ცხოვრება და ღვაწლი "ქისტი ჩობანისა"
16-11-2017
ცხოვრება და ღვაწლი "ქისტი ჩობანისა"
XIX საუკუნის მიწურულიდან ქართული პრესის ფურცლებზე გამოჩნდა ფსევდონიმი "ქისტი ჩობანი", რომლის მასალები, ძირითადად, "ივერიაში"იბეჭდებოდა.

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა გიორგი ნიკოლოზის ძე ჯავახიშვილმა (1941-2015) დაადგინა, რომ ამ ფსევდონიმით წერდა მათე ომანის ძე ალბუთაშვილი (1863-1953) - სასულიერო მოღვაწე, მწერალი, ფოლკლორისტი, ეთნოგრაფი და პედაგოგი. ეს პირველი ქისტი მკვლევარი იმავდროულად, მართლმადიდებლობისთვის თავდადებული განმანათლებელიც გახლდათ.

მათე ალბუთაშვილის წინაპრები, გვარად აიაურები - ღილღოდან მითხოში გადასახლებულან. მათ სხვადასხვა დროს უცხოვრიათ ჯარეგოში, ჩაბანოსა და ხორბალოში, ხოლო შემდეგ პანკისის
ხეობის სოფელ ჯოყოლოში დასახლებულან. აქვე უნდა ითქვას, რომ ალბუთაშვილების გვარისანი არიან როგორც ქისტები, ასევე ქართველებიც.

მა­თე ალ­ბუ­თაშ­ვი­ლი 1863 წლის იან­ვარ­ში, ჯო­ყო­ლო­ში და­ი­ბა­და. 1874 წელს ის თი­ა­ნე­თის სკო­ლა­ში მი­ა­ბა­რეს, სა­ი­და­ნაც სწავ­ლა ალ­ვა­ნის ოთხ­კ­ლა­სი­ან სკო­ლა­ში გა­ნაგ­რ­ძო, მი­სი დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ კი შე­ვი­და თე­ლა­ვის სა­სუ­ლი­ე­რო სას­წავ­ლე­ბელ­ში, სა­დაც ცო­ტა ხნით
ად­რე ვა­ჟა-ფშა­ვე­ლა ჩა­ი­რიცხა.

თა­ვის მე­მუ­ა­რებ­ში მა­თე ალ­ბუ­თაშ­ვილ­მა აღ­წე­რა ამ სას­წავ­ლებ­ლის გა­რე­მო და მო­იყ­ვა­ნა ცნო­ბე­ბი მას­წავ­ლებ­ლე­ბის: ნი­კო მთვა­რე­ლიშ­ვი­ლის, ქრის­ტე­ფო­რე და ილია ზა­რა­ფიშ­ვი­ლე­ბის, ამ­ბ­რო­სი ხე­ლაშ­ვი­ლის, რო­მან ძამ­საშ­ვილ-ცამ­ცი­ე­ვის, სვი­მონ (სი­კო) რცხი­ლა­ძის, ინ­ს­პექ­ტორ პლა­ტონ მთვა­რე­ლიშ­ვი­ლი­სა და სხვა­თა შე­სა­ხებ.
1886 წლი­დან მა­თე ალ­ბუ­თაშ­ვილ­მა სწავ­ლა გა­ნაგ­რ­ძო თბი­ლი­სის სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ა­ში, რომ­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, 1893 წელს, მას­წავ­ლებ­ლად გა­ამ­წე­სეს ჯო­ყო­ლოს სკო­ლა­ში.
საეკლესიო სახლი სოფელ ჯოყოლოში (შემდგომში – საფერშლო პუნქტი)
მა­თე ალ­ბუ­თაშ­ვი­ლი ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ქის­ტი იყო, რომ­ლის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში სკო­ლის აშე­ნე­ბა (1899 წ.), აგ­რეთ­ვე მრა­ვა­ლი სხვა სა­ჭირ­ბო­რო­ტო კულ­ტუ­რულ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო თუ სა­მე­ურ­ნეო სა­კითხის მოგ­ვა­რე­ბა. ამას ადას­ტუ­რებს მი­სი წე­რი­ლე­ბი ჯო­ყო­ლო­ელ­თა სა­მა­მუ­ლო და­ვა­ზე, გზის უვარ­გი­სო­ბა­ზე, მკითხა­ო­ბა­ზე, ხალ­ხის მოტყუ­ე­ბა­ზე, მკვლე­ლო­ბა­ზე, ცხვრის და­ა­ვა­დე­ბებ­ზე, ამინ­დ­ზე, მო­სა­ვალ­სა და სხვ.

მწერ­ლო­ბა­სა და ეთ­ნოგ­რა­ფი­ა­ში პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი მა­თე ალ­ბუ­თაშ­ვილ­მა ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას ხელ­დას­ხ­მით გა­დად­გა. მან "ი­ვე­რი­ა­ში"გა­მო­აქ­ვეყ­ნა ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი წე­რი­ლე­ბი "ქის­ტუ­რი დო­ღი"(1902, #255) და "ნი­ჯუა, სი­ნა და ოოღუ­ა­ი"(1903, #27). მათ­ში აღ­წე­რი­ლია ქის­ტე­ბის დღე­სას­წა­უ­ლე­ბი: ახა­ლი წე­ლი­წა­დი, წყალ­კურ­თხე­ვა და სხვ. იქ­ვე მი­სი ფოლ­კ­ლო­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბიც გა­მოქ­ვეყ­ნ­და.

პან­კი­სის ხე­ო­ბის ის­ტო­რი­ულ-ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი და გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი შეს­წავ­ლა მა­თე ალ­ბუ­თაშ­ვილ­მა XIX სა­უ­კუ­ნის უკა­ნას­კ­ნე­ლი მე­ოთხე­დი­დან და­იწყო. მან ამ ხე­ო­ბის სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნი და­ხა­სი­ა­თე­ბა შე­მოგ­ვი­ნა­ხა, გა­მოკ­ვ­ლე­ვის ავ­ტო­რი­სე­უ­ლი სა­თა­უ­რია "პან­კი­სის ხე­ო­ბა (ის­ტო­რი­ულ-გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი აღ­წე­რა და მცხოვ­რებ­თა ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი გარ­ჩე­ვა)".

ეს გა­მოკ­ვ­ლე­ვა თით­ქ­მის ოთხი ათე­უ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იწე­რე­ბო­და, XIX სა­უ­კუ­ნის 90-იანი წლე­ბი­დან - XX სა­უ­კუ­ნის 30-იან წლე­ბამ­დე. 1934 წელს მა­თე ალ­ბუ­თაშ­ვილ­მა აღ­წე­რი­ლო­ბა ერთ დიდ დავ­თარ­ში გა­და­ა­თეთ­რა, რო­მე­ლიც მის­მა ვაჟ­მა - ნი­კო­ლოზ­მა 1969 წელს გა­დას­ცა ზე­მოხ­სე­ნე­ბულ მკვლე­ვარ გი­ორ­გი ჯა­ვა­ხიშ­ვილს.

ნაშ­რო­მი და­ყო­ფი­ლია ქვე­თა­ვე­ბად: "პან­კი­სის ხე­ო­ბის ტე­რი­ტო­რია და საზღ­ვ­რე­ბი", "ფლო­რა და ფა­უ­ნა", "გზე­ბი და ბი­ლი­კე­ბი", "ხე­ო­ბის სოფ­ლე­ბი და მო­სახ­ლე­ო­ბა 1901 წლის აღ­წე­რით", "ჩაც­მუ­ლო­ბა", "ხა­სი­ა­თი", "ქის­ტის ზნე­ო­ბა", "მცხოვ­რებ­თა საქ­მი­ა­ნო­ბა", "ე­ნა", "მიც­ვა­ლე­ბუ­ლის და­მარ­ხ­ვა", "ნიშ­ნო­ბა", "ქა­ლის გათხო­ვე­ბა", "ურ­ბე­თი", "ქორ­წი­ლის წე­სი", "ქა­ლის გა­ტა­ცე­ბა", "ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი მხა­რე", "შვი­ლე­ბის აღ­ზ­რ­და", "ფი­ცი", "სის­ხ­ლის საზღა­უ­რი", "შე­რი­გე­ბის წე­სი", "დაძ­მო­ბი­ლე­ბის წეს-რი­გი", "სტუ­მარ­თ­მოყ­ვა­რე­ო­ბა", "ნა­თე­სა­ო­ბა", "ე­ქი­მო­ბა", "მკითხა­ო­ბა", "ოჩხა­რი", "ლე­გენ­დე­ბი და თქმუ­ლე­ბე­ბი", "სა­ლო­ცა­ვე­ბი და ეკ­ლე­სი­ე­ბი"...

გა­მოკ­ვ­ლე­ვა­ში მკითხ­ვე­ლი შეხ­ვ­დე­ბა სა­გუ­ლის­ხ­მო დაკ­ვირ­ვე­ბებს ქის­ტურ ენა­ზე, სიტყ­ვა "ქის­ტის"ეტი­მო­ლო­გი­ა­სა და მრა­ვალ სა­წეს­ჩ­ვე­უ­ლე­ბო რი­ტუ­ალ­ზე. გარ­და ქის­ტე­ბის ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ყო­ფი­სა, ნაშ­რომ­ში უხ­ვად არის ჩარ­თუ­ლი ცნო­ბე­ბი პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში მო­სახ­ლე ქარ­თ­ვე­ლი მთი­ე­ლე­ბის (ფშავ-ხევ­სუ­რე­ბი) და ასე­ვე, ოსე­ბის წეს-ჩვე­უ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ. მა­გა­ლი­თად, სა­ყუ­რადღე­ბოა დაკ­ვირ­ვე­ბა­ნი ფშა­უ­რი ქორ­წი­ლის, წაწ­ლო­ბის, ბოს­ლო­ბის, რე­ლი­გი­უ­რი დღე­სას­წა­უ­ლე­ბი­სა და სხვა­თა თა­ო­ბა­ზე.
მათე ალბუთაშვილი ცოლ-შვილთან ერთად (1898 წელი)
მა­თე ალ­ბუ­თაშ­ვილს ეკუთ­ვ­ნის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ცნო­ბე­ბი პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში შე­მორ­ჩე­ნი­ლი ნივ­თი­ე­რი კულ­ტუ­რის ძეგ­ლე­ბის შე­სა­ხებ. მათ შო­რი­საა: მა­ის­ტა­ლის ხა­ტი ანუ წმინ­და გი­ორ­გის ეკ­ლე­სია, კუ­წახ­ტის ღვთის­მ­შობ­ლის, კვი­რაცხოვ­ლის (სო­ფელ კოშ­კებ­ში) ტაძ­რე­ბი, ბალ­თა­გო­რის ღვთის­მ­შო­ბე­ლი, სპე­რო­ზას წმინ­და გი­ორ­გი და სხვ.

აი, რას ვკითხუ­ლობთ მა­ის­ტა­ლის ხა­ტის შე­სა­ხებ: "ა­ლაზ­ნის ნა­ვალს ჭა­ლა­ზე, მდი­ნა­რის პი­რად, სო­ფელ დუ­ი­სის აღ­მო­სავ­ლე­თით, რო­მელ­საც ქის­ტე­ბი მა­ის­ტა­ლას ხატს ეძახ­დ­ნენ, რად­გან მა­ის­ტი­დამ იყო გად­მო­ტა­ნი­ლი, რო­გორც გად­მო­ცე­მით ვი­ცი, ამ შე­ნო­ბა­ში იყო ხის­გან გა­მო­ქან­და­კე­ბუ­ლი ბავ­შ­ვის სა­ხე, მთლად ვერ­ცხ­ლ­ში ჩას­მუ­ლი, ხელ­ში ხმლით და ით­ვ­ლე­ბო­და ომის ღმერ­თად.

ამ ხატს დუ­ი­სე­ლე­ბი, ამ ბო­ლო ხა­ნამ­დე, წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბით ლო­ცუ­ლობ­დ­ნენ ყო­ველ გი­ორ­გო­ბას. XIX სა­უ­კუ­ნის ოთხ­მო­ცი­ან წლებ­ში მა­ის­ტა­ლა და­ი­კარ­გა. ზო­გი ამ­ბობ­და, ისევ პი­რი­ქით ქის­ტებ­მა მალ­ვით წა­ი­ღე­სო, ზო­გი - ვერ­ცხ­ლის გუ­ლის­თ­ვის მო­ი­პა­რე­სო. თვით შე­ნო­ბას შუბ­ლის ქვა­ზე ჰქონ­და შემ­დე­გი წარ­წე­რა: "მე პან­კი­სის მო­უ­რავ­მა... აღ­ვა­შე­ნე ნი­ში ესე... წმ. ნი... ზის სახ... ჩე­მის და ჩე­მის მე­უღ­ლის... სა­ო­ხად".

ჯო­ყო­ლოს ეკ­ლე­სი­ის შე­სა­ხებ მა­თე ალ­ბუ­თაშ­ვი­ლი წერს: "სოფ­ლის და­სავ­ლე­თით, ჭო­ბი­ოს მაღ­ლა, ტყე­ში, ერ­თი ძვე­ლი შე­ნო­ბაა, დან­გ­რე­უ­ლი. აღარ ეტყო­ბა, ეკ­ლე­სიაა თუ სხვა რა­ი­მე შე­ნო­ბა, ხო­ლო რო­გორც გად­მო­ცე­მი­დან ჩანს, ეს უნ­და ყო­ფი­ლი­ყო წმინდა გი­ორ­გის ეკ­ლე­სია. მო­ხუ­ცი მე­და­ვით­ნე ს. ბერ­ძე­ნო­ვი იტყო­და: "იმ შე­ნო­ბა­ში, რო­ცა მთე­ლი იყო, ფა­რუ­ლად ინა­ხე­ბო­და ერ­თი მოზ­რ­დი­ლი თა­სი ვერ­ცხ­ლი­სა, ზედ წარ­წე­რით: "ვერ­ცხ­ლის თა­სი ესე შევ­ს­წი­რე მე, მან­გ­ლი­სის მცხოვ­რებ­მა სო­ლო­მონ ფიცხე­ლა­ურ­მა ჭო­ბი­ოს თა­ვის წმ. გი­ორ­გის ეკ­ლე­სი­ას. დი­დე­ბით აღ­მა­ტე­ბულ არს სა­ხე­ლი მი­სი".

ზე­მოთ მო­ტა­ნი­ლი ამო­ნა­წე­რე­ბი­დან ჩანს, რომ პან­კი­სის ხე­ო­ბის ძეგ­ლე­ბის აღ­წე­რი­ლო­ბა მა­ნამ­დე და შემ­დე­გაც არა­ვის მო­უ­ცია. ამ მხრივ იგი პირ­ველ­წყა­რო­ე­ბის შემ­ც­ვე­ლია.
1891 წელს თე­დო რა­ზი­კაშ­ვილ­მა ხევ­სუ­რეთ­ში ჩა­ი­წე­რა ქარ­თუ­ლი წარ­მარ­თუ­ლი მი­თო­ლო­გი­ის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნი­მუ­ში "ღვთის­შ­ვილ­თა და­ბა­დე­ბა", სა­დაც წარ­მოდ­გე­ნი­ლია ხატ-სა­ლო­ცავ­თა უფ­როს-უმ­ც­რო­სო­ბის პრობ­ლე­მა. აქ ბერ ბუქ­ნაი ბა­ი­დუ­რის შემ­დეგ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლია თერ­გ­ვა­უ­ლი.
პანკისელი ქისტები
მა­თე ალ­ბუ­თაშ­ვი­ლის ნაშ­რომ­ში თერ­გა­ლი (ი­გი­ვე თერ­გ­ვა­უ­ლი) მიჩ­ნე­უ­ლია ქის­ტე­ბის წი­ნაპ­რად, რო­მე­ლიც წარ­მარ­თულ სა­მო­სელ­შია გახ­ვე­უ­ლი, თუმ­ცა ნა­წი­ლობ­რივ იგი ეპო­სის ნიშ­ნებ­საც ატა­რებს.
თხზუ­ლე­ბა­ში ვკითხუ­ლობთ: "ქის­ტი ხალ­ხი პირ­ვე­ლად რო­გორ გავ­რ­ცელ­და კავ­კა­სი­ო­ნის მთებ­ში, ამა­ზედ არის ერ­თი სა­უცხოო მოკ­ლე თქმუ­ლე­ბა, გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი ხალ­ხ­ში: "ყო­ფი­ლა მე­კობ­რე­თა ერ­თი ბე­ლა­დი თერ­გა­ლი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან აწუ­ხებ­და იქა­ურ მცხოვ­რებ­ლებს. შე­წუ­ხე­ბულ ხალხს ერ­თხელ გა­და­უწყ­ვე­ტია, რო­გორ­მე მო­ე­შო­რე­ბი­ნა მტე­რი.

თერ­გალს სცოდ­ნია ერ­თი თვით ძი­ლი. ხალ­ხ­მა მო­ა­ხე­ლა თერ­გა­ლი მძი­ნა­რი, მოკ­ვ­ლა ვერ გა­უ­ბე­და, მო­სის­ხ­ლე­ო­ბის ში­შით. მძი­ნა­რე ჩა­აწ­ვი­ნეს სა­კა­ცე­ში, წა­მო­ი­ღეს და­რუ­ბან­დი­სა­კენ და იქ, კავ­კა­სი­ო­ნის ერთ შე­ვარ­დ­ნილ ხე­ო­ბა­ში და­აწ­ვი­ნეს. თან და­უ­ტო­ვეს ცო­ტა საგ­ზა­ლი და თა­ვი­სი იარა­ღი. გა­ა­ნე­ბეს იქ თა­ვი. თერ­გალს თა­ვის დრო­ზე გა­მო­ეღ­ვი­ძა, ვერ გა­არ­კ­ვია სად იყო. ჭა­მა პუ­რი, ავი­და მაღ­ლა მთა­ზე, გა­ი­ხედ-გა­მო­ი­ხე­და, მაგ­რამ ვე­რა­ფე­რი გა­ი­გო თა­ვი­სი ბე­დი­სა.

თერ­გალ­მა ერთ მო­ხერ­ხე­ბულ ად­გილს და­ი­დო ბი­ნა, ნა­დი­რო­ბი­თა ცხოვ­რობ­და, ცო­ლიც მა­ლე გა­ი­ჩი­ნა. ეყო­ლა ორი ვა­ჟიშ­ვი­ლი. უფ­რო­სი ვა­ჟიშ­ვი­ლი რომ და­ე­ბა­და, მას ხელ­ში ხის პა­ტა­რა ტო­ტი მის­ცა და სა­ხე­ლი ამ ტო­ტი­სა უწო­და. ხის ტო­ტი ქის­ტუ­რად არის "ღა", აქე­დან "ღა-ღა"- "ღალ­ღა". მე­ო­რე ვა­ჟი რომ და­ე­ბა­და, ყვე­ლის ნა­ჭე­რი ეკა­ვა, მთლად დათ­ვ­სა ჰგავ­და. სა­ხე­ლად ზოგ­მა ყვე­ლის ნა­ჭე­რი უწო­და, ზოგ­მა დათ­ვის. ქის­ტუ­რად ყვე­ლი არის "ნეჩხ", აქე­დან - "ნოხჩ". დათ­ვი ქის­ტუ­რად - "ჩა", აქე­დან - "ჩა­ჩა­ნი". ამ ორი ძმის­გან წარ­მო­იშ­ვა კავ­კა­სი­ის მთის ხალ­ხი: ჩა­ჩა­ნი-ნოხ­ჩი, ღალ­ღა-ინ­გუ­ში, ქარ­თუ­ლად - ღლიღ­ვი, ღლიღვ-ლე­კე­ბი, ქე­რის­ტი-ქის­ტი და სხვა.

თერ­გა­ლი სი­ბე­რის დროს თერ­გის წყალ­ში და­იხ­რ­ჩო და წყალს სა­ხე­ლი უწო­დეს "თერ­გი". გამ­რავ­ლ­და ხალ­ხი, აქეთ-იქით გა­იწ-გა­მო­ი­წია, ზო­გი დაბ­ლა, ვე­ლად ჩა­მო­ვი­და, ზო­გან ად­გილ­მა მი­ი­ღო ხალ­ხის სა­ხე­ლი, ზოგ­მა ხალ­ხ­მა კი ად­გი­ლის სა­ხე­ლი. დაბ­ლა ვე­ლად - ჩა­ჩა­ნი, ნოხ­ჩი, ინ­გუ­ში. ღალ­ღას მე­თა­უ­რო­ბით და­ფუძ­ნ­და სოფ­ლე­ბი: ინ­გუ­შე­თი, ზა­უ­გი, ნაზ­რა­ნი. პი­რა­ქეთ დუ­ი­სი, ჯო­ყო­ლოც ხომ ასეა და­არ­სე­ბუ­ლი პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში - დუ­ი­სა და ჯო­ყო­ლას მე­თა­უ­რო­ბით".

მა­თე ალ­ბუ­თაშ­ვი­ლი პან­კი­სის ხე­ო­ბის მო­სახ­ლე­ო­ბის ის­ტო­რი­ი­სა და ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ყო­ფის უბად­ლო მცოდ­ნე იყო, რის გა­მოც მას სა­კონ­სულ­ტა­ცი­ოდ მი­მარ­თავ­დ­ნენ. მათ შო­რის იყო ოსი მეც­ნი­ე­რი ბო­რის ალ­ბო­რო­ვი (1886-1968). ერთ-ერთ წე­რილ­ში ვკითხუ­ლობთ: "პრო­ფე­სორ ალ­ბო­როვს აინ­ტე­რე­სებს პან­კი­სე­ლი ქის­ტე­ბი თუ რო­დის არი­ან გად­მო­სახ­ლე­ბულ­ნი, სა­ი­დან, ზნე-ჩვე­უ­ლე­ბა, რამ­დენ­ნი არი­ან, გვა­რე­ბი, მღვდლე­ბი და ნას­წავ­ლე­ბი; პან­კი­სელ ქის­ტებ­ზე ქარ­თუ­ლი ენის გავ­ლე­ნა... წო­ვებ­ზე და­მი­წე­რე რაც იცო­დე... ალ­ბო­რო­ვი ად­გენს კავ­კა­სი­ის ხალ­ხ­თა შე­და­რე­ბით ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ ცნო­ბებს და მთხო­ვა ეს ცნო­ბე­ბი მე­შოვ­ნა. შენ­ზე კარ­გად ვის ეცო­დი­ნე­ბა... შრო­მის ფასს გა­მო­გიგ­ზავ­ნის. მეც იმას­თან ვმუ­შა­ობ და ქარ­თულს ვას­წავ­ლი. ნუ და­ი­ზა­რებ, ჩე­მო მა­თე, კარ­გი იქ­ნე­ბა ქარ­თუ­ლად დას­წე­რო. იყავ ყო­ჩა­ღად. შე­ნი ერ­თ­გუ­ლი ძმა გი­ორ­გი ნა­თა­ძე".

მა­თე ალ­ბუ­თაშ­ვი­ლი ჩვენ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სოა ასე­ვე, რო­გორც ჩამ­წე­რი ფოლ­კ­ლო­რუ­ლი მა­სა­ლე­ბი­სა, რო­მელ­თა­გა­ნაც სა­ნი­მუ­შოდ ერთ ლე­გენ­დას მი­მო­ვი­ხი­ლავთ. 1910 წელს მან პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში ჩა­ი­წე­რა ლე­გენ­და ქრის­ტეს შე­სა­ხებ, სა­დაც აღ­წე­რი­ლია ამი­რა­ნის თქმუ­ლე­ბა­ში მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ტო­პო­ნი­მი - სპე­რო­ზა.

აი, ეს თქმუ­ლე­ბაც: "პან­კი­სის ხე­ო­ბის სა­თა­ვე­ში, სა­დაც მის­წყ­დე­ბა სა­ურ­მე და და­იწყე­ბა სა­ცალ­ფე­ხო გზა, სა­დაც ორი მდი­ნა­რე - წიფ­ლო­ვა­ნის ხე­ვი და მახ­ვი­ლი ერ­თ­მა­ნეთს შე­აწყ­დე­ბა და გა­მოს­წევს კა­ხე­თი­სა­კენ მდი­ნა­რე ალაზ­ნად წო­დე­ბუ­ლი, სწო­რედ იმ ად­გი­ლას, პირ­და­პირ აღ­მარ­თუ­ლია ერ­თი უზარ­მა­ზა­რი, სხლარ­ტი და მა­ღა­ლი კი არა, უფ­რო გან­ზე გა­წე­ულ-გა­ბებღი­ლი, ქან­ჩახ-ქა­რა­ფე­ბი­ა­ნი მთა, რო­მელ­საც ხალ­ხი სპე­რო­ზას ეძა­ხის. მდი­ნა­რე ალაზ­ნის მარ­ჯ­ვე­ნა მხრით სპე­რო­ზას ქვე­მო­დან შეს­ც­ქე­რის ერ­თი მთა, რომ­ლის წვერ­ზე მოს­ჩანს რა­ღაც ძვე­ლი ნან­გ­რე­ვე­ბი და ამ ნან­გ­რე­ვებს ხალ­ხი "სპე­რო­ზას წმ. გი­ორ­გის"სა­ხე­ლით იხ­სე­ნი­ებს. აქ სა­ლო­ცა­ვად და­დი­ან 10 გი­ორ­გო­ბის­თ­ვის, უფ­რო კა­ხე­თი­დან.

თვით იქ, ად­გი­ლობ­რივ, ას­ვ­ლა მო­ნა­დი­რეს გარ­და სხვა კაც­თა­გან ძნე­ლია, გზა მდი­ნა­რე ალაზ­ნის მარ­ცხ­ნივ შე­უ­დის და ამა­ვე მხა­რეს სა­ლო­ცავს პირ­და­პირ ტყი­ანს პა­ტა­რა გო­რა­ზე სა­სან­თ­ლეა გა­კე­თე­ბუ­ლი და მლო­ცა­ვი იქა დგე­ბა ღა­მის სა­თა­ვედ. ვიდ­რე მლო­ცა­ვი ამ ად­გილს მი­აღ­წევს, ერ­თი კარ­გა მა­ღა­ლი და ტყი­ა­ნი მთა უნ­და გა­და­ი­ა­როს. გზა მი­დის იმის­თა­ნა ფერ­დობ­ზე, ლი­ლა­სა­ვით ლურჯს სალ კლდე ტინ­ზე, რომ რაც უნ­და შეჩ­ვე­უ­ლი თვა­ლი შეხ­ვ­დეს, მა­ინც შე­ე­შინ­დე­ბა. ერ­თი უც­ბად რომ ცხენს ან კაცს ფე­ხი წა­უ­ფორ­ხილ­დეს, ოცი სა­ჟე­ნის სი­მაღ­ლი­დან ისე და­ე­ცე­მა ძირს მდი­ნა­რე ალაზ­ნის რი­ყე­ზე, რომ გზად ბა­ლახ­საც ვერ მოხ­ვ­დეს.

აი, ამ გზა­ზე, ამ სალ კლდე - ტინ­ზე ერთ ად­გი­ლას ამოჭ­რი­ლია ვერ­შოკ­ნა­ხე­ვა­რი სიგ­რ­ძე და ვერ­შო­კის სი­გა­ნე. რა­შიც, მარ­თ­ლა, ჯო­რის ერ­თი ფე­ხი ჩა­ე­ტე­ვა. ამა­ზე არ­სე­ბობს ხალ­ხ­ში შემ­დე­გი ლე­გენ­და: იესო ქრის­ტე რომ ქვეყ­ნად და­ი­ა­რე­ბო­და, სხვა­თა შო­რის, იმოგ­ზა­უ­რა იმ მთებ­შიც, რო­მელ­ზეც ჩვენ გვაქვს ლა­პა­რა­კი. იქი­დან რომ მო­დი­ო­და, ჯორ­ზე იჯ­და და ჩონ­გურს უკ­რავ­და. გზა­ში აუჩ­ნ­და ეშ­მა­კი და ჩა­მო­ე­კი­და. მაგ და­საკ­რა­ვის სა­ხე­ლი უნ­და მას­წავ­ლოო. ქრის­ტე ყურ­საც არ უგ­დებ­და ეშ­მაკს და ჩონ­გუ­რის დაკ­ვ­რას გა­ნაგ­რ­ძობ­და.
წმინდა გიორგის ეკლესია სოფელ ჯოყოლოში (აშენდა 1887 წელს)
ეშ­მაკ­მა რომ თხოვ­ნით ვე­რა­ფე­რი გა­აწყო, ისევ თა­ვის ხერხს მი­მარ­თა: ქრის­ტეს გზა მო­უჭ­რა, წინ ჩა­უ­საფ­რ­და და ჯო­რი და­უფ­რ­თხო. ქრის­ტემ თა­ვის ჯორს შეს­ძა­ხა: "და­ი­ცა, წყე­უ­ლო, ჩონ­გუ­რი არ გა­მა­ტე­ხი­ნო­ო". ამ­ნა­ი­რად, ეშ­მაკ­მა თა­ვის მი­ზანს მი­აღ­წია და ის ნა­ფე­ხუ­რე­ბიც მა­შინ და­აჩ­ნ­და იქ, კლდე­სა, რო­მელ­საც დღეს ხალ­ხი "ჯო­რის ნა­ფე­ხურს"ეძა­ხის. მარ­თ­ლაც, ხალ­ხი რა­ღაც სა­სო­ე­ბით უყუ­რებს ამ ამოჩ­ვ­რე­ტილ კედ­ლებს.

სა­ზო­გა­დოდ ეგ­რე მგზავ­რი ფეხს არა­სო­დეს არ ად­გამს ამ ად­გი­ლას, ხო­ლო სა­ლო­ცა­ვად მი­მა­ვა­ლი კა­ხე­თის ხალ­ხი რომ გა­ივ­ლის, თვი­თე­უ­ლი მათ­გა­ნი აავ­სებს ამ ამოჭ­რილს ტინს ღვი­ნით, და­ი­ლო­ცე­ბა, და­ე­წა­ფე­ბა და მოს­წ­რუ­ტავს. მე­რე ისევ აავ­სებს, ზედ ერთ შოთ პურს და­დებს და ისე წა­ვა".

აქ­ვე უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ თუ­შეთ­ში, სო­ფელ დო­ჭუს თავ­ში არის ძვე­ლი სა­ლო­ცა­ვი ად­გი­ლი - სა­ხეო. სა­ლო­ცა­ვად მი­მა­ვა­ლი ხალ­ხი სოფ­ლის ჩრდი­ლო­ე­თი­სა­კენ შე­ამ­ჩ­ნევს ერთ ქვას, რო­მელ­საც ხალ­ხი ჯორ­და­ნა­ლახს ეძა­ხის. სწო­რედ ამ ად­გილ­ზეც ასე­თი­ვე ლე­გენ­და არ­სე­ბობს, რო­მე­ლიც 1965 წელს გი­ორ­გი ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა ჩა­ი­წე­რა. სა­ზო­გა­დოდ, ეს სი­უ­ჟე­ტი მო­ა­რუ­ლია და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თ­ვე­ლო­შია გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი.
ამი­რა­ნის მი­ჯაჭ­ვის ად­გი­ლის - სპე­რო­ზას შე­სა­ხებ ნარ­კ­ვევ­ში ვკითხუ­ლობთ: "ხალ­ხ­ში დღე­საც დარ­ჩე­ნი­ლია თქმუ­ლე­ბა, მი­თომ ამ მთებ­ში იყო დაბ­მუ­ლი და დამ­წყ­ვ­დე­უ­ლი გმი­რი ამი­რა­ნი და ისა ქუხ­დეს ხან­დი­ხან. ალ­ბათ, ამა­ვე თქმუ­ლე­ბის მი­ზე­ზით - მთას წი­ნი­დან შუბ­ლ­ში ერ­თი გა­მო­წე­უ­ლი რუ­ი­ვით სე­რი ჩა­მოს­დის და ამ სერს ხალ­ხი ამი­რა­ნის კუჭს ეძა­ხის".

პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში მცხოვ­რე­ბი ფშა­ვე­ლე­ბის ნი­ჭი­ე­რე­ბის შე­სა­ხებ მა­თე ალ­ბუ­თაშ­ვი­ლი წერს: "ბევრს აქვს პო­ე­ტუ­რი ნი­ჭი, მაგ­რამ რჩე­ბა და­უ­წე­რა­ვი, ლექ­სი გა­მოჰ­ყავთ რიტ­მი­ა­ნი, რვა მარ­ც­ვ­ლი­ა­ნი. ხან დი­ა­ლო­გი­უ­რიც, მაგ­რამ უმ­წერ­ლო­ბით ყვე­ლა იკარ­გე­ბა; ამა­ვე მი­ზე­ზით იკარ­გე­ბა გა­მო­ცა­ნე­ბი, ზღაპ­რე­ბი, ან­და­ზე­ბი... ესე­ნი ყვე­ლა რომ შე­იკ­რი­ბოს მთე­ლი წიგ­ნი გა­მო­ვა, მაგ­რამ ამა­საც წე­რა-კითხ­ვის მცოდ­ნე ხე­ლი სჭირ­დე­ბა... ფშა­უ­რი ზღაპ­რე­ბი უფ­რო რე­ლი­გი­ურ-გმი­რუ­ლი ხა­სი­ა­თი­საა. მა­გა­ლი­თად, კო­პა­ლა­ზე და სხვა ღვთი­ურ, წმინ­და ხალ­ხ­ზე".

პან­კი­სელ ქის­ტ­თა ჩა­მორ­ჩე­ნი­ლო­ბა­ში მა­თე ალ­ბუ­თაშ­ვი­ლი რუ­სე­თის სა­იმ­პე­რიო ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას ადა­ნა­შა­უ­ლებ­და. იგი წერ­და: "მთავ­რო­ბას რომ ქის­ტე­ბის­თ­ვის, რო­გორც ნი­ჭი­ე­რი ხალ­ხის­თ­ვის, სულ უბ­რა­ლო, ელე­მენ­ტა­რუ­ლი შეგ­ნე­ბით ხე­ლი შე­ეწყო, ამით კი­დევ მშვი­დო­ბი­ა­ნი კავ­ში­რი და ზრდი­ლო­ბი­ა­ნი მის­ვ­ლა-მოს­ვ­ლა ექ­ნე­ბო­დათ თა­ვის ხალ­ხ­თან და თუ გა­ნათ­ლე­ბას რა­მეს ვერ შე­ი­ტან­დ­ნენ, ური­გო ქცე­ვას მა­ინც და­აშ­ლე­ვი­ნებ­დ­ნენ, ალალ შრო­მა-მუ­შა­ო­ბას მი­აჩ­ვევ­დ­ნენ და მით მო­იქ­ცე­ო­და მთა-ქის­ტეთს ხალ­ხი.

ეს კარ­გად იცო­და მე­ფის რუ­სე­თის მთავ­რო­ბამ და ამი­ტომ, ესე­ნი კი არა, ქის­ტე­ბი სა­დაც იყ­ვ­ნენ, იქაც ეჯავ­რე­ბო­დათ და არც უს­ვე­ნებ­დათ მათ. ეს სა­შუ­ა­ლე­ბა თვით ამ ერ­თი ბეწ­ვა ხალხს ისე გას­თ­ქ­ვე­ფავ­და მახ­ლო­ბე­ლი კა­ხე­თის ხალ­ხ­ში, რომ ეს არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი ჩვე­უ­ლე­ბა ამა­თი - მო­სის­ხ­ლე­ო­ბა კი არა, თა­ვი­ან­თი მშობ­ლი­უ­რი ენაც და­ა­ვიწყ­დე­ბო­დათ!"
მა­თე ალ­ბუ­თაშ­ვილ­მა პირ­ველ­მა ჩა­ი­წე­რა ქის­ტუ­რი ფოლ­კ­ლო­რის ნი­მუ­შე­ბი, მოგ­ვ­ცა ცნო­ბე­ბი წო­ვა თუ­შე­ბის წარ­მარ­თულ ღვთა­ე­ბებ­ზე - "სიგ", "ცუ"და "ეშ­ტ­რი".

"ქის­ტი ჩო­ბა­ნის"ნაშ­რო­მი­დან რამ­დე­ნი­მე მო­ნაკ­ვე­თი გა­მოქ­ვეყ­ნ­და იმ­დ­რო­ინ­დელ პე­რი­ო­დი­კა­ში. მა­გა­ლი­თად, 1904 წელს ჟურ­ნალ­ში "მოგ­ზა­უ­რი"(##1-2; 5-6) და­ი­ბეჭ­და ვრცე­ლი სტა­ტია სა­თა­უ­რით: "პან­კი­სის ხე­ო­ბა (თი­ა­ნე­თის მაზ­რა) - გე­ოგ­რა­ფი­ულ-ის­ტო­რი­უ­ლი აღ­წე­რა და მცხოვ­რებ­თა ეთ­ნოგ­რა­ფი­ა", რო­მელ­საც ჟურ­ნა­ლის რე­დაქ­ტორ­მა ივა­ნე როს­ტო­მაშ­ვილ­მა "მშვე­ნი­ე­რი აღ­წე­რა"უწო­და.

მა­თე ალ­ბუ­თაშ­ვი­ლის კა­ლამს ეკუთ­ვ­ნის მხატ­ვ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბიც, სა­დაც აღ­წე­რი­ლია ქის­ტე­ბის ცხოვ­რე­ბა. მათ შო­რის არის "გე­ბიშ ჰა­ჯი", "მცი­რეწ­ლო­ვა­ნი მე­სის­ხ­ლე", "ყინ­ტურ დე­ე­ხინ", "მაგ­და­ნი", "ნათ­ლია სან­დ­რო", "გვე­ლის თვა­ლი", "ჭრე­ლი ფარ­და­გი", "სა­თევ­ზა­ოდ", "ნა­თა­გუ­რი", სა­ბავ­შ­ვო შა­რა­დე­ბი და გა­მო­ცა­ნე­ბი. ეს ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი ყუ­რადღე­ბას იქ­ცე­ვენ სა­ინ­ტე­რე­სო სი­უ­ჟე­ტით, ფრა­ზე­ო­ლო­გი­უ­რი და ლექ­სი­კუ­რი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით. იგი პირ­ვე­ლი ქის­ტი მწე­რა­ლი იყო, რო­მელ­მაც ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ალექ­სან­დ­რე ყაზ­ბე­გი­სა და ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას მი­ერ შე­მო­ტა­ნი­ლი ქის­ტე­ბის თე­მა გა­ნაგ­რ­ძო და კავ­კა­სი­ე­ლი ხალ­ხე­ბის მე­გობ­რო­ბა-ერ­თი­ა­ნო­ბა იქა­და­გა.

მა­თე ალ­ბუ­თაშ­ვი­ლი მე­გობ­რობ­და ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას­თან. ამ უკა­ნას­კ­ნე­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, მა­თე სა­თა­ვე­ში ჩა­უდ­გა პან­კი­სელ­თა დე­ლე­გა­ცი­ას, რო­მე­ლიც ვა­ჟას დაკ­რ­ძალ­ვას და­ეს­წ­რო.

მა­თე ალ­ბუ­თაშ­ვი­ლი ყუ­რადღე­ბას იმ­სა­ხუ­რებს, აგ­რეთ­ვე, რო­გორც სა­სუ­ლი­ე­რო მოღ­ვა­წე და პე­და­გო­გი. რო­გორც აღ­ვ­ნიშ­ნეთ, ის 1893 წელს და­ი­ნიშ­ნა ჯო­ყო­ლოს პირ­ველ­დაწყე­ბი­თი სკო­ლის გამ­გედ და პან­კი­სის ხე­ო­ბის მცხოვ­რებ­თა გა­ნათ­ლე­ბი­სა და კულ­ტუ­რის საქ­მეს 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უძღ­ვე­ბო­და. მას ახ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა აკავ­ში­რებ­და იაკობ გო­გე­ბაშ­ვილ­თა­ნაც.
პანკისელი ქისტების – ხანგოშვილების ოჯახი. (მარცხნიდან) და-ძმანი: ძაბაანთ, ალექსი, ომარ და ზაირა ხანგოშვილები. სხედან: ოჯახის უფროსი მახამღაზ ხანგოშვილი და მისი მეუღლე ძაბა ბაღაკაშვილი. შუაში დგას მათი უმცროსი შვილი ხასო ხანგოშვილი – ამჟამად ცნობილი მკვლევარი (სოფელი დუისი, 1949 წელი)
1894 წელს მა­თე ალ­ბუ­თაშ­ვი­ლი ხელ­დას­ხ­მულ იქ­ნა მღვდლად ჯო­ყო­ლოს წმინდა გი­ორ­გის ეკ­ლე­სი­ა­ში. იგი სხვა­დას­ხ­ვა დროს მსა­ხუ­რობ­და თე­ლა­ვის ფე­რის­ც­ვა­ლე­ბის ეკ­ლე­სი­ა­ში და შილ­დის სამ­რევ­ლო­ში. იყო ალა­ვერ­დის სა­ე­პარ­ქიო კან­ცე­ლა­რი­ის მდი­ვა­ნი (1924-1929). მა­თე ალ­ბუ­თაშ­ვილს სხვა­დას­ხ­ვა დროს და­უმ­სა­ხუ­რე­ბია: "ნა­მენ­დ­რი­კი", "სკუ­ფი­ა", "კა­მი­ლავ­კა", "დე­კა­ნო­ზო­ბა", "ენ­ქუ­რი"და "მიტ­რა".

შე­მორ­ჩე­ნი­ლია მი­მო­წე­რა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არქს, უწ­მი­დეს­სა და უნე­ტა­რეს კა­ლის­ტ­რა­ტე ცინ­ცა­ძე­სა და მა­თე ალ­ბუ­თაშ­ვილს შო­რის. ერთ-ერთ წე­რილ­ში მა­თე ალ­ბუ­თაშ­ვი­ლი კა­ლის­ტ­რა­ტე ცინ­ცა­ძეს აუწყებ­და: "1921 წელს სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­საბ­ჭო­ე­ბი­სას და­მა­ტუ­სა­ღეს გზა­ში ყა­ჩა­ღებ­მა. ბევ­რი მცე­მეს, კი­ნა­ღამ მომ­კ­ლეს... შვი­დი თვე ორ­თა­ჭა­ლის ცი­ხე მა­ლე­სი­ნეს".

ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ის სა­ჭეთ­მ­პყ­რო­ბე­ლი მა­თე ალ­ბუ­თაშ­ვილს ატყო­ბი­ნებ­და: "მა­მაო დე­კა­ნო­ზო მა­თე! სა­ლა­მი და ლოც­ვა-კურ­თხე­ვა ჯა­ლა­ბით. თქვე­ნი წე­რი­ლი მი­ვი­ღე. მაგ მი­მარ­თუ­ლე­ბით არა გა­მო­ვა. მომ­წე­რეთ რამ­დე­ნია ნა­ვა­რა­უ­დე­ვი თქვე­ნი შე­მო­სა­ვა­ლი და რამ­დენს მთხო­ვენ. აღ­ვ­ძ­რავ შუ­ამ­დ­გომ­ლო­ბას და იმე­დი მაქვს, შე­გიმ­ცი­რე­ბენ. მუ­დამ თქვე­ნი მლოც­ვე­ლი კა­თა­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი კა­ლის­ტ­რა­ტე"(ეს წე­რი­ლე­ბი და­ცუ­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს არ­ქივ­ში).

90 წელს მიღ­წე­უ­ლი მა­თე ალ­ბუ­თაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა თე­ლავ­ში და აქ­ვე დაკ­რ­ძა­ლეს.
თე­ლავ­ში, უწინ­დელ მღებ­რე­ბის ქუ­ჩა­ზე, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად 1989 წლის 9 აპ­რილს და­ღუ­პუ­ლი ზა­ი­რა კიკ­ვი­ძის სა­ხელს ატა­რებს, დგას ალ­ბუ­თაშ­ვი­ლე­ბის სახ­ლი, სა­დაც იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ ქარ­თ­ვე­ლი და კავ­კა­სი­ე­ლი მოღ­ვა­წე­ე­ბი. აქ­ვე უნ­და ით­ქ­ვას, რომ ზა­ი­რა კიკ­ვი­ძე იყო ასუ­ლი ის­ტო­რი­კოს აბელ კიკ­ვი­ძი­სა, დის­წუ­ლი ტი­ცი­ან ტა­ბი­ძი­სა და მე­უღ­ლე მა­თე ალ­ბუ­თაშ­ვი­ლის შვი­ლიშ­ვი­ლის - ალექ­სან­დ­რე ალ­ბუ­თაშ­ვი­ლი­სა.
ვფიქ­რობთ, ინ­ტე­რეს­მოკ­ლე­ბუ­ლი არ უნ­და იყოს მა­თე ალ­ბუ­თაშ­ვი­ლის ნაშ­რო­მის აღ­მო­ჩე­ნის, შეს­წავ­ლი­სა და გა­მო­ცე­მის ის­ტო­რია.

გა­მო­ჩე­ნი­ლი მწერ­ლი­სა და მეც­ნი­ე­რის გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძის (1897-1966) და­ვა­ლე­ბით, პრო­ფე­სო­რი გი­ორ­გი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი ახალ­გაზ­რ­დო­ბი­დან კრებ­და და იკ­ვ­ლევ­და ცალ­კე­ულ სა­ო­ჯა­ხო არ­ქივს. მან 1965 წელს თე­ლავ­ში მი­აკ­ვ­ლია მა­თე ალ­ბუ­თაშ­ვი­ლის შვი­ლის - ნი­კო­ლო­ზის ოჯახ­ში და­ცულ მდი­დარ სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლას.
ამ მა­სა­ლის ერ­თი ნა­წი­ლი შემ­დეგ­ში ინა­ხე­ბო­და პრო­ფე­სო­რე­ბის, ლე­ი­ლა მარ­გოშ­ვი­ლი­სა და აბ­რამ შავ­ხე­ლიშ­ვი­ლის ოჯახ­ში, ხო­ლო მე­ო­რე ნა­წი­ლი - ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი გა­მოკ­ვ­ლე­ვის სა­ხით, რო­მე­ლიც 1934 წელს გა­და­ა­თეთ­რა ავ­ტორ­მა, უკა­ნას­კ­ნელ დრომ­დე და­ცუ­ლი იყო გი­ორ­გი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ოჯახ­ში.
მა­თე ალ­ბუ­თაშ­ვი­ლის მოღ­ვა­წე­ო­ბი­სა და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის შეს­წავ­ლის მიზ­ნით და­წე­რილ გა­მოკ­ვ­ლე­ვებს 1967 წლი­დან აქ­ვეყ­ნებ­და გი­ორ­გი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც გა­მო­სა­ცე­მად მო­ამ­ზა­და ქის­ტი მოღ­ვა­წის ხელ­ნა­წე­რი ნაშ­რო­მი.
სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ის­ტო­რიო სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრე­ზი­დი­უ­მის თავ­მ­ჯ­დო­მა­რის, აკა­დე­მი­კოს გი­ორ­გი ჩი­ტა­ი­ა­სად­მი გაგ­ზავ­ნილ რე­ცენ­ზი­ა­ში პრო­ფე­სო­რი ნი­კო რეხ­ვი­აშ­ვი­ლი წერ­და: "გა­ვე­ცა­ნი მა­თე ალ­ბუ­თაშ­ვი­ლის ნაშ­რომს "პან­კი­სის ხე­ო­ბა", რო­მე­ლიც სა­თა­ნა­დოდ არის რე­დაქ­ტი­რე­ბუ­ლი და გა­მო­სა­ცე­მად მომ­ზა­დე­ბუ­ლი მკვლე­ვარ გი­ორ­გი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის მი­ერ. ნაშ­რო­მი უაღ­რე­სად სა­ინ­ტე­რე­სოა.
პირველი მეჩეთი პანკისის ხეობის სოფელ დუისში (აშენდა XIX საუკუნის მიწურულს)
იგი შე­ი­ცავს მრა­ვალ­მ­ხ­რივ სა­ყუ­რადღე­ბო და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან მა­სა­ლას ქის­ტი ხალ­ხის ძვე­ლი ყო­ფა-ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ... ავ­ტო­რი სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნად იც­ნობს ქის­ტე­ბის ზნე-ჩვე­უ­ლე­ბებ­სა და ადათ-წე­სებს. ყო­ველ­მ­ხ­რივ და კრი­ტი­კუ­ლად აშუ­ქებს მა­თი ცხოვ­რე­ბის თი­თო­ე­ულ კუნ­ჭულს და თი­თო­ე­ულ ის­ტო­რი­ულ-ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ მოვ­ლე­ნას მარ­თე­ბულ მეც­ნი­ე­რულ ახ­ს­ნა-გან­მარ­ტე­ბას აძ­ლევს. უნ­და ით­ქ­ვას, რომ მა­თე ალ­ბუ­თაშ­ვი­ლი არ კმა­ყო­ფილ­დე­ბა ფაქ­ტე­ბის უბ­რა­ლო აღ­წე­რით, იგი სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნად აანა­ლი­ზებს სა­კითხებს და დი­დად სა­ინ­ტე­რე­სო დას­კ­ვ­ნებს აკე­თებს... ნაშ­რო­მის გა­მო­ცე­მა ნამ­დ­ვი­ლად სა­ჭი­როა და სა­სარ­გებ­ლო კავ­კა­სი­ის ხალ­ხ­თა შეს­წავ­ლი­სათ­ვის".

1977 წლის 4 თე­ბერ­ვალს, აკა­დე­მი­კოს­მა გი­ორ­გი ჩი­ტა­ი­ამ გა­მომ­ცემ­ლო­ბა "საბ­ჭო­თა სა­ქარ­თ­ვე­ლოს"დი­რექ­ტორს ელ­გუ­ჯა მაღ­რა­ძეს გა­უგ­ზავ­ნა მი­მარ­თ­ვა, რო­მელ­შიც ვკითხუ­ლობთ: "სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ის­ტო­რიო სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრე­ზი­დი­უ­მი გთხოვთ მი­ი­ღოთ და­სა­ბეჭ­დად მა­თე ალ­ბუ­თაშ­ვი­ლის ნაშ­რო­მი - "პან­კი­სის ხე­ო­ბის ის­ტო­რი­ულ-ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ნარ­კ­ვე­ვი", რო­მე­ლიც XIX სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­შია და­წე­რი­ლი.

შრო­მა მრა­ვალ­მ­ხ­რივ სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტებ­ზეა აგე­ბუ­ლი. წე­რი­ლე­ბის ნა­წი­ლი გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია ჟურ­ნალ "მოგ­ზა­ურ­ში". მა­თე ალ­ბუ­თაშ­ვი­ლის ნაშ­რო­მი შე­ი­ცავს ბევრ უც­ნობ, მეც­ნი­ე­რუ­ლად ღი­რე­ბულ მა­სა­ლას. გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ პან­კი­სის ქის­ტე­ბის ყო­ფა და კულ­ტუ­რა დღემ­დე შე­უს­წავ­ლე­ლია. ამ მხრივ ნაშ­რო­მი დიდ სარ­გებ­ლო­ბას მო­უ­ტანს ქარ­თულ-კავ­კა­სი­ურ ურ­თი­ერ­თო­ბის შეს­წავ­ლის საქ­მე­საც. ნაშ­რო­მი გა­მო­სა­ცე­მად მო­ამ­ზა­და, შე­სა­ვა­ლი და კო­მენ­ტა­რე­ბი ეკუთ­ვ­ნის მეც­ნი­ერ-მუ­შაკს გი­ორ­გი ჯა­ვა­ხიშ­ვილს. შრო­მა 10 თა­ბა­ხის მო­ცუ­ლო­ბი­სა­ა".

მი­უ­ხე­და­ვად ზე­მოხ­სე­ნე­ბულ ცნო­ბილ მეც­ნი­ერ­თა და­დე­ბი­თი რე­ცენ­ზი­ე­ბი­სა, საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში მა­თე ალ­ბუ­თაშ­ვი­ლის ნაშ­რო­მის გა­მო­ცე­მა ვერ მო­ხერ­ხ­და.
1994 წლის 28 ოქ­ტომ­ბერს ქა­ლაქ გროზ­ნო­ში გა­მო­მა­ვალ სა­ერ­თო-ეროვ­ნულ გა­ზეთ­ში "თა­ვი­სუფ­ლე­ბა"("Свобода", # 43/222) გა­მოქ­ვეყ­ნ­და გი­ორ­გი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის წე­რი­ლი სა­თა­უ­რით: "Кисти Чобани". Первый писатель-кистинец", რო­მელ­მაც ჩეჩ­ნე­თის სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბა გა­მო­იწ­ვია.

2005 წელს თბი­ლის­ში გა­მო­ი­ცა მა­თე ალ­ბუ­თაშ­ვი­ლის ნაშ­რო­მი სა­თა­უ­რით: "პან­კი­სის ხე­ო­ბა (ის­ტო­რი­ულ-ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი და გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი აღ­წე­რა)". მი­სი ტექ­ს­ტი, ავ­ტო­რი­სე­უ­ლი ხელ­ნა­წე­რის მი­ხედ­ვით, გი­ორ­გი ჯა­ვა­ხიშ­ვილ­თან ერ­თად, გა­მო­სა­ცე­მად მო­ამ­ზა­და, შე­სა­ვა­ლი წე­რი­ლი­თა და შე­ნიშ­ვ­ნე­ბით გა­მოს­ცა წი­ნამ­დე­ბა­რე სტა­ტი­ის ავ­ტორ­მა.

პრო­ფე­სორ გი­ორ­გი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ოჯახ­ში და­ცუ­ლი მა­თე ალ­ბუ­თაშ­ვი­ლის ხსე­ნე­ბუ­ლი ნაშ­რო­მის ხელ­ნა­წე­რი, აკა­დე­მი­კოს გი­ორ­გი ჩი­ტა­ი­ას რე­ცენ­ზი­ას­თან ერ­თად, 2017 წლის ივ­ლი­სი­დან ინა­ხე­ბა კორ­ნე­ლი კე­კე­ლი­ძის სა­ხე­ლო­ბის სა­ქარ­თ­ვე­ლოს ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­ში.

ნი­კო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი
ის­ტო­რი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი
ჟურნალი "ისტორიანი",#82
...
30 იანვარი 2018 13:47
მნიშვნელოვანი სტატიაა, დასაფასებელია ბატონი გიორგი ჯავახიშვილის ღვაწლი და ასევე პროფესორ ნიკო ჯავახიშვილის ღვაწლი ამ მიმართულებით, ხოლო მათე ალბუთაშვილის შემოქმედება და საზოპგადო ღვაწლი დასტურია ქართველი და ქისტი ხალ;ხების საუკუნოვანი ძმობისა და მეგობრობისა. ქისტები პატივს სცემენ და ინახავენ იმ კულტურულ მენმკვიდრეობას, რაც იქ დახვდათ