვარ­თა მტკი­ცე­ბით, 1944-1946 წლებ­ში და­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლი ინ­გუ­შე­თის გეგ­მა­ზო­მი­ე­რი ათ­ვი­სე­ბა მე­ზო­ბე­ლი რეს­პუბ­ლი­კე­ბი­დან ჩა­სახ­ლე­ბულ­თა ხარ­ჯზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. მარ­თლაც, 1945-1956 წლებ­ში გა­მო­ცე­მულ რუ­კებს თუ და­ხე­დავთ, კავ­კა­სი­ის ქედს იქით, არ­ღუ­ნი­სა და ასას დი­ნე­ბის ზე­მო­წელ­ში (დღე­ვან­დე­ლი ინ­გუ­შე­თის რეს­პუბ­ლი­კის ერ­თი ნა­წი­ლი) ითუმ­-ყა­ლეს რა­ი­ო­ნი არ­სე­ბუ­ლი საზღ­ვრე­ბით, შა­რო­ის რა­ი­ო­ნის და­სავ­ლე­თი ნა­წი­ლი, გა­ლან­ჩო­ჟის, გა­ლაშ­კი­სა და პრი­გო­როდ­ნის რა­ი­ო­ნის სამ­ხრე­თი ნა­წი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს კუთ­ვნილ ტე­რი­ტო­რი­ე­ბად არის სა­ხელ­დე­ბუ­ლი, ახა­ლი ტო­პო­ნი­მით "ა­ხალ­ხე­ვი". სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის ფარ­თობ­მა მო­ი­მა­ტა თით­ქმის 76,4 ათას კვკმ-მდე. იქ ჩა­სახ­ლე­ბულ ქარ­თვე­ლებ­სა და ოსებს გა­და­სა­ხა­დებ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­ღა­ვა­თე­ბიც კი და­უ­წეს­დათ. სხვა­დას­ხვა მო­ნა­ცე­მით, სა­ქარ­თვე­ლო­დან და­ახ­ლო­ე­ბით 35 ათა­სამ­დე ოსი გა­და­ა­სახ­ლეს.

იო­სებ სტა­ლი­ნის სიკ­ვდი­ლი­სა და ლავ­რენ­ტი ბე­რი­ას ლიკ­ვი­და­ცი­ის შემ­დეგ კრემ­ლში რეპ­რე­სი­რე­ბულ­თა სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის სა­კითხი წა­მო­იჭ­რა. 1957 წლის 9 იან­ვარს, სსრკ უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს პრე­ზი­დი­უმ­მა ვა­ი­ნა­ხე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია მო­ახ­დი­ნა და მა­თი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი წარ­მო­ნაქ­მნი აღად­გი­ნა. აღ­დგა სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სე­თის საზღ­ვა­რიც, რო­მე­ლიც 1944 წლის 7 მარ­ტამ­დე არ­სე­ბობ­და.

გად­მო­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბულ ინ­გუ­შებს ქარ­თვე­ლებ­მა სუფ­რა გა­უ­შა­ლეს, გა­უყ­ვეს მთე­ლი ქო­ნე­ბა, უსიტყ­ვოდ და­უ­ცა­ლეს სახ­ლე­ბი, და­უ­ტო­ვეს მეცხ­ო­ვე­ლე­ო­ბის ფერ­მე­ბი, ბი­ნე­ბი, ბა­ღე­ბი, ხუ­თი კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბა თა­ვი­სი ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რით, სა­მი სა­შუ­ა­ლო და ცხრა დაწყ­ე­ბი­თი სკო­ლა, ოთხი კლუ­ბი, ექ­ვსი ბიბ­ლი­ო­თე­კა, სა­ა­ვად­მყო­ფო, სა­ბავ­შვო ბა­ღი, სა­მი ად­გი­ლობ­რი­ვი მრეწ­ვე­ლო­ბის ობი­ექ­ტი და ორი სა­მე­დი­ცი­ნო პუნ­ქტი, რაც ლარ­სი­სა და და­რი­ა­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ამ 13 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შექ­მნი­ლი­ყო. თვით­მხილ­ვე­ლე­ბი ყვე­ბოდ­ნენ, რო­გორ ტი­როდ­ნენ ვა­ი­ნა­ხე­ბი (აქაური ქა­ლე­ბი იშ­ვი­ა­თად ტი­რი­ან), რო­დე­საც ქარ­თვე­ლე­ბი მათ სო­ფელს ტო­ვებ­დნენ.

ასე­ვე დახ­ვდნენ სვა­ნე­ბი და რაჭ­ვე­ლე­ბი ქლუ­ხორ­ში დაბ­რუ­ნე­ბულ ლტოლ­ვილ ყა­რა­ჩა­ე­ლებ­საც. ეზო-­კა­რი, ბა­ღე­ბი, ბოს­ტნე­ბი... უკ­ლებ­ლივ და­უ­ტო­ვეს, წი­ნა­პარ­თა საფ­ლა­ვე­ბიც მთე­ლი ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პა­ტი­ვით შე­უ­ნა­ხეს. კავ­კა­სი­ო­ლო­გი ჯო­ნი კვი­ცი­ა­ნი, რო­მე­ლიც 25 წე­ლი­წადს ას­წავ­ლი­და ყა­ბარ­დო-­ბალ­ყა­რე­თის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ყვე­ბა: "ა­მი­ტო­მაც ვერ აო­მეს ინ­გუ­შე­ბი და ბალ­ყა­რე­ბი ჩვენ­თან... ყა­ბარ­დო­ში მთი­ე­ლებს 1988-89 წლებ­ში სას­მელ­-საჭ­მე­ლი მოჰ­ქონ­დათ ჩემ­თან - სა­ქარ­თვე­ლოს უჭირს და წა­უ­ღე­ო..."
საქართველოს სსრ 1944-1957 წლებში
ვა­ი­ნა­ხებ­მა თან ჩა­მო­ი­ტა­ნეს გა­და­სახ­ლე­ბა­ში და­ღუ­პულ­თა საფ­ლა­ვის ქვე­ბი და გროზ­ნოს ცენ­ტრში ამ ქვებ­ზე აღ­მარ­თეს ზე­ცის­კენ აწ­ვდი­ლი ხე­ლი, სიმ­ბო­ლო იმი­სა, რომ არა­სო­დეს არ შე­ე­პუ­ე­ბოდ­ნენ თა­ვი­სუფ­ლე­ბის და­კარ­გვას! უფ­რო რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა და­ღეს­ტნის ტე­რი­ტო­რი­ი­დან დე­პორ­ტი­რე­ბუ­ლი ჩაჩ­ნე­ბის ბე­დი. მათ დაბ­რუ­ნე­ბის უფ­ლე­ბა არ მის­ცეს. კი­დევ უფ­რო გარ­თულ­და საქ­მე ინ­გუ­შურ მი­წა­ზე და­სახ­ლე­ბუ­ლი ოსე­ბის მხრი­დან, რომ­ლებ­მაც პრი­გო­როდ­ნის რა­ი­ო­ნი არ დათ­მეს. ხო­ლო ვინც "დათ­მო", სახ­ლ-კა­რი პატ­რო­ნებს გა­დამ­წვა­რი და­უ­ტო­ვა.

ფა­რულ თუ აშ­კა­რა უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა­ში, წყე­ნა­სა და ლო­დინ­ში ათ­წლე­უ­ლე­ბი გა­ვი­და. ამ ტე­რი­ტო­რი­ულ­მა და­ვამ მთე­ლი ძა­ლით 80-ი­ა­ნი წლე­ბის ბო­ლოს იფეთ­ქა. 1992 წლის პრი­გო­როდ­ნის ომის შე­დე­გია გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი და მი­წას­თან გას­წო­რე­ბუ­ლი 13 ის­ტო­რი­უ­ლი ინ­გუ­შუ­რი სო­ფე­ლი, 70 ათა­სამ­დე ინ­გუ­ში ლტოლ­ვი­ლი და 600-მდე და­ღუ­პუ­ლი. ამ კონ­ფლიქტს დღე­საც არა­კო­რექ­ტუ­ლად ეძ­ლე­ვა ერ­თა შო­რის შუღ­ლის შე­ფა­სე­ბა, კონ­ფლიქ­ტის სიღ­რმი­სე­უ­ლი მი­ზე­ზი რომ 1944 წლის ის­ტო­რი­უ­ლი და­ნა­შა­უ­ლი­ა, ამას დღე­საც არ აღი­ა­რებს კრემ­ლი...

მარიამ ბეჟიტაშვილი
ჟურნალი "ისტორიანი", #3
1234
21 სექტემბერი 2017 13:34
ნუ ცდილობთ რაღაცის რაღაცასთან დაკავშირებას. სტალინს საქართველო სძულდა, ეს ფაქტია! რა შურის ძიება, რის ისტორია? არასოდეს დააკავშიროტ სტალინის კულტი საქართველოსთან, ეგ კაცი ჩვენი ქვეყნის სირცხვილი იყო და დარჩება. რახამ საქართველოს მისცეს არ ნიშნავს ეს ეროვნულ რაღაცას, სტალინი იყო ბანდიტი ნაძირალა და მის უკან მდგარი ადამიანები. მათ ეროვნება არ ქონდათ. წაიკითხეთ რას წერდა სტალინი საქართველოზე, ბერია არ იყომიხეილ ჯავახიშვილს რომ შესდგა ზედ? საქართველოს სირცხვილია ეგ 2 ნაძირალა. არც ერთი ეთნიკური ქართველი.ქართველი ადამიანის გულში რაღაც სახის სიბრალული ყოველთვის იყო.
Bergsteiger
16 სექტემბერი 2017 08:40
აქ 2 ფაქტია გამოსაყოფი.1.ამ ყველაფრის უკან საბჭოთა მმართველი ელიტა იდგა და ვინ? სტალინი და ბერია (ქართველები) და დამსჯელი რაზმების გენერალიც კი ქართველი იყო გვიშიანი.2.გადაასახლეს და დახვრიტეს და მათ ადგილზე ქართველები ჩაასახლეს ახალხევი,ქლუხორი,დვალეთი.(ისტორიულად ჩრდილოკავკასიელები ყოველთვის გვავიწროებდნენ)მართალია სისასტიკე ჩაიდინა სტალინმა,მაგრამ ხომ არ იყო ეს სტალინის მიერ შურისძიება მათზე?რაც საუკუნეების მანძილზე ქართველებს დამართეს.აღსანიშნავია ის ფაქტი რომ სტალინის სიკვდილის შემდეგ ეგ ტერიტორიები საქართველოს წაართვეს და აბსოლიტური უმრავლესობა ქართველების გამოასახლეს.
გივი ჩიღვინძე
15 სექტემბერი 2017 14:56
ძალიან კარგი წერილია, ამხელს საბჭოთა ხელისუფლების სისასტიკეს და იმასაც, რა კეთილი დამოკიდებულება ჰქონდა ქართველ ხალხს ჩრდილო კავკასიელ მეზობლებთან...
წარმატებებს გისურვებ, მარიამ :)