ახალი მითები დიდი მოურავის შესახებ
20-10-2017
ახალი მითები დიდი მოურავის შესახებ
იბეჭდება გურამ ყორანაშვილის წიგნის "ავკარგიანობა გიორგი სააკაძისა (ჩვენი ეროვნული გმირი თუ ქართველი ალკიბიადე?)" მიხედვით. ავტორი შეეცადა, ობიექტურად წარმოეჩინა ეს ცნობილი ისტორიული პიროვნება.

გი­ორ­გი სა­ა­კა­ძის თე­მა ვერ ას­ც­და ახ­ლე­ბურ მი­თის­მ­თხ­ზ­ვე­ლო­ბას. მო­ვი­ტანთ ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ მა­გა­ლი­თებს, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ ზე­პირ­სიტყ­ვი­ე­რე­ბით კი არ შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბა, არა­მედ ბეჭ­დუ­რი სა­ხი­თაც, მეც­ნი­ე­რე­ბის პრე­ტენ­ზი­ი­თაც ვრცელ­დე­ბა. ეს კი თა­ვის მხრივ ხალ­ხის მა­სა­ში მეტ ნდო­ბას აღ­ძ­რავს შე­სა­ბა­მი­სი "ფაქ­ტე­ბი­სად­მი".
ერთ-ერ­თი ამათ­გა­ნი გახ­ლავთ ვი­თომ­დაც გი­ორ­გი სა­ა­კა­ძის მი­ერ გე­ლათ­ში წარ­მოთ­ქ­მუ­ლი სიტყ­ვა: "ყო­ვე­ლი­ვე ჩე­მი გან­ზ­რა­ხუ­ლი უნ­და
აღ­ს­რულ­დეს. ქარ­თ­ლ­ში დავ­ბ­რუნ­დე­ბით და მა­ლეც!.. დი­დი ხა­ნია გა­ვი­გე: მხო­ლოდ ქარ­თ­ველ­თა სა­მე­ფო­ე­ბის (მხო­ლოდ, სამ­თავ­რო­ე­ბის არა?! - გ. ყ.) გა­ერ­თი­ა­ნე­ბით, მე­ფის ერ­თხე­ლი­სუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბის(!) გან­მ­ტ­კი­ცე­ბით შე­იძ­ლე­ბა აღორ­ძინ­დეს სა­ქარ­თ­ვე­ლო. გე­ფი­ცე­ბი, ჩე­მო მე­ფევ, და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბელს!.. მე გი­ორ­გი სა­ა­კა­ძე, მო­უ­რა­ვი, პირ­ვე­ლი ვალ­დე­ბუ­ლი სამ­შობ­ლოს წი­ნა­შე, წმინ­დათ და კვლა­ვაც შე­ვას­რუ­ლებ შენს ან­დერძს: "ნი­კოფ­სი­ი­დან და­რუ­ბან­დამ­დე!"

დი­დად სამ­წუ­ხა­როდ, გი­ორ­გი სა­ა­კა­ძემ "და­ვი­თის საფ­ლავ­თან სა­ჯა­როდ გაცხა­დე­ბუ­ლი მი­ზა­ნი" ვერ აღას­რუ­ლა, მაგ­რამ საქ­მე ის არის, რომ ასე­თი სიტყ­ვე­ბი მას არც წარ­მო­უთ­ქ­ვამს. მარ­თა­ლია, იგი იმ­ყო­ფე­ბო­და იმე­რეთ­ში მე­ფე გი­ორ­გი IV-სთან, შეხ­ვ­დე­ბო­და უფ­ლის­წულ ალექ­სან­დ­რე­საც, მაგ­რამ მსგავ­სი რამ არ მომ­ხ­და­რა. მო­ტა­ნი­ლი სიტყ­ვე­ბი უახ­ლე­სი ხა­ნის ჩვე­ნი მა­სობ­რი­ვი ცნო­ბი­ე­რე­ბის შესაფერისი ფან­ტა­ზიაა.
ნიკოლოს ბარათაშვილი.ლადო გუდიაშვილის ნახატი
თით­ქოს გი­ორ­გი სა­ა­კა­ძის ფარს ამ­შ­ვე­ნებ­და ამ­გ­ვა­რი წარ­წე­რა: "ბედ­ნი­ე­რია ის, ვი­საც სამ­შობ­ლო­სათ­ვის უძ­გერს გუ­ლი". ესეც წმინ­და წყლის გა­მო­ნა­გო­ნია და მი­სი წყა­რო გახ­ლავთ რუ­სი მწერ­ლის, ანა ან­ტო­ნოვ­ს­კა­ი­ას რო­მა­ნი "დი­დი მო­უ­რა­ვი". მთლად უსა­ფუძ­ვ­ლოა დი­დი მო­უ­რა­ვის შე­გო­ნე­ბა: "გახ­სოვ­დეთ, მა­მა­ცო­ბით გან­თ­ქ­მულ­ნო რა­ინ­დ­ნო, ბრძო­ლას იგებს უშიშ­რო­ბა(!), სინ­დი­სი და პა­ტი­ოს­ნე­ბა!"

თით­ქოს სო­ფელ კველ­თა­ში მოს­ვ­ლამ­დე თურქ-ოს­მალ­თა და ყი­რი­მელ თა­თარ­თა ლაშ­ქარ­მა ცხრა შემ­ხ­ვედრ ქარ­თ­ველს უბ­რ­ძა­ნა ეჩ­ვე­ნე­ბი­ნათ ცხი­რეთ­ში ლუ­არ­საბ II-ის სა­ზაფხუ­ლო რე­ზი­დენ­ცი­ამ­დე მი­სას­ვ­ლე­ლი გზა, მაგ­რამ ამა­ზე ყვე­ლა ამათ­გან­მა უარი გა­ნაცხა­და, შე­დე­გად მომ­ხ­დუ­რებ­მა თით­ქოს მათ თა­ვე­ბი მოჰ­კ­ვე­თეს. ამათ­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით კი თევ­დო­რე მღვდელ­მა მოქ­მე­დე­ბის სულ სხვა­ნა­ი­რი გზა აირ­ჩია, რაც ყვე­ლას კარ­გად მოგ­ვეხ­სე­ნე­ბა. მაგ­რამ მთლი­ა­ნო­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი ცნო­ბაც წმინ­და წყლის გა­მო­ნა­გო­ნია. დი­დად სამ­წუ­ხა­როა, რომ ამ­გ­ვარ "გად­მო­ცე­მას" თვით "პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი" ის­ტო­რი­კო­სე­ბი ავ­რ­ცე­ლე­ბენ.

თით­ქოს ჩვენს დი­დ პო­ეტს, ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვილს ასე ეთ­ქ­ვას: "რა ამოძ­რა­ვებ­და მის (ე.ი. გი­ორ­გი სა­ა­კა­ძის) ჭკუა-გო­ნე­ბას და ნე­ბის­ყო­ფას: თვით­მ­პყ­რო­ბე­ლო­ბი­სას(!) კერ­პი თუ სამ­შობ­ლოს ინ­ტე­რე­სე­ბი? შენ (ად­რე­სატს არ ასა­ხე­ლე­ბენ. - გ.ყ.) ის აზ­რი გა­წუ­ხებს, რო­დის გა­დაწყ­ვი­ტა გი­ორ­გი სა­ა­კა­ძემ აჯან­ყე­ბა, - მა­ნამ­დე, სა­ნამ ხელთ იგ­დებ­და შა­ჰის მსტო­ვარს ბა­რა­თით, თუ მე­რე, მაგ­რამ ის­ტო­რი­ას ამას­თან არა­ფე­რი(?!) ესაქ­მე­ბა. მარ­ტყო­ბი(!) ეს ის არის, რი­სი გუ­ლის­თ­ვი­საც მო­ევ­ლი­ნა (ი­გი) ამ ქვე­ყა­ნას. მარ­ტყო­ბი(!) სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­დარ­ჩე­ნაა. მარ­ტყო­ბი(!) ის ჭრი­ლო­ბაა, რომ­ლის­გა­ნაც ვე­ღარ გა­ნი­კურ­ნა შაჰ-აბა­სი. მარ­ტყო­ბი(!) გი­ორ­გი სა­ა­კა­ძის ბე­დის­წე­რაა და სხვა და­ნარ­ჩე­ნი წვრილ­მა­ნი კა­ცუ­ნე­ბის მო­ნა­ჭო­რი­ა".

ეს სიტყ­ვე­ბი ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვილს არ უთ­ქ­ვამს. ეს გა­მო­ი­რიცხე­ბა ენობ­რი­ვი თვალ­საზ­რი­სით და სა­ერ­თოდ, თვით აზ­რის მხრი­ვაც. თუმ­ცა იგი ეს­წ­რე­ბო­და შე­სა­ბა­მის დღე­სას­წა­ულს (გად­მო­ცე­მით, უცეკ­ვია კი­დეც), მაგ­რამ მის­გან ასეთ სიტყ­ვას არა­ვინ ადას­ტუ­რებს.
და­სას­რულ, მკვლე­ვარ-ის­ტო­რი­კო­სი დურ­მიშ­ხან ცინ­ცა­ძე ყვე­ბო­და ხოლ­მე და ეს წე­რი­ლო­ბი­თაც და­ა­დას­ტუ­რა, თით­ქოს 1956 წელს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ის ახა­ლი სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს სა­ჯა­რო გან­ხილ­ვი­სას, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის შე­ნო­ბა­ში დის­პუ­ტი გა­მარ­თუ­ლა ის­ტო­რი­კოს ნი­კო ბერ­ძე­ნიშ­ვილ­სა და მწე­რალ კონ­ს­ტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას შო­რის.
კონსტანტინე გამსახურდია
თავ­და­პირ­ვე­ლად გი­ორ­გი სა­ა­კა­ძი­სად­მი თით­ქოს თა­ვი­სი კრი­ტი­კუ­ლი შე­ფა­სე­ბა გა­მო­უთ­ქ­ვამს ჩვენს დიდ მწე­რალს. ამის სა­პა­სუ­ხოდ, ცნო­ბილ ის­ტო­რი­კოსს, პირ­ვე­ლის ნათ­ქ­ვა­მი­დან, რომ იტყ­ვი­ან, ქვა ქვა­ზე არ და­უ­ტო­ვე­ბია და და­მარ­ცხე­ბა თით­ქოს­და კონ­ს­ტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ა­საც უღი­ა­რე­ბია.
სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში ამ­გ­ვარ დის­პუტს ად­გი­ლი არ ჰქო­ნია და ცხა­დია, იგი არ დას­ტურ­დე­ბა დო­კუ­მენ­ტუ­რა­დაც.

სა­ბედ­ნი­ე­როდ, ვი­ცით კონ­ს­ტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას მრა­ვა­ლი შე­სა­ბა­მი­სი გა­მო­ნათ­ქ­ვა­მი და მათ მი­ხედ­ვით აბ­სო­ლუ­ტუ­რად ნა­თე­ლია, რომ იგი გი­ორ­გი სა­ა­კა­ძეს სა­ბო­ლოო აზ­რით უარ­ყო­ფი­თად აფა­სებს, "კონ­ტო­დი­ე­რად" მო­იხ­სე­ნი­ებ­და. რო­გორც ვხე­დავთ, ამ­გ­ვა­რი მი­თის­მ­თხ­ზ­ვე­ლო­ბაც ის­ტო­რი­კო­სი­სა­გან მო­დი­ო­და.
მეც­ნი­ე­რე­ბა კი, კერ­ძოდ, სა­ის­ტო­რი­ოც, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მი­თო­ლო­გი­ის­გან ძა­ლი­ან შორს არის.

გუ­რამ ყო­რა­ნაშ­ვი­ლი
ფი­ლო­სო­ფი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი
ჟურნალი "ისტორიანი",#79
დათო
12 ნოემბერი 2017 13:04
ასეთი უსაფუძვლო სტატია რას ემსახურება ან ავტორს რისი თქმა სურდა, ნამდვილად გაუგებარია. ანუ გიორგი სააკაძე გმირი არ ყოფილა და არც თევდორე მღვდელი არსებობდაო? და საერთოდ, ეგებ საქართველოც არ ასებობს, და მთელი ჩვენი ისტორია ფანტაზიის ნაყოფია?... კარგით რა მართლა, ყველაფერი კი არ უნდა გამოაქვეყნოთ ხოლმე :)))
ირაკლი
25 ოქტომბერი 2017 16:43
ამ სტატიის ავტორი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ყველაფერზე აცხადებს რომ წმინდაწყლის გამონაგონია, იქნებ ისიც დაწეროს რომ გიორგი სააკაძე საერთოდ არ არსებობდა