"ქართველი შინდლერი" - როგორ იხსნა მი­ხე­ილ კე­დი­ამ მრა­ვა­ლი ქარ­თვე­ლი ებ­რა­ე­ლი საკონცენტრაციო ბანაკისგან?!
"ქართველი შინდლერი" - როგორ იხსნა მი­ხე­ილ კე­დი­ამ მრა­ვა­ლი ქარ­თვე­ლი ებ­რა­ე­ლი საკონცენტრაციო ბანაკისგან?!
სტივენ სპილბერგის გახმაურებულმა შავ-თეთრმა ფსიქოლოგიურმა დრამამ "შინდლერის სია", რომელმაც შვიდი ოსკარი დაიმსახურა, მსოფლიო ეკრანები მოიარა და საქართველოშიც "ჩამოაღწია".

ამდენად, საქართველოში ბევრი რამ იციან ამ ფილმის შესახებ, ისიც იციან, რომ საუკეთესო ფილმად აღიარებული კინოშედევრი ცნობილი ავსტრალიელი მწერლის, თომას კენელის არანაკლებ გახმაურებული წიგნის, "შინდლერის კიდობნის" ეკრანიზაციაა. სიუჟეტი კი ნაწარმოებისა და ფილმისა ერთდროულად მძიმეცაა და გასაოცარიც, თუ როგორ შეძლო ერთმა გერმანელმა მეწარმემ დაღუპვისგან ეხსნა 1200-მდე ებრაელი ჰოლოკოსტის დროს მეორე მსოფლიო ომის წლებში. მაგრამ ბევრმა როდი იცის, რომ თურმე ქართველებსაც გვყოლია "ჩვენი შინდლერი". ამჯერად
სწორედ ქართველი შინდლერის შესახებ მოგითხრობთ.

ფოტოგალერეა


ქარ­თულ­-ებ­რა­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის ის­ტო­რია სა­თა­ვეს ათას­წლე­ულ­თა სიღ­რმი­დან იღებს. მას­ში გა­მორ­ჩე­უ­ლი ად­გი­ლი უკა­ვია II მსოფ­ლიო ომის პე­რი­ოდს. მა­შინ, რო­ცა ემიგ­რა­ცი­ა­ში გა­ხიზ­ნუ­ლი ქარ­თვე­ლო­ბა თა­ვა­დაც გან­საც­დელ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, მის­მა არა­ერ­თმა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა თავ­და­დე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბით და­ღუპ­ვას გა­და­არ­ჩი­ნა არა მხო­ლოდ ქარ­თვე­ლი ებ­რა­ე­ლე­ბი, არა­მედ ისი­ნიც, ვინც წარ­მო­შო­ბით სა­ქარ­თვე­ლო­დან არ ყო­ფი­ლა.

II მსოფ­ლიო ომის დაწყ­ე­ბას ქარ­თუ­ლი ემიგ­რა­ცია არა­ერ­თგვა­როვ­ნად შეხ­ვდა. მის­მა მნიშ­ვნე­ლო­ვან­მა ნა­წილ­მა, რო­მელ­თა შო­რი­საც ძი­რი­თა­დად სო­ცი­ალ­-დე­მოკ­რა­ტე­ბი იყ­ვნენ, გერ­მა­ნი­ას უნ­დობ­ლო­ბა გა­მო­უცხ­ა­და. თა­ვი­ანთ მო­კავ­ში­რედ კი დიდ ბრი­ტა­ნეთ­სა და საფ­რან­გეთს მი­ი­ჩ­ნევ­დნენ.

ქარ­თველ ემიგ­რან­ტთა რა­დი­კა­ლუ­რად გან­წყო­ბი­ლი ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც მოქ­მე­დებ­და პრინ­ცი­პით "ჩე­მი მტრის მტე­რი
- ჩე­მი მე­გო­ბა­რი­ა", მი­იჩ­ნევ­და, რომ II მსოფ­ლიო ომ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გერ­მა­ნია ისე­ვე და­ეხ­მა­რე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნა­ში, რო­გორც ეს I მსოფ­ლიო ომის დროს მოხ­და.

ჰიტლერი დამარცხებული საფრანგეთის დედაქალაქში...
იმ ქარ­თველ­თა საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც ომ­ში გერ­მა­ნელ­თა მხარ­დამ­ხარ იბრ­ძოდ­ნენ, აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა დღემ­დე არ­სე­ბობს. მათ საქ­ცი­ელს ზოგ­ნი მარ­თე­ბუ­ლად, ხო­ლო ზოგ­ნი - გა­უ­მარ­თლებ­ლად მი­იჩ­ნე­ვენ.

უდა­ვოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა იყო გერ­მა­ნი­ის ტყვე­თა ბა­ნა­კებ­ში თავ­მოყ­რილ ათე­ულ ათა­სო­ბით ქარ­თველ სამ­ხედ­რო ტყვე­თა (საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ყო­ფილ მო­სამ­სა­ხუ­რე­თა) ფი­ზი­კუ­რად გა­დარ­ჩე­ნა, რაც გერ­მა­ნი­ის სამ­სა­ხურ­ში მდგარ­მა ქარ­თველ­მა ემიგ­რან­ტებ­მა ამ ქვეყ­ნის მეს­ვე­ურ­თა დახ­მა­რე­ბით მო­ა­ხერ­ხეს. ქარ­თველ ემიგ­რან­ტთა შო­რის იყ­ვნენ ისი­ნიც, ვინც გერ­მა­ნი­ის მეს­ვე­ურ­თა ნდო­ბით სარ­გებ­ლობ­დნენ.

მათ შო­რის პო­ლი­ტი­კუ­რი გავ­ლე­ნი­თა და მა­ღა­ლი ავ­ტო­რი­ტე­ტით გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ:
1. აღ­მო­სავ­ლე­თის (ა­ნუ "ვან­ზე­ეს") სა­მეც­ნი­ე­რო-­კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რი, დოქ­ტო­რი მი­ხე­ილ ახ­მე­ტე­ლი. გერ­მა­ნი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელ­ჩის, ვლა­დი­მერ (ლა­დო) ახ­მე­ტე­ლის ძმის­წუ­ლი. სო­ვე­ტო­ლო­გი­ის გერ­მა­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო სკო­ლის ერ­თ-ერ­თი ფუ­ძემ­დე­ბე­ლი. მე­გობ­რობ­და III რა­ი­ხის იდე­ო­ლოგ ალ­ფრედ რო­ზენ­ბერ­გთან;

2. "ევ­რო­პის კონ­ტი­ნენ­ტუ­რი კვლე­ვის ინ­სტი­ტუ­ტის" დი­რექ­ტო­რი, ფი­ზი­კო­სი და გე­ო­პო­ლი­ტი­კო­სი, დოქ­ტო­რი ალექ­სან­დრე ნი­კუ­რა­ძე. მე­გობ­რობ­და რო­ზენ­ბერ­გსა და არ­ნო ში­კე­დან­ცთან, რო­მელ­საც გერ­მა­ნი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვალ გე­ნე­რალ­-გუ­ბერ­ნა­ტო­რად ამ­ზა­დებ­და;

3. მდი­და­რი ქარ­თვე­ლი ექი­მი გი­ორ­გი მა­ღა­ლაშ­ვი­ლი. მი­სი მე­უღ­ლე მო­ნი­კა უი­ტი იყო უმ­დიდ­რე­სი მრეწ­ვე­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი;

4. შალ­ვა მაღ­ლა­კე­ლი­ძე, თბი­ლი­სის ყო­ფი­ლი გე­ნე­რალ­-გუ­ბერ­ნა­ტო­რი. II მსოფ­ლიო ომის დაწყ­ე­ბამ­დე და­ი­ნიშ­ნა გერ­მა­ნი­ის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის სამ­ხედ­რო მრჩევ­ლად, ხო­ლო 1944 წლის მა­ის­ში მი­ე­ნი­ჭა ვერ­მახ­ტის გე­ნე­რალ­-მა­ი­ო­რის წო­დე­ბა. ახ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და გერ­მა­ნი­ის სამ­ხედ­რო მეს­ვე­უ­რებ­თან, მათ შო­რის "აბ­ვე­რის" (სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვა და კონ­ტრდაზ­ვერ­ვა) ხელ­მძღვა­ნელ ად­მი­რალ ფრიდ­რიხ ვილ­ჰელმ კა­ნა­რის­თან.

გივი გაბლიანი
გერ­მა­ნელ­თა ნდო­ბით ასე­ვე სარ­გებ­ლობ­დნენ ემიგ­რან­ტე­ბი: "აბ­ვე­რი­სა" და "გეს­ტა­პოს" (სა­ი­დუმ­ლო პო­ლი­ცი­ა) თა­ნამ­შრო­მე­ლი მი­ხე­ილ კე­დი­ა; გერ­მა­ნუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ოფიც­რე­ბი: ფრი­დონ წუ­ლუ­კი­ძე, დი­მიტ­რი შა­ლი­კაშ­ვი­ლი, გი­ვი გაბ­ლი­ა­ნი, მი­ხე­ილ ალ­ში­ბა­ი­ა, მი­ხე­ილ ქავ­თა­რა­ძე; "კავ­კა­სი­ის სა­გან­გე­ბო შტა­ბის" თა­ნამ­შრო­მე­ლი ალექ­სან­დრე ცო­მა­ი­ა; სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი ელ­ჩი გერ­მა­ნი­ა­ში ვლა­დი­მერ ახ­მე­ტე­ლი; ქარ­თუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე მი­ხე­ილ წე­რე­თე­ლი, კი­ტა ჩხენ­კე­ლი (სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნისტრ აკა­კი ჩხენ­კე­ლის ძმა), შალ­ვა ამი­რე­ჯი­ბი და სხვე­ბი.

მი­ხე­ილ კე­დია იყო ვა­ჟი მე­ქი კე­დი­ა­სი, რო­მე­ლიც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­სა­კუთ­რე­ბულ რაზმს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მი­ხე­ილ კე­დი­ას თა­მა­მად შეგ­ვიძ­ლია ვუ­წო­დოთ "ქარ­თვე­ლი შინ­დლე­რი". სა­ინ­ტე­რე­სო­ა, რო­გორ ჩად­გა იგი გერ­მა­ნელ­თა დაზ­ვერ­ვი­სა და სა­ი­დუმ­ლო პო­ლი­ცი­ის რი­გებ­ში.

1940 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე, ოკუ­პი­რე­ბულ პა­რიზ­ში ჩა­ვი­და გერ­მა­ნი­ის მთავ­რო­ბის სა­გან­გე­ბო წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რო­მელ­საც და­ვა­ლე­ბუ­ლი ჰქონ­და ქარ­თუ­ლი ემიგ­რა­ცი­ის სა­კითხ­ის შეს­წავ­ლა. მან გა­ა­უქ­მა პა­რიზ­ში მოქ­მე­დი ქარ­თუ­ლი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა, ხო­ლო ოფი­სის მდი­ვა­ნი და­ა­პა­ტიმ­რა.

აუ­ცი­ლე­ბე­ლი გახ­და სას­წრა­ფოდ გა­მო­ენა­ხათ ისე­თი ვინ­მე, ვინც გერ­მა­ნი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­შე შეძ­ლებ­და ქარ­თუ­ლი ემიგ­რა­ცი­ის ინ­ტე­რეს­თა დაც­ვას. იგი სა­ფუძ­ვლი­ა­ნად უნ­და ყო­ფი­ლი­ყო გარ­კვე­უ­ლი არ­სე­ბულ პო­ლი­ტი­კურ ვი­თა­რე­ბა­ში, სრულ­ყო­ფი­ლად სცოდ­ნო­და გერ­მა­ნუ­ლი ენა.

ეს ფრი­ად სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო მი­სია ქარ­თულ­მა ემიგ­რა­ცი­ამ და­ა­კის­რა მი­ხე­ილ კე­დი­ას.
იგი დიდ­ხანს ცხოვ­რობ­და გერ­მა­ნი­ა­ში, და­ამ­თავ­რა ჰა­ი­დელ­ბერ­გის უნი­ვერ­სი­ტე­ტი. და­კის­რე­ბუ­ლი ამო­ცა­ნა მან პირ­ნათ­ლად შე­ას­რუ­ლა. მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბა და­ამ­ყა­რა ყვე­ლას­თან, ვინც ამა თუ იმ კუთხ­ით უკავ­შირ­დე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს და ქარ­თუ­ლი ემიგ­რა­ცი­ის სა­კითხს.

მის უახ­ლო­ეს მე­გო­ბარ­თა შო­რის იყ­ვნენ: გერ­მა­ნი­ის ყო­ფი­ლი ელ­ჩი საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში, გრა­ფი ფრიდ­რიხ ვერ­ნერ ფონ დერ შუ­ლენ­ბურ­გი; რო­ზენ­ბერ­გის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით მოქ­მე­დი აღ­მო­სავ­ლე­თის სა­მი­ნის­ტროს პო­ლი­ტი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი, პრო­ფე­სო­რი გერ­ჰარდ ფონ მენ­დე; SS-ის ("დამ­ცა­ვი რაზ­მი" - გა­სამ­ხედ­რო­ე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია ნა­ცის­ტუ­რი პარ­ტი­ის შე­მა­დგენ­ლო­ბა­ში) კავ­კა­სი­უ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი ერიხ ენ­გელ­ჰა­უპ­ტი.
მიხეილ კედია

სა­გუ­ლის­ხმო­ა, რომ სა­მი­ვე მათ­გა­ნი და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო 1944 წელს ჰიტ­ლე­რის წი­ნა­აღ­მდეგ მოწყ­ო­ბილ შეთ­ქმუ­ლე­ბას­თან. აქე­დან პირ­ვე­ლი სიკ­ვდი­ლით და­სა­ჯეს, ხო­ლო მე­სა­მეს რუ­სე­თის ფრონ­ტზე უკ­რეს თა­ვი.

ომის დაწყ­ე­ბის შემ­დეგ ქარ­თუ­ლი ემიგ­რა­ცი­ის ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­ულ პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენ­და რო­გორც ქარ­თველ სამ­ხედ­რო ტყვე­თა, ასე­ვე ნა­ცის­ტთა კლან­ჭებ­ში ჩა­ვარ­დნილ ქარ­თველ ებ­რა­ელ­თა გა­დარ­ჩე­ნა.

საფ­რან­გე­თის ოკუ­პა­ცი­ის შემ­დეგ, ნა­ცის­ტებ­მა ამ ქვე­ყა­ნა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ებ­რა­ე­ლე­ბიც და­ა­პა­ტიმ­რეს. მათ შო­რის იყო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნან­სთა და ვაჭ­რო­ბა-­მრეწ­ვე­ლო­ბის მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე იო­სებ ელი­გუ­ლაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ქარ­თველ ემიგ­რან­ტთა შო­რის დი­დი ავ­ტო­რი­ტე­ტით სარ­გებ­ლობ­და. ის იყო ერ­თ-ერ­თი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ქარ­თუ­ლი ეროვ­ნუ­ლი სა­გან­ძუ­რის ევა­კუ­ა­ცი­ი­სა საფ­რან­გეთ­ში.

მი­სი მო­ხერ­ხე­ბუ­ლო­ბის წყა­ლო­ბით, 1922 წელს სა­ქარ­თვე­ლოს დევ­ნილ­მა მთავ­რო­ბამ ხელ­საყ­რელ ფას­ში შე­ი­ძი­ნა პა­რიზ­თან ახ­ლოს, ლე­ვილ­ში მდე­ბა­რე მა­მუ­ლი და ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლი. ამ უძ­რავ­მა ქო­ნე­ბამ ფას­და­უ­დე­ბე­ლი სამ­სა­ხუ­რი გა­უ­წია ქარ­თულ ემიგ­რა­ცი­ას.

1940 წელს, რო­დე­საც საფ­რან­გეთ­ში შეჭ­რილ გერ­მა­ნელ ოკუ­პან­ტთა ში­შით, პა­რი­ზელ­თა ნა­წი­ლი ტო­ვებ­და მშობ­ლი­ურ ქა­ლაქს, იოსებ ელი­გუ­ლაშ­ვილ­მა სო­ლი­დუ­რი თან­ხა გა­ი­ღო, რა­თა ეშო­ვა ავ­ტო­მან­ქა­ნა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რის, ნოე ჟორ­და­ნი­ას გა­და­სარ­ჩე­ნად.

აქ­ვე უნ­და გა­ვიხ­სე­ნოთ, რომ 1940 წლის 14 თე­ბერ­ვალს, პა­რიზ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი კრე­ბის ემიგ­რა­ცი­ა­ში მყო­ფი დე­პუ­ტა­ტე­ბის წი­ნა­შე ნოე ჟორ­და­ნი­ამ ოფი­ცი­ა­ლუ­რად დაგ­მო ნა­ცის­ტუ­რი გერ­მა­ნი­ის პო­ლი­ტი­კა და მხა­რი და­უ­ჭი­რა გერ­მა­ნი­ას­თან მებ­რძოლ და­სავ­ლე­თის სა­ხელ­მწი­ფო­ებს.

ქარ­თველ ემიგ­რან­ტთა ჩა­რე­ვი­თა და მი­ხე­ილ კე­დი­ას მო­ხერ­ხე­ბუ­ლო­ბის წყა­ლო­ბით, გერ­მა­ნე­ლებ­მა პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს იო­სებ ელი­გუ­ლაშ­ვი­ლი. ამის შემ­დეგ, იო­სე­ბი მი­ხე­ილ­თან ერ­თად იბ­რძო­და ქარ­თველ ებ­რა­ელ­თა გა­მო­სახ­სნე­ლად.

ებ­რა­ელ­თა გა­მოხ­სნას, ტი­ტა­ნურ ენერ­გი­ას­თან ერ­თად, უდი­დე­სი გა­ბე­დუ­ლე­ბაც სჭირ­დე­ბო­და. ებ­რა­ელ­თა მფარ­ვე­ლო­ბა­ში მხი­ლე­ბულ­ნი სას­ტი­კად ის­ჯე­ბოდ­ნენ. ამის მი­უ­ხე­და­ვად, ქარ­თველ­მა ემიგ­რან­ტებ­მა მა­ინც გა­დად­გეს ეს ნა­ბი­ჯი და საკ­მა­ოდ შე­დე­გი­ა­ნა­დაც.

1941 წლის 10 მარტს პა­რი­ზის სამ­ხედ­რო კო­მენ­დანტ დოქ­ტორ შტენ­გერს გა­ეგ­ზავ­ნა საფ­რან­გეთ­ში მცხოვ­რებ ქარ­თველ ებ­რა­ელ­თა მე­მო­რან­დუ­მი. მას­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო, რომ ქარ­თვე­ლი ებ­რა­ე­ლე­ბი სე­მი­ტე­ბი კი არ არი­ან, არა­მედ ქალ­დე­ვე­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც იუ­და­იზ­მი იწა­მეს და კავ­კა­სი­ა­ში დამ­კვიდ­რდნენ.

ეს იყო გერ­მა­ნელ­თა მი­ერ ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე საფ­რან­გე­თის მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ გრაფ დე ბრი­ნი­ო­ნი­სად­მი გაგ­ზავ­ნი­ლი იო­სებ ელი­გუ­ლაშ­ვი­ლის მე­მო­რან­დუ­მი, რო­მე­ლიც შემ­დეგ გერ­მა­ნი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გა­და­ე­ცა. მას­ში გა­ტა­რე­ბუ­ლია ამ­გვა­რი აზ­რი: ქარ­თვე­ლი ებ­რა­ე­ლე­ბი იმ­დე­ნად მჭიდ­როდ იყ­ვნენ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თან, რომ არას­დროს მი­უ­ტო­ვე­ბი­ათ იგი; ქარ­თვე­ლებსა და ებ­რა­ე­ლებს სა­ერ­თო აქვთ ენა, ცხოვ­რე­ბის წე­სი, ეროვ­ნუ­ლი წეს­-ჩვე­უ­ლე­ბა­ნი, რის გა­მოც ისი­ნი არი­ან ქარ­თვე­ლი პატ­რი­ო­ტე­ბი, ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტე­ბი და ვე­რაფ­რით ვერ გა­ი­ზი­ა­რე­ბენ ვერც კო­მუ­ნის­ტთა ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­სა და ვერც სი­ო­ნის­ტურ მის­წრა­ფე­ბებს; ქარ­თვე­ლი ებ­რა­ე­ლო­ბა არ გა­მო­ირ­ჩე­ვა რა­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ებ­რა­უ­ლი ნიშ­ნე­ბით; ის­ტო­რი­ას არ ახ­სოვს თუნ­დაც უმ­ცი­რე­სი ან­ტა­გო­ნიზ­მი ქარ­თვე­ლებ­სა და ებ­რა­ე­ლებს შო­რის.

ხსე­ნე­ბუ­ლი მე­მო­რან­დუ­მი იო­სებ ელი­გუ­ლაშ­ვილ­მა მეც­ნი­ე­რუ­ლი არ­გუ­მენ­ტე­ბი­თაც შე­ა­მაგ­რა და აღ­ნიშ­ნა: 1. ქარ­თვე­ლე­ბი არი­ან დო­ლი­ქო­კე­ფა­ლე­ბი (გრძელ­თა­ვი­ა­ნე­ბი), ებ­რა­ე­ლე­ბი - ბრა­ქი­კე­ფა­ლე­ბი (მოკ­ლე­თა­ვი­ა­ნე­ბი). ვი­ნა­ი­დან ქარ­თვე­ლი ებ­რა­ე­ლე­ბიც დო­ლი­ქო­კე­ფა­ლე­ბი არი­ან, ისი­ნი ეთ­ნი­კუ­რად არი­ან ქარ­თვე­ლე­ბი და არა სე­მი­ტი ებ­რა­ე­ლე­ბი; 2. ქარ­თვე­ლი ებ­რა­ე­ლე­ბი წარ­მო­იშ­ვნენ კავ­კა­სი­ა­ში გა­და­სახ­ლე­ბულ ქალ­დე­ველ­თა იუ­და­ი­ზა­ცი­ის შე­დე­გად; 3. თა­ვის ქა­ლის ფორ­მის გარ­და, ქარ­თველ ებ­რა­ე­ლებს ქარ­თვე­ლებ­თან აკავ­ში­რებთ: ცხვი­რის ინ­დექ­სი, ნი­კა­პის პრო­პორ­ცი­ე­ბი, სა­ერ­თო ფი­ზი­კუ­რი კონ­სტი­ტუ­ცი­ა.
ბუხენვალდის ტყვეთა ბანაკი
აღ­სა­ნიშ­ნა­ვი­ა, რომ ეს არ­გუ­მენ­ტა­ცია და­სა­ბუ­თე­ბუ­ლად მი­იჩ­ნი­ეს ნა­ცის­ტმა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­მა, რომ­ლებ­საც ამა­ში და­ბე­ჯი­თე­ბით არ­წმუ­ნებ­დნენ მა­თი ქარ­თვე­ლი კო­ლე­გე­ბიც (ძი­რი­თა­დად მი­ხე­ილ კე­დი­ა, გი­ორ­გი მა­ღა­ლაშ­ვი­ლი და გი­ვი გაბ­ლი­ა­ნი).

იმის და­სამ­ტკი­ცებ­ლად, რომ ქარ­თვე­ლი ებ­რა­ე­ლე­ბი მხო­ლოდ სარ­წმუ­ნო­ე­ბით იყ­ვნენ ებ­რა­ე­ლე­ბი და არა ან­თრო­პო­ლო­გი­უ­რად, მათ ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბი ერ­თხმად მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ - "მო­სეს რჯუ­ლის ქარ­თვე­ლე­ბად".

ყო­ვე­ლი­ვე ზე­მოთ­ქმუ­ლის შე­დე­გად, ნა­ცის­ტებ­მა გა­ა­უქ­მეს ქარ­თველ ებ­რა­ელ­თა დე­პორ­ტა­ცი­ის გან­კარ­გუ­ლე­ბა. ამის წყა­ლო­ბით, 70-მდე ქარ­თვე­ლი ებ­რა­ე­ლი პირ­და­პირ სიკ­ვდილს გა­მოჰ­გლი­ჯეს ხე­ლი­დან. ამას­თა­ნა­ვე, მი­ხე­ილ კე­დი­ას მი­ერ დამ­ზა­დე­ბუ­ლი ყალ­ბი დო­კუ­მენ­ტე­ბით სიკ­ვდილს გა­და­არ­ჩი­ნეს არა­ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის (პო­ლო­ნე­ლი, რუ­სი, ფრან­გი) ებ­რა­ე­ლე­ბიც. ამ კამ­პა­ნი­ის შე­დე­გად, და­ახ­ლო­ე­ბით ათას­ზე მე­ტი ქარ­თვე­ლი და ევ­რო­პე­ლი იხ­სნეს, რა­მაც არ­ნა­ხუ­ლად აა­მაღ­ლა ქარ­თველ ემიგ­რან­ტთა ავ­ტო­რი­ტე­ტი და მრა­ვა­ლი ახა­ლი მე­გო­ბა­რი შეს­ძი­ნა მათ.

იო­სებ ელი­გუ­ლაშ­ვი­ლის ღვაწლს ასე აფა­სებ­და ფი­ნან­სთა და ვაჭ­რო­ბა-­მრეწ­ვე­ლო­ბის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი კონ­სტან­ტი­ნე კან­დე­ლა­კი: "ი­გი თვით ძვე­ლი და გა­მოც­დი­ლი ქარ­თვე­ლი დიდ­მო­ხე­ლე­ე­ბი­სა და საქ­მის კა­ცე­ბის ყუ­რადღ­ე­ბას და პა­ტი­ვის­ცე­მას იმ­სა­ხუ­რებ­და... გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გან­საც­დე­ლი გა­და­ი­ა­რა საფ­რან­გე­თის ოკუ­პა­ცი­ის დროს, რო­ცა ებ­რა­ე­ლებს ებ­რა­ე­ლო­ბი­სათ­ვის ოკუ­პან­ტე­ბი ასი ათა­სო­ბით სპობ­დნენ. მთე­ლი ქარ­თვე­ლი ებ­რა­ე­ლო­ბა ამ დროს იო­სებ­თან იყ­რი­და თავს და მის­გან მო­ე­ლო­და შვე­ლას: მი­სი ცოდ­ნის, ენერ­გი­ი­სა და თავ­და­დე­ბის იმე­დი ჰქონ­დათ.

იო­სებ­მა მო­ა­ხერ­ხა მთე­ლი ქარ­თუ­ლი ემიგ­რა­ცი­ის ერ­თსუ­ლოვ­ნად და­ინ­ტე­რე­სე­ბა ქარ­თვე­ლი ებ­რა­ე­ლე­ბის გა­დარ­ჩე­ნით და მა­თი სა­კითხი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ას და­უ­კავ­ში­რა. ამ საქ­მე­ში მან რო­გორც ქარ­თვე­ლე­ბის, ისე უცხ­ო­ელ­თა დახ­მა­რე­ბაც მო­ი­პო­ვა და რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი ქარ­თვე­ლი ებ­რა­ე­ლი დი­დი ენერ­გი­უ­ლი მუ­შა­ო­ბით სიკ­ვდილს გა­და­არ­ჩი­ნა.

ამ საქ­მემ დი­დად ას­წია მი­სი პრეს­ტი­ჟი უცხ­ო­ელ ებ­რა­ელ­თა თვალ­ში და სა­ქარ­თვე­ლო­საც ახა­ლი სიმ­პა­თი­ე­ბი შეს­ძი­ნა... იო­სე­ბის ამ ბრწყინ­ვა­ლე საქ­მეს ვერ და­ი­ვიწყ­ებს ვერც ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი ებ­რა­ე­ლო­ბა და ვერც სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა, რად­გან ამ საქ­მით აღ­დგა უცხ­ო­ე­ლე­ბის თვალ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­უ­ლი ტრა­დი­ცია - ყვე­ლა ერი­სა და სარ­წმუ­ნო­ე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მი­სა და დაც­ვის. თვი­თონ ასე აფა­სებ­და ამას და ამ­ბობ­და ხოლ­მე: "ბევ­რი, ბევ­რი ქარ­თვე­ლი დაგ­ვეხ­მა­რა ჩვენ ამ საქ­მე­ში, ამას ვერ და­ვი­ვიწყ­ებთ; მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მე­ტად მა­ინც ის ქარ­თვე­ლი დაგ­ვეხ­მა­რა, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია ეწო­დე­ბა­ო!.."

ყო­ვე­ლი­ვე ზე­მოთ­ქმულ­ში იო­სებ ელი­გუ­ლაშ­ვილს აქ­ტი­უ­რი მხარ­და­ჭე­რა და მფარ­ვე­ლო­ბა სწო­რედ მი­ხე­ილ კე­დი­ამ გა­უ­წია.
ემიგ­რანტ ალექ­სან­დრე ცო­მა­ი­ას შე­ფა­სე­ბით: "მი­ხე­ილ კე­დი­ამ... გა­მო­ი­ჩი­ნა ტაქ­ტი, ინ­ტე­ლექ­ტი, სა­ღი აზ­როვ­ნე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის გაც­ნო­ბი­სა და და­მე­გობ­რე­ბის შე­სა­ნიშ­ნა­ვი უნა­რი. ბერ­ლინ­ში მან მო­ა­ხერ­ხა მჭიდ­რო კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბა ყვე­ლა იმ პერ­სო­ნას­თან და გან­ყო­ფი­ლე­ბას­თან, რო­მე­ლიც რა­ი­მე­თი უკავ­შირ­დე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­კითხს... კე­დი­ამ ბევ­რის მიღ­წე­ვა მო­ა­ხერ­ხა... რო­გორ ეპყ­რო­ბოდ­ნენ ნა­ცის­ტე­ბი ებ­რა­ე­ლებს - ყვე­ლა­სათ­ვის ცნო­ბი­ლი­ა. და მა­ინც, არც ერთ ქარ­თველ ებ­რა­ელს ისი­ნი არ შე­ხე­ბი­ან. მი­ხე­ილ კე­დი­ამ შე­უძ­ლე­ბელს მი­აღ­წი­ა, - მან მო­ა­ხერ­ხა სპე­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სის მო­პო­ვე­ბა ქარ­თველ ებ­რა­ელ­თათ­ვის და ასე გა­და­არ­ჩი­ნა არა მარ­ტო ასო­ბით მათ­გა­ნის სი­ცოცხ­ლე, არა­მედ სხვა ებ­რა­ე­ლე­ბი­საც, რომ­ლე­ბიც თავს ქარ­თვე­ლე­ბად აცხ­ა­დებ­დნენ".

მი­ხე­ილ კე­დი­ას და­ე­კის­რა კონ­ტრო­ლი ქარ­თვე­ლი ებ­რა­ე­ლე­ბი­სათ­ვის პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბის გა­ცე­მა­ზე. ამის­თვის მან შექ­მნა ქარ­თველ ებ­რა­ელ­თა კო­მი­ტე­ტი, რო­მელ­საც სა­თა­ვე­ში იო­სებ ელი­გუ­ლაშ­ვი­ლი ჩა­უ­ყე­ნა. სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი კო­მი­ტე­ტი­სა და "ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის საქ­მე­თა სამ­მარ­თვე­ლოს" თან­ხმო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, კო­მი­ტე­ტის თა­ნამ­შრო­მე­ლი, ემიგ­რან­ტი ა. ქორ­ქია გას­ცემ­და და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებ­ზე "ე­როვ­ნე­ბის დამ­ადას­ტუ­რე­ბელ მოწ­მო­ბას". "გეს­ტა­პო­სა" და ქარ­თვე­ლებს შო­რის აღ­ნიშ­ნულ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ხში­რი შეხ­ლა-­შე­მოხ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, ეროვ­ნე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მოწ­მო­ბე­ბის გა­ცე­მა მა­ინც ისე ხერ­ხდე­ბო­და, რო­გორც ეს მი­ხე­ილ კე­დი­ა­სა და მის გუნდს სურ­და. ამით მათ უამ­რა­ვი ქარ­თვე­ლი ებ­რა­ე­ლი იხ­სნეს რეპ­რე­სი­ე­ბის­გან.
ქართული ლეგიონი პოლონეთში (26 მაისი, 1943 წ.)
სა­გუ­ლის­ხმო­ა, რომ საფ­რან­გე­თის გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ, ქარ­თველ­თა თა­ნად­გო­მა ებ­რა­ე­ლებ­მა სა­თა­ნა­დოდ და­ა­ფა­სეს. საფ­რან­გე­თის ებ­რა­ე­ლო­ბამ, მთა­ვა­რი რა­ბი­ნის მე­თა­უ­რო­ბით, სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ერ­თხმად და­უ­ჭი­რა მხა­რი მი­ხე­ილ კე­დი­ას და მო­ითხ­ო­ვეს და­პა­ტიმ­რე­ბულ ა. ქორ­ქი­ას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ისი­ნი ყო­ველ­თვი­უ­რად ფი­ნან­სუ­რად ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ მათ ოჯა­ხებს, რაც არ შეწყ­ვე­ტი­ლა მი­ხე­ილ კე­დი­ას ოჯა­ხის გერ­მა­ნი­ი­დან წას­ვლის შემ­დე­გაც.

გერ­მა­ნი­ის და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ, მი­ხე­ილ კე­დია ჟე­ნე­ვა­ში გა­და­სახ­ლდა. 1946 წლის 3 მა­ისს მან ფი­ცის ქვეშ მის­ცა წე­რი­ლო­ბი­თი ჩვე­ნე­ბა, რო­მელ­შიც ვკითხ­უ­ლობთ: "გერ­მა­ნი­ის მი­ერ საფ­რან­გე­თის ოკუ­პა­ცი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, მე შევ­ძე­ლი უამ­რა­ვი ქარ­თვე­ლი და სხვა ეროვ­ნე­ბის ებ­რა­ე­ლი მეხ­სნა ზო­გი­ერ­თი გერ­მა­ნე­ლი ფუნ­ქცი­ო­ნე­რის დას­ჯი­სა­გან. ამის გა­მო, მე ვი­ღებ­დი მად­ლი­ე­რე­ბის წე­რი­ლებს პა­რი­ზის მთა­ვა­რი რა­ბის - ვა­ი­სი­სა­გან, Asso­ci­a­ti­on Cul­tu­rel­le Sep­ha­ra­di­te de Pa­ris­-dan da Gro­u­pe­ment Ge­or­gi­en de Con­fes­si­on Mo­sa­i­qu­e-ს პრე­ზი­დენ­ტი­სა­გან. ტექ­სტე­ბი აქ არის დარ­თუ­ლი. ხაზ­გას­მით ვაცხ­ა­დებ, რომ ამის გა­კე­თე­ბა შევ­ძე­ლი მხო­ლოდ სა­მი ჯენ­ტლმე­ნის შემ­წე­ო­ბით სა­ქარ­თვე­ლოს კო­მი­ტე­ტი­დან. ესე­ნი არი­ან: გი­ორ­გი მა­ღა­ლაშ­ვი­ლი, მი­ხე­ილ ალ­ში­ბაია და გი­ვი გაბ­ლი­ა­ნი, რომ­ლებ­საც ამ სა­კითხ­ზე ჩემ­ნა­ი­რი შე­ხე­დუ­ლე­ბა ჰქონ­დათ და დახ­მა­რე­ბაც გა­მი­წი­ეს".

მი­ხე­ილ კე­დი­ას ზე­მოხ­სე­ნე­ბულ ჩვე­ნე­ბას თან ახ­ლდა სა­თა­ნა­დო დო­კუ­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მის სი­მარ­თლეს ადას­ტუ­რებ­და.

1944 წლის 16 ოქ­ტომ­ბერს, პა­რი­ზის მთა­ვა­რი რა­ბი იუ­ლი­უს ვა­ი­სი მი­ხე­ილ კე­დი­ას წერ­და: "ბა­ტონ ელი­გუ­ლაშ­ვი­ლი­სა­გან შე­ვიტყ­ვეთ იმ დი­დი სამ­სა­ხუ­რის შე­სა­ხებ, რაც გა­გი­წე­ვი­ათ ებ­რა­უ­ლი აღ­მსა­რებ­ლო­ბის მქო­ნე თქვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბი­სათ­ვის, დიდ­სუ­ლო­ვა­ნი დახ­მა­რე­ბით რა­სის­ტუ­ლი კა­ნო­ნი­სა­გან მა­თი გა­დარ­ჩე­ნით და მე ვუ­ერ­თდე­ბი იმ მად­ლი­ე­რე­ბის გრძნო­ბას, რა­საც ისი­ნი გა­ნიც­დი­ან. გთხოვთ, მი­ი­ღოთ ჩე­მი მად­ლო­ბა და დი­დი პა­ტი­ვის­ცე­მა მა­თი კე­თილ­დღე­ო­ბის უან­გა­როდ დაც­ვი­სათ­ვის".

პა­რიზ­ში მოქ­მე­დი ებ­რა­უ­ლი კულ­ტუ­რის ასო­ცი­ა­ცი­ის სა­პა­ტიო პრე­ზი­დენტ ი. მო­სე­რის მი­ერ 1944 წლის 18 ოქ­ტომ­ბერს მი­ხე­ილ კე­დი­ა­სად­მი გაგ­ზავ­ნილ წე­რილ­ში ვკითხ­უ­ლობთ: "ჩვენ პა­ტი­ვი გვქონ­და ღრმა მად­ლი­ე­რე­ბა გა­მოგ­ვე­ხა­ტა მი­ნისტრ ევ­გე­ნი გე­გეჭ­კო­რი­სა და მი­სი მე­გობ­რე­ბი­სათ­ვის, რად­გან ისი­ნი შთამ­ბეჭ­და­ვად გა­მო­ე­სარ­ჩლნენ ჩვენს თა­ნა­მორ­წმუ­ნე­ებს გერ­მა­ნელ მა­ღალ­ჩი­ნო­სან­თა წი­ნა­შე. გვინ­და გად­მოგ­ცეთ, რა­ო­დენ გა­ვი­ხა­რეთ, რო­ცა შე­ვიტყ­ვეთ თქვე­ნი მა­მა­ცუ­რი და გუ­ლი­თა­დი ქმე­დე­ბის შე­სა­ხებ.

გმად­ლობთ გუ­ლი­თა­დო­ბი­სა და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის გრძნო­ბი­სათ­ვის, რო­მე­ლიც ასე უხ­ვად გა­აჩ­ნია კე­თილ­შო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი ერის ტრა­დი­ცი­ებს. თქვენ არა მარ­ტო გა­ი­ლაშ­ქრეთ თქვე­ნი ებ­რა­ე­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­სა­ცა­ვად, რის­თვი­საც ჩვენც ვიბ­რძო­დით ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, არა­მედ უფ­რო მე­ტიც - წარ­მა­ტე­ბით შე­ძე­ლით გეხ­სნათ მრა­ვა­ლი მე­გო­ბა­რი სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კე­ბი­დან. თავს მო­ვა­ლედ მი­ვიჩ­ნევთ, გულ­წრფე­ლი მად­ლო­ბა მო­გახ­სე­ნოთ, გა­მოვ­ხა­ტოთ თქვენ­და­მი უდი­დე­სი მად­ლი­ე­რე­ბა და მო­რა­ლუ­რი კმა­ყო­ფი­ლე­ბის ღრმა გრძნო­ბა".

"მო­სეს რჯუ­ლის ქარ­თველ­თა კავ­ში­რის" პრე­ზი­დენტ იო­სებ ელი­გუ­ლაშ­ვი­ლის მი­ერ 1944 წლის 15 აგ­ვის­ტოს მი­ხე­ილ კე­დი­ა­სად­მი გაგ­ზავ­ნილ წე­რილ­ში ვკითხ­უ­ლობთ: "მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ჟამს, ნე­ბა მო­მე­ცით ჩე­მი რე­ლი­გი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სა და პი­რა­დად ჩე­მი სა­ხე­ლით გა­მოვ­ხა­ტო მად­ლი­ე­რე­ბა და და­ფა­სე­ბა იმი­სა, რაც თქვენ ჩვენ­თვის გა­ა­კე­თეთ. ჩვენ არ მოვ­ტყუვ­დით რწმე­ნა­ში, რო­ცა თქვენ­ში და­ვი­ნა­ხეთ ქარ­თვე­ლი პატ­რი­ო­ტი, რო­მე­ლიც ოკუ­პა­ცი­ის დროს ჩვენს სი­ცოცხ­ლე­სა და ინ­ტე­რე­სებს და­ი­ცავ­და. გმად­ლობთ მა­მა­ცო­ბი­სა და იმ შე­უ­პოვ­რო­ბი­სათ­ვის, რაც გა­მო­ი­ჩი­ნეთ ან­ტი­ებ­რა­უ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბი­სა­გან ებ­რა­ელ­თა გა­მო­სახ­სნე­ლად.

ამას გარ­და, ებ­რა­ე­ლე­ბის შეპყ­რო­ბი­სას და­უ­ყოვ­ნებ­ლივ აკე­თებ­დით ყვე­ლა­ფერს მათ გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად. თქვენს ასეთ ქცე­ვას არ გა­ვუკ­ვირ­ვე­ბი­ვართ იმი­ტომ, რომ ვი­ცით თქვე­ნი ერის ღირ­სე­უ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ. თავს უფ­ლე­ბა მი­ვე­ცი და შე­ვატყ­ო­ბი­ნე ყო­ვე­ლი­ვე ეს პა­რი­ზის უფ­როს რა­ბინს და საფ­რან­გე­თის ებ­რა­ელ­თა რე­ლი­გი­ურ კავ­შირს, რომ­ლე­ბიც გა­მო­ხა­ტა­ვენ თა­ვი­ანთ პა­ტი­ვის­ცე­მას და სურთ პი­რა­დად გა­და­გი­ხა­დონ მად­ლო­ბა. კი­დევ ერ­თხელ მად­ლო­ბას გიხ­დით მთე­ლი გუ­ლით და გვინ­და და­გარ­წმუ­ნოთ, რომ თქვე­ნი საქ­მე­ე­ბი ყო­ველ­თვის წა­რუშ­ლე­ლად დარ­ჩე­ბა ჩვე­ნი და ჩვენს თა­ნა­მოძ­მე ებ­რა­ელ­თა მეხ­სი­ე­რე­ბა­ში".

ებ­რა­ელ­თა გა­დარ­ჩე­ნა­ში, მი­ხე­ილ კე­დი­ა­სა და ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი პი­რე­ბის გარ­და, დი­დი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნეს სხვა ქარ­თველ­მა ემიგ­რან­ტებ­მაც. მათ შო­რის გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ მოგ­ვი­ა­ნე­ბით წმინ­და­ნად შე­რაცხ­უ­ლი არ­ქი­მან­დრი­ტი გრი­გოლ ფე­რა­ძე და ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი შალ­ვა მაღ­ლა­კე­ლი­ძე, მაგ­რამ მა­თი მოღ­ვა­წე­ო­ბის აღ­ნიშ­ნუ­ლი კუთხ­ით გან­ხილ­ვა უკ­ვე ცალ­კე კვლე­ვის სა­გა­ნი­ა.

ამ­რი­გად, ემიგ­რა­ცი­ა­ში მყოფ ქარ­თველ­თა და ებ­რა­ელ­თა მე­გობ­რო­ბა კი­დევ უფ­რო გან­მტკიც­და II მსოფ­ლიო ომის პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც ორი­ვე ერის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი უდი­დე­სი საფ­რთხის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდნენ. მათ არა მხო­ლოდ შე­ი­ნარ­ჩუ­ნეს, არა­მედ გა­ნამ­ტკი­ცეს ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მი­სა და ურ­თი­ერ­თთა­ნად­გო­მის ის სა­უ­კე­თე­სო ტრა­დი­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ან­თი წი­ნაპ­რე­ბი­სა­გან მემ­კვიდ­რე­ო­ბით ერ­გოთ. მი­ხე­ილ კე­დი­ას კი, ვინც გა­დამ­წყვე­ტი რო­ლი შე­ას­რუ­ლა მრა­ვა­ლი ქარ­თვე­ლი ებ­რა­ე­ლის სი­ცოცხ­ლის გა­დარ­ჩე­ნა­ში, თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ეწო­დოს - "ქარ­თვე­ლი შინ­დლე­რი".

იხილეთ ფოტოგალერეა

ნიკო ჯავახიშვილი
ჟურნალი "ისტორიანი",#3
ბესო
22 სექტემბერი 2017 11:55
დღეს რა ხდება საქრთველოდან ჩასულს საზღვარზე არ უშვებენ ებრაელები, აი პატივისცემა ასე გვიბრუნდება უკან
ava
22 სექტემბერი 2017 03:42
და ამის შემდეგ ებრაელი მესაზღვრე რომ უცხოპლანეტელივით ყურებას დაგიწყებს აეროპორტში
...
21 სექტემბერი 2017 16:24
გასაკვირი იქნებოდა რომ სხვანაირად მომხდარიყო, ჩვენი თანაცხოვრება მსოფლიოს ბევრი ერისთვის სამაგალითოა. მიუხედავად ამისა დღეს ზოგიერთები ( ეს უფრო არასამთავრობოებს ეხება) ფიქრობენ რომ ქართველებს ტოლერანტობა უნდა ასწავლონ. რუსეთი მთელი ორი საუკუნე ცდილობდა დასყრდენი პლათფორმები შეექმნა საქართველოში, მაგრამ ეს ნაწილობრივ მოახერხა ზოგიერთებთან. ეს ებრაელებს არ ეხებათ.
თქვენი აზრით, რა თამაშობს ყველაზე დიდ როლს არასრულწლოვანთა დანაშაულში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა თამაშობს ყველაზე დიდ როლს არასრულწლოვანთა დანაშაულში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა