"შაითან კაპიტანი"
03-10-2017
"შაითან კაპიტანი"
ქართველები სხვათა ომში...

"ვიღაცამ კარზე დააკაკუნა.
"ენტრეზ"! გასძახა მამიდა არმადარმა.
ტანმორჩილი ჩოფურა მოხუცი შემოვიდა.
თარაშ ემხვარს გაუხარდა "შეითან კაპიტანის"მოსვლა.
"ეს კაცი ყოფილი გენერალია, მსოფლიო ომის დროს მან ერთი ბატალიონით თურქეთის მთელი კორპუსი შტაბიანად შეიპყრო", – ეუბნება თარაში კაროლინას ინგლისურად, ხმადაბლა, თანაც დასძინა: მან არც კი იცის, რომელიმე სენსაციური ამერიკული გაზეთი მილიონ დოლარს არ დაიშურებდა მის მემუარებისათვის".
კონსტანტინე გამსახურდია. "მთვარის მოტაცება"


ერ­თ-ერ­თი თურ­ქუ­ლი სა­ექ­სკურ­სიო გზამ­კვლე­ვი გვამ­ცნობს: "პირ­ვე­ლად მო­გითხ­რობთ ყარ­სის შე­სა­ხებ... თუ
თქვენ შეხ­ვალთ ყა­ვა­ხა­ნა­ში, იქ მყო­ფი მო­ხუ­ცი ყარ­სე­ლი, მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი თე­ატ­რა­ლუ­რო­ბით, აუ­ცი­ლებ­ლად მო­გიყ­ვე­ბათ აჰ­მედ მუხ­თარ ფა­შას გმი­რო­ბის ან სა­რი­ყა­მიშ­თან ბრძო­ლი­სას თურ­ქი ჯა­რის­კა­ცე­ბის და­ღუპ­ვით გა­მოწ­ვე­უ­ლი ტკი­ვი­ლის შე­სა­ხებ".

მა­შა­სა­
და­მე, სა­რი­ყა­მიშ­თან გან­ცდი­ლი მარ­ცხის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი ტკი­ვი­ლი დღემ­დე აწუ­ხებთ აქა­უ­რებს, ჩა­დე­ნი­ლი გმი­რო­ბით სი­ა­მა­ყით ივ­სე­ბი­ან ქარ­თვე­ლე­ბი და რუ­სე­ბი, გერ­მა­ნე­ლე­ბი ყვე­ლა­ფერს თურ­ქთა უთავ­ბო­ლო­ბა­სა და შემ­თხვე­ვი­თო­ბას აბ­რა­ლე­ბენ.
ჩვენ არ შე­ვუდ­გე­ბით ამ ტრა­გი­კუ­ლი დღე­ე­ბის ყვე­ლა პე­რი­პე­ტი­ის აღ­წე­რას, მხო­ლოდ ქარ­თველ სამ­ხედ­რო­თა მა­მა­ცო­ბა­ზე ვი­სა­უბ­რებთ. ვფიქ­რობთ, მა­თი წვლი­ლი მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ღირ­სია ცალ­კე გან­ხილ­ვი­სა.

1914 წლის ივ­ლის­ში სა­რა­ე­ვო­ში სერ­ბი გავ­რი­ლო პრინ­ცი­პის გას­რო­ლას მსოფ­ლი­ო­ში მა­ნამ­დე არ­ნა­ხუ­ლი მღელ­ვა­რე­ბა მოჰ­ყვა. ტახ­ტის მემ­კვიდ­რის მოკ­ვლით აღ­შფო­თე­ბულ­მა ავ­სტრი­ა­-უნ­გრე­თის იმ­პე­რი­ამ 28 ივ­ლისს ომი გა­მო­უცხ­ა­და სერ­ბეთს. მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ა­ში ომის გა­მოცხ­ა­დე­ბა პირ­ვე­ლად მოხ­და ­დე­პე­შით. 5 აგ­ვის­ტოს­თვის კი ომ­ში ჩა­ე­ბა გერ­მა­ნი­ა, რუ­სე­თი, საფ­რან­გე­თი და ინ­გლი­სი. საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი ყვე­ლა­ზე ინ­ტენ­სი­უ­რად ევ­რო­პა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

მთე­ლი ზაფ­ხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში სამ­თა კავ­ში­რის წევ­რი ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რია სიმ­შვი­დეს ინარ­ჩუ­ნებ­და. იმ­დე­ნად მოჩ­ვე­ნე­ბი­თი იყო თურ­ქე­ბის მოქ­მე­დე­ბა, რომ რუ­სებ­მა კავ­კა­სი­ი­დან ჯა­რის დი­დი ნა­წი­ლი და­სავ­ლე­თის ფრონ­ტზე ავ­სტრი­ა­-უნ­გრე­თის წი­ნა­აღ­მდეგ გა­და­ის­რო­ლეს. შე­მოდ­გო­მა­ზე მო­კავ­ში­რე­თა გეგ­მე­ბი შე­იც­ვა­ლა და გერ­მა­ნე­ლებ­მა ოს­მა­ლე­თის­გან კავ­კა­სი­ა­ში ფრონ­ტის გახ­სნა მო­ითხ­ო­ვეს სას­წრა­ფოდ.
1914 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში რუ­სე­თის იმ­პე­რი­ა­სა და ოს­მა­ლეთს შო­რის მყი­ფე მშვი­დო­ბა და­ირ­ღვა და და­იწყო საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი კავ­კა­სი­ის ფრონ­ტზე. ძი­რი­თა­დი მოვ­ლე­ნე­ბი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვი­თარ­და დე­კემ­ბერ­-ი­ან­ვარ­ში.

დღის წეს­რიგ­ში დად­გა შე­ტე­ვის სა­რი­ყა­მი­შის მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვი­თა­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა. ენ­ვერ ფა­შამ გერ­მა­ნელ მრჩე­ველ­თა დახ­მა­რე­ბით და­გეგ­მა მე­ტად გა­ბე­დუ­ლი ოპე­რა­ცი­ა: თურ­ქუ­ლი მე-3 არ­მი­ის სამ სა­არ­მიო კორ­პუსს რუ­სუ­ლი ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბი უნ­და შე­ე­ბო­ჭა სა­რი­ყა­მიშ­თან (ად­გი­ლი ყარ­სსა და ბა­სი­ა­ნის რე­გი­ონს შო­რის. სა­რი­ყა­მი­შის გა­და­სას­ვლელ­ზე გა­დი­ო­და ოდით­გან­ვე ძვე­ლი სა­ვაჭ­რო გზა, რო­მე­ლიც აკავ­ში­რებ­და ყარ­სსა და არ­ზრუმს).

სა­რი­ყა­მი­შის მი­მარ­თუ­ლე­ბა შემ­თხვე­ვით არ შე­ურ­ჩე­ვი­ათ. ამ ამო­ცა­ნის წარ­მა­ტე­ბით გა­დაჭ­რის შემ­თხვე­ვა­ში იმე­დოვ­ნებ­დნენ რუ­სე­თის მი­ერ 1877-78 წლე­ბის ომის შემ­დეგ მი­ერ­თე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის (ის­ტო­რი­უ­ლი ტა­ო-­კლარ­ჯე­თი) დაბ­რუ­ნე­ბას, რე­გი­ონ­ში მცხოვ­რე­ბი მაჰ­მა­დი­ა­ნი (ძი­რი­თა­დად აჭარ­ლე­ბი­სა და ქვე­მო ქარ­თლის აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბის) მო­სახ­ლე­ო­ბის აჯან­ყე­ბას, სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის გაწ­მენ­და­სა და ბორ­ჯო­მი-­თბი­ლი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­ტე­ვას.

ამ დროს დერ­ბენ­ტის პოლ­კის მე-14 ასე­უ­ლის მე­თა­უ­რის, კა­პი­ტან ტა­რა­სი ვა­შა­კი­ძის გმი­რო­ბამ მთლი­ა­ნად შეც­ვა­ლა ბრძო­ლის ბე­დი.
ეს მოხ­და 22 დე­კემ­ბერს.

მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბის­გან ყვე­ლა (მტე­რი­ცა და მოყ­ვა­რეც) გან­ცვიფ­რე­ბუ­ლი დარ­ჩა.
გე­ნე­რა­ლი იუ­დე­ნი­ჩი იტყ­ვის: "ეს ხომ შე­უძ­ლე­ბე­ლი­ა!!!", ხო­ლო გე­ნე­რა­ლი ბერ­ხმა­ნი თა­ვის მოხ­სე­ნე­ბა­ში და­წერს: "უ­საზღ­ვროდ მო­ხა­რუ­ლი ვარ, ჩემს ხელ­ქვე­ით მყო­ფი ყვე­ლა წო­დე­ბის სამ­ხედ­როს სა­ხე­ლით მი­ვუ­ლო­ცო თქვენს მა­ღალ­კე­თილ­შო­ბი­ლე­ბას ესო­დენ დი­დი და სა­ხე­ლო­ვა­ნი გა­მარ­ჯვე­ბა".

საქ­მე ეხე­ბო­და და­რუ­ბან­დის 154-ე ქვე­ით კა­ზაკ­თა ათა­სე­უ­ლის (მე­თა­უ­რი პოლ­კოვ­ნი­კი თა­ვა­დი ნი­ჟა­რა­ძე) მე-14 ასე­უ­ლის მებ­რძო­ლე­ბი­სა და ას­მე­თა­ურ კა­პი­ტან ტა­რა­სი ვა­შა­კი­ძის მი­ერ თურ­ქე­თის III არ­მი­ის IX კორ­პუ­სის მთე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის დატყ­ვე­ვე­ბის ამ­ბავს, რის შემ­დე­გაც ამ ოპე­რა­ცი­ის ბე­დი პრაქ­ტი­კუ­ლად გა­დაწყ­და – რუ­სულ არ­მი­ებს რამ­დე­ნი­მე დღე დას­ჭირ­დათ IX და X სა­არ­მიო კორ­პუ­სე­ბის დარ­ჩე­ნი­ლი ნა­წი­ლე­ბის გა­სა­ნად­გუ­რებ­ლად.

რუ­სულ სა­ის­ტო­რიო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ამ მოვ­ლე­ნას "რუ­სულ სას­წა­ულს"უწო­დე­ბენ. სი­ნამ­დვი­ლე­ში კი უფ­რო "ქარ­თუ­ლი სას­წა­უ­ლია". შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ არა ტა­რა­სი ვა­შა­კი­ძის "ქარ­თვე­ლო­ბა", ეს ამ­ბა­ვი არც მოხ­დე­ბო­და. სა­ინ­ტე­რე­სო ის არის, რომ რო­დე­საც ენ­ვერ ფა­შას გერ­მა­ნე­ლი მრჩევ­ლე­ბი ოპე­რა­ცი­ას გეგ­მავ­დნენ, გან­სა­კუთ­რე­ბით უს­ვამ­დნენ ხაზს რუ­სუ­ლი არ­მი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის არა­ო­პე­რა­ტი­უ­ლო­ბა­სა და მო­უქ­ნე­ლო­ბას. თურ­ქუ­ლი არ­მი­ე­ბის გაწ­ვრთნი­სას სის­წრა­ფე­სა და მა­ნევ­რი­რე­ბა­ზე ამახ­ვი­ლებ­დნენ ყუ­რადღ­ე­ბას.

დე­კემ­ბრის შუა რიცხ­ვე­ბამ­დე მოვ­ლე­ნე­ბი სწო­რედ და­სა­ხუ­ლი სცე­ნა­რით ვი­თარ­დე­ბო­და. ტა­რა­სი ვა­შა­კი­ძის გმი­რო­ბის შემ­დეგ კი ყვე­ლა­ფე­რი თავ­და­ყი­რა დად­გა – თურ­ქუ­ლი არ­მია ერ­თი ხე­ლის მოს­მით გა­ნად­გურ­და. ყო­ვე­ლი­ვე ეს ისე სწრა­ფად მოხ­და, რომ რუს­მა გე­ნერ­ლებ­მა გე­ორ­გი ბერ­ხმან­მა და ნი­კა­ლაი იუ­დე­ნიჩ­მა დი­დე­ბის გვირ­გვი­ნე­ბი ვერ გა­ი­ნა­წი­ლეს: ერთს არ ჰქონ­და სარ­დლო­ბა გა­და­ბა­რე­ბუ­ლი, მე­ო­რეს კი – მი­ღე­ბუ­ლი.

ტა­რა­სი ვა­შა­კი­ძე და­ი­ბა­და 1873 წლის 8 ივ­ნისს და­ვით და ირი­ნე ვა­შა­კი­ძე­ე­ბის ოჯახ­ში ქუ­თა­ი­სის გუ­ბერ­ნი­ა­ში, ხო­ნის უბ­ნის სო­ფელ დიდ გუბ­ში. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მი­სი ოჯა­ხი საცხოვ­­რებ­ლად გა­და­ვი­და ქუ­თა­ის­ში. ტა­რა­სიმ 1891 წელს და­ამ­თავ­რა სა­ქა­ლა­ქო სას­წავ­ლე­ბე­ლი, ხო­ლო 1892 წელს თბი­ლი­სის იუნ­კერ­თა სას­წავ­ლე­ბელ­ში ჩა­ი­რიცხ­ა, რო­მე­ლიც 1895 წლის 18 აგ­ვის­ტოს და­ას­რუ­ლა და ამ დრო­ი­დან მი­სი ცხოვ­რე­ბის უმ­თავ­რეს ას­პა­რე­ზად სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი იქ­ცა.

სას­წავ­ლებ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ და­რუ­ბან­დის 154-ე ათა­სე­უ­ლის მე-14 ასე­ულ­ში გა­ამ­წე­სეს. სწო­რედ ამ ასე­ულ­ში 1895-1913 წლებ­ში გან­ვლო მან გრძე­ლი გზა პოდ­პრა­პორ­შჩი­კო­ბი­დან კა­პიტ­ნო­ბამ­დე.
...22 დე­კემ­ბერს მოვ­ლე­ნე­ბი ამ­გვა­რად გან­ვი­თარ­და: თურ­ქთა IX კორ­პუ­სის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის დატყ­ვე­ვე­ბი­სას ტა­რა­სი ვა­შა­კი­ძე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პოლ­კის უფ­როს­მა სას­ტი­კად აუკ­რძა­ლა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მა­ნევ­რი­რე­ბა, სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით მოქ­მე­დებ­და. დერ­ბენ­ტის 154-ე პოლ­კის მე­თა­უ­რის, პოლ­კოვ­ნიკ ნი­ჟა­რა­ძის მოხ­სე­ნე­ბით ბა­რათ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი­ა, რომ "წი­ნა სა­ღა­მოს, 11-12 სა­ა­თის შუ­ა­ლედ­ში კა­პი­ტა­ნი ვა­შა­კი­ძე, სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით... პრა­პორ­შჩიკ ლე­ბე­დე­ვი­სა და პოდ­პრა­პორ­შჩიკ სო­რო­კი­ნის თან­ხლე­ბით დაზ­ვერ­ვა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. დი­ლის 5 სა­ა­თამ­დე დაზ­ვე­რა და გა­მო­იკ­ვლია ტე­რი­ტო­რია მო­წი­ნა­აღ­მდე­გის კო­ცო­ნე­ბი­სა და ხმა­უ­რის მი­ხედ­ვით".

22 დე­კემ­ბერს და­ნიშ­ნუ­ლი იყო რუ­სე­ბის ერ­თი­ა­ნი შე­ტე­ვა, რო­მე­ლიც გეგ­მის მი­ხედ­ვით და­იწყო კი­დეც დღის პირ­ველ სა­ათ­ზე. კა­პი­ტან­მა ვა­შა­კი­ძემ, რო­მე­ლიც შე­ტე­ვის ოპე­რა­ტი­ულ გეგ­მას უნ­და და­მორ­ჩი­ლე­ბო­და, ვი­თა­რე­ბა­ში სწრა­ფი ორი­ენ­ტი­რე­ბის უნა­რი გა­მო­ამ­ჟღავ­ნა. მო­ცე­მულ მო­მენ­ტში მი­სი მოქ­მე­დე­ბა ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და კი­დეც სა­ერ­თო გეგ­მას, მაგ­რამ მი­ღე­ბულ­მა შე­დეგ­მა რის­კი სრუ­ლად გა­ა­მარ­თლა.

იე­რი­შის დროს ვა­შა­კი­ძემ ასე­უ­ლი წი­ნა ღა­მით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი დაზ­ვერ­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­იყ­ვა­ნა. მან და მის­მა მებ­რძო­ლებ­მა ტყი­ან ზოლ­ში ხელთ იგ­დეს თურ­ქთა ოთხი ზარ­ბა­ზა­ნი და არ­ტი­ლე­რის­ტე­ბი. რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, ამ უკა­ნას­კნელთ IX კორ­პუ­სის მთა­ვა­რი შტა­ბის მი­სად­გო­მე­ბის დაც­ვა ევა­ლე­ბო­დათ. ამის შემ­დეგ ვა­შა­კი­ძემ გან­კარ­გუ­ლე­ბა მი­ი­ღო, ად­გილ­ზე დარ­ჩე­ნი­ლი­ყო და აღარ გა­ნეგ­რძო მოძ­რა­ო­ბა მო­წი­ნა­აღ­მდე­გის პო­ზი­ცი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მაგ­რამ იგი ბრძა­ნე­ბას არ და­ე­მორ­ჩი­ლა.
Medaille Militaire  (საფრანგეთის სამხედრო მედალი)
პოლ­კოვ­ნი­კი ნი­ჟა­რა­ძე გა­ნაგ­რძობს: "კა­პი­ტან­მა ვა­შა­კი­ძემ რამ­დენ­ჯერ­მე და­ა­პი­რა შე­ტე­ვა­ზე გა­დას­ვლა, მაგ­რამ იგი ბა­ტა­ლი­ო­ნის მე­თა­ურ­მა შე­ა­ჩე­რა... სა­კუ­თა­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის სის­წო­რე­ში დარ­წმუ­ნე­ბულ­მა კა­პი­ტან­მა ვა­შა­კი­ძემ სა­ერ­თო წყო­ბა და­ტო­ვა და ფორ­სი­რე­ბუ­ლი იე­რი­შით გა­იჭ­რა წინ, სა­დაც მტრის ძი­რი­თა­დი ძა­ლე­ბი ეგუ­ლე­ბო­და".

ვა­შა­კი­ძის მა­ნევ­რი სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა მო­წი­ნა­აღ­მდე­გის­თვის.
1915 წლის 22 ივ­ლისს და­რუ­ბან­დის 154-ე ათა­სე­უ­ლის მე-14 ასე­უ­ლის მე­თა­უ­რი, კა­პი­ტა­ნი ტა­რა­სი ვა­შა­კი­ძე პოლ­კოვ­ნიკ სპი­რი­დონ ესა­ძეს წერ­და: "1914 წლის 22 დე­კემ­ბერს ასე­უ­ლი ათე­უ­ლე­ბად დავ­ყა­ვი და თურ­ქე­ბის ბა­ნა­კის­კენ დავ­ძა­რი, ვუბ­რძა­ნე, სრო­ლა არ აე­ტე­ხათ, რა­თა თურ­ქე­ბი ცეცხ­ლის მი­ხედ­ვით ჩვენს რიცხ­ობ­რივ სიმ­ცი­რეს არ მიმ­ხვდა­რიყ­ვნენ. მე კი მარ­ტო გა­ვე­მარ­თე მტრის პო­ზი­ცი­ე­ბის­კენ. რო­დე­საც მათ­გან ორა­სი­ო­დე ნა­ბი­ჯი­ღა მა­შო­რებ­და, დამ­ტვრე­უ­ლი თურ­ქუ­ლით შევ­ძა­ხე: "დაგ­ვნებ­დით, და­ყა­რეთ ია­რა­ღი, თო­რემ ყვე­ლას ამოგ­ხო­ცავთ". ცო­ტა ხნის შემ­დეგ ჩემ­თან თურ­ქი ოფი­ცე­რი მო­ვი­და და დამ­ტვრე­უ­ლი რუ­სუ­ლით მითხ­რა: "ბა­ტო­ნო ოფი­ცე­რო, ყვე­ლა­ფე­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლი­ა. კორ­პუ­სის მე­თა­უ­რი გთხოვთ, რომ სის­ხლი არ და­იღ­ვა­როს, გნებ­დე­ბით".

ვხე­დავთ, ისი­ნი ძალ­ზე ბევ­რნი არი­ან, ყვე­ლა შე­ი­რა­ღე­ბუ­ლი­ა, მარ­ტო ოფი­ცე­რი 100-ზე მე­ტი იქ­ნე­ბა. სა­ჭი­როა მა­თი გა­ნი­ა­რა­ღე­ბა, მე კი საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბის ხალ­ხი არ მყავს. მიხ­ვდე­ბი­ან, ცო­ტა­ნი რომ ვართ. გა­მო­სა­ვალს ეშ­მა­კო­ბა­ში ვხე­დავ, ვუ­ახ­ლოვ­დე­ბი გე­ნე­რალს (რო­გორც შემ­დგომ გა­მო­ირ­კვა, კორ­პუ­სის სარ­დალს ის­ხან ფა­შას) და ხმა­მაღ­ლა ვე­უბ­ნე­ბი: – ბა­ტო­ნო ოფი­ცე­რო, ია­რა­ღი შე­გიძ­ლი­ათ და­ი­ტო­ვოთ.

გე­ნე­რა­ლი (მოგ­ვი­ა­ნე­ბით ის­ხან ფა­შას ის­ტო­რი­კო­სე­ბი თურქ კორ­ნი­ლოვს და­არ­ქმე­ვენ. – ავტ.) ფრან­გუ­ლად მე­კითხ­ე­ბა. ვპა­სუ­ხობ, რომ ვარ რუ­სე­თის არ­მი­ის კა­პი­ტა­ნი, რო­მელ­საც მა­თი დატყ­ვე­ვე­ბა აქვს და­ვა­ლე­ბუ­ლი და რუ­სე­თის არ­მი­ის ნა­წი­ლე­ბი პა­სუხს და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ე­ლი­ან.
– რა ძა­ლე­ბი გყავთ? – მე­კითხ­ე­ბა გე­ნე­რა­ლი.
– აქეთ დი­ვი­ზია დგას, იქით მზვე­რავ­თა ბრი­გა­და, აქ­ვე კი ორი ბა­ტა­ლი­ო­ნია ჩა­საფ­რე­ბუ­ლი.
ამის შემ­დეგ მკითხ­ა, – სა­ი­დან ბრძან­დე­ბი­ო.
წმინდა ანას ორდენი
მეც ვუ­პა­სუ­ხე: – ქარ­თვე­ლი ვარ, ქუ­თა­ი­სი­დან.
– ვი­ცი, ვი­ცი ქუ­თა­ი­სი­ო, – და ისევ მკითხა:
– სად არი­ან თქვე­ნი ოფიც­რე­ბი?
– გო­რაკს მიღ­მა! – გულ­ში კი ვფიქ­რობ, რომ ასე­ულ­ში სულ ორი პრა­პორ­შჩი­კი მყავს.
ამით ჩვე­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბა დას­რულ­და. ყვე­ლას ცხე­ნებ­ზე შეს­ხდო­მა შევ­თა­ვა­ზე. მე კი ფე­ხით გა­ვე­შუ­რე. თურ­ქებს ეს გა­რე­მო­ე­ბა მხედ­ვე­ლო­ბი­დან არ გა­მოჰ­პარ­ვი­ათ და გე­ნე­რალ­მა თა­ვი­სი სა­მარ­ქა­ფო ცხე­ნი შე­მომ­თა­ვა­ზა. გზა­ში სულ ვფიქ­რობ­დი, ეშ­მა­კო­ბა არ შე­მიტყ­ონ, თო­რემ სულ ჯო­ხე­ბით გაგ­ვრე­კა­ვენ­-მეთ­ქი.

ბედ­მა გა­მი­ღი­მა. რო­გორც კი ხე­ო­ბი­დან გა­მო­ვე­დით, რუ­სე­თის არ­მი­ის ჩა­მორ­ჩე­ნი­ლი ნა­წი­ლე­ბი და­ვი­ნა­ხე.
რო­დე­საც ჩვენს შტაბს მი­ვუ­ახ­ლოვ­დით, ის­ხან ფა­შას­თან მი­ვე­დი და ვუთხ­ა­რი:
– გე­ნე­რა­ლო, მე თქვე­ნი კორ­პუ­სი ერ­თი ასე­უ­ლით და­ვატყ­ვე­ვე.
ის­ხან ფა­შა შეც­ბა, გაკ­ვირ­ვე­ბის­გან თვა­ლე­ბი გა­უ­ფარ­თოვ­და (მი­სი სა­ხე არა­სო­დეს და­მა­ვიწყ­დე­ბა), ხე­ლი შუბ­ლზე მი­ირ­ტყა და წა­მო­ი­ძა­ხა: – შა­ი­თან კა­პი­ტან, შა­ი­თან კა­პი­ტან!

ამ სიტყ­ვე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას ვერ მივ­ხვდი და იქ­ვე მდგომ სო­მეხს ვკითხ­ე, – რას ამ­ბობს-მეთ­ქი და მა­ნაც მი­თარ­გმნა: – "შა­ი­თა­ნი"ეშ­მაკს ნიშ­ნავ­სო.
ამ ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გად ტა­რასი ვა­შა­კი­ძის ასე­ულ­მა და­ატყ­ვე­ვა თურ­ქე­თის არ­მი­ის IX კორ­პუ­სის სარ­და­ლი ის­ხან ფა­შა, სა­მი დი­ვი­ზი­ის მე­თა­უ­რი, ორი დი­ვი­ზი­ის მე­თა­უ­რის თა­ნა­შემ­წე შტა­ბე­ბი­თურთ, 107 ოფი­ცე­რი და 1306 ჯა­რის­კა­ცი; ხელთ იგ­დო 8 ზარ­ბა­ზა­ნი, 24 ტყვი­ამ­ფრქვე­ვი, დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით ცხე­ნე­ბი, ტყვი­ა-­წა­მა­ლი და სხვა სა­ხის ნა­დავ­ლი.
წმინდა გიორგის მეორე ხარისხის ორდენი
პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის მკვლე­ვა­რი, გე­ნე­რალ­-მა­ი­ო­რი ნ. კორ­სუ­ნი აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ აცხ­ა­დებს, რომ "შა­ი­თან კა­პიტ­ნის"მოქ­მე­დე­ბა­თა შემ­დეგ სამ­ხედ­რო სტრა­ტე­გი­ის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­ში შე­ვი­და პუნ­ქტი, რომ შტა­ბე­ბის მოწყ­ო­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია მთი­ან ად­გი­ლებ­სა და უსაფ­რთხო­ე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბის გა­რე­შე.

ამ გმი­რო­ბის გარ­და, ტა­რა­სი ვა­შა­კი­ძის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა 1914 წლის 19 დე­კემ­ბერს ("შა­ით­ნო­ბამ­დე"სა­მი დღით ად­რე) მტრის ერ­თი პოლ­კოვ­ნი­კის, ორი პოდ­პოლ­კოვ­ნი­კის, სა­მი კა­პიტ­ნის, ოთხი უმ­ცრო­სი ოფიც­რი­სა და 182 ჯა­რის­კა­ცის დატყ­ვე­ვე­ბაც.
ყო­ვე­ლი­ვე ამის გა­მო პოლ­კოვ­ნიკ­მა ნი­ჟა­რა­ძემ ფრონ­ტის სარ­დლო­ბის წი­ნა­შე აღ­ძრა შუ­ამ­დგომ­ლო­ბა ვაჟ­კა­ცო­ბი­თა და მო­ხერ­ხე­ბუ­ლო­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი კა­პი­ტან ვა­შა­კი­ძის წმინ­და გი­ორ­გის მე­ოთხე ხა­რის­ხის ორდენით და­ჯილ­დო­ე­ბის შე­სა­ხებ;

1915 წლის 31 ივ­ლისს კი ტა­რა­სი ვა­შა­კი­ძეს კავ­კა­სი­ის მე­ფის ნაც­ვა­ლი ვო­რონ­ცოვ­-დაშ­კო­ვი ატყ­ო­ბი­ნებ­და, რომ ან­ტან­ტის წევ­რი ქვეყ­ნის, საფ­რან­გე­თის რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენ­ტის – რა­ი­მონ პუ­ან­კა­რეს ბრძა­ნე­ბით მას მი­ე­ნი­ჭა საფ­რან­გე­თის სამ­ხედ­რო მე­და­ლი მე­და­ილ­ლე მი­ლი­ტა­ი­რე (ჯილ­დოს მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ის ფაქ­ტიც მეტყ­ვე­ლებს, რომ ამ მედ­ლის კა­ვა­ლე­რი თვით იმ­პე­რა­ტო­რი ნი­კო­ლოზ II იყო).
გარ­და ამი­სა, პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის დროს სხვა ოპე­რა­ცი­ე­ბი­სას გა­მო­ჩე­ნი­ლი გმი­რო­ბის­თვის ტა­რასი ვა­შა­კი­ძე და­ჯილ­დოვ­და წმინ­და სტა­ნის­ლა­ვის მე­ო­რე ხა­რის­ხის ორ­დე­ნით, ხმლი­თა და ბაფ­თით; წმინ­და სტა­ნის­ლა­ვის მე­სა­მე ხა­რის­ხის ორ­დე­ნით; წმინ­და ანას მე­სა­მე ხა­რის­ხის ორდენით, ხმლი­თა და ბაფ­თით.

1915 წლის 18 ნო­ემ­ბერს ტა­რა­სი ვა­შა­კი­ძე გი­ორ­გო­ბის დღე­სას­წა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად ქა­ლაქ მო­გი­ლი­ოვ­ში გაგ­ზავ­ნეს, სა­დაც ნი­კო­ლოზ მე­ო­რეც იმ­ყო­ფე­ბო­და. 26 ნო­ემ­ბერს ამ უკა­ნას­კნელ­მა ქარ­თვე­ლი კა­პი­ტა­ნი პი­რა­დად მი­ი­ღო და გა­მო­ჩე­ნი­ლი მა­მა­ცო­ბის­თვის პოდ­პოლ­კოვ­ნი­კის ჩი­ნი უბო­ძა.
1917 წლის თე­ბერ­ვალ­ში რუ­სეთ­ში რე­ვო­ლუ­ცია მოხ­და, ნი­კო­ლოზ II ტახ­ტი­დან გა­და­აგ­დეს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დრო­ე­ბი­თი მთავ­რო­ბა მო­ვი­და... რუ­სე­თის არ­მია კი ბრძო­ლას კვლავ გა­ნაგ­რძობ­და.

იმა­ვე წლის მარ­ტში ტა­რა­სი ვა­შა­კი­ძე დერ­ბენ­ტის 154-ე პოლ­კის მე­თა­უ­რად და­ი­ნიშ­ნა, მა­ლე პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი მსრო­ლელ­თა პოლ­კი შე­იქ­მნა და ტა­რა­სი უკ­ვე მი­სი მე­თა­უ­რის რან­გში გვევ­ლი­ნე­ბა. 1917 წლის ნო­ემ­ბრამ­დე იგი კავ­კა­სი­ის ფრონ­ტზე იმ­ყო­ფე­ბო­და. ამის შემ­დეგ რუ­სე­თის ჯარ­მა დაშ­ლა და­იწყ­ო. ჯა­რის­კაც­თა უმე­ტე­სო­ბა რუ­სეთ­ში დაბ­რუნ­და.

ამჯერად უკ­ვე ამი­ერ­კავ­კა­სი­ის კო­მი­სა­რი­ა­ტი გა­ნაგ­რძობ­და თურ­ქებ­თან ომს.
1918 წლის პირ­ველ აპ­რილს ოს­მა­ლებ­მა ბა­თუ­მი აი­ღეს. მათ ბევ­რი სამ­ხედ­რო პი­რი, მათ შო­რის პოლ­კოვ­ნი­კი ვა­შა­კი­ძეც და­ატყ­ვე­ვეს. რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ თურ­ქებ­მა ტყვე­ე­ბი ხო­ფას მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­იყ­ვა­ნეს.

კი­ნი გე­გეჭ­კო­რის "მო­გო­ნე­ბე­ბი­დან": "ტა­რა­სი ვა­შა­კი­ძე იც­ნო ერ­თ-ერ­თმა მე­ბად­რა­გემ. ხმლის ქარ­ქა­ში ზურ­გში ჩაჰ­კრა და შე­უ­ძა­ხა ის­ხან ფა­შას სიტყ­ვე­ბი: "შა­ი­თან კა­პი­ტან". გა­ვი­ა­რეთ 5-6 კი­ლო­მეტ­რი. ცხე­ნო­სა­ნი მდე­ვა­რი დაგ­ვე­დევ­ნა და უც­ბად უკან დაგ­ვაბ­რუ­ნეს. ბა­თუმ­ში რომ ჩა­ვე­დით, კო­მენ­დან­ტმა ყვე­ლა გაგ­ვა­თა­ვი­სუფ­ლა".

ოს­მალ­თა ტყვე­ო­ბი­დან ტა­რა­სი ვა­შა­კი­ძე 24 აპ­რილს გა­თა­ვი­სუფ­ლდა, 8 მა­ისს კი მას გე­ნე­რალ­-მა­ი­ო­რის წო­დე­ბა მი­ე­ნი­ჭა. სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის და­არ­სე­ბის შემ­დეგ, 1918 წლის აგ­ვის­ტო­ში, ტა­რა­სი პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი დი­ვი­ზი­ის მე­თა­უ­რის თა­ნა­შემ­წედ და­ი­ნიშ­ნა. ქარ­თულ ჯარ­ში იგი ბოლ­შე­ვი­კე­ბის მი­ერ სა­ქარ­თვე­ლოს დაპყ­რო­ბამ­დე მსა­ხუ­რობ­და. მე­თა­უ­რობ­და შე­ნა­ერ­თებს აფ­ხა­ზეთ­სა და სო­ჭის რე­გი­ონ­ში; ერ­თხანს იყო ტუაფსეს გე­ნე­რალ­-გუ­ბერ­ნა­ტო­რი. საბ­ჭო­თა რე­ჟი­მის დამ­ყა­რე­ბის შემ­დეგ (1921 წ.) ვა­შა­კი­ძე გა­დად­გა სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი­დან, თუმ­ცა ქვე­ყა­ნა არ და­უ­ტო­ვე­ბია და მუ­შა­ობ­და ფი­ნან­სთა სა­ხალ­ხო კო­მი­სა­რი­ატ­ში (1922-1932 წწ.). გარ­და­იც­ვა­ლა 1937 წელს. დაკ­რძა­ლუ­ლია თბი­ლის­ში, ვა­კის სა­საფ­ლა­ო­ზე.

გი­ორ­გი ჟუ­ჟუ­ნაშ­ვი­ლი
ჟურნალი "ისტორიანი:,#5
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!