ლა­ზეთ­ში უბ­რა­ლო ხალხს "ან­სა­ნე­რე­ბის" იმე­დი ჰქონ­და... - თავზე ხელაღებული მებრძოლების ისტორია
17-09-2017
ლა­ზეთ­ში უბ­რა­ლო ხალხს "ან­სა­ნე­რე­ბის" იმე­დი ჰქონ­და... - თავზე ხელაღებული მებრძოლების ისტორია
სა­ქარ­თვე­ლო­ში 1905-1907 წლე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი გა­მოს­ვლე­ბის ჩახ­შო­ბი­სა და წმინ­და ილია მარ­თლის (ჭავ­ჭა­ვა­ძის) მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მომ­ხრე­ე­ბის (რო­გორც მა­შინ უწო­დებ­დნენ - "სა­მოს­ტო­ი­ნი­კე­ბის") დი­დი ნა­წი­ლი ჟან­დარ­მე­რი­ამ და "ოხ­რან­კამ" ერ­თი­მე­ო­რის მი­ყო­ლე­ბით გა­ა­ნად­გუ­რა; გა­დარ­ჩე­ნი­ლებ­მა თავს საზღ­ვარ­გა­რეთ გაქ­ცე­ვით უშ­ვე­ლეს.
ყო­ფილ მე­ამ­ბო­ხე­თათ­ვის სა­უ­კე­თე­სო თავ­შე­საფ­რად იმ­ხა­ნად ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რი­ის ტრა­პი­ზო­ნის ვი­ლა­ი­ე­თის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­მა­ვა­ლი ლა­ზის­ტა­ნის სან­ჯა­ყი ანუ ის­ტო­რი­უ­ლი ლა­ზე­თი იქ­ცა; ბევ­რი ქარ­თვე­ლი დამ­კვიდ­რდა ასე­ვე ქა­ლაქ ტრა­პი­ზონ­შიც.

პირველი მსოფ­ლიო ომის და­საწყ­ის­ში, გერ­მა­ნი­ი­სა და ავ­სტრი­ა­-უნ­გრე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის მეს­ვე­უ­რებ­მა რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის "შიგ­ნი­დან დან­გრე­ვის" მრა­ვალ­პრო­ფი­ლი­ა­ნი
გეგ­მა შე­ი­მუ­შა­ვეს, რომ­ლის აღ­სრუ­ლე­ბა­შიც გა­დამ­წყვე­ტი რო­ლი იმ­პე­რი­ის უღელ­ქვეშ მყოფ არა­რუს ხალ­ხებს უნ­და ეთა­მა­შათ. 1914 წელს გერ­მა­ნი­ა­ში ქარ­თველ­მა ემიგ­რან­ტებ­მა "სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის კო­მი­ტე­ტი" და­ა­არ­სეს.

იმავ­დრო­უ­ლად, 1914 წლის 2 აგ­ვის­ტოს გერ­მა­ნი­ამ და ოს­მა­ლეთ­მა სა­მო­კავ­ში­რეო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა და­დეს, რომ­ლის ძა­ლი­თაც ოს­მა­ლუ­რი არ­მია და ფლო­ტი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ბერ­ლი­ნის ხელ­ში მო­ექ­ცა. გერ­მა­ნი­ას­თან ამ
ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის და­დე­ბა ოს­მა­ლე­თის სულ­თანს, მეჰ­მედ V რე­შადს პრო­გერ­მა­ნუ­ლად გან­წყო­ბილ­მა სამ­ხედ­რო მი­ნის­ტრმა, ის­მა­ილ ენ­ვერ­-ფა­შამ აი­ძუ­ლა, რო­მე­ლიც იმ­ხა­ნად ორ სხვა ფა­შას­თან ერ­თად (აჰ­მედ ჯე­მა­ლი და მეჰ­მედ თა­ლა­ა­თი) მთე­ლი ოს­მა­ლე­თის ფაქ­ტობ­რი­ვი მმარ­თვე­ლი იყო. "სა­მი ფა­შას რე­ჟი­მის" წყა­ლო­ბით, 1914 წლის 10 აგ­ვის­ტოს სტრა­ტე­გი­უ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვან ბოს­ფო­რი­სა და დარ­და­ნე­ლის სრუ­ტე­ებ­ში ორი გერ­მა­ნუ­ლი კრე­ი­სე­რი - "გე­ბე­ნი" და "ბრეს­ლა­უ" შე­ვი­და; 29 ოქ­ტომ­ბერს კი ოს­მა­ლეთ­მა ან­ტან­ტის ქვეყ­ნებს უკ­ვე ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­უცხ­ა­და ჯი­ჰა­დი.

ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნი ოსმალეთში
სწო­რედ ამ დროს სტამ­ბოლ­ში "სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის კო­მი­ტე­ტის" სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, სო­ცი­ა­ლის­ტ-ფე­დე­რა­ლის­ტი ლეო კე­რე­სე­ლი­ძე ჩა­ვი­და, რო­მელ­მაც ოს­მა­ლე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის თა­ო­ბა­ზე სამ ფა­შას­თან სა­ი­დუმ­ლო მო­ლა­პა­რა­კე­ბა გა­მარ­თა. "და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის კო­მი­ტე­ტის" მეს­ვე­ურ­თა აზ­რით, ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნი პირ­ველ ეტაპ­ზე ემიგ­რან­ტი და ოს­მა­ლე­თის ქვე­შევ­რდო­მი ქარ­თვე­ლე­ბის­გან უნ­და შემ­დგა­რი­ყო, მე­რე კი მათ სამ­ხედ­რო ტყვე­ე­ბიც მი­ე­მა­ტე­ბოდ­ნენ.

სამ­ხედ­რო მი­ნის­ტრმა და ოს­მა­ლე­თის არ­მი­ის მთა­ვარ­სარ­დლის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა ენ­ვერ­-ფა­შამ მა­ლე ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის თა­ო­ბა­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რი ბრძა­ნე­ბა გა­მოს­ცა, რომელსაც 11-პუნ­ქტი­ა­ნი ინ­სტრუქ­ცი­აც ერ­თვო­და. იგი გან­საზღ­ვრავ­და ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის მთა­ვარ გან­მას­ხვა­ვე­ბელ ნიშ­ნებს - ფორ­მას, დრო­შა­სა და წეს­დე­ბას. სა­ინ­ტე­რე­სო­ა, რომ ლე­გი­ო­ნის ოფი­ცი­ა­ლურ შტან­დარ­ტად დამ­ტკიც­და ორ­ფე­რო­ვა­ნი (წი­თელ­-შა­ვი) ალა­მი, რო­მე­ლიც ოს­მა­ლე­თის სა­ხელ­მწი­ფო დრო­შას­თან ერ­თად უნ­და ეტა­რე­ბი­ნათ. ფორ­მა კი ოს­მა­ლუ­რი ყა­ი­დი­სა იყო, თუმ­ცა მის­გან ოდ­ნავ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი. ლე­გი­ონ­ში ოფი­ცი­ა­ლურ ენად, რა­საკ­ვირ­ვე­ლი­ა, ქარ­თუ­ლი გა­მოცხ­ად­და.

ამას­თან, რო­ცა დღის წეს­რიგ­ში ლე­გი­ო­ნის პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბის სა­კითხი დად­გა, ლეო კე­რე­სე­ლი­ძემ და მის­მა ძმამ - ნეს­ტორ­მა იმე­დი­ა­ნი მზე­რა ლა­ზის­ტა­ნის სან­ჯაყს (ტრა­პი­ზო­ნის ვი­ლა­ი­ე­თის ნა­წი­ლი, შედ­გე­ბო­და ათი­ნი­სა და ხო­ფის მაზ­რე­ბის­გან) მი­აპყ­რეს. სან­ჯა­ყის მო­სახ­ლე­ო­ბას მჭიდ­რო კავ­ში­რი ჰქონ­და რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის ქუ­თა­ი­სის გუ­ბერ­ნი­ას­თან, სა­დაც ლა­ზე­ბი სა­მუ­შა­ოდ და სა­ვაჭ­როდ ხში­რად დადიოდნენ.

გარ­და ამი­სა, ლა­ზის­ტან­ში ქუ­თა­ი­სი­სა და თბი­ლი­სის გუ­ბერ­ნი­ებ­ში გა­მო­მა­ვა­ლი ქარ­თუ­ლი ჟურ­ნალ­-გა­ზე­თე­ბიც აღ­წევ­და და სა­გან­გე­ბოდ მუს­ლი­მან­თათ­ვის გა­მო­ცე­მუ­ლი "დე­და ენაც" ვრცელ­დე­ბო­და; იქ ქარ­თულ რე­ვო­ლუ­ცი­ურ პარ­ტი­ებ­საც უამ­რა­ვი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი და მო­კავ­ში­რე ჰყავ­და და ძმებ კე­რე­სე­ლი­ძე­ებ­საც სწო­რედ მა­თი იმე­დი ჰქონ­დათ.

1915 წლის და­საწყ­ის­ში, "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნი", რომ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­შიც სულ 600-მდე ჯა­რის­კა­ცი (ძი­რი­თა­დად - ემიგ­რან­ტე­ბი) ირიცხ­ე­ბო­და, ტრა­პი­ზო­ნის ვი­ლა­ი­ე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­და­იყ­ვა­ნეს. ლე­გი­ონს ამ დრო­ი­სათ­ვის უკ­ვე გა­აჩ­ნდა საბ­რძო­ლო გა­მოც­დი­ლე­ბა - 1914 წლის 9-12 დე­კემ­ბერს ოს­მა­ლუ­რი არ­მი­ის მე-7 და მე-8 პოლ­კე­ბის მხარ­დამ­ხარ არ­ტა­ა­ნის აღე­ბის ოპე­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ქარ­თველ­მა ლე­გი­ო­ნე­რებ­მა, გერ­მა­ნელ პოლ­კოვ­ნიკ შტან­კეს მე­თა­უ­რო­ბით, თა­ვიც ისა­ხე­ლეს, თუმ­ცა რუ­სე­ბის კონ­ტრშე­ტე­ვის შემ­დეგ უკან და­ი­ხი­ეს. სწო­რედ მა­შინ მი­ი­ღეს სტამ­ბოლ­ში ქარ­თველ­თა ტრა­პი­ზონ­ში გა­დაყ­ვა­ნის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა.

ტრა­პი­ზო­ნის ვი­ლა­ი­ე­თის ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბის მე­თა­უ­რი იმ­ხა­ნად აჭა­რე­ლი მუ­ჰა­ჯი­რე­ბის შთა­მო­მა­ვა­ლი, აჰ­მედ ავ­ნი-­ფა­შა (ლორ­თქი­ფა­ნი­ძე) იყო. ლე­გი­ო­ნის სარ­დალ­მა, გე­ნე­რალ­მა ლეო კე­რე­სე­ლი­ძემ მი­სი დახ­მა­რე­ბით ფრონ­ტის­პი­რა ზო­ნად ქცე­ულ ლა­ზეთ­ში შე­აღ­წია და ძველ ნაც­ნობს - 1905-1907 წლე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი გა­მოს­ვლე­ბის ერ­თ-ერთ აქ­ტი­ურ მო­ნა­წი­ლეს, სო­ფელ ლი­მა­ნის მკვიდრ რა­სიმ კოსტ-ოღ­ლის შეხ­ვდა. მას 1905 წლის დე­კემ­ბერ­ში, სო­ჭის ამ­ბო­ხე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის რუ­სუ­ლი ჟან­დარ­მე­რია და "ოხ­რან­კა" წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით ეძებ­და, ხო­ლო ოს­მალ­მა ჟან­დარ­მებ­მა მი­სი თა­ვი 20 ათას ოს­მა­ლურ ლი­რად შე­ა­ფა­სეს.

რამ­დე­ნი­მე დღე­ში, ტრა­პი­ზონ­ში დაბ­რუ­ნე­ბულ ლეო კე­რე­სე­ლი­ძეს ლაზ ფი­რალ­თა მთე­ლი "დე­ლე­გა­ცი­ა" ეწ­ვი­ა, რო­მელ­საც რა­სიმ კოს­ტ-ოღ­ლი და მუს­ტა­ვა ფი­რა­ღა­-ოღ­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ. ფი­რა­ლებ­მა ლე­გი­ონ­ში შე­მოს­ვლის სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვეს, მაგ­რამ მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ლა­ზე­თის და­ტო­ვე­ბა არ მო­უ­წევ­დათ: "ოს­მა­ლურ ჯარ­ში სამ­სა­ხუ­რი რომ არ გვინ­დო­და, ფი­რა­ლე­ბი იმი­ტომ გავ­ხდით... ფორ­მას არ ჩა­ვიც­ვამთ, სხვაგ­ვა­რად კი ჩვე­ნი თა­ვი გე­ნაც­ვა­ლოთ!.." - უთხ­რა მუს­ტა­ვა ფი­რა­ღა­-ოღ­ლიმ ლეო კე­რე­სე­ლი­ძეს, რო­მელ­საც ამ სიტყ­ვე­ბზე თავ­ში ბრწყინ­ვა­ლე იდეა მო­უ­ვი­და - "სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის კო­მი­ტე­ტის" ფი­ლი­ა­ლი უშუ­ა­ლოდ ლა­ზის­ტა­ნის სან­ჯა­ყის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ე­არ­სე­ბი­ნა და ლა­ზი ფი­რა­ლე­ბი მის­თვის და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ნა, რო­გორც ე.წ. "აქ­ცი­ო­ნე­რე­ბი" ანუ ტე­რო­რის­ტულ აქ­ტთა მომ­წყო­ბე­ბი.
გა­დაწყ­და, რომ რამ­დე­ნი­მე დღე­ში ლე­გი­ო­ნის მთა­ვა­რი შტა­ბის მეს­ვე­უ­რე­ბი ლა­ზეთ­ში თა­ვად­ვე ჩა­ვი­დოდ­ნენ.

"სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ლა­ზე­თის კო­მი­ტე­ტი"
აჰ­მედ ავ­ნი-­ფა­შამ ფი­ლი­ა­ლის და­არ­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი ფორ­მა­ლო­ბე­ბი მარ­თლაც მა­ლე მო­აგ­ვა­რა, რად­გან პა­რა­ლე­ლუ­რად, ლეო კე­რე­სე­ლი­ძემ საქ­მის კურ­სში ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რი­ა­ში გერ­მა­ნუ­ლი სარ­დლო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბაც ჩა­ა­ყე­ნა. ლა­ზის­ტა­ნის სან­ჯა­ყის ყვე­ლა ის მკვიდ­რი, რო­მე­ლიც ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ან კრი­მი­ნა­ლუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის გა­მო იძებ­ნე­ბო­და და "და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის კო­მი­ტე­ტის" წევ­რო­ბა სურ­და, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა თა­ლა­ათ­-ფა­შამ შე­იწყ­ა­ლა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ტრა­პი­ზო­ნის იმ­ჟა­მინ­დე­ლი ვა­ლი (გუ­ბერ­ნა­ტო­რი), ჯე­მალ აზ­მი-­ბეი ამის კა­ტე­გო­რი­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გი იყო. ფი­რალ­თა შეწყ­ა­ლე­ბა არც თა­ვად თა­ლა­ათ­-ფა­შას სი­ა­მოვ­ნებ­და, მაგ­რამ გერ­მა­ნელ­თა წი­ნა­აღ­მდეგ წას­ვლა არ შე­ეძ­ლო.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვი­ა, რომ თით­ქმის ყვე­ლა ის ფი­რა­ლი, რო­მე­ლიც ლეო კე­რე­სე­ლი­ძე­სა და მის ლე­გი­ონს და­უ­კავ­შირ­და, 1907-1908 წლებ­ში "ა­ხალ­გაზ­რდა თურ­ქთა" რე­ვო­ლუ­ცი­ა­ში მე­ტად აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და; იმ­ხა­ნად ტრა­პი­ზონ­ში ავ­სტრი­ე­ლი ფო­ტოგ­რა­ფი, ვინ­მე ჰა­ინ­რიხ კრეჩ­მა­რი მუ­შა­ობ­და. მას ფი­რალ­თა ტი­პა­ჟე­ბი ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა და მა­თი სუ­რა­თე­ბით ღია ბა­რა­თე­ბის მთე­ლი სე­რია შექ­მნა, სა­თა­უ­რით შო­უ­ვე­ნირ დე თრე­ბი­ზონ­დე ("სახ­სო­ვა­რი ტრა­პი­ზო­ნი­დან"), რო­მე­ლიც იმ­დრო­ინ­დელ ევ­რო­პა­ში პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და. სა­ინ­ტე­რე­სო­ა, რომ ამ სე­რი­ის ბა­რა­თე­ბი პირველი მსოფ­ლიო ომის პე­რი­ოდ­შიც რამ­დენ­ჯერ­მე გა­მო­ი­ცა.

ამ­გვა­რად, 1915 წლის იან­ვარ­ში, რო­ცა რუ­სე­ბი დღე-დღე­ზე ლა­ზის­ტა­ნის სან­ჯაყ­ში შე­მოჭ­რას გეგ­მავ­დნენ, ლა­ზე­თის ვი­წეს თე­მის სო­ფელ აბუ­ნო­ღა­ში "სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ლა­ზე­თის კო­მი­ტე­ტი" და­არ­სდა. მის ხელ­მძღვა­ნე­ლად ფი­რა­ლებ­მა ყო­ფი­ლი ტე­რო­რის­ტი, 1905-1907 წლე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე, ოზურ­გე­თე­ლი ბე­სო ჭყო­ნია აირ­ჩი­ეს, რო­მე­ლიც 1908 წლი­დან თავს ლა­ზის­ტა­ნის სან­ჯაყს აფა­რებ­და და ვი­წე­ში ცხოვ­რობ­და.

იგი ხე­ლო­ბით მჭე­დე­ლი იყო და ლა­ზე­ბი "უს­ტა ბე­სოს" ("ოს­ტატ ბე­სოს") ეძახ­დნენ. მე­თა­უ­რის მო­ად­გი­ლე­ე­ბი იყ­ვნენ ვი­წე­ლი მე­სუდ ფე­ი­ლე­ვან­-ოღ­ლი, ხო­ფე­ლი შე­ფიკ­-ა­ღა კლარ­ჯი­-ოღ­ლი, არ­ქა­ბე­ლი მე­მეტ თი­ბუკ­-ოღ­ლი და ათი­ნე­ლი მუს­ტა­ვა ჯუ­ვეწ­-ოღ­ლი; ასე­ვე, უკ­ვე ნახ­სე­ნე­ბი რა­სიმ კოს­ტ-ოღ­ლიც - მას "რუ­სე­თის ლა­ზის­ტა­ნი" (სარ­ფი, მაკ­რი­ა­ლი, ლი­მა­ნი და ჩხა­ლის ხე­ო­ბა) ება­რა.

სწო­რედ კო­მი­ტე­ტის და­არ­სე­ბის დღი­დან და­იწყო ლა­ზეთ­ში ე.წ. "ან­სა­ნე­რო­ბის" ეპო­ქა - ლა­ზებ­მა სიტყ­ვა "აქ­ცი­ო­ნე­რი" (რაც მა­შინ "დი­ვერ­სან­ტის" სი­ნო­ნი­მი იყო) თა­ვი­სე­ბუ­რად გა­და­ა­კე­თეს და წარ­მოთ­ქვეს, რო­გორც "ან­სა­ნე­რი". ლა­ზუ­რად თავ­ზე ხე­ლა­ღე­ბულ, მაგ­რამ სა­მარ­თლი­ან კაცს დღე­საც ასე ეძა­ხი­ან. იმ­ხა­ნად ყვე­ლა, ვი­საც ია­რა­ღის ხელ­ში ჭე­რა შე­ეძ­ლო, "ან­სა­ნე­რი" იყო და ამით ძა­ლი­ან ამა­ყობ­და. ბე­სო ჭყო­ნი­ამ, რო­მელ­მაც "გუ­რი­ის რეს­პუბ­ლი­კის" პე­რი­ოდ­ში უდი­დე­სი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ი­ღო, მოკ­ლე ხან­ში კო­მი­ტე­ტი გავ­ლე­ნი­ან ძა­ლად აქ­ცი­ა. ლა­ზის­ტა­ნის სან­ჯაყ­ში, სა­დაც ოს­მა­ლუ­რი არ­მი­ის პო­ზი­ცი­ე­ბი მა­ინ­ცდა­მა­ინც ძლი­ე­რი არ იყო, უბ­რა­ლო ხალხს სწო­რედ "ან­სა­ნე­რე­ბის" იმე­დი ჰქონ­და.

1915 წლის თე­ბერ­ვლის და­საწყ­ის­ში, რუ­სულ­მა არ­მი­ამ ბა­თუ­მის ოლ­ქში შე­მოჭ­რილ ოს­მა­ლებს უკან და­ა­ხე­ვი­ნა და სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბა უშუ­ა­ლოდ ლა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­და­ი­ტა­ნა, სა­დაც მათ სწო­რედ "ან­სა­ნე­რე­ბი" და­უ­პი­რის­პირ­დნენ, რად­გან ოს­მა­ლურ­მა არ­მი­ამ პირ­ვე­ლი­ვე შე­მო­ტე­ვის შე­დე­გად უწეს­რი­გოდ და­იწყო უკან და­ხე­ვა. ტრა­პი­ზო­ნი­დან ლა­ზის­ტა­ნის სან­ჯა­ყის და­სა­ცა­ვად მეტყ­ვი­ამ­ფრქვე­ვე­თა სამ­თო ასე­უ­ლი გა­იგ­ზავ­ნა, რო­მელ­საც სერ­გო ლა­ბა­ძე მე­თა­უ­რობ­და.

ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან ერ­თად, ასე­ულ­მა რუ­სულ არ­მი­ას მედ­გა­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წი­ა; ამი­ტო­მაც, ლა­ზის­ტა­ნის ფრონ­ტზე რუ­სებ­მა სი­სას­ტი­კი­თა და შო­ვი­ნიზ­მით სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლი გე­ნე­რა­ლი ვლა­დი­მირ ლი­ა­ხო­ვი მი­ავ­ლი­ნეს. მან რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ფლო­ტის მხარ­და­ჭე­რით, ხო­ფა-­პი­რო­ნი­თის რა­ი­ონ­ში ლე­გი­ო­ნერ­თა კორ­დონ­თა გარ­ღვე­ვა სცა­და, მაგ­რამ ვე­ღარ მო­ა­ხერ­ხა და უკუ­იქ­ცა.

1915 წლის გა­ზაფ­ხულ­ზე ლა­ზე­თის კო­მი­ტეტ­მა მტრის ზურ­გში - ბა­თუ­მის ოლ­ქში "ან­სა­ნე­რე­ბის" ათ­კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი შე­აგ­ზავ­ნა, რო­მელ­საც რა­სიმ კოს­ტ-ოღ­ლი და მუს­ტა­ვა ფი­რა­ღა­-ოღ­ლი მე­თა­უ­რობ­დნენ. "ან­სა­ნე­რებს" ლა­ზის­ტა­ნის სან­ჯა­ყის მო­საზღ­ვრე მურ­ღუ­ლის ხე­ო­ბა­ში ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის აჯან­ყე­ბა ევა­ლე­ბო­დათ, რაც ბრწყინ­ვა­ლედ შე­ას­რუ­ლეს - აპ­რილ­-მა­ის­ში, რო­ცა გე­ნე­რა­ლი ლი­ა­ხო­ვი ლა­ზის­ტა­ნის სან­ჯა­ყის მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­ტე­ვის წა­მოწყ­ე­ბას გეგ­მავ­და, ბა­თუ­მის ოლ­ქის მურ­ღუ­ლი­სა და ჩხა­ლის სა­ბო­ქა­უ­ლო­ებ­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლად ან­ტი­რუ­სუ­ლი გა­მოს­ვლე­ბი და­იწყ­ო: "ან­სა­ნერ­თა" თა­ოს­ნო­ბით იქი­დან რუ­სუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მო­ხე­ლე­ე­ბი გა­ა­ძე­ვეს ან და­სა­ჯეს და, ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის წი­თელ­-შა­ვი დრო­შაც აღ­მარ­თეს.

გე­ნე­რალ­მა ლი­ა­ხოვ­მა ლა­ზის­ტა­ნის სან­ჯა­ყის ნაც­ვლად, მურ­ღუ­ლი­სა და ჩხა­ლის ხე­ო­ბებ­ში დამ­სჯე­ლი ექ­სპე­დი­ცია მო­აწყ­ო. ამან ოს­მა­ლებს სუ­ლის მოთ­ქმი­სა და ლა­ზის­ტა­ნის ფრონ­ტზე და­მა­ტე­ბი­თი ძა­ლე­ბის გად­მოს­რო­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცა; აჰ­მედ ავ­ნი-­ფა­შა ამის შემ­დეგ მურ­ღუ­ლის ხე­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­ტე­ვა­საც გეგ­მავ­და, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც სტამ­ბო­ლი­დან ამის ნე­ბა არ დარ­თეს - ენ­ვერ­-ფა­შას ტრა­პი­ზო­ნის გა­მაგ­რე­ბა უფ­რო აინ­ტე­რე­სებ­და, ვიდ­რე ბა­თუ­მის ოლ­ქში აჯან­ყე­ბუ­ლი ლა­ზე­ბის მხარ­და­ჭე­რა. არა­და, აჰ­მედ ავ­ნი-­ფა­შას მა­შინ რომ შე­ტე­ვა წა­მო­ეწყ­ო, რუ­სე­ბი ნამ­დვი­ლად კრი­ზი­სულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ჩა­ცვივ­დე­ბოდ­ნენ და ოს­მა­ლურ არ­მი­ას თბი­ლი­სის ასა­ღე­ბად გზა ხსნი­ლი ექ­ნე­ბო­და.


გე­ნე­რალ ლი­ა­ხო­ვი­დან და­ვით კლდი­აშ­ვი­ლამ­დე
ბა­თუ­მის ოლ­ქში აჯან­ყე­ბუ­ლე­ბი, ფაქ­ტობ­რი­ვად, მი­ტო­ვე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდნენ და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა მხო­ლოდ თვე-­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში შეძ­ლეს. გე­ნე­რალ ლი­ა­ხო­ვის კა­ზა­კებ­მა მურ­ღულ­სა და ჩხა­ლა­ში ჯო­ჯო­ხე­თი და­ატ­რი­ა­ლეს - 1915 წლის აგ­ვის­ტო-სექ­ტემ­ბერ­ში მათ იქ 15 ათა­სამ­დე მშვი­დო­ბი­ა­ნი მცხოვ­რე­ბი გაჟ­ლი­ტეს, და­ნარ­ჩე­ნე­ბი კი აიძუ­ლეს, მა­მა­პა­პე­უ­ლი საცხ­ოვ­რი­სი­დან აყ­რი­ლიყ­ვნენ და ოს­მა­ლეთ­ში მუ­ჰა­ჯი­რად წა­სუ­ლიყ­ვნენ. "ან­სა­ნერ­თა" ათე­უ­ლი­დან ცოცხ­ლად მხო­ლოდ სა­მი კა­ცი გა­დარ­ჩა - რა­სიმ კოს­ტ-ოღ­ლი და ტყუ­პი ძმა ფო­რი­აზ­-ოღ­ლი, რო­მელ­თაც შუ­რის სა­ძი­ებ­ლად გე­ნე­რალ ლი­ა­ხო­ვის მოკ­ვლა გა­დაწყ­ვი­ტეს.

1915 წლის სექ­ტემ­ბრის ბო­ლოს, მურ­ღუ­ლის ხე­ო­ბის სო­ფელ ის­ქე­ბი­დან, სა­დაც მა­შინ რუ­სუ­ლი არ­მი­ის მთა­ვა­რი ბა­ზა მო­ეწყ­ოთ, ლი­ა­ხო­ვი კა­ზაკ­თა ოცე­ულ­თან ერ­თად ბა­თუ­მის­კენ მი­ემ­გზავ­რე­ბო­და. სო­ფელ ქუ­რას­თან, გზის­პი­რა კლდო­ვან­ში ჩა­საფ­რე­ბულ­მა რა­სიმ კოსტ-ოღ­ლიმ გე­ნერ­ლის ეს­კორტს ზე­მო­დან ბომ­ბე­ბი და­უ­ში­ნა. კა­ზა­კე­ბი აი­რივ­ნენ და სა­ნამ რა­ი­მეს მო­ა­ხერ­ხებ­დნენ, მო­პირ­და­პი­რე მხრი­დან სუ­ლე­ი­მან ფო­რი­აზ­-ოღ­ლიმ გე­ნე­რალს დამ­ბა­ჩით ორ­ჯერ ეს­რო­ლა. ლი­ა­ხო­ვი მხო­ლოდ მსუ­ბუ­ქად და­იჭ­რა. ამ დროს კა­ზა­კებ­მა საბ­რძო­ლო პო­ზი­ცი­ე­ბი და­ი­კა­ვეს და ფი­რა­ლებს ცეცხ­ლი გა­უხ­სნეს, თუმ­ცა მათ მი­მალ­ვა მო­ას­წრეს. იმა­ვე ღა­მით სა­მი­ვემ ლა­ზის­ტა­ნის სან­ჯა­ყის საზღ­ვა­რი გა­დაკ­ვე­თა და ვი­წე­ში მყოფ თა­ნა­მებ­რძო­ლებს შე­უ­ერ­თდა.

მე­ო­რე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ტე­რაქ­ტი "ან­სა­ნე­რებ­მა" 1917 წლის 10 ივ­ლისს, რუს­თა მი­ერ ოკუ­პი­რე­ბულ რი­ზე­ში მო­აწყ­ვეს. იმ­ხა­ნად ლა­ზე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის დი­დი ნა­წი­ლი ში­და ოს­მა­ლეთ­ში გა­დახ­ვე­წი­ლი­ყო, რაც რუ­სუ­ლი აგენ­ტუ­რის მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბის ლო­გი­კუ­რი შე­დე­გი გახ­ლდათ - ჯერ კი­დევ 1916 წელს, რო­დე­საც გე­ნე­რალ ლი­ა­ხო­ვის ნა­წი­ლე­ბი ტრა­პი­ზო­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­ტე­ვას ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ, რუს­თა მოს­ყი­დუ­ლი მო­ლე­ბი ლა­ზებს უკი­ჟი­ნებ­დნენ, რომ "გი­ა­უ­რე­ბი" ყვე­ლა მუს­ლი­მანს, ვინც არ გა­იქ­ცე­ო­და, ძა­ლით მო­ნათ­ლავ­დნენ.

ამას თან ლი­ა­ხო­ვის ზღვარ­გა­და­სუ­ლი სი­სას­ტი­კეც ერ­თვო­და, რომ­ლის შემ­ხედ­ვა­რე ლა­ზე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა, ბუ­ნებ­რი­ვი­ა, და­შინ­და და ლა­ზე­თის და­ტო­ვე­ბა და­იწყ­ო. რუს­თა მი­ზა­ნიც სწო­რედ ეს იყო - სანქტ-პე­ტერ­ბურ­გში იმ­ხა­ნად სე­რი­ო­ზუ­ლად გა­ნი­ხი­ლავ­დნენ ტრა­პი­ზო­ნის ყო­ფი­ლი ვი­ლა­ი­ე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე პონ­ტო­ურ­-ბერ­ძნუ­ლი, ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს შექ­მნის იდე­ას, ლა­ზის­ტა­ნის სან­ჯა­ყის მაჰ­მა­დი­ა­ნე­ბი კი "ბა­ლას­ტად" მი­აჩ­ნდათ.

(გაგ­რძე­ლე­ბა იქ­ნე­ბა)

მი­ხე­ილ ლა­ბა­ძე
ჟურნალი "ისტორიანი",#4

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, აქვს თუ არა ადგილი ხელისუფლების მხრიდან ბიზნესზე ზეწოლას  დღეს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა ადგილი ხელისუფლების მხრიდან ბიზნესზე ზეწოლას დღეს საქართველოში?
თვის კითხვადი სტატიები