ვისაც დღემდე ახსოვს
12-10-2017
ვისაც დღემდე ახსოვს
სი­ახ­ლე მათ­თვის, ვინც ომ­ში და­ღუ­პულ თუ და­კარ­გულ წი­ნა­პარს ისევ ეძებს...

მე­ო­რე მსოფ­ლიო ომ­ში უგ­ზო­-უკ­ვლოდ და­კარ­გულ­თა თუ და­ღუ­პულ­თა შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბა, ასე­ვე მა­თი სა­მუ­და­მო გან­სას­ვე­ნებ­ლის დად­გე­ნის პრო­ცე­სი მარ­ტივ­დე­ბა. მათ, ვი­საც ომის პე­რი­ოდ­ში და­კარ­გუ­ლი ან და­ღუ­პუ­ლი ოჯა­ხის წევ­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სა­ერ­თოდ არ ჰქონ­დათ ან ჰქონ­დათ, მაგ­რამ ძალ­ზე მწი­რი, დე­ტა­ლე­ბის დად­გე­ნა უკ­ვე ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით შე­ეძ­ლე­ბათ.

ინ­ფორ­მა­ცი­ას მე­ო­რე მსოფ­ლიო ომ­ში და­ღუ­პუ­ლი ბი­ძე­ბის, ვა­სილ გურ­გე­ნი­ძი­სა და ივა­ნე ფოფ­ხა­ძის შე­სა­ხებ რა­მაზ გურ­გე­ნი­ძემ "მე­მო­რი­ა­ლი­სა" და დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის ცენ­ტრის
ვებ­გვერ­დებ­ზე მი­აკ­ვლი­ა. ოჯა­ხე­ბის­თვის მა­ნა­მ­დე მხო­ლოდ ის იყო ცნო­ბი­ლი, რომ ვა­სილ გურ­გე­ნი­ძეც და ივა­ნე ფოფ­ხა­ძეც მე­ო­რე მსოფ­ლიო ომ­ში და­ი­ღუპ­ნენ.
ინ­ტერ­ნეტ­ში მა­სა­ლე­ბის მო­ძი­ე­ბის შემ­დეგ გა­ირ­კვა, რომ ლე­ი­ტე­ნან­ტი ივა­ნე ფოფ­ხა­ძე 1941 წლის 19 ოქ­ტომ­ბერს, მა­ლო­ი­ა­როს­ლა­ვეც­თან გერ­მა­ნე­ლებს ჩა­ვარ­დნია ტყვედ და ბა­ნაკ "შტა­ლაგ 342"-ში ტყვე­ო­ბა­ში და­ღუ­პუ­ლა 1942 წლის 18 მა­ისს.

მო­ნა­ცე­მე­ბი მის შე­სა­ხებ ტყვე ოფი­ცე­რთა კარ­ტო­თე­კა­ში ინა­ხე­ბო­და. დო­კუ­მენ­ტე­ბი სა­ჯა­რო არ­ცთუ დი­დი ხნის წინ გახ­და.
ტყვე­ო­ბა­ში, ბა­ნაკ "შტა­ლაგ IV B"-ში გარ­დაც­ვლი­ლა 1944 წლის 5 ივ­ნისს ლე­ი­ტე­ნან­ტი ვა­სილ გურ­გე­ნი­ძეც. 51-ე ქვე­ით­თა პოლ­კის მებ­რძო­ლი გერ­მა­ნე­ლებს ტყვედ 1942 წლის 28 ოქ­ტომ­ბერს, კავ­კა­სი­ის მი­სად­გო­მებ­თან მიმ­დი­ნა­რე ბრძო­ლე­ბი­სას ჩა­ვარ­დნი­ა.

წლე­ულს, მა­ის­ში მშობ­ლი­ურ ზუგ­დიდ­ში ჩა­მო­ას­ვე­ნეს და ჭი­თაწყ­ა­რის პან­თე­ონ­ში დაკ­რძა­ლეს მე­ო­რე მსოფ­ლიო ომ­ში და­ღუ­პუ­ლი და­ვით ესე­ბუ­ას ცხე­და­რიც. 66 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ოჯახს ის უგ­ზო­-უკ­ვლოდ და­კარ­გუ­ლი ეგო­ნა. და­ვით ესე­ბუა ფრონ­ტზე 22 წლი­სა გა­იწ­ვი­ეს და 1944 წელს ფი­ნე­თის საზღ­ვარ­თან, კა­რე­ლი­ის ოლ­ქში ბრძო­ლის დროს და­ი­ღუ­პა. ომ­ში და­კარ­გულ­თა მო­ძი­ე­ბის კო­მი­სი­ამ და­ვით ესე­ბუ­ას ცხე­და­რი მე­და­ლი­ონ­ზე ამოტ­ვიფ­რუ­ლი ნომ­რით ამო­იც­ნო.
ვა­სილ გურ­გე­ნი­ძის პი­რა­დი ბა­რა­თი საბ­ჭო­თა სამ­ხედ­რო ტყვე­ე­ბის გერ­მა­ნულ სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნაკ­ში. აღ­ნიშ­ნულ დო­კუ­მენ­ტზე და­ტა­ნი­ლია რუ­სუ­ლი თარ­გმა­ნი და მი­თი­თე­ბუ­ლია გარ­დაც­ვა­ლე­ბის თა­რი­ღი
მე­ო­რე მსოფ­ლიო ომ­ში და­კარ­გულ­თა თუ და­ღუ­პულ­თა შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა რამ­დე­ნი­მე ინ­ტერ­ნეტ­რე­სურ­სის სა­შუ­ა­ლე­ბით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. მო­ნა­ცემ­თა ნა­წი­ლი და­კარ­გუ­ლი, ტყვედ ჩა­ვარ­დნი­ლი თუ და­ღუ­პუ­ლი სამ­ხედ­რო და სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რე­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლურ ცნო­ბებს შე­ი­ცავს. მათ შო­რის ინ­ფორ­მა­ცი­ას და­ღუ­პულ­თა საფ­ლა­ვე­ბის ად­გილ­მდე­ბა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ. ნა­წი­ლი კი მე­ტად მწი­რია და მხო­ლოდ უგ­ზო­-უკ­ვლოდ და­კარ­გვის თა­რიღ­სა და ად­გილს მი­უ­თი­თებს.

მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის მსხვერ­პლთა შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის ნა­წი­ლი ხელ­მი­საწ­ვდო­მი მას შემ­დეგ გახ­და, რაც მა­თი ინ­ტერ­ნეტ­ში გან­თავ­სე­ბა მო­ხერ­ხდა.
ერ­თ-ერ­თი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა, ვინც ამ თე­მა­ზე მუ­შა­ობს, საქ­სო­ნი­ის მე­მო­რი­ა­ლე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის ცენ­ტრი­ა, რომ­ლის ვებ­გვერ­დის მი­სა­მარ­თია http://www.dokst.ru აქ გან­თავ­სდა გერ­მა­ნულ სამ­ხედ­რო ტყვე­თა ბა­ნა­კებ­სა და სხვა­დას­ხვა იძუ­ლე­ბით სა­მუ­შა­ო­ზე გამ­წე­სე­ბუ­ლი საბ­ჭო­თა სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის შე­სა­ხებ და­ცუ­ლი ყვე­ლა სა­ხის დო­კუ­მენ­ტე­ბი, რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც მა­თი ოჯა­ხის წევ­რებს ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვად შე­უძ­ლი­ათ. ამის­თვის საკ­მა­რი­სია სა­ძი­ე­ბო სის­ტე­მა­ში იმ პი­რის სა­ხე­ლი და გვა­რი ჩა­წე­როთ, ვის შე­სა­ხე­ბაც ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა გსურთ.

სა­ინ­ფორ­მა­ციო ბა­ზა გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ლუ­რი მთავ­რო­ბის და­ვა­ლე­ბით სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტის შეს­ა­ბა­მი­სად მომ­ზად­და. პრო­ექ­ტში სა­ხელ­წო­დე­ბით "საბ­ჭო­თა და გერ­მა­ნე­ლი სამ­ხედ­რო ტყვე­ე­ბი, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომი­სა და ომის შემ­დგო­მი პე­რი­ო­დის ის­ტო­რი­ის სა­კითხ­ე­ბი", ასე­ვე ჩარ­თუ­ლია რუ­სე­თის, ბე­ლო­რუ­სი­ი­სა და უკ­რა­ი­ნის სა­არ­ქი­ვო სამ­სა­ხუ­რე­ბი.

ბა­ზა მუდ­მი­ვად ივ­სე­ბა და ზუს­ტდე­ბა. მო­ნა­ცემ­თა ბან­კი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტე­ბის სკა­ნი­რე­ბის, მა­თი და­მუ­შა­ვე­ბი­სა და ინ­ტერ­ნეტ­სა­ძი­ე­ბო სის­ტე­მა­ში გან­თავ­სე­ბის გზით ყა­ლიბ­დე­ბა.
ამ ტი­პის დო­კუ­მენ­ტე­ბის ნა­წი­ლი უკ­ვე ხელ­მი­საწ­ვდო­მია ინ­ტერ­ნეტ­მი­სა­მარ­თზე www.obd-memorial.ruუ აქ თავ­მოყ­რი­ლია და შე­სა­ბა­მი­სი რუ­სუ­ლი თარ­გმა­ნი ახ­ლავს ათე­ულ ათა­სო­ბით დო­კუ­მენტს, რო­მელ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 10 მი­ლი­ო­ნი გვერ­დი­ა.

მათ­ში 20 მი­ლი­ო­ნამ­დე კა­ცის შე­სა­ხებ პერ­სო­ნა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ციაა თავ­მოყ­რი­ლი. ძი­რი­თა­დად ეს არის ინ­ფორ­მა­ცია სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­თა უგ­ზო­-უკ­ვლოდ და­კარ­გვის შე­სა­ხებ, ასე­ვე და­ღუ­პუ­ლი საბ­ჭო­თა მებ­რძო­ლე­ბის სი­ე­ბი. ზოგ­ჯერ მი­თი­თე­ბუ­ლია ად­გი­ლე­ბი, სა­დაც ისი­ნი დაკ­რძა­ლეს.
მე­ო­რე მსოფ­ლიო ომ­ში და­ღუ­პულ­თა, და­კარ­გულ­თა და სამ­ხედ­რო ტყვე­თა შე­სა­ხებ ინ­ტერ­ნეტ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა სა­ქარ­თვე­ლოს­თვი­საც ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი­ა.

1939-1945 წლებ­ში სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­დან 700 000-მდე კა­ცი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. 300 ათა­სამ­დე და­ი­ღუ­პა ან დღემ­დე უგ­ზო­-უკ­ვლოდ და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბა.
ახ­ლა კი ირ­კვე­ვა, რომ საქ­სო­ნი­ის მე­მო­რი­ა­ლე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის ცენ­ტრის მა­სა­ლებ­ში არა­თუ ზო­გი­ერ­თის შე­სა­ხებ აქამდე უცნობი ინ­ფორ­მა­ცი­ის, არა­მედ საფ­ლა­ვე­ბის მო­ძი­ე­ბაც არის შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ნი­ნო ჯა­ფა­რი­ძე
ჟურნალი "ისტორიანი",#6
დავით
26 ოქტომბერი 2017 20:32
მე მართლაც ვიპოვე რამოდენიმე ადამიანი ჩემი მეგობრების წინაპრები რომლებიც უგზო უკვლოდ დაკარგულები ეგონათ მაგრამ ეხლა ისისც იყო მითითებული თუ სად არიან დაკრძალულები.