"მეუღლეს ეხუმ­რე­ბო­და: შენ ჩე­მი მო­ნა­პო­ვა­რი ხარ, ანუ მო­ნა­ცა და "პო­ვა­რი­ცო"... - თენგიზ ჩანტლაძის ღიმილით შეჩერებული დრო
"მეუღლეს ეხუმ­რე­ბო­და: შენ ჩე­მი მო­ნა­პო­ვა­რი ხარ, ანუ მო­ნა­ცა და "პო­ვა­რი­ცო"... - თენგიზ ჩანტლაძის ღიმილით შეჩერებული დრო
5 ივ­ნისს 78 წლი­სა გახ­დე­ბო­და, თუმ­ცა მის მე­უღ­ლეს - მსა­ხი­ობ ზა­ი­რა ჩან­ტლა­ძეს ძა­ლი­ან უჭირს ამ ასა­კის და­სა­ხე­ლე­ბა: 78 წე­ლი ძა­ლი­ან ბევ­რია ადა­მი­ა­ნის­თვის, რო­მელ­მაც თა­ვის სი­ცოცხ­ლე­ში­ვე და­ა­მარ­ცხა ასა­კი.

რა მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და, რამ­დე­ნი წლი­სა იყო მეგ­რე­ლი მი­ლი­ცი­ე­ლი, ან გა­ბუ­ტუ­ლი ლუ­არ­სა­ბი... ან იმას რა მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და, რამ­დე­ნი წლის იყო თა­მა­და, რო­მე­ლიც თა­ვის ფაცხ­ა­ში მოწყ­ო­ბილ ლხინს ნამ­დვილ სა­ნა­ხა­ო­ბად აქ­ცევ­და ხოლ­მე... ბავ­შვი­ვით იცო­და მოლ­ხე­ნა - მთე­ლი სუ­ლი­თა და გუ­ლით... ლექ­სებ­საც წა­ი­კითხ­ავ­და. ბევრს არა, სულ რამ­დე­ნი­მე ლექსს კითხ­უ­ლობ­და... მაგ­რამ ისე კითხ­უ­ლობ­და, ვე­რას­დროს ვე­ღა­რა­ვინ რომ ვერ წა­ი­კითხ­ავს.

...საქ­მე საქ­მე­ზე რომ მიმ­დგა­რი­ყო, არც ხუ­თი წლის ბი­ჭი­ვით სკამ­ზე ას­ვლას დაგ­ზარ­დე­ბო­დათ. სა­ო­ცა­რი სა­ნა­ხა­ვი იყო: იდ­გა ჭი­ქით ხელ­ში, თვა­ლე­ბი­დან სი­კე­თეს ას­ხი­ვებ­და და იმას ამ­ბობ­და, რაც უნ­და ეთ­ქვა, რომ ყვე­ლას ირ­გვლივ და­ვიწყ­ე­ბო­და თა­ვი­სი სატ­კი­ვა­რი, ფაც­ხის მიღ­მა გა­მე­ფე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბის რიტ­მი - უკ­ვე რომ ნელ­-ნე­ლა გა­და­დი­ო­და ჯუნ­გლე­ბის კა­ნო­ნე­ბის ქვეშ მყოფ­თა ცხოვ­რე­ბის რიტ­მში. თენ­გიზ ჩან­ტლა­ძეს­თან დრო გა­ჩე­რე­ბუ­ლი იყო. თვი­თონ ბავ­შვუ­რად ლა­ღი და ალა­ლი ვერ შე­ე­გუ­ე­ბო­და, რომ დროს შე­ე­ტა­ნა ღვარ­ძლი ან და­პი­რის­პი­რე­ბა მის ახ­ლობ­ლებ­ში. იდ­გა ადა­მი­ა­ნის კე­თილ­ბუ­ნე­ბოვ­ნე­ბის სა­და­რა­ჯო­ზე და აცი­ნებ­და ყვე­ლას... კარ­გად იცო­და, ასე კე­თილ ღი­მილ­ში უფ­რო ად­ვი­ლი იყო ტკი­ვი­ლით სავ­სე
ცხოვ­რე­ბის გზის გავ­ლა.

არ­ტის­ტიზ­მით ბუ­ნე­ბამ და­ა­ჯილ­დო­ვა, სულ 8 წლი­სა იყო, რო­ცა ჰოლ­ში ოთხ ხმა­ზე ლა­პა­რა­კობ­და, ვი­თომ მა­მა­მი­სის მე­გობ­რე­ბი მო­ვიდ­ნენ და მათ ესა­უბ­რე­ბო­და. იმ­დე­ნად და­მა­ჯე­რე­ბე­ლი იყო ეს "გა­თა­მა­შე­ბა", რომ გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი მა­მა გა­ფა­ცი­ცე­ბით ეძებ­და მო­სულ სტუმ­რებს...
- მგო­ნი, თენ­გიზმა ფე­ხი რომ აიდ­გა, უკ­ვე თენ­გიზ ჩან­ტლა­ძე იყო... ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბა გახ­ლდათ, - ამ­ბობს მი­სი მე­უღ­ლე.
ახალ­გაზ­რდაც ისე­თი იყო, რო­გორიც ბავ­შვი... შუ­ახ­ნი­საც ისე­თი იყო, რო­გორიც ახალ­გაზ­რდა...
თენგიზ ჩანტლაძე მეუღლესთან ერთად
ახა­ლი პროგ­რა­მა მზად­დე­ბო­და და პლა­კა­ტის­თვის ფო­ტო­ე­ბი უნ­და გა­და­ე­ღოთ... მა­შინ 28 წლი­სა იყო. ზა­ი­რა - 23 წლი­სა. რე­პე­ტი­ცი­ა­ზე მი­დი­ო­და, თენ­გიზ­მა და­უ­ძა­ხა და მო­ა­ხე­და... ასე­თე­ბი იყ­ვნენ, რო­ცა ერ­თმა­ნე­თი შე­უყ­ვარ­დათ... ყვე­ლა­ფე­რი მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­იწყ­ო. 1961 წელს ინ­სტი­ტუ­ტი და­ამ­თავ­რა, სო­ხუ­მის თე­ატ­რში არ გა­უშ­ვეს მშობ­ლებ­მა... დარ­ჩა თბი­ლის­ში უმუ­შე­ვა­რი... მა­შინ იკ­რი­ბე­ბო­და თენ­გიზ ჩან­ტლა­ძის ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში ამ­ზა­დებ­და პროგ­რა­მას. მე­გობ­რის ოჯახ­ში შე­იკ­რიბ­ნენ. თენ­გიზ­მა პროგ­რა­მა წა­ი­კითხ­ა. ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა, - იხ­სე­ნებს ქალ­ბა­ტო­ნი ზა­ი­რა, - მაგ­რამ პროგ­რა­მა­ზე მე­ტად თენ­გი­ზი მო­მე­წო­ნა­ო. იმ სა­ღა­მოს შე­რო­ზი­ა­ზე, სახ­ლამ­დე მი­ა­ცი­ლა თენ­გიზ­მა და უთხ­რა: დღე­ი­დან სი­გა­რეტს აღარ მო­წევ და პო­მა­დას აღარ წა­ის­ვა­მო... ასე და­იწყ­ო. ხუ­თი წლის შემ­დეგ იქორ­წი­ნეს.

"ის­ტო­რი­ა­ნის" მკითხ­ველს ექ­სკლუ­ზი­უ­რად ვთა­ვა­ზობთ ფო­ტოს, რო­მელ­ზეც აღ­ბეჭ­დი­ლია პირ­ვე­ლი სა­ჩუ­ქა­რი, რო­მე­ლიც თენ­გიზ ჩან­ტლა­ძემ შეყ­ვა­რე­ბულს მი­არ­თვა. ორი მხი­ა­რუ­ლი ჭუ­კი, რო­მე­ლიც მხატ­ვარ­მა ალ­ბათ ბავ­შვე­ბის­თვის შექ­მნა, ზა­ი­რას უყი­და და პა­ე­მან­ზე აჩუ­ქა... დღემ­დე ინა­ხავს და უყ­ვარს... ძა­ლი­ან იაფ­ფა­სი­ა­ნი სა­ჩუ­ქა­რი იყო, მაგ­რამ თენ­გი­ზის მოძღ­ვნილს ფა­სი არ ეზო­მე­ბო­და.

სა­ერ­თოდ ხელ­მოკ­ლედ ცხოვ­რობ­და. მა­შინ ერთ გა­მოს­ვლა­ში 8 მა­ნეთს აძ­ლევ­დნენ... და ყო­ვე­ლი 8 მა­ნე­თი­დან ცო­ტას ზო­გავ­და კი­დეც, რომ მან­ქა­ნა ეყი­და... მან­ქა­ნა მი­სი ოც­ნე­ბა იყო... და იცით, ვიდ­რე ახალ­გაზ­რდა იყო და ამ ოც­ნე­ბის ასას­რუ­ლებ­ლად ძა­ლას იკ­რებ­და, ფეხ­საც­მე­ლი არ ჰქონ­და რი­გი­ა­ნი, წყა­ლი რომ არ შე­სუ­ლი­ყო... ჟურ­ნალ "ო­გო­ნი­ო­კის" ყდა ჰქონ­და ჩა­ფე­ნი­ლი...

მე­უღ­ლეს ყვე­ლა­ფე­რი უსიტყ­ვოდ ეს­მო­და. ამი­ტო­მაც უყ­ვარ­და უსაზღ­ვროდ. თუმ­ცა ეხუმ­რე­ბო­და კი­დეც: შენ ჩე­მი მო­ნა­პო­ვა­რი ხარ - ანუ მო­ნა­ცა და "პო­ვა­რი­ცო"...

თენ­გიზ ჩან­ტლა­ძე ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რე იყო, მშობ­ლებ­ზე მუდ­მი­ვად დარ­დობ­და. გას­ტრო­ლებ­ზე ჩა­ვი­დო­და თუ არა, სულ ფოს­ტა­ში გარ­ბო­და, რომ თბი­ლის­ში და­ე­რე­კა და მშობ­ლე­ბის ამ­ბა­ვი გა­ე­გო.
ერ­თხელ მა­მა­მი­სი მოს­კოვ­ში წა­ვი­და. იქ ავად გახ­და. სას­წრა­ფოდ გაფ­რინ­და თენ­გი­ზი. ერ­თი კვი­რის შემ­დეგ დაბ­რუნ­და, უნ­და გე­ნა­ხათ, რო­გორ ჩა­მო­ვი­და აე­რო­პორ­ტში, რო­გორ გა­ფა­ცი­ცე­ბუ­ლი ეკითხ­ე­ბო­და მე­უღ­ლეს, რო­გორ ხა­რო...

ზა­ი­რას სამ­კა­უ­ლე­ბი უყ­ვარ­და... ერ­თხელ ოდე­სა­ში ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ბე­ჭე­დი ნა­ხა. თენ­გიზ­მა: ოღონდ ახ­ლა ეს არ მა­ყი­დვი­ნო­ო... თბი­ლის­ში მოგ­ცემ ფულს და უკე­თესს გი­ყი­დი, მაგ­რამ ახ­ლა ვერ დავ­ხარ­ჯავ ამა­ზე თან­ხას, სა­ჩუქ­რე­ბის­თვის მჭირ­დე­ბა­ო.
სა­ჩუ­ქა­რი კი ყვე­ლას­თვის უნ­და ჩა­მო­ე­ტა­ნა, წე­სად ჰქონ­და. ყვე­ლა­ზე ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი სა­ჩუ­ქა­რი მა­შინ ბავშვთა სახლში აღზრდი­ლი ბი­ჭის­თვის, გვა­რად კოლ­ცო­ვი­სთ­ვის იყი­და, თე­ატ­რში სცე­ნის მუ­შა იყო. დამ­ლა­გე­ბე­ლი არ დარ­ჩე­ბო­და უყუ­რადღ­ე­ბოდ და კა­რის­კა­ცი... იმ დღე­საც, ოდე­სი­დან რომ დაბ­რუნ­დნენ, 40-ზე მე­ტი სა­ჩუ­ქა­რი ჩა­მო­ი­ტა­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში...

რომ გაბ­რაზ­დე­ბო­და, აბო­ბოქ­რდე­ბო­და, მაგ­რამ წუ­თის შემ­დეგ აღარ ახ­სოვ­და წყე­ნა. ბოღ­მა გულ­ში არა­სო­დეს ჩა­უ­დევს.
ერ­თი ჩვე­ვა ჰქონ­და, სა­დაც უნ­და ყო­ფი­ლი­ყო, უსა­თუ­ოდ თე­ატ­რში უნ­და გა­მო­ევ­ლო.
გამ­თე­ნი­ი­სას ბრუნ­დე­ბო­და წვე­უ­ლე­ბი­დან და ჩვე­უ­ლე­ბას არ უღა­ლა­ტა, თე­ატ­რში გა­მო­ი­ა­რა. აბ­რა­ხუ­ნებს კარ­ზე, არა­ვინ უღებს... არა­და, და­რაჯს უნ­და ეს­მო­დეს წე­სით... არა­ვინ გა­მო­დის. იმ­დე­ნი ქნა, სულ ჩა­მო­ი­ღო კა­რი, გვერ­დით მი­ა­ყუ­და და თე­ატ­რში შე­ვი­და. წა­ად­გა და­რაჯს თავ­ზე, რო­მე­ლიც იმ სა­ღა­მოს დამ­თვრა­ლი­ყო და ეძი­ნა. კა­ცი იფიქ­რებ­და, ახ­ლა ამ უპა­სუ­ხის­მგებ­ლო და­რაჯს შუ­ა­ზე გაგ­ლეჯ­სო... არა­და, რომ და­ი­ნა­ხა ფერ­წა­სუ­ლი და­რა­ჯი, მოლ­ბა, აღა­რა­ფე­რი უთ­ქვამს.
თე­ატ­რი მი­სი ცხოვ­რე­ბა იყო: ყვე­ლა გზას თა­ვის თე­ატ­რთან მიჰ­ყავ­და... სხვა­თა შო­რის, თა­ვის კა­ბი­ნეტ­ში სხვა ფო­ტო­ე­ბის გვერ­დით თა­ვი­სი ძაღ­ლის - ჯულ­ბარ­სის ფო­ტოც ეკი­და...

ძაღ­ლი სულ ჰყავ­და და ყვე­ლა ძაღლს ჯულ­ბარსს არ­ქმევ­და... ერ­თი მე­ზო­ბელ­მა მო­უ­წამ­ლა - ბევრს ყეფ­სო, მე­ო­რე - მი­ლი­ცი­ის სკო­ლა­ში დაჰ­ყავ­და... იმი­სი დიპ­ლო­მის აღე­ბა მე­გობ­რებ­თან ერ­თად აღ­ნიშ­ნა... ჰყავ­და მსა­ხი­ო­ბი ჯულ­ბარ­სიც... სპექ­ტაკ­ლში შეჰ­ყავ­და. სწო­რედ ბო­ლო ჯულ­ბარ­სის ფო­ტო ეკი­და კა­ბი­ნეტ­ში... ერ­თხელ მო­ხუ­ცე­ბულ­მა დე­დამ შო­რი­დან ვერ გა­არ­ჩი­ა, რა ფო­ტო იყო კე­დელ­ზე და მი­ა­მი­ტად იკითხ­ა: ეს რა ნი­ღა­ბი­ა­ო... თენ­გი­ზი ხომ ნიღ­ბე­ბით თა­მა­შობ­და. დიდ­ხანს ეცი­ნე­ბო­დათ ამ ამ­ბავ­ზე... ნი­ღა­ბი კი არა, ჯულ­ბარ­სი იყო, რო­მელ­მაც პატ­რო­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ კარ­გა ხანს წყა­ლიც კი არ და­ლი­ა...
რა­ი­კი­ნის თე­ატ­რი მი­ნი­ა­ტი­უ­რე­ბის თე­ატ­რთან მე­გობ­რობ­და, ფაცხ­ა­ში გა­მარ­თუ­ლი ქე­ი­ფე­ბი რომ ნა­ხეს, გა­ოც­დნენ, ამის სცე­ნარ­საც წერ­თო? არა­ვი­თა­რი სცე­ნა­რი არ არ­სე­ბობ­და. ეს თენ­გიზ ჩან­ტლა­ძის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მას­პინ­ძლო­ბა იყო...

ხში­რად ამ ფაცხ­ა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად აწყობ­და "მი­ღე­ბას", რომ გულ­ნატ­კე­ნი მე­გო­ბა­რი გა­ე­ხა­ლი­სე­ბი­ნა. ნო­დარ ახალ­კაც­თან მე­გობ­რობ­და. მი­სი ბე­დი ძა­ლი­ან აწუ­ხებ­და - სა­შინ­ლად მო­ექ­ცნე­ნო... იყო ასე­თი შემ­თხვე­ვაც: ფაცხ­ა­ში დი­დი მხი­ა­რუ­ლე­ბა ჰქონ­და, გა­რეთ გა­მო­ვი­დო­და, ვი­თომ საქ­მე­ზე, ზა­ი­რას­თან მი­ვი­დო­და: ძა­ლი­ან ცუ­დად არის ნო­და­რი, გუ­ლი მიკ­ვდე­ბა­ო, ცრემლს სა­ხე­ლო­თი მო­იწ­მენ­დდა და სუფ­რას­თან შებ­რუნ­დე­ბო­და. ვი­თომ აქ არა­ფე­რი - მხი­ა­რუ­ლი თენ­გი­ზი იყო, რო­მე­ლიც სა­სა­ცი­ლო ამ­ბებს ჰყვე­ბო­და, მღე­რო­და, ცეკ­ვავ­და. გუ­ლი კი უდუღ­და. რო­ცა თვი­თონ ატ­კი­ნეს გუ­ლი, აღა­რა­ვინ ჰყავ­და ისე­თი, რომ მი­სი ტკი­ვი­ლი გა­ე­ზი­ა­რე­ბი­ნა...

ფაცხ­ის კარ­ზე ჭე­დუ­რი ჭად­რის ფო­თო­ლი ეკი­და, ზედ ამო­ჭე­დი­ლი იყო სიტყ­ვა "ძმო­ბა". თენ­გიზ ჩან­ტლა­ძეს მარ­თლაც შე­ეძ­ლო ალა­ლი ძმო­ბა.
სა­ერ­თოდ, ადა­მი­ა­ნებ­თან ისე­თი­ვე თბი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და, რო­გორიც თა­ვის პერ­სო­ნა­ჟებ­თან. უყ­ვარ­და და ჩვენც გვაყ­ვა­რებ­და... ა
სე შე­მო­ვი­და მა­ყუ­რებ­ლის გულ­ში მი­ლი­ცი­ე­ლი, დი­დი სიყ­ვა­რუ­ლით რომ გა­ა­შარ­ჟა.

მი­ლი­ცი­ის უფ­რო­სი გვა­რა­მია თენ­გიზ ჩან­ტლა­ძის ერ­თ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო რო­ლი­ა. მა­შინ რო­ცა საბ­ჭო­თა მი­ლი­ცია არა­ვის პა­ტი­ვის­ცე­მას აღარ იმ­სა­ხუ­რებ­და, მან შეძ­ლო და სი­კე­თით აავ­სო თა­ვი­სი პერ­სო­ნა­ჟი, არც ტენ­დენ­ცი­უ­რო­ბა და­უ­კარ­გა, არც საქ­მი­სად­მი სუ­ბი­ექ­ტუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, არც სა­ქარ­თვე­ლოს ულა­მა­ზე­სი კუთხ­ის - სა­მეგ­რე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი მეგ­რუ­ლი ში­ნა­უ­რუ­ლო­ბა მეგ­რე­ლი­სად­მი, ყვე­ლა­ფერს ერ­თად კი სა­ფუძ­ველ­ში სიყ­ვა­რუ­ლი ჩა­უ­დო. ამი­ტო­მაც შე­იყ­ვა­რა სა­ქარ­თვე­ლომ მი­ლი­ცი­ის უფ­რო­სი გვა­რა­მი­ა. ამ მი­ნი­ა­ტიუ­რას დღემ­დე აქვს უდი­დე­სი ძა­ლა, რომ გა­გა­ცი­ნოს და გა­გა­ხა­ლი­სოს.

გახ­სოვთ, რო­გორ შე­უყ­ვა­ნენ ოთხ წეს­რი­გის დამ­რღვევ სტუ­დენტს გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში? რო­გორ ეუბ­ნე­ბი­ან, ესე­ნი ოპე­რის წინ ღრი­ა­ლებ­დნენ და ძილს უფ­რთხობ­დნენ პა­ტი­ო­სან სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სო... ვინ თქვაო... ზემ­დეგ­მა ჯა­მას­პიშ­ვილ­მა­ო... " - ჯა­მას­პიშ­ვილს სმე­ნა არა აქვს... ჯა­მას­პიშ­ვი­ლის აზ­რით თუ სიმ­ღე­რა ხუ­ლიგ­ნო­ბა­ა, ცეკ­ვა ბან­დი­ტიზ­მი იქ­ნე­ბა, ბი­ჭო!" - ამ­ბობს თენ­გიზ ჩან­ტლა­ძის გმი­რი და მა­ყუ­რე­ბე­ლი გუ­ლი­ა­ნად იცი­ნის. მი­სი ყვე­ლა სიტყ­ვა ფრთი­ან ფრა­ზე­ბად და­დი­ო­და თბი­ლის­ში.

სა­ო­ცა­რი­ა, მი­სი ფრა­ზე­ბი დღე­საც ცოცხა­ლი­ა. არც ერთ სპექ­ტაკლს არ რგე­ბია ასე­თი მას­შტა­ბუ­რი ხალ­ხუ­რი სიყ­ვა­რუ­ლი და აღი­ა­რე­ბა, რო­გორიც მის სპექ­ტაკ­ლებს. თენ­გიზ ჩან­ტლა­ძე ახ­სოვთ და უყ­ვართ, და თუმ­ცა ცოცხ­ა­ლი აღა­რა­ა, მი­სი ხმა, მი­სი სპექ­ტაკ­ლე­ბის კად­რე­ბი ისევ მხი­ა­რულ ტალ­ღად შე­მო­დის ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში.

ლელა ჯიყაშვილი
ჟურნალი "ისტორიანი",#6
მედეა
23 ოქტომბერი 2017 10:02
ქართველი კაცის ყველა დადებითი მხარე მასში იყო თავმოყრილი. ძალიან სამწუხაროა, რომ ადრე წავიდა . რამდენ სიხარულს მოგვანიჭებდა, მას რომ დღემდე ეცოცხლა.
მაია ველთაური
19 ოქტომბერი 2017 17:51
უდიდესი ადამიანი...
გულდასაწყვეტია რომ აღარაა ჩვენს გვერდით...
ნათელში იყოს მისი სული..
თემო
18 ოქტომბერი 2017 15:14
არ მეგონა თუ თენგიზ ჩანტლაძე უი­ლი­ამ ვრიგ­ლის როლსაც თამაშობდა :)
თქვენი აზრით, რა თამაშობს ყველაზე დიდ როლს არასრულწლოვანთა დანაშაულში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა თამაშობს ყველაზე დიდ როლს არასრულწლოვანთა დანაშაულში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა