"ფილმისთვის დავწერე "ა­სე­თია ქურ­დი კა­ცის ბე­დი". ვერც კი წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ასე აი­ტა­ცებ­დნენ. მო­დი­ოდ­ნენ ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბი, ატან­დნენ მო­სა­კითხს"
10-10-2017
"ფილმისთვის დავწერე "ა­სე­თია ქურ­დი კა­ცის ბე­დი". ვერც კი წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ასე აი­ტა­ცებ­დნენ. მო­დი­ოდ­ნენ ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბი, ატან­დნენ მო­სა­კითხს"
დე­და მუ­სი­კო­სი იყო. თურ­მე სულ ოც­ნე­ბობ­და, კომ­პო­ზი­ტო­რი გავ­მხდა­რი­ყა­ვი. მე არ მახ­სოვს დე­და...

ერთ ფილ­მში სა­ჭი­რო იყო ქურ­დი კა­ცის სიმ­ღე­რა და­მე­წე­რა... მეც დავ­წე­რე პეტ­რე გრუ­ზინ­სკის ლექ­სზე "ა­სე­თია ქურ­დი კა­ცის ბე­დი". მა­შინ ვერც წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ამ სიმ­ღე­რას ასე აი­ტა­ცებ­დნენ. არ და­იძ­რა მთე­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­რო ჩვენ­კენ!.. მო­დი­ოდ­ნენ ჩემ­თან ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბი, ატან­დნენ მო­სა­კითხს... რამ­დენ­ჯერ­მე მო­სუ­ლან და უთ­ქვამთ, თქვენ ოღონდ გვითხ­ა­რით და თუ ვინ­მე მო­საკ­ლა­ვი­ა, დღეს­ვე მოკ­ვდე­ბა­ო... არა­ვინ მყავს მო­საკ­ლა­ვი და მე ხომ არ მომ­კლავ­თ-მეთ­ქი, –
ვპა­სუ­ხობ­დი.
მა­სა­ლა მომ­ზა­დე­ბუ­ლია 2008 წელს. მცი­რე ხან­ში კომ­პო­ზი­ტო­რი ბი­ძი­ნა კვერ­ნა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. მის მი­ერ გან­ვლი­ლი ცხოვ­რე­ბის გზა ის­ტო­რი­ად იქ­ცა.

* * *
ნოემბრის მზი­ა­ნი დღე­ა. შეხ­ვედ­რა კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში დავ­თქვით. ვე­ლო­დე­ბი. სადღ­აც აქ­ვეა გა­სუ­ლი­ო, – სარ­თუ­ლის მო­რი­გემ. ისევ ვე­ლო­დე­ბი. მე­რე კი­ბე­ზე გა­მოჩ­ნდა, ძა­ლი­ან ნე­ლა მო­დი­ო­და... ამ დროს უკ­ვე
პარ­კინ­სო­ნის მძი­მე ფორ­მის და­ა­ვა­დე­ბა ჰქონ­და, თუმ­ცა ისევ ნა­თელ და სი­ცოცხ­ლის­მოყ­ვა­რე ადა­მი­ა­ნად რჩე­ბო­და. მინ­დო­და თა­ვის ცხოვ­რე­ბა­ზე თვი­თონ­ვე ეამ­ბო. დამ­თან­ხმდა. ოვა­ლურ ფან­ჯა­რას­თან ჩა­მოჯ­და. ეს ფან­ჯა­რა გემ­ზე ყოფ­ნის ილუ­ზი­ა­საც ქმნის. თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის დი­დი კომ­პო­ზი­ტო­რი ბი­ძი­ნა კვერ­ნა­ძე ჩემ­კენ იხე­დე­ბა და ისე ხუმ­რობს სი­ბე­რე­ზე, ერ­თი ნაკ­ვთიც არ ეც­ვლე­ბა... მე­რე მთხოვს, კარ­თან და­კი­დე­ბუ­ლი პალ­ტოს ჯი­ბი­დან წა­მა­ლი ამო­მი­ღე­თო... მო­რი­დე­ბით ვყოფ ხელს ჯი­ბე­ში და ნივთებს შო­რის წამ­ლის პა­ტა­რა შუ­შას ვარ­ჩევ. ბა­ტონ ბი­ძი­ნას ეღი­მე­ბა: – ბევ­რი რა­მე ყრია ჯი­ბე­ში, არა? ასე ვი­ცი... გია ყან­ჩე­ლი მე­ხუმ­რე­ბა, მემ­კვიდ­რე­ო­ბით ის და­მი­ტო­ვე, ერთ ჯი­ბე­ში რაც გაქ­ვსო... ერ­თხელ ამო­მაწყ­ო­ბი­ნა და რა არ ვი­პო­ვეთ, ტრამ­ვა­ის ბი­ლე­თე­ბი, სკრე­პი, რე­ცეპ­ტი, წა­მა­ლი...
ფლა­კონს ხსნის და წა­მალს სვამს.

წარ­სულ­ზე უნ­და მი­ამ­ბოს. სხვე­ბი ამ დროს სევ­დი­ა­ნი თვა­ლე­ბით იყუ­რე­ბი­ან ხოლ­მე, ბი­ძი­ნა კვერ­ნა­ძე აქაც ხუმ­რო­ბით იწყ­ებს:
– სიღ­ნაღ­ში და­ვი­ბა­დე, მაგ­რამ ახ­ლა იქ სახ­ლი არა მაქვს და კა­რი... ერ­თმა მკითხ­ა, სიღ­ნაღ­ში რათ და­ი­ბა­დე­ო, ვე­ხუმ­რე: სხვა­გან სამ­შო­ბი­ა­რო­ე­ბი არ იყო და დე­და­ჩე­მი იქ წა­იყ­ვა­ნეს­-მეთ­ქი... სი­ნამ­დვი­ლე­ში იქ ცხოვ­რობ­დნენ ჩვე­ნი მშობ­ლე­ბი.

მა­მა პრო­ვი­ზო­რად მუ­შა­ობ­და სიღ­ნა­ღის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში... ახ­ლა იქ ბოდ­ბის დე­და­თა მო­ნას­ტე­რი­ა, საბ­ჭო­თა დროს კი სა­ა­ვად­მყო­ფო იყო. დე­და, ნი­ნო ნა­დი­რაშ­ვი­ლი შეძ­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხის შვი­ლი იყო, მის მშობ­ლებს უზარ­მა­ზა­რი სახ­ლი ედ­გათ სო­ფელ მაჩხ­ა­ან­ში. 1924 წელს პა­პა დახ­ვრი­ტეს, დე­და­ჩე­მი და მი­სი ძმე­ბი და­ა­პა­ტიმ­რეს. პა­პა­ჩე­მის სახ­ლში შემ­დეგ ფო­რე მო­სუ­ლიშ­ვი­ლის სახ­ლ-მუ­ზე­უ­მი გახ­სნეს.

ყვე­ლა­ფე­რი წაგ­ვარ­თვეს. მა­შინ ხომ ხალ­ხის და­ჭე­რა "მე­ბე­ლი­ა­ნად" ხდე­ბო­და... კა­ხე­თი­დან მარ­ტო კა­ხუ­რი როხ­რო­ხა ლა­პა­რა­კი და იუ­მო­რის გრძნო­ბა გა­მომ­ყვა, სხვა არა­ფე­რი...
დე­და მუ­სი­კო­სი იყო, გერ­მა­ნი­ა­ში გა­ნათ­ლე­ბა­მი­ღე­ბუ­ლი. თურ­მე სულ ოც­ნე­ბობ­და, კომ­პო­ზი­ტო­რი გავ­მხდა­რი­ყა­ვი. 31 წლი­სა გარ­და­იც­ვა­ლა. მე არ მახ­სოვს დე­და... თით­ქოს ბუნ­დოვ­ნად ვხე­დავ ვი­ღაც გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლის სა­ხეს, მაგ­რამ დე­და იყო თუ არა, არ ვი­ცი...
დე­და რომ არ მყავ­და, ამის გა­მო ბევ­რჯერ მი­ტი­რი­ა, გულ­ჩათხ­რო­ბი­ლი ვი­ყა­ვი... მწა­რეა ობ­ლო­ბა.

სულ კა­ხეთ­ში კი არ ვი­ყა­ვი, თბი­ლის­შიც ჩა­მოვ­დი­ო­დი, ბი­ძა­ჩემ­თან – დე­დის ძმას­თან, გი­ორ­გი ნა­დი­რაშ­ვილ­თან. მოხ­დე­ნი­ლი და გო­ნი­ე­რი კა­ცი იყო. ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე მის­გან.
ერ­თი ძაღ­ლი მყავ­და თბი­ლის­ში – ბო­ბი­კა, ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და. ბი­ძა­ჩე­მი რომ გარ­და­იც­ვა­ლა, ბო­ბი­კაც სამ დღე­ში დარ­დით მოკ­ვდა.
თბი­ლის­ში და­მე­მარ­თა მუც­ლის ტი­ფი და ძლივს გა­და­მარ­ჩი­ნეს.
მეუღლესთან, ნესტან მესხიასთან ერთად საკუთარი სახლის აივანზე
სხვა­თა შო­რის, მე რომ ბი­ძამ თბი­ლის­ში ჩა­მო­მიყ­ვა­ნა, მტკვარ­ზე კუნ­ძუ­ლი იყო. სად წა­ვი­და ის კუნ­ძუ­ლი, არ ვი­ცი... ეჰ, ეგ­რე გაქ­რა ბევ­რი რა­მე ძვე­ლი ცხოვ­რე­ბი­დან...
ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბავ­შვი ვი­ყა­ვი, მა­თე­მა­ტი­კას ვერ ვსწავ­ლობ­დი, სა­მა­გი­ე­როდ, ქარ­თუ­ლი და ის­ტო­რია მიყ­ვარ­და... ცო­ტას ვცუღ­ლუ­ტობ­დი კი­დეც. ერ­თი­-ორ­ჯერ მთე­ლი დღე კუთხ­ე­შიც კი მამ­ყო­ფეს მას­წავ­ლებ­ლებ­მა...

პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლიც სკო­ლა­ში მეწ­ვი­ა. მახ­სოვს, სა­ჩუქ­რე­ბი მიმ­ქონ­და იმ გო­გოს­თვის...
16 წლამ­დე მუ­სი­კი­სა არა­ფე­რი ვი­ცო­დი. სახ­ლში პი­ა­ნი­ნო გვქონ­და, ჩე­მი და მე­ცა­დი­ნე­ობ­და ხოლ­მე. მეც მივ­დი­ო­დი პი­ა­ნი­ნოს­თან, მაგ­რამ კი არ ვუკ­რავ­დი, ვა­ბარ­ტყუ­ნებ­დი...

ომი დას­რულ­და და სკო­ლაც და­ვამ­თავ­რე. ჯარ­ში უნ­და წავ­სუ­ლი­ყა­ვი. ძა­ლი­ან არ მინ­დო­და ჯარ­ში წას­ვლა. გა­მო­სა­ვა­ლიც მოვ­ძებ­ნე... ნი­ჭი­ერ­თა ათ­წლედ­თან გა­იხ­სნა სკო­ლა­-ინ­ტერ­ნა­ტი "ხან­დაზ­მუ­ლი" ბავ­შვე­ბის­თვის. მეც ხან­დაზ­მუ­ლი ვი­ყა­ვი – 17 წლი­სა ვხდე­ბო­დი. მი­სა­ღებ გა­მოც­და­ზე მა­გი­და­ზე და­ა­კა­კუ­ნებ­დნენ და უნ­და გა­გე­მე­ო­რე­ბი­ნა, მე კი ვერ გა­ვი­მე­ო­რე. ყუ­რადღ­ე­ბით არ ვი­ყა­ვი ალ­ბათ და იმი­ტომ... ოთარ ხა­ტი­აშ­ვი­ლიც აბა­რებ­და ჩემ­თან ერ­თად, მე­რე ის გე­ნე­რა­ლი გახ­და. თა­ვი­დან ის მი­ი­ღეს და მე – არა. კი­დევ კარ­გი, ბო­ლოს რა­ღაც­ნა­ი­რად მეც დამ­რთეს სწავ­ლის ნე­ბა, თო­რემ ჯარ­ში რომ წავ­სუ­ლი­ყა­ვი...

მუ­სი­კა­ლურ­ში რომ ვი­ყა­ვი, რა­ტომ­ღაც გუ­ლი ავიც­რუე და თავს ვა­ნე­ბებ­დი. ჩემ­მა პე­და­გოგ­მა, ტე­რე­ზა არო­ნი­ში­ძემ სულ ძა­ლით გა­მა­ჩე­რა. მა­შინ ჯარ­ში მიჰ­ყავ­დათ ჩვე­ნი თა­ო­ბის ახალ­გაზ­რდე­ბი და მეც უკ­ვე მინ­დო­და ჯა­რის­კა­ცო­ბა. კი­დევ კარ­გი, და­მა­კა­ვეს, თო­რემ ახ­ლა სად­მე კარ­ტო­ფი­ლის გამ­ფცქვნე­ლი ვიქ­ნე­ბო­დი...

მუ­სი­კა რომ არა, სხვა რა უნ­და მე­კე­თე­ბი­ნა? რა­კი გა­უ­წა­ფა­ვი ვი­ყა­ვი, იმ­დენს ვმე­ცა­დი­ნე­ობ­დი დაკ­ვრა­ში, ხე­ლე­ბი გა­მი­შეშ­და, ახ­ლაც ატ­რო­ფი­რე­ბუ­ლი მაქვს ცა­ლი ხე­ლი მა­შინ­დე­ლი დი­დი დატ­ვირ­თვის გა­მო. დღე და ღა­მე ვმუ­შა­ობ­დი. სა­მი წე­ლი ამო­სუნ­თქვის დრო არ მქო­ნი­ა... აბა, ისე რო­გორ გინ­და... ბი­ჭის­გან გა­საკ­ვი­რია ასე­თი შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა? სუ­ლაც არა.
აბა ნი­ჭი რა არის? შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა ნი­ჭი­ე­რე­ბის ნა­წი­ლი­ა. მუ­ზა­ო, რომ იტყ­ვი­ან... რა მუ­ზა, რის მუ­ზა! უნ­და იჯ­დე და მუ­შა­ობ­დე და მა­შინ მო­გი­ვა მუ­ზაც და მა­შინ მი­აგ­ნებ, რა­საც ეძებ.

მახ­სოვს, ინ­სტრუ­მენ­ტი უნ­და აგ­ვერ­ჩი­ა, რო­მელ­ზეც და­ვუკ­რავ­დით. ბავ­შვებ­მა ყვე­ლა­ფე­რი და­ი­ტა­ცეს, რო­გორც ჩანს, კონ­ტრა­ბასს ვერ მო­ე­რივ­ნენ და მე რომ მი­ვე­დი, მხო­ლოდ ის­ღა იდ­გა ოთახ­ში... კონ­ტრა­ბა­სი მერ­გო...
ბიძინა კვერნაძე და რევაზ ლაღიძე
უშ­ვე­ლე­ბე­ლი ყუ­თი იყო. კარ­გი პე­და­გო­გი გვყავ­და, მაგ­რამ ნა­ხე­ვა­რი ტო­ნით მაღ­ლა გვიწყ­ობ­და ინ­სტრუ­მენტს, ჩვენ ნა­ხე­ვა­რი ტო­ნით დაბ­ლა ვუკ­რავ­დით. რომ გა­მო­ვი­დო­დით კონ­ცერ­ტზე, იქ კი­დევ ერ­თი ტო­ნით დაბ­ლა ვუკ­რავ­დით და ვი­ყა­ვით არე­ულ­-და­რე­უ­ლი... ისე­თი ბზუ­ი­ლი გამ­ქონ­და, მე­გო­ნა, ბზი­კე­ბი მეხ­ვე­ოდ­ნენ და მკბენ­დნენ. მე­რე კონ­ტრა­ბასს მი­ვა­ნე­ბე თა­ვი და კომ­პო­ზი­ცი­ა­ზე გა­ვაგ­რძე­ლე სწავ­ლა. კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ად­ვი­ლად მი­მი­ღეს. აბა რას იზამ­დნენ, კონ­ტრა­ბას­ზე სხვა არა­ვინ უკ­რავ­და!

მახ­სოვს, რო­გორ დავ­წე­რე პირ­ვე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი, ნი­ჭი­ერ­თა ათ­წლედს რომ ვამ­თავ­რებ­დი. ეს იყო რო­მან­სი ვა­ჟას ლექ­სზე. სხვა­თა შო­რის, ზუ­რაბ ან­ჯა­ფა­რი­ძე და­მი­ნა­ხავ­და თუ არა, ამ რო­მანსს მიმ­ღე­რო­და, ვეხ­ვე­წე­ბო­დი, და­ი­ვიწყ­ე-­მეთ­ქი. ამ რო­მან­სთან კი­დევ ერ­თი ამ­ბა­ვია და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ზუ­რი­კოს ვიც­ნობ­დი, რო­გორც კარგ ბიჭს, რუს­თა­ველ­ზე რომ და­დი­ო­და, კარ­გი ხმა რომ ჰქონ­და... რო­ცა დად­გა სა­კითხ­ი, რომ ვინ­მეს უნ­და შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა ჩე­მი რო­მან­სი, მას ვთხო­ვე, მო­სუ­ლი­ყო და ემ­ღე­რა. კონ­ცერტს უს­მენ­დნენ ან­ტონ ბა­ლან­ჩი­ვა­ძე, გრი­გოლ კი­ლა­ძე, იო­ნა ტუს­კი­ა. ისე შე­ას­რუ­ლა რო­მან­სი, რომ ატყ­და ერ­თი ამ­ბა­ვი, ეს ვინ მო­იყ­ვა­ნე, აქამ­დე სად იყო­ო! მე ვი­ღას ვახ­სოვ­დი, ყვე­ლა ზუ­რი­კო­ზე ლა­პა­რა­კობ­და. იმ დღი­დან და­იწყო მი­სი კა­რი­ე­რა.
კონ­სერ­ვა­ტო­რია რომ და­ვამ­თავ­რე, ფი­ლარ­მო­ნი­ის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნელ­მა, დო­რი­ან კი­ტი­ამ და­მი­ძა­ხა თა­ვის­თან... მე­რე მი­შა თუ­მა­ნიშ­ვილ­მა გა­მა­ფორ­მე­ბი­ნა მუ­სი­კა­ლუ­რად "ჭინ­ჭრა­ქა"... ამ სპექ­ტაკ­ლზეც დი­დი ამ­ბა­ვი ატყ­და, ყვე­ლას მოს­წონ­და. სპექ­ტაკლს სპექ­ტაკ­ლი მოჰ­ყვა. მუ­სი­კა­ლუ­რად გა­ვა­ფორ­მე "ამ­ბა­ვი სიყ­ვა­რუ­ლი­სა", "თეთ­რი ბა­ი­რა­ღე­ბი"... და მე­რე კი­დევ რამ­დე­ნი! ასე წა­ვი­და საქ­მე წინ...
არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მე­გობ­რე­ბი მყავ­და, ისი­ნი რომ აღარ არი­ან, ჩე­მი გუ­ლი თან წა­ი­ღეს...
ნოდარ გაბუნია, ჯანსუღ კახიძე და ბიძინა კვერნაძე
რე­ზო ლა­ღი­ძეს­თან ერ­თად ვყო­ფილ­ვარ სა­თევ­ზა­ოდ. ეგე­თი არა­ფე­რი მი­ნა­ხავს, ბა­დეს კბი­ლით იჭერ­და ხოლ­მე... არა­და, იმ­სიმ­ძი­მე ბა­დის და­ჭე­რა კაცს ორი­ვე ხე­ლით გა­უ­ჭირ­დე­ბო­და... ია­შა ბო­ბო­ხი­ძეს­თან ერ­თად სა­ნა­დი­როდ დავ­დი­ო­დი. ია­შაც მოვ­ლე­ნა იყო... ერ­თხელ არ­თა­ნა­ში წა­მიყ­ვა­ნა. იქი­დან სა­ნა­დი­როდ უნ­და წავ­სუ­ლი­ყა­ვით. ჩა­მაც­ვეს მან­ქა­ნის სა­ბუ­რა­ვის­გან შე­კე­რი­ლი რე­ზი­ნის ფეხ­საც­მე­ლი, ავი­ღეთ ია­რა­ღი, "სა­მას­ვა­ლი" მო­იყ­ვა­ნეს და იმა­ზე დავ­სხე­დით. მი­ვე­დით რა­ღაც ად­გი­ლამ­დე და ჩა­ვი­დე­თო... აქ რა გვინ­და-­მეთ­ქი, აქე­დან ფე­ხით წა­ვი­დე­თო...

და­ვა­დე­ქით გზას. თან გვახ­ლდნენ არ­თა­ნე­ლი მო­ნა­დი­რე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მთე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლო­ბით მიყ­ვე­ბოდ­ნენ, რო­გორ წა­არ­თვა ერ­თ-ერთ მათ­განს "ტე­ლეგ­რე­ი­კა" დათ­ვმა... ვე­უბ­ნე­ბო­დი, რას ამ­ბობ, კა­ცო, დათვს რად უნ­დო­და შე­ნი ტე­ლეგ­რე­ი­კა-­მეთ­ქი... რა ვქნა, დათ­ვმა წა­მარ­თვაო და...

სა­ნა­დი­როდ კი ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ არა­სო­დეს არა­ფე­რი მო­მიკ­ლავს... ერ­თხელ ტა­ხი გა­მო­ვარ­და, ეს­რო­ლე­ო, ია­შამ. ბი­ჭო, რო­გორ ვეს­რო­ლო, სიკ­ვდი­ლის წინ ტი­რი­ან­-მეთ­ქი...

ეს­რო­ლეს სხვებ­მა და მოკ­ლეს... იმ ტა­ხის ხორცს რა მაჭ­მევ­და...

სხვა დროს კი დათ­ვი გა­მო­ვი­და ჩვენ­კენ. კა­ცი­ვით მო­დი­ო­და, ან იმას რო­გორ ვეს­რო­დი! სხვებ­მა ეს­რო­ლეს. რომ და­იჭ­რა, თა­თი ისე მი­ი­დო ნატყ­ვი­არ­ზე, რო­გორც ადა­მი­ან­მა. ის ჟა­კა­ნი შინ მაქვს შე­ნა­ხუ­ლი და არც ის დათ­ვი მა­ვიწყ­დე­ბა. ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რე ვარ.
ერ­თხელ მე, ია­შა ბო­ბო­ხი­ძე და პი­ერ კო­ბა­ხი­ძე რეს­ტო­რან­ში ვი­ყა­ვით რე­ზო ლა­ღი­ძეს­თან ერ­თად. რე­ზო ამ­ბობ­და: ისე­თი აზარ­ტუ­ლი ვარ, ტყე­ში მა­მა­ჩე­მი რომ შემ­ხვდეს, შე­იძ­ლე­ბა იმას ვეს­რო­ლო­ო... პი­ერ­მა მითხ­რა: – შენ ამას ტყე­ში არ გაჰ­ყვე, ისე­თი გვა­რი გაქვს, ნამ­დვი­ლად გეს­ვრი­სო.

ჩე­მი მე­გო­ბა­რი იყო პეტ­რე ბაგ­რა­ტი­ო­ნი – უნი­ჭი­ე­რე­სი კა­ცი... ზოგ­ჯერ ისე იქ­ცე­ო­და, იფიქ­რებ­დი, გი­ჟი­ა­ო... ვე­უბ­ნე­ბო­დი, აფე­რის­ტი ხარ­-მეთ­ქი... რა ექ­ნა, რა­ღაც­ნა­ი­რად ხომ უნ­და გა­და­ერ­ჩი­ნა თა­ვი რეპ­რე­სი­ის­გან. ერ­თხელ ნას­ვა­მე­ბი მოვ­დი­ო­დით სა­ი­დან­ღაც. პეტ­რემ გვითხ­რა, წა­მო­დით მა­მა­ჩე­მის საფ­ლავ­ზე­ო. წაგ­ვიყ­ვა­ნა სვე­ტიცხ­ო­ველ­ში. ტა­ძარ­ში ხელ­მოჭ­რი­ლი კა­ცი იყო ყა­რა­უ­ლად. უსიტყ­ვოდ გაგ­ვი­ღო კა­რი შუ­ა­ღა­მი­სას, რომ გა­ი­გო, მე­ფის შთა­მო­მა­ვა­ლი მი­დი­ო­და მა­მის საფ­ლავ­ზე. ვხე­დავთ, საფ­ლა­ვებს დი­დი ქვე­ბი ადევს წარ­წე­რით. პეტ­რემ მა­მის საფ­ლა­ვი დაგ­ვა­ნა­ხა... შა­ვი მარ­მა­რი­ლოს პა­ტა­რა და­ფა იყო. გა­მე­ღი­მა: ეს "ზა­ჟი­გალ­კის" ქვა რამ და­გა­დე­ბი­ნათ­-მეთ­ქი... იმ ცალ­ხე­ლა კაც­მა რომ გა­ი­გო­ნა, გაგ­ვიბ­რაზ­და, ახ­ლა­ვე წა­დით აქე­და­ნო, გა­მოგ­ვრე­კა.

მახ­სოვს პეტ­რეს მებ­რძო­ლი მა­მა­ლი... გვე­ში­ნო­და იმ მამ­ლის, ძაღ­ლი­ვით გლეჯ­და ხალხს. მე­ზობ­ლის ქათ­მებს ჭამ­და... ერ­თხელ ერ­თი პოლ­კოვ­ნი­კი შე­სუ­ლა პეტ­რეს­თან, ეცა თურ­მე მხრებ­ზე და პა­გო­ნე­ბი ააგ­ლი­ჯა, "ჩა­მო­აქ­ვე­ი­თა"... პა­გო­ნი­ან ხალხს გან­სა­კუთ­რე­ბით ვერ იტან­და, ბაგ­რა­ტი­ო­ნის მა­მა­ლი იყო და ასე გა­მო­ხა­ტავ­და პრო­ტესტს. პეტ­რეს ერ­თი ძმა­კა­ცი ჰყავ­და, ფე­რე­ბით წა­აქ­ცია მა­მა­ლი და დაკ­ლა რო­გორც იქ­ნა. მე­რე ყვე­ბო­და, მდუ­ღა­რე წყალ­ში რომ ჩა­ვაგ­დეთ, ამოხ­ტა და პეტ­რეს უთხ­რა, – ვის კლავთ, თქვე­ნი დე­და ვა­ტი­რე­ო... მე­რე ქვაბ­ში ჩავ­დეთ და ნო­ემ­ბერ­ში რომ ცეცხ­ლზე და­ვად­გით, დე­კემ­ბრის ბო­ლოს იყო მზა­დო. ასე იყო მა­მა­ძაღ­ლი მამ­ლის ამ­ბა­ვი.
 კომპოზიტორები (მარცხნიდან): ბიძინა კვერნაძე, გივი ციციშვილი, სულხან ნასიძე, ტარიელ ბაქრაძე
ჩემს ხუმ­რო­ბებ­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ? რა ვი­ცი, აბა... მე ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ვიტყ­ო­დი რა­მეს და აი­ტა­ცებ­დნენ მო­უ­ლოდ­ნე­ლად... რე­ზო ლა­ღი­ძე რომ გარ­და­იც­ვა­ლა, ეზო­ში ვი­დე­ქით ერო­სი მან­ჯგა­ლა­ძე, რო­ბი­კო სტუ­რუ­ა, ნო­დარ დუმ­ბა­ძე, რა­მაზ ჩხიკ­ვა­ძე... უცა­ბე­დად ათი შა­ვი "ვოლ­გა" შე­მო­ვი­და. რო­ბი­კომ იკითხა, რა მოხ­და­ო. ვუთხ­ა­რი, არა­ფე­რი, მო­შავ­დნენ­-მეთ­ქი. უბ­რა­ლოდ ვთქვი, ესე­ნი კი­დევ გა­და­ი­რივ­ნენ, ეს რა თქვი­ო. ატე­ხეს სი­ცი­ლი. ასე იცოდ­ნენ. მე უბ­რა­ლოდ, სე­რი­ო­ზუ­ლად ვიტყ­ო­დი რა­მეს და ესე­ნი იცი­ნოდ­ნენ...

თუ და­ვუ­ბა­რე­ბი­ვარ ვინ­მეს ცე­კა­ში? რო­გორ არა! ერ­თხელ იმის­თვის და­მი­ბა­რეს, გინ­და თუ არა, ოპე­რა და­წე­რე­ო. ვუ­პა­სუ­ხე: ლიბ­რე­ტო არ არის და რო­გორ დავ­წე­რო-­მეთ­ქი... "ა­ბე­სა­ლომ და ეთე­რი" ხომ ოპე­რა არის, ლიბ­რე­ტო ხომ აქ­ვსო? აქ­ვს-მეთ­ქი. მე­რე რა­ღას უყუ­რებთ, აი­ღეთ ეგ ლიბ­რე­ტო და ახა­ლი ოპე­რა და­წე­რე­თო. ახ­ლა ღი­მი­ლით კი გიყ­ვე­ბით, მაგ­რამ მა­შინ არ მე­ღი­მე­ბო­და. ასე­თე­ბი უნ­და მო­გეს­მი­ნა სე­რი­ო­ზუ­ლი სა­ხით და სე­რი­ო­ზუ­ლი პა­სუ­ხი გა­გე­ცა. საფ­რთხი­ლო საქ­მე იყო...

მი­წა ძა­ლი­ან მიყ­ვარს, იმ­დე­ნად, რომ კავ­თის­ხევ­ში ნაკ­ვე­თი ვი­ყი­დე. ბევ­რჯერ ფეხ­შიშ­ვე­ლიც დავ­დი­ვარ იქ.
ბევ­რი სპექ­ტაკ­ლი გა­მი­ფორ­მე­ბია მუ­სი­კა­ლუ­რად, და­მი­წე­რია სიმ­ღე­რე­ბი ფილ­მე­ბის­თვის. ერთ ფილ­მში სა­ჭი­რო იყო ქურ­დი კა­ცის სიმ­ღე­რა და­მე­წე­რა... მეც დავ­წე­რე პეტ­რე გრუ­ზინ­სკის ლექ­სზე "ა­სე­თია ქურ­დი კა­ცის ბე­დი". მა­შინ ვერც წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ამ სიმ­ღე­რას ასე აი­ტა­ცებ­დნენ. არ და­იძ­რა მთე­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­რო ჩვენ­კენ!.. მო­დი­ოდ­ნენ ჩემ­თან ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბი, ატან­დნენ მო­სა­კითხს...

რამ­დენ­ჯერ­მე მო­სუ­ლან და უთ­ქვამთ, თქვენ ოღონდ გვითხ­ა­რით და თუ ვინ­მე მო­საკ­ლა­ვი­ა, დღეს­ვე მოკ­ვდე­ბა­ო... არა­ვინ მყავს მო­საკ­ლა­ვი და მე ხომ არ მომ­კლავ­თ-მეთ­ქი, – ვპა­სუ­ხობ­დი. ხან ღა­მეც მო­სუ­ლან ჩემ­თან... ახ­ლა ამ სიმ­ღე­რის გა­მო მგო­ნი ძლივს გა­დავ­რჩი აკ­რძალ­ვას. თვი­თონ სიმ­ღე­რა კი აუკ­რძა­ლავთ... აკ­რძა­ლონ, რა ვქნა. რო­გო­რიც ვარ, ეგე­თი ვარ, ახ­ლა რაც უნ­და თქვან ჩემ­ზე, ვე­რა­ფერს და­მაკ­ლე­ბენ.

თან­და­თან მაკ­ლდე­ბა ახ­ლობ­ლე­ბი, და აღა­რა მყავს... სა­ბედ­ნი­ე­როდ, ძმა მყავს ერ­თი, მა­მით ერ­თნი ვართ. მარ­თა­ლი­ა, კვერ­ნა­ძე არ არის, დე­დის გვარ­ზეა – ირიკო ევ­დოშ­ვი­ლი... ორი შვი­ლი მყავს. ვა­ჟი მხატ­ვა­რი­ა, გო­გო­ნა – ფი­ლო­ლო­გი. შვი­ლებს თა­ვი­სუფ­ლად ვზრდი­დი, სა­მი შვი­ლიშ­ვი­ლი მყავს...

სევ­დი­ა­ნი ვარ?.. ახ­ლა ასა­კის გა­მო კი არ გავ­ხდი სევ­დი­ა­ნი, ყო­ველ­თვის სევ­დი­ა­ნი ვი­ყა­ვი. ერ­თხელ მულ­ტფილ­მის­თვის მუ­სი­კის და­წე­რა მთხო­ვეს. მო­უს­მი­ნეს და ეს რა სევ­დი­ა­ნი­ა, ჩვენ თქვე­ნი იუ­მო­რი გვინ­და­ო... იუ­მო­რი კარ­გი­ა, მაგ­რამ ეგ­რე სად არი... სევ­და უფ­რო მე­ტია ცხოვ­რე­ბა­ში.

ყვე­ლა­ზე დი­დი ში­ში ამ ზაფ­ხუ­ლინ­დე­ლი მახ­სოვს... აგ­ვის­ტოს ომ­მა უდი­დე­სი ტკი­ვი­ლი მო­მა­ყე­ნა.
მე­გობ­რე­ბი შე­მიმ­ცირ­დნენ, ბევ­რი აღარ არის ამ­ქვეყ­ნად. ამა­ზე ლა­პა­რა­კი მი­ჭირს. ერო­სის­თან დი­დი მე­გობ­რო­ბა მა­კავ­ში­რებ­და, მაგ­რამ წიგ­ნი რომ გა­მო­დი­ო­და და წე­რი­ლის და­წე­რა მთხო­ვეს, ვერ დავ­წე­რე, ვერ შევ­ძე­ლი. ჩე­მი გან­ცდა მარ­ტო ჩემ­ში რჩე­ბა, ვერ გად­მოგ­ცემთ ვე­რა­ნა­ი­რად.

რა მე­ნატ­რე­ბა? მე­ნატ­რე­ბა ქარ­თულ სო­ფელ­ში გას­ვლა, ბრძე­ნი გლე­ხის მოს­მე­ნა. იცი, ქარ­თვე­ლი გლე­ხი ჩემ­თვის თა­ვი­სე­ბუ­რი მუ­სი­კა­ა, ისე რო­გორც ყვე­ლა­ფე­რი ჩემ ირ­გვლივ. სამ­ყა­როს კარ­გად უნ­და და­უგ­დო ყუ­რი და გა­მო­კენ­კო იქი­დან შე­ნი მუ­სი­კა.

P.შ. ახ­ლა რო­ცა ბი­ძი­ნა კვერ­ნა­ძე ცოცხ­ა­ლი აღარ არის, კი­დევ ერ­თხელ ვკითხ­უ­ლობ მის მო­ნათხ­რობს და მუ­სი­კად მეს­მის: იუ­მო­რის მსუ­ბუ­ქი სა­ფარ­ვე­ლით შე­ბუ­რულ, მაგ­რამ მა­ინც სევ­დი­ან მუ­სი­კად...

ლე­ლა ჯი­ყაშ­ვი­ლი
ჟურნალი "ისტორიანი",#5


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!