გელათი
20-10-2017
გელათი
სამონასტრო კომპლექსის რესტავრაცია რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს

ქარ­თ­ველ­თა ის­ტო­რი­ის ერთ-ერ­თი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­ა­მა­ყო ეტა­პის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი და სა­უ­კე­თე­სოდ შე­მორ­ჩე­ნი­ლი ძეგ­ლია გე­ლა­თის მო­ნას­ტე­რი. მე­თერ­თ­მე­ტე სა­უ­კუ­ნეა, ის არ კარ­გავს არც ის­ტო­რი­ულ და არც მხატ­ვ­რულ ღი­რე­ბუ­ლე­ბას.
სა­მო­ნას­ტ­რო კომ­პ­ლექ­სის შე­მად­გენ­ლო­ბა­შია: ღვთის­მ­შობ­ლის მი­ძი­ნე­ბის სა­ხე­ლო­ბის მთა­ვა­რი ტა­ძა­რი, წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სია, წმინ­და ნი­კო­ლო­ზის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სია, სამ­რეკ­ლო, აკა­დე­მია, გა­ლა­ვა­ნი.

სა­მო­ნას­ტ­რო კომ­პ­ლექ­სი გა­მორ­ჩე­უ­ლია სიწ­მინ­დე­თა და ის­ტო­რი­ულ სიმ­ბო­ლო­თა სიმ­რავ­ლით, თუმ­ცა უმ­თავ­რე­სი, რის გა­მოც მომ­ლოც­ველ­თა და ტუ­რის­ტ­თა მი­მოს­ვ­ლა არ წყდე­ბა, ქარ­თ­ველ­თა უდი­დე­სი მე­ფის
– და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის საფ­ლა­ვია. ამ საფ­ლა­ვის უზარ­მა­ზა­რი ქვა, და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის ან­დერ­ძის თა­ნახ­მად, მო­თავ­სე­ბუ­ლია სამ­ხ­რეთ კა­რიბ­ჭე­ში. გარ­და და­ვი­თი­სა, გე­ლა­თის მო­ნას­ტ­რის მთა­ვარ ტა­ძარ­ში დაკ­რ­ძა­ლუ­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლოს თით­ქ­მის ყვე­ლა სა­ხე­ლო­ვა­ნი მე­ფე. მათ შო­რის: დე­მეტ­რე I, გი­ორ­გი III, იმე­რე­თის მე­ფე­ე­ბი – ბაგ­რატ III, გი­ორ­გი II, გი­ორ­გი III, გი­ორ­გი VI, ალექ­სან­დ­რე
V, სო­ლო­მონ I. სა­ვა­რა­უ­დოდ, აქ­ვე უნ­და იყოს კი­დევ ერ­თი უდი­დე­სი მე­ფის – თა­მა­რის საფ­ლა­ვიც.

სა­მო­ნას­ტ­რო კომ­პ­ლექ­სი მდე­ბა­რე­ობს იმე­რეთ­ში, ქა­ლაქ ქუ­თა­ი­სი­დან 11 კმ-ში. მდი­ნა­რე წყალ­წი­თე­ლას მარ­ცხე­ნა ნა­პირ­ზე.
გე­ლა­თის ის­ტო­რია იწყე­ბა 1106 წელს, და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის მი­ერ გე­ლა­თის აკა­დე­მი­ის და­არ­სე­ბით, რო­მე­ლიც იმ პე­რი­ო­დის სა­ეკ­ლე­სიო და სა­ე­რო გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტ­რი და ფი­ლო­სო­ფი­უ­რი აზ­როვ­ნე­ბის კე­რა იყო.
სა­მო­ნას­ტ­რო კომ­პ­ლექ­სი მთა­ვა­რი ტა­ძა­რი ღვთის­მ­შობ­ლის მი­ძი­ნე­ბის სა­ხე­ლო­ბი­საა. არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლად იგი ცენ­ტ­რა­ლურ-გუმ­ბა­თო­ვან ნა­გე­ბო­ბებს მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბა. მხატ­ვ­რუ­ლი თვალ­საზ­რი­სით, ეკ­ლე­სი­ის ფა­სა­დე­ბი სი­სა­და­ვით გა­მო­ირ­ჩე­ვა, მათ ერ­თა­დერთ გა­ფორ­მე­ბის ელე­მენტს მწყობ­რი თა­ღე­დი წარ­მო­ად­გენს.

ფა­სა­დე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, ში­და სივ­რ­ცე უხ­ვად არის შემ­კუ­ლი მხატ­ვ­რუ­ლი მო­ტი­ვე­ბით. ქარ­თუ­ლი კედ­ლის მხატ­ვ­რო­ბის სხვა­დას­ხ­ვა პე­რი­ო­დის ნი­მუ­შებ­თან ერ­თად აქ გვხვდე­ბა XII სა­უ­კუ­ნის მო­ზა­ი­კაც. ის ტაძ­რის აღ­მო­სავ­ლეთ მხა­რეს, სა­კურ­თხევ­ლის კონ­ქ­შია გან­თავ­სე­ბუ­ლი. ოქ­როს­ფერ ფონ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლია ღვთის­მ­შო­ბე­ლი ყრმით და მთა­ვა­რან­გე­ლო­ზე­ბი: მი­ქა­ე­ლი და გაბ­რი­ე­ლი.

ფრეს­კე­ბის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი გვი­ან პე­რი­ოდს გა­ნე­კუთ­ვ­ნე­ბა. XII სა­უ­კუ­ნის ფრეს­კე­ბი შე­მორ­ჩე­ნი­ლია და­სავ­ლეთ სტო­ა­ში, სა­დაც ძი­რი­თა­დი თე­მაა მსოფ­ლი­ოს შვი­დი სა­ეკ­ლე­სიო კრე­ბა, რაც და­ვი­თის ეპო­ქის­თ­ვის აქ­ტუ­ა­ლუ­რია. მო­ხა­ტუ­ლო­ბის ტრა­დი­ცი­ულ საღ­ვ­თო თე­მა­ტი­კა­ში ჩარ­თუ­ლია ის­ტო­რი­ულ პირ­თა პორ­ტ­რე­ტე­ბიც (XVI ს.). ჩრდი­ლო­ეთ კე­დელ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი არი­ან იმე­რე­თის სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რე­ბი.

სა­ყუ­რადღე­ბოა და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის ფრეს­კა, რო­მე­ლიც, შე­საძ­ლოა მო­ხა­ტუ­ლო­ბის თავ­და­პირ­ველ პროგ­რა­მას მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბო­დეს, თუმ­ცა იგი გვი­ან, XVI სა­უ­კუ­ნე­ში თა­ვი­დან გა­და­უ­წე­რი­ათ. იმე­ო­რებს თუ არა იგი დი­დი მე­ფის გა­რეგ­ნო­ბის შტრი­ხებს, რთუ­ლი სათ­ქ­მე­ლია. მას ცალ ხელ­ში, ნიშ­ნად ქტი­ტო­რო­ბი­სა, ეკ­ლე­სი­ის მო­დე­ლი უჭი­რავს, ხო­ლო მე­ო­რე­ში – გრაგ­ნი­ლი. ტაძ­რის სამ­ხ­რეთ ეკ­ვ­დერ­ში გა­მო­სა­ხუ­ლია და­ვით ნა­რი­ნის ორი, XIII სა­უ­კუ­ნის პორ­ტ­რე­ტი.

ღვთის­მ­შობ­ლის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარ­თან ერ­თად, კომ­პ­ლექ­ს­ში კი­დევ ორი ტა­ძა­რია. ერ­თი მთა­ვა­რი ტაძ­რის აღ­მო­სავ­ლე­თით დგას, გა­ნე­კუთ­ვ­ნე­ბა XII სა­უ­კუ­ნეს და წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბი­საა. გეგ­მი­თა და ფორ­მე­ბით იგი მთა­ვარ ტა­ძარს იმე­ო­რებს, თუმ­ცა მას­შ­ტა­ბით უფ­რო მცი­რეა. ინ­ტე­რი­ერ­ში XVI სა­უ­კუ­ნის მო­ხა­ტუ­ლო­ბაა.
მთა­ვა­რი ტაძ­რის და­სავ­ლეთ მხა­რეს XIII-XIV სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წმინ­და ნი­კო­ლო­ზის სა­ხე­ლო­ბის ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი ეკ­ლე­სიაა.
ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თით ერთ-ერ­თი ად­რე­უ­ლი, XIII სა­უ­კუ­ნის სამ­რეკ­ლოა, რომ­ლის ქვე­და ნა­წი­ლი თა­ღე­ბით არის გახ­ს­ნი­ლი და წყა­რო­ზეა და­შე­ნე­ბუ­ლი. აქ­ვეა გე­ლა­თის აკა­დე­მი­ის შე­ნო­ბა, რო­მელ­მაც ჩვე­ნამ­დე ფრაგ­მენ­ტე­ბის სა­ხით მო­აღ­წია და რამ­დე­ნი­მე წლის წინ აღად­გი­ნეს.

დღეს მიმ­დი­ნა­რე­ობს კომ­პ­ლექ­სის ფუნ­და­მენ­ტუ­რი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია. რეს­ტავ­რა­ცი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მა შე­მუ­შავ­და ორ­ჯერ – 2008 და 2015 წლებ­ში. სა­მუ­შა­ო­ებს კი აფი­ნან­სებს აშშ-ის სა­ელ­ჩოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ფონ­დი, მსოფ­ლიო ბან­კი და მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი. რეს­ტავ­რა­ცი­ის პრო­ცეს­ზე რამ­დე­ნი­მე ქარ­თუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია მუ­შა­ობს.

ამ ეტაპ­ზე სა­რეს­ტავ­რა­ციო პრო­ექ­ტი ორი ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს – არ­ქი­ტექ­ტუ­რის სტრუქ­ტუ­რის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია და ქვის კონ­სერ­ვა­ცია. პირ­ვე­ლი გუ­ლის­ხ­მობს გა­და­ხურ­ვის შეც­ვ­ლას, ამის­თ­ვის ხდე­ბა ლავ­გარ­და­ნე­ბის (კარ­ნი­ზე­ბის) აღ­დ­გე­ნა, რომ­ლებ­ზეც უკ­ვე დაწყე­ბუ­ლია კრა­მი­ტის და­მაგ­რე­ბა.
რეს­ტავ­რა­ტორ­თა ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­მუ­შაო სწო­რედ XI სა­უ­კუ­ნის ის­ტო­რი­უ­ლი, ავ­თენ­ტი­კუ­რი კრა­მი­ტის აღ­დ­გე­ნაა ზუს­ტი ას­ლე­ბის დამ­ზა­დე­ბის გზით, რო­მე­ლიც წი­ნას­წა­რი არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გათხ­რე­ბის შე­დე­გად აღ­მოჩ­ნ­და.

თავ­და­პირ­ვე­ლად აღ­დ­გე­ნი­ლი კრა­მი­ტი გა­მო­ი­ყე­ნეს წმინ­და ნი­კო­ლო­ზი­სა და წმინ­და გი­ორ­გის ეკ­ლე­სი­ის გუმ­ბა­თებ­სა და სამ­რეკ­ლოს გა­და­სა­ხუ­რა­ვად. ამ­ჟა­მად უკ­ვე გა­და­ხუ­რუ­ლია მთა­ვა­რი ტაძ­რის გუმ­ბა­თიც და მკლა­ვე­ბის გა­და­ხურ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს.
სა­რეს­ტავ­რა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის მე­ო­რე ეტა­პია ქვის კონ­სერ­ვა­ცია, რი­სი მი­ზე­ზიც გახ­და გე­ლა­თის ტაძ­რის სა­პი­რე ქვე­ბის საკ­მა­ოდ რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ყოფ­ნა.
სა­ვა­რა­უ­დოდ, ღვთის­მ­შობ­ლის ტაძ­რის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია 2018 წელს უნ­და დას­რულ­დეს, თუმ­ცა კი­დევ ცალ­კე, და­მა­ტე­ბი­თი ეტა­პია მო­ნას­ტ­რის ტე­რი­ტო­რი­ის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია.

გე­ლა­თი დღეს, იუნეს­კოს მსოფ­ლიო კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლე­ბის სი­ა­ში, გა­და­ტა­ნი­ლია საფ­რ­თხის ქვეშ მყოფ­თა კა­ტე­გო­რი­ა­ში, ოღონდ ბაგ­რა­ტის ტაძ­რის სტა­ტუ­სის­თ­ვის შექ­მ­ნი­ლი პრობ­ლე­მის გა­მო – გე­ლა­თი და ბაგ­რა­ტი იუნეს­კოს ნუს­ხა­ში ერ­თად იყო წარ­დ­გე­ნი­ლი. გე­ლა­თის სა­მო­ნას­ტ­რო კომ­პ­ლექ­სის რეს­ტავ­რა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კი მსოფ­ლიო კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის სი­ა­ში მას უკ­ვე და­მო­უ­კი­დებ­ლად წა­რად­გე­ნენ.

მა­რი­ტა სახ­ლ­თხუ­ციშ­ვი­ლი
ჟურნალი "ისტორიანი",#79
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!