რა აკავშირებს ავსტრიაში დაცულ და წალენჯიხის ტაძრის ფრესკაზე გამოსახულ სამეფო გვირგვინებს?
22-10-2017
რა აკავშირებს ავსტრიაში დაცულ და წალენჯიხის ტაძრის ფრესკაზე გამოსახულ სამეფო გვირგვინებს?
ორი წლის წინ ავსტრიაში სამეცნიერო ექსპედიციაში ყოფნისას საშუალება მომეცა, ავსტრიის მეფეთა საგანძური დამეთვალიერებინა. საგამოფენო დარბაზში ერთ-ერთმა ნივთმა – ძვირფასმა გვირგვინმა მიიპყრო ყურადღება.

მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ამ სამეფო გვირგვინს, რომელიც ხელოვნების საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს, შესაძლოა საქართველოს ისტორიისათვისაც ჰქონდეს მნიშვნელობა.
ავ­ს­ტ­რი­ის მე­ფე­თა სა­გან­ძუ­რის გვირ­გ­ვი­ნი ერთ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ის­ტო­რი­ულ გა­რე­მო­ე­ბას უკავ­შირ­დე­ბა.
რუ­დოლფ II ჰაბ­ს­ბურ­გის, საღ­ვ­თო რო­მის იმ­პე­რა­ტო­რის (1576-1612 წწ.), ავ­ს­ტ­რი­ის ერ­ც­ჰერ­ცო­გი­სა და ხორ­ვა­ტი­ის, უნ­გ­რე­თი­სა და ბო­ჰე­მი­ის მე­ფის ზე­ო­ბი­სას, მი­სი პო­ლი­ტი­კის წი­ნა­აღ­მ­დეგ უნ­გ­რე­თის მთებ­ში აჯან­ყე­ბამ
იფეთ­ქა. ამ აჯან­ყე­ბას იშ­ტ­ვან ბოჩ­კაი (1557-1606) ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­და, რო­მელ­მაც 1605 წელს თა­ვი ტრან­სილ­ვა­ნი­ის გრა­ფად გა­მო­აცხა­და, იმ­პე­რი­ის ჯა­რებ­ზე გა­მარ­ჯ­ვე­ბის შემ­დეგ კი უნ­გ­რე­თის პრინ­ცი გახ­და. 1605 წლის 11 ნო­ემ­ბერს იშ­ტ­ვა­ნის თხოვ­ნით, ოს­მა­ლე­თის სულ­თან­მა აჰ­მედ I-მა, რო­მე­ლიც იმ პე­რი­ოდ­ში იმ­პე­რა­ტორ რუ­დოლფ II-სთან სა­ო­მარ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო, აჯან­ყე­ბუ­ლი პრინ­ცი უნ­გ­რე­თის მე­ფედ
გა­მო­აცხა­და. იშ­ტ­ვა­ნი მო­ნარ­ქად დი­დი ვე­ზი­რის, ლა­ლა მეჰ­მედ ფა­შას მი­ერ გა­მოგ­ზავ­ნი­ლი გვირ­გ­ვი­ნით აკურ­თხეს.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბოჩ­კაი გვირ­გ­ვინს სულ­თ­ნის სა­ჩუქ­რად აცხა­დებ­და, და ზო­გი­ერ­თი ცნო­ბით, მოგ­ვი­ა­ნე­ბით მე­ფო­ბა­ზეც უარი თქვა, ეს გვირ­გ­ვი­ნი უნ­გ­რეთ­ში ოს­მა­ლუ­რი პრო­ტექ­ტო­რა­ტის დამ­ყა­რე­ბის სიმ­ბო­ლოდ იქ­ცა. 1606 წლის 11 ნო­ემ­ბერს ავ­ს­ტ­რი­ა­სა და ოს­მა­ლეთს შო­რის გა­ფორ­მე­ბულ­მა ჟიტ­ვა­ტო­რო­კის ზავ­მა 13-წლი­ან ომს წერ­ტი­ლი და­უს­ვა. 1608 წელს, რო­ცა იშ­ტ­ვან ბოჩ­კაი უკ­ვე გარ­დაც­ვ­ლი­ლი იყო, ერ­ც­ჰერ­ცო­გი მა­თი­ა­ში (მო­მა­ვა­ლი საღ­ვ­თო რო­მის იმ­პე­რი­ის იმ­პე­რა­ტო­რი) უნ­გ­რე­თის მე­ფედ აკურ­თხეს და უნ­გ­რე­თის პარ­ლა­მენ­ტ­მა მას სწო­რედ იშ­ტ­ვა­ნის გვირ­გ­ვი­ნი აჩუ­ქა. 1610 წელს კი უნ­გ­რელ­მა დი­დე­ბულ­მა დი­ორდ თურ­ზომ უნი­კა­ლუ­რი ნივ­თი ვე­ნა­ში ჩა­ი­ტა­ნა და მას შემ­დეგ გვირ­გ­ვი­ნი ავ­ს­ტ­რი­ის მე­ფე­თა ხა­ზი­ნა­ში ინა­ხე­ბო­და.

გვირ­გ­ვი­ნი ორი ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბა. ეს არის ზამ­ბა­ხე­ბის სტი­ლი­ზე­ბუ­ლი ჰე­რალ­დი­კუ­რი ფი­გუ­რე­ბით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი წრე და და­ხუ­რუ­ლი სფე­რო­სებ­რი ჩაფხუ­ტი.
შუბ­ლის ანუ მთა­ვა­რი ზამ­ბა­ხი გა­მო­ყო­ფი­ლია სამ­კუთხე­დი ზურ­მუხ­ტით, ჰე­რალ­დი­კუ­რი ფი­გუ­რა მარ­გა­ლი­ტე­ბით გამ­შ­ვე­ნე­ბუ­ლი ბერ­ძ­ნუ­ლი ჯვრით სრულ­დე­ბა. ცნო­ბი­ლია, რომ ოს­მა­ლებს გვირ­გ­ვი­ნის ტა­რე­ბის ტრა­დი­ცია არ ჰქონ­დათ, ამი­ტომ მიჩ­ნე­უ­ლია, რომ იშ­ტ­ვა­ნის გვირ­გ­ვი­ნის მო­დე­ლად აღე­ბუ­ლია აღ­მო­სავ­ლელ ეპის­კო­პოს­თა მიტ­რის ფორ­მა, თა­ვის მხრივ კი, ეპის­კო­პოს­თა მიტ­რა ბი­ზან­ტი­ის იმ­პე­რა­ტორ­თა თავ­სა­ბუ­რა­ვი­დან, ანუ კა­მი­ლავ­კი­დან (კუნ­კუ­ლი­დან) იღებს სა­ფუძ­ველს. გვირ­გ­ვი­ნის სარ­ჩულს ძვირ­ფა­სი სპარ­სუ­ლი აბ­რე­შუ­მი წარ­მო­ად­გენს, აქ­ვეა ოს­ტა­ტის – "მუ­მი­ნის" ხელ­მო­წე­რა და მი­თი­თე­ბუ­ლია რომ ის ის­პა­ჰან­ში, შაჰ-აბას დი­დის კარ­ზე მოღ­ვა­წე­ობ­და. ამ­დე­ნად ირ­კ­ვე­ვა, რომ გვირ­გ­ვი­ნი სპარ­სეთ­შია შექ­მ­ნი­ლი. მაგ­რამ რა კავ­ში­რი აქვს შო­რე­ულ ავ­ს­ტ­რი­ა­ში და­ცულ ამ ძვირ­ფას ნივთს სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თან? ამ კითხ­ვა­ზე პა­სუხს წა­ლენ­ჯი­ხის ტა­ძარ­ში შე­მორ­ჩე­ნი­ლი ერ­თი ფრეს­კა იძ­ლე­ვა.

აქ ტაძ­რის სამ­ხ­რეთ ეკ­ვ­დერ­ში ცენ­ტ­რა­ლუ­რი ად­გი­ლი ორი ქტი­ტო­რის პორ­ტ­რეტს უკა­ვია, ერ­თი სა­მეგ­რე­ლოს მთა­ვა­რი მა­ნუ­ჩარ I და­დი­ა­ნია, მე­ო­რე კი მი­სი მე­უღ­ლე, კა­ხე­თის მე­ფის ალექ­სან­დ­რე II-ის ქა­ლიშ­ვი­ლი ნეს­ტან-და­რე­ჯა­ნი. მთა­ვარს წი­თე­ლი ხას­ხა­სა ქსო­ვი­ლის­გან შე­კე­რი­ლი მო­სას­ხა­მი და თეთ­რი პე­რან­გი აც­ვია. მო­სას­ხა­მის სა­ყე­ლო, კი­დე­ე­ბი და სა­ხე­ლო­ე­ბი ოქ­როს­ფე­რი ორ­ნა­მენ­ტე­ბი­თა და მარ­გა­ლი­ტე­ბი­თაა შემ­კუ­ლი. მა­ნუ­ჩარს წელ­ზე ორი ქა­მა­რი უკე­თია, ერ­თი ოქ­რო­სია და ის მო­სას­ხა­მის შე­საკ­რა­ვის ფუნ­ქ­ცი­ა­საც ას­რუ­ლებს, მე­ო­რე ქსო­ვი­ლი­საა და აღ­მო­სავ­ლურ სტილ­შია გა­ნას­კ­ვუ­ლი. თუმ­ცა ყვე­ლა­ზე სა­ყუ­რადღე­ბო მთავ­რის გვირ­გ­ვი­ნია, რო­მე­ლიც იმ­დე­ნად ჰგავს იშ­ტ­ვა­ნის ზე­მოხ­სე­ნე­ბულ გვირ­გ­ვინს, რომ ამ ორი ნივ­თის შე­და­რე­ბის სურ­ვი­ლი გიჩ­ნ­დე­ბა.

მა­ნუ­ჩა­რის ფრეს­კა­ზე და­ხა­ტუ­ლი გვირ­გ­ვი­ნიც, ავ­ს­ტ­რი­ა­ში და­ცუ­ლის მსგავ­სად, ორი ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბა. გა­რე მხა­რე სტი­ლი­ზე­ბუ­ლი ზამ­ბა­ხე­ბის­გა­ნაა დამ­ზა­დე­ბუ­ლი, ში­და მხა­რე კი ისე­თი­ვე ჩაფხუ­ტია, რო­გო­რიც მე­ფე იშ­ტ­ვა­ნი­სა. ერ­თ­ნა­ი­რია ძვირ­ფა­სი თვლე­ბის შერ­ჩე­ვი­სა და გა­ნა­წი­ლე­ბის სის­ტე­მაც კი, მა­ნუ­ჩა­რის გვირ­გ­ვი­ნის შემ­კუ­ლო­ბა­ში, ისე­ვე რო­გორც უნ­გ­რულ­ში, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია სა­მი ძვირ­ფა­სი ქვა: ზურ­მუხ­ტი, ლა­ლი და მარ­გა­ლი­ტი. ორი­ვე გვირ­გ­ვი­ნის თავს კვერ­ცხის ფორ­მის ზურ­მუხ­ტი ას­რუ­ლებს.

არის მცი­რე­ო­დე­ნი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბაც. მა­ნუ­ჩა­რის გვირ­გ­ვი­ნის შემ­კუ­ლო­ბა­ში ვხე­დავთ ე.წ. რა­ჟამს, ანუ სპარ­სულ ბუმ­ბულს. ის მარ­ცხე­ნა მხა­რეს, კუთხე­შია ჩა­მაგ­რე­ბუ­ლი. სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­მეგ­რე­ლო­ში თავ­სა­ბუ­რა­ვის ბუმ­ბუ­ლით გა­ფორ­მე­ბა მო­დუ­რად და პო­პუ­ლა­რუ­ლად მი­იჩ­ნე­ო­და. არ­ქან­ჯე­ლო ლამ­ბერ­ტი წერ­და: "მეგ­რე­ლი ქა­ლე­ბი "თავ­ზე იხუ­რა­ვენ ძლი­ერ თხელ­სა და თეთრ ლე­ჩაქს, სამ უბედ გა­მოჭ­რილს, ისე რომ ერ­თი უბე ზურ­გ­ზე აქვთ ჩა­მოშ­ვე­ბუ­ლი და და­ნარ­ჩე­ნი ორი – მხრებ­ში. ლე­ჩაქს თავ­ზე ამაგ­რებს ოქ­რომ­კე­დის თუ აბ­რე­შუ­მის ერ­თ­ნა­ი­რი ქუ­დი, რო­მე­ლიც გვირ­გ­ვინ­სა ჰგავს. ამ ახი­რე­ბულ გვირ­გ­ვინ­ზე ჩვე­უ­ლებ­რივ წა­მო­აც­მე­ვენ ფრთას ან მშვე­ნი­ერ ყვა­ვილ­სა". თავ­სა­ბუ­რა­ვის ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი წე­სით მორ­თ­ვის ტრა­დი­ცია, გა­მო­რიცხუ­ლი არ არის, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ოს­მა­ლე­თი­დან გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი­ყო, რად­გან აღ­მო­სავ­ლე­ლი მმარ­თ­ვე­ლე­ბი დოლ­ბან­დის გა­სა­ფორ­მებ­ლად უმე­ტეს შემ­თხ­ვე­ვა­ში სწო­რედ რა­ჟამს იყე­ნებ­დ­ნენ.

კი­დევ ერ­თი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა შუბ­ლის ანუ მთა­ვა­რი ზამ­ბა­ხის გა­ფორ­მე­ბაა. თუ იშ­ტ­ვა­ნის გვირ­გ­ვინ­ზე ის მარ­გა­ლი­ტე­ბით გამ­შ­ვე­ნე­ბუ­ლი ბერ­ძ­ნუ­ლი ჯვრი­თაა გა­ლა­მა­ზე­ბუ­ლი, მა­ნუ­ჩარ­თან სა­დად და უპ­რე­ტენ­ზი­ოდ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. ყვე­ლა სხვა შემ­თხ­ვე­ვა­ში იდენ­ტუ­რია შეს­რუ­ლე­ბის სტი­ლი, ფორ­მე­ბი, მო­ხა­ზუ­ლო­ბა. ემ­თხ­ვე­ვა გვირ­გ­ვი­ნე­ბის დამ­ზა­დე­ბი­სა და მის მფლო­ბელ­თა მოღ­ვა­წე­ო­ბის პე­რი­ო­დიც: თუ იშ­ტ­ვან ბოჩ­კაი 1605-1606 წლებ­ში მე­ფობ­და, მა­ნუ­ჩა­რი 1590-1611 წლებ­ში იყო მთა­ვა­რი.

ჩნდე­ბა კითხ­ვა: – რა მოვ­ლე­ნას­თან გვაქვს საქ­მე, რამ გა­მო­იწ­ვია უნ­გ­რე­თის მე­ფი­სა და სა­მეგ­რე­ლოს მთავ­რის გვირ­გ­ვინ­თა ესო­დე­ნი მსგავ­სე­ბა?
რო­გორც ჩანს, ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რი­ა­ში არ­სე­ბობ­და ტრა­დი­ცია, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც სულ­თ­ნე­ბი თა­ვი­ანთ ქვე­შევ­რ­დომ მმარ­თ­ვე­ლებ­სა თუ მთავ­რებს გვირ­გ­ვი­ნით ასა­ჩუქ­რებ­დ­ნენ. ეს, ერ­თი მხრივ, მათ გა­მორ­ჩე­უ­ლო­ბა­ზე მი­უ­თი­თებ­და, თუმ­ცა ხაზს უს­ვამ­და მათ ყმო­ბა­საც და აღი­ა­რებ­და მა­თი დამ­სა­ჩუქ­რებ­ლის ანუ სულ­თ­ნის უზე­ნა­ე­სო­ბას. მსგავ­სი სა­ხის ტრა­დი­ცი­ას ჩვენ აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ვხე­დავთ, ოღონდ ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში სა­ჩუ­ქა­რი ხა­ლა­თი იყო.

ირა­ნუ­ლი ხა­ლა­თის ჩუ­ქე­ბის წე­სის ქარ­თ­ლ­ში დამ­კ­ვიდ­რე­ბას ვა­ხუშ­ტი ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი როს­ტო­მის (1632-1658) გა­მე­ფე­ბას უკავ­ში­რებს და აღ­ნიშ­ნავს: "ხო­ლო როს­ტომ მე­ფე აძ­ლევ­და ქარ­თ­ველ­თა ლე­ი­ნის ხა­ლა­თებ­სა და მცი­რე­სა მი­სა­ცემ­სა, რა­მე­თუ მა­შინ ქარ­თ­ველ­თა არ იცოდ­ნენ კა­ბა და არ­ცა ჰყუ­ა­რობ­დ­ნენ მორ­თ­ვა­სა". ამ ცნო­ბამ­დე შე­და­რე­ბით ად­რე­უ­ლი ხა­ნის წყა­რო­ე­ბის მი­მო­ხილ­ვი­სას, ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი გად­მოგ­ვ­ცემს ქარ­თულ წე­რი­ლო­ბით წყა­რო­ებ­ში და­დას­ტუ­რე­ბულ პირ­ველ ცნო­ბას ქარ­თ­ვე­ლი მე­ფის­თ­ვის ირა­ნუ­ლი ხა­ლა­თის ბო­ძე­ბის შე­სა­ხებ. ვა­ხუშ­ტის მო­ნათხ­რო­ბის მი­ხედ­ვით, გი­ორ­გი X-ს (1600-1605) ყე­ე­ნის ნა­ბო­ძე­ბი ხა­ლა­თი მი­არ­თ­ვეს, რო­მელ­მაც: "ა­რა აღი­ხა­და სა­მო­სე­ლი თვი­სი, არა­მედ მას ზე­და შთა­იც­ვა ხა­ლა­თი". რო­გორც ის­ტო­რი­კოს­მა გუ­ლი­კო კვან­ტი­ძემ გა­მო­არ­კ­ვია, აღ­ნიშ­ნუ­ლი ჩვე­უ­ლე­ბა როს­ტო­მის გა­მე­ფე­ბამ­დეც ცნო­ბი­ლი ყო­ფი­ლა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში.

სა­ყუ­რადღე­ბოა ხა­ლა­თის ჩაც­მის დე­ტა­ლი, რო­მელ­საც გი­ორ­გი X-ის შემ­თხ­ვე­ვა­ში ვხე­დავთ. მან "ა­რა აღი­ხა­და" ეროვ­ნუ­ლი სა­მო­სი, არა­მედ მას­ზე (ქარ­თულ სა­მოს­ზე) გა­და­იც­ვა ხა­ლა­თი.
ირა­ნის შა­ჰის სა­პა­ტიო ხა­ლა­თი გი­ორ­გი XI-საც (1676-1688) მი­უ­ღია. ამ დროს მე­ფეს ქარ­თუ­ლი სა­მო­სი გა­უხ­დია და სპარ­სულ ყა­ი­და­ზე შე­მო­სი­ლი გა­მო­სუ­ლა ნა­რი­ყა­ლას ცი­ხი­დან.
ამ სა­კითხ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ინ­ტე­რე­სო ცნო­ბას გვაწ­ვ­დის XVII სა­უ­კუ­ნის იტა­ლი­ე­ლი მი­სი­ო­ნე­რი და მოგ­ზა­უ­რი დი­ო­ნი­ჯი კარ­ლი. იგი დე­ტა­ლუ­რად აღ­წერს ყე­ე­ნის მი­ერ ნა­ბო­ძე­ბი ხა­ლა­თის ჩაც­მის ცე­რე­მო­ნი­ას და აღ­ნიშ­ნავს, რომ შა­ჰის გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ხა­ლა­თის ჩაც­მას თა­ვი­სი წე­სი ჰქონ­და. აი, რო­გორ აღ­წერს ამ ამ­ბავს იტა­ლი­ე­ლი მოგ­ზა­უ­რი: "მე­ფე გი­ორ­გი XI ერ­თი კვი­რით ად­რე გას­ცემს ბრძა­ნე­ბას, ქა­ლა­ქის მო­ე­დან­ზე სპარ­სუ­ლი ხა­ლა­თის ჩაც­მის ცე­რე­მო­ნი­ის შე­სა­ხებ. სა­დაც მას, სა­პა­ტიო სა­მო­სის (ი­რა­ნუ­ლი) მი­ღე­ბი­თა და ჩაც­მით, საქ­ვეყ­ნოდ უნ­და ეღი­ა­რე­ბი­ნა ირა­ნის შა­ჰის მორ­ჩი­ლე­ბა. დად­გა დათ­ქ­მუ­ლი დრო. მო­ე­და­ნი ხალ­ხით აივ­სო. მზის ჩას­ვ­ლამ­დე სა­მი სა­ა­თით ად­რე, მშვე­ნი­ერ ცხენ­ზე ამ­ხედ­რე­ბუ­ლი, ქარ­თულ ეროვ­ნულ სა­მოს­ში გა­მოწყო­ბი­ლი მე­ფე სა­მე­ფო სა­სახ­ლი­დან გა­მო­ვი­და.

მას თან ახ­ლ­და ხმლი­თა და ხელ­თო­ფე­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი 50 ქვე­ი­თი მე­ო­მა­რი. ამა­ლამ ჩვე­უ­ლი წე­სი­სა­მებრ, ქა­ლა­ქის ბა­ზარ­ზე გა­ი­ა­რა და ცი­ხე­ში შე­ვი­და. მე­ფე ცი­ხე­ში ქარ­თულ სა­მოსს იხ­დის და სპარ­სე­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით ხელ­მ­წი­ფის­გან გა­მოგ­ზავ­ნილ ხა­ლათს იც­ვამს. სპარ­სულ ყა­ი­და­ზე ჩაც­მუ­ლი, ცი­ხი­დან (ნა­რი­ყა­ლა) გა­მო­სუ­ლი მე­ფე იმა­ვე გზით ბრუნ­დე­ბა სა­სახ­ლე­ში. ეს ხა­ლა­თი მას მთე­ლი დღე ეც­ვა. მეტ­ხან­საც შე­ეძ­ლო სცმო­და, თუ­კი ამას მო­ი­სურ­ვებ­და".

იტა­ლი­ე­ლი მი­სი­ო­ნე­რის ცნო­ბე­ბის მი­ხედ­ვით ირ­კ­ვე­ვა, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში შა­ჰის მი­ერ გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ხა­ლა­თის ჩაც­მის დად­გე­ნი­ლი წე­სი არ­სე­ბობ­და და ის ირა­ნის მბრძა­ნებ­ლი­სად­მი მორ­ჩი­ლე­ბის აღი­ა­რე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რი ფორ­მა იყო. ამ მხრივ გი­ორ­გი XI-ს წე­სი ზედ­მი­წევ­ნით და­უ­ცავს და შა­ჰის ქვე­შევ­რ­დო­მო­ბის­თ­ვის ბო­ლომ­დე გა­უს­ვამს ხა­ზი, გი­ორ­გი X კი სხვაგ­ვა­რად მო­იქ­ცა, რო­ცა ყე­ე­ნის ნა­ბო­ძე­ბი ხა­ლა­თი ქარ­თულ ტან­საც­მელ­ზე გა­და­იც­ვა. ამის გა­მო დი­დე­ბუ­ლე­ბის­გან შე­ნიშ­ვ­ნაც მი­უ­ღია, ეს საქ­ცი­ე­ლი შა­ჰის­თ­ვის მო­სა­წო­ნი არ იქ­ნე­ბაო. მე­ფეს უპა­სუ­ხია: "თქვენ არა იცით არ­ცა ერ­თი, უკე­თუ ვყო ეგ­რეთ, მერ­მე მითხ­რის სხუ­ა­ცა ნე­ბი­სა თვი­სი­სა ყო­ფად, და აწ ამი­სათ­ვის ეს­რეთ უმ­ჯო­ბეს არი­სო". ცხა­დია, ამ­გ­ვა­რი მოქ­მე­დე­ბით ქარ­თ­ველ­მა მე­ფემ ირა­ნის შა­ჰის სა­ნა­ხევ­როდ მორ­ჩი­ლე­ბას გა­უს­ვა ხა­ზი.
ამ­დე­ნად, ცხა­დია, რომ აღ­მო­სავ­ლე­ლი მმარ­თ­ვე­ლე­ბის მი­ერ გა­მოგ­ზავ­ნი­ლი სა­ჩუქ­რის მთა­ვა­რი ფუნ­ქ­ცია მჩუ­ქებ­ლის უზე­ნა­ე­სო­ბის აღი­ა­რე­ბა იყო. თუ ქარ­თ­ლ­ში ასეთ სიმ­ბო­ლოდ ხა­ლა­თი მი­იჩ­ნე­ო­და, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ის, სა­ვა­რა­უ­დოდ, გვირ­გ­ვი­ნი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო.

იშ­ტ­ვან ბოჩ­კა­ი­სა და მა­ნუ­ჩარ და­დი­ა­ნის გვირ­გ­ვი­ნე­ბის მსგავ­სე­ბა ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტ­ზე მი­უ­თი­თებს, ცხა­დია, მათ შო­რის იმა­ზეც, რომ ორი­ვე შემ­თხ­ვე­ვა­ში მჩუ­ქე­ბე­ლი ოს­მა­ლე­თის სულ­თა­ნია.
თუ ბოჩ­კა­ის სულ­თან­მა გვირ­გ­ვი­ნი რუ­დოლფ II-ის წი­ნა­აღ­მ­დეგ მო­კავ­ში­რე­ო­ბი­სა და უნ­გ­რეთ­ზე პრო­ტექ­ტო­რა­ტის დამ­ყა­რე­ბის ნიშ­ნად გა­უგ­ზავ­ნა, სა­მეგ­რე­ლოს მთა­ვა­რიც ოს­მა­ლებ­მა ალ­ბათ მსგავ­სი მოვ­ლე­ნის გა­მო და­ა­ჯილ­დოვ­ეს, ოღონდ რო­გორც ჩანს, ცო­ტა უფ­რო ად­რე. აქ უნ­და გა­ვიხ­სე­ნოთ, რომ 1568 წელს სა­მეგ­რე­ლოს მთა­ვა­რი ლე­ვან I და­დი­ა­ნი, იმე­რეთ­ში იანეთ­თან ბრძო­ლა­ში და­მარ­ცხ­და. იმე­რე­თის მე­ფის ბაგ­რატ III-ისა და გი­ორ­გი II გუ­რი­ე­ლის ში­შით, მთა­ვა­რი სტამ­ბოლს წა­ვი­და დახ­მა­რე­ბის სათხოვ­ნე­ლად. სულ­თან­მა და­დი­ა­ნი დი­დი სი­ხა­რუ­ლით მი­ი­ღო, აჩუ­ქა ცხრა ხო­მალ­დი, მის­ცა ტრა­პი­ზო­ნი­სა და არ­ზ­რუ­მის სა­ფა­შო­ე­ბი­დან დამ­ხ­მა­რე ჯა­რი და უკან გა­მო­ის­ტუმ­რა.

სტამ­ბოლ­ში ლე­ვან I და­დი­ანს ხელ­მ­წი­ფის ტი­ტუ­ლიც უბო­ძეს. ჩვე­ნი აზ­რით, არ არის გა­მო­რიცხუ­ლი, გვირ­გ­ვი­ნიც მა­შინ ეჩუ­ქე­ბი­ნათ. თით­ქოს ჰგავს კი­დეც იშ­ტ­ვა­ნი­სა და ლე­ვა­ნის და­ჯილ­დო­ე­ბის ამ­ბა­ვი ერ­თ­მა­ნეთს. ორი­ვე და­სა­ჩუქ­რე­ბულს ოს­მალ­თა მმარ­თ­ვე­ლი, ქვე­შევ­რ­დო­მო­ბას­თან ერ­თად, მო­კავ­ში­რე­ე­ბად მო­ი­საზ­რებ­და.
მარ­თა­ლია, ლე­ვან და­დი­ა­ნი წა­ლენ­ჯი­ხის ფრეს­კა­ზე გვირ­გ­ვი­ნით არ არის გა­მო­სა­ხუ­ლი და ამან შე­იძ­ლე­ბა ჩვე­ნი მო­საზ­რე­ბა ეჭ­ვ­ქ­ვეშ და­ა­ყე­ნოს, თუმ­ცა ვერც იმას გა­მოვ­რიცხავთ, რომ სა­მეგ­რე­ლოს სამ­თავ­რო სახ­ლის მე­თა­ურ­მა ფრეს­კა­ზე და­ხატ­ვა სწო­რედ ტრა­დი­ცი­ულ ეროვ­ნულ სა­მო­ში მო­ი­სურ­ვა.
რუდოლფ II ჰაბსბურგი
თუ მა­ნუ­ჩა­რის გვირ­გ­ვინს ლე­ვან I-ის­თ­ვის ნა­ჩუქ­რად მი­ვიჩ­ნევთ, გა­მო­დის, რომ მას იგი წი­ნაპ­რე­ბის­გან მი­უ­ღია. თუმ­ცა ისიც შე­საძ­ლე­ბე­ლია, ამ ძვირ­ფა­სი რე­გა­ლი­ის პირ­ვე­ლი მფლო­ბე­ლი თა­ვად მა­ნუ­ჩა­რი ყო­ფი­ლი­ყო. ასეა თუ ისე, მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბი­თო­ბის პრინ­ცი­პი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გვირ­გ­ვი­ნი მა­მი­დან შვილს უნ­და გა­დას­ცე­მო­და, ანუ მა­ნუ­ჩა­რის შემ­დეგ იგი ლე­ვან II და­დი­ანს უნ­და მი­ე­ღო.

რო­გორც ჩანს, იშ­ტ­ვა­ნი­სა და მა­ნუ­ჩა­რის გვირ­გ­ვი­ნებს წარ­მო­შო­ბის ად­გი­ლიც სა­ერ­თო ჰქონ­და, – ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში სპარ­სე­თის შა­ჰე­ბის სა­ხე­ლოს­ნო, კერ­ძოდ კი ოს­ტა­ტი "მუ­მი­ნი" ან მი­სი წრე. აშ­კა­რად ეტყო­ბა სპარ­სუ­ლი ხე­ლო­ბა შე­მორ­ჩე­ნილ ქარ­თულ გვირ­გ­ვინს, ალა­ვერ­დე­ლის მიტ­რას, რო­მე­ლიც დე­კა­ნოზ ილია ჭიღ­ლა­ძის გა­მოკ­ვ­ლე­ვის თა­ნახ­მად, კა­ხე­თის დე­დოფ­ლის, ელე­ნე დი­ა­სა­მი­ძის შეკ­ვე­თით ის­პა­ჰან­შია დამ­ზა­დე­ბუ­ლი ქარ­თ­ვე­ლი ოს­ტა­ტის, პა­პუა ბე­ბუ­რიშ­ვი­ლის მი­ერ. ჩანს, ის­პა­ჰან­ში გვირ­გ­ვი­ნე­ბის დამ­ზა­დე­ბის დი­დი და გა­მოც­დი­ლი სკო­ლა არ­სე­ბობ­და და ამ სკო­ლის ნა­წარ­მით არა­ერ­თი მმარ­თ­ვე­ლი და უმაღ­ლე­სი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რი სარ­გებ­ლობ­და.

ჩვე­ნი მსჯე­ლო­ბის სა­გა­ნი იმა­ზეც მი­უ­თი­თებს, რომ ქარ­თუ­ლი ფრეს­კის ოს­ტა­ტე­ბი, ქტი­ტორ­თა გა­მო­სახ­ვის დროს შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ზუს­ტად ცდი­ლობ­დ­ნენ ის­ტო­რი­უ­ლი რე­ა­ლო­ბის, კოს­ტი­უ­მის, რე­გა­ლი­ე­ბი­სა და, რა თქმა უნ­და, გა­რეგ­ნო­ბის გად­მო­ცე­მას. მხატ­ვ­რუ­ლი ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ე­ბი და პი­რო­ბი­თო­ბა ასეთ დროს მი­ნი­მუ­მამ­დე იყო დაყ­ვა­ნი­ლი.

გი­ორ­გი კა­ლან­დია
ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლის დი­რექ­ტო­რი
ჟურნალი "ისტორიანი", #78
Tbilisi
23 ნოემბერი 2017 01:04
მეც ვხედავ ქართულ წარწერებს. უცნაურია სტატიაში ამაზე არაფერს რომ არ ამბობენ. შეიძლება საქართველოდან იყოს გატაცებული ეგ გვირგვინი ოსმალების რომელიმე შემოსევის დროს და შემდეგ გადასცეს თავის ვასალს
Tina
18 ნოემბერი 2017 03:02
ქართულ ნაწერებს გვირგვინზე მარტო მე ვხედავ?
T.....
01 ნოემბერი 2017 15:04
ძალიან საინტერესოდ არის გადმოცემული, რაც მეტი იქნება ასეთი კვლევები უფრო მეტი მკითხველი იქნება.