მეც­ნი­ერ­თა აზ­რით, მი­აგ­ნეს "ჯო­კონ­დას" პრო­ტო­ტიპს
12-10-2017
მეც­ნი­ერ­თა აზ­რით, მი­აგ­ნეს "ჯო­კონ­დას" პრო­ტო­ტიპს
იტა­ლი­ელ­მა არ­ქე­ო­ლო­გებ­მა ფლო­რენ­ცი­ა­ში წმინ­და ურ­სუ­ლას სა­ხე­ლო­ბის ქალ­თა მო­ნას­ტრის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აკ­ლდა­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს.
მეც­ნი­ერ­თა აზ­რით, აკ­ლდა­მა­ში ლი­ზა ჯე­რარ­დი­ნი დელ ჯო­კონ­დაა დაკ­რძა­ლუ­ლი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვი­ა, რომ სწო­რედ ეს ქა­ლია გა­მო­სა­ხუ­ლი ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩის ლე­გენ­და­რულ ნა­ხატ­ზე "მო­ნა ლი­ზა".
სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა მი­წის ზე­და­პირ­ზე უკ­ვე ორი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი კუბო ამო­ი­ტა­ნეს და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არი­ან, რომ ერ­თ-ერთ მათ­გან­ში მო­ნა ლი­ზას პრო­ტო­ტი­პის ნეშ­ტი­ა.
თავის ქალა, რომელიც წმინდა ურსულას მონასტერში აღმოაჩინეს
მო­ნაზ­ვნე­ბის მი­ერ შედ­გე­ნი­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის თა­ნახ­მად ირ­კვე­ვა, რომ ნა­პოვ­ნი სა­მარ­ხი ნამ­დვი­ლად 1542 წელს, 63 წლის ასაკ­ში გარ­დაც­ვლილ ლი­ზა ჯე­რარ­დი­ნის ეკუთ­ვნის. მეც­ნი­ე­რე­ბი
ძვლე­ბი­დან აღე­ბულ დნმ-ს, ლი­ზა ჯე­რარ­დი­ნის შვი­ლე­ბის დნმ-ის სტრუქ­ტუ­რას შე­ა­და­რე­ბენ. მა­თი გან­ცხა­დე­ბით, ცნო­ბი­ლი ფლო­რენ­ცი­ე­ლი ქალ­ბა­ტო­ნის სა­მარ­ხის ად­გილ­სამ­ყო­ფელ­თან და­კავ­ში­რე­ბით მა­თი მო­საზ­რე­ბა და­დას­ტურ­დე­ბა.

წარ­მა­ტე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მათ იმე­დი აქვთ, რომ თა­ვის ქა­ლის მი­ხედ­ვით ლი­ზას სა­ხე­საც აღად­გე­ნენ და ამ­გვა­რად ბო­ლოს მო­უ­ღე­ბენ მრა­ვალ­წლი­ან და­ვას იმის შე­სა­ხებ, თუ ვინ არის სი­ნამ­დვი­ლე­ში გა­მო­სა­ხუ­ლი
ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩის ლე­გენ­და­რულ ნა­ხატ­ზე.

ჟურნალი "ისტორიანი",#6
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!