"წითელი ფეოდალის" მკვლელობა
20-10-2017
"წითელი ფეოდალის" მკვლელობა
გრიგორი კოტოვსკი - "წითელი ფეოდალის" მკვლელობა

ნაწილი I
მოს­კო­ვი, 1924 წლის ოქ­ტომ­ბე­რი.

მა­რია ზა­ხარ­ჩენ­კო შეხ­ვედ­რა­ზე დათ­ქ­მულ დროს გა­მოცხად­და. სტა­უ­ნიც­მა ხე­ლი გა­უ­წო­და, გა­ი­ღი­მა:
- მე­გო­ნა, და­იგ­ვი­ა­ნებ­დი...
- შენ­თან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი საქ­მე მაქვს, - ჩუ­მად წარ­მოთ­ქ­ვა მა­რი­ამ, - ისი­ნი ჩვენ­გან კო­ტოვ­ს­კის მოკ­ვ­ლას მო­ითხო­ვენ.
- ვინ ისი­ნი?
- რუ­მი­ნე­ლე­ბი.

ბან­დი­ტი ბრი­გა­დის მე­თა­უ­რად
- რე­ვო­ლუ­ცია გა­სა­ო­ცა­რი რა­მაა! მი­სი არ­სი მოკ­ლედ შე­იძ­ლე­ბა შემ­დეგ­ნა­ი­რად ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბოთ: ძაღ­ლი ორ ფეხ­ზე სი­ა­რულს ლა­მობს, ადა­მი­ა­ნო­ბა­ზე პრე­ტენ­ზი­ას აცხა­დებს, ბან­დი­ტი კი ხა­ნი ან
ემი­რი ხდე­ბა, - წერ­და ცნო­ბი­ლი ყა­ზა­ხი პო­ლი­ტი­კო­სი მუს­ტა­ფა ჩო­კა­ე­ვი (შო­კა­ი).
გრი­გო­რი ივა­ნო­ვიჩ კო­ტოვ­ს­კის ბი­ოგ­რა­ფია ამ სიტყ­ვე­ბის და­დას­ტუ­რე­ბაა. ის 1891 წელს ბე­სა­რა­ბი­ის გუ­ბერ­ნი­ა­ში და­ი­ბა­და. და­ამ­თავ­რა სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ტექ­ნი­კუ­მი. შემ­დეგ მე­მა­მუ­ლეს­თან მო­უ­რა­ვად მუ­შა­ობ­და. პატ­რონ­მა ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რი შეს­თა­ვა­ზა. პა­სუ­ხად კო­ტოვ­ს­კიმ სა­ხე­ში გა­არ­ტყა.
- გრი­გო­რი ივა­ნო­ვი­ჩი ფი­ზი­კუ­რად ძა­ლი­ან ძლი­ე­რი იყო.
დარ­ტყ­მის შე­დე­გად მე­მა­მუ­ლემ გო­ნე­ბა და­კარ­გა, ექი­მებ­მა ტვი­ნის შერ­ყე­ვა და­უდ­გი­ნეს, - წერს რუ­სი ემიგ­რან­ტი ის­ტო­რი­კო­სი და პუბ­ლი­ცის­ტი რო­მან გუ­ლი.

პო­ლი­ცი­ამ კო­ტოვ­ს­კის და­კა­ვე­ბა სცა­და, მაგ­რამ უშე­დე­გოდ. გრი­გო­რიმ თა­ვი ტყეს მის­ცა. მის გარ­შე­მო ნელ-ნე­ლა შე­მო­იკ­რი­ბა თავ­ზე­ხე­ლა­ღე­ბულ­თა ბან­და. კო­ტოვ­ს­კიმ მე­მა­მუ­ლე­თა მა­სობ­რი­ვი ძარ­ც­ვა და­იწყო. ბან­და კარ­გა ხანს მო­უ­ხელ­თე­ბე­ლი გახ­ლ­დათ, თუმ­ცა ბო­ლოს მა­ინც გა­ა­ნად­გუ­რეს, თა­ვად კო­ტოვ­ს­კი კი შე­იპყ­რეს და კი­ში­ნი­ო­ვის ცი­ხე­ში ჩას­ვეს. იქი­დან მა­ლე გა­იქ­ცა და ოდე­სა­ში გა­მოჩ­ნ­და, სა­დაც მის­ნა­ირ თავ­ზე­ხე­ლა­ღე­ბუ­ლებ­თან ერ­თად ძარ­ც­ვავ­და ბან­კებს, სა­ი­უ­ვე­ლი­რო მა­ღა­ზი­ებს და სხვ. ოდე­სის კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­რო­ში ცნო­ბი­ლი იყო მეტ­სა­ხე­ლით "ქა­ჩა­ლა".
ოდე­სის პო­ლი­ცია კო­ტოვ­ს­კის ეძებ­და, ის კი გა­მოპ­რან­ჭუ­ლი, ვი­თომც არა­ფე­რი, ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში და­სე­ირ­ნობ­და. თა­ნახ­მად სა­ბუ­თე­ბი­სა, ფაბ­რი­კან­ტის ვა­ჟი იყო. ერ­თხელ ოპე­რა­ში სპექ­ტაკ­ლ­საც და­ეს­წ­რო. კო­ტოვ­ს­კიმ ბი­ლე­თი ისე აიღო, რომ ოდე­სის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის გვერ­დით მოხ­ვ­და. წარ­მო­სა­დე­გი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ყმაწ­ვი­ლი პო­ლი­ცი­ის უფ­როსს ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა. სპექ­ტაკ­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ კი ჯი­ბე­ში შემ­დე­გი ში­ნა­არ­სის ბა­რა­თი აღ­მო­ა­ჩი­ნა:
- მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ გა­გი­ცა­ნით. პა­ტი­ვის­ცე­მით, გრი­გო­რი კო­ტოვ­ს­კი.

მა­ლე "ქა­ჩა­ლა"კვლავ და­ა­პა­ტიმ­რეს და კა­ტორ­ღა­ში უკ­რეს თა­ვი, სა­ი­და­ნაც გა­იქ­ცა და ბე­სა­რა­ბი­ა­ში ჩა­ვი­და. მა­ლე თა­ვი­სი ძმა­კა­ცე­ბი მო­ძებ­ნა, იშო­ვა ყალ­ბი სა­ბუ­თე­ბი და კვლავ ოდე­სა­ში გა­ემ­გ­ზავ­რა. კო­ტოვ­ს­კის ბან­დამ გა­ძარ­ც­ვა ბან­კი, სა­ი­უ­ვე­ლი­რო მა­ღა­ზი­ე­ბი და ბა­რა­თი და­ტო­ვა - "აქ იყო კო­ტოვ­ს­კი". ის კვლავ და­ა­პა­ტიმ­რეს, დახ­ვ­რე­ტაც ემუქ­რე­ბო­და, მაგ­რამ გე­ნე­რალ ალექ­სეი ბრუ­სი­ლო­ვის მე­უღ­ლის გა­მო­ქო­მა­გე­ბის შემ­დეგ, გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს და ფრონ­ტ­ზე გაგ­ზავ­ნეს.

1917 წლის ნო­ემ­ბერ­ში ბე­სა­რა­ბი­ა­ში დაბ­რუნ­და და მე­მარ­ცხე­ნე ესე­რებს და­უ­ახ­ლოვ­და. მე­თა­უ­რობ­და მცი­რე­რიცხო­ვან, მაგ­რამ კარ­გად შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლ ბან­დას და სას­ტი­კად უპი­რის­პირ­დე­ბო­და ბე­სა­რა­ბი­ის რუ­მი­ნეთ­თან გა­ერ­თი­ა­ნე­ბის მომ­ხ­რე­ებს. რუ­მი­ნუ­ლი არ­მი­ის შე­მოს­ვ­ლის შემ­დეგ ჯერ ოდე­სა­ში გა­იქ­ცა, იქი­დან კი გუ­ლიაი-პო­ლე­ში (ყო­ფი­ლი დნეპ­რო­პეტ­როვ­ს­კი, ახ­ლა კი დნეპ­რის ოლ­ქი), რო­მე­ლიც მახ­ნო­ელ­თა მოძ­რა­ო­ბის ცენ­ტ­რი გახ­ლ­დათ.
- საბ­ჭო­თა ის­ტო­რი­ოგ­რა­ფია კო­ტოვ­ს­კის მახ­ნოს არ­მი­ა­ში ყოფ­ნის ფაქტს კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს, მაგ­რამ სი­მარ­თ­ლეს ვერ გა­ექ­ცე­ვი. ერ­თხანს კო­ტოვ­ს­კი მახ­ნო­ელ­თა რი­გებ­ში იბ­რ­ძო­და, - წერს რო­მან გუ­ლი.
მიშკა იაპონჩიკის ადრინდელი ფოტო
მახ­ნო­სა და კო­ტოვ­ს­კის შო­რის მა­ლე კონ­ფ­ლიქ­ტი მოხ­და და "ქა­ჩა­ლა­მაც"მახ­ნო­ელ­თა რი­გე­ბი და­ტო­ვა. ერ­თხანს ანარ­ქისტ მა­რუ­სია ნი­კი­ფო­რო­ვას (ა­ტა­მა­ნი მა­რუ­სი­ა) ბან­და­ში იყო, შემ­დეგ მოს­კოვ­ში გა­ემ­გ­ზავ­რა, სა­დაც მე­მარ­ცხე­ნე ესე­რე­ბის წრე­ში ტრი­ა­ლებ­და და რო­მან გუ­ლის ცნო­ბით, მათ მოწყო­ბილ ან­ტი­საბ­ჭო­თა აჯან­ყე­ბა­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და (1918 წლის 20 ივ­ლი­სი). აჯან­ყე­ბის ჩახ­შო­ბის შემ­დეგ იმა­ლე­ბო­და, მე­რე კი ჩე­კა­ში ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით გა­მოცხად­და და ბოლ­შე­ვი­კებს თა­ვი­სი სამ­სა­ხუ­რი შეს­თა­ვა­ზა. სხვა ის­ტო­რი­კო­სე­ბი ამ ფაქტს არ ადას­ტუ­რე­ბენ. უდა­ვო ის არის, რომ მა­ლე კო­ტოვ­ს­კი რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის საზღ­ვარ­ზე არა­ლე­გა­ლუ­რად გა­და­ვი­და და ოდე­სა­ში გა­მოჩ­ნ­და. და­უ­კავ­შირ­და ოდე­სის ბოლ­შე­ვი­კუ­რი იატაკ­ქ­ვე­შე­თის მე­თა­ურ ივან სმირ­ნოვს (ნი­კო­ლაი ლას­ტოჩ­კინს), შემ­დეგ კი ოდე­სელ ბან­დიტ მიშ­კა იაპონ­ჩიკს. კო­ტოვ­ს­კის დახ­მა­რე­ბით იაპონ­ჩიკ­მა ოდე­სის კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­რო­ზე სრუ­ლი ძა­ლა­უფ­ლე­ბა და­ამ­ყა­რა და თა­ვის ყვე­ლა კონ­კუ­რენტს გა­უს­წორ­და. კო­ტოვ­ს­კი და იაპონ­ჩი­კი ბან­კებს ძარ­ც­ვავ­დ­ნენ, ნა­ძარ­ც­ვი ფუ­ლის ნა­წილს კი სმირ­ნოვს გა­დას­ცემ­დ­ნენ.

1918 წლის დე­კემ­ბერ­ში უკ­რა­ი­ნა­ში ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი რე­ვო­ლუ­ცია მოხ­და. ჰეტ­მა­ნი პა­ველ სკო­რო­პად­ს­კი და­ამ­ხეს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­ვი­და უკ­რა­ი­ნუ­ლი დი­რექ­ტო­რია, რომ­ლის სა­თა­ვე­ში სი­მონ პეტ­ლი­უ­რა და ვლა­დი­მირ ვი­ნი­ჩენ­კო იდ­გ­ნენ. ან­ტან­ტამ ოდე­სა­ში დე­სან­ტი გად­მოს­ხა და უკ­რა­ი­ნის სამ­ხ­რეთ­ში (ო­დე­სა, ხერ­სო­ნი, ნი­კო­ლა­ე­ვი) რუ­სი თეთ­რ­გ­ვარ­დი­ე­ლე­ბი გა­ა­ბა­ტო­ნა. ბოლ­შე­ვი­კებ­მაც შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი აჯან­ყე­ბის­თ­ვის მზა­დე­ბა და­იწყეს. რევ­კომს ფუ­ლი არ აკ­ლ­და, აკი ამის­თ­ვის კო­ტოვ­ს­კიმ და იაპონ­ჩიკ­მა იზ­რუ­ნეს.

- წით­ლებს არ გა­უ­მარ­ლა. თეთ­რე­ბის კონ­ტ­რ­დაზ­ვერ­ვამ შეთ­ქ­მუ­ლე­ბა გახ­ს­ნა. რევ­კო­მი ჩა­ვარ­და. კო­ტოვ­ს­კიმ თავს გაქ­ცე­ვით უშ­ვე­ლა, - წერს რო­მან გუ­ლი.
"ქა­ჩა­ლა"ერ­თხანს ოდე­სის ბორ­დე­ლის მე­პატ­რო­ნე ზო­ი­დე­რის ბი­ნა­ში იმა­ლე­ბო­და. მა­ლე ოდე­სა­ში ატა­მან ნი­კო­ფორ გრი­გო­რი­ე­ვის არ­მია შე­მო­იჭ­რა. ან­ტან­ტის უკან და­ხე­ვი­სას ქა­ლაქ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ვა­კუ­უ­მი შე­იქ­მ­ნა. კო­ტოვ­ს­კიმ და იაპონ­ჩიკ­მა ამით ისა­გებ­ლეს და ოდე­სის მთა­ვა­რი ბან­კი გა­ძარ­ც­ვეს. მათ უზარ­მა­ზა­რი თან­ხა ჩა­იგ­დეს ხელთ.
მა­ლე ოდე­სა­ზე წი­თე­ლი დრო­შა აღი­მარ­თა. კო­ტოვ­ს­კი ჯერ სამ­ხედ­რო კო­მი­სა­რი გახ­და, შემ­დეგ წი­თე­ლი არ­მი­ის 45-ე დი­ვი­ზი­ის მე-2 ბრი­გა­დის მე­თა­უ­რად და­ი­ნიშ­ნა.
კო­ტოვ­ს­კის ბრი­გა­და 1918-1920 წლებ­ში ებ­რ­ძო­და დე­ნი­კი­ნე­ლებს, ვრან­გე­ლის არ­მი­ას, პეტ­ლი­უ­რო­ვე­ლებს, მო­ნა­წი­ლე­ობ­და ან­ტო­ნო­ველ­თა აჯან­ყე­ბის ჩახ­შო­ბა­ში ტამ­ბოვ­შ­ჩი­ნა­ზე. თვით კო­ტოვ­ს­კი გა­მო­ირ­ჩე­ო­და სი­მა­მა­ცი­თა და სი­სას­ტი­კით. ტყვე­ებს სა­კუ­თა­რი ხე­ლით აწა­მებ­და და ხვრეტ­და. მა­ლე მი­სი სა­ხე­ლი ფარ­თოდ გახ­და ცნო­ბი­ლი.
და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი "კო­ტო­ვი­ა"
1920 წელს კო­ტოვ­ს­კი ბოლ­შე­ვი­კუ­რი პარ­ტი­ის წევ­რი გახ­და. 1922 წელს მი­სი კა­ვა­ლე­რი­უ­ლი ბრი­გა­და ტი­რას­პოლ­ში (ამ­ჟა­მინ­დე­ლი დნეს­ტ­რის­პი­რე­თის რეს­პუბ­ლი­კის დე­და­ქა­ლა­ქი) იყო დის­ლო­ცი­რე­ბუ­ლი. ბრი­გა­დის მე­თა­უ­რი მოლ­და­ვე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის შექ­მ­ნის ერთ-ერ­თი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რიც გახ­ლ­დათ, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნის სსრ-ში შე­დი­ო­და. ბე­სა­რა­ბია ქა­ლაქ კი­ში­ნი­ო­ვით რუ­მი­ნეთს შე­უ­ერ­თ­და. 1940 წელს კი სტა­ლი­ნურ­მა სსრკ-მა მო­ლო­ტივ-რი­ბენ­ტ­რო­პის პაქ­ტის შე­დე­გად ბე­სა­რა­ბი­ის ანექ­სია მო­ახ­დი­ნა და ბე­სა­რა­ბი­ი­სა და მოლ­და­ვე­თის ასსრ-ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბით შე­იქ­მ­ნა მოლ­და­ვე­თის სსრ, დე­და­ქა­ლა­ქით კი­ში­ნი­ოვ­ში. 1990-1991 წლებ­ში მოლ­და­ვე­ლებ­მა კვლავ რუ­მი­ნეთ­თან შე­ერ­თე­ბა მო­ითხო­ვეს. პა­სუ­ხად ტი­რას­პოლ­ში, ანუ ყო­ფილ მოლ­და­ვე­თის ასსრ-ის დე­და­ქა­ლაქ­ში, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი აჯან­ყე­ბა და­იწყო. ამას მოჰყ­ვა დნეს­ტ­რის­პი­რე­თის სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი რეს­პუბ­ლი­კის შექ­მ­ნა, რო­მე­ლიც დღემ­დე არ­სე­ბობს...

მოლ­და­ვე­თის ასსრ-ს ხალ­ხ­მა "კო­ტო­ვი­ა"შე­არ­ქ­ვა. აქ არ­სე­ბობ­და პარ­ტი­უ­ლი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბა, სა­სა­მარ­თ­ლო­ე­ბი, პრო­კუ­რა­ტუ­რა, მი­ლი­ცია, სუკ-ი (იმ­ხა­ნად გპუ), თუმ­ცა ყვე­ლა­ფერს ერ­თი კა­ცი, გრი­გო­რი კო­ტოვ­ს­კი გა­ნა­გებ­და. ის წყვეტ­და, რა გა­ნა­ჩე­ნი უნ­და გა­მო­ე­ტა­ნა სა­სა­მარ­თ­ლოს, ვინ და­ე­წი­ნა­უ­რე­ბი­ნათ და ვინ მო­ეხ­ს­ნათ. უკ­რა­ი­ნე­ლი ბოლ­შე­ვი­კე­ბის ლი­დე­რე­ბი (სკრიპ­ნი­კი, კო­ცი­უ­ბინ­ს­კი, ზა­ტონ­ს­კი და სხვ.) მოს­კოვ­ში სა­ჩი­ვარს სა­ჩი­ვარ­ზე აგ­ზავ­ნიდ­ნენ: "მოგ­ვა­შო­რეთ კო­ტოვ­ს­კი!"თუმ­ცა კრემლს არ ეცა­ლა, პოს­ტ­ლე­ნი­ნუ­რი ხა­ნა მო­დი­ო­და და პარ­ტი­ა­ში ძა­ლა­უფ­ლე­ბის­თ­ვის ბრძო­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

"ქა­ჩა­ლას"უკან მრა­ვალ­რიცხო­ვა­ნი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლა იდ­გა. ბრი­გა­და, რო­მელ­საც ის მე­თა­უ­რობ­და, ფორ­მა­ლუ­რად წი­თე­ლი არ­მი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იყო, რე­ა­ლუ­რად კი კო­ტოვ­ს­კის პრე­ტო­რი­ა­ნულ გვარ­დი­ას წარ­მო­ად­გენ­და. და­ფი­ნან­სე­ბის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი არა სა­ხელ­მ­წი­ფოს­გან, არა­მედ კო­ტოვ­ს­კის­გან მო­დი­ო­და და ხელ­ფასს არა მხო­ლოდ მე­თა­უ­რე­ბი, არა­მედ მი­სი ერ­თ­გუ­ლი მებ­რ­ძო­ლე­ბიც იღებ­დ­ნენ. სამ­ხედ­რო ნა­წი­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­ეწყო მა­ღა­ზი­ე­ბი, შე­იქ­მ­ნა მე­ურ­ნე­ო­ბა, რო­მე­ლიც მის ბრი­გა­დას სურ­სა­თით ამა­რა­გებ­და, მე­თა­უ­რე­ბის­თ­ვის გა­შენ­და აგა­რა­კე­ბი, მა­თი შვი­ლე­ბის­თ­ვის სკო­ლე­ბი. მოკ­ლედ, კო­ტოვ­ს­კიმ სამ­ხედ­რო ქა­ლა­ქი ააშე­ნა.
ის უხ­დი­და ხელ­ფასს მოლ­და­ვე­თის ასსრ-ის მი­ლი­ცი­ას, გპუ-ს, რო­მელ­თა სა­თა­ვე­შიც "ქა­ჩა­ლას"ძმა­კა­ცე­ბი და­ი­ნიშ­ნენ. კო­ტოვ­ს­კი აფი­ნან­სებ­და ტი­რას­პო­ლის თე­ატრს, უნიშ­ნავ­და სტი­პენ­დი­ას ად­გი­ლობ­რივ სტუ­დენ­ტებს. სა­ი­დან ჰქონ­და კო­ტოვ­ს­კის ამ­დე­ნი ფუ­ლი, არა­ვინ იცის. ვა­რა­უ­დობ­დ­ნენ, რომ ეს ის თან­ხა იყო, რაც მან და იაპონ­ჩიკ­მა ოდე­სის ცენ­ტ­რა­ლუ­რი ბან­კი­დან გა­ი­ტა­ნეს.
კო­ტოვ­ს­კის ბრი­გა­დის მე­თა­უ­რებს მოლ­და­ვე­თის ასსრ-ში სა­უ­კე­თე­სო მი­წე­ბი გა­მო­უყ­ვეს, აგ­რეთ­ვე დე­მო­ბი­ლი­ზე­ბულ რი­გით მებ­რ­ძო­ლე­ბს, რო­მელ­თა­გა­ნაც ნა­ხევ­რად ლე­გა­ლუ­რი გა­სამ­ხედ­რო­ე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბა შე­იქ­მ­ნა. ფორ­მა­ლუ­რად მა­თი ამო­ცა­ნა სოფ­ლად წეს­რი­გის დაც­ვა იყო, თუმ­ცა ფაქ­ტობ­რი­ვად, ეს იყო მი­ლი­ცი­უ­რი ფორ­მი­რე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც უშუ­ა­ლოდ კო­ტოვ­ს­კის ემორ­ჩი­ლე­ბოდ­ნენ, ხელ­ფას­საც მის­გან იღებ­დ­ნენ. სა­ხალ­ხო რაზ­მე­ბის სტრუქ­ტუ­რა ჰიტ­ლე­რის მო­ი­ე­რი­შე­თა სტრუქ­ტუ­რას ჰგავ­და, ბე­ლა­დად კი არა ლე­ნი­ნი, არა­მედ კო­ტოვ­ს­კი ჰყავ­დათ.
ბე­ლა­დის კულ­ტი საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში თა­ვი­დან­ვე და­ი­ნერ­გა. ლე­ნი­ნის სუ­რა­თი ყვე­ლა სა­ხელ­მ­წი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ეკი­და. მოლ­და­ვე­თის ასსრ-ში კი ლე­ნი­ნის გვერ­დით კო­ტოვ­ს­კის სუ­რა­თი ჩა­მო­კი­დეს. ის დამ­კ­ვიდრ­და ქა­ლა­ქის თა­ვის ყო­ფილ სა­სახ­ლე­ში, გა­ი­ჩი­ნა მო­სამ­სა­ხუ­რე­თა შტა­ტი, მზა­რე­უ­ლე­ბი, ემ­სა­ხუ­რებ­ოდა ავ­ტო­მან­ქა­ნა და ეტ­ლი. ჰქონ­და ყო­ფი­ლი მსხვი­ლი მე­მა­მუ­ლის მდიდ­რუ­ლი აგა­რა­კი. კო­ტოვ­ს­კი კრეფ­და გა­და­სა­ხა­დებს, წყვეტ­და, რა უნ­და დარ­ჩე­ნი­ლი­ყო ად­გი­ლობ­რივ ბი­უ­ჯეტ­ში და რა გა­და­ეგ­ზავ­ნათ კი­ევ­ში. კო­ტოვ­ს­კი გახ­ლ­დათ ნამ­დ­ვი­ლი პატ­რო­ნი რამ­დე­ნი­მე კერ­ძო ფირ­მი­სა, რომ­ლე­ბიც НЭП-ის ("ა­ხა­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კა") შე­დე­გად რუ­სეთ­ში კვლავ გაჩ­ნ­და. კო­ტოვ­ს­კი კუ­რი­რებ­და ნარ­კო­ბიზ­ნესს, იარა­ღის უკა­ნო­ნო ვაჭ­რო­ბას... ყო­ფი­ლი ბან­დი­ტი, შემ­დ­გომ­ში კომ­ბ­რი­გი, ახ­ლა წი­თელ მე­ფედ იქ­ცა. მოლ­და­ვე­თის ასსრ, ფაქ­ტობ­რი­ვად, ფე­ო­და­ლურ სამ­თავ­როს და­ემ­ს­გავ­სა. გრი­გო­რი კო­ტოვ­ს­კი მას ერ­თ­პი­როვ­ნუ­ლად, სა­კუ­თა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბი­სა­მებრ გა­ნა­გებ­და.
კო­ტოვ­ს­კი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­საც კი წარ­მარ­თავ­და. მი­სი მი­ზა­ნი ბე­სა­რა­ბი­ის საბ­ჭო­თა კავ­შირ­თან შე­მო­ერ­თე­ბა იყო. ის ყუ­რადღე­ბას არ აქ­ცევ­და არც ცენ­ტ­რა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ამ სა­კითხი­სად­მი, არც იმას, რომ მის საქ­ცი­ელს შე­საძ­ლოა სა­ერ­თა­შო­რი­სო გარ­თუ­ლე­ბე­ბი მოჰ­ყო­ლო­და. - რუ­მი­ნე­ლე­ბი შე­მო­იჭ­რე­ბი­ან? მე­რე რა?! მათ კუ­დით ქვას ვას­რო­ლი­ნებ, - ამ­ბობს "ქა­ჩა­ლა".
კო­ტოვ­ს­კის რაზ­მე­ბი გა­და­დი­ოდ­ნენ ბე­სა­რა­ბი­ა­ში, რო­მე­ლიც იმ­ხა­ნად რუ­მი­ნე­თის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იყო, ხო­ცავ­დ­ნენ რუ­მი­ნელ ჟან­დარ­მებს, არ­ბევ­დ­ნენ სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო სტრუქ­ტუ­რებს, აწყობ­დ­ნენ დი­ვერ­სი­ებს, ტე­რაქ­ტებს, ძარ­ც­ვავ­დ­ნენ მო­სახ­ლე­ო­ბას. კო­ტოვ­ს­კის ინ­ს­პი­რი­რე­ბუ­ლია ტა­ტარ­ბუ­ნა­რის ცნო­ბი­ლი აჯან­ყე­ბა 1924 წელს, რო­მე­ლიც რუ­მი­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ რის ვა­ი­ვაგ­ლა­ხით ჩა­ახ­შო. აჯან­ყე­ბა გა­ა­შუ­ქა ევ­რო­პის პრე­სამ. ან­რი ბარ­ბი­უს­მა, ფრან­გ­მა მწე­რალ­მა, სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წემ და საფ­რან­გე­თის კომ­პარ­ტი­ის წევ­რ­მა, თა­ვის გახ­მა­უ­რე­ბულ წიგ­ნ­ში "ჯა­ლა­თე­ბი"მას მთე­ლი თა­ვი მი­უღ­ვ­ნა.
რუ­მი­ნე­თის უშიშ­რო­ე­ბამ ("სი­გუ­რან­ცა") კო­ტოვ­ს­კის ლიკ­ვი­და­ცი­ის ოპე­რა­ცია შე­ი­მუ­შა­ვა. ის რუ­მი­ნე­ლებს დიდ პრობ­ლე­მებს უქ­მ­ნი­და.

ცო­ფი­ა­ნი მა­რია
და რუ­სი იატაკ­ქ­ვე­შე­ლე­ბი

თე­ბერ­ვ­ლის რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ შე­იქ­მ­ნა ცენ­ტ­რა­ლუ­რი რუ­სე­თის მო­ნარ­ქის­ტუ­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა (მოცრ). მი­სი მი­ზა­ნი იყო რო­მა­ნო­ვე­ბის რეს­ტავ­რა­ცია. მო­ნა­წი­ლე­ობ­და გე­ნე­რალ ლავრ კორ­ნი­ლო­ვის პუტ­ჩ­ში. ოქ­ტომ­ბ­რის გა­დატ­რი­ა­ლე­ბის შემ­დეგ მოცრ-ი ცდი­ლობ­და, ყვე­ლა ან­ტი­ბოლ­შე­ვი­კუ­რი ძა­ლა გა­ე­ერ­თი­ა­ნე­ბი­ნა და აჯან­ყე­ბა მო­ეწყო.

1919 წელს მო­ნარ­ქის­ტებ­მა შემ­ქ­ნეს ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ცენ­ტ­რი, რო­მელ­მაც და­ა­არ­სა ფი­ლი­ა­ლე­ბი კი­ევ­ში, ხარ­კოვ­ში, კურ­ს­კ­ში და სხვ. მა­თი ნა­ხე­ლა­ვი იყო კი­ევ­ში სურ­სა­თის საწყო­ბე­ბის აფეთ­ქე­ბა. 1919 წელს დე­ნი­კი­ნის არ­მია მოს­კოვს მი­უ­ახ­ლოვ­და. ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ცენ­ტ­რი მოს­კოვ­ში აჯან­ყე­ბას ამ­ზა­დებ­და. ჩე­კის­ტებ­მა ეს მცდე­ლო­ბა აღ­კ­ვე­თეს, ცენ­ტ­რი პრაქ­ტი­კუ­ლად გა­ნად­გურ­და. უმე­ტე­სო­ბა დახ­ვ­რი­ტეს ან გუ­ლაგ­ში გაგ­ზავ­ნეს, გა­დარ­ჩა მცი­რე­რიცხო­ვა­ნი ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც იატაკ­ქ­ვე­შეთ­ში და­ი­მა­ლა. მოცრ-ს პრაქ­ტი­კუ­ლად ქმე­დი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის ძა­ლა აღარ შეს­წევ­და.

1922 წელს მოს­კოვ­ში გა­მოჩ­ნ­და ვინ­მე ალექ­სანდრ იაკუ­შე­ვი, ყო­ფი­ლი "დე­ის­ტ­ვი­ტელ­ნი სტატ­ს­კი სო­ვეტ­ნი­კი", მოცრ-ის ერთ-ერ­თი აქ­ტი­უ­რი წევ­რი. ახ­ლა იაკუ­შე­ვი ტრან­ს­პორ­ტის სა­ხალ­ხო კო­მი­სა­რი­ა­ტის პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი მუ­შა­კი იყო. მოს­კოვ­ში მან თა­ვი­სი ნა­თე­სა­ვი, მე­ფის სა­სახ­ლის ყო­ფი­ლი კა­მერ­გე­რი რტიშ­ჩე­ვი მო­ი­ნა­ხუ­ლა, რო­მე­ლიც ლი­უბ­ს­კის ყალ­ბი გვა­რით ცხოვ­რობ­და. იაკუ­შევ­მა მას გა­ნუცხა­და, რომ ბრძო­ლა უნ­და გაგ­რ­ძელ­დეს. რტიშ­ჩე­ვი ამის გა­გო­ნე­ბა­ზე გა­ი­ბად­რა.
"ჩემ გარ­შე­მო მცი­რე­რიცხო­ვა­ნი, მაგ­რამ აქ­ტი­უ­რი ბი­ჭე­ბია შე­მოკ­რე­ბი­ლი", - უპა­სუ­ხა მან. "რამ­დე­ნი ხართ?"- და­ინ­ტე­რეს­და იაკუ­შე­ვი. "ათ­ნი".
მა­ლე მოცრ-ის საქ­მი­ა­ნო­ბა აღ­დ­გა. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ შექ­მ­ნა ფი­ლი­ა­ლე­ბი პეტ­როგ­რად­ში, კი­ევ­ში, მინ­ს­კ­ში, სხვა ქა­ლა­ქებ­ში. მოცრ-ის წევ­რი გახ­და საბ­ჭო­თა გე­ნე­რა­ლი პო­ტა­პო­ვი. ამის შემ­დეგ იაკუ­შე­ვი არა­ლე­გა­ლუ­რად გა­და­ვი­და საზღ­ვარ­ზე, პო­ლო­ნელ მე­საზღ­ვ­რე­ებს გა­ნუცხა­და, რომ მე­ფის­დ­რო­ინ­დე­ლი რუ­სე­თის ჩი­ნით არის "დე­ის­ტ­ვი­ტელ­ნი სტატ­ს­კი სო­ვეტ­ნი­კი", ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­და ან­ტი­საბ­ჭო­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას და სურს ემიგ­რა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბა. ის ვარ­შა­ვა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც გულ­დას­მით და­კითხეს. დარ­წ­მუნ­დ­ნენ, რომ სი­მარ­თ­ლეს ამ­ბობ­და და პო­ლო­ნეთ­ში მცხოვ­რებ რუს მო­ნარ­ქის­ტებს და­ა­კავ­ში­რეს.

იაკუ­შე­ვი ჯერ ბერ­ლინ­ში გა­ემ­გ­ზავ­რა, იქი­დან პა­რიზ­ში. შეხ­ვ­და რუ­სუ­ლი ემიგ­რა­ცი­ის ლი­დე­რებს, მათ შო­რის სა­ერ­თო-სამ­ხედ­რო კავ­ში­რის (როვს) ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლებს პი­ოტრ ვრან­გელ­სა და ალექ­სანდრ კუ­ტე­პოვს. ასე დამ­ყარ­და კავ­ში­რი მოცრ-სა და რუ­სე­თის ემიგ­რა­ცი­ას შო­რის.
- მა­ლე კუ­ტე­პოვ­მა მოცრ-თან და­სა­კავ­ში­რებ­ლად თა­ვი­სი ნა­თე­სა­ვი მა­რია ზა­ხარ­ჩენ­კო გა­მოგ­ზავ­ნა, - წერს რუ­სი საბ­ჭო­თა მწე­რა­ლი ფი­ო­დორ გლად­კო­ვი.
მა­რია ზა­ხარ­ჩენ­კო (ქა­ლიშ­ვი­ლო­ბის გვა­რი ლი­სო­ვა) 1893 წელს თა­ვა­დის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. და­ამ­თავ­რა სმოლ­ნის კე­თილ­შო­ბილ ქალ­თა სას­წავ­ლე­ბე­ლი, შემ­დეგ რუ­სე­თის არ­მი­ის ოფი­ცერ მიხ­ნო­ზე გათხოვ­და. პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის დაწყე­ბის­თა­ნა­ვე ქმა­რი ფრონ­ტ­ზე გა­იწ­ვი­ეს. მა­რია მცი­რეწ­ლო­ვან შვილ­თან ერ­თად შინ დარ­ჩა. მიხ­ნოს და­ღუპ­ვის შემ­დეგ წე­რი­ლით მი­მარ­თა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­როს და ფრონ­ტ­ზე გაგ­ზავ­ნა მო­ითხო­ვა. თხოვ­ნა უარ­ყ­ვეს, მაგ­რამ მან იხ­ტი­ბა­რი არ გა­ი­ტე­ხა და პი­რა­დად მე­ფეს მი­მარ­თა. იმ­პე­რა­ტორ­მა მი­სი თხოვ­ნა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა. ლი­სო­ვა ფრონ­ტ­ზე გა­ემ­გ­ზავ­რა. მან გერ­მა­ნე­ლებ­თან ბრძო­ლებ­ში არ­ნა­ხუ­ლი სი­მა­მა­ცე გა­მო­ი­ჩი­ნა და ოფიც­რის ჩი­ნიც მი­ი­ღო.

თე­ბერ­ვ­ლის რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ რუ­სე­თის არ­მი­ამ დაშ­ლა და­იწყო. მა­რია კვლავ პო­ზი­ცი­ებ­ზე რჩე­ბო­და. ოქ­ტომ­ბ­რის გა­დატ­რი­ა­ლე­ბის შემ­დეგ კი მი­სი პოლ­კი და­ი­შა­ლა და მა­რი­აც იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, მშობ­ლი­ურ პენ­ზა­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო.
მა­ლე ქა­ლაქ­ში საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დამ­ყარ­და.

რუ­სი ის­ტო­რი­კო­სი რო­მან გუ­ლი წერს, რომ ჩე­კის­ტებ­მა მა­რი­ას ოჯა­ხი ამო­უწყ­ვი­ტეს. ქალ­მა თა­ვის მცი­რე­რიცხო­ვან მომ­ხ­რე­ებ­თან ერ­თად პარ­ტი­ზა­ნუ­ლი რაზ­მი შექ­მ­ნა და ბოლ­შე­ვი­კე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ ბრძო­ლა და­იწყო. ფაქ­ტე­ბით ეს არ დას­ტურ­დე­ბა. სუკ-ის არ­ქი­ვებ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი ცნო­ბე­ბის თა­ნახ­მად, მა­რი­ამ იატაკ­ქ­ვე­შა ორ­გა­ნი­ზა­ცია შექ­მ­ნა და რუს ოფიც­რებს თეთრ არ­მი­ა­ში გა­დაგ­ზავ­ნა­ში ეხ­მა­რე­ბო­და. სწო­რედ ამ დროს გა­იც­ნო მან პოდ­პოლ­კოვ­ნი­კი ზა­ხარ­ჩენ­კო და მას­ზე და­ქორ­წინ­და. მა­ლე იატაკ­ქ­ვე­შა ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მელ­საც მა­რია ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­და, ჩე­კის­ტებ­მა გა­ა­ნად­გუ­რეს. ცოლ-ქმარ­მა ზა­ხარ­ჩენ­კო­ებ­მა თავს გაქ­ცე­ვით უშ­ვე­ლეს და მოს­კოვ­ში გა­და­ვიდ­ნენ. აქ ერ­თხანს ნაც­ნო­ბებ­თან იმა­ლე­ბოდ­ნენ, შემ­დეგ ყალ­ბი დო­კუ­მენ­ტე­ბი იშო­ვეს და სპარ­სეთ­ში გა­ემ­გ­ზავ­რ­ნენ, იქი­დან კი რუ­მი­ნეთ­ში. 1919 წელს ცოლ-ქმა­რი, რო­გორც დე­ნი­კი­ნის არ­მი­ის ოფიც­რე­ბი, რუ­სეთ­ში გა­მოჩ­ნ­დ­ნენ. პოდ­პოლ­კოვ­ნი­კი ზა­ხარ­ჩენ­კო წით­ლებ­თან ბრძო­ლა­ში და­იჭ­რა და გარ­და­იც­ვა­ლა. მა­რია თეთ­რი არ­მი­ის რი­გებ­ში რჩე­ბო­და. იგი სი­მა­მა­ცი­თა და სი­სას­ტი­კით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. ტყვე წი­თე­ლარ­მი­ე­ლებს სა­კუ­თა­რი ხე­ლით ყელს ჭრი­და, ზურ­გ­ზე წი­თელ ვარ­ს­კ­ვ­ლავს აჭ­რი­და.

- ამი­ტო­მაც ცო­ფი­ა­ნი მა­რია შე­არ­ქ­ვეს, - წერს ფი­ოდორ გლად­კო­ვი.
თეთ­რე­ბი სა­მო­ქა­ლა­ქო ომ­ში და­მარ­ცხ­დ­ნენ. ზა­ხარ­ჩენ­კო თა­ვის თა­ნა­მებ­რ­ძო­ლებ­თან ერ­თად ემიგ­რა­ცი­ა­ში გა­და­იხ­ვე­წა. მა­ლე მე­სა­მედ გათხოვ­და. ამ­ჯე­რად მი­სი მე­უღ­ლე ოფი­ცე­რი გი­ორ­გი რად­კე­ვი­ჩი გახ­ლ­დათ. მა­რია როვს-ის აქ­ტი­უ­რი წევ­რი გახ­და და ბოლ­შე­ვი­კე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ ბრძო­ლას გა­ნაგ­რ­ძობ­და.

* * *
ედუ­არდ სტა­უ­ნი­ცი, მოცრ-ის ერთ-ერ­თი ლი­დე­რი, მა­რია ზა­ხარ­ჩენ­კომ მოს­კოვ­ში გა­იც­ნო. ქალს მო­ე­წო­ნა მა­ღა­ლი, ბრგე მა­მა­კა­ცი. სტა­უ­ნი­ცი მი­უ­ახ­ლოვ­და:
- ნე­ბა მო­მე­ცით, წარ­მო­გიდ­გეთ, ედუ­არდ ოტო­ვიჩ სტა­უ­ნი­ცი, ბალ­ტი­ის­პი­რე­ლი აზ­ნა­უ­რი, მი­სი უდი­დე­ბუ­ლე­სო­ბა რუ­სე­თის იმ­პე­რა­ტო­რის არ­მი­ის ოფი­ცე­რი.
- სა­სი­ა­მოვ­ნოა, - ქალ­მა გა­ი­ღი­მა, - მე მა­რია ვლა­დის­ლა­ვოვ­ნა ზა­ხარ­ჩენ­კო გახ­ლა­ვართ. მი­სი უდი­დე­ბუ­ლე­სო­ბა რუ­სე­თის იმ­პე­რა­ტო­რის არ­მი­ის ოფი­ცე­რი.
- მა­პა­ტი­ეთ, თქვენ ის გამ­ბე­და­ვი ქა­ლი ბრძან­დე­ბით, ვინც ფრონ­ტ­ზე მო­ხა­ლი­სედ წა­ვი­და და ვის­ზედ მთე­ლი რუ­სე­თის მა­შინ­დე­ლი გა­ზე­თე­ბი წერ­დ­ნენ?
- დი­ახ!
- მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ გა­გი­ცა­ნით, - სტა­უ­ნიც­მა ქუს­ლი ქუსლს შე­მოჰ­კ­რა.
ასე და­იწყო მა­თი ნაც­ნო­ბო­ბა.
ედუ­არდ ოტო­ვი­ჩი მოცრ-ში ფი­ნან­ს­ნურ სა­კითხებს გა­ნა­გებ­და. ჰქონ­და პა­ტა­რა რეს­ტო­რა­ნი. კო­მერ­ცი­ა­შიც ჩი­ნე­ბუ­ლად ერ­კ­ვე­ო­და. რეს­ტო­რა­ნი მო­გე­ბა­ზე მუ­შა­ობ­და.
- მო­გე­ბის 80% მოცრ-ზე მი­დის. მე მხო­ლოდ 20% მრჩე­ბა, - გან­მარ­ტა სტა­უ­ნიც­მა.
მა­თი შეხ­ვედ­რე­ბი გახ­შირ­და. დიდ­ხანს და გუ­ლახ­დი­ლად სა­უბ­რობ­დ­ნენ. სტა­უ­ნიც­მა გა­უმ­ხი­ლა თა­ვი­სი შე­ხე­დუ­ლე­ბა, რომ იაკუ­შე­ვი ღი­რე­სუ­ლი კა­ცია, მაგ­რამ მე­ტის­მე­ტად ფრთხი­ლი, რომ მის ტაქ­ტი­კას არ ეთან­ხ­მე­ბა და მი­აჩ­ნია, რომ დროა ტე­რაქ­ტებ­ზე გა­და­ვიდ­ნენ.
- გა­სა­გე­ბია, - გა­ი­ცი­ნა მა­რი­ამ, - იმე­დია, თვით­ნე­ბუ­რად ტე­რაქ­ტე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას არ აპი­რებთ?
- არა, არა! - გა­ი­ცი­ნა სტა­უ­ნიც­მაც, - მე ხომ ოფი­ცე­რი ვარ და არა ვი­ღაც ანარ­ქის­ტი.

მა­რია რუ­სეთ­ში რამ­დე­ნი­მე კვი­რას დარ­ჩა. სტა­უ­ნიცს ის სის­ტე­მა­ტუ­რად ხვდე­ბო­და. ამ კა­ცის­კენ იდუ­მა­ლი ძა­ლა იზი­დავ­და. შემ­დეგ და­სავ­ლეთ­ში ფი­ნე­თის გავ­ლით დაბ­რუნ­და. საზღ­ვ­რამ­დე თა­ვად სტა­უ­ნიც­მა გა­ა­ცი­ლა.
ფი­ნე­თი­დან ზა­ხარ­ჩენ­კო პა­რიზს გა­ემ­გ­ზავ­რა და კუ­ტე­პოვს პი­რა­დად მო­ახ­სე­ნა - მოცრ-ი მცი­რე­რიცხო­ვა­ნი, მაგ­რამ ფარ­თოდ გან­შ­ტო­ე­ბუ­ლი ჯგუ­ფია. ხალ­ხი ყველ­გან ჰყავს, წი­თელ არ­მი­ა­ში, მთავ­რო­ბა­ში.
- მათ შო­რის კო­მინ­ტერ­ნ­შიც? - იკითხა კუ­ტე­პოვ­მა.
- რა­საკ­ვირ­ვე­ლია!
- მაშ, მოგ­ვა­წო­დონ ინ­ფორ­მა­ცია, რას აპი­რებს კო­მინ­ტერ­ნი.

* * *
ერ­თი თვის შემ­დეგ მა­რია ზა­ხარ­ჩენ­კო მოს­კოვ­ში დაბ­რუნ­და. საზღ­ვა­რი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, არა­ლე­გა­ლუ­რად გა­და­ლა­ხა. სტა­უ­ნი­ცი და­უ­ფა­რა­ვი სი­ხა­რუ­ლით შეხ­ვ­და.
- სამ­წუ­ხა­როდ ვე­რაფ­რით გა­გა­ხა­რებთ, - ზა­ხარ­ჩენ­კო წა­მით გა­ჩუმ­და. ალექ­სანდრ ვა­სი­ლე­ვიჩს, გე­ნე­რალ კუ­ტე­პოვს მი­აჩ­ნია, რომ აქ­ტი­ურ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე გა­დას­ვ­ლა ნა­ად­რე­ვია. მოგ­ვა­წო­დეთ ინ­ფორ­მა­ცია კო­მინ­ტერ­ნ­ზე.

საბ­ჭო­თა რუ­სეთ­ში ზა­ხარ­ჩენ­კომ რამ­დე­ნი­მე თვეს და­ყო. მა­ლე სტა­უ­ნიც­მა შე­ატყო­ბი­ნა, რომ ბულ­გა­რეთ­ში კო­მუ­ნის­ტუ­რი პუტ­ჩი მზად­დე­ბო­და. მოხ­სე­ნე­ბა ამომ­წუ­რა­ვი იყო. სტა­უ­ნიც­მა ჩა­მო­ა­წიკ­წი­კა, რო­დის და რო­გორ უნ­და დაწყე­ბუ­ლი­ყო აჯან­ყე­ბა. ზა­ხარ­ჩენ­კომ ეს მა­შინ­ვე საზღ­ვარ­გა­რეთ გა­დაგ­ზავ­ნა, კუ­ტე­პოვ­მა კი ყო­ვე­ლი­ვე სპეც­სამ­სა­ხურს გა­დას­ცა.

1923 წლის ზაფხულ­ში ბულ­გა­რეთ­ში დი­დი ამ­ბე­ბი ხდე­ბო­და. მოკ­ლეს პრე­მი­ე­რი ალექ­სან­დ­რე სტამ­ბო­ლი­ის­კი და მის ნაც­ვ­ლად ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ალექ­სანდრ ცან­კო­ვის მთავ­რო­ბა მო­ვი­და. 1923 წლის სექ­ტემ­ბერ­ში კი იფეთ­ქა კო­მუ­ნის­ტურ­მა პუტ­ჩ­მა, რო­მე­ლიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ დი­დი გა­ჭირ­ვე­ბით ჩა­ახ­შო.
გე­ნე­რალ­მა კუ­ტე­პოვ­მა მა­რია ზა­ხარ­ჩენ­კო გა­მო­ი­ძა­ხა და მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და. ზა­ხარ­ჩენ­კო რუ­სეთ­ში დაბ­რუნ­და. ამ­ჯე­რად მან სსრკ-ფი­ნე­თის საზღ­ვა­რი გა­და­ლა­ხა.
მიშკა იაპონჩიკის მემორიალი ვოზნესენსკში, უკრაინაში
საყ­ვარ­ლე­ბი
ზა­ხარ­ჩენ­კომ სტა­უ­ნიცს ახა­რა: კუ­ტე­პო­ვი ტე­რაქ­ტებს და­თან­ხ­მ­და, მოცრ-ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბის ინ­ფორ­მირ­მი­რე­ბა არ ღირს, ეს ჩვენ უნ­და გა­ვა­კე­თოთ.
- ვინ ჩვენ? - შე­ე­კითხა სტა­უ­ნი­ცი.
- მე და შენ.
სტა­უ­ნი­ცი უნებ­ლი­ეთ შეკ­რ­თა. ზა­ხარ­ჩენ­კოს კი თვა­ლე­ბი უბ­რ­წყი­ნავ­და.
და­იწყო დი­ვერ­სი­ე­ბი, ერ­თი­მე­ო­რის მი­ყო­ლე­ბით აფეთ­ქებ­დ­ნენ ქარ­ხ­ნებს. რამ­დე­ნი­მე დი­ვერ­სი­ის შე­სა­ხებ და­ი­ბეჭ­და გა­ზე­თებ­ში. ზა­ხარ­ჩენ­კო ამით არ დაკ­მა­ყო­ფილ­და:
- აუცი­ლე­ბე­ლია ექ­ს­პ­როპ­რი­ა­ცია ანუ ექ­სი, რო­გორც ანარ­ქის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ. მოცრ-ს ხომ ფუ­ლი სჭირ­დე­ბა!
- მე­რე ამის გა­კე­თე­ბას რო­გორ აპი­რებ?
- მო­დი, სა­ფოს­ტო მა­ტა­რე­ბელს და­ვე­ცეთ!
- ეს ძა­ლი­ან სა­ში­შია. მა­ტა­რე­ბელს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი დაც­ვა ახ­ლავს.

- მე თვი­თონ ვარ სა­ში­ში! - ზა­ხარ­ჩენ­კომ გა­და­ი­ხარ­ხა­რა. სტა­უ­ნი­ცი მდუ­მა­რედ იდ­გა. ქალს თვა­ლე­ბი უელავ­და.
რუ­სეთ­ში ზა­ხარ­ჩენ­კოს ახ­ლ­და ქმა­რი, გი­ორ­გი რად­კე­ვი­ჩი. რო­ცა მა­რი­ამ გა­უმ­ხი­ლა, სა­ფოს­ტო მა­ტა­რე­ბელს უნ­და და­ვე­ცე­თო, შე­იცხა­და:
- ეს ოპე­რა­ცია იაკუ­შევ­თან შე­ა­თან­ხ­მე?
- არა.
- კუ­ტე­პოვ­თან?
- ალექ­სანდრ პავ­ლო­ვიჩ­მა მოქ­მე­დე­ბის სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა მომ­ცა.
- მა­რია, ასე არ შე­იძ­ლე­ბა!
- რა არ შე­იძ­ლე­ბა?!
- იაკუ­შე­ვი მოცრ-ის ლი­დე­რია. მი­სი თან­ხ­მო­ბის გა­რე­შე...
- ანუ, არ წა­მოხ­ვალ?
- შენ რა, თავ­დას­ხ­მა­ში აპი­რებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას?
- რა­საკ­ვირ­ვე­ლია.
- მა­რია, ასე არ შე­იძ­ლე­ბა!
- შე­ნი ნე­ბაა, შინ იჯე­ქი, არ გა­ცივ­დე, - მი­ა­ხა­ლა ქალ­მა და წა­მოდ­გა, - ნახ­ვამ­დის.
მათ ცოლ­ქ­მ­რო­ბა­ში ბზა­რი გაჩ­ნ­და.
...სა­ფოს­ტო მა­ტა­რე­ბელ­ზე თავ­დას­ხ­მა წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი გა­მოდ­გა. ორ­მ­ხ­რი­ვი სრო­ლის შე­დე­გად დაც­ვის ორი თა­ნამ­შ­რო­მე­ლი და­ი­ღუ­პა. ზა­ხარ­ჩენ­კო ფეხ­ში და­იჭ­რა. სტა­უ­ნიც­მა ქა­ლი ბუმ­ბუ­ლი­ვით აიტა­ცა. მა­რია ამა­ოდ ემუ­და­რე­ბო­და, მი­მა­ტო­ვე, თო­რემ ორი­ვეს შეგ­ვიპყ­რო­ბე­ნო. სტა­უ­ნიც­მა არა­ფე­რი უპა­სუ­ხა. მან ქა­ლი სა­ში­ში ზო­ნი­დან გა­იყ­ვა­ნა. ის სტა­უ­ნი­ცის ერთ-ერ­თი მე­გობ­რის ბი­ნა­ში და­აწ­ვი­ნეს. შემ­დეგ ნაც­ნო­ბი ექი­მი მო­იყ­ვა­ნეს. მან ჭრი­ლო­ბას და­ხე­და თუ არა, თქვა, რომ სა­ში­ში არა­ფე­რი იყო და ტყვია ქალს სწრა­ფად ამო­უ­ღო.

ზა­ხარ­ჩენ­კო და სტა­უ­ნი­ცი საყ­ვარ­ლე­ბი გახ­დ­ნენ. ქალ­მა რად­კე­ვიჩს პირ­და­პირ გა­ნუცხა­და:
- ჩვენ ცოლ-ქმა­რი აღარ ვართ!

ოფი­ცი­ა­ლუ­რად ზა­ხარ­ჩენ­კო რად­კე­ვი­ჩის ცო­ლად რჩე­ბო­და, ფაქ­ტობ­რი­ვად კი მი­სი ქმა­რი სტა­უ­ნი­ცი გახ­და.

მკვლე­ლო­ბის დაკ­ვე­თა
1923 წლის ბო­ლოს­თ­ვის და­სავ­ლეთ­მა რუ­სულ ემიგ­რა­ცი­ას სა­კითხი კა­ტე­გო­რი­უ­ლად და­უს­ვა: გა­ერ­თი­ან­დით! გე­ნე­რა­ლი კუ­ტე­პო­ვი ბო­რის სა­ვინ­კოვს შეხ­ვ­და. ხან­მოკ­ლე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შემ­დეგ შე­თან­ხ­მ­დ­ნენ ერ­თი­ა­ნი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო ცენ­ტ­რის შექ­მ­ნა­ზე. რუ­სეთ­ში მყოფ­მა სა­ვინ­კო­ვე­ლებ­მა და მო­ნარ­ქის­ტებ­მაც ერ­თი­ა­ნი ცენ­ტ­რი შექ­მ­ნეს, რო­მელ­საც "ტრეს­ტი"ეწო­და. მის ბა­ზა­ზე რუ­სეთ­ში ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მთავ­რო­ბის შექ­მ­ნა და­იწყო. მი­სი და­კომ­პ­ლექ­ტე­ბის შემ­დეგ გა­დაწყ­ვი­ტეს, რომ მთავ­რო­ბას სა­თა­ვე­ში ბო­რის სა­ვინ­კო­ვი ჩა­უდ­გე­ბო­და. "ტრეს­ტ­მა"ემიგ­რა­ცი­ა­ში მყოფ სა­ვინ­კოვს სა­კითხი კა­ტე­გო­რი­უ­ლად და­უს­ვა: ჩა­მო­დით რუ­სეთ­ში და ბრძო­ლას აქე­დან უხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლეთ!

რო­გორც ცნო­ბი­ლია, სა­ვინ­კო­ვი რუ­სეთ­ში მარ­თ­ლაც ჩა­ვი­და. ის შე­იპყ­რეს. მა­ლე გა­ზე­თებ­ში და­ი­ბეჭ­და ცნო­ბა, რომ ბო­რის სა­ვინ­კო­ვი სსრკ-ში თა­ვი­სი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის რე­ვი­ზი­ის­თ­ვის ჩა­ვი­და, მინ­ს­კ­ში უბ­რა­ლო საბ­ჭო­თა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა იც­ნეს და გპუ-ს აც­ნო­ბეს. გა­ი­მარ­თა სა­სა­მარ­თ­ლო, სა­დაც ბო­რის ვიქ­ტო­რო­ვიჩ­მა არარ­სე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი მო­ი­ნა­ნია და საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აღი­ა­რა. სა­სა­მარ­თ­ლომ მას დახ­ვ­რე­ტა მი­უ­სა­ჯა, თუმ­ცა მთავ­რო­ბას გა­ნა­ჩე­ნის შემ­სუ­ბუ­ქე­ბის თხოვ­ნით მი­მარ­თა. სა­ბო­ლო­ოდ, სა­ვინ­კოვს 10 წლით პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯა.

და­სავ­ლე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლებ­მა იცოდ­ნენ, რომ სა­ვინ­კო­ვი რუ­სეთ­ში "ტრეს­ტის"მიწ­ვე­ვით ჩა­ვი­და. ამი­ტომ მის მი­მართ ნდო­ბა შე­ირ­ყა.
მა­ლე მა­რია ზა­ხარ­ჩენ­კო, რო­მე­ლიც სსრკ-ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, არა­ლე­გა­ლუ­რად გა­და­ვი­და საზღ­ვარ­ზე და ჩა­ვი­და ვარ­შა­ვა­ში, იქი­დან კი პა­რიზ­ში, სა­დაც პი­რა­დად კუ­ტე­პოვ­მა მი­ი­ღო.

- ჩვენ ჩიხ­ში აღ­მოვ­ჩ­ნ­დით, - ჩუ­მად წარ­მოთ­ქ­ვა კუ­ტე­პოვ­მა, - იმ მორ­ფი­ნის­ტი სა­ვინ­კო­ვის ჩა­ვარ­დ­ნის შემ­დეგ "ტრეს­ტის"და­ფი­ნან­სე­ბა არა­ვის სურს.
- რო­გორ მო­ვიქ­ცეთ? - ზა­ხარ­ჩენ­კოს ხმა აუკან­კალ­და.
- რუ­მი­ნე­თის "სი­გუ­რან­ცის"წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და­მი­კავ­შირ­და, - კუ­ტე­პოვ­მა ამო­ი­ოხ­რა, - მათ კო­ტოვ­ს­კის მკვლე­ლო­ბა შეგ­ვიკ­ვე­თეს.
- რაო?!
- "სი­გუ­რან­ცას"სურს, კო­ტოვ­ს­კი გა­ვა­ნად­გუ­როთ!
- მაგ­რამ როვს-ი რუ­სი პატ­რი­ო­ტე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ციაა, რო­მე­ლიც სამ­შობ­ლოს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თ­ვის იბ­რ­ძ­ვის. ჩვენ, რუ­სი პატ­რი­ო­ტე­ბი...
- სამ­წუ­ხა­როდ, არ­ჩე­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა არ გვაქვს, - შე­აწყ­ვე­ტი­ნა კუ­ტე­პოვ­მა, - კო­ტოვ­ს­კი ცნო­ბი­ლი პი­როვ­ნე­ბაა, მი­სი ლიკ­ვი­და­ცი­აც "ტრეს­ტის"რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა.

და­სას­რუ­ლი ჩვენს საიტზე გამოქვეყნდება 23 ოქტომბერს


ნი­კა თევ­ზა­ძე
ის­ტო­რი­ის დოქ­ტო­რი
ჟურნალი "ისტორიანი",#79
glaxuna
23 ოქტომბერი 2017 10:43
თავიდანვე ერთობით საზრდოობდა რუსული იუმპერია,განსაკუთრებით ბოლშევიკურ-კომუნისტური და კრიმინალური სამყარო და დღესაც ასე გრძელდება- ე რ თ ო ბ ი თ...ოღოდ დღეს უფრო დაღვეწილი მეთოდებით,თუმცა იგივე სიძულვილით და მიზნებით - ,,რუსულ სამყაროს,, დღეგრძელობისათვის - ხალხის მასობრივი დაშანტაჟება,დაშინება-დამონებით!