"აფ­სუს, ამ სუ­რათს გი­ორ­გი სა­ა­კა­ძე და ერეკ­ლე მე­ფე არ ხე­და­ვე­ნო" - როგორ დაიჩოქა სტალინის წი­ნა­შე ირა­ნის შა­ჰინ­შა­ჰმა
19-09-2017
"აფ­სუს, ამ სუ­რათს გი­ორ­გი სა­ა­კა­ძე და ერეკ­ლე მე­ფე არ ხე­და­ვე­ნო" - როგორ დაიჩოქა სტალინის წი­ნა­შე ირა­ნის შა­ჰინ­შა­ჰმა
1941 წლის აგ­ვის­ტო­ში საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­სა და დი­დი ბრი­ტა­ნე­თის არ­მი­ე­ბი ირან­ში შე­იჭ­რნენ.

რე­ზა შა­ჰი (მე­ფობ­და 1925 წლი­დან) იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, 16 სექ­ტემ­ბერს თა­ვი­სი­ვე ვა­ჟის - მო­ჰა­მად რე­ზას (1919-1980) სა­სარ­გებ­ლოდ ტახ­ტი­დან გა­დამ­დგა­რი­ყო.

იმ­დრო­ინ­დელ ირან­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის სა­ინ­ტე­რე­სო აღ­წე­რი­ლო­ბა შე­მოგ­ვი­ნა­ხა თვით­მხილ­ველ­მა, 1943 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე თე­ი­რან­ში ჩა­სულ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მი­ლი­ცი­ის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა, მი­ლი­ცი­ის III რან­გის კო­მი­სარ­მა (შე­ე­სა­ბა­მე­ბა გე­ნე­რალ­-მა­ი­ორს) კა­პი­ტონ ნაჭყ­ე­ბი­ამ, რო­მე­ლიც იხ­სე­ნებ­და:

"საბ­ჭო­თა მთავ­რო­ბამ 1921 წლის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ერ­თ-ერ­თი პუნ­ქტის სა­ფუძ­ველ­ზე, 1941 წლის აგ­ვის­ტო­ში შე­იყ­ვა­ნა თა­ვი­სი
ჯა­რე­ბი ირა­ნის ჩრდი­ლო­ეთ რა­ი­ო­ნებ­ში, რი­თაც ჩა­შა­ლა ფა­შისტ აგ­რე­სორ­თა გეგ­მე­ბი და ირანს აა­ცი­ლა ფა­შის­ტუ­რი მო­ნო­ბის საფ­რთხე...

რე­ზა-­შა­ჰი სას­წრა­ფოდ გა­დად­გა, ტახ­ტი გა­და­უ­ლო­ცა თა­ვის შვილს მო­ჰა­მადრე­ზა ფეჰ­ლე­ვის, თვი­თონ კი... გაქ­ცე­ვით უშ­ვე­ლა თავს. შაჰს მიჰ­ყვა მრა­ვა­ლი მომ­ხრე - მე­მა­მუ­ლე­ე­ბი, ვაჭ­რე­ბი. ირან­ში რომ ჩა­ვე­დით, ვნა­ხეთ უამ­რა­ვი მი­ტო­ვე­ბუ­ლი სა­ბაყ­ლო და დუ­ქა­ნი.
ვაჭ­რე­ბის წას­ვლამ დი­დი და­ღი და­ას­ვა ქვეყ­ნის მცი­რე­რიცხ­ო­ვან არ­მი­ას, რო­მელ­საც მა­თი წყა­ლო­ბით ედ­გა სუ­ლი.

მო­კავ­ში­რე­ებ­მა ირა­ნი აირ­ჩი­ეს ბა­ზად საბ­ჭო­თა ფრონ­ტის­თვის ტექ­ნი­კი­სა და სურ­სა­თის მი­სა­წო­დებ­ლად. ომ­ში საბ­ჭო­თა ჯა­რე­ბის ჩაბ­მამ ირა­ნელ­თა შო­რის გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი ბრძო­ლის ტალ­ღა გა­მო­იწ­ვი­ა. შე­იქ­მნა ირა­ნის სა­ხალ­ხო პარ­ტი­ა, ხალ­ხი მზად იყო, ხელ­ში აე­ღო მთე­ლი ძა­ლა­უფ­ლე­ბა და დახ­მა­რე­ბას სთხოვ­და საბ­ჭო­თა არ­მი­ას. სტა­ლი­ნი ჩა­რე­ვის წი­ნა­აღ­მდე­გი იყო, თუმ­ცა მას და­ბე­ჯი­თე­ბით სთხოვ­დნენ მფარ­ვე­ლო­ბას ირა­ნე­ლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი და ფე­რე­იდ­ნე­ლი ქარ­თვე­ლე­ბი.

ერ­თხელ შე­ვეს­წა­რი სა­უ­ბარს, რო­დე­საც სტა­ლინს ჰკითხ­ეს, - რა­ტომ არ გა­უწ­ვდით დახ­მა­რე­ბის ხელს თურ­ქე­თის ლა­ზებ­სო. სტა­ლინ­მა უპა­სუ­ხა, რომ მზად არის და­ეხ­მა­როს მათ, ოღონდ არა ახ­ლა და არა თურ­ქე­თი­სა თუ ირა­ნის სა­ში­ნაო საქ­მე­ებ­ში ჩა­რე­ვის გზით. "ასე­თი სა­კითხ­ე­ბი, - თქვა მან, - წყდე­ბა ში­ნა­გა­ნი ბრძო­ლით თვით­გა­მორ­კვე­ვი­სა და ავ­ტო­ნო­მი­ი­სათ­ვის, რა­საც მათ შე­უძ­ლი­ათ მი­აღ­წი­ონ".

ირა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­თა­ვე­ში ჩად­გო­მა 21 წლის შა­ჰინ­შაჰს მძი­მე ვი­თა­რე­ბა­ში მო­უხ­და. იგი მო­კავ­ში­რე სა­ხელ­მწი­ფო­თა მძლავ­რი ზე­გავ­ლე­ნის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და და იძუ­ლე­ბუ­ლი იყო, რომ მა­მის მტკი­ცე დიქ­ტა­ტო­რუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბა ლი­ბე­რა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კით შე­ეც­ვა­ლა. ამი­ტომ თავ­და­პირ­ვე­ლად იგი თით­ქმის შე­უმ­ჩნე­ვე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რა და უფ­რო სიმ­ბო­ლუ­რი მო­ნარ­ქი იყო. ეს არც გას­ჭირ­ვე­ბი­ა, რად­გან ყმაწ­ვი­ლო­ბი­დან­ვე ევ­რო­პუ­ლად იყო აღ­ზრდი­ლი.

1943 წლის 28 ნო­ემ­ბერს თე­ი­რან­ში და­იწყო მო­კავ­ში­რე სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის ლი­დერ­თა კონ­ფე­რენ­ცი­ა, რო­მე­ლიც 1-ელ დე­კემ­ბრამ­დე გაგ­რძელ­და.

იმ პე­რი­ოდ­ში ახალ­გაზ­რდა შა­ჰინ­შაჰს სა­მე­ფო სა­სახ­ლე­ში ეს­ტუმ­რა საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დე­ლე­გა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ამ ქვეყ­ნის უზე­ნა­ე­სი ხე­ლი­სუ­ფა­ლი, იმ­ხა­ნად მარ­შა­ლი, ხო­ლო 1945 წლი­დან - გე­ნე­რა­ლი­სი­მუ­სი იო­სებ სტა­ლი­ნი.

სტა­ლინს თან ახ­ლდნენ: საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­ხალ­ხო კო­მი­სა­რი (შემ­დეგ­ში - მარ­შა­ლი) ლავ­რენ­ტი ბე­რი­ა, სტა­ლი­ნის პი­რა­დი დაც­ვის უფ­რო­სი (შემ­დეგ­ში - გე­ნე­რალ­-ლე­ი­ტე­ნან­ტი) შალ­ვა წე­რე­თე­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­ხალ­ხო კო­მი­სა­რი (შემ­დეგ­ში - გე­ნე­რალ­-ლე­ი­ტე­ნან­ტი) გრი­გოლ კა­რა­ნა­ძე, თე­ი­რან­ში ჩა­სუ­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დე­ლე­გა­ცი­ის დაც­ვის ერ­თ-ერ­თი ხელ­მძღვა­ნე­ლი, ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი კა­პი­ტონ ნაჭყ­ე­ბი­ა.



ამ შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ სა­ინ­ტე­რე­სოდ არის მოთხ­რო­ბი­ლი ის­ტო­რი­კოს დე­ვი სტუ­რუ­ას მო­გო­ნე­ბებ­ში, რო­მელ­შიც ვკითხ­უ­ლობთ: "თე­ი­რა­ნის კონ­ფე­რენ­ცი­ის შემ­დეგ ხალ­ხში და­დი­ო­და ერ­თი ასე­თი ამ­ბა­ვი: სტა­ლინ­მა გა­დაწყ­ვი­ტა ვი­ზი­ტად წვე­ო­და ირა­ნის შაჰს, რო­მე­ლიც... ეს-ესაა აიყ­ვა­ნეს ტახ­ტზე, და­ამ­ხეს რა მი­სი მა­მა. შა­ჰი მა­შინ სრუ­ლი­ად ახალ­გაზ­რდა იყო და სტა­ლი­ნის მის­ვლამ­დე ძალ­ზე ინერ­ვი­უ­ლა.

რო­ცა სტა­ლი­ნი ბე­რი­ა­სა და სა­ხელ­მწი­ფო უშიშ­რო­ე­ბის გე­ნერ­ლის გრი­გოლ კა­რა­ნა­ძის თან­ხლე­ბით სა­ტახ­ტო დარ­ბაზ­ში შე­ვი­და და ახალ­გაზ­რდა შაჰს მი­უ­ახ­ლოვ­და, ირა­ნის ახალ მფლო­ბელს მუხ­ლე­ბი მო­ე­კე­ცა და სტა­ლი­ნის წინ ჩა­ი­ჩო­ქა. სტა­ლი­ნი და­ეხ­მა­რა შაჰს ფეხ­ზე წა­მომ­დგა­რი­ყო, შემ­დეგ მი­უბ­რუნ­და ბე­რი­ა­სა და კა­რა­ნა­ძეს და ქარ­თუ­ლად უთხ­რა:
- აფ­სუს, რომ ამ სუ­რათს გი­ორ­გი სა­ა­კა­ძე და ერეკ­ლე მე­ფე არ ხე­და­ვე­ნო.
მე ვკითხე ბა­ტონ გრი­გოლ კა­რა­ნა­ძეს, რამ­დე­ნად შე­ე­ფე­რე­ბა სი­ნამ­დვი­ლეს ეს ამ­ბა­ვი, რა­ზეც ბა­ტონ­მა გრი­გოლ­მა ღი­მი­ლით მი­პა­სუ­ხა:
- ჰო, იყო რა­ღაც ამ­დაგ­ვა­რი".

ამ შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ ასეა მოთხ­რო­ბი­ლი მი­სი უშუ­ა­ლო თვით­მხილ­ვე­ლის, კა­პი­ტონ ნაჭყ­ე­ბი­ას მო­გო­ნე­ბა­ში:
"ნო­ემ­ბერ­ში სა­ქარ­თვე­ლო­დან ბა­ქოს გაფ­რინ­და ჯგუ­ფი, რომ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­შიც გე­ნე­რალ გრი­გოლ კა­რა­ნა­ძეს­თან ერ­თად მეც ვი­ყა­ვი. ჩვენ და­სა­ცა­ვად უნ­და გავ­ყო­ლო­დით სამ­თავ­რო­ბო დე­ლე­გა­ცი­ას. ეს დე­ლე­გა­ცია ირა­ნის დე­და­ქა­ლაქ თე­ი­რან­ში მი­ემ­გზავ­რე­ბო­და სა­მი მო­კავ­ში­რე სა­ხელ­მწი­ფოს ხელ­მძღვა­ნელ­თა კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე. დე­ლე­გა­ცი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იყ­ვნენ დიპ­ლო­მა­ტე­ბი და სამ­ხედ­რო წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი...

ირან­ში ჩას­ვლის­თა­ნა­ვე საბ­ჭო­თა სა­ელ­ჩო­ში დავ­ბი­ნავ­დით და და­ვიწყ­ეთ მზა­დე­ბა სტა­ლინ­თან შე­სახ­ვედ­რად... და­ვი­ნა­ხეთ სტა­ლი­ნი თა­ვი­სი ძვე­ლი ფა­რა­ჯი­თა და ქუ­დით. მის უკან - ვო­რო­ში­ლო­ვი, მო­ლო­ტო­ვი და სხვა თან­მხლე­ბი პი­რე­ბი. ჩვენ, დამ­ხვდურ­ნი, და­ძა­ბუ­ლი ვი­დე­ქით. სტა­ლი­ნი თვი­თონ მო­ვი­და ჩვენ­თან, ჩა­მოგ­ვი­ა­რა, ყვე­ლას ხელს არ­თმევ­და. ქარ­თვე­ლე­ბი რომ დაგ­ვი­ნა­ხა - "სა­ლა­მი სა­ქარ­თვე­ლო­სო" - გვითხ­რა...
თე­ი­რან­ში ჩას­ვლის პირ­ველ დღე­ებ­ში­ვე სტა­ლინ­მა ახალ­გაზ­რდა შა­ჰი მო­ი­ნა­ხუ­ლა.

სტა­ლინს უთხ­რეს, რომ შა­ჰი თვი­თონ ეახ­ლა რუზ­ველტს და სა­უ­ბარ­მა სულ ხუთ წუთს გას­ტა­ნა. ხო­ლო ჩერ­ჩილ­მა იგი მი­სა­ღებ­ში აყურ­ყუ­ტა, მე­რე კი აუ­დი­ენ­ცია სამ წუთ­ში და­ამ­თავ­რა... ბუ­ნებ­რი­ვი­ა, შა­ჰი შე­უ­რაცხ­ყო­ფი­ლი დარ­ჩა ასე­თი მი­ღე­ბით.

სტა­ლინ­მა მითხ­რა, - შაჰს უნ­და ვეწ­ვი­ოთ, ვი­ნა­ი­დან სტუმ­რის ვა­ლი­ა, ეახ­ლოს მას­პინ­ძელს, ვის მი­წა-­წყალ­ზეც იმ­ყო­ფე­ბი­ო. შაჰს წი­ნას­წარ შე­ვატყ­ო­ბი­ნეთ მო­სა­ლოდ­ნე­ლი ვი­ზი­ტი, მაგ­რამ ზუს­ტი დრო არ გვით­ქვამს...

ქუ­ჩებ­ში გა­მო­ფე­ნი­ლი ხალ­ხი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ხვდე­ბო­და სტა­ლინს, ბევ­რგან ვიტ­რი­ნებ­ში მი­სი პორ­ტრე­ტე­ბი გა­მო­ეკ­რათ...

რო­დე­საც სა­სახ­ლეს მი­ვა­დე­ქით, გა­ი­ღო რკი­ნის ჭიშ­კა­რი და ჩვენ შე­მოგ­ვე­გე­ბა მსუ­ბუქ სპორ­ტულ კოს­ტი­უმ­ში გა­მოწყ­ო­ბი­ლი ყმაწ­ვი­ლი ქა­ლი, რო­მე­ლიც ვე­ლო­სი­პედ­ზე იჯ­და. სტა­ლი­ნი რომ და­ი­ნა­ხა, ეტყ­ო­ბა, იც­ნო. შა­ლი მო­ი­ხუ­რა მხრებ­ზე და ჩვენს შე­სახ­ვედ­რად წა­მო­ვი­და, გუ­ლი­თა­დად ჩა­მო­არ­თვა ხე­ლი სტა­ლინს - ასე გა­იც­ნო სტა­ლინ­მა შა­ჰის მე­უღ­ლე.

სა­სახ­ლე­ში შეგ­ვიძღ­ვნენ. შა­ჰი ისე და­იბ­ნა, რომ მუხ­ლებ­ზე და­ემ­ხო და სტა­ლინს მხსნე­ლი უწო­და. სტა­ლინ­მა ფეხ­ზე აა­ყე­ნა. გა­ი­მარ­თა საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვი სა­უ­ბა­რი. ილა­პა­რა­კეს ირა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ბა­ზე­ბის გან­ლა­გე­ბი­სა და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის საზღ­ვრე­ბის­კენ ტვირ­თის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის შე­სა­ხებ.

უკან რომ ვბრუნ­დე­ბო­დით, სტა­ლი­ნი ქარ­თუ­ლად გაგ­ვე­სა­უბ­რა: - აფ­სუს, ახ­ლა გი­ორ­გი სა­ა­კა­ძე რომ აა­ყე­ნა და მუხ­ლმოდ­რე­კი­ლი სპარ­სე­თის შა­ჰი და­ა­ნახ­ვა­ო..."

ქარ­თველ მო­ნა­წი­ლე­თა გარ­და, ამ ფაქტს იხ­სე­ნებს ცნო­ბი­ლი საბ­ჭო­თა მზვე­რა­ვი, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის გმი­რი გე­ვორქ ვარ­თა­ნი­ა­ნი. 1943 წელს იგი თე­ი­რან­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და სა­გან­გე­ბო ჯგუფს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, რო­მელ­მაც ათე­უ­ლო­ბით გერ­მა­ნე­ლი მზვე­რა­ვი გა­მო­ა­აშ­კა­რა­ვა. ამ უკა­ნას­კნელთ და­ვა­ლე­ბუ­ლი ჰქონ­დათ "დი­დი სა­მე­უ­ლის" ლი­დე­რებ­ზე ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის მოწყ­ო­ბა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით გე­ვორქ ვარ­თა­ნი­ა­ნი იგო­ნებ­და: "სა­მი­ვე­ნი იქ რამ­დენ­ჯერ­მე ვნა­ხე. სტა­ლი­ნი - ხუ­თი მეტ­რის მან­ძი­ლი­დან, რო­ცა ვო­რო­ში­ლოვ­სა და მო­ლო­ტოვ­თან ერ­თად შა­ჰის სა­სახ­ლე­ში გა­ემ­გზავ­რა მო­ჰა­მად­რე­ზა ფეჰ­ლე­ვის­თვის მად­ლო­ბის გა­და­სახ­დე­ლად სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბის­თვის. ეს ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნუ­რი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი გახ­ლდათ, რო­მელ­მაც მა­შინ ირა­ნელ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დი­დი რე­ზო­ნან­სი გა­მო­იწ­ვი­ა.

ვერც რუზ­ველ­ტი და ვერც ჩერ­ჩი­ლი ვერ მიხ­ვდნენ, რომ იგი­ვე გა­ე­კე­თე­ბი­ნათ. რა­საკ­ვირ­ვე­ლი­ა, შა­ჰი აა­ღელ­ვა სტა­ლი­ნის მხრი­დან ყუ­რადღ­ე­ბის ამ­გვა­რად გა­მო­ხატ­ვამ. რო­ცა ის სა­ტახ­ტო დარ­ბაზ­ში შე­ვი­და, შა­ჰი ფეხ­ზე წა­მო­იჭ­რა, მი­ირ­ბი­ნა და მუხ­ლებ­ზე და­ე­ცა, რა­თა მის­თვის ხელ­ზე ეკოც­ნა. მაგ­რამ სტა­ლი­ნი და­ი­ხა­რა და შა­ჰი წა­მო­ა­ყე­ნა..."

ვფიქ­რობთ, მარ­თლაც უჩ­ვე­უ­ლო ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნა­ა, რო­ცა თე­ი­რა­ნის სა­მე­ფო სა­სახ­ლე­ში გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სა­ხე­ლით მი­სულ ზე­მოხ­სე­ნე­ბულ ქარ­თველ­თა წი­ნა­შე, ირა­ნის შა­ჰინ­შაჰ­მა მო­წი­წე­ბის ნიშ­ნად მუხ­ლი მო­ი­ყა­რა.

იხილეთ ფოტოგალერეა: "ბელადის ანგელოზები"

ნი­კო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი
ჟურნალი "ისტორიანი",#4
Dato
27 ნოემბერი 2017 03:50
Es kaci iho imperiiß kaci da saerto
დათო
17 ნოემბერი 2017 13:07
ფუი შეგირცხვეთ ქართველობა სტალინის მძაგებლებო
სტალინი, რომ სომეხი ყოფილიყო მას სომხები გააღმერთებდნენ ჩვენ, ჩვენ კი .
დიდება დიდ ბელადსა და ფაშიზმის მონობისგან კაცობრიობის მხსნელს, ღმერთს ვთხოვ შეუნდოს თუკი რაიმე ცოდვა ჩაუდენია და მისი სული ნათელში ამყოფოს ღმერთმა
ვაჟას!
17 ნოემბერი 2017 13:00
სტალინი გენერალ სინუსი კი არ იყო, არამედ გენერალ კოსინუსი.მაგალითად ჩერჩილი გენერალ ტანგესი იყო, ხოლო რუზველტი გენერალ კოტანგესი.

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?