"ირმების გადასახედი, კახეთი, ჩემი კახეთი!"
10-10-2017
"ირმების გადასახედი, კახეთი, ჩემი კახეთი!"
ისტორიული ტურიზმით დაინტერესებულ და მოგზაურობის მოყვარულ მკითხველს ამჯერად კახეთის სანახების ერთ ნაწილს მოვატარებთ.

გაგაცნობთ ნინოწმინდის განსაცვიფრებელ კომპლექსს; მანავის ძველთაძველი ციხის ნანგრევებიდან თვალს შეავლებთ ივრის უმშვენიერეს ხეობას; ცივგომბორის ქედზე შეფენილ სიყვარულის ქალაქს - სიღნაღსაც ესტუმრებით; ბოდბეში, წმინდა ნინოს მონასტრის ხილვით რომ დატკბებით, მახლობლად წმინდანის ლოცვით აღმოცენებულ წმინდა წყაროს წყალშიც შეგიძლიათ განიბანოთ; ბოლოს კი წმინდა სტეფანე ხირსელის მონასტერში დაანთოთ აქვე დამზადებული თაფლის სანთლები...

"ნი­ნოწ­მინ­და - პა­ლა­ტე­ბი მე­ფე­თა..."
ნი­ნოწ­მინ­დის კომ­პლექ­სი მდე­ბა­რე­ობს სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში,
სო­ფელ ნი­ნოწ­მინ­და­ში, თბი­ლი­სი­დან 50 კი­ლო­მეტ­რის მან­ძილ­ზე, მდი­ნა­რე ივ­რის აუზ­ში.
კომ­პლექ­სის მთა­ვა­რი ნა­გე­ბო­ბაა VI საუკუნის III მე­ოთხ­ედ­ში აგე­ბუ­ლი ტა­ძა­რი. იგი არა­ერ­თხელ გა­და­უ­კე­თე­ბი­ათ IX-XI, XIII-XIV და XVI სა­უ­კუ­ნე­ებ­ში. კა­რიბ­ჭის წარ­წე­რი­დან ვი­გებთ, რომ 1671 წელს ტა­ძა­რი გა­ნუ­ახ­ლე­ბია ნი­ნოწ­მინ­დელ ეპის­კო­პოსს – ნი­კო­ლოზ ან­დრო­ნი­კაშ­ვილს.
სა­ქარ­თვე­ლოს გაქ­რის­ტი­ა­ნე­ბის შემ­დგომ რამ­დე­ნი­მე მსხვი­ლი სამ­ღვდელ­მთავ­რო
კა­თედ­რა არ­სე­ბობ­და, რო­მელ­თაც და­სა­ბა­მი წმინ­და მე­ფე ვახ­ტანგ გორ­გას­ლის სა­ეკ­ლე­სიო რე­ფორ­მამ და­უ­დო. ვახ­ტან­გის მი­ერ და­ფუძ­ნე­ბულ ქარ­თლის სა­კა­თა­ლი­კო­სო­ში თორ­მე­ტი ახა­ლი სა­ე­პის­კო­პო­სო კა­თედ­რი­დან ორი - ნი­ნოწ­მინ­და და ჭე­რე­მი თა­ნა­მედ­რო­ვე სა­გა­რე­ჯო-­ნი­ნოწ­მინ­დის ეპარ­ქი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე­ობ­და. ნი­ნოწ­მინ­დის სა­ე­პის­კო­პო­სოს კა­თედ­რა - "უ­ჯარ­მის კა­რი" მე­ფის სა­სახ­ლის კა­რის ეკ­ლე­სია იყო, რომ­ლის მწყემ­სმთა­ვა­რი VI სა­უ­კუ­ნის და­საწყ­ის­ში დვი­ნის სა­ეკ­ლე­სიო კრე­ბა­ზეც მო­იხ­სე­ნი­ე­ბო­და.
ნინოწმინდის საკათედრო ტაძარი
XVIII სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში ნი­ნოწ­მინ­დელ ეპის­კო­პოსს, სა­ბა ტუ­სის­შვილს გა­ნუ­ახ­ლე­ბია ტა­ძა­რი. მი­სი აგე­ბუ­ლია ასე­ვე სა­ე­პის­კო­პო­სო სა­სახ­ლე, რო­მე­ლიც იქ­ვე, ტაძ­რის ეზო­ში­ა.
1824 წელს, მი­წის­ძვრის დროს, კედ­ლებ­მა ვე­ღარ გა­უძ­ლო და თა­ღი და გუმ­ბა­თი ჩა­მო­ინ­გრა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით სხვა კედ­ლე­ბიც და­ინ­გრა და დღე­ის­თვის მხო­ლოდ სა­კურ­თხევ­ლის მხა­რეა შე­მორ­ჩე­ნი­ლი. ტაძ­რის გვერ­დით დგას XVI სა­უ­კუ­ნის კოშ­კი-­სამ­რეკ­ლო, რო­მე­ლიც ხში­რად მტრის­გან იფა­რავ­და ხალხს. კომ­პლექსს ძვე­ლი დრო­ი­დან გარს ერ­ტყა დი­დი გა­ლა­ვა­ნი, რო­მე­ლიც კოშ­კე­ბით იყო აღ­ჭურ­ვი­ლი და ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა თავს აფა­რებ­და ომი­ა­ნო­ბის დროს.

მო­ნას­ტერ­ში მდი­და­რი წიგ­ნსა­ცა­ვი ყო­ფი­ლა, რა­საც მოწ­მობს ჩვენს დრომ­დე მოღ­წე­უ­ლი ხელ­ნა­წე­რე­ბი. აქ მოღ­ვა­წე­ობ­დნენ მწიგ­ნობ­რე­ბი და პო­ე­ტე­ბი. მღვდელ­მთავ­რე­ბი: არ­სენ ნი­ნოწ­მინ­დე­ლი (X-XI სს.), მიტ­რო­ფა­ნე ნი­ნოწ­მინ­დე­ლი, იო­ა­ნე ნი­ნოწ­მინ­დე­ლი (XVIII ს.), სა­ბა ტუ­სის­შვი­ლი და სხვ.

XX სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლო­კოს­-პატ­რი­არ­ქის ილია II-ის ლოც­ვა-­კურ­თხე­ვით ნი­ნოწ­მინ­და­ში აღ­დგა სა­მო­ნას­ტრო ცხოვ­რე­ბა, ჩა­ტარ­და სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ამ­ჟა­მად აქ დე­და­თა მო­ნას­ტე­რი მოქ­მე­დებს. 2003 წლი­დან აღ­დგა სა­გა­რე­ჯო-­ნი­ნოწ­მინ­დის ეპარ­ქი­ა, აქ­ვე გან­თავ­სდა ეპარ­ქი­ის კა­თედ­რა და ეპის­კო­პო­სის რე­ზი­დენ­ცი­ა.

2003 წლის 18 აგ­ვის­ტოს ურ­ბნი­სის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში გა­მარ­თუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის წმინ­და სი­ნო­დის კრე­ბის გან­ჩი­ნე­ბით, სა­გა­რე­ჯო­სა და გურ­ჯა­ა­ნის ეპარ­ქი­ის ტე­რი­ტო­რი­ის გა­და­ნა­წი­ლე­ბის შემ­დეგ ჩა­მო­ყა­ლიბ­და გურ­ჯა­ან­ი-ვე­ლის­ცი­ხი­სა და სა­გა­რე­ჯო-­ნი­ნოწ­მი­ნდის ეპარ­ქი­ე­ბი.

მა­ნა­ვის ცი­ხის ნან­გრე­ვებ­თან...

თბი­ლი­სი-­თე­ლა­ვის მთა­ვარ გზატ­კე­ცილ­ზე, სა­გა­რე­ჯოს შემ­დეგ, ხელ­მარ­ცხნივ მო­ჩანს მა­ნა­ვის შე­სა­ნიშ­ნა­ვი ცი­ხის ნან­გრე­ვე­ბი.
ვა­ხუშ­ტი ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი ცი­ხე­სი­მაგ­რეს ასე მო­იხ­სე­ნი­ებს: "...ჰე­რე­თის მთის ძირს მა­ნა­ვი, სა­და­ცა აღა­შე­ნა სა­სახ­ლე იმამ­ყუ­ლი­ხან, მთის ძი­რად არს ძვე­ლა­დი ცი­ხე და აწ შე­მუს­ვრი­ლი".

XVIII სა­უ­კუ­ნე­ში კა­ხე­თის მე­ფეს თე­ი­მუ­რაზ II-ის ძმას იმამ­-ყუ­ლი ხანს (და­ვით II-ს) აუ­შე­ნე­ბია სა­სახ­ლე და თე­ლა­ვი­დან სა­მე­ფო რე­ზი­დენ­ცია აქ გად­მო­უ­ტა­ნი­ა. თე­ი­მუ­რაზ II-ის ოჯახს ამ სასახლეში კარ­გა ხანს უცხ­ოვ­რია და ამ­ბო­ბენ, რომ ერეკ­ლე II აქ იზ­რდე­ბო­და­ო. ამ პე­რი­ოდ­ში მა­ნა­ვი ცენტრს წარ­მო­ად­გენ­და, ამას მოწ­მობს 1712 წელს თე­ი­მუ­რაზ II-ის ქორ­წი­ნე­ბაც: "წარ­ვი­და თე­ი­მუ­რაზ ტფი­ლისს დი­დე­ბით, რა­მე­თუ წარ­სავ­ლე­ლად იყო ვახ­ტანგ ის­პა­ანს და დი­დი­თა დი­დე­ბი­თა და ზით­ვი­თა მო­იყ­ვა­ნა თა­მარ მა­ნავს და ქმნა კუ­ა­ლად ქორ­წი­ლი ჯე­რო­ვა­ნი".
მანავის ციხე
1772 წელს გი­ულ­დენ­შტედ­ტის ცნო­ბა გვა­უწყ­ებს, რომ სო­ფე­ლი მა­ნა­ვი მთლი­ა­ნად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი­ა, მო­სახ­ლე­ო­ბა შე­ხიზ­ნუ­ლია ცი­ცა­ბო ფერ­დო­ბებ­ზე. თა­ვად მა­ნა­ვის ცი­ხე სტრა­ტე­გი­უ­ლად მო­ხერ­ხე­ბულ ად­გი­ლას იყო აგე­ბუ­ლი. ცი­ხე გა­დაჰ­ყუ­რებს გარ­შე­მო მთელ ტე­რი­ტო­რი­ას. ამ­ჟა­მად კი იგი იმ­დე­ნად ია­ვარ­ქმნი­ლი­ა, რომ მი­სი ქვე­და ფე­ნე­ბის გან­საზღ­ვრა ვა­რა­უ­დით შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ.

მა­ნა­ვის ცი­ხის ძვე­ლი სამ­შე­ნებ­ლო ფე­ნა X-XI სა­უ­კუ­ნე­ებს მი­ე­კუთ­ვნე­ბა, ახა­ლი კი XVI-XVIII სა­უ­კუ­ნე­ებს. ცი­ხეს სა­ხელ­წო­დე­ბა სოფ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მი­უ­ღი­ა. იგი ორი ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბა: შე­მაღ­ლე­ბულ ად­გილ­ზე დგას ცი­ტა­დე­ლი, რო­მელ­საც აღ­მო­სავ­ლე­თით ქვე­და ცი­ხე ეკ­ვრის. ცი­ხეს აქვს ში­და გა­ლა­ვა­ნი, შე­სას­ვლე­ლი ჩრდი­ლო­ე­თი­დან მდე­ბა­რე­ობ­და. აქვს ოთხი კოშ­კი. ამ­ჟა­მად ცი­ხის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დგას სა­მი ეკ­ლე­სი­ა: ღვთის­მშობ­ლის დი­დი და პა­ტა­რა ეკ­ლე­სიები და წმინ­და გი­ორ­გის ეკ­ლე­სი­ა.
დღე­ის­თვის მიმ­დი­ნა­რე­ობს ცი­ხის რეს­ტავ­რა­ცია და არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვა-­ძი­ე­ბა.
ამ­ჟა­მად ეს სა­სახ­ლე დან­გრე­უ­ლი­ა.

სიღ­ნა­ღი - სიყ­ვა­რუ­ლის ქა­ლა­ქი

თბი­ლი­სი­დან ასი­ო­დე კი­ლო­მეტ­რში მდე­ბა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თ-ერ­თი ულა­მა­ზე­სი ცი­ხე-­ქა­ლა­ქი სიღ­ნა­ღი. ქა­ლა­ქი შე­ფე­ნი­ლია ცივ­გომ­ბო­რის ქედ­ზე, ზღვის დო­ნი­დან 750 მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე.
სა­ხელ­წო­დე­ბა სიღ­ნა­ღი წარ­მოდ­გე­ბა თურ­ქუ­ლი სიტყ­ვი­დან და თავ­შე­სა­ფარს ნიშ­ნავს. აქ ძველ­თა­გან­ვე ყო­ფი­ლა ცი­ხე­სი­მაგ­რე, რო­მელ­საც იყე­ნებ­დნენ რო­გორც მო­სახ­ლე­ო­ბის, ასე­ვე პი­რუტყ­ვის თავ­შე­საფ­რად.

ქა­ლაქ სიღ­ნა­ღი­სა და სიღ­ნა­ღის ცი­ხე­სი­მაგ­რის ის­ტო­რია უკავ­შირ­დე­ბა მე­ფე ერეკ­ლე II-ის სა­ხელს. ის­ტო­რი­კოს პლა­ტონ იო­სე­ლი­ა­ნის ცნო­ბით, სიღ­ნა­ღის ცი­ხე აგე­ბუ­ლია 1762 წელს მე­ფე ერეკ­ლეს მი­ერ. ცი­ხე­სი­მაგ­რეს მთა­ვა­რი რო­ლი ეკის­რე­ბო­და ლე­კე­ბი­სა და ოს­მალ­-ყი­ზილ­ბა­შე­ბის­გან და­სა­ცა­ვად. ერეკ­ლე II-მ მო­ახ­დი­ნა სიღ­ნა­ღის გა­ლავ­ნის გე­ნე­რა­ლუ­რი რე­კონ­ტრუქ­ცია და გა­ა­მაგ­რა კედ­ლე­ბი.
ქალაქ სიღნაღის გალავანი
ფე­ო­და­ლუ­რი სა­ქარ­თვე­ლოს ცი­ხე­ე­ბი­დან სიღ­ნა­ღის ცი­ხე სი­დი­დით გა­მო­ირ­ჩე­ვა. იგი 40 ჰექ­ტარ­ზეა გა­და­ჭი­მუ­ლი და მე­ტად უს­წო­რო გეგ­მა აქვს. ცი­ხის კედ­ლე­ბის პე­რი­მეტ­რი 2,5 კმ-ს აღ­წევს. გა­ლავ­ნის მთელ სიგ­რძე­ზე გან­ლა­გე­ბუ­ლი ყო­ფი­ლა 23 კოშ­კი და იმ­დე­ნი­ვე კონ­ტრფორ­სი. ყვე­ლა კოშ­კი ატა­რებ­და სა­ხელს იმის მი­ხედ­ვით, თუ რო­მე­ლი სო­ფე­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და მის მშე­ნებ­ლო­ბა­ში.

ცი­ხის კომ­პლექსს ჰქო­ნია ექ­ვსი შე­სას­ვლე­ლი, რომ­ლე­ბიც ასე­ვე სოფ­ლე­ბის სა­ხე­ლებს ატა­რებ­დნენ. ცი­ხის რთუ­ლი რე­ლი­ე­ფი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ქა­ლა­ქის მკვიდ­რნი მის გა­რე­თაც იყ­ვნენ და­სახ­ლე­ბულ­ნი.
მტრის შე­მო­სე­ვის დროს, ცი­ხე-­გა­ლავ­ნის ამ­შე­ნე­ბე­ლი სოფ­ლე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბა თა­ვი­სი სარ­ჩო-­სა­ბა­დებ­ლით აქ აფა­რებ­და თავს. მათ ევა­ლე­ბო­დათ კოშ­კე­ბი­სა და გა­ლავ­ნის დაც­ვა. ცი­ხის კედ­ლე­ბი ორი­ა­რუ­სი­ა­ნი­ა. ქვე­და, ყრუ ია­რუ­სის კედ­ლის სის­ქე 1,5 მეტრს, ხო­ლო ზე­და ია­რუ­სი­სა 70-80 სმ-ს შე­ად­გენს. ამ კედ­ლე­ბის სიგ­რძე­თა გან­სხვა­ვე­ბა ქმნის საბ­რძო­ლო ბი­ლიკს, რომ­ლის სი­გა­ნე 70 სმ-ი­ა.
სიღ­ნა­ღის ცი­ხე ნა­გე­ბია რი­ყის ქვით, მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბი­თაა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი აგუ­რი.

XVIII სა­უ­კუ­ნის II ნა­ხე­ვარ­ში სიღ­ნა­ღის ცი­ხე კა­ხეთ­ში ერ­თ-ერთ სა­ი­მე­დო და­საყ­რდენ პუნ­ქტად ით­ვლე­ბო­და.
ბო­ლო წლებ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და სიღ­ნა­ღის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა. აშენ­და სას­ტუმ­რო­ე­ბი, რამ­დე­ნი­მე ახა­ლი რეს­ტო­რა­ნი და კვე­ბის ობი­ექ­ტი, შე­იც­ვა­ლა ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რა, მო­პირ­კეთ­და ქუ­ჩე­ბი, შე­ნო­ბებს და­უბ­რუნ­და თა­ვი­სი ის­ტო­რი­უ­ლი სა­ხე. ასე­ვე აშენ­და სიღ­ნა­ღის მუ­ზე­უ­მი, რო­მე­ლიც თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტებს შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

ბოდ­ბის წმინ­და ნი­ნოს სა­ხე­ლო­ბის მო­ნას­ტე­რი

ბოდ­ბის მო­ნას­ტე­რი მდე­ბა­რე­ობს სიღ­ნა­ღის რა­ი­ონ­ში, ქა­ლაქ სიღ­ნა­ღი­დან ორი­ო­დე კი­ლო­მეტ­რში. ტა­ძა­რი აგე­ბუ­ლია IV სა­უ­კუ­ნის 30-ი­ან წლებ­ში, მი­რი­ან მე­ფის ბრძა­ნე­ბით. ქარ­თველ­თა გან­მა­ნათ­ლე­ბე­ლი წმინ­და ნი­ნო ბოდ­ბე­ში გარ­და­იც­ვა­ლა და ღვთის გან­გე­ბით აქ­ვეა დაკ­რძა­ლუ­ლი. წმინ­და ნი­ნოს დაკ­რძალ­ვის ად­გი­ლას პირ­ვე­ლი ეკ­ლე­სი­ის მშე­ნებ­ლო­ბა მომ­ხდარ­მა სას­წა­ულ­მა გა­ნა­პი­რო­ბა. მი­რი­ანს მცხე­თა­ში სურ­და მი­სი გად­მოს­ვე­ნე­ბა, მაგ­რამ ორას­მა კაც­მა ვერ დაძ­რა მი­სი სა­რე­ცე­ლი ად­გი­ლი­დან. ეკ­ლე­სია აა­გეს უშუ­ა­ლოდ საფ­ლავ­ზე.
შემ­დგომ­ში სა­აღ­მშე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი აქ ბა­ქარ მი­რი­ა­ნის ძე­საც ჩა­უ­ტა­რე­ბი­ა.

ის­ტო­რი­კო­სე­ბი ას­კვნი­ან, რომ ბოდ­ბის სა­ე­პის­კო­პო­სო ვახ­ტანგ გორ­გას­ლის ეპო­ქა­ში უკ­ვე არ­სე­ბობ­და.
XVI სა­უ­კუ­ნე­ში კა­ხეთ­ში სა­ე­რის­თა­ვო­ე­ბი გა­უქ­მდა და მსხვილ ფე­ო­და­ლურ ერ­თე­უ­ლე­ბად მხო­ლოდ სა­ე­პის­კო­პო­სო­ე­ბი დარ­ჩა, კა­ხე­თი და­ი­ყო ოთხ სად­რო­შოდ, მათ შო­რის პირ­ვე­ლი ად­გი­ლი ბოდ­ბელს ეკა­ვა. ვა­ხუშ­ტი ბა­ტო­ნიშ­ვი­ლის გად­მო­ცე­მით, ეპის­კო­პო­სი თა­ვად მი­უძღ­ო­და ლაშ­ქარს, მას თან ახ­ლდა ჯვა­რის­მტვირ­თვე­ლი, რო­მელ­საც ხელთ ეპყ­რა დრო­შა.
1631 წელს კა­ხე­თის მე­ფე თე­ი­მუ­რაზ I-მა შე­ა­კე­თა ტა­ძა­რი.
ბოდბე წმინდა ნინოს სახელობის მონასტერი
სა­მე­ფო კა­რი დი­დი ყუ­რადღ­ე­ბით ეკი­დე­ბო­და ბოდ­ბის მო­ნას­ტერს. XVII სა­უ­კუ­ნი­დან აქ მოქ­მე­დებ­და სა­სუ­ლი­ე­რო სას­წავ­ლე­ბე­ლი. აქ­ვე იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში ერ­თ-ერ­თი უმ­დიდ­რე­სი წიგ­ნსა­ცა­ვი. XVIII სა­უ­კუ­ნე­ში ბოდ­ბე დიდ­ძა­ლი მა­მუ­ლე­ბის მფლო­ბე­ლი­ა.

VIII-IX სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ტა­ძა­რი სამ­ნა­ვი­ან ბა­ზი­ლი­კად გა­და­უ­კე­თე­ბი­ათ. ჩრდი­ლო­ე­თით – სამ­კვეთ­ლო, სამ­ხრე­თით – წმინ­და ნი­ნოს ეგ­ვტე­რი. მა­თი შე­სას­ვლე­ლე­ბი თა­ღო­ვა­ნი­ა. წმინ­და ნი­ნოს ეგ­ვტერ­ში, ჩრდი­ლო­ეთ კე­დელ­თან არის 20 სმ სი­მაღ­ლის აგუ­რის შე­მაღ­ლე­ბა, რო­მელ­ზეც წმინ­და ნი­ნოს ფერ­წე­რუ­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. 1997 წლამ­დე აქ იდ­გა მი­ხე­ილ სა­ბი­ნი­ნის მი­ერ შე­წი­რუ­ლი მარ­მა­რი­ლოს ქვა. ამ­ჟა­მად არ­სე­ბუ­ლი საფ­ლა­ვის ქვა ოთხ სვეტ­ზე და­მაგ­რე­ბუ­ლი მარ­მა­რი­ლოს მა­სი­უ­რი ფი­ლა­ა, რომ­ლის ზე­და­პი­რი ორ­ნა­მენ­ტუ­ლი მორ­თუ­ლო­ბი­თაა და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი. სამ­კვეთ­ლო­სა და ეგ­ვტე­რის აფ­სი­დებ­ში კე­დელ­თან მიდ­გმუ­ლი ტრა­პე­ზია გა­მარ­თუ­ლი.

ეკ­ლე­სი­ის მო­ხა­ტუ­ლო­ბა ზე­თის სა­ღე­ბა­ვე­ბი­თაა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი. კედ­ლებ­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლია სცე­ნე­ბი ძვე­ლი და ახა­ლი აღ­თქმე­ბი­დან, წმინ­და გი­ორ­გი­სა და წმინ­და ნი­ნოს ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი სი­უ­ჟე­ტე­ბი, იო­ა­ნე ბოდ­ბე­ლის ორი პორ­ტრე­ტი. სამ­ხრე­თი ბურ­ჯის წინ გა­ნის­ვე­ნებს იო­ა­ნე ბოდ­ბე­ლი.

1889 წელს ბოდ­ბეს რუ­სე­თის იმ­პე­რა­ტო­რი ალექ­სან­დრე III ეწ­ვი­ა, მი­სი ბრძა­ნე­ბით გა­იხ­სნა დე­და­თა მო­ნას­ტე­რი, სა­დაც წირ­ვა-­ლოც­ვა რუ­სულ ენა­ზე აღევ­ლი­ნე­ბო­და. ამან ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ა. 1924 წელს მო­ნას­ტე­რი და­ი­ხუ­რა. ბოდ­ბის უკა­ნას­კნე­ლი იღუ­მე­ნია ნი­ნო ვაჩ­ნა­ძე, მი­უ­ხე­და­ვად მრა­ვალ­გზის მუ­ქა­რი­სა, მო­ნას­ტერს არ შორ­დე­ბო­და, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, ბოდ­ბე მი­ე­ტო­ვე­ბი­ნა და თბი­ლის­ში, ან­ჩის­ხა­ტის ტა­ძარ­თან და­სახ­ლე­ბუ­ლი­ყო, სა­დაც გარ­და­იც­ვა­ლა კი­დეც.

1991 წელს, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თა­ლი­კოს­-პატ­რი­არ­ქის ილია II-ის ლოც­ვა-­კურ­თხე­ვით, ბოდ­ბე­ში აღ­დგა საბ­ჭო­ურ პე­რი­ოდ­ში შეწყ­ვე­ტი­ლი სა­მო­ნას­ტრო ცხოვ­რე­ბა. ამ დრო­ი­დან მო­ნას­ტე­რი თან­და­თან იბ­რუ­ნებს ძველ სიძ­ლი­ე­რეს.

მო­ნას­ტრის ერ­თ-ერთ უდი­დე­სი სიწ­მინ­დე არის ივე­რი­ის ღვთის­მშობ­ლის სას­წა­ულ­მოქ­მე­დი ხა­ტი. მას კო­მუ­ნის­ტე­ბის დროს მო­ნას­ტრის ად­გი­ლას გახ­სნილ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, სა­ო­პე­რა­ციო მა­გი­დად იყე­ნებ­დნენ. შემ­დგომ ღვთის­მშო­ბე­ლი ექიმ ქალს გა­მო­ეცხ­ა­და და ხა­ტის პირ­ვან­დელ ად­გი­ლას გა­დას­ვე­ნე­ბა უბ­რძა­ნა. ერ­თხელ ერ­თმა ურ­წმუ­ნო კაც­მა ხა­ტის შე­უ­რაცხ­ყო­ფა სცა­და და და­ნით და­უ­სე­რა სა­ხე, რის­თვი­საც მკაც­რად და­ი­სა­ჯა და სავ­სე­ბით ჯან­მრთე­ლი მო­უ­ლოდ­ნე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა.

2002 წელს აღ­დგა სამ­რეკ­ლოც. ასე­ვე ამ პე­რი­ოდ­ში მთა­ვარ ტა­ძარ­საც ჩა­უ­ტარ­და სა­რეს­ტავ­რა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი.
ბოდ­ბე­ში წმი­ნდა ნი­ნოს მო­ნას­ტრი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 3 კმ-ში მდე­ბა­რე­ობს წმინ­და­ნის ლოც­ვით აღ­მო­ცე­ნე­ბუ­ლი წყა­რო. მას­ში გან­ბა­ნის შემ­დეგ უამ­რა­ვი სუ­ლი­ე­რად და ფი­ზი­კუ­რად დავ­რდო­მი­ლი ადა­მი­ა­ნი იკურ­ნე­ბა. წყა­როს­თან აშე­ნე­ბუ­ლია წმინ­და ნი­ნოს მშობ­ლე­ბის - წმინ­და ზა­ბუ­ლო­ნი­სა და სო­სა­ნას სა­ხე­ლო­ბის მცი­რე ეკ­ლე­სი­ა.

წმინ­და სტე­ფა­ნე ხირ­სე­ლის სა­ხე­ლო­ბის მო­ნას­ტე­რი

ხირ­სის მო­ნას­ტე­რი მდე­ბა­რე­ობს სიღ­ნა­ღის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ ტი­ბა­ან­ში, სიღ­ნა­ღი­დან 11 კმ-ში. მი­სი და­მა­არ­სე­ბე­ლია VI სა­უ­კუ­ნე­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­სულ ასუ­რელ მა­მა­თა­გან ერ­თ-ერ­თი – სტე­ფა­ნე ხირ­სე­ლი.
IX-X სა­უ­კუ­ნე­თა მიჯ­ნა­ზე სტე­ფა­ნე ხირ­სე­ლის მი­ერ აგე­ბუ­ლი ბა­ზი­ლი­კა კახ­თა მე­ფე კვი­რი­კე I-მა გუმ­ბა­თო­ვა­ნი ტაძ­რით შეც­ვა­ლა. XVI სა­უ­კუ­ნის 40-ი­ან წლებ­ში ლე­ვან კახ­თა მე­ფემ აქ ჩა­ა­ტა­რა რეს­ტავ­რა­ცი­ა.

ტო­პო­ნიმ ხირ­სის წარ­მო­მავ­ლო­ბა უც­ნო­ბი­ა. მეც­ნი­ერ­თა ნა­წი­ლი მას უკავ­ში­რებს მო­ნას­ტრის ახ­ლოს გა­მო­მა­ვალ მდი­ნა­რე ხირ­სას, რო­მე­ლიც იმ დროს საკ­მა­ოდ წყა­ლუხ­ვი ყო­ფი­ლა. ასე­ვე სა­ვა­რა­უ­დო­ა, რომ სა­ხე­ლი ხირ­სა თვით წმინ­და სტე­ფა­ნეს შე­მო­ე­ტა­ნა მცი­რე აზი­ი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში და ეწო­დე­ბი­ნა თა­ვი­სი ას­კე­ტუ­რი ცხოვ­რე­ბის ად­გი­ლის­თვის.
წმინდა სტეფანე ხირსელის სახელობის მონასტერი
ღირ­სი სტე­ფა­ნეს წმინ­და ნა­წი­ლე­ბი ტაძ­რის ჩრდი­ლო­ეთ ნა­წილ­შია დას­ვე­ნე­ბუ­ლი. ხირ­სის მო­ნას­ტე­რი ერ­თ-ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­სი­ო­ნე­რუ­ლი ცენ­ტრი იყო. მორ­წმუ­ნე­ნი ქრის­ტი­ა­ნო­ბის გა­სავ­რცე­ლებ­ლად მი­ემ­გზავ­რე­ბოდ­ნენ და­ღეს­ტან­ში, ოსეთ­ში, ინ­გუ­შეთ­ში, ას­ტრა­ხან­ში და სხვ. ამ მხრივ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია ხირ­სის მო­ნას­ტრის წი­ნამ­ძღვრის - იო­ა­ნე მან­გლე­ლის ღვაწ­ლი.

1811 წელს, ქარ­თუ­ლი ავ­ტო­კე­ფა­ლი­უ­რი ეკ­ლე­სი­ის გა­უქ­მე­ბის შემ­დეგ, ხირ­სის სა­ვა­ნე ქარ­თლ-კა­ხე­თის ერ­თ-ერ­თი მო­ნას­ტერ­თა­გა­ნი იყო, რო­მელ­შიც ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა აღეს­რუ­ლე­ბო­და.

XIX სა­უ­კუ­ნის და­საწყ­ი­სის­თვის წმინ­და სტე­ფა­ნეს ტა­ძა­რი დან­გრე­ვის პი­რას იყო მი­სუ­ლი. იგი კა­პი­ტა­ლუ­რად გა­რე­მონ­ტდა 1822 წელს ეგ­ზარ­ქოს იო­ა­ნეს დროს. ამ პე­რი­ოდ­ში აქ მოღ­ვა­წე­ობ­და მღვდელ­მო­ნა­ზო­ნი ფი­ლა­დელ­ფოს კიკ­ნა­ძე – 1832 წლის შეთ­ქმუ­ლე­ბის აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე.
მო­ნას­ტერს და­სავ­ლე­თით აკ­რავს მა­ღა­ლი გა­ლა­ვა­ნი, რო­მე­ლიც კახ­თა მე­ფე ლე­ვანს (1520-1574) შე­უ­კე­თე­ბი­ა. XIX სა­უ­კუ­ნე­ში აუ­გი­ათ ტაძ­რის სამ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სამ­რეკ­ლო. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში მო­ნას­ტრის ეზო­ში და­არ­სდა სა­ეკ­ლე­სი­ო-­სამ­რევ­ლო სკო­ლა.
 წმინდა სტეფანეს საფლავი
ხირ­სის მო­ნას­ტრის მთა­ვა­რი სიწ­მინ­დეა წმინ­და პირ­ველ­მო­წა­მე სტე­ფა­ნეს ნე­კა­თი­თი. გად­მო­ცე­მით, ეს სიწ­მინ­დე აქ მო­ნას­ტრის და­მა­არ­სე­ბელ­მა, ღირ­სმა სტე­ფა­ნემ ჩა­მო­აბ­რძა­ნა. დღე­ის­თვის ეს სიწ­მინ­დე ბოდ­ბის დე­და­თა მო­ნას­ტერ­შია დაბ­რძა­ნე­ბუ­ლი. მო­ნას­ტერ­ში ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ყა­რე­ბის შემ­დეგ შეწყ­და. საბ­ჭო­თა წყო­ბის დროს წმინ­და სტე­ფა­ნეს ტა­ძარს საწყ­ო­ბად იყე­ნებ­დნენ. ბე­რე­ბის საცხ­ოვ­რე­ბელ ორ­სარ­თუ­ლი­ან სახ­ლში კი მუ­სი­კა­ლუ­რი სკო­ლა მოქ­მე­დებ­და. 1990-ი­ა­ნი წლე­ბის ბო­ლოს მო­ნას­ტე­რი შე­კეთ­და და გა­ნახ­ლდა.

ნი­ნო გძე­ლი­ძე
ჟურნალი"ისტორიანი",#5
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?