ბრძოლა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისთვის
20-10-2017
ბრძოლა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისთვის
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ლეონიდის (ოქროპირიძე) ცხოვრებიდან

ოქროპირიძეების გვარი უძველესი საცხოვრისით – დისევით (პატარა ლიახვის ხეობა, ამჟამად ოკუპირებული და განადგურებული) უფლისა და სამშობლოსთვის კეთილმსახურების გამო, ძველთაგანვეა შეწირული სვეტიცხოველს. XI საუკუნის დასაწყისის მელქისედეკ I კათოლიკოსის ცნობილი სიგელის მიხედვით, კულბითი (მკვლევრების, გრ. ზარდიაშვილისა და გ. ბედოშვილის ცნობით, კულბითი დისევის უძველესი სახელწოდებაა) მცხეთის საყდრის კუთვნილებაა. დისევისა და ოქროპირიძეების დედაეკლესიისადმი შეწირულობა შემდგომ ეპოქებშიც არაერთი დოკუმენტითაა დამოწმებული. "ჩვენთვის ეკლესია იყო დედაცა და აღმზრდელიც", – წერდა ცნობილი
სასულიერო მოღვაწე, დეკანოზი იროდიონ ოქროპირიძე. უდავოდ ამ ფაქტორით არის განპირობებული ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში ამ საგვარეულოს წარმომადგენელთა სიჭარბე.

დი­სევ-კულ­ბი­თის კურ­თხე­ულ მი­წა­ზე და­ი­ბა­და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი ლე­ო­ნი­დი (ე­რის­კა­ცო­ბა­ში ლონ­გი­ნოზ ოქ­რო­პი­რი­ძე – 1861-1921). ოჯა­ხურ­მა გა­რე­მოც­ვამ, გან­სა­კუთ­რე­ბით ბი­ძის, ალექ­სან­დ­რე ეპის­კო­პო­სის მზრუნ­ვე­ლო­ბამ, პა­ტა­რა ლონ­გი­ნო­ზი ყმაწ­ვი­ლო­ბი­დან­ვე აზი­ა­რა უფ­ლი­სა და სამ­შობ­ლოს
სიყ­ვა­რულს. მას ჯერ კი­დევ ჭა­ბუ­კო­ბა­ში და­უდ­ვია აღ­თ­ქ­მა ბე­რო­ბი­სა. თბი­ლი­სი­სა და სტავ­რო­პო­ლის სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ე­ბის წარ­ჩი­ნე­ბით დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, სწავ­ლა კი­ე­ვის სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მი­ა­ში გა­ნაგ­რ­ძო, რო­მე­ლიც 1887 წელს და­ამ­თავ­რა ღვთის­მეტყ­ვე­ლე­ბის კან­დი­და­ტის ხა­რის­ხით.

აკა­დე­მი­ა­ში სწავ­ლის დროს ლონ­გი­ნო­ზი მო­ნაზ­ვ­ნად აღიკ­ვე­ცა. მან ბი­ძის­გან შე­იტყო, რომ სა­სუ­ლი­ე­რო უწყე­ბა სა­მი­სი­ო­ნე­რო მოღ­ვა­წე­ო­ბის­თ­ვის ამ­ზა­დებ­და. ახალ­გაზ­რ­და ბერ-მო­ნა­ზონ­მა კრძალ­ვით მი­ი­ღო ეს ცნო­ბა, რად­გან ღვთის ნე­ბად მი­იჩ­ნია. ქრის­ტი­ა­ნო­ბის გავ­რ­ცე­ლე­ბას იგი წმი­და­თაწ­მი­დად თვლი­და. მი­სი აზ­რით, მი­სი­ო­ნე­რე­ბი მა­ღა­ლი ზნე­ო­ბი­თა და სწავ­ლით აღ­ჭურ­ვი­ლი და აუცი­ლებ­ლად ქარ­თ­ვე­ლე­ბი უნ­და ყო­ფი­ლიყ­ვ­ნენ, – რუ­სებ­მა არც ენა იცი­ან და თა­ვი­სი დამ­პყ­რობ­ლუ­რი ქცე­ვე­ბით აფ­რ­თხო­ბენ ხალ­ხ­სო.

სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის­თა­ნა­ვე მოძღ­ვა­რი და­ი­ნიშ­ნა "კავ­კა­სი­ა­ში ქრის­ტი­ა­ნო­ბის აღ­მ­დ­გე­ნე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის" სკო­ლე­ბის ინ­ს­პექ­ტო­რად. მის სა­მი­სი­ო­ნე­რო მოღ­ვა­წე­ო­ბას ფას­და­უ­დე­ბე­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ჰქონ­და ში­და ქარ­თ­ლის მთი­ა­ნე­თის, თუშ-ფშავ-ხევ­სუ­რეთ-მთი­უ­ლე­თის, სა­ინ­გი­ლოს, წალ­კა-ახალ­ცი­ხის მო­სახ­ლე­ო­ბი­სა და ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის ხალ­ხე­ბის ეროვ­ნულ-სარ­წ­მუ­ნო­ებ­რი­ვი გათ­ვით­ც­ნო­ბი­ე­რე­ბის საქ­მის­თ­ვის. "ი­ვე­რი­ის" (1898, #90) ცნო­ბით, იგი თვე­ო­ბით "სცხოვ­რობს მთებ­ში, სა­დაც ჰქა­და­გებს და არი­გებს ხალხს... მას შეხ­ვ­დე­ბით თერ­გის ოლ­ქ­ში, აფხა­ზეთ­ში, ინ­გი­ლო­ებ­ში, ახალ­ცი­ხი­სა და ახალ­ქა­ლა­ქის მაზ­რებ­ში..." (ა. ნატ­როშ­ვი­ლის ვრცე­ლი წე­რი­ლი­დან "ყოვ­ლად სამ­ღ­ვ­დე­ლო ლე­ო­ნი­დი, ეპის­კო­პო­სი გო­რი­სა, ვი­კა­რი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ქართლ-კა­ხე­თის ეპარ­ქი­ი­სა"). მან და­არ­წ­მუ­ნა მთი­ე­ლე­ბი გა­ნათ­ლე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბა­ში. თით­ქ­მის ყველ­გან და­ა­არ­სა სკო­ლა, სა­დაც ხში­რად თვი­თონ სცდი­და მოს­წავ­ლე­ებს. თა­ვი­სი ხარ­ჯით იწ­ვევ­და პე­და­გო­გებს.

"ა­ღად­გი­ნა ტა­ძარ­ნი და მო­ნას­ტერ­ნი აოხ­რე­ბულ­ნი". ჩრდი­ლო­ე­ლი ოსე­ბი ოც­და­ა­თი წლის შემ­დე­გაც მად­ლი­ე­რე­ბით იხ­სე­ნებ­დ­ნენ მის სა­ხელს: "მი­სი­ო­ნერ­მა ლე­ო­ნიდ­მა ოქ­რო­პი­რი­ძემ არ­დონ­ში სე­მი­ნა­რია დაგ­ვი­არ­სა... იმან ჩვენ და ჩვე­ნი შვი­ლე­ბი გაგ­ვა­ნათ­ლა და დაგ­ვა­ყე­ნა ქრის­ტი­ა­ნო­ბის გზა­ზე". იგი "მო­ცი­ქუ­ლებ­რი­ვი თავ­გან­წი­რუ­ლო­ბით და­დი­ო­და სოფ­ლი­დან სოფ­ლად, კლდე-ღრე­ებ­ში მსხდო­მა­რე ერ­თა უქა­და­გებ­და ქარ­თუ­ლის ენით სა­ხა­რე­ბის დიდს სწავ­ლა­სა" (ი. ნე­ბო­ძი­რე­ლი). ბი­ძი­სად­მი მი­წე­რილ წე­რილ­ში იგი აღ­ნიშ­ნავ­და: "შე­მო­ვი­ა­რე ოსე­თი და ახ­ლა ჩა­მო­ვე­დი გორ­ში ახალ­ცი­ხე­ში გა­სამ­გ­ზავ­რებ­ლად... ისე­თი ავი და­რი იყო, პატ­რო­ნი ოთხ­ფე­ხა­საც არ გა­მო­უშ­ვებ­და კარ­ზედ". მოძღ­ვარ­მა უდი­დე­სი სიყ­ვა­რუ­ლი და­იმ­სა­ხუ­რა მრევ­ლ­ში. მი­სი ქა­და­გე­ბით მო­ხიბ­ლულ უსი­ნათ­ლო მთი­ელ კაცს, სან­დ­რო გი­გა­ურს უთ­ქ­ვამს: "ნე­ტა­ვი რო­გორც მის­მა სიტყ­ვებ­მა დაგ­ვატ­კ­ბო, ისე მა­გის სა­ხის და­ნახ­ვა შე­ვიძ­ლო და მე­რე თუნ­და მოვ­მ­კ­ვ­და­რი­ყა­ვიო..." ("ი­ვე­რი­ა", 1898, #90).

გან­მა­ნათ­ლე­ბე­ლი მუს­ლი­მან ქარ­თ­ველ­თა

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია მო­მა­ვა­ლი პატ­რი­არ­ქის რო­ლი მშობ­ლი­ურ ენა- და რწმე­ნა­და­ვიწყე­ბულ ინ­გი­ლო­თა მა­მა-პა­პის რჯულ­ზე მოქ­ცე­ვის საქ­მე­ში. მი­სი უშუ­ა­ლო ძა­ლის­ხ­მე­ვით აიგო ქურ­მუ­ხის წმინ­და გი­ორ­გი­სა და თას­მა­ლოს ეკ­ლე­სი­ე­ბი, და­არ­ს­და ქალ­თა და ვაჟ­თა სკო­ლე­ბი. ახალ­გაზ­რ­და მოძღ­ვ­რის მი­ზან­მი­მარ­თულ­მა მოღ­ვა­წე­ო­ბამ შე­აშ­ფო­თა ბე­გე­ბი და მო­ლე­ბი. ამ უკა­ნას­კ­ნე­ლებს სა­ჯა­რო პა­ექ­რო­ბა­ში გა­ნათ­ლე­ბულ­მა მღვდელ-მო­ნა­ზონ­მა არა­ერ­თხელ და­უმ­ტ­კი­ცა მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლო­ბის, რო­გორც ჭეშ­მა­რი­ტი სარ­წ­მუ­ნო­ე­ბის ერ­თა­დერ­თო­ბა.

მი­სი­ო­ნე­რი მღვდლის, ირო­დი­ონ ოქ­რო­პი­რი­ძის მო­გო­ნე­ბით, მხო­ლოდ ერთ სო­ფელ­ში ამ ფაქტს 13 მუს­ლი­მი ინ­გი­ლო ოჯა­ხის გაქ­რის­ტი­ა­ნე­ბა მოჰ­ყ­ვა. ამის გა­მო ლე­კებს მა­თი ამოწყ­ვე­ტა გა­ნუზ­რა­ხავთ. ცხა­დია, მოძღ­ვა­რი დი­დი საფ­რ­თხის ქვეშ იყო. მუს­ლი­მი ქარ­თ­ვე­ლე­ბის მკაცრ გაფ­რ­თხი­ლე­ბას – ხე­ლი აეღო ინ­გი­ლო­თა გაქ­რის­ტი­ა­ნე­ბა­ზე და შინ წას­ვ­ლით მშობ­ლე­ბი გა­ე­ხა­რე­ბი­ნა, პა­სუ­ხობ­და: "რა გა­მა­ხა­რებს ძმე­ბო, ოდეს თქვენ ჰღა­ლა­ტობთ თქვენ­თა მა­მა-პა­პა­თა რჯულს, ან­დერძს"... მი­უ­ხე­და­ვად მუ­ქა­რი­სა, 1892 წლის თით­ქ­მის მთე­ლი გა­ზაფხუ­ლი ბერ-მო­ნა­ზონ­მა სო­ფელ თას­მა­ლო­ში გა­ა­ტა­რა "ერთ ვიწ­რო, კომ­ლი­ან და ცივ ოთახ­ში, ულო­გი­ნოდ და თით­ქ­მის უსაჭ­მე­ლოდ..." ("ი­ვე­რი­ა", 1894, #237). მა­ნამ­დე იყო იქ, სა­ნამ გან­მ­დ­გა­რი ინ­გი­ლო­ე­ბი არ და­უბ­რუ­ნა მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლო­ბას. მა­მა ლე­ო­ნი­დი იმ­პე­რი­ის მეს­ვე­უ­რებს მო­უ­წო­დებ­და, და­ე­ხუ­რათ მე­ჩე­თებ­თან არ­სე­ბუ­ლი სკო­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სრუ­ლი ის­ლა­მი­ზა­ცი­ის საფ­რ­თხეს ქმნი­და ინ­გი­ლო­ე­ბის, ასე­ვე სამ­ცხი­სა და აჭა­რის ქარ­თ­ვე­ლე­ბის­თ­ვის. მი­უ­თი­თებ­და, რომ ამ სა­კითხის მო­უგ­ვა­რებ­ლო­ბა მე­ტად და­ა­ზი­ა­ნებ­და თა­ვად რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სებს.

ბერ-მო­ნა­ზო­ნის მუდ­მი­ვი ზრუნ­ვის სა­გა­ნი იყო ქო­ბუ­ლეთ-ბა­თუ­მის მხა­რე. ქარ­თ­ველ მოღ­ვა­წე­ებს სთხოვ­და, "ქო­ბუ­ლეთ­ში აენ­თოთ ქრის­ტი­ა­ნო­ბი­სა და მწიგ­ნობ­რო­ბის ლამ­პა­რი". მი­სი მე­ცა­დი­ნე­ო­ბით არა­ერ­თი მუს­ლი­მა­ნი ბავ­შ­ვი ჩა­ი­რიცხა თბი­ლი­სის ქარ­თულ გიმ­ნა­ზი­ა­ში. ქარ­თუ­ლი პრე­სა აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბულ წე­რი­ლებს უძღ­ვ­ნი­და უში­შარ მი­სი­ო­ნერს. წმინ­და ილია მარ­თა­ლი დიდ ღვაწ­ლად უთ­ვ­ლი­და ალექ­სან­დ­რე ეპის­კო­პოსს "ი­მის­თა­ნა შვი­ლის გაზ­რ­დას, რო­გო­რიც ახ­ლად ნა­კურ­თხი ლე­ო­ნი­დია. იგი გან­ძია და შევ­ხა­რით სა­სო­ე­ბი­თა და იმე­დით..." მან­ვე უწი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლა "დი­დი და ეკ­ლი­ა­ნი გზა... გზა თა­ვის გა­წირ­ვი­სა, წა­მე­ბი­სა".

ბრძო­ლა ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის­თ­ვის

ალექ­სან­დ­რე ეპის­კო­პო­სის, მის­გან გაზ­რ­დილ-და­მოძღ­ვ­რი­ლი ლე­ო­ნი­დი­სა და მო­წი­ნა­ვე ქარ­თ­ველ­თა მი­ერ ფარ­თოდ გაშ­ლი­ლი სა­მი­სი­ო­ნე­რო-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მოღ­ვა­წე­ო­ბა სა­ფუძ­ვე­ლი იყო 900-იანი წლე­ბის და­საწყი­სის ავ­ტო­კე­ფა­ლი­უ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა, რომ­ლის სუ­ლის ჩამ­დ­გ­მე­ლი, წმინ­და კი­რი­ონ­თან ერ­თად, ეპის­კო­პო­სი ლე­ო­ნი­დი იყო. ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის­თ­ვის ბრძო­ლა და მი­სი მო­პო­ვე­ბა უწ­მინ­დე­სი ლე­ო­ნი­დის მოღ­ვა­წე­ო­ბის გვირ­გ­ვი­ნია.

სწო­რედ იმე­რე­თის ეპარ­ქია იყო პირ­ვე­ლი, რო­მელ­მაც 1905 წლის მარ­ტ­ში პე­ტი­ცია გა­უგ­ზავ­ნა უმაღ­ლეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის მოთხოვ­ნით. იმა­ვე თვე­სა და მა­ი­სის ბო­ლოს მი­სი ინი­ცი­ა­ტი­ვით, იმა­ვე მოთხოვ­ნით, ორ­გ­ზის შე­იკ­რი­ბა ქარ­თ­ვე­ლი სამ­ღ­ვ­დე­ლო­ე­ბა, რო­მელ­საც ცე­მა-ტყე­პი­თა და რეპ­რე­სი­ე­ბით უპა­სუ­ხა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ. ქარ­თ­ველ­თა მოთხოვ­ნებ­მა უფ­რო მწვა­ვე ფორ­მე­ბი მი­ი­ღო. უწ­მინ­დეს­მა სი­ნოდ­მა გა­მო­სა­ვა­ლი სა­მიტ­რო­პო­ლი­ტო ოლ­ქე­ბის და­არ­სე­ბა­ში და­ი­ნა­ხა. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეკ­ლე­სია მო­ი­საზ­რე­ბო­და კავ­კა­სი­ის სა­მიტ­რო­პო­ლი­ტოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში.

ეპის­კო­პოს­მა ლე­ო­ნიდ­მა ქარ­თ­ველ მღვდელ­მ­თა­ვარ­თა­გან პირ­ველ­მა, გა­ბე­დუ­ლი და და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი, უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი წა­რუდ­გი­ნა სი­ნოდს ამ გან­ზ­რახ­ვის შე­სა­ხებ. მან ეპის­კო­პო­სებ­თან – გი­ორ­გი­სა (ა­ლა­დაშ­ვი­ლი) და პეტ­რეს­თან (კონ­ჭოშ­ვი­ლი) ერ­თად ულ­ტი­მა­ტუ­მის სა­ხით გა­ნუცხა­და ეგ­ზარ­ქოსს: "თუ ავ­ტო­კე­ფა­ლი­უ­რი მარ­თ­ვა-გამ­გე­ო­ბა არ მი­ე­ნი­ჭე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეკ­ლე­სი­ას 14 იან­ვ­რამ­დე, თვი­თონ აღად­გენს ავ­ტო­კე­ფა­ლი­ა­სო". 1905 წლის შე­მოდ­გო­მით ეპის­კო­პო­სი ლე­ო­ნი­დი სი­ნოდ­ში შე­ტა­ნი­ლი ვრცე­ლი მოხ­სე­ნე­ბით კვლავ ასა­ბუ­თებ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის აუცი­ლებ­ლო­ბას. ეს მოხ­სე­ნე­ბა და­ე­დო სა­ფუძ­ვ­ლად მღვდელ­მ­თავ­რის უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბით 9-17 დე­კემ­ბერს თბი­ლის­ში გა­მარ­თულ სა­ქარ­თ­ვე­ლოს სამ­ღ­ვ­დე­ლო­ე­ბის ყრი­ლო­ბის მი­ერ მი­ღე­ბულ უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს დო­კუ­მენტს – "სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პრო­ექტს", რო­მელ­შიც წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის მოწყო­ბის პრინ­ცი­პე­ბი. თა­ვის მხრივ, იგი იქ­ცა სა­ფუძ­ვ­ლად 1917 წელს გა­მოცხა­დე­ბუ­ლი ავ­ტო­კე­ფა­ლი­ი­სა.

ქარ­თ­ვე­ლი სამ­ღ­ვ­დე­ლო­ე­ბის პრინ­ცი­პულ­მა ბრძო­ლამ რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აიძუ­ლა, გან­საზღ­ვ­რუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­ედ­გა. 1906 წლის იან­ვარ­ში ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ის სა­კითხებ­ზე სი­ნოდ­ში სა­თათ­ბი­როდ მი­იწ­ვი­ეს ეპის­კო­პო­სე­ბი კი­რი­ო­ნი და ლე­ო­ნი­დი. "ა­მის­თა­ნა დი­დი საქ­მის გაძღო­ლა ჩვენ ორ­თა გვხვდა და დაგ­ვაწ­ვა კი­სერ­ზედ", – წერ­და წმინ­და კი­რი­ო­ნი. 17 იან­ვ­რის სხდო­მა­ზე ეპის­კო­პოს­მა ლე­ო­ნიდ­მა კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­ნუცხა­და უწ­მი­დეს სი­ნოდს, რომ ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის შე­სა­ხებ "დას­კ­ვ­ნა ერი­სა და სამ­ღ­ვ­დე­ლო­ე­ბი­სა სა­ბო­ლოოა, მე­ტად მტკი­ცეა და ვე­რაგ­ვა­რი მო­საზ­რე­ბა ვერ შე­აც­ვ­ლე­ვი­ნებს მათ ამ რწმე­ნას". მე­ო­რე სხდო­მა­ზე ლე­ო­ნი­დის მოხ­სე­ნე­ბას სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ეგ­ზარ­ქო­სე­ბის მან­კი­ე­რი მოღ­ვა­წე­ო­ბის შე­სა­ხებ მე­ტად აუღელ­ვე­ბია რუ­სი იერარ­ქე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით ეგ­ზარ­ქო­სი ნი­კო­ლო­ზი.

მან ვე­რა­ფე­რი და­უ­პი­რის­პი­რა მარ­თალ სიტყ­ვას და აუგად მო­იხ­სე­ნია ქარ­თ­ვე­ლი წმინ­და­ნე­ბი. "ლე­ო­ნიდ­მა მი­ა­ძა­ხა: "არ იცით, რას ამ­ბობთ, ილა­რი­ონ ქარ­თ­ვე­ლი, დო­დო, პეტ­რე... სულ ქარ­თ­ვე­ლი ბე­რე­ბი იყ­ვ­ნენ. ეხ­ლაც სა­ქარ­თ­ვე­ლო მო­ფე­ნი­ლია მღვდელ­მ­თა­ვარ­თა და მო­ნა­ზონ­თა გა­ნუხ­რ­წ­ნე­ლი გვა­მე­ბით". ეპის­კო­პოს კი­რი­ო­ნის თქმით, "კა­მათ­მა მე­ტად მწვა­ვე ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო". სი­ტუ­ა­ცი­ის გან­სა­მუხ­ტა­ვად მიტ­რო­პო­ლიტ ან­ტონს ეგ­ზარ­ქო­სი­სა და სხვა ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის­თ­ვის ბო­დი­ში მო­უხ­დე­ვი­ნე­ბია ქარ­თ­ვე­ლი ეპის­კო­პო­სე­ბის წი­ნა­შე ("პა­ტა­რა გა­ზე­თი", 1906, #23). სი­მარ­თ­ლით სავ­სე მოხ­სე­ნე­ბებ­მა აიძუ­ლა რუ­სი მიტ­რო­პო­ლი­ტი, ეთ­ქ­ვა: "ა­რა­ვი­თა­რი ეჭ­ვი არ არის ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის კა­ნო­ნი­კუ­რო­ბა­ზე­ო". ეპის­კო­პოს ლე­ო­ნი­დის შე­უ­ვა­ლი პო­ზი­ცი­ის გა­მო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მის დას­ჯას აპი­რებ­და – შო­რე­უ­ლი სო­ლო­ვეც­კის მო­ნას­ტერ­ში გზავ­ნიდ­ნენ. "ჩვე­ნი სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა ბეწ­ვ­ზე ჰკი­დი­ა", – იწე­რე­ბოდ­ნენ პე­ტერ­ბურ­გი­დან.

ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის სა­კითხის გან­ხილ­ვა გაგ­რ­ძელ­და რუ­სე­თის სა­ეკ­ლე­სიო კრე­ბის წი­ნა­რე თათ­ბირ­ზე. იგი უშუ­ა­ლოდ გა­ნი­ხი­ლე­ბო­და მე­ო­რე გან­ყო­ფი­ლე­ბის სხდო­მებ­ზე 2 ივ­ნი­სი­დან 5 დე­კემ­ბ­რის ჩათ­ვ­ლით. სხდო­მე­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი კვლავ ეპის­კო­პოს ლე­ო­ნი­დის იან­ვ­რის მოხ­სე­ნე­ბას და­ეთ­მო. ქარ­თ­ვე­ლი მღვდელ­მ­თავ­რე­ბი მო­ითხოვ­დ­ნენ უწ­მი­დეს სი­ნოდს უკა­ნო­ნოდ ეც­ნო 1811 წელს ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის გა­უქ­მე­ბის აქ­ტი. მათ სრუ­ლი სი­სავ­სით და­უმ­ტ­კი­ცეს მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გეთ ჩვე­ნი ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის კა­ნო­ნი­კუ­რო­ბა.

თათ­ბი­რის მო­ნა­წი­ლე­თა ნა­წილ­მა აღი­ა­რა ეს სი­მარ­თ­ლე, მაგ­რამ იმ­პე­რი­ის მეს­ვე­ურ­ნი სხვაგ­ვა­რად სჯიდ­ნენ. 1906 წლის 11 აგ­ვის­ტოს ბრძა­ნე­ბუ­ლო­ბით იმ­პე­რა­ტორ­მა სა­კითხის გან­ხილ­ვა მო­მა­ვალ სა­ეკ­ლე­სიო კრე­ბას გა­და­უ­ლო­ცა. მი­უ­ხე­და­ვად მთა­ვა­რი მიზ­ნის მი­უღ­წევ­ლო­ბი­სა, 1905-1907 წლე­ბის მოვ­ლე­ნებ­მა, ქარ­თ­ვე­ლი ეპის­კო­პო­სე­ბის თავ­და­დე­ბულ­მა ბრძო­ლამ ქარ­თულ ეკ­ლე­სი­ას დი­დი მო­რა­ლურ-ზნე­ობ­რი­ვი გა­მარ­ჯ­ვე­ბა და ავ­ტო­რი­ტე­ტი მო­უ­პო­ვა.

ეპის­კო­პო­სი ლე­ო­ნი­დი მკაც­რად ამ­ხელ­და სი­ნო­დის მო­ხე­ლე­თა­გან მოს­ყი­დულ ქარ­თ­ველ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს, რო­მელ­ნიც რუ­სულ პრე­სა­ში წერ­დ­ნენ, არ გვინ­და ავ­ტო­კე­ფა­ლიაო. "მას აში­ნე­ბენ, ატყუ­ე­ბენ... ამა­ზე მე­ტად სამ­ღ­ვ­დე­ლო­ე­ბის გა­ლან­ძღ­ვა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი­ა". მან მო­უ­წო­და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს, "თა­ნახ­მად მა­თი სვინ­დი­სი­სა, და­ა­ფიქ­სი­რონ, რომ მტკი­ცედ მო­ითხო­ვენ სამ­შობ­ლო ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლი­ას". ამ მო­წო­დე­ბის კვალ­დაკ­ვალ პრე­სა­ში ზე­დი­ზედ ქვეყ­ნ­დე­ბო­და სა­სუ­ლი­ე­რო პირ­თა კრე­ბე­ბის ოქ­მე­ბი, სა­დაც ერ­თხ­მად ითხოვ­დ­ნენ ეკ­ლე­სი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბას. ზო­გი­ერ­თი ქარ­თ­ვე­ლი მოღ­ვა­წე ეროვ­ნუ­ლი ნიშ­ნით ავ­ტო­კე­ფა­ლი­ას მო­ითხოვ­და. ეპის­კო­პოს­მა ლე­ო­ნიდ­მა მკაც­რად მი­უ­თი­თა: "ეკ­ლე­სია ჰგმობს, რო­დე­საც მის სამ­წყ­სოს საზღ­ვ­რა­ვენ ეროვ­ნე­ბის მი­ხედ­ვით".

მი­სი აზ­რით, ეს იყო ვოს­ტორ­გო­ვის მი­ზა­ნიც. ამ ნა­ბი­ჯით "ჩვე­ნი ეკ­ლე­სი­ის გამ­გეს გვერ­დ­ში ამო­უდ­გე­ბა მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბელ რუს­თა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი უფ­რო­სი... გა­ნა მა­შინ­ვე არ მო­უშ­ვე­ბენ ჩვენ­ს­კენ გად­მო­სახ­ლე­ბის მსურ­ვე­ლებს?.. ქარ­თუ­ლი ეკ­კ­ლე­სი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზედ გა­მოკ­ვა­რახ­ჭი­ნე­ბა და სო­ლი­ვით შეგ­დე­ბა რუ­სუ­ლი ეპარ­ქი­ი­სა, იქ­ნე­ბა სრუ­ლი უკუღ­მარ­თო­ბა". ეპის­კო­პო­სის ფორ­მუ­ლი­რე­ბით "ავ­ტო­კე­ფა­ლი­ურ ეკ­ლე­სი­ას უნ­და ამ­კობ­დეს სრუ­ლი მოძღ­ვ­რე­ბი­თი ზი­ა­რო­ბა მსოფ­ლიო ეკ­ლე­სი­ას­თან. უნ­და ჰქონ­დეს სა­კუ­თა­რი ტე­რი­ტო­რია, სამ­წყ­სო, შემ­დ­გა­რი მისს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­სახ­ლე ერ­თ­მორ­წ­მუ­ნე ხალ­ხე­ბის­გან, გა­ნურ­ჩევ­ლად მა­თი ეროვ­ნე­ბი­სა. მმარ­თ­ვე­ლი მი­სი უნ­და იყოს თა­ვი­სუ­ფა­ლი გამ­გე მი­სად­მი ჩა­ბა­რე­ბუ­ლი ეკ­კ­ლე­სი­ი­სა".

სი­ნო­დის სხდო­მე­ბის შემ­დეგ და­იწყო ლე­ო­ნი­დის დევ­ნა. 1908 წელს იმე­რე­თის ეპარ­ქი­ა­ში მო­ეწყო უმ­კაც­რე­სი რე­ვი­ზია, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ლე­ო­ნი­დის მარ­თ­ვა-გამ­გე­ო­ბის ხა­ნას შე­ე­ხო. ეს ეპის­კო­პოს­თან ან­გა­რიშ­ს­წო­რე­ბა იყო. იგი ჩა­მო­ა­ცი­ლეს იმე­რე­თის სამ­წყ­სოს, ში­ომ­ღ­ვი­მის წი­ნამ­ძღ­ვ­რო­ბას და გა­და­იყ­ვა­ნეს გუ­რია-სა­მეგ­რე­ლოს ეპარ­ქი­ა­ში. დე­კა­ნო­ზი კა­ლის­ტ­რა­ტე ცინ­ცა­ძე პატ­რი­არქ ლე­ო­ნი­დი­სად­მი მიძღ­ვ­ნილ სიტყ­ვა­ში წერ­და: "პეტ­რეს ქა­ლაქ­ში ცხა­დად და­ი­ნა­ხეს შე­ნი შე­უდ­რე­კე­ლო­ბა და სო­ლო­ვეც­კის მო­ნას­ტერ­ში და­ტუ­სა­ღე­ბით და­გე­მუქ­რ­ნენ, მაგ­რამ ამი­თაც რომ ვერ შე­გა­ში­ნეს, იმე­რე­თი­დან ოდიშ­ში გა­გის­ტუმ­რეს. ნუ­თუ ეს დი­დე­ბის შა­რა­ვან­დე­დი არ ჰფა­რავს შენს ტან­ჯ­ვის გვირ­გ­ვინ­სა და არა ჰკურ­ნებს ეკ­ლი­სა­გან მო­ყე­ნე­ბულ იარებ­სა?"

მღვდელ­მ­თა­ვარს ასეთ პი­რო­ბებ­შიც არ შე­უწყ­ვე­ტია ბრძო­ლა ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის­თ­ვის. "ცეცხ­ლი მაყ­ვ­ლის ბუჩ­ქ­საც ეკი­და, მაგ­რამ არ დამ­წ­ვა­რა", – წერ­და იგი. სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს სთხოვ­და, გა­ერ­კ­ვი­ათ მრევ­ლი ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის არ­ს­ში, არ გა­დაჰ­ყო­ლოდ­ნენ "ეგ­ზარ­ქოს­თან ერ­თად კა­მე­დი­ურ წირ­ვა-ლოც­ვას". მის­მა და ეპის­კო­პოს კი­რი­ო­ნის პრინ­ცი­პულ­მა ბრძო­ლამ შვა 1917 წლის 12 (25) მარ­ტის ის­ტო­რი­უ­ლი აქ­ტი. სიმ­ბო­ლუ­რია, რომ უფალ­მა სწო­რედ მას, დიდ ქარ­თ­ველ მე­ფე-კა­თო­ლი­კოს­თა­გან სვე­ტიცხო­ველს შე­წი­რუ­ლი სოფ­ლი­სა და გვა­რის შვილს არ­გუ­ნა წი­ლად, სვე­ტიცხოვ­ლის ამ­ბი­ო­ნი­დან ემ­ც­ნო ერის­თ­ვის ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა. შე­იქ­მ­ნა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის მმარ­თ­ვე­ლო­ბის დრო­ე­ბი­თი კო­მი­ტე­ტი, რომ­ლის მმარ­თ­ვე­ლა­დაც გუ­რია-ოდი­შის ეპის­კო­პო­სი ლე­ო­ნი­დი აირ­ჩი­ეს.

12 მარ­ტი­დან 9 სექ­ტემ­ბ­რამ­დე პე­რი­ო­დი იყო რთუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის ხა­ნა დრო­ე­ბი­თი მთავ­რო­ბის სხვა­დას­ხ­ვა უწყე­ბებ­თან, რომ­ლებ­შიც "მხნე ლე­ო­ნი­დი იდ­გა მტკი­ცედ და არაფ­რის დათ­მო­ბას არ აპი­რებ­და" (მო­სე ჯა­ნაშ­ვი­ლი). იგი კა­ტე­გო­რი­უ­ლად შე­ე­წი­ნა­აღ­მ­დე­გა პე­ტერ­ბურ­გი­დან მო­მა­ვალ იდე­ას ეროვ­ნუ­ლი ავ­ტო­კე­ფა­ლი­ი­სა, რო­მე­ლიც რო­გორც მავ­ნე, ჯერ კი­დევ 1906 წელს უარ­ყო.
დისევ-კულბითის ხეობა. კულბითის ღვთისმშობლის ეკლესია. სიღრმეში - დისევის ძელიცხოველი. წრით მონიშნულ სახლში დაიბადნენ წმ. ეპისკოპოსი ალექსანდრე და კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდი
პრო­ფე­სორ სერ­გო ვარ­დო­სა­ნი­ძის შე­ფა­სე­ბით, "მიტ­რო­პო­ლიტ­მა ლე­ო­ნიდ­მა უდი­დე­სი რო­ლი შე­ას­რუ­ლა სა­ქარ­თ­ვე­ლოს მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბე­ლი სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სი­ის დრო­ე­ბი­თი მმარ­თ­ვე­ლო­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. მის­მა დიდ­მა მცდე­ლო­ბამ სა­მარ­თ­ლებ­რი­ვად გა­ნამ­ტ­კი­ცა გა­მოცხა­დე­ბუ­ლი ავ­ტო­კე­ფა­ლია. საქ­მე მი­იყ­ვა­ნა თვით­დამ­წყ­ს­ვის­თ­ვის უმ­თავ­რეს – კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის არ­ჩევ­ნე­ბამ­დე.

უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი პატ­რი­არ­ქის, წმინ­და კი­რი­ონ II-ის ტრა­გი­კუ­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ იგი ჯერ კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლი, 1919 წლის 23 თე­ბერ­ვ­ლი­დან კი – სრუ­ლი­ად სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქია. მი­სი პატ­რი­არ­ქად კურ­თხე­ვა ეროვ­ნუ­ლი ძა­ლე­ბის ზე­ი­მად იქ­ცა. უმ­რავ­ლე­სო­ბა ერ­თხ­მად მი­იჩ­ნევ­და, რომ პატ­რი­არ­ქი ლე­ო­ნი­დი "სა­ხე­ლოვ­ნად გა­უძღ­ვე­ბო­და მის და მი­ბა­რე­ბულ მშვე­ნი­ერ სამ­წყ­სოს".

უწ­მინ­დეს პატ­რი­არ­ქის ღვაწ­ლი ასე შე­ამ­კო სამ­შობ­ლოს­თ­ვის თავ­შე­წი­რულ­მა პო­ეტ­მა მი­ხა ხე­ლაშ­ვილ­მა:
"ვი­კად­ნი­ე­რეთ მო­წე­რად გა­ხა­რე­ბულ­თა გუ­ლი­თა...
გავ­ბე­დეთ, გავ­კად­ნი­ერ­დით სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი­თა...
თქვენ – უწ­მი­დეს­სა მოგ­მარ­თეთ სა­სო­ე­ბი­თა სრუ­ლი­თა..."
უწ­მინ­დეს ლე­ო­ნიდს ურ­თუ­ლეს ჟამს მო­უ­წია ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ის მე­სა­ჭე­ო­ბამ. "ცუდ დროს მო­უხ­და მას მუ­შა­ო­ბა. ჩვე­ნი ეკ­ლე­სია გარ­შე­მორ­ტყ­მუ­ლი იყო შა­ვი ღრუბ­ლე­ბით", – წერ­და წმინ­და ამ­ბ­რო­სი. სულ ორ-სამ წე­ლი­წად­ში პატ­რი­არ­ქის თვალ­წინ დატ­რი­ალ­და კონ­ტ­რას­ტუ­ლი ეპო­ქა­ლუ­რი მოვ­ლე­ნე­ბი: ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის გა­მოცხა­დე­ბა, კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის არ­ჩევ­ნე­ბი, ეროვ­ნუ­ლი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბა, სამ­შობ­ლოს ოკუ­პა­ცია, მთავ­რო­ბის ემიგ­რა­ცია. ამ ყვე­ლა­ფერს, ბუ­ნებ­რი­ვია, მრა­ვალ­გ­ვა­რი პრო­ცე­სი სდევ­და თან, რო­მელ­თა ქვეყ­ნი­სა და ეკ­ლე­სი­ის სა­სარ­გებ­ლოდ წარ­მარ­თ­ვას თავ­გან­წირ­ვით ცდი­ლობ­და ქვეყ­ნის სუ­ლი­ე­რი სა­ჭეთ­მ­პყ­რო­ბე­ლი.

ეკ­ლე­სი­ის სა­ჭეთ­მ­პყ­რო­ბე­ლი
ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ის ერ­თი­ა­ნო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თ­ვის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი იყო კა­თო­ლი­კო­სის სტუმ­რო­ბა აღელ­ვე­ბულ აფხა­ზეთ­ში. პატ­რი­არ­ქ­მა მო­ა­ხერ­ხა სი­ტუ­ა­ცი­ის დამ­შ­ვი­დე­ბა და იმ ეტაპ­ზე ცხუმ-აფხა­ზე­თის ეპარ­ქი­ის დე­და­ეკ­ლე­სი­ის წი­აღ­ში და­ტო­ვე­ბა. 1917 წელს რუ­სე­თის პატ­რი­არქ ტი­ხო­ნის მი­ერ უწ­მინ­დე­სი კი­რი­ო­ნი­სად­მი მო­წე­რილ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის­თ­ვის მე­ტად შე­უ­რაცხ­მ­ყო­ფელ წე­რილს პატ­რი­არ­ქ­მა ლე­ო­ნიდ­მა ეკ­ლე­სი­უ­რი კა­ნო­ნი­კი­სა და სა­მარ­თ­ლის ღრმა ცოდ­ნით გა­ჯე­რე­ბუ­ლი ეპის­ტო­ლე შე­ა­გე­ბა და ტი­ხო­ნის ბრალ­დე­ბე­ბი გა­ა­ცამ­ტ­ვე­რა.

ეროვ­ნულ-ეკ­ლე­სი­უ­რად თა­ვი­სუ­ფალ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში თით­ქოს სა­სი­კე­თოდ უნ­და შეც­ვ­ლი­ლი­ყო ვი­თა­რე­ბა, მაგ­რამ ასე არ მოხ­და. ათე­ის­ტუ­რი იდე­ე­ბით გა­ტა­ცე­ბუ­ლი სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტე­ბის­თ­ვის შე­უძ­ლე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნ­და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა ინ­ს­ტი­ტუტ­თან, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე უკეთ გა­მო­ხა­ტავ­და ქარ­თ­ვე­ლი ერის ინ­ტე­რე­სებს. მა­შინ, რო­ცა ათა­სი ჯუ­რის ში­ნა­უ­რი თუ გა­რე­შე მტე­რი წკიპ­ზე იყო შე­მარ­თუ­ლი სუ­ვე­რე­ნუ­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩა­სან­თ­ქ­მე­ლად, ბოლ­შე­ვი­კე­ბიც ნელ-ნე­ლა მო­ი­წევ­დ­ნენ სა­ქარ­თ­ვე­ლოს­კენ, ნოე ჟორ­და­ნი­ას მთავ­რო­ბა მშობ­ლი­ურ ეკ­ლე­სი­ას უცხა­დებ­და ბრძო­ლას. ბე­დის ირო­ნი­ით, ის "მან­კი­ე­რი შვი­ლე­ბი" მო­სუ­ლიყ­ვ­ნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, ვის­გა­ნაც სამ­შობ­ლოს დახ­ს­ნას სთხოვ­და 900-იან წლებ­ში უფალს იმ­ჟა­მად ეპის­კო­პო­სი ლე­ო­ნი­დი. შექ­მ­ნი­ლი ვი­თა­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, კა­თო­ლი­კო­სი ენერ­გი­უ­ლად შე­უდ­გა ეკ­ლე­სი­ის მარ­თ­ვა-გამ­გე­ო­ბას.

მი­სი უწ­მინ­დე­სო­ბა ბევრს ეცა­და მთავ­რო­ბის­თ­ვის შთა­ე­გო­ნე­ბი­ნა, რომ "თა­ვი­სუფ­ლე­ბა მარ­ტო იქა ჰხა­რობს, სა­დაც ტრი­ა­ლებს სუ­ლი უფ­ლი­სა", შე­ახ­სე­ნებ­და ქარ­თ­ვე­ლი ერის ცხოვ­რე­ბა­ში ეკ­ლე­სი­ის უთ­ვალ­სა­ჩი­ნო­ეს წვლილს, მაგ­რამ მარ­ქ­სის მა­ტე­რი­ა­ლის­ტურ მოძღ­ვ­რე­ბა­ზე აღ­ზ­რ­დი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თ­ვის უცხო იყო ქრის­ტეს მოძღ­ვ­რე­ბა. კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქ­მა მკაც­რად დაგ­მო სო­ცი­ა­ლის­ტე­ბი ეკ­ლე­სი­ის­თ­ვის სას­წავ­ლე­ბელ­თა შე­ნო­ბე­ბის, მი­წე­ბის ჩა­მორ­თ­მე­ვის, სკო­ლე­ბი­დან საღ­ვ­თო რჯუ­ლის ამო­ღე­ბის გა­მო. მის­მა და­პი­რის­პი­რე­ბამ ნოე ჟორ­და­ნი­ას­თან პიკს მი­აღ­წია, რო­ცა ამ უკა­ნას­კ­ნე­ლის მი­თი­თე­ბით, გე­ლა­თის მო­ნას­ტ­რი­დან სა­ეკ­ლე­სიო სიწ­მინ­დე­ე­ბი და გან­ძე­უ­ლი გა­ი­ტა­ნეს. უწ­მინ­დეს­მა გა­უ­გო­ნარ მკრე­ხე­ლო­ბად შე­ა­ფა­სა ეს ქმე­დე­ბა და მა­თი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უკან დაბ­რუ­ნე­ბა მო­ითხო­ვა. ქვეყ­ნის სუ­ლი­ე­რი სა­ჭეთ­მ­პყ­რო­ბე­ლი მი­უ­თი­თებ­და, რომ "მი­სი გა­ჩუ­მე­ბა იქ­ნე­ბო­და ღა­ლა­ტი ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ი­სა". მან "უღ­რ­მე­სი გუ­ლის­წყ­რო­მა და უსას­ტი­კე­სი გა­კიცხ­ვა" გა­მო­უცხა­და მთავ­რო­ბის თავ­მ­ჯ­დო­მა­რეს...

ბოლ­შე­ვი­კე­ბის შე­მოჭ­რის ჟამს პატ­რი­არ­ქ­მა ერს მხურ­ვა­ლე ქა­და­გე­ბე­ბით მი­მარ­თა. ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სია და მი­სი მე­თა­უ­რი, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან გარ­თუ­ლე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, უყოყ­მა­ნოდ დად­გა მის გვერ­დით. 1921 წლის 21 თე­ბერ­ვალს სა­კა­თა­ლი­კო­სო საბ­ჭომ მი­ი­ღო 6-პუნ­ქ­ტი­ა­ნი მი­მარ­თ­ვა სხვა­დას­ხ­ვა ეპარ­ქი­ი­სად­მი, რო­მე­ლიც იმ მო­მენ­ტის­თ­ვის აუცი­ლე­ბელ საღ­ვ­თის­მ­სა­ხუ­რო რი­ტუ­ა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბას, ტაძ­რე­ბის გან­ძე­უ­ლის დაც­ვას, ომის სა­ჭი­რო­ე­ბის­თ­ვის შე­წი­რუ­ლო­ბე­ბის შეგ­რო­ვე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და. პატ­რი­არ­ქის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით სა­კა­თა­ლი­კო­სო საბ­ჭომ უმოკ­ლეს დრო­ში მო­ა­ხერ­ხა ეროვ­ნუ­ლი გან­ძის გა­და­მალ­ვა და ქუ­თა­ის­ში გა­და­ტა­ნა. თე­ბერ­ვ­ლის ქარ­ცეცხ­ლი­ან დღე­ებ­ში ეკ­ლე­სი­ის მა­მამ­თა­ვარ­მა ფრონ­ტის ხა­ზი მო­ი­ნა­ხუ­ლა, გა­და­ი­ხა­და სა­გან­გე­ბო პა­რაკ­ლი­სი, და­ლო­ცა ქარ­თ­ვე­ლი იუნ­კ­რე­ბი...

მო­წა­მებ­რი­ვი იყო გა­კო­მუ­ნის­ტე­ბულ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში კა­თო­ლი­კო­სის ცხოვ­რე­ბა. იგი ბოლ­შე­ვი­კე­ბის მთა­ვარ სა­მიზ­ნედ იქ­ცა. არ აპა­ტი­ეს ბევ­რი რამ, გან­სა­კუთ­რე­ბით კო­მუ­ნის­ტე­ბის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო ქა­და­გე­ბე­ბი, ბრძო­ლებ­ში და­ღუ­პუ­ლი იუნ­კ­რე­ბის­თ­ვის სამ­ხედ­რო ტა­ძარ­ში წირ­ვის გა­დახ­და და წე­სის აგე­ბა, რო­მელ­საც ნოე ჟორ­და­ნი­აც ეს­წ­რე­ბო­და თა­ვი­სი მი­ნის­ტ­რე­ბით.

ქუ­თა­ი­სი­დან თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბულ უწ­მინ­დესს "დაღ­ვ­რე­მილ-გა­ტან­ჯუ­ლი ქარ­თ­ვე­ლო­ბა და გა­ხა­რე­ბუ­ლი უცხო ტო­მელ­ნი" დახ­ვ­და (ს. ვარ­დო­სა­ნი­ძე). ბი­ძის, წმინ­და ალექ­სან­დ­რეს მსგავ­სად "სცი­ო­და და არ თბე­ბო­და, სწყუ­რო­და და არ სვამ­და, ში­ო­და და არ ჭამ­და". 1919 წლის ზამ­თარ­ში იგი მღვდელ ისე სუ­ხიშ­ვილს წერ­და: "აქ ისე­თი სიძ­ვი­რეა, სულ აღარ შე­იძ­ლე­ბა ცხოვ­რე­ბა, რაც შენ წახ­ვე­დი, ჩე­მი სახ­ლი აღარ გამ­თ­ბა­რა". ხალ­ხის ტკი­ვი­ლე­ბით გამ­წა­რე­ბულ­მა, წყა­როს წყლის მი­ღე­ბა­ზეც უარი გა­ნაცხა­და და იმა­ვე წყალს სვამ­და, რო­მელ­საც მი­სი მრევ­ლი იღებ­და.

გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბით, უწ­მინ­დე­სი წყლის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი ეპი­დე­მი­ით გარ­და­იც­ვა­ლა, თუმ­ცა, მი­სი მო­წამ­ვ­ლის ვერ­სი­აც დღემ­დე გა­ნი­ხი­ლე­ბა. წმინ­და ამ­ბ­რო­სი აღ­მ­სა­რებ­ლის სიტყ­ვით, "ი­გი გა­ნიც­დი­და უკი­დუ­რეს სი­ღა­რი­ბეს. ბევ­რი ნაღ­ვე­ლი შე­ვას­ვით მას. ჭი­რი არ უნ­და და­ი­ფა­როს და არც ეს არის და­სა­ფა­რა­ვი". მი­სი პატ­რი­არ­ქო­ბის ჟა­მის ფო­ტოც არ გვაქვს. უამ­რა­ვი პრობ­ლე­მით დამ­ძი­მე­ბულს არც გახ­სე­ნე­ბია, შთა­მო­მავ­ლო­ბის­თ­ვის და­ე­ტო­ვე­ბი­ნა იგი. ის, რაც გვაქვს, მე­უ­ფე ეფ­რემს (სი­და­მო­ნი­ძე – მო­მა­ვა­ლი კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი) შე­უქ­მ­ნია "ნიშ­ნად მი­სი უწ­მინ­დე­სო­ბის გა­უქ­რო­ბე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი­სა". 1950 წელს უკ­ვე მიტ­რო­პო­ლი­ტი ეფ­რე­მი ამ ფო­ტოს უძღ­ვ­ნის კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არქ კა­ლის­ტ­რა­ტე ცინ­ცა­ძეს (ფო­ტო მე­უ­ფე ეფ­რე­მის წარ­წე­რით იხ. აქ­ვე).

მი­სი მა­მუ­ლიშ­ვი­ლუ­რი გზის ცოცხალ მნა­თობ­თა – გამ­ზ­რ­დე­ლი ბი­ძი­სა და მი­სი სუ­ლი­ე­რი შვი­ლის, წმინ­და ილია მარ­თ­ლის ტრი­ა­და – ენა, მა­მუ­ლი, სარ­წ­მუ­ნო­ე­ბა გა­ი­ხა­და სა­ლო­ცავ ხა­ტად: "უ­მერ­მი­სო და უდღე­უ­რია ერი, რო­მელ­საც გაჰ­ნე­ლე­ბია საღ­მ­რ­თო ცეცხ­ლი, შეს­ც­ვ­ლია მა­მულ­ზედ გუ­ლი და და­უ­კარ­გავს სამ­შობ­ლო ენა". ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ის ის­ტო­რი­ის მკვლევ­რის, მიტ­რო­პო­ლიტ ანა­ნი­ას შე­ფა­სე­ბით, "მიტ­რო­პო­ლი­ტი ლე­ო­ნი­დი იყო ერთ-ერ­თი უდი­დე­სი შე­მოქ­მე­დი ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლი­ი­სა კი­რი­ონ­თან ერ­თად".

ზუ­რაბ ოქ­რო­პი­რი­ძე
ჟურნალი "ისტორიანი",#79
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!