ებრაელ დევნილთა გემი საბჭოთა ხომალდს ჩაუძირავს
03-10-2017
ებრაელ დევნილთა გემი საბჭოთა ხომალდს ჩაუძირავს
რუ­მი­ნელ­მა და ჰო­ლან­დი­ელ­მა მყვინ­თა­ვებ­მა შა­ვი ზღვის ფსკერ­ზე წყალ­ქვე­შა ხო­მალდს მი­აკ­ვლი­ეს.

68 წლის წინ ჩა­ძი­რუ­ლი საბ­ჭო­თა წარ­მო­ე­ბის წყალ­ქვე­შა ნა­ვი S-213 ოცი ­მეტ­რის სიღ­რმე­ზე, პორტ კონ­სტან­ცის სი­ახ­ლო­ვეს ამ ორი წლის წინ აღ­მო­ა­ჩი­ნეს, თუმ­ცა იმის გარ­კვე­ვა, თუ ვის ეკუთ­ვნო­და იგი, მხო­ლოდ ახ­ლა­ხან მო­ხერ­ხდა.
მყვინ­თა­ვებ­მა საქ­მის კურ­სში ჩა­ა­ყე­ნეს რუ­მი­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო და რუ­სე­თის სა­ელ­ჩო ბუ­ქა­რეს­ტში. თუმ­ცა პა­სუ­ხი ვერ მი­იღეს.

– წყალ­ქვე­შა ხო­მალ­დი ლა­მით, თევ­ზსა­ჭე­რი ბა­დე­ე­ბითა და ნი­ჟა­რე­ბით იყო და­ფა­რუ­ლი. ჩვენ არა­ერ­თხელ ჩა­ვეშ­ვით კორ­პუ­სის
გა­საწ­მენ­დად. მას შემ­დეგ, რაც მი­სი ნა­წი­ლი გავ­წმინ­დეთ, გა­მოჩ­ნდა რამ­დე­ნი­მე დე­ტა­ლი, რო­მელ­მაც სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვცა გან­გვე­საზღ­ვრა, თუ რას წარ­მო­ად­გენ­და იგი, – გან­მარ­ტავს მყვინ­თა­ვი ჰა­რი ბა­კე­რი.

მკვლე­ვარ­თა ვა­რა­უ­დით, ეს სწო­რედ ის წყალ­ქვე­შა ნა­ვი­ა, რო­მელ­მაც 1942 წლის თე­ბერ­ვალ­ში ბულ­გა­რუ­ლი გე­მი `სტრუ­მა~ ჩა­ძი­რა, რომ­ლის ბორ­ტზეც ებ­რა­ე­ლი დევ­ნი­ლე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. ისი­ნი ცდი­ლობ­დნენ
გა­და­სუ­ლიყ­ვნენ პა­ლეს­ტი­ნა­ში, რო­მე­ლიც იმ­ჟა­მად ბრი­ტა­ნე­თის მმარ­თვე­ლო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და. ბრი­ტა­ნეთს პა­ლეს­ტი­ნა­ში მა­თი შეშ­ვე­ბა არ სურ­და. ან­კა­რა კი გემს ნა­პირ­თან არ უშ­ვებ­და, რომ დევ­ნი­ლე­ბი თურ­ქეთ­ში არ დარ­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ.

ვიდ­რე თურ­ქე­თი­სა და ბრი­ტა­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბე­ბი დევ­ნილ­თა ბედ­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბებს მარ­თავ­დნენ, `სტრუ­მა~ შავ ზღვა­ში მყოფ­მა საბ­ჭო­თა წყალ­ქვე­შა ხო­მალ­დმა S-213-მა ჩა­ძი­რა. 768 მგზავ­რი­დან გა­დარ­ჩე­ნა მხო­ლოდ ერ­თმა მო­ა­ხერ­ხა.

EURONEWS
ჟურნალი "ისტორიანი",#5
jorj
02 მარტი 2018 01:28
ოცი მეტრი წერია და ეს შემთხვევა ნამდვილად მოხდა
leri
16 ოქტომბერი 2017 16:06
ერთი მტკიცებულება მაინც დაგესახელებინათ დევნილების გადამყვანი გემის ჩაძირვა S-213 - მა რომ განახორციელა
მერაბი
05 ოქტომბერი 2017 08:49
ოცი კილომეტრის სიღრმეზე ნამეტარია, ახალი აღმოჩენაა გეოგრაფიაში. მიმიქარავს მარიანის ღრმული თავისი 11 კილომეტრი სიღრმით?!