ანსანერობა
12-10-2017
ანსანერობა
პატრიოტები ორ ცეცხლს შუა ლაზები "პონტოელებისა" და ოსმალების წინააღმდეგ

და­პა­ტიმ­რე­ბულ ლა­ზებს და­ვით კლდი­აშ­ვი­ლი ათა­ვი­სუფ­ლებს...
1917 წლის ივ­ნი­სის ბო­ლოს, ბა­თუ­მი­დან რი­ზე­ში მი­ავ­ლი­ნეს კა­პი­ტა­ნი ოჰა­ნე­ზო­ვი, რო­მელ­საც ლა­ზის­ტა­ნის სან­ჯა­ყის და­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლი სოფ­ლე­ბის აღ­რიცხ­ვა ევა­ლე­ბო­და, რა­თა მე­რე იქ მთავ­რო­ბას ყუ­ბა­ნელ კა­ზაკ­თა ოჯა­ხე­ბი ჩა­ე­სახ­ლე­ბი­ნა. "სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ლა­ზე­თის კო­მი­ტეტს" ეს ამ­ბა­ვი ცნო­ბილ­მა სარ­ფელ­მა საქ­მო­სან­მა იბ­რა­ჰიმ თან­თ-ოღ­ლიმ (თან­დი­ლა­ვამ) აც­ნო­ბა. კო­მი­ტე­ტის წევ­რებ­მა კა­პიტ­ნის გა­ნად­გუ­რე­ბა ერ­თხმად გა­დაწყ­ვი­ტეს და ამ საქ­მის აღ­სრუ­ლე­ბა ათი­ნე­ლი მუს­ტა­ვა კა­კალ­-ოღ­ლის ცხრა­კა­ცი­ან ჯგუფს მი­ან­დეს.

მუს­ტა­ვა კა­კალ­-ოღ­ლის დაჯ­გუ­ფე­ბამ
კა­პი­ტან ოჰა­ნე­ზოვს ტე­რაქ­ტი 1917 წლის 10 ივ­ლისს მო­უწყო – ფი­რა­ლე­ბი ეტ­ლით მო­მა­ვალ ოჰა­ნე­ზოვს რი­ზეს ცენ­ტრა­ლურ ქუ­ჩა­ზე და­უხ­ვდნენ და მი­სი დაც­ვა ბომ­ბე­ბით მო­ცე­ლეს; თა­ვად კა­პი­ტანს კი ტყვია ვინ­მე ალი ბა­ცა-­ზა­დემ პირ­და­პირ შუბ­ლში ჰკრა. სხვა­თა შო­რის, ცხრა­ვე თავ­დამ­სხმე­ლი რი­ზელ­თა ხელ­შეწყ­ო­ბით მი­ი­მა­ლა, ხო­ლო პო­ლი­ცი­ამ სრუ­ლი­ად უდა­ნა­შა­უ­ლო ხალ­ხი და­ა­პა­ტიმ­რა,
რა­მაც მო­სახ­ლე­ო­ბა­ში მღელ­ვა­რე­ბა გა­მო­იწ­ვი­ა.

უსა­მარ­თლოდ და­პა­ტიმ­რე­ბულ­თა გა­მო­სახ­სნე­ლად ბე­სო ჭყო­ნი­ამ და კო­მი­ტე­ტის კი­დევ რამ­დე­ნი­მე წევ­რმა ოს­მა­ლურ და რუ­სულ ენებ­ზე შე­ად­გი­ნეს პროკ­ლა­მა­ცი­ა, სა­დაც ტე­რაქ­ტის მი­ზე­ზე­ბი დაწ­ვრი­ლე­ბით იყო ახ­სნი­ლი და ისიც ეწე­რა, რომ და­კა­ვე­ბუ­ლებს მომ­ხდარ­თან არა­ვი­თა­რი კავ­ში­რი არ ჰქონ­დათ. ლა­ზის­ტა­ნის სან­ჯა­ყის იმ­ჟა­მინ­დელ­მა სამ­ხედ­რო გუ­ბერ­ნა­ტორ­მა, ცნო­ბილ­მა ქარ­თველ­მა მწე­რალ­მა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წემ და­ვით კლდი­აშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც ლაზ­თა დი­დი ქო­მა­გი იყო, საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა პი­რად კონ­ტროლ­ზე აიყ­ვა­ნა და მცი­რე ხნის შემ­დეგ, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

1917 წლის ბო­ლოს, რო­ცა კავ­კა­სი­ის ფრონ­ტი მო­ი­შა­ლა და რუ­სულ­მა არ­მი­ამ ტრა­პი­ზო­ნის ვი­ლა­ი­ე­თი­ცა და კავ­კა­სი­აც მი­ა­ტო­ვა, "სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ლა­ზე­თის კო­მი­ტეტ­სა" და "ან­სა­ნე­რებს" ბრძო­ლამ პონ­ტო­ელ ბერ­ძნებ­თან მო­უ­წი­ათ – რო­გორც უკ­ვე აღი­ნიშ­ნა, ამ უკა­ნას­კნელ­თა სა­ხელ­მწი­ფოს შექ­მნას მხარს "ან­ტან­ტის" ქვეყ­ნე­ბი (რუ­სე­თი, ინ­გლი­სი და საფ­რან­გე­თი) უჭერ­დნენ. იმა­ვე წლის ოქ­ტომ­ბერ­ში მარ­სელ­ში პონ­ტო­ელ­მა ინ­დე­პენ­დენ­ტის­ტებ­მა "პონ­ტოს რეს­პუბ­ლი­კის" რუ­კა გა­მოს­ცეს, რო­მელ­ზეც ლა­ზის­ტა­ნის სან­ჯა­ყი ამ სა­ხელ­მწი­ფოს საზღ­ვრებ­ში იყო მოქ­ცე­უ­ლი. რა თქმა უნ­და, ლა­ზებს პონ­ტო­ე­ლებ­თან გა­ერ­თი­ა­ნე­ბა არ სურ­დათ; ამი­ტო­მაც ბრძო­ლის გარ­და, სხვა გა­მო­სა­ვა­ლი აღარ დარ­ჩე­ნო­დათ.

ლა­ზე­ბი "პონ­ტოს რეს­პუბ­ლი­კის" წი­ნა­აღ­მდეგ
ოს­მა­ლურ­მა არ­მი­ამ ტრა­პი­ზო­ნი ჯერ კი­დევ რუ­სე­ბის შე­მოს­ვლამ­დე – 1916 წლის მარ­ტში და­ტო­ვა. ტრა­პი­ზო­ნის ვი­ლა­ი­ე­თის ვა­ლიმ (მმარ­თველ­მა), ჯე­მალ აზ­მი-­ბე­იმ ქა­ლა­ქის გა­სა­ღე­ბი ბერ­ძენ მიტ­რო­პო­ლიტ ხრი­სან­თოსს ჩა­ა­ბა­რა: "ეს ქვე­ყა­ნა ჩვენ თქვენ­გან მი­ვი­ღეთ და თქვენ­ვე გა­ბა­რებთ. მარ­თეთ ის, რო­გორც გსურ­დეთ და ტაძ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ოს­მა­ლებ­მა მე­ჩე­თე­ბად გა­და­ა­კე­თეს, ისევ თქვე­ნი წე­სით აკურ­თხეთ" – გა­ნუცხ­ა­და ოს­მა­ლო დიდ­მო­ხე­ლემ ბერ­ძენ მღვდელ­თმთა­ვარს. იმა­ვე წლის აპ­რილ­ში ტრა­პი­ზონ­ში რუ­სუ­ლი არ­მია შე­ვი­და. მიტ­რო­პო­ლიტ­მაც მის სარ­დლო­ბას­თან სა­ერ­თო ენა მა­ლე­ვე გა­მო­ნა­ხა.

რუ­სუ­ლი სა­ო­კუ­პა­ციო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის აშ­კა­რა თუ ფა­რუ­ლი ხელ­შეწყ­ო­ბით, 1917 წლის და­საწყ­ის­ში, პონ­ტო­ელ­მა ბერ­ძნებ­მა ტრა­პი­ზონ­ში შექ­მნეს დრო­ე­ბი­თი მთავ­რო­ბა, რო­მელ­საც სა­თა­ვე­ში კვლა­ვაც ხრი­სან­თო­სი ჩა­უდ­გა. გარ­და ამი­სა, სამ­ხრეთ რუ­სეთ­ში მცხოვ­რებ­მა პონ­ტო­ე­ლებ­მა ე.წ. "პონ­ტო­ელ ბერ­ძენ­თა ეროვ­ნუ­ლი კო­მი­ტე­ტი" და­ა­არ­სეს. მათ ჩრდი­ლო­ეთ­-აღ­მო­სავ­ლე­თი შა­ვიზღ­ვის­პი­რე­თის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე – სი­ნო­პი­დან ბა­თუ­მამ­დე, "პონ­ტოს ბერ­ძნუ­ლი რეს­პუბ­ლი­კის" შექ­მნა სურ­დათ; ამ მიზ­ნით, ან­ტან­ტის ქვეყ­ნებ­ში ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან პრო­პა­გან­დას ეწე­ოდ­ნენ.

"ე­როვ­ნუ­ლი კო­მი­ტე­ტის" მთა­ვა­რი შტაბ­ბი­ნა, რო­გორც უკ­ვე ა­ღი­ნიშ­ნა, რუ­სეთ­ში, ქა­ლაქ ნო­ვო­რო­სი­ის­კში მდე­ბა­რე­ობ­და, ხო­ლო ფი­ლი­ა­ლე­ბი მარ­სე­ლი­დან სტამ­ბო­ლამ­დე იყო გაბ­ნე­უ­ლი. ისიც უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ "პონ­ტო­ელ ბერ­ძენ­თა ეროვ­ნუ­ლი კო­მი­ტე­ტის" რი­გებ­ში მა­სობ­რი­ვად გა­წევ­რდნენ ისი­ნი, ვინც ჯერ კი­დევ 1908-1909 წლებ­ში – "ა­ხალ­გაზ­რდა თურ­ქთა" რე­ვო­ლუ­ცი­ის დროს, სულ­თნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უპი­რის­პირ­დე­ბო­და. ასე რომ, ბერ­ძე­ნი "ჩე­ტე­ჯი­ე­ბი" (ამ­გვა­რად უწო­დებ­დნენ "პონ­ტო­ელ ბერ­ძენ­თა ეროვ­ნუ­ლი კო­მი­ტე­ტის" გა­სამ­ხედ­რო­ე­ბუ­ლი ჯგუ­ფის წევ­რებს) და ლა­ზი "ან­სა­ნე­რე­ბი" ერ­თმა­ნეთს კარგად იც­ნობ­დნენ.

იმავ­დრო­უ­ლად, 1916 წლის დე­კემ­ბერ­ში გერ­მა­ნი­ის უმაღ­ლე­სი მთა­ვარ­სარ­დლო­ბის ბრძა­ნე­ბით, "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნი" და "სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის კო­მი­ტე­ტის" ყვე­ლა თურ­ქუ­ლი ფი­ლი­ა­ლი გა­უქ­მდა, გარ­და ვი­წეს ფი­ლი­ა­ლი­სა, რო­მე­ლიც, რო­გორც ით­ქვა, უკ­ვე ღრმა ია­ტაკ­ქვე­შეთ­ში, რუს­თა­გან ოკუ­პი­რე­ბულ მი­წებ­ზე არ­სე­ბობ­და და ამის გა­მო გერ­მა­ნე­ლებ­სა და ოს­მა­ლებს მას­ზე ხე­ლი არ მი­უწ­ვდე­ბო­დათ; 1917 წლის მა­ის­ში კი, "სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის კო­მი­ტე­ტის" და­ვა­ლე­ბით, ოს­მა­ლე­თის სარ­დლო­ბის კონ­ტრო­ლის ქვეშ მყო­ფი ტე­რი­ტო­რი­ი­დან ლე­გი­ო­ნის წევ­რე­ბი რუ­მი­ნეთ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

სწო­რედ ამ ფონ­ზე, მიტ­რო­პო­ლიტ­მა ხრი­სან­თოს­მა დრო იხელ­თა და "სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ლა­ზე­თის კო­მი­ტე­ტის" წევ­რებს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა შეს­თა­ვა­ზა – მათ შემ­დგომ­ში ტრა­პი­ზო­ნის დრო­ე­ბით მთავ­რო­ბას­თან კო­ორ­დი­ნი­რე­ბით უნ­და ემოქ­მე­დათ, ხო­ლო სა­ნაც­ვლოდ კი ლა­ზე­თი – რი­ზე­დან ბა­თუ­მამ­დე, "პონ­ტოს რეს­პუბ­ლი­კის" შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ავ­ტო­ნო­მი­ას მი­ი­ღებ­და. სხვა­თა შო­რის, ხრი­სან­თო­სი ლა­ზე­ბის გუ­ლის მო­სა­გე­ბად იმა­ზეც კი წა­ვი­და, რომ სა­ხელ­მწი­ფოს და­სა­ხე­ლე­ბი­დან სიტყ­ვა "ბერ­ძნუ­ლი" სა­ერ­თოდ ამო­ი­ღო.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვი­ა, რომ იმ­ხა­ნად ლა­ზეთ­ში საკ­მა­ოდ იყ­ვნენ ე.წ. "ფა­რუ­ლი ქრის­ტი­ა­ნე­ბი" ანუ ისი­ნი, ვინც მხო­ლოდ გა­რეგ­ნუ­ლად, მო­საჩ­ვე­ნებ­ლად მუს­ლი­მა­ნობ­დნენ, ში­ნა­გა­ნად კი მა­მა-­პა­პა­თა სარ­წმუ­ნო­ე­ბის ერ­თგუ­ლი რჩე­ბოდ­ნენ. ეს ხალ­ხი დღი­სით ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მორ­წმუ­ნე მუს­ლი­მა­ნი­ვით ცხოვ­რობ­და, ხო­ლო ღა­მით კი ქრის­ტი­ა­ნულ წეს­-ჩვე­უ­ლე­ბებს სა­ი­დუმ­ლოდ აღას­რუ­ლებ­და. რა­საკ­ვირ­ვე­ლი­ა, ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რი­ა­ში ქრის­ტი­ა­ნო­ბის აშ­კა­რად აღი­ა­რე­ბა არ ის­ჯე­ბო­და, მაგ­რამ ლაზ "ფა­რუ­ლ ქრის­ტი­ა­ნებს" ტრა­პი­ზო­ნის ბერ­ძე­ნი მიტ­რო­პო­ლი­ტი­სად­მი და­მორ­ჩი­ლე­ბა არ სურ­დათ, რად­გან ქარ­თვე­ლე­ბი იყ­ვნენ და კვლა­ვაც სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დებ­ელი ეკ­ლე­სი­ის მრევ­ლად მიიჩნევდნენ თავს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ XVII სა­უ­კუ­ნის შუა წლე­ბი­დან ლა­ზის­ტა­ნის სან­ჯაყ­ში ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ის მოღ­ვა­წე­ო­ბა მკაც­რად იყო აკ­რძა­ლუ­ლი.

რა­საკ­ვირ­ვე­ლი­ა, ხრი­სან­თოს­მა ეს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იცო­და და იმე­დოვ­ნებ­და, რომ ლა­ზი "ფა­რუ­ლი ქრის­ტი­ა­ნე­ბი" პონ­ტოს რეს­პუბ­ლი­კა­ში შე­მოს­ვლას და­თან­ხმდე­ბოდ­ნენ. აქ­ვე დავ­ძენთ, რომ რუს­თა ოკუ­პა­ცი­ის პე­რი­ოდ­ში, მი­სი და­ვა­ლე­ბით, "პონ­ტო­ელ ბერ­ძენ­თა ეროვ­ნუ­ლი კო­მი­ტე­ტის" შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი რაზ­მე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა, გე­ნე­რალ­მა ის­ტუ­ლა­ღა­დის­მა "ან­სა­ნე­რებ­თან" მჭიდ­რო კავ­ში­რი და­ამ­ყა­რა; თუმ­ცა­ღა, 1917 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, რო­ცა რუ­სუ­ლი არ­მი­ის ტრა­პი­ზო­ნი­დან გას­ვლის შე­სა­ხებ ხმა და­ირ­ხა, ბერ­ძნებ­სა და ლა­ზებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა გამ­წვავ­და.

სწო­რედ იმ­ხა­ნად, საფ­რან­გეთ­ში, ქა­ლაქ მარ­სელ­ში მცხოვ­რებ­მა პონ­ტო­ელ­მა ბერ­ძენ­მა კონ­სტან­დი­ნოს კონ­სტან­დი­ნი­დის­მა გა­მოს­ცა "პონ­ტოს რეს­პუბ­ლი­კის" რუ­კა, რო­მელ­ზეც ლა­ზის­ტა­ნის სან­ჯა­ყი აღ­ნიშ­ნუ­ლი "სა­ხელ­მწი­ფოს" საზღ­ვრებ­ში იყო მოქ­ცე­უ­ლი; ამა­ვე დროს, ბერ­ძე­ნი ჩე­ტე­ჯი­ე­ბის რაზ­მმა ქა­ლაქ ათი­ნას (ამ­ჟა­მად – ფა­ზა­რი) და­სა­კა­ვებ­ლად 1917 წლის ოქ­ტომ­ბრის ბო­ლოს შე­ტე­ვა წა­მო­იწყ­ო. ბერ­ძნე­ბი ლა­ზის­ტა­ნის სან­ჯა­ყის პირ­ველ და­სახ­ლე­ბულ პუნქტს, სო­ფელ ოფს უბ­რძოლ­ვე­ლად და­ე­უფ­ლნენ, რად­გა­ნაც იქ მა­თი­ვე თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბი ცხოვ­რობ­დნენ; თუმ­ცა­ღა სო­ფელ ქე­მერ­თან მათ "ან­სა­ნე­რე­ბის" 100-კა­ცი­ა­ნი ქვე­და­ნა­ყო­ფი და­უხ­ვდა, რო­მელ­თაც არ­ქა­ბე­ლი ძმე­ბი – მუს­ტა­ვა და მე­მეტ თი­ბუ­კოღ­ლე­ბი (ო­რი­ვე ფა­რუ­ლი ქრის­ტი­ა­ნი იყო) მე­თა­უ­რობ­დნენ. ლა­ზებ­მა მომ­ხდუ­რებს ინ­ტენ­სი­უ­რი ცეცხ­ლი გა­უხ­სნეს და სამ­სა­ა­თი­ა­ნი ბრძო­ლის შე­დე­გად უკან და­ა­ხე­ვი­ნეს. 1917 წლის 25 ოქ­ტომ­ბერს, ად­რე დი­ლით, ბერ­ძნებ­მა ისევ სცა­დეს შე­ტე­ვის წა­მოწყ­ე­ბა, მაგ­რამ ამა­ოდ – "ან­სა­ნე­რებ­მა" ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცეს. მომ­ხდურ­მა სა­ბო­ლო­ოდ და­ი­ხია უკან და ოფ­ში გა­მაგ­რდა.

ჩე­ტე­ჯი­ე­ბის ათი­ნა­ზე თავ­დას­ხმის ამ­ბა­ვი სწრა­ფად გახ­მა­ურ­და იმ­ხა­ნად სი­ნოპ­ში, ტრა­პი­ზონ­სა თუ გი­რე­სუნ­ში მყოფ, ომის გა­მო იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ ლა­ზებს შო­რის. ამ უკა­ნას­კნელთ შე­ე­შინ­დათ, მათ უკან დაბ­რუ­ნე­ბამ­დე ლა­ზე­თი ბერ­ძნებს არ და­ე­კა­ვე­ბი­ნათ და ბუნ­ტი ატე­ხეს – ჯერ "პონ­ტო­ელ ბერ­ძენ­თა ეროვ­ნუ­ლი კო­მი­ტე­ტის" აქ­ტი­ვის­ტე­ბი ჩა­იგ­დეს მძევ­ლად, მე­რე კი ნავ­სად­გუ­რებ­შიც შე­იჭ­რნენ და მშობ­ლი­ურ მხა­რე­ში და­საბ­რუ­ნებ­ლად გე­მე­ბის გა­და­ცე­მა მო­ითხ­ო­ვეს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვი­ა, რომ მძე­ვალ­თა აყ­ვა­ნა ტრა­პი­ზონ­სა და გი­რე­სუნ­ში ერ­თდრო­უ­ლად გან­ხორ­ცი­ელ­და.

ამას­თან, ტრა­პი­ზონ­ში ყვე­ლა­ფე­რი მშვი­დო­ბი­ა­ნად დას­რულ­და – მიტ­რო­პო­ლი­ტი ხრი­სან­თო­სი აჯან­ყე­ბულ ლაზ მუ­ჰა­ჯი­რებს პი­რა­დად შეხ­ვდა, გე­მე­ბიც გა­მო­უ­ყო მათ და მძევ­ლე­ბიც უკან უვ­ნებ­ლად და­იბ­რუ­ნა; გი­რე­სუნ­ში კი აჯან­ყე­ბას მსხვერ­პლი მოჰ­ყვა – ად­გი­ლობ­რივ­მა ჩე­ტე­ჯი­ებ­მა მო­ლა­პა­რა­კე­ბი­სას ვე­რა­გუ­ლად მოკ­ლეს "სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ლა­ზე­თის კო­მი­ტე­ტის" ძვე­ლი აქ­ტი­ვის­ტე­ბი, ძმე­ბი ჰუ­სე­ინ და იუ­სუფ ქუ­ჩუ­კოღ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ბუნტს მე­თა­უ­რობ­დნენ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ბუნ­ტმა თა­ვი­სი საქ­მე გა­ა­კე­თა – ბერ­ძნებ­მა ლა­ზის­ტა­ნის სან­ჯაყ­ზე ბო­ლოს მა­ინც უა­რი თქვეს.

ამ ამ­ბე­ბი­დან კარ­გა ხნის შემ­დეგ, 1934 წელს მიტ­რო­პო­ლიტ­მა ხრი­სან­თოს­მა, ვინც მა­შინ უკ­ვე სა­ბერ­ძნეთ­ში ცხოვ­რობ­და, ათენ­ში გა­მოს­ცა წიგ­ნი, სა­ხე­ლად "ტრა­პი­ზო­ნის ეკ­ლე­სი­ის ის­ტო­რი­ა", რომ­ლის 134-ე გვერ­დზე წერს: "რი­ზეს აღ­მო­სავ­ლე­თით მდე­ბა­რე მი­წებს ოდით­გან­ვე ქარ­თვე­ლი მღვდელ­თმთავ­რე­ბი გა­ნა­გებ­დნენ; ამი­ტო­მაც იქ დღემ­დე შე­მორ­ჩა ლაზ­თა ტო­მი, რო­მე­ლიც ბერ­ძნუ­ლის­გან აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბულ ენა­ზე ლა­პა­რა­კობს" – ეს ცი­ტა­ტა ეხ­მა­უ­რე­ბა ერთ და­უ­ზუს­ტე­ბელ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ 1918 წელს, ხრი­სან­თო­სი თა­ვად შეხ­ვდა ქარ­თველ მღვდელ­მთავ­რებს და ლა­ზე­თის მთე­ლი ტე­რი­ტო­რია – რო­გორც სა­ე­რო, ისე ეკ­ლე­სი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით – სა­ქარ­თვე­ლოს შე­მად­გე­ნელ ნა­წი­ლად აღი­ა­რა.

მე­სუდ ფე­ი­ლე­ვა­ნოღ­ლის გმი­რუ­ლი აღ­სას­რუ­ლი
"სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ლა­ზე­თის კო­მი­ტე­ტი" 1918 წლამ­დე კვლა­ვაც არ­სე­ბობ­და. მი­სი წევ­რე­ბი ლა­ზის­ტა­ნის სან­ჯა­ყის ტე­რი­ტო­რი­ი­დან რუ­სე­ბის გას­ვლის შემ­დეგ (1917 წლის დე­კემ­ბე­რი) პო­ლი­ცი­ის ფუნ­ქცი­ე­ბის შე­თავ­სე­ბა­საც ეცად­ნენ, თუმ­ცა მა­ლე­ვე მო­უ­წი­ათ შე­ტა­კე­ბა ოს­მა­ლუ­რი არ­მი­ის სა­უ­კე­თე­სო რე­გუ­ლა­რულ ნა­წი­ლებ­თან, რომ­ლებ­მაც 1918 წლის იან­ვარ­-თე­ბერ­ვალ­ში სან­ჯა­ყის თით­ქმის მთე­ლი ტე­რი­ტო­რია და­ი­კა­ვეს. ოს­მა­ლე­ბი "სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის კო­მი­ტეტს" ახ­ლა უკ­ვე მტრულ ძა­ლად გა­ნი­ხი­ლავ­დნენ, რად­გან ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა (რო­მელ­თა­ნაც ოს­მა­ლეთს ოფი­ცი­ა­ლუ­რად ზა­ვი ჰქონ­და და­დე­ბუ­ლი) აღარ არ­სე­ბობ­და და ამ რე­გი­ონს "ა­მი­ერ­კავ­კა­სი­ის სა­გან­გე­ბო კო­მი­სა­რი­ა­ტი" გა­ნა­გებ­და. კო­მი­სა­რი­ატ­ში კი ოს­მა­ლე­თის მი­მართ მტრუ­ლად იყ­ვნენ გან­წყო­ბი­ლი.

ამას­თან, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ლა­ზე­თის კო­მი­ტე­ტი" ცდი­ლობ­და, რო­გორ­მე მი­ეპყ­რო "ა­მი­ერ­კავ­კა­სი­ის სა­გან­გე­ბო კო­მი­სა­რი­ა­ტის" ყუ­რადღ­ე­ბა და ლა­ზე­თი ოს­მა­ლუ­რი არ­მი­ის შე­მოს­ვლი­სა­გან ქარ­თუ­ლი სა­ჯა­რი­სო ფორ­მი­რე­ბე­ბის მეშ­ვე­ო­ბით გა­და­ერ­ჩი­ნა. ამ მიზ­ნით ბე­სო ჭყო­ნი­ამ და მე­სუდ ფე­ი­ლე­ვა­ნოღ­ლიმ ბა­თუმ­ში თა­ვი­ან­თი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გაგ­ზავ­ნეს, ვინ­მე იბ­რა­ჰიმ ჭერ­ვა­თოღ­ლი, თუმ­ცა­ღა ეს უკა­ნას­კნე­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გილ­ზე ვერც კი ჩა­ვი­და, ხო­ფას­თან მძარ­ცვე­ლებს გა­და­ე­ყა­რა და მათ­თან შე­ტა­კე­ბი­სას და­ი­ღუ­პა.

ოს­მა­ლუ­რი არ­მი­ის ვი­წე­ში შე­მოს­ვლი­სას "სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ლა­ზე­თის კო­მი­ტეტ­მა" ერ­თხმად გა­დაწყ­ვი­ტა არ­მი­ის­თვის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა. ამ დრო­ის­თვის მის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ირიცხ­ე­ბო­და მხო­ლოდ და მხო­ლოდ 70-მდე მებ­რძო­ლი. ამის მი­უ­ხე­და­ვად, კო­მი­ტეტ­მა მა­ინც არ და­ი­ხია უკან, რად­გან მი­სი წევ­რე­ბი ფიქ­რობ­დნენ, რომ ბა­თუ­მი­დან დამ­ხმა­რე ძა­ლა მა­ლე მო­ვი­დო­და. ამის სა­ფუძ­ვე­ლი მათ ერ­თმა ყალ­ბმა ინ­ფორ­მა­ცი­ამ მის­ცა – ვი­წე­ში ვი­ღა­ცამ ხმა გა­ავ­რცე­ლა, რომ ლა­ზეთ­ში ქარ­თუ­ლი სა­ხალ­ხო ლაშ­ქა­რი შე­მო­დი­ო­და.

1918 წლის 10 მარტს, ლა­ზე­თის კო­მი­ტე­ტის მი­ერ შეკ­რე­ბილ­მა მებ­რძო­ლებ­მა ვი­წეს მი­სად­გო­მებ­თან ოს­მა­ლე­ბი ერ­თი დღით შე­ა­ჩე­რეს, თუმ­ცა­ღა მაშ­ვე­ლი არ­სად ჩან­და. უთა­ნას­წო­რო ბრძო­ლა­ში და­ეც­ნენ კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი ბე­სო ჭყო­ნი­ა, მუს­ტა­ფა თი­ბუ­კოღ­ლი და ჰა­ფიზ ბი­ბი­ნოღ­ლი. შე­ფიკ­-ა­ღა კლარ­ჯი­ოღ­ლიმ და ჯე­ლალ გურ­ჯი­ოღ­ლიმ მი­მალ­ვა მო­ა­ხერ­ხეს, ხო­ლო მე­სუდ ფე­ი­ლე­ვა­ნოღ­ლი ოს­მა­ლებ­მა ცოცხ­ლად ჩა­იგ­დეს ხელ­ში.

იმა­ვე სა­ღა­მოს მე­სუდ ფე­ი­ლე­ვა­ნოღ­ლი ვი­წეს ბა­ზარ­ში, ხალ­ხის სასეიროდ თა­ვის მო­საკ­ვე­თად გა­იყ­ვა­ნეს. მე­სუ­დი ღი­მი­ლით ავი­და სა­ხელ­და­ხე­ლოდ მოწყ­ო­ბილ ეშა­ფოტ­ზე და სწო­რედ აქ მოხ­და ის, რა­საც ლა­ზე­ბი დღე­საც სი­ა­მა­ყით იგო­ნე­ბენ. კო­მი­ტე­ტის წევ­რმა ოს­მა­ლო­თა სარ­დალს, "კარ­გად იყა­ვი­ო", უთხ­რა და სა­ხე­ში შე­ა­ფურ­თხა. ამან, ცხა­დი­ა, სარ­და­ლი გა­აშ­მა­გა და სა­პა­სუ­ხოდ მა­ნაც იგი­ვე გა­ა­კე­თა. ეშა­ფოტ­ზე მდგა­რი მე­სუდ ფე­ი­ლე­ვა­ნოღ­ლი კი­ნა­ღამ სი­ცი­ლით მოკ­ვდა. გა­ო­ცე­ბულ ოს­მა­ლებ­სა და ბა­ზარ­ში შეკ­რე­ბილ ლა­ზებს მე­სუდ­მა ასე მი­მარ­თა: "სარ­დალ­მა სა­მა­გი­ე­რო ვერ გა­და­მი­ხა­და, – მე ამ შე­ფურ­თხე­ბულ სა­ხეს ახ­ლა­ვე მო­ვი­შო­რებ, ეგ კი სი­ცოცხ­ლის ბო­ლომ­დე სულ შე­ფურ­თხე­ბუ­ლი ივ­ლი­სო!"

1918 წლის შემ­დეგ "ან­სა­ნე­რო­ბა" ლა­ზეთ­ში შე­სუს­ტდა, თუმ­ცა­ღა "სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ლა­ზე­თის კო­მი­ტე­ტის" ყო­ფი­ლი წევ­რე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ თით­ქმის ყვე­ლა კონ­ფლიქ­ტში, რაც კი იმ­ხა­ნად სამ­ხრეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ხდე­ბო­და. მა­თი დი­დი ნა­წი­ლი ყო­ველ­თვის პრო­ქარ­თულ პო­ზი­ცი­ა­ზე იდ­გა, მაგ­რამ ლა­ზე­თი დე­და­სამ­შობ­ლოს მა­ინც ვერ შე­მო­უ­ერ­თდა. სა­ბო­ლო­ოდ "სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ლა­ზე­თის კო­მი­ტე­ტის" სა­ხე­ლი 1920 წლის დე­კემ­ბერ­ში გახ­მა­ურ­და, რო­ცა სტამ­ბოლ­ში შე­ფიკ­-აღა კლარ­ჯი­ოღ­ლიმ მე­სუდ ფე­ი­ლე­ვა­ნოღ­ლის გამო შუ­რი იძი­ა. მან ის გე­ნე­რა­ლი მოკ­ლა, ვინც 1918 წლის 10-11 მარტს ვი­წეს აღე­ბას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, თუმ­ცა გაქ­ცე­ვა ვე­ღარ შეძ­ლო და პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა ქუ­ჩა­ში­ვე ჩაცხ­რი­ლეს.

მი­ხე­ილ ლა­ბა­ძე
ჟურნალი "ისტორიანი",#6

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!