ნაპოლეონის ბედისწერა
03-10-2017
ნაპოლეონის ბედისწერა
"სიკ­ვდი­ლი არა­ფე­რი­ა, მაგ­რამ ცხოვ­რობ­დე და­მარ­ცხე­ბუ­ლი, ყო­ველ­დღე სიკ­ვდილს ნიშ­ნავს".
ნაპოლეონი


წმინ­და ელე­ნეს პირ­ქუ­ში და ცი­ვი კუნ­ძუ­ლი, რო­მე­ლიც ატ­ლან­ტის ოკე­ა­ნის სამ­ხრე­თით მდე­ბა­რე­ობს, გა­და­სახ­ლე­ბუ­ლი ნა­პო­ლე­ო­ნის­თვის სა­ბო­ლოო ნავ­სა­ყუ­დე­ლი აღ­მოჩ­ნდა. სწო­რედ აქ გარ­და­იც­ვა­ლა 51 წლის ნა­პო­ლე­ო­ნი 1821 წლის მა­ის­ში. ცნო­ბა­ში მი­თი­თე­ბუ­ლი­ა, რომ იმ­პე­რა­ტო­რი კუ­ჭის სიმ­სივ­ნით გარ­და­იც­ვა­ლა, მაგ­რამ მას ამ და­ა­ვა­დე­ბის არც ერ­თი კლა­სი­კუ­რი სიმ­პტო­მი არ გა­მომ­ჟღავ­ნე­ბი­ა. თა­ნა­მედ­რო­ვე მეც­ნი­ე­რე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ ნა­პო­ლე­ო­ნი მო­წამ­ლეს. თუ ასე­ა, ვინ იყო მკვლე­ლი, რა გა­მო­ი­ყე­ნა სა­წამ­ლა­ვად და რო­გორ?

ნა­პო­ლე­ო­ნი 1815 წლის
ივ­ნის­ში, ვა­ტერ­ლო­ოს ბრძო­ლა­ში და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ გა­და­ა­სახ­ლეს წმინ­და ელე­ნეს კუნ­ძულ­ზე. ყო­ფილ იმ­პე­რა­ტორს კა­ე­შან­მა და­რია ხე­ლი და მხო­ლოდ ცხე­ნით ჯი­რი­თი თუ შვე­ლო­და. ნა­პო­ლე­ონს ახ­ლა სა­კუ­თა­რი თა­ვის გარ­და არა­ფე­რი აინ­ტე­რე­სებ­და. ინ­გლი­სელ­თა ფრე­გატ­ზე ყოფ­ნი­სას თვით­მკვლე­ლო­ბა­ზეც კი ფიქ­რობ­და. მას ყველ­გან თან დაჰ­ყვე­ბო­და ინ­გლი­სე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის ფხი­ზე­ლი თვა­ლი, რაც უფ­რო მძაფ­რად აგ­რძნო­ბი­ნებ­და
თა­ვი­სი მდგო­მა­რე­ო­ბის სიმ­ძი­მეს.
1814 წელს ტახტიდან ჩამოგდებული და სულიერად განადგურებული ნაპოლეონის ჯანმრთელობა ძალზე შეირყა. მან წონაშიც მოიმატა, რამაც კიდევ უფრო გაართულა მისი მდგომარეობა
თუმ­ცა ზე­დამ­ხედ­ვე­ლე­ბი ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­დნენ, რომ თა­ვი კომ­ფორ­ტუ­ლად ეგ­რძნო. ლონ­გვუდ­-ჰა­უ­სი­დან, სა­დაც ნა­პო­ლე­ო­ნი და­ა­ბი­ნა­ვეს, ზღვი­სა და მთე­ბის მშვე­ნი­ე­რი ხე­დი იშ­ლე­ბო­და. გარ­და ამი­სა, მას ჰქონ­და სა­ა­ბა­ზა­ნო, წიგ­ნე­ბი­თა და რუ­კე­ბით სავ­სე ოთა­ხი და დი­დი სა­ძი­ნე­ბე­ლი. ნა­პო­ლე­ონს ნე­ბა მის­ცეს, ჰყო­ლო­და ოცი მსა­ხუ­რი. კარ­გა­დაც კვე­ბავ­დნენ, მზა­რე­უ­ლი სა­უცხოო ნუგ­ბარს - შაქ­რის ტრი­უმ­ფა­ლურ თა­ღებ­სა და ქარ­ვის­ფერ სა­სახ­ლე­ებს უმ­ზა­დებ­და. საჭ­მელს ფა­ი­ფუ­რი­სა და ვერ­ცხლის თეფ­შე­ბი­დან შე­ექ­ცე­ო­და. ასე რომ, უკა­ნას­კნელ დღემ­დე არა­ფე­რი აკ­ლდა. ნა­პო­ლე­ონ ბო­ნა­პარ­ტი 1821 წლის 5 მა­ისს, 51 წლი­სა გარ­და­იც­ვა­ლა.

ნა­პო­ლე­ო­ნი მა­შინ საკ­მა­ოდ მსუ­ქა­ნი იყო და ეს არა­ვის უკ­ვირ­და. დას­კვნა­ში სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზად მი­თი­თე­ბუ­ლი იყო კუ­ჭის სიმ­სივ­ნე. სიმ­სივ­ნე ავად­მყო­ფის კა­ხექ­სი­ას, და­უძ­ლუ­რე­ბას იწ­ვევს. იმ­პე­რა­ტო­რი კი, პი­რი­ქით, სუქ­დე­ბო­და. მას შემ­დეგ ის­ტო­რი­კო­სე­ბი და მეც­ნი­ე­რე­ბი ცდი­ლობ­დნენ იმ­პე­რა­ტო­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის­თვის ახ­სნა მო­ე­ძებ­ნათ და ნამ­დვი­ლი მი­ზე­ზი ახ­ლა­ხან გახ­და ცნო­ბი­ლი, რო­ცა ნა­პო­ლე­ო­ნის ცხოვ­რე­ბის მკვლე­ვარ­მა კა­ნა­დელ­მა ბენ უა­ი­დერ­მა და შვედ­მა ტოქ­სი­კო­ლოგ­მა სტენ ფორ­შუფ­ვუდ­მა ნა­პო­ლე­ო­ნის თმის კუ­ლუ­ლის ტეს­ტი­რე­ბა ჩა­ა­ტა­რეს.

თმა ნა­პო­ლე­ონს გარ­დაც­ვა­ლე­ბის მე­ო­რე დღეს შეჭ­რეს და სა­გან­გე­ბოდ შე­ი­ნა­ხეს. უკა­ნას­კნელ პე­რი­ო­დის დნმ-ის ანა­ლიზ­მა ცხად­ყო, რომ თმა ნამ­დვი­ლად მას ეკუთ­ვნო­და. დე­ტა­ლუ­რი შეს­წავ­ლის შემ­დეგ ბენ უა­ი­დერ­მა და სტენ ფორ­შუფ­ვუდ­მა და­ად­გი­ნეს იმ­პე­რა­ტო­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი: თმა­ში აღ­მოჩ­ნდა და­რიშ­ხა­ნის მა­ღა­ლი კონ­ცენ­ტრა­ცია - ნორ­მა­ზე 38-ჯერ მე­ტი, თა­ნაც თმის სხვა­დას­ხვა ნა­წილ­ზე სხვა­დას­ხვა კონ­ცენ­ტრა­ცი­ის, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ იმ­პე­რა­ტორს სიკ­ვდი­ლამ­დე ყო­ველ­დღე და­რიშ­ხა­ნის სხვა­დას­ხვა დო­ზას აძ­ლევ­დნენ.
ანა­ლი­ზის სი­ზუს­ტე აშ­შ-ის გა­მო­ძი­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­როს სა­წამ­ლა­ვე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტმა და­ა­დას­ტუ­რა და ვერც ერ­თმა ექ­სპერ­ტმა ვერ შეძ­ლო მი­სი გა­ბა­თი­ლე­ბა.

ნა­პო­ლე­ო­ნი შე­იძ­ლე­ბო­და მო­წამ­ლუ­ლი­ყო სას­მე­ლი წყლით, თმის კრე­მით, შპა­ლე­რის სუ­ნის შე­სუნ­თქვით. მო­წამ­ვლა შე­იძ­ლე­ბა წი­ნას­წა­რაც იყო და­გეგ­მი­ლი. ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სამ­ხი­ლე­ბი ჰქონ­დათ იმ პი­რებს, ვინც წმინ­და ელე­ნეს კუნ­ძულ­ზე ნა­პო­ლე­ონს თან ახ­ლდნენ. გან­სა­კუთ­რე­ბით ლუი მარ­შანს - ნა­პო­ლე­ო­ნის ერ­თგულ მსა­ხურს, ჭკვი­ან­სა და დაკ­ვირ­ვე­ბულ კაცს. მარ­შა­ნის ჩა­ნა­წე­რე­ბის­თვის, რო­მელ­შიც და­რიშ­ხა­ნით ნა­პო­ლე­ო­ნის მო­წამ­ვლის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სიმ­პტო­მე­ბია აღ­წე­რი­ლი, დიდ­ხანს ყუ­რადღ­ე­ბა არა­ვის მი­უქ­ცე­ვი­ა, სა­ნამ თმის ანა­ლი­ზი არ ჩა­ა­ტა­რეს. ანა­ლი­ზი­სა და მარ­შა­ნის ჩა­ნა­წე­რე­ბის შე­და­რე­ბამ ცხად­ყო, რომ ის დღე­ე­ბი, რო­ცა ნა­პო­ლე­ო­ნი იმ სიმ­პტო­მე­ბით იტან­ჯე­ბო­და, რაც და­რიშ­ხა­ნით მო­წამ­ვლა­ზე მი­უ­თი­თებს, ზუს­ტად ემ­თხვე­ო­და და­რიშ­ხა­ნის მი­ღე­ბის დღე­ებს. შე­ჯე­რე­ბულ­მა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ნა­პო­ლე­ო­ნი მოკ­ლეს.
ლუი მარშანი ნაპოლეონის ერთგული მსახური იყო. მართალია, იმპერატორთან სიახლოვის გამო მასზე ეჭვი მიიტანეს, მაგრამ ისტორიკოსები შეთანხმდნენ, რომ თავისი ბატონის მოსაწამლად მას საფუძველი არ გააჩნდა.
ყო­ფი­ლი იმ­პე­რა­ტო­რი მხო­ლოდ და­რიშ­ხანს არ მო­უკ­ლავს. მას ორ ეტა­პად უღებ­დნენ ბო­ლოს: პირ­ვე­ლად და­რიშ­ხა­ნი არა უგ­ვი­ა­ნეს 1816 წლის ივ­ნის­ში მის­ცეს (ვა­ტერ­ლო­ოს ბრძო­ლი­დან ერ­თი წლის შემ­დეგ), ხო­ლო სი­ცოცხ­ლის უკა­ნას­კნელ დღე­ებ­ში დო­ზას თან­და­თან უმ­ცი­რებ­დნენ, რა­თა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა შე­ექ­მნათ, თით­ქოს ნა­პო­ლე­ო­ნი ბუ­ნებ­რი­ვი სიკ­ვდი­ლით გარ­და­იც­ვა­ლა. ბო­ლო ეტა­პი 1821 წლის მარ­ტის ბო­ლოს და­იწყ­ო, რო­ცა ფრან­ჩეს­კო ან­ტო­მარ­კიმ, ყო­ფი­ლი იმ­პე­რა­ტო­რის პი­რად­მა ექიმ­მა, სიკ­ვდი­ლის პი­რას მყოფ ნა­პო­ლე­ონს სა­საქ­მე­ბე­ლი და­ა­ლე­ვი­ნა. სა­საქ­მე­ბელს ნა­პო­ლე­ონს დრო­დად­რო ას­მევ­დნენ, რა­მაც პირ­ღე­ბი­ნე­ბის რეფ­ლექ­სი და­უქ­ვე­ი­თა.

ასეთ დროს გაწ­მენ­დი­ლი კუ­ჭი სა­წამ­ლავს უფ­რო იო­ლად შე­ი­წოვს და აღარ ძა­ლუძს მი­სი გა­მო­დევ­ნა. ნა­პო­ლე­ო­ნი მარ­თა­ლი იყო, რო­ცა თავს არი­დებ­და მის მი­ღე­ბას. ბო­ლოს, 1821 წლის 21 მარტს, ნა­პო­ლე­ო­ნი და­თან­ხმდა სა­საქ­მებ­ლის მი­ღე­ბას მას შემ­დეგ, რაც ან­ტო­მარ­კიმ და­ჟი­ნე­ბით მოს­თხო­ვა. ექიმს მხა­რი აუ­ბა ნა­პო­ლე­ო­ნის კა­მერ­გერ­მა გრაფ­მა შარლ დე მონ­ტო­ლონ­მა. იმ­პე­რა­ტორს ორი დო­ზა მის­ცეს და ლუი მარ­შან­მა დღი­ურ­ში ჩა­წე­რა: "ძა­ლად გა­მოწ­ვე­უ­ლი ღე­ბი­ნე­ბის დროს მხო­ლოდ მცი­რე ნერ­წყვი ამო­ან­თხი­ა!"

ერ­თი თვის შემ­დეგ ნა­პო­ლე­ონს ორ­შა­დი - ფორ­თოხ­ლის ყვა­ვი­ლი­სა და მწა­რე ნუ­შის გა­მაგ­რი­ლე­ბე­ლი სას­მე­ლი და­ა­ლე­ვი­ნეს და და­არ­წმუ­ნეს, წყურ­ვილს მო­გიკ­ლავ­თო. გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი წყურ­ვი­ლი და­რიშ­ხა­ნით მო­წამ­ვლის კი­დევ ერ­თი სიმ­პტო­მი იყო. ნა­პო­ლე­ონს სულ უფ­რო უძ­ლი­ერ­დე­ბო­და წყურ­ვი­ლი და სულ უფ­რო მეტ ორ­შადს სვამ­და. ექიმ­მა ან­ტო­მარ­კიმ უთხ­რა, ეს ლი­მო­ნა­თი­ა­ო. "ლი­მო­ნა­თი! - თქვა ნა­პო­ლე­ონ­მა, - რა სა­ში­ნე­ლი და­სა­ლე­ვი­ა".

მარ­ტო ორ­შა­დი არ ყო­ფი­ლა ნა­პო­ლე­ო­ნის სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი. ლუი მარ­შან­მა დამ­ტკბარ წყალ­ში გახ­სნი­ლი კა­ლო­მე­ლი (ვერ­ცხლის­წყლის ქლო­რი­დი) და­ა­ლე­ვი­ნა, რი­თაც სურ­და ნა­პო­ლე­ო­ნის­თვის ყაბ­ზო­ბა შე­ემ­სუ­ბუ­ქე­ბი­ნა. ყაბ­ზო­ბაც ერ­თ-ერ­თი სიმ­პტო­მია და­რიშ­ხა­ნით მო­წამ­ვლი­სა. კა­ლო­მე­ლის სამ­კურ­ნა­ლო დო­ზა მარ­ცვლის 1/4-ს შე­ად­გენ­და, ნა­პო­ლე­ონს კი 10 მარ­ცვა­ლი გა­უხ­სნეს დამ­ტკბარ წყალ­ში. რით შე­იძ­ლე­ბა აიხ­სნას ასე­თი მა­ღა­ლი დო­ზის მი­ღე­ბა?
ეჭვობენ, რომ დე მონტოლონს მონარქისტები მფარველობდნენ. გრაფს დიდად არ მოსდიოდა თვალში ნაპოლეონი, რომელმაც ერთ დროს დიპლომატიური სამსახურიდან გადააყენა. დე მონტოლონი ნაპოლეონის ანდერძის მიხედვით მისი მთავარი მემკვიდრე იყო.
იმ დღეს დე მონ­ტო­ლონ­მა ექიმ ან­ტო­მარ­კის ნა­პო­ლე­ო­ნის ავად­მყო­ფო­ბის სიმ­პტო­მე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი მოს­თხო­ვა.
ამ დროს მას­თან ერ­თად იყ­ვნენ კუნ­ძუ­ლის გუ­ბერ­ნა­ტო­რი სერ ჰად­სონ ლოუ და ორი ინ­გლი­სე­ლი ექი­მი - შორ­ტი და მი­ჩე­ლი. ავად­მყოფს ინ­გლი­სელ­მა ექი­მებ­მა გა­მო­უ­წე­რეს 10 მარ­ცვა­ლი კა­ლო­მე­ლი, რაც ან­ტო­მარ­კიმ გა­აპ­რო­ტეს­ტა - იმ­პე­რა­ტო­რი ძალ­ზე და­სუს­ტე­ბუ­ლია და ასეთ დიდ დო­ზას ვერ გა­უძ­ლებ­სო. დე მონ­ტო­ლო­ნი, ამ "კონ­სი­ლი­უ­მის" მო­თა­ვე, ინ­გლი­სე­ლებს და­ე­თან­ხმა. ლუი მარ­შან­მა იმ დღეს დღი­ურ­ში ჩა­წე­რა: "ბო­ლოს დავ­თან­ხმდი, კა­ლო­მე­ლი ცო­ტა­ო­დენ შაქ­რი­ან წყალ­ში გა­მე­რი­ა... რო­ცა იმ­პე­რა­ტორ­მა მთხო­ვა, რა­მე და­მა­ლე­ვი­ნე­ო, ის დამ­ტკბა­რი წყა­ლი მი­ვუ­ტა­ნე. მან გა­ჭირ­ვე­ბით კი გა­დაყ­ლა­პა, მაგ­რამ სცა­და, უკან გად­მო­ენ­თხი­ა".

ორ­გზის მი­ცე­მუ­ლი კა­ლო­მე­ლი და ორ­შა­დი ავად­მყო­ფის კუჭ­ში მო­მაკ­ვდი­ნე­ბელ სა­წამ­ლა­ვად - ვერ­ცხლის ცი­ა­ნი­დად იქ­ცა. იმ სა­ღა­მოს­ვე კრი­ზი­სი და­იწყ­ო. უკა­ნას­კნელ სა­ა­თებ­ში ნა­პო­ლე­ონს აუ­ტა­ნე­ლი ტკი­ვი­ლი ტან­ჯავ­და, სიკ­ვდი­ლამ­დე სა­მი კვი­რით ად­რე კი ჯერ კი­დევ ხუმ­რობ­და და იტა­ლი­ურ სიმ­ღე­რებს მღე­რო­და. ნა­პო­ლე­ონს ოფ­ლი­ა­ნო­ბა და­ეწყო და მა­ლე გო­ნიც და­კარ­გა.
იგი 1821 წლის 5 მა­ისს გარ­და­იც­ვა­ლა. ექიმ­მა ან­ტო­მარ­კიმ აუ­ტოფ­სია ჩა­ა­ტა­რა. იმ­პე­რა­ტორს კუ­ჭის გარ­სი სა­შინ­ლად და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ჰქონ­და - ექი­მის დას­კვნით, ნა­პო­ლე­ო­ნი კუ­ჭის სიმ­სივ­ნით გარ­და­იც­ვა­ლა. ექიმ­მა ერ­თი უც­ნა­უ­რო­ბაც შე­ნიშ­ნა - მას სხე­ულ­ზე თით­ქმის აღარ ჰქონ­და თმა. ეტყ­ო­ბა, ან­ტო­მარ­კიმ არ იცო­და, რომ ესეც და­რიშ­ხა­ნით მო­წამ­ვლის ნი­შა­ნი იყო.
გარდაცვალების შემდეგ ნაპოლეონის სახიდან აღებული ნიღაბი. მსოფლიოში ცნობილი ოთხი ნამდვილი ნიღბიდან ერთ-ერთი ზუგდიდის მუზეუმში ინახება
სავ­სე­ბით ცხა­დი­ა, ნა­პო­ლე­ო­ნი მოკლეს, მაგ­რამ ვინ მოკ­ლა? ბუ­ნებ­რი­ვი­ა, და­ახ­ლო­ე­ბულ­მა პირ­მა, ვინც მას­თან ერ­თად წმინ­და ელე­ნეს კუნ­ძულ­ზე იყო. ალ­ბათ, ისიც ლონ­გვუდ­-ჰა­უს­ში ცხოვ­რობ­და და არა მარ­ტო იმ­პე­რა­ტო­რის უკა­ნას­კნელ დღე­ებს შე­ეს­წრო, არა­მედ თვე­ე­ბი­სა და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მის გვერ­დით ტრი­ა­ლებ­და. ამ­გვა­რად, ეჭ­ვმი­ტა­ნილ­თა სია სულ უფ­რო ვიწ­როვ­დე­ბა და მხო­ლოდ ორი ადა­მი­ან­ი შე­იძ­ლე­ბა დასახელდეს: ლუი მარ­შა­ნი და დე მონ­ტო­ლო­ნი. ისეთ თავ­და­დე­ბულ­სა და ერ­თგულ მე­გო­ბარს, რო­გო­რიც ლუი მარ­შა­ნი იყო, სა­ეჭ­ვო­ა, ნა­პო­ლე­ო­ნის­თვის ეღა­ლა­ტა. აი, მონ­ტო­ლო­ნი კი შე­იძ­ლე­ბა რა­ღა­ცით უკ­მა­ყო­ფი­ლო ყო­ფი­ლი­ყო და ჯავ­რი ეყა­რა. მის წი­ნა­აღ­მდეგ ხუ­თი სამ­ხი­ლი მეტყ­ვე­ლებს:
ნაპოლეონის სასიკვდილო სარეცელთან, წითელ მუნდირში დგას სერ ჰადსონ ლოუ, უდრეკი ბრიტანელი გენერალი, წმინდა ელენეს კუნძულის გუბერნატორი. იყო თუ არა ლოუ გარეული იმპერატორის მკვლელობაში, დამტკიცებული არ არის, მაგრამ თავად ნაპოლეონს სჯეროდა, რომ ლოუს მისი სიკვდილი სურდა
- ნა­პო­ლე­ო­ნი იმა­ვე კერ­ძებს შე­ექ­ცე­ო­და, რო­მელ­თაც მას­თან ერ­თად სუფ­რას­თან მსხდომ­ნი, მაგ­რამ მხო­ლოდ ის სვამ­და ღვი­ნო "კონ­სტან­ცი­ას", რო­მე­ლიც სა­გან­გე­ბოდ მის­თვის ჩა­მო­ი­ტა­ნეს სამ­ხრეთ აფ­რი­კი­დან. 1818 წლის თე­ბერ­ვლი­დან იმ­პე­რა­ტორს დე მონ­ტო­ლო­ნი ამა­რა­გებ­და ამ ღვი­ნით.
- რო­გორც სერ ჰად­სონ ლო­უს და­ახ­ლო­ე­ბულ­მა ერ­თ-ერ­თმა პირ­მა გა­ნაცხ­ა­და, სწო­რედ დე მონ­ტო­ლონ­მა ჩა­ა­მა­ტე­ბი­ნა ორ­შად­ში მწა­რე ნუ­ში, რო­მე­ლიც სა­წამ­ლავ­თან რე­აქ­ცი­ა­ში შე­დის.
- ნა­პო­ლე­ო­ნის სიკ­ვდი­ლამ­დე ორი დღით ად­რე ან­ტო­მარ­კი­სა და ინ­ლი­სე­ლი ექი­მე­ბის კა­მათ­ში დე მონ­ტო­ლონ­მა ამ უკა­ნას­კნელთ და­უ­ჭი­რა მხა­რი, რო­ცა და­ი­ჟი­ნეს ავად­მყო­ფი­სათ­ვის ათი მარ­ცვა­ლი კა­ლო­მე­ლის (ვერ­ცხლის­წყლის ქლო­რი­დი) მი­ცე­მა.
- ერ­თა­დერ­თი სა­ბუ­თი, რო­მელ­შიც ნათ­ქვა­მი­ა, რომ იმ­პე­რა­ტო­რი და­უძ­ლუ­რე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა, დე მონ­ტო­ლო­ნის მე­მუ­ა­რე­ბი­ა, რო­მე­ლიც 1848 წლით თა­რიღ­დე­ბა. ყვე­ლა სხვა ჟურ­ნალ­სა და ჩა­ნა­წერ­ში მი­თი­თე­ბუ­ლი­ა, რომ იმ­პე­რა­ტო­რი სიკ­ვდი­ლის წინ ძალ­ზე გა­სუ­ქე­ბუ­ლი იყო. ნუ­თუ დე მონ­ტო­ლონ­მა ყალ­ბი ჩა­ნა­წე­რი გა­ა­კე­თა, რა­თა გა­ემ­ყა­რე­ბი­ნა აზ­რი ნა­პო­ლე­ო­ნის სიმ­სივ­ნით სიკ­ვდილ­ზე?
- და­სას­რულ, ნა­პო­ლე­ო­ნის ან­დერ­ძის მი­ხედ­ვით, სწო­რედ დე მონ­ტო­ლონს ერ­გო მი­სი ქო­ნე­ბის დი­დი ნა­წი­ლი - იმ დრო­ი­სათ­ვის უზარ­მა­ზა­რი თან­ხა - 2,2 მლნ ფრან­კი.
ნაპოლეონი ლონგვუდ-ჰაუსში, სასიკვდილო სარეცელზე. XIX ს-ის 20-იანი წლების ნახატი
ყვე­ლა ეს სამ­ხი­ლი მეტ­-ნაკ­ლე­ბად სარ­წმუ­ნო­ა. არ არ­სე­ბობს სხვა რა­ი­მე ჩა­ნა­წე­რი, რო­მე­ლიც და­ა­დას­ტუ­რებ­და, რომ ნა­პო­ლე­ო­ნის ღვი­ნო მო­წამ­ლუ­ლი იყო. სა­მარ­თლებ­რი­ვი თვალ­საზ­რი­სით შე­იძ­ლე­ბო­და დე მონ­ტო­ლონ­ზე ეჭ­ვი გას­ჩე­ნო­დათ, მაგ­რამ ის­ტო­რი­კო­სებს არ­სე­ბუ­ლი სამ­ხი­ლე­ბი არ აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დათ. ვი­ღა­ცამ მარ­თლაც მოკ­ლა ნა­პო­ლე­ო­ნი და შე­საძ­ლე­ბე­ლი­ა, ეს სწო­რედ დე მონ­ტო­ლო­ნი იყო.
თუ გრა­ფი მარ­თლაც მკვლე­ლი იყო, ხომ არ ას­რუ­ლებ­და ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­ვა­ლე­ბას? ხომ არ იყო ინ­გლი­სის მთავ­რო­ბი­სა და საფ­რან­გე­თის მე­ფე ლუი XVIII-ის აგენ­ტი? ერ­თხელ ნა­პო­ლე­ონ­მა თურ­მე თვა­ლებ­ში გა­მომ­ცდე­ლად ჩა­ხე­და სერ ჰად­სონ ლო­უს და უთხ­რა: "სი­მარ­თლე გითხ­რათ, სერ? დი­ახ, გითხ­რათ სი­მარ­თლე? ვი­ცი, რომ ჩე­მი მოკ­ვლა და­გა­ვა­ლეს. დი­ახ, ჩე­მი მოკ­ვლა".
ნაპოლეონის საფლავი წმინდა ელენეს კუნძულზე, საიდანაც იგი პარიზში გადაასვენეს. 1840 წელს, გვამის ექსჰუმაციისას, ბრიტანელები გაოგნდნენ - გვამი არ გახრწნილიყო, ნაპოლეონს თითქოს ეძინა. ცნობილია, რომ დარიშხანით მოწამლულის ცხედარი დიდხანს ინახება უხრწნელად.
სწო­რედ ლოუ იყო, დე მონ­ტო­ლონს მწა­რე ნუ­ში რომ მის­ცა. ნა­პო­ლე­ო­ნის ადი­უ­ტან­ტის, გე­ნე­რალ გას­პარ გურ­გოს დღი­უ­რის მი­ხედ­ვით, ლო­უმ აი­ძუ­ლა ექი­მე­ბი, "შე­ეც­ვა­ლათ აუ­ტოფ­სი­ის დას­კვნა და არ ჩა­ე­წე­რათ ღვიძ­ლში აღ­მო­ჩე­ნი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი". ლოუ ის კა­ცი არ იყო, და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­ე­ცა ეს გან­კარ­გუ­ლე­ბა. ალ­ბათ, ის მი­თი­თე­ბებს ინ­გლი­სის მთავ­რო­ბის­გან იღებ­და, რა­საც საფ­რან­გე­თის მე­ფეც ეთან­ხმე­ბო­და. ბურ­ბო­ნებ­სა და ინ­გლი­სე­ლებს საკ­მაო მი­ზე­ზი ჰქონ­დათ ნა­პო­ლე­ო­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი ავან­სცე­ნი­დან გა­საქ­რო­ბად. ერ­თი რამ ცხა­დი­ა: ამ სა­ი­დუმ­ლოს ფარ­და არა­სო­დეს აეხ­დე­ბა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია National Ge­og­rap­hic­­-ის გა­მო­ცე­მა "ის­ტო­რი­ის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა­ნის" მი­ხედ­ვით
ჟურნალი "ისტორიანი",#5
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!