სა­ნამ კა­ცობ­რი­ო­ბა "ყბას იქ­ნევს", ვრიგ­ლი მდიდ­რდე­ბა
12-10-2017
სა­ნამ კა­ცობ­რი­ო­ბა "ყბას იქ­ნევს", ვრიგ­ლი მდიდ­რდე­ბა
ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში, ნე­ბის­მი­ერ ტე­ლე­არ­ხზე ნა­ხავთ კარ­გად ნაც­ნობ ვი­დე­ორ­გო­ლებს. "ზოგ­ჯერ უმ­ჯო­ბე­სია და­ღე­ჭო", - გვამ­ცნობს რეკ­ლა­მა.

"ღეჭ­ვა ღეჭ­ვი­სათ­ვის" - ეს ვრიგ­ლე­ბის საგ­ვა­რე­უ­ლო ბიზ­ნე­სი­ა. სა­ნამ კა­ცობ­რი­ო­ბა "ყბას იქ­ნევს", ვრიგ­ლი მდიდ­რდე­ბა. ეს დი­დი ბიზ­ნე­სი კი წვრილ­მა­ნე­ბი­დან და­იწყ­ო...
11 წლის უი­ლი­ამ ვრიგ­ლი, 1872 წელს, ფი­ლა­დელ­ფი­ი­დან ნი­უ­-ი­ორ­კში გა­იქ­ცა. დიდ ქა­ლაქ­ში ბი­ჭი გა­ზე­თე­ბის გა­ყიდ­ვით ირ­ჩენ­და თავს, ღა­მეს კი ქუ­ჩა­ში ათევ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 29 წლის უი­ლი­ამ­მა, ჯი­ბე­ში 32 დო­ლა­რით, ბე­დის სა­ძებ­ნე­ლად ჩი­კა­გოს მი­ა­შუ­რა. ენ­თუ­ზი­აზ­მი­სა და მო­ჭარ­ბე­ბუ­ლი ენერ­გი­ის გარ­და, ვრიგ­ლის
ნამ­დვი­ლი ნი­ჭიც ჰქონ­და - ვაჭ­რო­ბის ნი­ჭი!

თავ­და­პირ­ვე­ლად საპ­ნის გა­ყიდ­ვას მიჰ­ყო ხე­ლი, რა­შიც ბავ­შვო­ბის დრო­ინ­დე­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა და­ეხ­მა­რა, რო­ცა მა­მას ფურ­გო­ნით დაჰ­ყვე­ბო­და ქა­ლა­ქი­დან ქა­ლაქ­ში საპ­ნის გა­სა­სა­ღებ­ლად. ვაჭ­რო­ბის წა­სა­ხა­ლი­სებ­ლად უი­ლი­ა­მი "პრე­მი­ე­ბად" სხვა­დას­ხვა სა­ქო­ნელს იყე­ნებ­და, მათ შო­რის, ფქვილ­საც. მა­ლე ფქვილ­ზე მოთხ­ოვ­ნი­ლე­ბა ძალ­ზე გა­ი­ზარ­და. მა­შინ ვრიგ­ლი სა­პონს შე­ეშ­ვა და ფქვი­ლით
ვაჭ­რო­ბა­ზე გა­და­ერ­თო. ერ­თხე­ლაც საზ­რი­ან მის­ტერ ვრიგ­ლის აზ­რად მო­უ­ვი­და, ერ­თი ქი­ლა ფქვი­ლის ყო­ვე­ლი მყიდ­ვე­ლი ორი პა­კე­ტი სა­ღე­ჭი რე­ზი­ნით და­ე­სა­ჩუქ­რე­ბი­ნა. ამან კლი­ენ­ტე­ბი გვა­რი­ა­ნად აღაფ­რთო­ვა­ნა და... სა­ღეჭ რე­ზინ­ზე მე­ტი მოთხ­ოვ­ნი­ლე­ბა გაჩ­ნდა, ვიდ­რე ფქვილ­ზე...

"სა­ღე­ჭი ბიზ­ნე­სის" სა­თა­ვე­ებ­თან
იმ­ხა­ნად სა­ღეჭ რე­ზინს აშ­შ-ში არა­ერ­თი კომ­პა­ნია აწარ­მო­ებ­და, თუმ­ცა ინ­დუს­ტრია ჯერ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი არ იყო. უი­ლი­ამ­მა მა­ლე თა­ვად და­იწყო სა­ღე­ჭი რე­ზი­ნის დამ­ზა­დე­ბა. 1893 წელს ქვე­ყა­ნას ცნო­ბი­ლი ჟუ­იცყ Fრუ­იტ­-ი მო­ევ­ლი­ნა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ჭრიგ­ლეყს შპე­არ­მინტ-ი. 1899 წელს სა­ღე­ჭი რე­ზი­ნის მწარ­მო­ე­ბე­ლი ექ­ვსი კომ­პა­ნია გა­ერ­თი­ან­და. ცხა­დი იყო, ეს კონ­ცერ­ნი დიდ საფ­რთხეს შე­უქ­მნი­და ახალ ფე­ხად­გმულ ჭრიგ­ლეყს-ს. სხვა­თა შო­რის, კონ­ცერ­ნში გა­ერ­თი­ა­ნე­ბა უი­ლი­ამ ვრიგ­ლი­საც შეს­თა­ვა­ზეს, მაგ­რამ მან სა­კუ­თა­რი გზით სი­ა­რუ­ლი არ­ჩი­ა.

სა­წარ­მო რამ­დენ­ჯერ­მე დად­გა კრა­ხის წი­ნა­შე, მაგ­რამ მძი­მე და თავდაუზოგავი შრომის შედეგად მის­ტერ ვრიგ­ლი სიძ­ნე­ლე­ებს გა­უმ­კლავ­და. იგი თა­ვად ზრუ­ნავ­და პრო­დუქ­ცი­ის გა­სა­ღე­ბა­ზე. კარ­გად მუ­შა­ობ­და ნა­ცა­დი მე­თო­დი - მყიდ­ვე­ლის წა­ხა­ლი­სე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლი სუ­ვე­ნი­რე­ბით - პა­წია ლამ­პით თუ სა­მარ­თებ­ლის პი­რით. სა­ა­მი­სოდ კა­ტა­ლო­გიც კი გა­მო­უშ­ვა, რა­თა მყიდ­ველს არ­ჩე­ვან­ში დახ­მა­რე­ბო­და.

უი­ლი­ამ ვრიგ­ლი ერ­თ-ერ­თი პირ­ვე­ლი იყო, ვინც სა­ქონ­ლის გა­სა­ყი­დად რეკ­ლა­მის გა­მო­ყე­ნე­ბა და­იწყ­ო. იცო­და, რომ ჭრიგ­ლეყ-ს მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბა კი­დევ უფ­რო გა­იზ­რდე­ბო­და, თუ მყიდ­ველს მის უპი­რა­ტე­სო­ბა­სა და სარ­გებ­ლი­ა­ნო­ბა­ზე ჟურ­ნალ­-გა­ზე­თე­ბი­სა და პლა­კა­ტე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით მო­უთხ­რობ­და. რაც მე­ტი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი კლი­ენ­ტი მო­ი­კითხ­ავ­და ამა თუ იმ მა­ღა­ზი­ა­ში სა­სურ­ველ ჭრიგ­ლეყ-ს, მით უფ­რო და­ინ­ტე­რეს­დე­ბო­და მო­ვაჭ­რე დახ­ლზე მი­სი გა­მო­სა­ჩენ ად­გი­ლას მო­თავ­სე­ბით... მა­ლე შტა­ტებ­ში თით­ქმის ყვე­ლა იღე­ჭე­ბო­და. გამ­ჭრი­ა­ხი მე­წარ­მე მუდ­მი­ვად გა­სა­ღე­ბის ბაზ­რის გაზ­რდა­ზე ფიქ­რობ­და. ერთ მშვე­ნი­ერ დღეს მან წინ და­ი­დო ქვეყ­ნის სა­ტე­ლე­ფო­ნო ცნო­ბა­რი და თი­თო­ე­ულ აბო­ნენტს ოთხ­-ოთხი ფირ­ფი­ტა სა­ღე­ჭი რე­ზი­ნი გა­უგ­ზავ­ნა... სა­ჩუქ­რად.

1920 წელს, მან 9 მი­ლი­არ­დი ფირ­ფი­ტა და­ამ­ზა­და და მსოფ­ლი­ო­ში უმ­სხვი­ლე­სი მწარ­მო­ე­ბე­ლი გახ­და. 1923 წელს კომ­პა­ნი­ის აქ­ცი­ე­ბი ბირ­ჟა­ზეც გა­მოჩ­ნდა.
მსოფ­ლიო აღი­ა­რე­ბა ვრიგ­ლის სა­ვაჭ­რო მარ­კამ ექ­სპორ­ტის წყა­ლო­ბით მო­ი­პო­ვა. სა­წარ­მო­ე­ბი გა­იხ­სნა კა­ნა­და­ში (1910 წ.), დიდ ბრი­ტა­ნეთ­სა (1927 წ.) და ახალ ზე­ლან­დი­ა­ში (1939 წ.). ბაზ­რის გა­ფარ­თო­ე­ბამ ნა­წარ­მის გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა მო­ითხ­ო­ვა.

მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს კომ­პა­ნი­ას მი­სი და­მა­არ­სებ­ლის ვა­ჟიშ­ვი­ლი, ფი­ლიპ ვრიგ­ლი ედ­გა სა­თა­ვე­ში. ომ­მა სა­ღეჭ რე­ზინ­ზე მოთხ­ოვ­ნი­ლე­ბა გან­საც­ვიფ­რებ­ლად გა­ზარ­და. ჯა­რის­კა­ცებს და­ძა­ბუ­ლო­ბას უმ­სუ­ბუ­ქებ­და და საბ­რძო­ლო სუ­ლის­კვე­თე­ბა­საც აუმ­ჯო­ბე­სებ­და... ვრიგ­ლის პრო­დუქ­ცი­ის დი­დი ნა­წი­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს მი­ე­წო­დე­ბო­და. წარ­მო­ე­ბი­დან ყვე­ლა ძვე­ლი და­სა­ხე­ლე­ბის სა­ღე­ჭი რე­ზი­ნი მო­იხ­სნა და "სა­ო­მა­რი" მარ­კა "ორ­ბი­ტი" გახ­და, 1946 წლი­დან კი ძველ და­სა­ხე­ლე­ბის სა­ღე­ჭი რე­ზი­ნე­ბის გა­მოშ­ვე­ბა კვლავ აღ­დგა.

კომ­პა­ნია ჭრიგ­ლეყ-მ 1976 წელს "ორ­ბი­ტი" მე­ო­რედ გა­მო­უშ­ვა, ამ­ჯე­რად გერ­მა­ნი­ა­ში და თა­ნაც უშაქ­რო. არ­ნა­ხულ­მა წარ­მა­ტე­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა მი­სი გავ­რცე­ლე­ბა აღ­მო­სავ­ლეთ და და­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში, შუა აზი­ა­სა და სხვა ბაზ­რებ­ზე. მას შემ­დეგ ამ რე­გი­ო­ნებ­ში "ორ­ბი­ტი" ლი­დე­რობს. იგი ნა­ირ­ნა­ი­რი გა­მო­დის - ფირ­ფი­ტე­ბის, ბა­ლი­შე­ბის ფორმის, პიტ­ნის, სხვა­დას­ხვა ხი­ლის არო­მა­ტით, "ზამ­თრის სიგ­რი­ლით"... "ორ­ბი­ტი" 150-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი სა­ვაჭ­რო ნი­შა­ნი­ა, ფაბ­რი­კე­ბი 20-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში აშენ­და.

დი­ნას­ტია
უი­ლი­ამ ვრიგ­ლი 1932 წელს გარ­და­იც­ვა­ლა. მი­სი საქ­მე ვა­ჟიშ­ვილ­მა, ფი­ლიპ­მა გა­ნაგ­რძო. მის შემ­დეგ საგ­ვა­რე­უ­ლო საქ­მეს შვი­ლიშ­ვი­ლი უი­ლი­ა­მი გა­უძღ­ვა, 1999 წლი­დან კი კომ­პა­ნი­ას უი­ლი­ამ ვრიგ­ლი­-უმ­ცრო­სი მარ­თავდა. კომ­პა­ნი­ის შტაბ­ბი­ნა ნორტ მი­ჩი­გან­-ა­ვე­ნი­უ­ზე ჩი­კა­გოს სიმ­ბო­ლოდ მი­იჩ­ნე­ვა და ამე­რი­კის ერთ-ერ­თი ცნო­ბი­ლი ცა­თამ­ბჯე­ნი­ა. ამ შე­ნო­ბის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას ჩი­კა­გოს­თან და­კავ­ში­რე­ბულ უამ­რავ წიგ­ნზე, ფილ­მში თუ სა­გან­ზე ნა­ხავთ.

შტაბ­ბი­ნის ორი ფრთა სამ­სარ­თუ­ლი­ა­ნი თა­ღითა და ორი ხი­დი­თაა შე­ერ­თე­ბუ­ლი, რო­მელ­თა­გან ერ­თ-ერ­თი მე-14 სარ­თუ­ლის სი­მაღ­ლე­ზე­ა. შე­ნო­ბის მთლი­ა­ნი სა­ო­ფი­სე ფარ­თო­ბი 442.000 კვმ-ი­ა. ჭრიგ­ლეყ-ს შტაბ­ბი­ნა­ში სხვა კომ­პა­ნი­ე­ბის ოფი­სე­ბი, ჟურ­ნალ­-გა­ზე­თე­ბის რე­დაქ­ცი­ე­ბი, სა­რეკ­ლა­მო სა­ა­გენ­ტო­ე­ბი, ეროვ­ნუ­ლი ბან­კი, ორი რეს­ტო­რა­ნი, სა­პა­რიკ­მა­ხე­რო, კოს­მე­ტი­კუ­რი სა­ლო­ნი, ას­ლის გა­დამ­ღე­ბი ბი­უ­რო და ორი ტუ­რის­ტუ­ლი სა­ა­გენ­ტო­ცაა გახ­სნი­ლი. შე­ნო­ბა­ში 3000-ზე მე­ტი კა­ცი მუ­შა­ობს. ორი­ვე ფრთა­ში 15 ლიფ­ტი­ა.

შე­ნო­ბის გა­რე გა­ნა­თე­ბა კი ნამ­დვი­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შია და მნახ­ველს გა­ოგ­ნე­ბულს ტო­ვებს.
ჭრიგ­ლეყ გი­გან­ტუ­რი ნა­ბი­ჯე­ბით ვი­თარ­დე­ბა. თუ 1990-ი­ან წლებ­ში კომ­პა­ნია სა­ღე­ჭი რე­ზი­ნის თით­ზე ჩა­მო­სათ­ვლელ სა­ხე­ო­ბებს უშ­ვებ­და, 2005 წლის­თვის მის­მა რა­ო­დე­ნო­ბამ 72-ს მი­აღ­წია - კა­პუ­ჩი­ნოს გე­მო, სიგ­რი­ლის შეგ­რძნე­ბა, შო­კო­ლა­დის სი­ა­მოვ­ნე­ბა, სა­ღე­ჭი რე­ზი­ნი... ძაღ­ლე­ბის­თვის. "მე არა­ვი­თარ შე­საძ­ლებ­ლო­ბას არ გა­მოვ­რიცხ­ავ", - აი, ვრიგ­ლის დე­ვი­ზი. 2008 წლის და­საწყ­ი­სის­თვის კომ­პა­ნი­ის შე­მო­სა­ვალ­მა 3 მი­ლი­არდ დო­ლარ­ზე მე­ტი შე­ად­გი­ნა.

წი­ნა­მორ­ბედ­თა­გან გან­სხვა­ვე­ბით, კომ­პა­ნი­ის მმარ­თვე­ლი ბილ ვრიგ­ლი ამ­ბობდა, რომ აღარ სურდა ყოფილიყო კომ­პა­ნი­ის ცენ­ტრი. ბიზ­ნე­სის ზრდას­თან ერ­თად კომ­პა­ნი­ის მარ­თვაც უფ­რო და უფ­რო რთუ­ლი ხდე­ბა. ამი­ტომ ბი­ლი ტოპ­მე­ნე­ჯერ­თა "გა­რე­დან" მოყ­ვა­ნას ცდი­ლობდა.
ბილ ვრიგ­ლის მა­მა პე­დან­ტუ­რო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და და ძალ­ზე დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭებ­და ფორ­მა­ლო­ბებს. ახ­ლო მე­გობ­რებ­საც კი მის­თვის "მის­ტერ ვრიგ­ლით" უნ­და მი­ე­მარ­თათ. ფა­ნა­ტი­კუ­რად აკ­ვირ­დე­ბო­და ყვე­ლა დე­ტალს. ერ­თხელ თა­ვი­სი დი­ზა­ი­ნე­რი სა­გან­გე­ბოდ გა­მო­ი­ძა­ხა ჩი­კა­გო­დან პრა­ღა­ში, რა­თა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი­ყო, რომ ჩე­ხე­თის დე­და­ქა­ლა­ქის ოფის­ში ლურ­ჯი ხა­ლი­ჩის ტო­ნა­ლო­ბა ზუს­ტად შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და ჩი­კა­გოს შტაბ­ბი­ნის ხა­ლი­ჩის ფერს.

ბილ ვრიგ­ლი გან­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი­ა, სა­მი შვი­ლი ჰყავს, მაგ­რამ არც ერ­თი მათ­გა­ნი კომ­პა­ნი­ა­ში არ მუ­შა­ობს. ვრიგ­ლი ამ­ბობდა, რომ არ აპი­რებს იმ კომ­პა­ნი­ის ფა­სე­უ­ლო­ბა­თა შეც­ვლას, რო­მელ­საც სა­ღე­ჭი რე­ზი­ნის ბა­ზარ­ზე 99% უჭი­რავს. ერ­თხელ მან თა­ნამ­შრომ­ლებს ასე­თი ში­ნა­არ­სის წე­რი­ლე­ბი და­უგ­ზავ­ნა: "თუ შეც­დო­მას არ ვუშ­ვებთ, ეს ნიშ­ნავს, რომ არ ვნერ­გავთ არა­ვი­თარ სი­ახ­ლეს და არც ვრის­კავთ"! თუმ­ცა ერ­თხელ ის უკ­ვე შეც­და: სამ­კურ­ნა­ლო სა­ღე­ჭი რე­ზი­ნის 10 მლნ-ი­ა­ნი პრო­ექ­ტი მოულოდნელად და­ი­ხუ­რა.

2008 წლის სექ­ტემ­ბერ­ში "ვრიგ­ლის" აქ­ცი­ო­ნე­რებ­მა თან­ხმო­ბა გა­ნაცხ­ა­დეს და კომ­პა­ნია ტკბი­ლე­უ­ლის ბიზ­ნე­სის გი­განტს, "მარსს" მიჰ­ყი­დეს. გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი კომ­პა­ნია დღეს მსოფ­ლი­ო­ში უმ­სხვი­ლე­სი კონ­დი­ტე­რია. გა­რი­გე­ბის მო­ცუ­ლო­ბამ 23 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა და მის და­დე­ბა­ში ერ­თ-ერ­თი უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნი, უო­რენ ბა­ფე­ტიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ხო­ლო ბილ ვრიგ­ლის თა­ვის წი­ლად 2010 წელს 2,1 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი ჰქონ­და და მსოფ­ლი­ოს უმ­დიდ­რეს ადა­მი­ან­თა რე­ი­ტინ­გშიც 463-ე ად­გილს დას­ჯერ­და...

მო­ამ­ზა­და ნა­ტა ენუ­ქი­ძემ
ჟურნალი "ისტორიანი",#6
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!