ლეგიტიმაციის უზენაესი ფორმა ბიბლიასა და შუა საუკუნეების მონარქთა კორონაციაში
21-11-2017
ლეგიტიმაციის უზენაესი ფორმა ბიბლიასა და შუა საუკუნეების მონარქთა კორონაციაში
შუა საუკუნეების მონარქთა ზეთისცხების ტრადიცია ბიბლიურ მეფეთა ისტორიიდან იღებს სათავეს.
რას განასახიერებდა მეფეთა ზეთისცხება? ვინ სცხებდა მეფეს ზეთს? რატომ იყო ასეთი მნიშვნელოვანი ეს რიტუალი? ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ქვემოთ შევეცდებით.

პირ­ვე­ლად ბიბ­ლი­ა­ში ზე­თის­ცხე­ბის ფაქტს ვხვდე­ბით მე­ფე­თა პირ­ველ წიგ­ნ­ში. მოვ­ლე­ნე­ბი ძვ.წ. XI სა­უ­კუ­ნე­ში ვი­თარ­დე­ბა, რო­ცა იწყე­ბა ის­რა­ე­ლის სა­მე­ფოს სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რივ ერ­თე­უ­ლად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა და 12 ტო­მის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა. "შე­იკ­რი­ბა ის­რა­ე­ლის უხუ­ცე­სო­ბა და მი­ვი­და სა­მუ­ელ­თან რა­მათს. უთხ­რეს: შენ მო­ხუც­დი, შე­ნი შვი­ლე­ბი კი არ მიჰ­ყ­ვე­ბი­ან შენს
გზას. დაგ­ვიდ­გი­ნე ახ­ლა მე­ფე, რომ სხვა ხალ­ხე­ბის წე­სი­სა­მებრ გან­გ­ვ­ს­ჯი­დეს" (I. მე­ფე­თა. 8:4-5). მოვ­ლე­ნე­ბის უკეთ გა­სა­აზ­რებ­ლად სა­ჭი­როა ჯერ გა­ვი­გოთ, ვინ იყო სა­მუ­ე­ლი და რა­ტომ ითხოვს ხალ­ხი მე­ფის დად­გი­ნე­ბას.

სა­მუ­ე­ლი თა­ვის თავ­ში აერ­თი­ა­ნებ­
და ბიბ­ლი­უ­რი ხა­ნის ორ უძ­ვე­ლეს ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ას - მსა­ჯულ­სა და წი­ნას­წარ­მეტყ­ველს. ის­რა­ელ­ში, მე­ფის დად­გი­ნე­ბამ­დე სწო­რედ მსა­ჯულ­ნი და წი­ნას­წარ­მეტყ­ველ­ნი იყ­ვ­ნენ ის პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ის­რა­ე­ლის ერს უძღოდ­ნენ წინ და მწყემ­სავ­დ­ნენ. მსა­ჯუ­ლის ფუნ­ქ­ცი­ე­ბი უფ­რო მე­ტად სა­ე­რო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე ვრცელ­დე­ბო­და. ის მი­უძღო­და ბრძო­ლა­ში ის­რა­ე­ლე­ლებს (მა­გა­ლი­თად, სამ­სო­ნი, გე­დე­ო­ნი და სხვ.) და გა­ნა­გებ­და მათ, ხო­ლო წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლი უფ­რო მე­ტად სა­სუ­ლი­ე­რო მი­სი­ას აღას­რუ­ლებ­და.

ის იყო ერ­თ­გ­ვა­რი შუ­ა­მა­ვა­ლი ხალ­ხ­სა და უფალს შო­რის. ღვთის სიტყ­ვას სწო­რედ ის უცხა­დებ­და ერს. მი­სი პირ­და­პი­რი მო­ვა­ლე­ო­ბა ის­რა­ე­ლელ­თა გან­ს­ჯა იმ ქმე­დე­ბე­ბის გა­მო, რომ­ლე­ბიც უფალს არ მოს­წონს. სა­მუ­ე­ლი კი ის ადა­მი­ა­ნი იყო, რო­მელ­შიც თა­ვი მო­ი­ყა­რა ამ ორ­მა "ნიჭ­მა". მი­სი მსა­ჯუ­ლო­ბის დროს ის­რა­ე­ლის ქვე­ყა­ნა დაწყ­ნარ­და და გა­მარ­ჯ­ვე­ბებს აღ­წევ­და მთა­ვარ მტერ­თან, ფი­ლის­ტი­მე­ლებ­თან ბრძო­ლა­ში.

ამ ვი­თა­რე­ბა­ში ლო­გი­კუ­რად იბა­დე­ბა კითხ­ვა: რა­ტომ სთხოვს ის­რა­ე­ლის უხუ­ცე­სო­ბა სა­მუ­ელს მე­ფეს, თუ­კი მსა­ჯულ­თა ინ­ს­ტი­ტუ­ტი გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ობს? საქ­მე ის არის, რომ მსა­ჯუ­ლო­ბა მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბი­თი არ არის. რო­გორც მკვლე­ვა­რი ზუ­რაბ კიკ­ნა­ძე თა­ვის წიგ­ნ­ში "სა­უბ­რე­ბი ბიბ­ლი­ა­ზე" აღ­ნიშ­ნავს, მსა­ჯუ­ლო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია ქა­რიზ­მა­სა და უფ­ლის არ­ჩე­ვან­ზე, რო­მე­ლიც არა­ვინ იცის, რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბით აფა­სებს კან­დი­და­ტებს და რო­გორ გა­და­ე­ცე­მა მათ.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ხალ­ხ­მა არ იცის, ვინ იქ­ნე­ბა მა­თი მო­მა­ვა­ლი წი­ნამ­ძღო­ლი. ის მუდ­მი­ვად და­მო­კი­დე­ბუ­ლია უფ­ლის ნე­ბა­ზე. თუმ­ცა, აქ­ვე ვხვდე­ბით ერთ სა­ინ­ტე­რე­სო მო­მენტს, რო­მელ­მაც ვფიქ­რობთ, თა­ვი­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა მსა­ჯულ­თა ინ­ს­ტი­ტუ­ტის გა­უქ­მე­ბა­ში. "რო­ცა მო­ხუც­და სა­მუ­ე­ლი, ის­რა­ე­ლის მსა­ჯუ­ლე­ბად თა­ვი­სი შვი­ლე­ბი და­ად­გი­ნა. მის პირ­მ­შოს ერ­ქ­ვა იოვე­ლი, უმ­ც­როსს - აბია. ბე­ერ-შე­ბა­ში მსა­ჯუ­ლობ­დ­ნენ ისი­ნი.
სოლომონის ზეთისცხება ცადოკ მღვდლის მიერ (კორნელის დე ვოსი, 1630)
არ გაჰ­ყ­ვ­ნენ შვი­ლე­ბი მა­მის გზას, ან­გა­რე­ბას მის­დევ­დ­ნენ, ქრთამს იღებ­დ­ნენ და სა­მარ­თალს ამ­რუ­დებ­დ­ნენ" (I. მე­ფე­თა. 8:1-3). რო­გორც ვხე­დავთ, სა­მუ­ელ­მა ღვთივ­რ­ჩე­უ­ლო­ბის წე­სი და­არ­ღ­ვია და შვი­ლე­ბი მსა­ჯუ­ლე­ბად სა­კუ­თა­რი ნე­ბით და­ად­გი­ნა, თუმ­ცა, სა­მუ­ე­ლის ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა­ზე ბიბ­ლია ყუ­რადღე­ბას ნაკ­ლე­ბად ამახ­ვი­ლებს და ჩვენც ნუ­ღარ შევ­ჩერ­დე­ბით. ის­რა­ე­ლის უხუ­ცე­სო­ბა უკ­მა­ყო­ფი­ლოა ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით და ამი­ტო­მაც სთხოვს ხალ­ხი სა­მუ­ელს მე­ფის დად­გი­ნე­ბას. მაგ­რამ, ამ ქმე­დე­ბით ის უარ­ყოფს უფ­ლის, რო­გორც ერ­თა­დერ­თი მე­უ­ფის არ­სე­ბო­ბას.

იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ღმერ­თი არ იწო­ნებს მათ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას, მა­ინც თან­ხ­მ­დე­ბა ამ მოთხოვ­ნას. "უთხ­რა უფალ­მა სა­მუ­ელს: შე­ის­მი­ნე ხალ­ხის ყო­ვე­ლი სიტყ­ვა, რა­საც გეტყ­ვის, რად­გან შენ კი არ უარ­გ­ყ­ვეს, არა­მედ მე უარ­მ­ყ­ვეს თა­ვი­ანთ მე­ფედ" (I. მე­ფე­თა. 8:7) ნი­შან­დობ­ლი­ვია უფ­ლის ნე­ბა, რო­მე­ლიც ხალ­ხის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას არ ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბა, რაც კი­დევ ერ­თხელ უს­ვამს ხაზს ადა­მი­ა­ნის არ­ჩე­ვა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბას.
მე­ფის ინ­ს­ტი­ტუ­ტის შე­მო­ღე­ბა გა­დაწყ­და. მას, ცხა­დია, უფა­ლი შე­ურ­ჩევს თა­ვის ერს, ამ­ქ­ვეყ­ნი­უ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კი სა­მუ­ელ­მა უნ­და გა­დას­ცეს, რო­გორც მსა­ჯულ­მა, ერის წი­ნამ­ძღოლ­მა და წი­ნას­წარ­მეტყ­ველ­მა - უფ­ლის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­წა­ზე გა­მავ­რ­ცე­ლე­ბელ­მა.

"ი­ყო ერ­თი კა­ცი ბე­ნი­ა­მი­ნის შტო­დან, სა­ხე­ლად კი­მი, ძე აბი­ე­ლი­სა... მა­გა­რი ვაჟ­კა­ცი. ჰყავ­და ვა­ჟი, გა­მორ­ჩე­უ­ლი და მშვე­ნი­ე­რი, სა­ხე­ლად სა­უ­ლი. ის­რა­ე­ლი­ან­თა შო­რის მას­ზე უკე­თე­სი არა­ვინ იყო; ერ­თი თა­ვით მა­ღა­ლი იყო მთელ ხალ­ხ­ზე" (I. მე­ფე­თა. 9:1-2). სა­ინ­ტე­რე­სოა, სა­უ­ლის სი­მაღ­ლე­ში რას გუ­ლის­ხ­მობს ბიბ­ლი­უ­რი ტექ­ს­ტის ავ­ტო­რი, ფი­ზი­კურ რჩე­უ­ლო­ბას თუ სუ­ლი­ერ ამაღ­ლე­ბუ­ლო­ბას. თუ ზუ­რაბ კიკ­ნა­ძის ნაშ­რომს გა­და­ვავ­ლებთ თვალს, ვნა­ხავთ, რომ ის ამ ფრა­ზას ფი­ზი­კურ გა­მორ­ჩე­უ­ლო­ბად აღიქ­ვამს.

ჩვე­ნი აზ­რით კი, აქ ავ­ტო­რი სუ­ლი­ერ სი­მაღ­ლე­ზე უნ­და მი­უ­თი­თებ­დეს, რად­გა­ნაც მომ­დევ­ნო თა­ვებ­ში, რო­ცა სა­მუ­ე­ლი უკ­ვე და­ვი­თის სა­კურ­თხებ­ლად მი­დის და მის ძმას, ელი­აბს და­ი­ნა­ხავს, რო­მე­ლიც გა­მორ­ჩე­უ­ლი გა­რეგ­ნო­ბის იყო, უფა­ლი ამ­ბობს: "ნუ უყუ­რებ მის გა­რეგ­ნო­ბას და ტა­ნის სი­მაღ­ლეს, რად­გან მე და­ვი­წუ­ნე იგი, რად­გან ისე არ არის, რო­გორც კა­ცი ხე­დავს. რად­გან კა­ცი მხო­ლოდ იმას ხე­დავს, რაც თვალ­ში ხვდე­ბა, ხო­ლო უფა­ლი გულს ხე­დავს" (I. მე­ფე­თა. 16:7). ასე რომ, უფალ­მა სა­უ­ლი თა­ვი­სი სუ­ლი­ე­რი სი­მაღ­ლის გა­მო აარ­ჩია ხალ­ხი­დან.
"ა­ი­ღო სა­მუ­ელ­მა ზე­თით სავ­სე ქი­ლა, თავ­ზე და­ას­ხა, აკო­ცა და უთხ­რა: აჰა, გცხო უფალ­მა თა­ვი­სი სამ­კ­ვიდ­როს მთავ­რად" (I. მე­ფე­თა. 10:1).
"ღვთის სუ­ლი გად­მო­ვა შენ­ზე და მათ­თან ერ­თად აქა­დაგ­დე­ბი, სხვა კა­ცად გარ­და­იქ­მ­ნე­ბი" (I. მე­ფე­თა. 10:6).

"რო­გორც კი გატ­რი­ალ­და სა­უ­ლი წა­სას­ვ­ლე­ლად სა­მუ­ე­ლი­სა­გან, სხვა გუ­ლი ჩა­უდ­გა მას ღმერ­თ­მა..." (I. მე­ფე­თა. 10:9).
და მა­ინც, რას ნიშ­ნავს ზე­თის­ცხე­ბა? ტექ­ს­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ მე­ფის ზე­თის­ცხე­ბა გა­ი­გი­ვე­ბუ­ლია მის ღვთივ­რ­ჩე­უ­ლო­ბას­თან. ეს არის ერ­თ­გ­ვა­რი ნი­შა­ნი უფ­ლი­სა, რო­მე­ლიც თა­ვის რჩე­ულს ას­ხ­ვა­ვებს ხალ­ხის­გან და აღ­მა­ტე­ბულ ხა­რის­ხ­ში აჰ­ყავს იგი.
წმინდა რემიგიუსი ხლოდვიგს მეფედ აკურთხებს (ძეგლი რეიმსის წმინდა რემიგიუსის ტაძრის წინ)
ზე­თის­ცხე­ბა ასე­ვე შეგ­ვიძ­ლია და­ვუ­კავ­ში­როთ გარ­დაქ­მ­ნას, გა­ნახ­ლე­ბას, რად­გა­ნაც უფ­ლის მად­ლი გა­და­დის და გან­სა­კუთ­რე­ბულ ნიჭს აძ­ლევს თა­ვის რჩე­ულს. ღმერ­თი ეხე­ბა მის გულს და სხვა კა­ცად გარ­დაქ­მ­ნის. ის აძ­ლევს მე­ფეს იმ ქა­რიზ­მას, რო­მე­ლიც სა­სი­ცოცხ­ლოდ მნიშ­ნე­ლო­ვა­ნია ლი­დე­რის­თ­ვის, რა­თა წა­რუძღ­ვეს ხალხს, უხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს და მათ­ში ავ­ტო­რი­ტე­ტით ისარ­გებ­ლოს. ამ ქმე­დე­ბით ღმერ­თი ლე­გი­ტი­მუ­რო­ბას ანი­ჭებს თა­ვის რჩე­ულს და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მფარ­ვე­ლობს მას.

ასე მოხ­და და­ვი­თის შემ­თხ­ვე­ვა­შიც, რო­ცა სა­უ­ლის ქმე­დე­ბე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლო ღმერ­თ­მა შეც­ვა­ლა გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა და ის­რა­ე­ლის მე­ფედ სხვა შე­არ­ჩია.
"ა­ი­ღო სა­მუ­ელ­მა ზე­თი­ა­ნი რქა და სცხო მას მი­სი ძმე­ბის თან­დას­წ­რე­ბით. ამ დღი­დან და მე­რეც უფ­ლის სუ­ლი წა­რუ­მარ­თავ­და და­ვითს..." (I. მე­ფე­თა. 16:13).

ზოგ შემ­თხ­ვე­ვა­ში ზე­თის­ცხე­ბა შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, რო­გორც ერ­თ­გ­ვა­რი "კა­ე­ნის ნი­შა­ნი", რო­მე­ლიც მე­ფეს იფა­რავს და მი­სი მოკ­ვ­ლა გან­სა­კუთ­რე­ბულ სას­ჯელ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ეს მო­საზ­რე­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ ბიბ­ლი­უ­რი ტექ­ს­ტის მოხ­მო­ბით შეგ­ვიძ­ლია გა­ვამ­ყა­როთ.

იმ­დე­ნად დი­დია ღვთივ­რ­ჩე­უ­ლო­ბის გან­ც­და და­ვით­ში, რომ მის და­სა­ღუ­პა­ვად მო­მარ­თუ­ლი სა­უ­ლის მოკ­ვ­ლა­ზე ორ­ჯერ ამ­ბობს უარს და ბო­ლოს, სა­უ­ლის მკვლელ ყა­მა­ლე­კელს სიკ­ვ­დი­ლი­თაც სჯის (II. მე­ფე­თა. 1:14-15),
ზე­თის­ცხე­ბის შემ­დეგ, ობი­ექ­ტ­ზე გა­და­სუ­ლი ღვთის სუ­ლის არ­სე­ბო­ბა ერ­თ­დ­რო­უ­ლად თით­ქოს მხო­ლოდ ერთ ადა­მი­ან­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი, ანუ შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ ერ­თი რჩე­უ­ლის არ­სე­ბო­ბა. ამის თქმის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს ის, რომ მას შემ­დეგ, რაც სა­მუ­ე­ლი სა­ულს სცხებს მე­ფედ, თა­ვად აღარ გვევ­ლი­ნე­ბა მსა­ჯუ­ლად, აღარ მი­უძღ­ვის ჯარს ბრძო­ლა­ში, აღარ ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობს მათ.

მი­სი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა უკ­ვე მხო­ლოდ წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლის ქმე­დე­ბე­ბის აღ­ს­რუ­ლე­ბით შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბა, მსხვერპლს აღავ­ლენს და მე­ფე­სა და ხალხს უფ­ლის სიტყ­ვას ამ­ც­ნობს. მსგავს ვი­თა­რე­ბას ვხვდე­ბით და­ვით­თა­ნაც. ბიბ­ლი­უ­რი მე­მა­ტი­ა­ნე სა­მუ­ე­ლის მი­ერ და­ვი­თის ზე­თის­ცხე­ბას აღ­წერს, ხო­ლო მომ­დევ­ნო მუხ­ლ­ში ვკითხუ­ლობთ: "გა­ნე­შო­რა სა­ულს უფ­ლის სუ­ლი და და­უწყო მას წვა­ლე­ბა ბო­როტ­მა სულ­მა უფ­ლი­სა­გან" (I. მე­ფე­თა. 16:14), ანუ ზე­თის­ცხე­ბის შემ­დეგ, ღვთის სულ­მა მი­ა­ტო­ვა თა­ვი­სი ად­რინ­დე­ლი "ჭურ­ჭე­ლი" - სა­უ­ლი და და­ვით­ში ჩა­სახ­ლ­და.
და­ვი­თის სი­ცოცხ­ლის ბო­ლო წლებ­ში კა­ნონ­დე­ბა მე­ფედ კურ­თხე­ვის ცე­რე­მო­ნია, რომ­ლის ერთ-ერ­თი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი ზე­თის­ცხე­ბის რი­ტუ­ა­ლია.

"თქვა მე­ფე და­ვით­მა... შეს­ვით ჩე­მი შვი­ლი სო­ლო­მო­ნი ჩემს ჯორ­ზე და გი­ხონ­ში ჩა­იყ­ვა­ნეთ. აქ სცხონ იგი ის­რა­ე­ლის მე­ფედ ცა­დოკ მღვდელ­მა და ნა­თან წი­ნას­წარ­მეტყ­ველ­მა. მე­რე ჰკა­რით ბუკს და გა­მო­აცხა­დეთ: იცოცხ­ლოს მე­ფე სო­ლო­მონ­მა! მე­რე ამოჰ­ყე­ვით მას, მო­ვა და დაჯ­დე­ბა ჩემს ტახ­ტ­ზე და იმე­ფებს ჩემს ნაც­ვ­ლად. ის დავ­ნიშ­ნე მე ის­რა­ე­ლი­სა და იუდას მთავ­რად... ჩა­ვიდ­ნენ ცა­დოკ მღვდე­ლი, ნა­თან წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლი, ბე­ნაია იეჰო­ი­ა­და­ყის ძე, ქე­რე­თელ­ნი და ფე­ლე­თელ­ნი, შეს­ვეს სო­ლო­მონ მე­ფე და­ვი­თის ჯორ­ზე და გი­ხო­ნის­კენ წა­იყ­ვა­ნეს. გა­მო­ი­ტა­ნა ცა­დოკ მღვდელ­მა კარ­ვი­დან რქით ზე­თი და სცხო სო­ლო­მონს. ჰკრეს ბუკს და და­ი­ძა­ხა მთელ­მა ხალ­ხ­მა: იცოცხ­ლოს მე­ფე სო­ლო­მონ­მა!" (III. მე­ფე­თა. 1:32-39).
დავით მეფსალმუნე. ისრაელის გაერთიანებული სამეფოს მეორე მეფე
სო­ლო­მო­ნის გა­მე­ფე­ბა არ ჰგავს არც სა­უ­ლი­სა და არც და­ვი­თის მე­ფედ კურ­თხე­ვის ცე­რე­მო­ნი­ას. ამ რი­ტუ­ალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ რო­გორც სა­სუ­ლი­ე­რო, ისე სა­ე­რო პი­რე­ბი (მა­გა­ლი­თად, ცა­დოკ მღვდე­ლი და ნა­თან წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლი, ბე­ნაია იეჰო­ი­ა­და­ყის ძე), რო­მელ­თა ხე­ლი­თაც გა­და­ე­ცე­მა სო­ლო­მონს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. სო­ლო­მო­ნი უფ­ლის­წუ­ლად და­ი­ბა­და და მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბი­თო­ბა, რო­მე­ლიც მე­ფის ინ­ს­ტი­ტუტს ახა­სი­ა­თებს, პირ­ვე­ლად სწო­რედ მას­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ზე­თის­ცხე­ბის რი­ტუ­ა­ლის შეს­რუ­ლე­ბის პრე­რო­გა­ტი­ვამ წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლი­დან მღვდელ­ზე გა­და­ი­ნაც­ვ­ლა და სო­ლო­მონს, ნა­თან წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლის ნაც­ვ­ლად, ცა­დოკ მღვდელ­მა სცხო ზე­თი. ვფიქ­რობთ, ეს ფაქ­ტიც მე­ფედ კურ­თხე­ვის რი­ტუ­ა­ლი­ზე­ბის­კენ გა­დად­გ­მუ­ლი ნა­ბი­ჯი იყო, რად­გა­ნაც მღვდლე­ბი სწო­რედ რი­ტუ­ა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ში იყ­ვ­ნენ გა­წა­ფუ­ლი - გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლის­გან, რო­მელ­შიც ბო­ბო­ქა­რი სუ­ლი დგას და მუდ­მი­ვად არას­წორ­ხა­ზოვ­ნად მოქ­მე­დებს, ამი­ტო­მაც მი­სი რი­ტუ­ა­ლის ნა­წი­ლად ქცე­ვა რთუ­ლია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მღვდე­ლი­ცა და წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლიც სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი არი­ან, წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლი მა­ინც უფ­რო აღ­მა­ტე­ბუ­ლია მღვდელ­ზე, რად­გა­ნაც ის უფ­რო მე­ტად მის­ტი­კუ­რი ფი­გუ­რაა და მი­სი ბა­გით ხალხს უფ­ლის სიტყ­ვა გა­და­ე­ცე­მა.

ზე­თის­ცხე­ბის აქ­ტის რი­ტუ­ა­ლად ქცე­ვით ამ ქმე­დე­ბამ თით­ქოს და­კარ­გა მის­ტი­კუ­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა და უბ­რა­ლო რი­ტუ­ა­ლად იქ­ცა. ამა­ზე მეტყ­ვე­ლებს ისიც, რომ სო­ლო­მო­ნის გა­მე­ფე­ბი­სას ბიბ­ლი­ა­ში ვერ­სად ვხვდე­ბით ჩა­ნა­წერს სო­ლო­მონ­ზე ღვთის სუ­ლის გა­დას­ვ­ლის შე­სა­ხებ, ან მის გარ­დაქ­მ­ნას, რაც ასე წვრი­ლად იყო აღ­წე­რი­ლი და­ვი­თი­სა და სა­უ­ლის გა­მე­ფე­ბის სცე­ნებ­ში.

სო­ლო­მო­ნის შემ­დ­გომ მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე მე­ფეს იხ­სე­ნი­ებს ბიბ­ლია ცხე­ბუ­ლად. ამის მი­ზე­ზი ალ­ბათ ის არის, რომ სო­ლო­მო­ნის შთა­მო­მავ­ლო­ბამ უფ­ლის გზე­ბი და­ი­ვიწყა და ბიბ­ლი­უ­რი ავ­ტო­რე­ბი მათ ღვთივ­რ­ჩე­ულ, უფ­ლის სუ­ლის მქო­ნე მმარ­თ­ვე­ლე­ბად აღარ მი­იჩ­ნე­ვენ.
წმინდა ჭურჭელი, რომელიც წმინდა რემიგიუსს ანგელოზმა გადასცა (ტოს სასახლე რეიმსში)
კო­რო­ნა­ცია ევ­რო­პა­ში

და­ვი­თის მი­ერ დად­გე­ნი­ლი მე­ფედ კურ­თხე­ვის რი­ტუ­ა­ლი აიტა­ცეს, ქრის­ტი­ა­ნუ­ლი დე­ტა­ლე­ბი შეს­ძი­ნეს და პრაქ­ტი­კა­ში და­ნერ­გეს ევ­რო­პელ­მა მო­ნარ­ქებ­მა. მა­გა­ლი­თად, ხლოდ­ვიგ I-ის (ფრან­კ­თა მე­ფე მე­რო­ვინ­გე­ბის დი­ნას­ტი­ი­დან, მარ­თავ­და 481-511) მე­ფედ კურ­თხე­ვის ცე­რე­მო­ნი­ა­ლი ბევ­რი ნიშ­ნით ჰგავს ბიბ­ლი­უ­რი მე­ფე­ე­ბის კურ­თხე­ვას. ხლოდ­ვიგს მე­ფედ აკურ­თხებს ფრან­კ­თა მო­ცი­ქუ­ლი რე­მი­გი­უ­სი, რო­მე­ლიც ერ­თ­გ­ვა­რად წა­ა­გავს ძვე­ლი აღ­თ­ქ­მის­დ­რო­ინ­დელ წი­ნას­წარ­მეტყ­ველს.

ისიც წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლი­ვით და­დის, უფ­ლის სიტყ­ვას უცხა­დებს ხალხს და მი­სი მორ­ჩი­ლე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს. ბიბ­ლი­უ­რი მე­ფე­ე­ბი­ვით, ხლოდ­ვი­გიც რე­მი­გი­უ­სის ხე­ლი­დან ხდე­ბა "ცხე­ბუ­ლი", ოღონდ ერ­თი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით - ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში ზეთს მი­რო­ნი ცვლის. თუმ­ცა­ღა მი­რო­ნიც ერ­თ­გ­ვა­რი ზე­თია, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხ­ვა სურ­ნე­ლო­ვა­ნი ნივ­თი­ე­რე­ბის­გან მი­ი­ღე­ბა. თა­ნაც ძვე­ლი აღ­თ­ქ­მა დუმს, რო­გორ ზეთს იყე­ნებ­და სა­მუ­ე­ლი და­ვი­თი­სა და სა­უ­ლის კურ­თხე­ვი­სას... აქ­ვეა ღვთივ­რ­ჩე­უ­ლო­ბის ნიშ­ნე­ბიც. რე­მი­გი­უსს "წმინ­და ჭურ­ჭ­ლით" მი­რო­ნი უფ­ლის ან­გე­ლოზ­მა მი­უ­ტა­ნა, რო­მე­ლიც მტრე­დის სა­ხით გა­მო­ეცხა­და.

ხლოდ­ვი­გის შემ­დე­გაც, საფ­რან­გე­თის მე­ფე­ე­ბი პა­პის ან ეპის­კო­პო­სე­ბის ხე­ლით ეკურ­თხე­ბოდ­ნენ და ზეთ­საც იმ ჭურ­ჭ­ლი­დან იცხებ­დ­ნენ, რო­მე­ლიც "რე­მი­გი­უსს ღვთის ან­გე­ლოზ­მა მი­უ­ტა­ნა". ნა­პო­ლე­ონ ბო­ნა­პარ­ტის მე­ფედ კურ­თხე­ვი­სას რი­ტუ­ალ­მა მცი­რედ შე­იც­ვა­ლა სა­ხე, თუმ­ცა ზე­თის­ცხე­ბის რი­ტუ­ალს აქ­ტუ­ა­ლო­ბა არ და­უ­კარ­გავს. ნა­პო­ლე­ონ­მაც და ჟო­ზე­ფი­ნა­მაც იცხეს ზე­თი ნოტრ-და­მის ტა­ძარ­ში შეკ­რე­ბი­ლი ხალ­ხის თვალ­წინ, ამ დროს გა­ის­მო­და სა­გან­გე­ბო სა­გა­ლობ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც იმ­პე­რა­ტო­რის ღვთივ­რ­ჩე­უ­ლო­ბას უს­ვამ­და ხაზს.
ალებასტრის ჭურჭელი, რომლისგანაც სცხებდნენ რუსეთის მეფეებს ზეთს. ამჟამად ინახება კრემლის მუზეუმში
რუ­სე­თის სა­მე­ფო­შიც მე­ფედ კურ­თხე­ვის ცე­რე­მო­ნი­ა­ლი დატ­ვირ­თუ­ლი იყო რი­ტუ­ა­ლე­ბით და მის­ტი­კუ­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ჰქონ­და მი­ნი­ჭე­ბუ­ლი. ის­ტო­რი­ამ დე­ტა­ლუ­რად შე­მო­ი­ნა­ხა რუ­სე­თის იმ­პე­რა­ტორ ნი­კო­ლოზ II-ის მე­ფედ კურ­თხე­ვის ცე­რე­მო­ნი­ა­ლი. რი­ტუ­ა­ლი და­იწყო 101-ე ფსალ­მუ­ნის კითხ­ვით, რა­საც მოჰ­ყ­ვა ფრაგ­მენ­ტე­ბი ესა­ი­ას წიგ­ნი­დან, მა­თეს სა­ხა­რე­ბი­დან და რო­მა­ელ­თა ეპის­ტო­ლე­დან. შემ­დეგ მე­ფეს თავ­ზე და­ად­გეს გვირ­გ­ვი­ნი და სა­მე­ფო რე­გა­ლი­ე­ბით შე­ამ­კეს, უსურ­ვეს დღეგ­რ­ძე­ლო­ბა, რა­საც მოჰ­ყ­ვა ზა­რე­ბის რეკ­ვა და 101 გას­რო­ლა ქვე­მე­ხე­ბი­დან.

ზე­თის­ცხე­ბის რი­ტუ­ალს აქაც დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბო­და. მე­ფე აიყ­ვა­ნეს ამ­ბი­ონ­ზე, აღ­სავ­ლის კა­რე­ბი ღია იყო, პატ­რი­არ­ქ­მა გა­მო­ი­ტა­ნა წმინ­და ჭურ­ჭე­ლი და სცხო ზე­თი. აღიქ­მე­ბო­და, რომ მე­ფე იკურ­თხე­ბო­და ღვთის მი­ერ რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქის ხე­ლით. ზე­თის­ცხე­ბას მოჰ­ყ­ვა ისევ 101-ე ფსალ­მუ­ნის კითხ­ვა და ქვე­მე­ხე­ბის 101- გას­რო­ლა. ამის შემ­დეგ მე­ფე შე­იყ­ვა­ნეს სა­კურ­თხე­ველ­ში, სა­დაც მი­ი­ღო პუ­რი და ღვი­ნო ცალ-ცალ­კე, რაც სა­ვა­რა­უ­დოა, რომ გა­ნახ­ლე­ბის სიმ­ბო­ლოდ უნ­და ყო­ფი­ლი­ყო აღ­ქ­მუ­ლი, ისე­ვე რო­გორც ზი­ა­რე­ბა. ამის შემ­დეგ მე­ფემ მი­ი­ღო მი­ლოც­ვე­ბი, რო­გორც სა­სუ­ლი­ე­რო, ისე სა­ე­რო პი­რე­ბის­გან, რი­თაც დას­რულ­და კი­დეც ცე­რე­მო­ნი­ა­ლის რი­ტუ­ა­ლუ­რი ნა­წი­ლი.

ზე­თის­ცხე­ბის რი­ტუ­ალს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი ეჭი­რა ინ­გ­ლი­სის სა­მე­ფო­შიც. 973 წელს, მე­ფე ედ­გა­რის კო­რო­ნა­ცი­ი­სას, წმინ­და დუნ­ს­ტან­მა ეპის­კო­პო­სებ­თან ერ­თად ახა­ლი ცე­რე­მო­ნი­ა­ლი შექ­მ­ნა, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად ფრან­კ­თა იმ­პე­რი­ა­ში არ­სე­ბულ მე­ფედ კურ­თხე­ვის რი­ტუ­ალ­ზე იყო და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. შემ­დეგ ჯე­იმს I-ის (1603) კურ­თხე­ვი­სას გა­ნი­ცა­და ოდ­ნა­ვი სა­ხეც­ვ­ლი­ლე­ბა და ის დღემ­დე გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ბრი­ტა­ნე­თის მე­ფე­თა კურ­თხე­ვი­სას. დღეს ბრი­ტა­ნე­თი არის ერ­თა­დერ­თი დი­დი ევ­რო­პუ­ლი ქვე­ყა­ნა, რო­მელ­საც უარი არ უთ­ქ­ვამს მე­ფედ კურ­თხე­ვის ტრა­დი­ცი­ულ ცე­რე­მო­ნი­ა­ზე. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ზე­თის­ცხე­ბის რი­ტუ­ა­ლი ელი­ზა­ბეთ II-ის კურ­თხე­ვის დრო­საც შეს­რულ­და.

მე­ფე მი­რონ­ცხე­ბუ­ლი
სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნამ­დე არ მო­უღ­წე­ვია ვრცელ ცნო­ბებს, რო­გო­რი რი­ტუ­ა­ლი სრულ­დე­ბო­და შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს მე­ფედ კურ­თხე­ვის ჟამს. თუმ­ცა, ის­ტო­რი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ თე­ი­მუ­რაზ II-ის მე­ფედ კურ­თხე­ვი­სას, რო­ცა 1632 წლის შემ­დეგ პირ­ვე­ლად ეკურ­თხა ქარ­თ­ლის მე­ფე ქრის­ტი­ა­ნუ­ლი წე­სით, ან­ტონ კა­თო­ლი­კოს­მა მო­ი­ძია მე­ფედ კურ­თხე­ვის უძ­ვე­ლე­სი ქარ­თუ­ლი წე­სე­ბი.
დემეტრე I-ის მეფედ კურთხევის რიტუალი. მაცხვარიშის ტაძრის ფრესკა
ამ მოვ­ლე­ნე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე პა­პუ­ნა ორ­ბე­ლი­ა­ნი ასე აღ­წერს თე­ი­მუ­რაზ II-ის კურ­თხე­ვას: "მი­იწ­ვი­ეს მე­ფე სა­კურ­თხე­ვე­ლად, ცა­ლი მკლა­ვი სარ­დალს ქა­ი­ხოს­როს ეპყ­რა და მე­ო­რე მკლა­ვი - მუხ­რან­ბა­ტონს, აღ­სავ­ლის კარ­ზე მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი და ალა­ვერ­დე­ლი მო­ე­გებ­ნეს და შე­იყ­ვა­ნეს სა­კურ­თხევ­ლად, სცხეს საცხე­ბე­ლი შუბ­ლ­თა, ბეჭ­თა და გულ­თა ჯვა­რის სა­ხედ... წა­მო­ას­ხეს პორ­ფი­რი, და­ად­გეს გვირ­გ­ვი­ნი სა­მე­ფო, მის­ცეს მარ­ჯ­ვე­ნა­სა ხელ­სა სკიპ­ტ­რა და მარ­ცხე­ნა ხელ­სა - ქვეყ­ნი­სა სფე­რო... მო­ი­ტა­ნა სარ­დალ­მა ქა­ი­ხოს­რო ორ­ბე­ლი­ან­მა, რო­მე­ლი იყო ამირ­ს­პა­სა­ლა­რი, ხმა­ლი მე­ფი­სა, და­უ­ლო­ცეს და შე­მო­არ­ტყეს"...

ქარ­თ­ვე­ლი, რუ­სი, ფრან­გი და ბრი­ტა­ნე­ლი მო­ნარ­ქე­ბის ცე­რე­მო­ნი­ებ­სა და სო­ლო­მო­ნის კურ­თხე­ვის რი­ტუ­ალს შო­რი­საც თა­ვი­სუფ­ლად შეგ­ვიძ­ლია პა­რა­ლე­ლე­ბის გა­მო­ყო­ფა. აქაც სა­ე­რო და სა­სუ­ლი­ე­რო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან გა­და­ე­ცე­მა ძა­ლა­უფ­ლე­ბა მე­ფეს. ამ შემ­თხ­ვე­ვა­შიც სრულ­დე­ბა ზე­თის­ცხე­ბა და მას უმაღ­ლე­სი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რი ას­რუ­ლებს.

ზე­თის­ცხე­ბის სა­ი­დუმ­ლო მო­ნარ­ქ­თათ­ვის ერთ-ერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბა იყო თა­ვი­ან­თი ლე­გი­ტი­მა­ცი­ის ღვთის ნე­ბის­თ­ვის და­სა­კავ­ში­რებ­ლად. ძვე­ლი აღ­თ­ქ­მის მსგავ­სად, ამით ისი­ნი ღვთივ­რ­ჩე­უ­ლო­ბას წარ­მო­ა­ჩენ­დ­ნენ, მათ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ღვთის სურ­ვილ­თან აკავ­ში­რებ­დ­ნენ.
დას­კ­ვ­ნის სა­ხით შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ბიბ­ლი­უ­რი ზე­თის­ცხე­ბის მთა­ვა­რი არ­სი - ღვთივ­რ­ჩე­უ­ლო­ბის გა­მო­ხატ­ვა და მე­ფის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ლე­გი­ტი­მუ­რო­ბის აღ­ნიშ­ვ­ნა, შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ქრის­ტი­ან­მა მო­ნარ­ქებ­მა კარ­გად გა­მო­ი­ყე­ნეს სა­კუ­თა­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ღვთი­უ­რი სტა­ტუ­სი­სა და წარ­მო­მავ­ლო­ბის გან­სამ­ტ­კი­ცებ­ლად.

და­ვით გრძე­ლიშ­ვი­ლი
თსუ ებ­რა­ის­ტი­კის სა­ბა­კა­ლავ­რო
პროგ­რა­მის სტუ­დენ­ტი

ჟურნალი "ისტორიანი", #82
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!