თავდასხმა პერლ-ჰარბორზე
03-10-2017
თავდასხმა პერლ-ჰარბორზე
იაპონიის იმპერიის საბედისწერო შეცდომა
1941 წლის 7 დეკემბერს იაპონელთა თავდასხმა აშშ-ის წყნარი ოკეანის ფლოტზე პერლ-ჰარბორში ამერიკელი ხალხისთვის მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა. შეურაცხყოფილი და თავზარდაცემული ამერიკელები, უყოყმანოდ დაირაზმნენ პრეზიდენტ რუზველტის მოწოდებაზე, შური ეძიათ ამ "ამერიკის სირცხვილის დღისთვის". ნუთუ რუზველტმა და მისმა უახლოესმა მრჩევლებმა იცოდნენ, რომ თავდასხმა მზადდებოდა და არაფერი იღონეს მის თავიდან ასაცილებლად, რათა შემდგომ აშშ-ს მეორე მსოფლიო ომში ჩართვა გაადვილებოდა?

30-ი­ან წლებ­ში ია­პო­ნი­ა­სა და აშშ-ს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა ძა­ლი­ან და­ი­ძა­ბა.
1931 წელს ია­პო­ნი­ამ და­იპყ­რო ჩი­ნე­თის პრო­ვინ­ცია მან­ჯუ­რი­ა, 1937 წელს კი ჩი­ნე­თის ცენ­ტრა­ლურ ნა­წილ­ში ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცია წა­მო­იწყ­ო. აშ­შ-ის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია სი­სას­ტი­კემ, რო­მელ­საც ია­პო­ნე­ლე­ბი ჩი­ნეთ­ში იჩენ­დნენ. ამას თან და­ერ­თო ია­პო­ნი­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა ჰიტ­ლე­რის ნა­ცის­ტურ გერ­მა­ნი­ას­თან სამ­ხედ­რო ალი­ან­სში, 1940 წელს. მომ­დევ­ნო წლის შე­მოდ­გო­მის­თვის ჰიტ­ლე­რის უძ­ლე­ვე­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი მთელ
კონ­ტი­ნენ­ტურ ევ­რო­პა­ში გა­ბა­ტონ­დნენ და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის­კენ იკა­ფავ­დნენ გზას. იმ დრო­ი­სათ­ვის ძლი­ერ­მა დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა თა­ვი­სი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი სა­ბერ­ძნე­თი­დან და კრე­ტი­დან გა­მო­იყ­ვა­ნა, რამ­დენ­ჯერ­მე მარ­ცხი იწ­ვნია ჩრდი­ლო­ეთ აფ­რი­კა­შიც.

გარ­და ამი­სა, ატ­ლან­ტის ოკე­ა­ნე­ში გერ­მა­ნე­ლებ­მა წყალ­ქვე­შა ნა­ვე­ბით ძლი­ე­რი იე­რი­ში მი­ი­ტა­ნეს ინ­გლი­სის ფლოტ­ზე და ამით აი­ძუ­ლეს ბრი­ტა­ნე­თი, უა­რი ეთ­ქვა შო­რე­ულ აღ­მო­სავ­ლეთ­ში სამ­ხედ­რო ხო­მალ­დე­ბით, შე­ი­­არა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი­თა და ავი­ა­ცი­ით გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე.
ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­ზე დი­დი გავ­ლე­ნა იქო­ნია იმ დრო­ის­თვის მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვან­მა პრო­ცე­სებ­მა. პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ აშ­შ-ში ძალ­ზე სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რებ­დნენ ევ­რო­პა­ში ომ­ში ჩარ­თვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას.

პო­ლი­ტი­კუ­რი მოძ­რა­ო­ბა "ა­მე­რი­კა უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა" სა­ჯა­როდ აკე­თებ­და მწვა­ვე გან­ცხა­დე­ბებს იზო­ლა­ცი­ო­ნიზ­მის შე­სა­ხებ. პრე­ზი­დენ­ტი რუზ­ველ­ტი ან­გა­რიშს უწევ­და ქვე­ყა­ნა­ში გა­მე­ფე­ბულ ან­ტი­სა­ო­მარ გან­წყო­ბას და პი­რო­ბას დებ­და, რომ ქვე­ყა­ნა ომ­ში არ ჩა­ერ­თვე­ბო­და. თუმ­ცა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ დი­დი ბრი­ტა­ნე­თის გა­დარ­ჩე­ნა­სა და ია­პო­ნი­ის შე­ჩე­რე­ბას ამე­რი­კის­თვის არ­სე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და. მო­მა­ვა­ლი შე­იძ­ლე­ბა კოშ­მა­რუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო.
პერლ-ჰარბორზე თავდასხმის მომენტი
მას შემ­დეგ, რაც საბ­ჭო­თა კავ­შირს გა­ა­ნად­გუ­რებ­და, გერ­მა­ნია სამ­ხედ­რო რე­სურ­სებს ბრი­ტა­ნე­თის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თავ­და - ან კა­პი­ტუ­ლა­ცი­ას აი­ძუ­ლებ­და, ან მი­წას­თან გა­ას­წო­რებ­და. ეს კი ჰიტ­ლერს მთე­ლი ევ­რო­პის ბა­ტონ­-პატ­რო­ნად აქ­ცევ­და - მის ხელ­ში აღ­მოჩ­ნდე­ბო­და აფ­რი­კა, ახ­ლო აღ­მო­სავ­ლე­თი, აზი­ა, ვიდ­რე ინ­დო­ე­თის საზღ­ვრამ­დე. ამა­სო­ბა­ში გა­აფ­თრე­ბუ­ლი ია­პო­ნია წა­ლე­კავ­და სამ­ხრეთს, რა­თა ხელთ ეგ­დო შო­რე­ულ აღ­მო­სავ­ლეთ­ში დი­დი ბრი­ტა­ნე­თის, საფ­რან­გე­თის, ჰო­ლან­დი­ის ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, სამ­ხრეთ­-აღ­მო­სავ­ლე­თი აზი­ა, ავ­სტრა­ლია და ახა­ლი ზე­ლან­დი­ა, აგ­რეთ­ვე ბრი­ტა­ნე­თის ინ­დო­ე­თი. მსოფ­ლი­ოს და­ი­ნა­წი­ლებ­დნენ გერ­მა­ნი­ა, იტა­ლია და ია­პო­ნი­ა, აშშ-ს კი მხო­ლოდ ამე­რი­კა შერ­ჩე­ბო­და ხელთ.

ამ სა­ში­ნე­ლე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად რუზ­ველ­ტი გერ­მა­ნი­ას­თან კონ­ფლიქ­ტში იმით ჩა­ე­ბა, რომ დი­დი ბრი­ტა­ნე­თი უზ­რუნ­ველ­ყო ყო­ველ­გვა­რი დახ­მა­რე­ბით, გარ­და ომ­ში თა­ვი­სი ჩარ­თვი­სა. ეს გუ­ლის­ხმობ­და ლენ­დ-ლი­ზის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მის ამუ­შა­ვე­ბას, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც აშშ დიდ ბრი­ტა­ნეთს მო­ა­მა­რა­გებ­და საბ­რძო­ლო მა­სა­ლით, ია­რა­ღი­თა და სტრა­ტე­გი­უ­ლი ნედ­ლე­უ­ლით.

ბრი­ტა­ნე­ლებს შე­ეძ­ლოთ ამის­თვის ხარ­ჯე­ბი არც გა­ე­ღოთ. რაც შე­ე­ხე­ბა ია­პო­ნი­ას, აშ­შ-მა მას შე­უმ­ცი­რა ნავ­თო­ბი­სა და სხვა ნედ­ლე­უ­ლის მი­წო­დე­ბა, რაც სა­სი­ცოცხ­ლო იყო იაპო­ნი­ის ეკო­ნო­მი­კი­სათ­ვის. ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბამ ორი­ვე ქვე­ყა­ნა კონ­ფრონ­ტა­ცი­ამ­დე მი­იყ­ვა­ნა, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ომის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად მარ­ცხით დამ­თავ­რდა. 1941 წლის 26 ნო­ემ­ბერს სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა კორ­დელ ჰალ­მა ია­პო­ნე­ლებს ჩი­ნე­თი­სა და ინ­დო­ჩი­ნე­თის და­ტო­ვე­ბა მოს­თხო­ვა. ია­პო­ნი­ას სხვა არა­ფე­რი დარ­ჩე­ნო­და გარ­და იმი­სა, რომ ამე­რი­კის­თვის ომი გა­მო­ეცხ­ა­დე­ბი­ნა. მარ­თლაც, ია­პო­ნე­ლებს უკ­ვე მი­ღე­ბუ­ლი ჰქონ­დათ ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა.

აშშ-ს ორი ფლო­ტი ჰყავ­და: აზი­უ­რი - ფი­ლი­პი­ნებ­ზე და წყნა­რი ოკე­ა­ნის - ჰა­ვა­ის კუნ­ძულ ოა­ჰუ­ზე, პერ­ლ-ჰარ­ბორ­თან ახ­ლოს.
1941 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ია­პო­ნი­ის გენერა­ლურ­მა შტაბ­მა მი­ი­ღო ია­პო­ნი­ის ფლო­ტის მთა­ვარ­სარ­დლის, ად­მი­რალ ისო­რო­კუ ია­მა­მო­ტოს მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გეგ­მა, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავ­და პერ­ლ-ჰარ­ბორ­ში აშ­შ-ის წყნა­რი ოკე­ა­ნის ფლოტ­ზე მო­უ­ლოდ­ნელ თავ­დას­ხმას. სტრა­ტე­გი­ულ ჩა­ნა­ფიქრს, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობ­და ფი­ლი­პი­ნებ­სა და პერ­ლ-ჰარ­ბორ­ზე ერ­თდრო­ულ თავ­დას­ხმას, უნ­და გა­და­ეწყ­ვი­ტა ის მწვა­ვე სამ­ხედ­რო-­საზღ­ვაო პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც რე­გი­ონ­ში ია­პო­ნელ­თა გა­მარ­ჯვე­ბას ხელს უშ­ლი­და.

ნო­ემ­ბრის ბო­ლოს ია­პო­ნელ­თა უზარ­მა­ზარ­მა ოპე­რა­ტი­ულ­მა ჯგუფ­მა, რო­მელ­შიც შე­დი­ო­და 6 ავი­ამ­ზი­დი, 24 სამ­ხედ­რო ხო­მალ­დი და წყალ­ქვე­შა ნა­ვე­ბი, საბ­რძო­ლო პო­ზი­ცი­ე­ბი და­ი­კა­ვა. 7 დე­კემ­ბერს, გამ­თე­ნი­ი­სას, ოპე­რა­ტი­უ­ლი ჯგუ­ფი კუნ­ძულ ოა­ჰუს ჩრდი­ლო­ე­თით 320 კი­ლო­მეტ­რზე იდ­გა. დი­ლის 8 სა­ათ­ზე პერ­ლ-ჰარ­ბო­რის კვი­რადღ­ის სიმ­შვი­დე 180 ია­პო­ნუ­რი ბომ­ბდამ­შე­ნის გა­მაყ­რუ­ე­ბელ­მა გუ­გუნ­მა და­არ­ღვი­ა.

იმ დროს, რო­ცა პერლ-ჰარ­ბო­რის ნავ­სად­გურ­ში 90 გე­მი იდ­გა, ია­პო­ნელ­თა ბომ­ბდამ­შე­ნე­ბი­სა და ტორ­პე­დომ­ზი­დე­ბის მთა­ვა­რი სა­მიზ­ნე იყო 8 ამე­რი­კუ­ლი საბ­რძო­ლო ხო­მალ­დი, აქე­დან 7 მათ­გა­ნი ბე­თელ­შიპ­-რო­უს ნავ­მი­სად­გომ­ში ერ­თრი­გად ჩამ­წკრი­ვე­ბუ­ლი იდ­გა და მტრის­თვის კარგ სა­მიზ­ნეს წარ­მო­ად­გენ­და. ყვე­ლა და­ბომ­ბეს, სა­მი კი ჩა­ძი­რეს. მარ­ტო აშ­შ-ის საზღ­ვაო ძა­ლე­ბის გემ "ა­რი­ზო­ნა­ზე" ჩა­ძირ­ვის მო­მენ­ტში 1100 კა­ცი იმ­ყო­ფე­ბო­და.
პერლ-ჰარბორის სამხედრო-საზღვაო ბაზა თავდასხმამდე
იე­რი­შის მე­ო­რე ტალ­ღა ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში გან­მე­ორ­და და 10 სა­ა­თის­თვის ია­პო­ნელ­თა თვით­მფრი­ნა­ვე­ბი, რომ­ლებ­მაც წყნა­რი ოკე­ა­ნის ფლოტს გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნეს, უკან გაბ­რუნ­დნენ. 21 სამ­ხედ­რო ხო­მალ­დის ჩა­ძირ­ვის ან გა­ნად­გუ­რე­ბის გარ­და, იაპო­ნე­ლებ­მა ამე­რი­კელ­თა 188 თვით­მფრი­ნა­ვი დაბომბეს, სა­ნამ მა­თი უმე­ტე­სო­ბა მი­წა­ზე იდ­გა. შე­იძ­ლე­ბო­და უა­რე­სიც მომ­ხდა­რი­ყო, რად­გან ია­პო­ნე­ლებს იმე­დი ჰქონ­დათ, რომ მა­თი თვალ­თა­ხედ­ვის არე­ში ამე­რი­კელ­თა კი­დევ სა­მი ავი­ამ­ზი­დი მოხ­ვდე­ბო­და, მაგ­რამ მოტყ­უვ­დნენ, რად­გან ორი მათ­გა­ნი ზღვა­ზე წვრთნებს გა­დი­ო­და, ხო­ლო მე­სა­მე შე­სა­კე­თებ­ლად იყო წაყ­ვა­ნი­ლი. ამე­რი­კელ­თა და­ნა­კარ­გი 2403 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რეს შე­ად­გენ­და, ამ რა­ო­დე­ნო­ბის ნა­ხე­ვა­რი კი დაჭ­რი­ლი იყო.

ია­პო­ნე­ლებ­მა კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი თავ­დას­ხმე­ბით თით­ქმის მი­წას­თან გა­ას­წო­რეს ფი­ლი­პი­ნებ­ზე აშ­შ-ის სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბი, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მე­ტად პერ­ლ-ჰარ­ბორ­ზე შე­ტე­ვამ გა­ნა­რის­ხა ამე­რი­კე­ლე­ბი. პრე­ზი­დენტ რუზ­ველტს კონ­გრეს­მა მა­შინ­ვე მი­ა­ნი­ჭა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა, ომი გა­მო­ეცხ­ა­დე­ბი­ნა ია­პო­ნი­ის­თვის, რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ კი გერ­მა­ნი­ამ მო­კავ­ში­რე­თა წი­ნა­შე თა­ვი მო­ვა­ლედ მი­იჩ­ნი­ა, აშ­შ-ისთვის ომი გა­მო­ეცხ­ა­დე­ბი­ნა. პერ­ლ-ჰარ­ბორ­ზე თავ­დას­ხმი­დან ოთხი დღის შემ­დეგ აშშ უკ­ვე ორ ფრონ­ტზე იყო ჩარ­თუ­ლი ომ­ში - გერ­მა­ნი­ა­სა და იტა­ლი­ას­თან, ევ­რო­პულ და ჩრდი­ლო­ე­თაფ­რი­კულ სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბა­თა არე­ალ­ში, და ია­პო­ნი­ას­თან - წყნარ ოკე­ა­ნე­ში.

პერ­ლ-ჰარ­ბორ­ზე თავ­დას­ხმა ია­პო­ნელ­თა უდი­დე­სი შეც­დო­მა იყო, ამით იმ­პე­რია გა­ნად­გუ­რე­ბის­თვის გა­წი­რეს.
გა­მარ­ჯვე­ბით აღ­ტა­ცე­ბულ ია­პო­ნელ­თა თვით­კმა­ყო­ფი­ლე­ბამ სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბა­ში ჩა­აგ­დო ამე­რი­კე­ლე­ბი, რომ­ლე­ბის­თვი­საც გა­და­ტა­ნი­ლი უბე­დუ­რე­ბა შე­უ­რაცხ­ყო­ფის ტოლ­ფა­სი იყო. ომის დროს და მის შემ­დგო­მაც ოფი­ცი­ა­ლურ გა­მოკ­ვლე­ვებ­ში რამ­დენ­ჯერ­მე სცა­დეს, ამო­ეც­ნოთ ის სა­ი­დუმ­ლო, რო­მე­ლიც ამ თავ­დას­ხმის უკან იმა­ლე­ბო­და და თა­ნაბ­რად გა­და­ე­ნა­წი­ლე­ბი­ნათ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ორი­ვე მხა­რე­ზე, რომ­ლებ­მაც გა­სა­ო­ცა­რი წინ­და­უ­ხე­და­ო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნეს. თუ ყვე­ლამ იცო­და, რომ ომი ნე­ბის­მი­ერ წამს შე­იძ­ლე­ბო­და დაწყ­ე­ბუ­ლი­ყო, რა­ტომ არ იყო პერ­ლ-ჰარ­ბო­რი საბ­რძო­ლო მზად­ყოფ­ნა­ში?

პირ­ვე­ლი გა­მო­ძი­ე­ბა, რო­მე­ლიც თავ­დას­ხმი­დან ზუს­ტად ექვს კვი­რა­ში დამ­თავ­რდა, მომ­ხდარ­ში კონ­ტრად­მი­რალ ჰაზ­ბანდ ე. კი­მელ­სა და გე­ნე­რალ­-ლე­ი­ტე­ნანტ ვალ­ტერ ქ. შორტს ადა­ნა­შა­უ­ლებ­და, რომ­ლე­ბიც ჰა­ვა­ი­ზე საზღ­ვაო და სამ­ხედ­რო მე­თა­უ­რე­ბის მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლებ­დნენ, მათ სამ­სა­ხუ­რებ­რივ გულ­გრი­ლო­ბა­ში დას­დეს ბრა­ლი. კი­მელ­მა და შორ­ტმა თხოვ­ნით მი­მარ­თეს სამ­ხედ­რო ტრი­ბუ­ნალს, მათ­თვის თა­ვის მარ­თლე­ბის უფ­ლე­ბა მი­ე­ცა, მაგ­რამ უა­რი ეთ­ქვათ. ისი­ნი ჩა­მო­აქ­ვე­ი­თეს და სამ­სა­ხუ­რი­დან და­ითხ­ო­ვეს.
აშშ-ის წყნარი ოკეანის მეთაური ადმირალი კიმელი. მას ბრალად სდებდნენ, რომ იაპონელთა თავდასხმას სრულიად მოუმზადებელი შეხვდა. თავად ადმირალი კი ამტკიცებდა, ვაშინგტონს დროულად რომ მოეწოდებინა ინფორმაცია, ფლოტი მომზადებული შეხვდებოდა თავდასხმასო
შემ­დგომ­მა გა­მო­ძი­ე­ბამ ცხად­ყო, რომ კი­მე­ლი­სა და შორ­ტის გან­ტე­ვე­ბის ვა­ცად გა­მოყ­ვა­ნა უსა­მარ­თლო­ბა იყო, რად­გან მათ არ აწ­ვდიდ­ნენ იმ სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­მელ­საც ვა­შინ­გტო­ნი ფლობ­და. ოჯა­ხე­ბის ცდა, მათ­თვის რე­პუ­ტა­ცია აღედ­გი­ნათ, მხო­ლოდ 2001 წელს დას­რულ­და წარ­მა­ტე­ბით, რო­დე­საც კონ­გრე­სის კო­მი­სი­ამ კი­მელ­სა და შორტს სამ­ხედ­რო წო­დე­ბე­ბი სიკ­ვდი­ლის შემ­დგომ აღუდ­გი­ნა.

ეჭ­ვგა­რე­შე­ა, რომ 7 დე­კემ­ბრამ­დე ვა­შინ­გტონს ჰქონ­და სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ა, სა­დაც მი­ნიშ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ ახ­ლოვ­დე­ბო­და ია­პო­ნელ­თა თავ­დას­ხმა და პერ­ლ-ჰარ­ბო­რი მა­თი მთა­ვა­რი სა­მიზ­ნე გახ­ლდათ. ამე­რი­კელ და ბრი­ტა­ნელ დამ­შიფ­რა­ვებს ად­ვი­ლად შე­ეძ­ლოთ გა­ე­შიფ­რათ ია­პო­ნურ რა­დი­ო­ე­თერ­ში გა­და­ცე­მუ­ლი ცნო­ბე­ბი, სა­დაც სავ­სე­ბით ნა­თე­ლი იყო მა­თი გან­ზრახ­ვა. გან­სა­კუთ­რე­ბით ნო­ემ­ბრის ბო­ლოს გახ­შირ­და ია­პო­ნელ­თა სიგ­ნა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მი­ა­ნიშ­ნებ­დნენ, რომ თავ­დას­ხმის შე­სა­ხებ ცნო­ბა და­შიფ­რუ­ლი იქ­ნე­ბო­და ტო­კი­ოს ამინ­დის პროგ­ნოზ­ში, რო­მელ­შიც სიტყ­ვა "წვი­მა" ნიშ­ნავ­და ომს, ხო­ლო "აღ­მო­სავ­ლე­თი" - აშშ-ს. მარ­თლაც, ამე­რი­კე­ლებ­მა 4 დე­კემ­ბერს და­ი­ჭი­რეს ამინ­დის რა­დი­ოპ­როგ­ნო­ზი "აღ­მო­სავ­ლე­თის ქა­რი, წვი­მა".

ის, რომ კი­მე­ლი და შორ­ტი არ გა­უფ­რთხი­ლე­ბი­ათ მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი საფ­რთხის შე­სა­ხებ, შე­იძ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტით აიხ­სნას:
სხვა­დას­ხვა სამ­თავ­რო­ბო და სამ­ხედ­რო უწყ­ე­ბამ მი­ი­ღო სა­ი­დუმ­ლო შეტყ­ო­ბი­ნე­ბა, რომ ვა­შინ­გტონ­ში დე­პარ­ტა­მენ­ტთა ში­და­სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ქსე­ლი მო­ი­კოჭ­ლებ­და. არ­მი­ა­სა და საზღ­ვაო ფლოტს შო­რის ურ­თი­ერ­თჯიბ­რი იმის მა­უწყ­ე­ბე­ლი იყო, რომ მათ შო­რის ინ­ფორ­მა­ცია არ იც­ვლე­ბო­და. ოფი­ცი­ა­ლურ წრე­ებ­ში უფ­რო სარ­წმუ­ნოდ მი­აჩ­ნი­ათ ის ვერ­სი­ა, რომ აშ­შ-ში გა­მე­ფე­ბუ­ლი იყო ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი და­უ­დევ­რო­ბა და ამი­ტო­მაც ვერ ხერ­ხდე­ბო­და სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­თა­ნა­დო და დრო­უ­ლი და­მუ­შა­ვე­ბა.

ეს ვერ­სია კი­დევ უფ­რო ამ­ყა­რებს იმ ვა­რა­უდს, რომ წარ­მო­უდ­გე­ნელ უნი­ა­თო­ბას სა­ბე­დის­წე­რო კა­ტას­ტრო­ფა მოჰ­ყვა. მა­გა­ლი­თად, გე­ნე­რალ­-ლე­ი­ტე­ნანტ შორ­ტის თვით­მფრი­ნა­ვე­ბი ასაფ­რენ ბი­ლიკ­ზე ისე იყ­ვნენ გვერ­დიგ­ვერდ ჩამ­წკრი­ვე­ბუ­ლი, რომ ია­პო­ნე­ლე­ბის­თვის იოლ სა­მიზ­ნეს წარ­მო­ად­გენ­დნენ. ამის მი­ზე­ზი კი ის იყო, რომ შორ­ტის აზ­რით, სა­ბო­ტა­ჟის რე­ა­ლუ­რი საფ­რთხე არ­სე­ბობ­და (პერ­ლ-ჰარ­ბო­რი ია­პო­ნე­ლი ჯა­შუ­შე­ბით იყო სავ­სე) და თვით­მფრი­ნა­ვე­ბი, გაშ­ლილ ად­გილ­ზე გან­ლა­გე­ბით, მე­სა­ბო­ტა­ჟე­ე­ბიდან მომდინარე საფ­რთხისგან უფრო დაცული იქნებოდა.

დაბ­ნე­უ­ლო­ბა გა­მო­იწ­ვია ინ­ფორ­მა­ცი­ამ, რო­მელ­მაც ია­პო­ნელ­თა ზრახ­ვე­ბი გა­მო­ამ­ჟღავ­ნა. 6 დე­კემ­ბერს, გვი­ან ღა­მით, ამე­რი­კელ დამ­შიფ­რა­ვებს ხელ­ში ჩა­უ­ვარ­დათ ვა­შინ­გტონ­ში ია­პო­ნი­ის სა­ელ­ჩოს­თვის გაგ­ზავ­ნი­ლი 14-ნა­წი­ლი­ა­ნი შეტყ­ო­ბი­ნე­ბა, რომ­ლის პირ­ვე­ლი 13 ნა­წი­ლი გა­შიფ­რეს და პრე­ზი­დენტ რუზ­ველ­ტსა და სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან ჰალს გა­და­უგ­ზავ­ნეს. შეტყ­ო­ბი­ნე­ბა­ში გარ­კვე­ვით იყო ნათ­ქვა­მი, რომ თავ­დას­ხმა მოკ­ლე ხან­ში მოხ­დე­ბო­და, მაგ­რამ სა­მიზ­ნე მი­თი­თე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა.

მე­ო­რე დი­ლით, და­ახ­ლო­ე­ბით დი­ლის 9 სა­ათ­ზე (ჰა­ვა­ის დრო­ით დი­ლის 4 სა­ათ­ზე), შეტყ­ო­ბი­ნე­ბის ბო­ლო, და­შიფ­რუ­ლი ნა­წი­ლი თეთრ სახ­ლში გა­იგ­ზავ­ნა, რო­მელ­შიც მი­თი­თე­ბუ­ლი იყო, რომ ია­პო­ნია აშ­შ-თან დიპ­ლო­მა­ტი­ურ კავ­შირს წყვეტ­და. ერ­თი სა­ა­თის შემ­დეგ გა­ი­შიფ­რა კი­დევ ერ­თი, მო­რი­გი შეტყ­ო­ბი­ნე­ბა, რო­მელ­შიც ია­პო­ნი­ის სა­ელ­ჩოს სთხოვ­დნენ, მთა­ვა­რი შეტყ­ო­ბი­ნე­ბა ღა­მის პირ­ველ სა­ათ­ზე (ჰა­ვა­ის დრო­ით დი­ლის 8 სა­ათ­ზე) გა­და­ეგ­ზავ­ნათ აშ­შ-ის მთავ­რო­ბის­თვის.
გენერალ-ლეიტენანტი ვალტერ ქ. შორტი ჰავაიზე სახმელეთო ჯარების მეთაური იყო. კიმელის მსგავსად, ისიც იძულებით გადააყენეს და სამსახურიდან დაითხოვეს. ორივე ამტკიცებდა, რომ არაფერი იცოდნენ მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ
ამ­რი­გად, ამე­რი­კე­ლებს ხელთ ჰქონ­დათ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ა, რო­მე­ლიც პერ­ლ-ჰარ­ბორს შე­ე­ხე­ბო­და. მას­ში მი­ნიშ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ თავ­დას­ხმა დი­ლით ად­რე და­იწყ­ე­ბო­და. თავ­დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტმა სცა­და ეს შორ­ტის­თვის ეც­ნო­ბე­ბი­ნა, მაგ­რამ რად­გან რა­დი­ო­კავ­ში­რი დრო­ე­ბით გაწყ­ვე­ტი­ლი იყო, ინ­ფორ­მა­ცია დე­პე­შით გაგ­ზავ­ნეს.

დე­პე­შა შე­ტე­ვის დაწყ­ე­ბამ­დე 20 წუ­თით ად­რე მი­ვი­და, თუმ­ცა გაგ­ზავ­ნამ­დე ჯერ კი­დევ 7 სა­ა­თით ად­რე იყო გა­შიფ­რუ­ლი. მე­ო­რე დი­დი შეც­დო­მა და­უშ­ვეს კუნ­ძულ ოა­ჰუ­ზე დი­ლის 7:02 სა­ათ­ზე, რო­ცა ჩრდი­ლო­ეთ სა­ნა­პი­როს სა­რა­და­რო სად­გუ­რის ორ­მა ოპე­რა­ტორ­მა ია­პო­ნელ­თა თვით­მფრი­ნა­ვე­ბი შე­ნიშ­ნა და ამის შე­სა­ხებ უფ­როს ოფი­ცერს შე­ატყ­ო­ბი­ნა. ეს უკა­ნას­კნე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ას უყუ­რადღ­ე­ბოდ მო­ე­კი­და, რად­გან ეგო­ნა, ეს იყო ამე­რი­კუ­ლი B-17 ტი­პის თვით­მფრი­ნა­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ამე­რი­კის და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­დან მოფ­რი­ნავ­დნენ.

სა­ბე­დის­წე­რო მოვ­ლე­ნა­თა ჯაჭ­ვმა და პა­სუ­ხის­მგე­ბელ პირ­თა შეც­დო­მებ­მა კა­ტას­ტრო­ფა გა­მო­იწ­ვი­ა.
მოვ­ლე­ნა­თა ოფი­ცი­ა­ლურ ვერ­სი­ას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სხვა, ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ვერ­სი­ა: პრე­ზი­დენ­ტმა რუზ­ველ­ტმა და მის­მა გა­რე­მოც­ვამ კარ­გად იცოდ­ნენ, რომ პერ­ლ-ჰარ­ბორ­ზე თავ­დას­ხმა ახ­ლოვ­დე­ბო­და. თუ ამ მოვ­ლე­ნებს თვალს გა­და­ვავ­ლებთ, უამ­რავ სამ­ხილს აღ­მო­ვა­ჩენთ, რომ პრე­ზი­დენტ რუზ­ველტს სურ­და, აშშ ნა­ცის­ტურ გერ­მა­ნი­ას­თან ომ­ში რაც შე­იძ­ლე­ბა მა­ლე ჩარ­თუ­ლი­ყო. თუმ­ცა ისიც კარ­გად იცო­და, რომ ამას ვერ გა­ა­კე­თებ­და მა­ნამ­დე, სა­ნამ ამე­რი­კე­ლი ხალ­ხი ერ­თსუ­ლოვ­ნად არ აღი­ა­რებ­და, რომ ომი გარ­და­უ­ვა­ლი იყო.

მხო­ლოდ ამე­რი­კი­სად­მი აგ­რე­სი­ას შე­ეძ­ლო ამე­რი­კე­ლი ხალ­ხის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა. რუზ­ველ­ტის მცდე­ლო­ბამ, ინ­გლი­სის­თვის მხარ­და­ჭე­რის გა­მოცხ­ა­დე­ბით პრო­ვო­კა­ცი­ა­ზე წა­მო­ე­გო ჰიტ­ლე­რი, რა­თა მას აშ­შ-ის­თვის ომი გა­მო­ეცხ­ა­დე­ბი­ნა, შე­დე­გი ვერ მო­ი­ტა­ნა. სა­მა­გი­ე­როდ, ამ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად ჰიტ­ლე­რი­სა და ია­პო­ნი­ის ალი­ან­სის გა­მო­ყე­ნე­ბა სცა­დეს.

რუზ­ველ­ტმა ია­პო­ნე­ლე­ბი თავ­დას­ხმის­კენ წა­ა­ქე­ზა და მა­ლე დარ­წმუნ­და, რომ ჩა­ნა­ფიქ­რმა გა­უ­მარ­თლა, რად­გან შორ­ტსა და კი­მელს ინ­ფორ­მა­ცია არ მი­ე­წო­დე­ბო­დათ. თავ­დას­ხმის წარ­მა­ტე­ბით დამ­თავ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ჰიტ­ლე­რი იფიქ­რებ­და, რომ აშშ და­სუს­ტე­ბუ­ლი იყო და ია­პო­ნი­ას­თან და­დე­ბულ გა­რი­გე­ბას შე­ას­რუ­ლებ­და. სხვა სიტყ­ვე­ბით რომ ვთქვათ, რუზ­ველ­ტი კონ­სპი­რა­ცი­უ­ლად მო­ე­ლა­პა­რა­კა უახ­ლო­ეს მრჩევ­ლებს, რომ­ლებ­მაც, ალ­ბათ, იცოდ­ნენ კი­დეც, რა მოხ­დე­ბო­და და პერ­ლ-ჰარ­ბორ­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი გა­წი­რეს (რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვათ კი­მე­ლი­სა და შორ­ტის რე­პუ­ტა­ცი­ა­ზე), რა­თა გერ­მა­ნი­ას­თან ომი და­ეწყ­ოთ. რო­გორც მა­კი­ა­ვე­ლი იტყ­ო­და, მი­ზა­ნი ამარ­თლებს სა­შუ­ა­ლე­ბას.
ადმირალი ისოროკუ იამამოტო
რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რა­ტომ უნ­და მოქ­ცე­უ­ლი­ყო ასე რუზ­ველ­ტი, აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა არ­სე­ბობს. ზო­გი­ერ­თის მტკი­ცე­ბით, რუზ­ველ­ტი ისე იყო შეძ­რწუ­ნე­ბუ­ლი იმით, რომ შე­იძ­ლე­ბო­და გერ­მა­ნი­ა­სა და ია­პო­ნი­ას მსოფ­ლიო ჰე­გე­მო­ნია მო­ე­პო­ვე­ბი­ნათ, მზად იყო ყვე­ლა­ფე­რი გა­ე­კე­თე­ბი­ნა ომ­ში ამე­რი­კის ჩა­საბ­მე­ლად. თუ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბა პერ­ლ-ჰარ­ბო­რის მსხვერ­პლად შე­წირ­ვა იყო, ასეც უნ­და მომ­ხდა­რი­ყო. თუმ­ცა იყ­ვნენ ისე­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც ირ­წმუ­ნე­ბოდ­ნენ, რომ რუზ­ველ­ტი გუ­ლის სიღ­რმე­ში კო­მუ­ნის­ტი იყო და აშ­შ-ის ომ­ში ჩარ­თვით საბ­ჭო­თა კავ­ში­რის გა­დარ­ჩე­ნა უნ­დო­და.

პრე­ზი­დენტ რუზ­ველ­ტის­თვის წა­ყე­ნე­ბუ­ლი მძი­მე ბრალ­დე­ბე­ბი რომ გვერ­დით გა­დავ­დოთ, მა­ინც გა­ურ­კვე­ვე­ლია სა­კითხ­ი, რა გა­ა­კე­თა ან რა არ იცო­და მან პერ­ლ-ჰარ­ბორ­ზე თავ­დას­ხმის დაწყ­ე­ბამ­დე. ერ­თი რამ ცხა­დია - რა მი­ზე­ზიც უნ­და ყო­ფი­ლი­ყო, ამე­რი­კე­ლე­ბი მზად არ აღ­მოჩ­ნდნენ ია­პო­ნელ­თა იე­რი­შის მო­სა­გე­რი­ებ­ლად. იქ­ნებ უნ­და გახ­სე­ნე­ბო­დათ, რომ ია­პო­ნე­ლებ­მა რუ­სეთ­თან ომი 1904 წელს და­იწყ­ეს და სწო­რედ ისე­ვე მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­ეს­ხნენ თავს რუ­სე­ბის მთა­ვარ ბა­ზას, პორტ-არ­ტურს. აშ­შ-ის ჩარ­თვამ მე­ო­რე მსოფ­ლიო ომ­ში ფა­შის­ტუ­რი ქვეყ­ნე­ბის ალი­ან­სის (ე.წ. ღერ­ძის სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი - ღერ­ძი ბერ­ლი­ნი-­რო­მი-­ტო­კი­ო) და­მარ­ცხე­ბა გარ­და­უ­ვა­ლი გა­ხა­და.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Na­ti­o­nal Ge­og­rap­hic­­-ის გა­მო­ცე­მა "ის­ტო­რი­ის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა­ნის" მი­ხედ­ვით
ჟურნალი "ისტორიანი",#5
გავაზელი
13 ოქტომბერი 2017 19:10
აშ­შ-ის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია სი­სას­ტი­კემ, რო­მელ­საც ია­პო­ნე­ლე­ბი ჩი­ნეთ­ში იჩენ­დნენ
:)))))
სულ ფეხებზე არ ეკიდა ამერიკას ჩინეთი და ჩინელები?