მეც­ნი­ერ­თა აზ­რით, მი­აგ­ნეს "ჯო­კონ­დას" პრო­ტო­ტიპს - კვირის პალიტრა

მეც­ნი­ერ­თა აზ­რით, მი­აგ­ნეს "ჯო­კონ­დას" პრო­ტო­ტიპს

იტალიელმა არქეოლოგებმა ფლორენციაში წმინდა ურსულას სახელობის ქალთა მონასტრის ტერიტორიაზე აკლდამა აღმოაჩინეს.

მეცნიერთა აზრით, აკლდამაში ლიზა ჯერარდინი დელ ჯოკონდაა დაკრძალული.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ეს ქალია გამოსახული ლეონარდო და ვინჩის ლეგენდარულ ნახატზე "მონა ლიზა".

სპეციალისტებმა მიწის ზედაპირზე უკვე ორი დაზიანებული კუბო ამოიტანეს და დარწმუნებული არიან, რომ ერთ-ერთ მათგანში მონა ლიზას პროტოტიპის ნეშტია.

თავის ქალა, რომელიც წმინდა ურსულას მონასტერში აღმოაჩინეს

მონაზვნების მიერ შედგენილი დოკუმენტების თანახმად ირკვევა, რომ ნაპოვნი სამარხი ნამდვილად 1542 წელს, 63 წლის ასაკში გარდაცვლილ ლიზა ჯერარდინის ეკუთვნის. მეცნიერები ძვლებიდან აღებულ დნმ-ს, ლიზა ჯერარდინის შვილების დნმ-ის სტრუქტურას შეადარებენ. მათი განცხადებით, ცნობილი ფლორენციელი ქალბატონის სამარხის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით მათი მოსაზრება დადასტურდება.

წარმატების შემთხვევაში, მათ იმედი აქვთ, რომ თავის ქალის მიხედვით ლიზას სახესაც აღადგენენ და ამგვარად ბოლოს მოუღებენ მრავალწლიან დავას იმის შესახებ, თუ ვინ არის სინამდვილეში გამოსახული ლეონარდო და ვინჩის ლეგენდარულ ნახატზე.

ჟურნალი "ისტორიანი",#6