ბე­დი­ის ბარ­ძი­მის და­კარ­გუ­ლი ნა­წი­ლი
12-10-2017
ბე­დი­ის ბარ­ძი­მის და­კარ­გუ­ლი ნა­წი­ლი
ქარ­თუ­ლი ოქ­რომ­ჭედ­ლო­ბი­სა და ქრის­ტი­ა­ნუ­ლი კულ­ტუ­რის ერ­თ-ერ­თმა გა­მორ­ჩე­ულ­მა ნი­მუშ­მა - ბე­დი­ის ოქ­როს ბარ­ძიმ­მა (999 წ.) ჩვე­ნამ­დე არას­რუ­ლი სა­ხით მო­აღ­წი­ა.
დღეს სა­ხე­ზეა მი­სი მხო­ლოდ ზე­და ნა­წი­ლი.
ბარ­ძი­მი იმ სა­გან­ძუ­რის ნა­წი­ლი­ა, რო­მე­ლიც გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ველ მე­ფეს, ბაგ­რატ მე­სა­მეს ბე­დი­ის ვლა­ქერ­ნის წმინ­და ღვთის­მშობ­ლის სა­ხე­ლო­ბის მო­ნასტ­რის­თვის შე­უ­წი­რავს. ბე­დი­ის ტა­ძა­რი აფ­ხა­ზეთ­ში სწო­რედ მი­სი ბრძა­ნე­ბით აშენ­და. ის­ტო­რი­უ­ლი ცნო­ბე­ბის თა­ნახ­მად, ბე­დი­ის კომ­პლექ­სი X სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რულს, და­ახ­ლო­ე­ბით 999 წელს ბაგ­რატ მე­სა­მეს მო­უ­ხატ­ვი­ნე­ბია, შე­უ­წი­რავს ხა­ტე­ბი, ჯვრე­ბი. ბე­დი­ის ბარ­ძი­მის შემ­წირ­ვე­ლი კი,
მე­ფეს­თან ერ­თად დე­და­მი­სი, დე­დო­ფა­ლი გუ­რან­დუხ­ტიც ყო­ფილა.

ბე­დი­ის ბარ­ძი­მი პირ­ვე­ლად 1865 წელს ნა­ხა დი­მიტ­რი ბაქ­რა­ძემ ილო­რის ტა­ძარ­ში და გა­მო­აქ­ვეყ­ნა მას­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი გვი­ან­დე­ლი ხა­ნის წარ­წე­რა. თუმ­ცა მეც­ნი­ერს არ გა­მო­უქ­ვეყ­ნე­ბია ბარ­ძი­მის ფე­ხის აღ­წე­რი­ლო­ბა. არ არ­სე­ბობს მი­სი ფო­ტო­გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა ან რა­იმე სა­ხის და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ა. ბარ­ძი­მის ფე­ხი ად­რე­ვე გა­მოცხ­ად­და და­კარ­გუ­ლად.

სა­ყუ­რადღ­ე­ბო­ა,
რომ დღემ­დე არ არ­სე­ბობ­და ცნო­ბა ტაძ­რის სამ­კა­უ­ლის, ოქ­როს ბარ­ძი­მის სრუ­ლი აღ­წე­რი­ლო­ბის შე­სა­ხებ.
თუმ­ცა, რო­გორც ირ­კვე­ვა, ბარ­ძი­მის ფე­ხი კი­დევ კარ­გა ხანს ინა­ხე­ბო­და აფ­ხა­ზეთ­ში. გარ­და ამი­სა, ევ­რო­პა­ში "პირ­ველ მოგ­ზა­ურ ქა­ლად" ცნო­ბილ­მა კარ­ლა სე­რე­ნამ, აფ­ხა­ზეთ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის შემ­დეგ ბე­დი­ის ბარ­ძი­მის და­კარ­გუ­ლი ფე­ხის შე­სა­ხებ, ფო­ტოს სა­ხით ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია დაგ­ვი­ტო­ვა.

რო­გორც ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა, ის­ტო­რი­კოს­მა ბუ­ბა კუ­და­ვამ აღ­ნიშ­ნა, კარ­ლა სე­რე­ნას ფო­ტო­ებ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლია სუ­რა­თი, რო­მელ­ზეც აღ­ბეჭ­დი­ლია სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თა­ლი­კოს­-პატ­რი­არ­ქის, უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის ამ­ბრო­სი ხე­ლა­ი­ას მა­მა, მღვდე­ლი ზო­სი­მე ხე­ლაია ბე­დი­ის ბარ­ძიმ­თან ერ­თად. ეს გა­რე­მო­ე­ბა ბე­დი­ის ბარ­ძი­მის თავ­და­პირ­ვე­ლი სა­ხით რე­კონ­სტრუქ­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა.
ბე­დი­ის ბარ­ძი­მი, რო­მე­ლიც 999 წლით თა­რიღ­დე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ მუ­ზე­უმ­შია და­ცუ­ლი.

ნი­ნო ჯა­ფა­რი­ძე
ჟურნალი "ისტორიანი",#6

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!