მენახშირეობა
10-10-2017
მენახშირეობა
ძველ სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სახ­ლე­ო­ბის ერ­თი ნა­წი­ლი სათ­ბო­ბის ძი­რი­თად სა­შუ­ა­ლე­ბად ხის ნახ­შირს იყე­ნებ­და.

მას­ზე გან­სა­კუთ­რე­ბით დი­დი მოთხ­ოვ­ნა თბი­ლის­ში იყო. თავ­და­პირ­ვე­ლად მე­ნახ­ში­რე­ო­ბა რაჭ­ვე­ლებ­მა და იმერ­ლებ­მა და­იწყ­ეს. თუმ­ცა ახალ საქ­მეს ად­გი­ლობ­რივ­მა მცხოვ­რებ­ლებ­მაც ად­ვი­ლად აუ­ღეს ალ­ღო. ამი­ტომ, მე­ნახ­ში­რე­ო­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად თბი­ლი­სის მიმ­დე­ბა­რე სოფ­ლებ­ში - წყნეთ­ში, ბა­გებ­ში, ნახ­შირ­გო­რა­ზე, დი­ღომ­ში, შინ­დის­ში, ტა­ბახ­მე­ლა­ში, გუ­დე­ლის­ში, კო­ჯორ­ში, ბორ­ბა­ლო­სა და მარ­ტყოფ­ში გან­ვი­თარ­და.

თბი­ლი­სის გარ­შე­მო არ­სე­ბუ­ლი ტყე­ე­ბი, რაც კი მტრის გა­უ­თა­ვე­ბელ შე­მო­სე­ვებს გა­და­ურ­ჩა, სა­რე­წაო ნახ­ში­რისა და შეშის გა­მო იჩე­ხე­ბო­და და ნად­გურ­დე­ბო­და. ტყე
ამ დროს ძი­რი­თა­დად მე­მა­მუ­ლე­თა ხელ­ში იყო. გლე­ხე­ბი და უმე­ტე­სად ვაჭ­რე­ბი შე­შას ყი­დუ­ლობ­დნენ და სა­გან­გე­ბოდ გა­მარ­თულ ორ­მო­ებ­ში ერთ ად­გი­ლას წვავ­დნენ, ნახ­შირს ამო­არ­ჩევ­დნენ, ნამ­წვა­ვი და ნა­ცა­რი კი ად­გილ­ზე რჩე­ბო­და. ამ საქ­მი­ა­ნო­ბის ნაკ­ვა­ლე­ვი, ანუ ნახ­ში­რის დამ­ზა­დე­ბის ად­გი­ლე­ბი ტყე­ებ­ში დღემ­დე გვხვდე­ბა.

ძვე­ლად ხე­ლო­სან­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბას ამ­ქა­რი ეწო­დე­ბო­და. ხე­ლოს­ნო­ბის თი­თო­ე­ულ დარგს
სა­კუ­თა­რი ამ­ქა­რი ჰყავ­და. ამ­ქრის გამ­გე­ო­ბას უს­ტა­ბა­ში გა­ნა­გებ­და. ყვე­ლა ამ­ქარს ჰქონ­და თა­ვი­სი დრო­შა, გერ­ბი, წეს­დე­ბა, სა­ლა­რო; ჰყავ­და თა­ვი­სი მფარ­ვე­ლი წმინ­და­ნი.

თბი­ლი­სის მე­ნახ­ში­რე­ე­ბიც, ქა­ლა­ქის სხვა ხე­ლო­სან­თა მსგავ­სად, ამ­ქარ­ში იყ­ვნენ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი. ერ­თად წვავ­დნენ ნახ­შირს და მო­გე­ბულ ფულ­საც თა­ნაბ­რად ინა­წი­ლებ­დნენ, ხო­ლო ტყის მე­პატ­რო­ნეს გა­მო­საწ­ვა­ვი ორ­მო­დან კვი­რა­ში ერ­თი გო­დო­რი ნახ­ში­რის სა­ფა­სურს უხ­დიდ­ნენ. გან­საზღ­ვრუ­ლი იყო ნახ­ში­რის წვის სხვა­დას­ხვა ხერ­ხი, ხა­რის­ხის გან­საზღ­ვრი­სა და გა­სა­ღე­ბის ად­გი­ლე­ბი.

მე­ნახ­ში­რე­ო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით XVIII სა­უ­კუ­ნი­დან იწყ­ებს გან­ვი­თა­რე­ბას.
რო­გორც ჩანს, ქა­ლა­ქის მიმ­დე­ბა­რე სოფ­ლებს შე­ში­თაც ევა­ლე­ბო­დათ სა­ხელ­მწი­ფო ბე­გა­რის გა­დახ­და. შე­მორ­ჩე­ნი­ლია 1796 წლის სა­ბუ­თი.
"ქ-კს უპდ (1796) იან­ვარს, კვ. (26) ქა­ლა­ქის ნა­პი­რის სოფ­ლებს შე­შა შეს­წერ­და და ეს იმი­სი პი­რი­ა... ვ (6) ურე­მი ქ. ტა­ბახ­მე­ლას..."

1779 წლის უც­ნო­ბი პი­რის ქორ­წი­ლის­თვის გა­წე­უ­ლი ხარ­ჯე­ბის ნუს­ხა­ში ჩა­მოთ­ვლი­ლია შე­შა და ნახ­ში­რი. აქე­დან შე­იძ­ლე­ბა შე­ვიტყოთ, რა ღირ­და იმ დროს ნახ­ში­რი და შე­შა.
"გ (3) ცა­ლი ნახ­ში­რი - მარ­ჩი­ლი
ერ­თი ურე­მი ნახ­ში­რი - სა­მი მი­ნალ­თუ­ნი და ორი აბა­ზი
ერ­თი ურე­მი შე­შა - ერ­თი მი­ნალ­თუ­ნი და სა­მი შა­უ­რი".

XVIII სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში მსგავ­სი დო­კუ­მენ­ტე­ბი უამ­რა­ვი­ა, შე­იძ­ლე­ბა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ მე­ნახ­ში­რე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბას ერეკ­ლე II-ის მი­ერ გა­ტა­რე­ბულ­მა ეკო­ნო­მი­კურ­მა რე­ფორ­მებ­მა და სა­ქა­ლა­ქო ცხოვ­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­მაც შე­უწყო ხე­ლი.

ძვე­ლი თბი­ლი­სის­თვის გათ­ბო­ბის ერ­თ-ერ­თი ძი­რი­თა­დი სა­შუ­ა­ლე­ბა სწო­რედ ხის ნახ­ში­რი გახ­ლდათ. ქა­ლა­ქე­ლე­ბი ყო­ველ­დღე რამ­დე­ნი­მე ათე­ულ ფუთ ნახ­შირს მო­იხ­მარ­დნენ. თბი­ლი­სე­ლე­ბი ნახ­შირს რო­გორც სათ­ბო­ბად, ისე საკ­ვე­ბის მო­სამ­ზა­დებ­ლად იყე­ნებ­დნენ. ქა­ლაქ­ში ოჯახს ვერ ნა­ხავ­დით, მა­ყა­ლი და ქურ­სი არ ჰქო­ნო­და. მა­ყალ­ზე თუ მწვად­სა და ქა­ბაბს წვავ­დნენ, ქურ­სი ერ­თგვა­რი გა­და­სა­ტა­ნი ღუ­მე­ლი იყო, რო­მელ­შიც გაღ­ვი­ვე­ბუ­ლი ნახ­ში­რი იყ­რე­ბო­და.

მა­ყა­ლი ოთხ ფეხ­ზე შემ­დგა­რი მოგ­რძო სწორ­კუთხა (ოთხ­კუთხ­ა) ფორ­მის იყო, ქურ­სი კი და­ბა­ლი, ოთხ ან ექვს ფეხ­ზე შემ­დგა­რი, ექ­ვსკუთხა ან რვა­კუთხ­ა, აჟუ­რუ­ლი გვერ­დე­ბით მო­ხა­რა­ტე­ბუ­ლი. ქურ­სი ძი­რი­თა­დად ხე­ლოს­ნებ­სა და ვაჭ­რებს ჰქონ­დათ დუქ­ნებ­ში, ზამ­თარ­ში ფე­ხებ­ქვეშ იდ­გამ­დნენ და თბე­ბოდ­ნენ. ამი­ტომ ნახ­შირ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მოთხ­ოვ­ნა იყო მჭედ­ლე­ბის, მე­თევ­ზე­ე­ბის, ყას­ბე­ბის მხრი­დან. ნახ­შირს იყე­ნებ­დნენ ასე­ვე ძვე­ლი თბი­ლი­სის სა­სა­დი­ლო­ე­ბი, სა­ხა­შე­ე­ბი, სა­ჩა­ი­ე­ე­ბი და სა­ბაყ­ლო­ე­ბი.

დღე­ვან­დე­ლი ბა­რა­თაშ­ვი­ლის ქუ­ჩის ად­გი­ლას უზარ­მა­ზა­რი ხე­ვი იყო, რო­მელ­საც თბი­ლი­სე­ლე­ბი ავა­ნა­ანთ ხევს ეძახ­დნენ. ხე­ვის ორი­ვე მხა­რეს პა­ტა­რა მო­ედ­ნე­ბი იყო, სწო­რედ აქ იყი­დე­ბო­და შე­შა და ნახ­ში­რი, ამი­ტომ ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბა ამ ად­გილს შე­შის მო­ე­დანს ეძახ­და. შე­შის მო­ე­და­ნი XIX სა­უ­კუ­ნის 40-იან წლებ­ში გა­უქ­მდა, ამ დროს პას­კე­ვიჩ ერე­ვან­სკის მო­ე­დან­ზე (დღე­ვან­დე­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­და­ნი) გა­მა­ვა­ლი ავა­ნა­ან­თხე­ვი გა­და­ხუ­რეს და იქ ქარ­ვას­ლა აა­შე­ნეს.

ამის შემ­დეგ ნახ­ში­რის გა­სა­ღე­ბის მთა­ვარ ად­გი­ლად თათ­რის მო­ე­და­ნი შე­იქ­ნა. იგი დღე­ვან­დე­ლი გორ­გას­ლის მო­ედ­ნის ად­გილ­ზე მდე­ბა­რე­ობ­და. თათ­რის მო­ე­დანს სხვა სა­ხე­ლე­ბი­თაც მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ: ქვე­მო მო­ე­და­ნი, შე­ი­თან­ბა­ზა­რი, მე­ი­და­ნი. გვი­ან­ფე­ო­და­ლურ ხა­ნა­ში ეს სა­ხე­ლე­ბი ერ­თმა­ნე­თის პა­რა­ლე­ლუ­რა­დაც იხ­მა­რე­ბო­და. ქა­ლაქ­ში შე­შა­სა და ნახ­შირს მა­ლაკ­ნე­ბის ბა­ზარ­სა და რი­ყე­ზეც ყიდ­დნენ.

მე­ნახ­ში­რე­ო­ბა აი­სა­ხა ქარ­თულ ფოლ­კლორ­ში და ქარ­თვე­ლი მწერ­ლე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში (ე­კა­ტე­რი­ნე გა­ბაშ­ვი­ლის "მაგ­და­ნას ლურ­ჯა", მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის "ო­რი გა­ნა­ჩე­ნი" და სხვ).

XIX სა­უ­კუ­ნის ბო­ლო­სა და XX სა­უ­კუ­ნე­ში ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბამ და სათ­ბო­ბის ახა­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბამ ხის ნახ­შირ­ზე მოთხ­ოვ­ნი­ლე­ბა თან­და­თან შე­ამ­ცი­რა.

ალექ­სან­დრე ბო­შიშ­ვი­ლი
ჟურნალი "ისტორიანი", #5
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!