საქართველოს ისტორიის ქურდები
03-10-2017
საქართველოს ისტორიის ქურდები
სათაური მკითხველისთვის, ალბათ, უცნაური იქნება. დიახ, ისტორიის ქურდები მართლაც არიან და ჩვენს შემთხვევაში ისინი ქართველ ხალხს სტაცებენ ისტორიასა და კულტურას.
ლაპარაკია ოსებსა და მათ წამქეზებელ რუსებზე, რომლებიც სწორედ ისტორიის ქურდობით ცდილობენ, საფუძველი მოუძებნონ საქართველოს ძირძველი მიწა-წყლის მიტაცებას.

ის­ტო­რი­ის ფალ­სი­ფი­კა­ცი­ამ და მი­თო­ლო­გე­მე­ბის შექ­მნამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მას­შტა­ბე­ბი ბო­ლო ოცი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ი­ღო, აგ­ვის­ტოს ომის შემ­დგომ ხომ ამ­გვარ­მა პუბ­ლი­კა­ცი­ებ­მა ყვე­ლა­ფე­რი წა­ლე­კა. იქ­მნე­ბა ატ­ლა­სე­ბიც (თა­ნაც, სას­კო­ლო!), რომ­ლებ­შიც ქარ­თლის მტკვრის მარ­ცხე­ნა მხა­რე ალა­ნი­ის (ო­სე­თის) გა­ნუ­ყო­ფელ ნა­წი­ლა­დაა
წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ასე­თი ავ­ტო­რე­ბის­თვის არც სა­ის­ტო­რიო წყა­რო და არც სა­ბუ­თი არ არ­სე­ბობს. ფალ­სი­ფი­კა­ცია და ხში­რად ქარ­თუ­ლი წყა­რო­ე­ბის გა­დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი თარ­გმნა კი ის­ტო­რი­ის ქურ­დე­ბის­თვის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვი­ა.
ისე როგორც ქართული კულტურის არაერთ უძველეს ძეგლს, შიდა ქართლში თირის ტაძარსაც თავისად მიიჩნევენ ოსები
იმ­დე­ნი ნა­ქურ­და­ლია უკ­ვე დაგ­რო­ვი­ლი, რომ მიმ­ტა­ცე­ბელ­თა სამ­ხი­ლებ­ლად იმა­ვე მო­ცუ­ლო­ბის ნაშ­რო­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა და­ი­წე­როს, თუმ­ცა ზოგ­ჯერ უფ­რო დი­დი ფორ­მა­ტის პუბ­ლი­კა­ცი­ის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა დაგ­ვჭირ­დეს. მა­გა­ლი­თად,
2010 წელს მოს­კოვ­ში და­ბეჭ­დი­ლი სქელ­ტა­ნი­ა­ნი წიგ­ნის - "აფ­ხა­ზე­თი და სამ­ხრეთ ოსე­თი აღი­ა­რე­ბის შემ­დეგ: ის­ტო­რი­უ­ლი და თა­ნა­მედ­რო­ვე კონ­ტექ­სტი" - ავ­ტო­რე­ბი (ვლა­დი­მირ ზა­ხა­რო­ვი, ან­დრეი არე­შე­ვი, ელე­ნა სე­მე­რი­კო­ვა) წე­რენ (მი­თი­თე­ბის გა­რე­შე), რომ სო­ფელ ერედ­ვში, 1830-1831 წლე­ბის კა­მე­რა­ლუ­რი აღ­წე­რით, ცხრა ოსუ­რი და მხო­ლოდ ერ­თი ქარ­თუ­ლი გვა­რი ცხოვ­რობ­და და 1970-ი­ან წლებ­ში სო­ფე­ლი უკ­ვე ქარ­თუ­ლი იყო. გა­მო­დის, ქარ­თვე­ლებს თან­და­თან ოსე­ბი ერედ­ვი­დან გაგ­ვიყ­რია და მა­თი სახ­ლ-კა­რი მიგ­ვით­ვი­სე­ბი­ა.

ის­ტო­რი­უ­ლი ფაქ­ტის შეგ­ნე­ბულ გა­ყალ­ბე­ბას რით უნ­და ვუ­პა­სუ­ხოთ? სა­ბედ­ნი­ე­როდ, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ის­ტო­რიო არ­ქივ­ში და­ცუ­ლია ერედ­ვი­სა და ში­და ქარ­თლის ყვე­ლა სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბის აღ­წე­რის დავ­თრე­ბი, რო­მელ­საც რუ­სე­თის იმ­პე­რია აწყ­ობ­და. იმ­პე­რი­ამ ასე­თი აღ­წე­რა თბი­ლი­სის გუ­ბერ­ნი­ა­ში ექ­ვსჯერ მო­აწყ­ო. ჩვე­ნი ის­ტო­რი­უ­ლი სი­მარ­თლის­თვის კი ქარ­თვე­ლე­ბი ვალ­დე­ბუ­ლი ვართ, ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი 1830-1831 წლე­ბის კა­მე­რა­ლუ­რი აღ­წე­რის დავ­თრე­ბის დედ­ნე­ბი დავ­ბეჭ­დოთ: მკითხ­ველს, გან­სა­კუთ­რე­ბით არა­ქარ­თველს, ვაჩ­ვე­ნოთ ჩვე­ნი სი­მარ­თლე და ის­ტო­რი­ის ქურ­დე­ბის სი­ავ­კა­ცე.

ქვე­მოთ ერთ, სრუ­ლი­ად ახა­ლ, შეგ­ნე­ბუ­ლი უვი­ცო­ბის ნი­მუშს გა­გაც­ნობთ. ესაა ცხინ­ვალ­ში გა­მო­მა­ვა­ლი რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი გა­ზე­თის "რეს­პუბ­ლი­კა" (2011 წლის #9-10) პუბ­ლი­კა­ცი­ა, უფ­რო სწო­რად, ინ­ტერ­ვიუ დო­ცენტ ზარ­ბეგ ძა­ბით­თან. მაშ ასე, მივ­ყვეთ დო­ცენ­ტის სიც­რუ­ეთ: ცხინ­ვალს იქით, დი­დი ლი­ახ­ვის ხე­ო­ბის ათი ქარ­თუ­ლი სოფ­ლის (ქურ­თა, აჩა­ბე­თი, კეხ­ვი, მო­ნას­ტე­რი, თა­მა­რა­შე­ნი, გუ­ჯა­ბა­უ­რი, ძარ­წე­მი, ქე­მერ­ტი, ხე­ი­თი, სვე­რი) მო­სახ­ლე­ო­ბა ძვე­ლად არას­დროს ქარ­თუ­ლი არ ყო­ფი­ლა და ქარ­თვე­ლე­ბად მხო­ლოდ 1920 წელს, ჟორ­და­ნი­ას მთავ­რო­ბის ნა­ცი­ო­ნალ­-შო­ვი­ნის­ტთა შეჭ­რის შე­დე­გად ქცე­უ­ლან.

"ამ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ყო­ველ­თვის ცხოვ­რობ­დნენ ოსე­ბი, ებ­რა­ე­ლე­ბი და მხო­ლოდ უმ­ნიშ­ვნე­ლო რა­ო­დე­ნო­ბით სომ­ხე­ბი და ქარ­თვე­ლე­ბი. ერ­თი ჩე­მი ნაც­ნო­ბი გვა­რად ბა­სიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც აქ 1989 წლამ­დე ცხოვ­რობ­და, მიყ­ვე­ბო­და, რომ მი­სი წი­ნაპ­რე­ბი რამ­დე­ნი­მე თა­ო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მკვიდ­რობ­დნენ სო­ფელ აჩა­ბეთ­ში და XIX სა­უ­კუ­ნე­ში ბა­სი­თის გვარს ატა­რებ­დნენ. მი­სი პა­პა იხ­სე­ნებ­და, რომ 1920-ი­ან წლებ­ში მენ­შე­ვი­კე­ბის შე­მოჭ­რის მო­ლო­დინ­ში მათ გა­ნა ყურ­მოკ­ვრით იცოდ­ნენ ქარ­თვე­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტე­ბის სის­ხლის მწყურ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ და დას­ჯი­სა და ან­გა­რიშ­სწო­რე­ბის ში­შით (აქ კი მრა­ვა­ლი ოჯა­ხი ცხოვ­რობ­და) თა­ვი­ან­თი გვა­რი ქარ­თუ­ლი ვა­რი­ან­ტით შე­იც­ვა­ლეს. მე­ტიც, ში­შობ­დნენ, რომ ბან­დი­ტე­ბი წი­ნა­პარ­თა საფ­ლა­ვებს წა­უ­ბილ­წავ­დნენ და მა­თაც საფ­ლა­ვის ქვე­ბი გა­და­ატ­რი­ა­ლეს, რომ­ლებ­ზე­დაც მი­თი­თე­ბუ­ლი იყო გვა­რე­ბი და სხვა მო­ნა­ცე­მე­ბი ოსურ და რუ­სულ ენებ­ზე".

რა უნ­და ვთქვათ ამ ნა­ბოდ­ვარ­სა და უვი­ცო­ბა­ზე? უბ­რა­ლოდ, საქ­მე გვაქვს არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის მი­ტა­ცე­ბის, არა­მედ ის­ტო­რი­ის მი­ტა­ცე­ბის ფაქ­ტთან. აღ­ნიშ­ნუ­ლი სტრი­ქო­ნე­ბის ავ­ტორს ის­ტო­რი­ა­ში შე­იძ­ლე­ბა ახა­ლი თე­ო­რი­ის შექ­მნა­ზეც კი ჰქონ­დეს პრე­ტენ­ზი­ა: ერ­თი თო­ფის გა­ვარ­დნა­ზე ეთ­ნი­კუ­რი ცნო­ბი­ე­რე­ბის შეც­ვლა ეთ­ნო­სის თე­ო­რი­ა­ში გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი ყვე­ლა ავ­ტო­რის­თვის აღ­მო­ჩე­ნა იქ­ნე­ბა. ან­და ოსებს საკ­მა­ოდ მყი­ფე ეთ­ნი­კუ­რი ცნო­ბი­ე­რე­ბა ჰქო­ნი­ათ, თუ ასე, ში­შის გა­მო, დამ­ფრთხალ­ნი ქარ­თვე­ლე­ბად იქ­ცნენ. სი­ნამ­დვი­ლე­ში და­სა­ხე­ლე­ბულ სოფ­ლებ­ში, ისე­ვე რო­გორც თა­ნა­მედ­რო­ვე ე.წ. სამ­ხრეთ ოსეთ­ში, ყო­ველ­თვის ქარ­თვე­ლე­ბი ცხოვ­რობ­დნენ.

ფაქ­ტე­ბი უამ­რა­ვი შე­იძ­ლე­ბა მო­ვუყ­ვა­ნოთ ფალ­სი­ფი­კა­ტორ ავ­ტორს. რად­გან ის აჩა­ბე­თი­სა თუ ქურ­თის, კეხ­ვი­სა თუ თა­მა­რა­შე­ნის, ხე­ი­თი­სა თუ ქე­მერ­ტის მო­სახ­ლე­ო­ბას საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში, XX სა­უ­კუ­ნის 20-ი­ან წლებ­ში გა­ქარ­თვე­ლე­ბუ­ლად მი­იჩ­ნევს, ნე­ბის­მი­ერ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მკითხ­ველს შე­უძ­ლია ზე­მოხ­სე­ნე­ბულ სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლურ სა­ხელ­მწი­ფო სა­ის­ტო­რიო არ­ქივ­ში და­ცულ რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის შედ­გე­ნილ მო­სახ­ლე­ო­ბის 1818, 1830-1831, 1840, 1860 და 1873 წლე­ბის აღ­წე­რის დავ­თრებ­სა და 1886 წლის სა­ო­ჯა­ხო სი­ებს გა­ეც­ნოს, რომ­ლებ­შიც არა მხო­ლოდ ზე­მოთ ნახ­სე­ნე­ბი სოფ­ლე­ბია შე­ტა­ნი­ლი, არა­მედ ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის სხვა სოფ­ლე­ბიც, რომ­ლებ­შიც ასე­ვე ქარ­თვე­ლე­ბი მკვიდ­რობ­დნენ და სა­დაც იმ პე­რი­ოდ­ში ინ­ტენ­სი­უ­რად ხდე­ბო­და ოს­თა მიგ­რა­ცია ში­და ქარ­თლის მთის სოფ­ლე­ბი­დან.

რაც შე­ე­ხე­ბა ბა­სიშ­ვი­ლე­ბის გვარს, რომ­ლე­ბიც, თურ­მე, ბა­სი­თე­ბად იწე­რე­ბოდ­ნენ 1920-ი­ან წლე­ბამ­დე, სო­ფელ ქურ­თის (და არა აჩა­ბე­თის) 1860 წლის აღ­წე­რა­ში რვა კომ­ლი ბა­სიშ­ვი­ლია აღ­რიცხ­უ­ლი. ამ სოფ­ლე­ბის მთელ მო­სახ­ლე­ო­ბას და, კონ­კრე­ტუ­ლად, ბა­სიშ­ვი­ლებ­საც მი­წე­რი­ლი აქვთ: Âñå ãðóçèíû. ბა­სიშ­ვილ­თა ქარ­თუ­ლი გვა­რი სო­ფელ ქურ­თა­ში 1773 წლის ფი­ცის წიგ­ნში­ცაა მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი. გარ­და გი­ორ­გი ბა­სიშ­ვი­ლი­სა, ამ დო­კუ­მენ­ტში მი­სი მე­ზო­ბე­ლი სხვა ქარ­თვე­ლე­ბიც არი­ან და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი: შო­შია საყ­ვა­რე­ლი­ძე, გო­გია ხა­ბა­რე­ლი, ხო­სია ბა­ბუ­ცი­ძე, ღვთი­სია ხე­კაშ­ვი­ლი და სხვე­ბი. მე­ტიც: უფ­რო ად­რეც ეს ქარ­თუ­ლი გვა­რი არა­ერ­თხე­ლაა მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი სა­ის­ტო­რიო სა­ბუ­თებ­ში, მა­გა­ლი­თად, სუ­ხი­ტა და გი­უ­ნა ბა­სიშ­ვი­ლე­ბი მა­ჩაბ­ლე­ბის 1690 წლის წყა­ლო­ბის წიგ­ნის მოწ­მე­ე­ბი ყო­ფი­ლან.
სვეტიცხოველს მავანმა ოსეთიცხოველიც კი უწოდა(!)
"გა­ქარ­თვე­ლე­ბულ ოსებს" თა­ვი­ან­თი ოსუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბა რომ წა­რე­ხო­ცათ, თურ­მე საფ­ლა­ვის ქვე­ბი გა­და­უტ­რი­ა­ლე­ბით, რა­თა აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლი­ყო ოსუ­რი და რუ­სუ­ლი წარ­წე­რე­ბი. ფან­ტა­ზი­ას დი­დი გა­სა­ქა­ნი აქვს, მაგ­რამ ფალ­სი­ფი­კა­ტო­რე­ბი­სა და ის­ტო­რი­ის ქურ­დე­ბის მხი­ლე­ბა აქაც შე­იძ­ლე­ბა, თუ, რა თქმა უნ­და, ამ ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ოსებ­მა ქარ­თველ­თა საფ­ლა­ვის ქვე­ბი სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლად არ გა­მო­ი­ყე­ნეს. საფ­ლა­ვის ქვებ­ზე ეპი­ტა­ფი­ე­ბი სამ მხა­რე­ზე კეთ­დე­ბო­და.

გა­დატ­რი­ა­ლე­ბულ საფ­ლა­ვის ქვა­ზე ხომ დარ­ჩე­ბო­და კი­დევ ორი გვერ­დი, რო­მელ­ზე­დაც მა­თი წარ­მო­მავ­ლო­ბა და ოსუ­რი თუ რუ­სუ­ლი წარ­წე­რე­ბი გა­მოჩ­ნდე­ბო­და? ორი­ვე ლი­ახ­ვის ხე­ო­ბის საფ­ლა­ვის ქვე­ბი სა­ფუძ­ვლი­ა­ნად შე­ის­წავ­ლა მკვლე­ვარ­მა იო­სებ მეგ­რე­ლი­ძემ და მთე­ლი კა­ტე­გო­რი­უ­ლო­ბით უნ­და ით­ქვას, რომ ყვე­ლა მათ­გა­ნი ქარ­თულ ენა­ზე იყო შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, არა მარ­ტო აღ­ნიშ­ნულ სოფ­ლებ­ში, არა­მედ მთის ოსურ სოფ­ლებ­შიც. სად ჰყავ­დათ ოსებს საფ­ლა­ვის ქვე­ბის მკე­თე­ბე­ლი ხე­ლოს­ნე­ბი, ან­და სად არ­სე­ბობ­და ოსუ­რი დამ­წერ­ლო­ბა? ან­და საფ­ლა­ვის ქვის რო­მელ­მა ხე­ლო­სან­მა იცო­და XVIII სა­უ­კუ­ნე­სა და, თუ­გინდ, XIX სა­უ­კუ­ნე­ში ოსუ­რი და რუ­სუ­ლი ენე­ბი?

ზარ­ბეგ ძა­ბი­თის მი­ხედ­ვით, ზე­მოთ და­სა­ხე­ლე­ბულ ქარ­თულ სოფ­ლებ­ში, სა­დაც ყო­ველ­თვის თა­ვან­კა­რა ქარ­თუ­ლით ლა­პა­რა­კობ­დნენ, ოსებ­თან ერ­თად ებ­რა­ე­ლებ­საც და მხო­ლოდ უმ­ნიშ­ვნე­ლო რა­ო­დე­ნო­ბით სომ­ხებ­სა და ქარ­თვე­ლებს უცხ­ოვ­რი­ათ. ოსე­ბი რომ არას­დროს ცხოვ­რობ­დნენ აქ, უკ­ვე აღ­ვნიშ­ნეთ, რაც შე­ე­ხე­ბა და­ნარ­ჩენ ეთ­ნი­კურ ერ­თე­უ­ლებს - ქარ­თველ ებ­რა­ე­ლებს და ასე­ვე ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სომ­ხებს - ისი­ნი მხო­ლოდ ქარ­თვე­ლებ­თან ერ­თად ცხინ­ვალ­ში მკვიდ­რობ­დნენ და უმ­ნიშ­ვნე­ლო რა­ო­დე­ნო­ბით - ცხინ­ვა­ლის მიმ­დე­ბა­რე სო­ფელ თა­მა­რა­შენ­ში, რომ­ლე­ბიც ასე­ვე თა­ვად მა­ჩაბ­ლე­ბის ყმა გლე­ხე­ბი იყ­ვნენ. 1830-1831 წლებ­ში თა­მა­რა­შენ­ში ოთხი ოჯა­ხი ეთ­ნი­კუ­რი ოსიც მკვიდ­რობ­და, რომ­ლე­ბიც, რო­გორც დავ­თარ­შია მი­თი­თე­ბუ­ლი, 1820-ი­ან წლებ­ში ჯა­ვის ხე­ო­ბის სოფ­ლე­ბი­დან (მუ­გუ­თი და კრო­ჟა) იყ­ვნენ მიგ­რი­რე­ბუ­ლი.

იგი­ვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას ცხინ­ვა­ლის შე­სა­ხე­ბაც. აქ ოსუ­რი მო­სახ­ლე­ო­ბა კან­ტი­კუნ­ტად მხო­ლოდ XX სა­უ­კუ­ნის 10-ი­ან წლებ­ში გაჩ­ნდა. ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი კა­მე­რა­ლუ­რი აღ­წე­რის დავ­თრებ­ში ცხინ­ვალ­ში არც ერ­თი ეთ­ნი­კუ­რი ოსი არ არის მი­თი­თე­ბუ­ლი. მხო­ლოდ 1828 წელს ჩა­მო­სახ­ლე­ბუ­ლა მთი­დან ერ­თი ოჯა­ხი (ხუ­თი სუ­ლი) ოსი, რომ­ლე­ბიც მა­ლე­ვე აქე­დან გა­და­ბარ­გე­ბუ­ლან. XIX სა­უ­კუ­ნის პირ­ველ მე­სა­მედ­ში გერ­მა­ნე­ლი აიხ­ვალ­დიც აღ­ნიშ­ნავ­და, რომ ოსე­ბი ცხინ­ვალს იქით, მთებ­ში ცხოვ­რო­ბენ. მი­სი სიტყ­ვით, ად­რე ისი­ნი გა­ნუ­საზღ­ვრე­ლად ძარ­ცვავ­დნენ ქა­ლაქს და ხო­ცავ­დნენ მის მცხოვ­რებთ. ახ­ლა კი ქარ­თვე­ლებს, ცხინ­ვა­ლის მცხოვ­რებთ, სთხო­ვენ შვი­ლე­ბის მო­ნათ­ვლას.
alt
კი­დევ ერთ "შე­დევრს" შე­მოგ­თა­ვა­ზებთ ზარ­ბეგ ძა­ბი­თის ინ­ტერ­ვი­უ­დან: "ხალ­ხში ძველ­თა­გან­ვე ლა­პა­რა­კობ­დნენ, რომ ალან­-ო­სე­თის ტე­რი­ტო­რია მი­ნი­მუმ მცხე­თამ­დე ვრცელ­დე­ბო­და. ძვე­ლად მცხე­თის სა­სუ­ლი­ე­რო კომ­პლექსს ქარ­თვე­ლე­ბი ოსე­თიცხ­ო­ველს უწო­დებ­დნენ და მხო­ლოდ უკა­ნას­კნელ წლებ­ში ოფი­ცი­ა­ლურ­მა სა­ხელ­წო­დე­ბამ ახა­ლი ინ­ტერ­პრე­ტა­ცია შე­ი­ძი­ნა - "სვე­ტიცხ­ო­ვე­ლი". მთა­ზე მდე­ბა­რე ალა­ნუ­რი მო­ნას­ტე­რი, რო­მელ­საც თბი­ლი­სი შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს სიმ­ბო­ლოს უწო­დებს, ჯვრის სა­ხელს ატა­რებს. ეს რომ თარ­გმა­ნი­ა, ამა­ზე და­ფიქ­რე­ბაც არ ღირს, მით უმე­ტეს, რომ სიტყ­ვა "ჯვა­რი" ქარ­თულ ენა­ში ოსუ­რი­და­ნაა შე­სუ­ლი".

სა­ინ­ტე­რე­სო­ა, მო­მა­ვალ­ში კი­დევ რა სი­ურ­პრი­ზებს შე­მოგ­ვთა­ვა­ზე­ბენ ოსი ავ­ტო­რე­ბი? რო­გორც ჩანს, აღ­ნიშ­ნუ­ლის დამ­წერს არას­დროს უნა­ხავს არც ჯვრის მო­ნას­ტე­რი და არც სვე­ტიცხ­ო­ვე­ლი. მათ­ზე გან­თავ­სე­ბულ ქარ­თულ ეპიგ­რა­ფი­კას, ალ­ბათ, მო­მა­ვალ­ში ოსუ­რი დამ­წერ­ლო­ბის ძეგ­ლე­ბად წარ­მოგ­ვიდ­გე­ნენ. ოსუ­რი "ძუ­ა­რი"­-დან ქარ­თულ­ში ჯვრის სა­ხით შე­მოს­ვლაც იმის წი­ნა­პი­რო­ბა­ა, რომ სულ ახ­ლო მო­მა­ვალ­ში დაგ­ვი­წე­რენ: სა­ქარ­თვე­ლო­ში ქრის­ტი­ა­ნო­ბას ოსე­ბი ავ­რცე­ლებ­დნე­ნო. სა­კითხს ცო­ტა სე­რი­ო­ზუ­ლად რომ მი­ვუდ­გეთ, ოს­მა ახალ­გაზ­რდებ­მა, რო­მელ­თათ­ვი­საც ზარ­ბეგ ძა­ბი­თის წე­რი­ლია გან­კუთ­ვნი­ლი, იქ­ნებ ეთ­ნოგ­რაფ ბო­რის კა­ლო­ე­ვის, ტო­პო­ნი­მისტ აზა ცა­გა­ე­ვა­სა და ენათ­მეც­ნი­ერ ოლ­ღა თე­დე­ე­ვას წიგ­ნებ­ში ჩა­ი­ხე­დონ, რომ­ლებ­შიც შა­ვით თეთ­რზე წე­რი­ა, რომ ოსურ ენა­ში სიტყ­ვა "ძუ­ა­რი" ქარ­თუ­ლი­და­ნაა შე­სუ­ლი და არა მხო­ლოდ ოსურ ენა­ში, არა­მედ იბე­რი­ულ­-კავ­კა­სი­ურ ენებ­შიც (მა­გა­ლი­თად, ადი­ღე­ურ­ში). სა­ინ­ტე­რე­სო­ა, აღი­ა­რე­ბულ ოს ავ­ტორ­თა ნა­აზ­რევ­საც აღარ უწე­ვენ ან­გა­რიშს თა­ნა­მედ­რო­ვე "მეზღ­აპ­რე­ე­ბი"?

ოსებს ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თი­დან საკ­მა­ოდ და­შო­რე­ბულ უნი­კა­ლუ­რი ქარ­თუ­ლი ხუ­როთ­მოძღ­ვრე­ბის ძეგ­ლებ­ზე აქვთ პრე­ტენ­ზი­ა, და ბუ­ნებ­რი­ვი­ა, მთლად თა­ვი­სად წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ ში­და ქარ­თლის ჩრდი­ლო­ეთ მო­ნაკ­ვეთ­ში არ­სე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ძეგ­ლე­ბი. ამის შე­სა­ხებ კი 2008 წლის 11 აგ­ვის­ტოს რა­დი­ო­სად­გურ "ე­ხო მას­კვი­დან" ალექ­სანდრ კი­ბოვ­სკი და ანა­ტო­ლი რა­ხა­ე­ვი გვამ­ცნობ­დნენ და ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის 600 ძეგლს ალან­-ო­სუ­რი კულ­ტუ­რის ძეგ­ლე­ბად აცხ­ა­დებ­დნენ. მათ ისიც აუწყ­ეს მსმე­ნელთ, რომ თურ­მე, ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თი ძველ­თა­გან­ვე ალა­ნი­ის ეპარ­ქი­ა­ში შე­დი­ო­და, რო­მე­ლიც ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში, დი­დი ზე­ლენ­ჩუ­კის ხე­ო­ბა­ში მდე­ბა­რე­ობ­და.

ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი დო­ცენ­ტი მკითხ­ველს იმა­საც უამ­ბობს, რომ მას ჰყავ­და ნათ­ლი­ა, გვა­რად კარ­ჩი­ძე, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობ­და და მი­სი ყვე­ლა ნა­თე­სა­ვი ოსად თვლი­და თავს, მა­თი ად­რინ­დე­ლი გვა­რი კი კარ­ჩი­თი ყო­ფი­ლა. ნათ­ლი­ას­თან ხში­რი სტუმ­რო­ბი­სას და­ი­ა­რე­ბო­და მრა­ვალ სო­ფელ­სა და ხე­ო­ბა­ში. ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სო­ბა კი არ მა­ლავ­და თა­ვის ალა­ნურ­-ო­სურ წარ­მო­მავ­ლო­ბას. მი­თო­ლო­გე­მე­ბის შემ­ქმნე­ლი ოსი ავ­ტო­რი მხო­ლოდ ზო­გა­დად სა­უბ­რობს: მა­ლავს ნათ­ლი­ის სა­ხელს, არ იცის ნათ­ლი­ის გვა­რი, რად­გან ასე­თი ქარ­თუ­ლი გვა­რი არ არ­სე­ბობს. ქარ­ჩა­ი­ძე­ე­ბი კი ცხოვ­რო­ბენ მთი­უ­ლეთ­ში, მაგ­რამ მათ არა­ვი­თა­რი ოსუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბა არ აქვთ. აღ­ნიშ­ნულ ავ­ტორს კონ­კრე­ტუ­ლად არ და­უ­სა­ხე­ლე­ბია სოფ­ლე­ბი და ხე­ო­ბე­ბი, სა­დაც ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა ოს­ყო­ფი­ლე­ბად, ნა­ოს­რე­ბად აც­ნობ­და მას თავს.

ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ზღა­პა­რი კი იმის­თვის სჭირ­დე­ბო­და ის­ტო­რი­ის მიმ­ტა­ცე­ბელ ავ­ტორს, რომ და­ამ­ტკი­ცოს ოს­თა სა­ქარ­თვე­ლო­ში უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან მკვიდ­რო­ბის ფაქ­ტი. ამი­სათ­ვის კი აღი­ა­რე­ბულ ქარ­თველ მეც­ნი­ე­რებ­საც მო­იხ­მობს - ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვილ­სა და გე­რონ­ტი ქი­ქო­ძეს. თურ­მე ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის "ქარ­თვე­ლი ერის ის­ტო­რი­ის" პირ­ვე­ლი ტო­მის 1960 წლის გა­მო­ცე­მა­ში წე­რი­ა, რომ ქარ­თვე­ლე­ბის აქ - სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე - მოს­ვლამ­დე ალა­ნე­ბი ცხოვ­რობ­დნენ.

გე­რონ­ტი ქი­ქო­ძეს კი, თურ­მე, 1917 წლის გა­ზეთ "სა­ქარ­თვე­ლო­ში" და­უ­წე­რი­ა: თა­ნა­მედ­რო­ვე ოსე­ბის წი­ნა­პარ­მა ალა­ნებ­მა ქარ­თვე­ლე­ბი შეგ­ვი­ფა­რეს, მოგ­ვცეს მი­წა, გვას­წავ­ლეს სამ­ხედ­რო საქ­მე, გად­მოგ­ვცეს თა­ვი­ან­თი კულ­ტუ­რა, წეს­-ჩვე­უ­ლე­ბე­ბი და გვი­ცავ­დნენ გა­რე­შე მტრის­გა­ნო.
შიდა ქართლის რუსეთის მიერ ოკუპირებული (ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი) ტერიტორია, XII საუკუნეში აგებული თიღვის ეკლესიის სარკმელი
რა უნ­და უპა­სუ­ხო ზნე­ო­ბა­ზე ხე­ლა­ღე­ბულ ხან­ში შე­სულ ავ­ტორს, რო­მელ­საც, თა­ვის დრო­ზე ფი­ლო­ლო­გი­ის სა­მეც­ნი­ე­რო ხა­რის­ხი ქარ­თველ­მა ირა­ნის­ტებ­მა უბო­ძეს და რო­მე­ლიც, ცხინ­ვა­ლელ­თა სიტყ­ვით, თა­ვი­დან­ვე ქარ­თველ­თა სი­ძულ­ვი­ლით გა­მო­ირ­ჩე­ო­და? არც ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვილ­სა და არც გე­რონ­ტი ქი­ქო­ძეს ანა­ლო­გი­უ­რი რამ არ­სად უწე­რი­ათ. სი­მარ­თლის და­მალ­ვის გა­მო­ა, რომ ძა­ბი­თი არც "ქარ­თვე­ლი ერის ის­ტო­რი­ის" შე­სა­ბა­მი­სი გა­მო­ცე­მის გვერდს და არც ყო­ველ­დღი­უ­რი გა­ზე­თის ნო­მერს უთი­თებს.

ცხინ­ვა­ლურ გა­ზეთ­ში იმა­საც ვკითხ­უ­ლობთ, რომ თურ­მე 1989 წლის აღ­წე­რით, სა­ქარ­თვე­ლო­ში 1,5 მლნ ოსი ცხოვ­რობ­და და ეს რა­ო­დე­ნო­ბა ერ­თ-ერთ თბი­ლი­სელ პრო­ფე­სორს, ეთ­ნი­კურ ოსს, გა­მო­უთ­ვლი­ა. რომ თურ­მე მთე­ლი საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, იმა­ვე პრო­ფე­სო­რის სიტყ­ვით, სა­ქარ­თვე­ლოს არ­ქივ­სა­ცა­ვებ­ში ქარ­თვე­ლე­ბი შეგ­ნე­ბუ­ლად ანად­გუ­რებ­დნენ ოსი ხალ­ხის ის­ტო­რი­ის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ ყვე­ლა სა­ბუთს, რომ ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის ტო­პო­ნი­მე­ბი ესაა ოსურ ტო­პო­ნიმ­თა და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი და კალ­კი­რე­ბუ­ლი ფორ­მე­ბი (ო­სურ ტო­პო­ნი­მე­ბა­დაა გა­მოცხ­ა­დე­ბუ­ლი: თე­ძა­მი, დუ­შე­თი, ჭონ­ტი­ლი, შინ­დი­სი, ბა­კუ­რი­ა­ნი, ნა­დარ­ბა­ზე­ვი, ერ­გნე­თი, კუცხ­ო­ე­თი, სა­რა­ბუ­კი...).

ის­ტო­რი­ის ქურ­დო­ბის, ძარ­ცვის ანა­ლო­გი­უ­რი ფაქ­ტი მეც­ნი­ე­რე­ბამ არ იცის. ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნი კი რუ­სი და ოსი ახალ­გაზ­რდე­ბის სუ­ლის და­მა­ხინ­ჯე­ბა და ქარ­თველ­თა სი­ძულ­ვი­ლით აღ­ზრდა­ა. რო­გორც ჩანს, ასე­თი პრი­მი­ტი­ვიზ­მის, პრო­ვინ­ცი­უ­ლი შო­ვი­ნიზ­მის, ის­ტო­რი­ის ძარ­ცვის ფაქ­ტებს მო­მა­ვალ­შიც უნ­და ვე­ლო­დოთ.

რო­ლანდ თოფ­ჩიშ­ვი­ლი
ჟურნალი"ისტორიანი",#5


GIZO
09 ოქტომბერი 2017 09:58
ბოლო ბოლო რა გახდა ერთი ან ორი რაიმე რუსულ ენოვანი საიტის შექმნა, სადაც დოკუმენტურად იქნება აღწერილი ეს? რა თანხა ჯდება ეგეთი რო ვერ გაიმეტა ვერცეტმა მთავრობამ? გაკეთდეს უნდა რამე თორე წალეკა ინტერნეტ სივრცე უკვე ამათმა მოპარულმა ისტორიებმა. რამეს ეტყვი და დოკუმენტურად დასაბუთებას გთხოვენ (იმაზე არაფერს ვამბობ რომ თვითონ ვერ გისაბუთებენ და ზემოდ აღნიშნულ ვაი ისტორიკოსთან გადაგამისამართებენ)
777
04 ოქტომბერი 2017 14:38
ფარნავაზიც ოსი იყო ალბათ გაქართველებული
კ ო მ ბ ლ ე
04 ოქტომბერი 2017 01:33
მტერი კარგია, როცა მკვდარია , სხვა ყველა შემთხვევაში მოსვენება არ გექნება.