ქართული ეკლესიები სომხეთში
12-10-2017
ქართული  ეკლესიები სომხეთში
XI სა­უ­კუ­ნე­ში სომ­ხეთ­მა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და­კარ­გა და მხა­რე­ებად და­ი­შა­ლა.

აღ­მო­სავ­ლე­თ სომ­ხე­თი ქარ­თველ­თა სა­მე­ფოს იუ­რის­დიქ­ცი­ის ქვეშ მო­ექ­ცა და მას ქარ­თველ მე­ფე­თა მო­ხე­ლე­ე­ბი მარ­თავდ­ნენ. თა­მა­რის ეპო­ქა­ში აღ­მო­სავ­ლეთ სომ­ხე­თის გამ­გებ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო კარს ჩა­ბა­რე­ბუ­ლი ჰქონ­და რწმენით გა­სომ­ხე­ბუ­ლი ქურ­თე­ბის­თვის - მხარ­გრძე­ლე­ბის­თვის. საერთოდ, მხარ­გრძელების ძველი გვარეულობა უცნობია და ისტორიაში ისინი ქართული - მხარგრძელების სახელებითაა ცნობილი. როგორც მი­ღე­ბუ­ლი­ა, გვა­რი არ ითარ­გმნე­ბა, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სომ­ხურ­მა ის­ტო­რი­ოგ­რა­ფი­ამ ხელოვნურად თარ­გმნა მხარ­გრძელ­თა გვა­რი და უწო­და - ერ­კა­ი­ა­ბა­ზუკ. მათ ჩა­ა­ბა­რა
თა­მარ მე­ფემ სომ­ხე­თი.

ამ ის­ტო­რი­ულ ფაქტს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ფა­სე­ბა მის­ცა აკა­დე­მი­კოს­მა სუ­რენ ერე­მი­ან­მა და შე­ე­ცა­და და­ე­სა­ბუ­თე­ბი­ნა, თით­ქოს XII-XIII სა­უ­კუ­ნე­ებ­ში აღ­მო­სავ­ლეთ სომ­ხეთს ჰქონ­და სრუ­ლი სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი და მი­სი გამ­გე­ბე­ლი მხარ­გრძე­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფოს­გან და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ში­ნაო და სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კას წარ­მარ­თავ­დნენ, რაც ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო­ე­ბით არ დას­ტურ­დე­ბა.

ზა­ქა­რია და ივა­ნე მხარ­გრძე­ლე­ბი იყ­ვნენ
ქარ­თვე­ლი მე­ფის მი­ერ ამ რე­გი­ონ­ში და­ნიშ­ნუ­ლი მო­ხე­ლე­ე­ბი, რო­მელ­თა უფ­ლე­ბა-­მო­ვა­ლე­ო­ბა­ნი ქარ­თუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გა­ნი­საზღ­ვრე­ბო­და. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ქარ­თველ მე­ფეს შე­ეძ­ლო ნე­ბის­მი­ერ დროს თა­ვი­სი შე­ხე­დუ­ლე­ბი­სა­მებრ გა­და­ეწყ­ვი­ტა მხარ­გრძელ­თა ამ პოს­ტზე ყოფ­ნა­-არ­ყოფ­ნის სა­კითხ­ი. მოკ­ლედ, ასე­თია ის­ტო­რი­უ­ლი სი­ნამ­დვი­ლე იმ დრო­ის აღ­მო­სავ­ლეთ სომ­ხეთ­ში. ამ მხა­რეს ქარ­თუ­ლად გო­გა­რე­ნე, სომ­ხუ­რად - გუ­გარქ ეწო­დე­ბო­და და მო­ი­ცავ­და უძ­ვე­ლეს ქარ­თულ ტე­რი­ტო­რი­ას - ქვე­მო ქართლს. ამ მი­წის პირ­ვე­ლი ბი­ნა­და­რი იყო ქარ­თვე­ლი ტო­მი - გუ­გა­რე­ბი.

ქარ­თვე­ლი ბოლ­შე­ვი­კე­ბის უგერ­გი­ლო­ბის, უფ­რო სწო­რად მა­თი ან­ტი­ე­როვ­ნუ­ლო­ბის გა­მო, ამ­ჟა­მად ეს ძირ­ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ტე­რი­ტო­რია სომ­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კის საზღ­ვრებ­შია მოქ­ცე­უ­ლი.

სომ­ხეთ­ში ქალ­კე­დო­ნიზმს ხან­გრძლი­ვი ის­ტო­რია აქვს. მაგ­რამ ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი ფორ­მით აღ­ნიშ­ნუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი პი­რო­ბე­ბის გა­მო გა­მო­ი­ხა­ტა XII-XIII სა­უ­კუ­ნე­ებ­ში (მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს აღ­მო­სავ­ლე­თი სომ­ხე­თი). ამ პე­რი­ოდ­ში აშენ­და ქარ­თუ­ლი ქალ­კე­დო­ნუ­რი ეკ­ლე­სი­ე­ბი, რა­საც მოწ­მობს სა­ის­ტო­რიო წყა­რო­ე­ბი, ასე­ვე ქარ­თუ­ლი ეპი­ტა­ფი­ე­ბი.

ახ­ტა­ლის ტა­ძა­რი
ახ­ტა­ლის ტა­ძა­რი მდი­ნა­რე დე­ბე­დის შუ­ა­წელ­თან მდე­ბა­რე­ობს. ახ­ტა­ლა სომ­ხუ­რად პღნძა­ჰან­ქი­ა, რაც სპი­ლენ­ძის მა­დანს ნიშ­ნავს. ეს სა­ხელ­წო­დე­ბა მოწ­მობს, რომ ამ მხა­რე­ში სპი­ლენ­ძი მუ­შავ­დე­ბო­და.
ძვე­ლი სომ­ხუ­რი ის­ტო­რი­ოგ­რა­ფი­ის მი­ხედ­ვით, ზა­ქა­რია მხარ­გრძე­ლის ძმამ, ივა­ნე ათა­ბაგ­მა მი­ი­ღო ქარ­თუ­ლი, დი­ო­ფი­ზი­ტუ­რი სარ­წმუ­ნო­ე­ბა და პღნძა­ჰან­ქში აა­შე­ნა ქარ­თუ­ლი ქალ­კე­დო­ნუ­რი მო­ნას­ტე­რი (XIII ს.). ამა­ვე მო­ნას­ტერ­შია დაკ­რძა­ლუ­ლი თა­ვად ივა­ნე ათა­ბა­გი.

ტა­ძა­რი ქარ­თუ­ლი ხუ­როთ­მოძღ­ვრე­ბის ერ­თ-ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ძეგ­ლი­ა, რო­მელ­მაც დღემ­დე მო­აღ­წი­ა. იგი ჯვარ­გუმ­ბა­თო­ვა­ნი ნა­გე­ბო­ბაა მი­ნა­შე­ნე­ბი­თა და კა­რიბ­ჭე­ე­ბით. ტაძ­რის ფა­სა­დი უხ­ვა­დაა შემ­კუ­ლი. მორ­თუ­ლო­ბის სის­ტე­მა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია XIII სა­უ­კუ­ნის და­საწყ­ი­სი­სა და შუა წლე­ბის­თვის. მხატ­ვრო­ბა რამ­დე­ნი­მე ქრო­ნო­ლო­გი­ურ ფე­ნას შე­ი­ცავს. უძ­ვე­ლე­სი ფე­ნა XIII სა­უ­კუ­ნის პირ­ვე­ლი ნა­ხევ­რი­სა­ა.

ახ­ტა­ლის მო­ნას­ტრის საფ­ლა­ვე­ბის ქარ­თუ­ლი წარ­წე­რე­ბი შე­და­რე­ბით სრუ­ლად აღ­ნუს­ხა და გა­ა­ა­ნა­ლი­ზა პ. მუ­რა­დი­ან­მა. ლე­ონ მე­ლიქ­სეთ­-ბეგ­მა კი ლო­რე-­ტა­ში­რის ქარ­თუ­ლი ეპიგ­რა­ფი­კუ­ლი მა­სა­ლა ორ კა­ტე­გო­რი­ად და­ყო: სამ­შე­ნებ­ლო-­მე­მო­რი­ა­ლურ და ფრეს­კულ მხატ­ვრო­ბად. მეც­ნი­ე­რუ­ლად გა­მარ­თლე­ბუ­ლია მი­სი­ვე მო­საზ­რე­ბა: "რამ­დე­ნა­დაც ამ სა­უ­კუ­ნე­ებ­ში (XII-XIII) ქარ­თვე­ლე­ბად მიჩ­ნე­ულ­ნი იყ­ვნენ არა მხო­ლოდ თვით ქარ­თვე­ლე­ბი, არა­მედ ქალ­კე­დო­ნი, ე.ი. დი­ო­ფი­ზი­ტუ­რი (ორ­ბუ­ნე­ბი­ა­ნი) სო­მეხ­ნი, ამი­ტომ იგი­ვე ქარ­თუ­ლი წარ­წე­რე­ბი სომ­ხუ­რი სა­თა­ნა­დო ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი წყა­რო­ე­ბის უქონ­ლო­ბის (ან­და სიმ­ცი­რის) გა­მო ერ­თა­დერ­თი და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ფაქ­ტია სომ­ხუ­რი ქალ­კე­დო­ნიზ­მის არ­სე­ბო­ბი­სა სა­ერ­თოდ და და­სა­ხე­ლე­ბულ სა­უ­კუ­ნე­ებ­ში სომ­ხეთ­ში".

აღ­სა­ნიშ­ნა­ვი­ა, რომ ანი­სის ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ის შემ­დეგ ახ­ტა­ლის მო­ნას­ტე­რი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ქალ­კე­დო­ნუ­რი ცენ­ტრი იყო.

თე­ჟა­რი­უ­ი­ქი
ძვე­ლი სა­ხე­ლია თა­ი­ო-­ჩა­რუ­ხი. სო­ფელ მეღ­რა­ძო­რის ახ­ლოს არის ეკ­ლე­სი­ა, რო­მელ­საც ეწო­დე­ბა გი­ურ­ჯი­ქი­ლი­სა - ქარ­თველ­თა ეკ­ლე­სი­ა. სომ­ხურ წყა­რო­ებ­ში ეწო­დე­ბა აგ­რეთ­ვე - პღნძა­ანქს.
ლე­ონ მე­ლიქ­სეთ­-ბე­გი წერს, რომ ამ ეკ­ლე­სი­ის "ქარ­თუ­ლი წარ­წე­რე­ბი იმის სა­ფუძ­ველს გვაძ­ლევს, ვი­ფიქ­როთ, რომ ზა­ქა­რი­ასა და ავა­გის დროს კი­დევ არა­ერ­თი ქალ­კე­დო­ნუ­რი ეკ­ლე­სია აშენ­და სომ­ხეთ­ში". მას­ვე მი­აჩ­ნია ეს ქარ­თუ­ლი მო­ნას­ტე­რი XII-XIII სა­­უკუ­ნე­ე­ბის ძეგ­ლად.

ჰუ­ჯა­ბი

ამ ტაძ­რის ქარ­თუ­ლო­ბის შე­სა­ხებ არა­ერ­თი მეც­ნი­ე­რუ­ლი ნაშ­რო­მი თუ წე­რი­ლია გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი. და­ვინ­ტე­რეს­დი, იყო თუ არა ეს ტო­პო­ნი­მი და შე­სა­ბა­მი­სად, ტა­ძა­რი შე­ტა­ნი­ლი "სომ­ხე­თი­სა და მი­სი მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ტო­პო­ნიმ­თა ლექ­სი­კონ­ში", რო­მე­ლიც ამ ათი წლის წინ გა­მო­ვი­და ხუთ ტო­მად ერე­ვან­ში, სომ­ხურ ენა­ზე. ჰუ­ჯა­ბის შე­სა­ხებ წე­რი­ა: "ხუ­ჭაპ­-სომ­ხე­თის გუ­გა­რე­ქის ქვე­ყა­ნა­ში, ტა­ში­რის გავა­რი ამა­ვე სა­ხე­ლის მქო­ნე სოფ­ლის ახ­ლო­სა­ა. ეს ტა­ძა­რი აშე­ნე­ბუ­ლია XII სა­უ­კუ­ნე­ში. მდე­ბა­რე­ობს სომ­ხეთ­ში, კა­ლი­ნი­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ პრი­ვოლ­ნო­ში. ტა­ძა­რი აშე­ნე­ბუ­ლია ბერ­ძნუ­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რის სტი­ლით. ბუ­ნებ­რი­ვი­ა, დარ­ჩა ბერ­ძნუ­ლი ხუ­როთ­მოძღ­ვრე­ბის ნი­მუ­შად".

ჯერ ერ­თი, ეს "ბერ­ძნუ­ლი სტი­ლის" ტა­ძა­რი ვინ აა­შე­ნა, აღ­ნიშ­ნუ­ლი არ არის, მე­ო­რე - სომ­ხებ­მა აა­შე­ნე­სო, ვერ თქვეს, მაგ­რამ ქარ­თველ­თა ნა­ა­მა­გა­რი რომ არის, შეგ­ნე­ბუ­ლად და­მა­ლეს. კი­დევ უფ­რო სამ­წუ­ხა­რო არის ის, რომ ჰუ­ჯა­ბის და­პატ­რო­ნე­ბის მიზ­ნით, სომ­ხე­თის სა­ხელ­მწი­ფო საზღ­ვა­რი 400 მეტ­რით არის გად­მო­წე­უ­ლი, რა­თა ეს სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სი სომ­ხე­თის საზღ­ვრებ­ში მოხ­ვედ­რი­ლი­ყო. სი­ნამ­დვი­ლე­ში ჰუ­ჯა­ბი ქარ­თუ­ლი ხუ­როთ­მოძღ­ვრე­ბის ერ­თ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო ძეგ­ლია - სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სი მდე­ბა­რე­ობს ძირ­ძველ ქარ­თულ მი­წა­ზე (ქვე­მო ქარ­თლი), მარ­ნე­უ­ლის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ ახ­ქერ­ფის მახ­ლობ­ლად.

სა­ეკ­ლე­სიო ნა­გე­ბო­ბა­თა­გან აღ­სა­ნიშ­ნა­ვია XIII სა­უ­კუ­ნის პირ­ვე­ლი ნა­ხევ­რის ტა­ძა­რი. პრო­პორ­ცი­ე­ბით, დე­კო­რუ­ლი მორ­თუ­ლო­ბი­თა და სტი­ლის­ტუ­რი ნიშ­ნე­ბით მი­ე­კუთ­ვნე­ბა XII-XIII სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მიჯ­ნი­სა და XIII სა­უ­კუ­ნის პირ­ვე­ლი ნა­ხევ­რის ხუ­როთ­მოძღ­ვრულ ძეგ­ლთა ჯგუფს (ბე­თა­ნი­ა, ქვა­თა­ხე­ვი, ფი­ტა­რე­თი, წუღ­რუ­ღა­შე­ნი, ახ­ტა­ლა). გუმ­ბა­თის ყე­ლი უხ­ვა­დაა მო­ჩუ­ქურ­თმე­ბუ­ლი. გა­რე­დან შე­მო­სი­ლია ოქ­როს­ფე­რი და ღვი­ნის­ფე­რი ქვით. შიგ­ნით მო­ხა­ტუ­ლი­ა. შე­მორ­ჩე­ნი­ლია ქარ­თუ­ლი ასომ­თავ­რუ­ლი წარ­წე­რე­ბის ფრაგ­მენ­ტე­ბი.

ჰნე­ვანქ
ამ ეკ­ლე­სი­ას ქარ­თუ­ლად ძე­ლი ჭეშ­მა­რი­ტი­სა ეწო­დე­ბა. ამ სა­ხელ­წო­დე­ბას ორ­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. 1. ჰუ­ნე ვანქ - ბერ­ძენ­თა მო­ნას­ტე­რი. 2. ჰუ­ნე ვანქ - ძვე­ლი მო­ნას­ტე­რი, ქალ­კე­დო­ნი­ან­თა სა­ვა­ნის მნიშ­ვნე­ლო­ბით. ვა­ხუშ­ტი ამ მო­ნას­ტრის შე­სა­ხებ წერს: "კვა­ლად და­სავ­ლით ამის არს მო­ნას­ტე­რი ძე­ლი ჭეშ­მა­რი­ტი­სა - მშვე­ნი­ე­რი, ამ ბერ­დუ­ჯის მდი­ნა­რე­სა ზე­და, უპყ­რავთ სო­მეხ­თვე".

პრო­ფე­სორ­მა კ. ღა­ფა­და­რი­ან­მა სიტყ­ვა ძე­ლი ძველ­თან მსგავ­სე­ბის გა­მო ძვე­ლად აღი­ა­რა, რაც სო­მეხ­მა მეც­ნი­ე­რებ­მაც არ გა­ი­ზი­ა­რეს. ეს ცნო­ბა პ. მუ­რა­დი­ან­მა სა­თუ­ოდ მი­იჩ­ნია და აღ­ნიშ­ნა - ვა­ხუშ­ტი თა­ვის "სა­ქარ­თვე­ლოს გე­ოგ­რა­ფი­ულ აღ­წე­რა­ში", რო­ცა რო­მე­ლი­მე ეკ­ლე­სი­ას, მო­ნას­ტერს თუ ცი­ხე­სი­მაგ­რეს აღ­წერს, გარ­და სა­ის­ტო­რიო წყა­რო­ე­ბი­სა, ეყ­რდნო­ბა ხალ­ხის ის­ტო­რი­ულ მეხ­სი­ე­რე­ბას.

გი­ორ­გი ჩუ­ბი­ნაშ­ვილს ეს ძეგ­ლი VIII-IX სა­უ­კუ­ნე­ე­ბით აქვს და­თა­რი­ღე­ბუ­ლი. ამ ძეგ­ლის დე­ტა­ლუ­რად განხილ­ვი­სას ლე­ონ მე­ლიქ­სეთ­-ბე­გი მარ­თე­ბუ­ლად და­ას­კვნის: "ყო­ველ ეჭ­ვის გა­რე­შე­ა, რომ ეს ძეგ­ლი თავ­და­პირ­ვე­ლად სო­მეხ ან­ტი­ქალ­კე­დო­ნი­ან­თა კე­რა ყო­ფი­ლა, შემ­დეგ კი XII სა­უ­კუ­ნი­დან ქალ­კე­დო­ნი­ან­თა ხელ­ში გა­და­სუ­ლა, რის აღ­მნიშ­ვნელ­ნი არი­ან XII-XIII სს-ის ქარ­თუ­ლი ასომ­თავ­რუ­ლი წარ­წე­რე­ბი მის გა­რე კედ­ლებ­ზე".

ქო­ბე­რი
სა­ხელ­წო­დე­ბა მი­ღე­ბუ­ლია სომ­ხუ­რი ქო­ბა-­რი­დან. ფუ­ძე არის ქარ­თუ­ლი - ქვაბ, რო­მელ­საც ერ­თვის სომ­ხუ­რი აირ­-ქვა­ბი. ე.ი. ქვაბ­თაქ­ვა­ბი. რო­გორც ლე­ონ მე­ლიქ­სეთ­-ბე­გი შე­ნიშ­ნავს, ქვაბ­თაქ­ვა­ბი გა­მარ­თლე­ბუ­ლია ამ მო­ნას­ტრის მდე­ბა­რე­ო­ბით. იგი ქვაბ­ში, მღვი­მის სიღ­რმე­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი მო­ნას­ტრის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ახ­დენს. ქო­ბის ქარ­თუ­ლო­ბა რა­ტომ­ღაც სა­ეჭ­ვოდ მი­იჩ­ნია პ. მუ­რა­დი­ან­მა და სომ­ხურ სიტყ­ვი­ე­რე­ბას და­უ­კავ­ში­რა. ეს სიტყ­ვა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია აღარ­წი­ნის წარ­წე­რა­შიც. ნი­კო მა­რი ქვაბ­ქობ-ს ქარ­თუ­ლი­დან სომ­ხურ­ში შე­სულ სიტყ­ვად მი­იჩ­ნევს. მი­სი აზ­რით, ეს სეს­ხე­ბა მომ­ხდა­რა სომ­ხუ­რი ქალ­კე­დო­ნუ­რი წრე­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით.

სო­მეხ მეც­ნი­ერ­თა­გან ე. ლა­ლი­ა­ნი ერ­თ-ერ­თი პირ­ვე­ლი იყო, ვინც აღ­ნიშ­ნა, ქო­ბა­ირ­ში სომ­ხუ­რის გარ­და არის ქარ­თუ­ლი ასომ­თავ­რუ­ლი წარ­წე­რე­ბი "ქარ­თულ­-მეს­რო­პი­ა­ნუ­ლი ასო­ე­ბი­თო". აქ კი სამ­წუ­ხა­როა ის, რომ ე. ლა­ლი­ან­მა გა­ი­მე­ო­რა სომ­ხურ სა­მეც­ნი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ყალ­ბი მო­საზ­რე­ბა მეს­როპ მაშ­ტო­ცის მი­ერ ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნის შექ­მნის შე­სა­ხებ. სარ­გის ჯა­ლა­ლი­ან­ცსა და გ. აღა­ი­ანცს კი ქო­ბა­ი­რის ქარ­თუ­ლი წარ­წე­რე­ბი ბერ­ძნუ­ლი ეგო­ნათ და მო­ნას­ტერს ბერ­ძნულს უწო­დებ­დნენ.

ქო­ბე­რის ქარ­თუ­ლი და სომ­ხუ­რი ეპიგ­რა­ფი­კის მეც­ნი­ე­რუ­ლი შეს­წავ­ლი­სა და ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე ლე­ონ მე­ლიქ­სეთ­-ბეგ­მა გა­მო­ი­ტა­ნა მარ­თე­ბუ­ლი დას­კვნა: ქო­ბე­რის ქარ­თუ­ლი წარ­წე­რე­ბი გვხვდე­ბა მთელ რიგ შე­ნო­ბებ­ზე (დი­დი ეკ­ლე­სი­ა, ეგ­ვტე­რი, სამ­რეკ­ლო-­სა­მარ­ხი), სომ­ხუ­რი გვხვდე­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ პა­ტა­რა ეკ­ლე­სი­ა­ზე.
ქართული წარწერა ქობერის ტაძარზე
ეს უთუ­ოდ იმის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი­ა, რომ მო­ნას­ტერს გა­ნუც­დია გარ­და­ტე­ხა XII-XIII სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მიჯ­ნა­ზე იმ მხრივ, რომ წი­ნათ ის ყო­ფი­ლა სო­მეხ­თა ან­ტი­ქალ­კე­დო­ნის­ტთა სა­ვა­ნე, ხო­ლო შემ­დგომ გა­დაქ­ცე­უ­ლა სო­მეხ­-ქარ­თველ ქალ­კე­დო­ნის­ტთა სა­ვა­ნედ, რა­საც სხვა­თა შო­რის, ქარ­თუ­ლი წარ­წე­რე­ბის გარ­და, ამ­ტკი­ცებს მთა­ვა­რი ეკ­ლე­სი­ის სა­კურ­თხევ­ლის აგე­ბუ­ლე­ბა ქალ­კე­დო­ნის­ტუ­რი რი­ტუ­ა­ლის მოთხ­ოვ­ნი­ლე­ბი­სა­მებრ და აგ­რეთ­ვე იმა­ვე ეკ­ლე­სი­ი­სა და ეგ­ვტე­რის კედ­ლის მხატ­ვრო­ბა ქარ­თუ­ლი ასომ­თავ­რუ­ლი წარ­წე­რე­ბი­თურთ.

ოს­კი­პა­რი
ვა­ხუშ­ტის რუ­კის მი­ხედ­ვით მდე­ბა­რე­ობს აღ­სტა­ფის ხე­ო­ბა­ში, აგე­ბუ­ლია XII-XIII სა­უ­კუ­ნე­ებ­ში. ფრეს­კებ­ზე არის ქარ­თუ­ლი წარ­წე­რე­ბიც.

შაჰ­ნა­ზი­რი
ასე ჰქვია სო­ფელს ლო­რე-­ტა­შირ­ში, რო­მე­ლიც მდე­ბა­რე­ობს ყა­რა­ღა­ჯის მთის ჩრდი­ლო­ე­თით და ლო­რეს ვე­ლის და­სავ­ლე­თით. ვახ­ტანგ VI-ის "დას­ტურ­ლა­მალ­ში" და ვა­ხუშ­ტის რუ­კა­ზე კი აბო­ცის მი­და­მო­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი. შაჰ­ნა­ზირ­ში და­ცუ­ლი ერ­თი ქარ­თუ­ლი წარ­წე­რის სა­ფუძ­ველ­ზე, რო­მელ­შიც ნახ­სე­ნე­ბია "აბო­ზი" ანუ, "ა­ბო­ცი", ლე­ონ მე­ლიქ­სეთ­-ბე­გი ფიქ­რობს, რომ ეს სა­ხელ­წო­დე­ბა გად­მო­ტა­ნი­ლი უნ­და იყოს ყა­ი­ყუ­ლის აბო­ცი­დან აქა­უ­რი მო­სახ­ლე­ო­ბის ლო­რე-­ტა­შირ­ში გად­მო­სახ­ლე­ბის დროს.

მეც­ნი­ე­რი არ გა­მო­რიცხ­ავს იმა­საც, რომ შე­იძ­ლე­ბა მათ მი­ერ იყოს აბო­ცი­დან გად­მო­ტა­ნი­ლი ქარ­თუ­ლი ეპიგ­რა­ფი­კუ­ლი ძეგ­ლე­ბი ლო­რე-­ტა­შირ­ში. შაჰ­ნა­ზირ­სა და მის მი­და­მო­ებ­ში და­ცუ­ლია რამ­დე­ნი­მე ქარ­თუ­ლი ასომ­თავ­რუ­ლი წარ­წე­რა, აგ­რეთ­ვე - ქან­და­კე­ბა-­ჩუ­ქურ­თმა ქვა­ზე, რომ­ლე­ბიც სო­მეხ კა­თო­ლი­კებს ჩა­უ­ტა­ნე­ბი­ათ ეკ­ლე­სი­ე­ბის კედ­ლებ­ში. ე.წ. ქვე­მო ეკ­ლე­სი­ა­ში, სამ­ხრეთ შე­სავ­ლის კა­რის მარ­ჯვნივ, სარ­კმელ­ქვეშ არის ცხრას­ტრი­ქო­ნი­ა­ნი ქარ­თუ­ლი წარ­წე­რა, რო­მელ­შიც მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია ამ ეკ­ლე­სი­ის აღ­მშე­ნებ­ლე­ბი - ოთხი ძმა ძნე­ლა­ის­-ძე­ნი. წარ­წე­რას ლე­ონ მე­ლიქ­სეთ­-ბე­გი ათა­რი­ღებს 1135 წლით.

პირ­და­პირ არ ამ­ბობს, მაგ­რამ პ. მუ­რა­დი­ან­მა სა­თუ­ოდ მი­იჩ­ნია ძნე­ლა­ის­-ძე­თა ქარ­თვე­ლო­ბა. ეს და­ახ­ლო­ე­ბით იგი­ვე­ა, რო­გორც პრო­ფე­სორ­მა მა­რუ­თი­ან­მა იშ­ხ­ნის ცნო­ბი­ლი ქარ­თუ­ლი წარ­წე­რის (1032) სომ­ხურ თარ­გმან­ში ტაძ­რის ქარ­თვე­ლი ხუ­როთ­მოძღ­ვა­რი იო­ა­ნე მორ­ჩა­ი­ძე გა­და­აქ­ცია სო­მეხ მო­რა­ის­ცე­ა­ნად.
ვფიქ­რობთ, მუ­რა­დი­ანს ამ­გვა­რი პა­რა­ლე­ლე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი არ ჰქონ­და, რად­გან იქ­ვეა ასე­თი სხვა ქარ­თუ­ლი წარ­წე­რა: "ქრის­ტე შე­იწყ­ა­ლე ძნე­ლაი მი­რი­ან".
შაჰ­ნა­ზი­რის ახ­ლოს ჯუ­ჯე­ქენ­და­ში, გო­რაკ­ზე ერ­თნა­ვი­ან, ნა­ხევ­რად დან­გრე­ულ ეკ­ლე­სი­ა­ში ლე­ონ მე­ლიქ­სეთ­-ბეგ­მა ნა­ხა ნუს­ხა-ხუ­ცუ­რით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ექ­ვსსტრი­ქო­ნი­ა­ნი წარ­წე­რა - "სა­ხე­ლი­თა ღმრთი­სა­ი­თა ესე ჩუ­ენ გო­რა­კელ­თა, ფი­ჩო­სან­თა, დავ­წე­რეთ: ვინ უწი­ნა მო­კუ­დეს, ი დღე ჟა­მი უწი­რონ ყო­ველ­თა".

ლე­ონ მე­ლიქ­სეთ­-ბე­გი ამ ქარ­თუ­ლი წარ­წე­რის კონ­კრე­ტულ თა­რიღს არ იძ­ლე­ვა. პ. მუ­რა­დი­ანს კი იგი მი­აჩ­ნია XII-XIV სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ნი­მუ­შად. თუ გა­ვიხ­სე­ნებთ, რომ მე­ფე ალექ­სან­დრე დიდ­მა (1390-1442) ლო­რე სვე­ტიცხ­ო­ველს შეს­წი­რა, ქალ­კე­დო­ნუ­რი ეკ­ლე­სი­ე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა და ქარ­თუ­ლი ეპიგ­რა­ფი­კა ბუ­ნებ­რივ მოვ­ლე­ნად უნ­და მი­ვიჩ­ნი­ოთ ლო­რე-­ტა­შირ­ში - ამ უძ­ვე­ლეს ქარ­თულ მხა­რე­ში. აღ­ნიშ­ნულ წარ­წე­რა­ში სა­ინ­ტე­რე­სოა ის ფაქ­ტი, რომ მას­ში ნახ­სე­ნე­ბი სა­ხე­ლი "ფი­ჩო­სან­თა" კი­დევ ერ­თხელ ადას­ტუ­რებს - "ქარ­თველ ან სა­ერ­თოდ ქალ­კე­დო­ნელ­თა ფი­ჩო­სან­თა არ­სე­ბო­ბას, ე.ი. ქარ­თლის (მცხე­თის) სა­კა­თა­ლი­კო­სოს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბულ სა­მო­ნას­ტრო აღ­მშე­ნებ­ლო­ბას ლო­რე-­ტა­ში­რის ამ გა­ნა­პი­რა მხა­რე­ში" - აღ­ნიშ­ნავს ლე­ონ მე­ლიქ­სეთ­-ბე­გი.

ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ის ახ­ლოს 1910 წელს ანი­სში, გათხ­რე­ბის დროს ნი­კო მარ­მა იპო­ვა სა­ქარ­თვე­ლოს კა­თა­ლი­კო­სის, ეპი­ფა­ნეს ოც­სტრი­ქო­ნი­ა­ნი ქარ­თუ­ლი წარ­წე­რა. ამ წარ­წე­რა­ში ქარ­თვე­ლი კა­თა­ლი­კო­სი მი­მარ­თავს ანის­ში მცხოვ­რებ ქარ­თვე­ლებს. რაც შე­ე­ხე­ბა ამ ქარ­თულ ეკ­ლე­სი­ას, აკად. ი. ორ­ბე­ლის აღ­წე­რით - იგი არის ბა­ზი­ლი­კუ­რი ტი­პის მომ­ცრო ზო­მის სა­კულ­ტო ნა­გე­ბო­ბა. მის სამ­ხრე­თის კე­დელ­ზეა 1329 წლის ქარ­თუ­ლი წარ­წე­რა.

ნი­კო მარ­მა ანი­სში ნა­ხა აგ­რეთ­ვე მდი­და­რი სომ­ხის, ქალ­კე­დო­ნიტ ტიგ­რან ჰო­ნენ­ცის მი­ერ "ნა­ხევ­რად ქარ­თუ­ლი, ნა­ხევ­რად სომ­ხუ­რი, ერ­თი სიტყ­ვით ქალ­კე­დო­ნურ­-მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი გრი­გოლ გან­მა­ნათ­ლებ­ლის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ა, რო­მე­ლიც გა­და­უ­კე­თე­ბია ტიგ­რან ჰო­ნენცს 1215 წელს".

* * *
ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ა-­მო­ნას­ტრე­ბის, ქარ­თუ­ლი ეპიგ­რა­ფი­კის არ­სე­ბო­ბა ლო­რე-­ტა­შირ­ში ფაქ­ტობ­რი­ვად ადას­ტუ­რებს, რომ XII-XIII სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ამ მხა­რე­ში ქარ­თულ სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სი­ას თა­ვი­სი იუ­რი­დი­უ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა ჰქონ­და და შე­სა­ბა­მი­სად აღას­რუ­ლებ­და მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ღვთის­მსა­ხუ­რე­ბას. მის მრევლს შე­ად­გენ­დნენ რო­გორც ქარ­თვე­ლი, ისე სო­მე­ხი ქალ­კე­დო­ნი­ტე­ბი. ეს უკა­ნას­კნელ­ნი კი ქარ­თვე­ლე­ბად გა­ნი­ხი­ლე­ბოდ­ნენ.

ამ­დე­ნად, სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სი­ის წმინ­და სი­ნო­დის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა აგა­რაკ­-ტა­ში­რის ქარ­თუ­ლი ეპარ­ქი­ის აღ­დგე­ნის შე­სა­ხებ იუ­რი­დი­უ­ლად და ის­ტო­რი­უ­ლად დრო­უ­ლი და გა­მარ­თლე­ბუ­ლი­ა.
შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი­ა, მო­ითხ­ო­ვოს სომ­ხეთ­ში არ­სე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ა-მო­ნას­ტრე­ბის გად­მო­ცე­მა. მარ­თა­ლი­ა, ქარ­თუ­ლი მრევ­ლი უკ­ვე აღარ არის იქ, მაგ­რამ ამ სა­ვა­ნე­ებ­ში შე­უძ­ლი­ათ იღ­ვა­წონ ქარ­თველ­მა ბერ­-მო­ნაზ­ვნებ­მა.

და­სას­რულ გვსურს აღ­ვნიშ­ნოთ, სუ­ლაც არ გვაქვს პრე­ტენ­ზი­ა, რომ სრუ­ლად აღ­ვნუს­ხეთ ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ე­ბი სომ­ხეთ­ში. შე­საძ­ლოა ზო­გი გა­მოგ­ვრჩა, ზო­გი კი სა­და­ვოა და შეგ­ნე­ბუ­ლად არ შე­ვი­ტა­ნეთ სომ­ხე­თის ქარ­თულ ეკ­ლე­სი­ა­თა სი­ა­ში.

ბონ­დო არ­ვე­ლა­ძე
ჟურნალი "ისტორიანი",#6
21 ოქტომბერი 2017 16:01
მარტო გამოქვეყნება იმის რომ ქართულია, რა არის ამის შემდეგ? რა კეთდება ან საპატრიარქოდან ან კულტურის სამინისტროდან?
თუ დღევანდელი თაობა ამას ვერ შეძლებს, დამერწუმენეთ მომავალს ამის გაკეთება უფრო გაუძნელდება.
მოქმედებაა საჭირო!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?