კორეის ომის გაკვეთილები – როგორ იწყებოდა კონფლიქტი 67 წლის წინ
21-11-2017
კორეის ომის გაკვეთილები – როგორ იწყებოდა კონფლიქტი 67 წლის წინ
ომი ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის 1950 წლის 25 ივნისს დაიწყო და 1953 წლის 27 ივლისამდე გაგრძელდა.

ომის დასრულების შესახებ ოფიციალური ხელშეკრულება დღემდე არ დადებულა. ბოლო დროს ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ჯერ ბირთვული გამოცდებისა და შემდეგ ბალისტიკური რაკეტების ზედიზედ გაშვების გამო, დაპირისპირება კვლავ უკიდურესად გამწვავდა. აშშ მზად არის, ჩრდილოეთი კორეა გაანადგუროს, რუსეთი და ჩინეთი კი "ყველა მხარეს" მშვიდობისკენ მოუწოდებენ. თუმცა, მოწოდებები ალბათ ვერ დააწყნარებს სამხრეთკორეელებს, რომელთა მეზობლად არაპროგნოზირებადი ქვეყანაა, როგორც თავად
ამტკიცებს, ატომური იარაღით ხელში და რომელსაც ერთი სული აქვს, ამ იარაღით ვინმეს დაარტყას. თუნდაც ამერიკას. დაპირისპირება უკვე რეგიონული მასშტაბისაა და თუკი ომი მაინც დაიწყო, მისი არეალი კიდევ უფრო გაფართოვდება.

კო­რე­ის ომ­ში ჩრდი­ლო­ე­თი­სა და სამ­ხ­რე­თის კო­ა­ლი­ცი­ე­ბი იბ­რ­ძოდ­ნენ. ჩრდი­ლო­ე­თის კო­ა­ლი­ცი­ა­ში შე­დი­ო­და ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა თა­ვი­სი ჯა­რით, ჩი­ნე­თის არ­მია
(მი­სი რე­გუ­ლა­რუ­ლი სამ­ხედ­რო ნა­წი­ლე­ბი, ფორ­მა­ლუ­რად, "ჩი­ნე­ლი სა­ხალ­ხო მო­ხა­ლი­სე­ე­ბის" შე­ნა­ერ­თად მი­იჩ­ნე­ო­და) და ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რი, რო­მე­ლიც ასე­ვე ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ მო­ნა­წი­ლე­ობ­და ომ­ში, მაგ­რამ დიდ­წი­ლად იკის­რა მი­სი და­ფი­ნან­სე­ბა, აგ­რეთ­ვე ჩი­ნე­თის ჯა­რე­ბის მო­მა­რა­გე­ბა. უამ­რა­ვი საბ­ჭო­თა სამ­ხედ­რო მრჩე­ვე­ლი და სპე­ცი­ა­ლის­ტი ომის დაწყე­ბამ­დე ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ი­დან გა­იწ­ვი­ეს, ომის დროს კი საკ­დე­სის კო­რეს­პონ­დენ­ტე­ბის სა­ხით და­აბ­რუ­ნეს. სამ­ხ­რე­თის კო­ა­ლი­ცი­ა­ში იყ­ვ­ნენ სამ­ხ­რე­თი კო­რეა, აშშ, დი­დი ბრი­ტა­ნე­თი და კი­დევ 15-მდე ქვე­ყა­ნა გა­ე­როს სამ­შ­ვი­დო­ბო ძა­ლე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში.
სამხრეთელთა თავდაცვა პუსანის პერიმეტრზე
კო­რე­ის ომი აშშ-ის­თ­ვის ოფი­ცი­ა­ლუ­რად იყო არა ომი, არა­მედ სა­პო­ლი­ციო ოპე­რა­ცია. ამე­რი­კა­ში არც სამ­ხედ­რო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­უცხა­დე­ბი­ათ, თუმ­ცა პრე­ზი­დენტ ტრუ­მენს ჰქონ­და ამ­გ­ვა­რი გეგ­მე­ბი, რა­თა მრეწ­ვე­ლო­ბა სამ­ხედ­რო რელ­სებ­ზე ად­ვი­ლად გა­და­ეწყოთ. ამ ომის სამ­ხ­რეთ კო­რე­ა­ში გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი სა­ხელ­წო­დე­ბაა 25 ივ­ნი­სის ინ­ცი­დენ­ტი ან კო­რე­ის ომი, ჩრდი­ლო­ე­თი კო­რე­ის­თ­ვის კი ეს სა­მა­მუ­ლო გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი ომია. ჩი­ნეთ­ში მი­აჩ­ნი­ათ, რომ ეს იყო ომი ამე­რი­კის წი­ნა­აღ­მ­დეგ კო­რე­ე­ლი ხალ­ხის მხარ­და­სა­ჭე­რად.

ომის გეგ­მა
კო­რეა 1910 წლი­დან იაპო­ნი­ის კო­ლო­ნია იყო. 1945 წელს ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულს საბ­ჭო­თა და ამე­რი­კულ­მა ჯა­რებ­მა ჩრდი­ლო­ე­თი­დან და სამ­ხ­რე­თი­დან შე­უ­ტი­ეს. იაპო­ნი­ის კა­პი­ტუ­ლა­ცი­ის წინ ორი ზე­სა­ხელ­მ­წი­ფო შე­თან­ხ­მ­და ქვეყ­ნის 38-ე პა­რა­ლე­ლის გას­წ­ვ­რივ გა­ყო­ფა­ზე, შემ­დეგ კი ხე­ლი მო­ა­წე­რეს ქვეყ­ნის მარ­თ­ვის დრო­ე­ბით ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას. სამ­ხ­რეთ­ში აშშ-მა, გა­ე­როს მხარ­და­ჭე­რით, არ­ჩევ­ნე­ბი გა­მარ­თა, ჩრდი­ლო­ეთ­ში კი ძა­ლა­უფ­ლე­ბა საბ­ჭო­თა ჯა­რებ­მა კო­რე­ის კომ­პარ­ტი­ას გა­დას­ცეს კიმ ირ სე­ნის მე­თა­უ­რო­ბით.

ან­ტი­ჰიტ­ლე­რუ­ლი კო­ა­ლი­ცი­ის წევ­რებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი სულ უფ­რო ცივ­დე­ბო­და და მათ ვერც კო­რე­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ზე მო­ი­ლა­პა­რა­კეს. 1948 წელს ჩრდი­ლო­ეთ­შიც და სამ­ხ­რეთ­შიც მთავ­რო­ბე­ბი ამოქ­მედ­და. ქვეყ­ნის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა ორი­ვე მთავ­რო­ბას სა­კუ­თა­რი ფრთის ქვეშ სურ­და და ამას არც მა­ლავ­დ­ნენ, მე­ტიც, თა­ვი­ანთ მიზ­ნა­დაც აცხა­დებ­დ­ნენ.

1949 წელს კო­რე­ი­დან საბ­ჭო­თა და ამე­რი­კუ­ლი ჯა­რე­ბი გა­ვიდ­ნენ. ჩრდი­ლო­ეთ­კო­რე­ე­ლე­ბი და საბ­ჭო­თა ქრო­ნის­ტე­ბი ამ წელს სამ­ხ­რეთ­კო­რე­ელ სამ­ხედ­რო­თა მი­ერ საზღ­ვ­რის დარ­ღ­ვე­ვის 2500-ზე მეტ ფაქტს ით­ვ­ლი­ან, თუმ­ცა ომი ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ამ და­იწყო 1950 წელს. 25 იან­ვარს აშშ-ის სა­ხელ­მ­წი­ფო მდი­ვან­მა დინ აჩე­სონ­მა ამე­რი­კის თავ­დაც­ვით პე­რი­მეტრს მი­ა­კუთ­ვ­ნა წყნარ ოკე­ა­ნე­ში ალე­უ­ტის კუნ­ძუ­ლე­ბი (ა­ლას­კის შტა­ტის ნა­წი­ლი), იაპო­ნუ­რი რი­უ­კი­უს კუნ­ძუ­ლე­ბი (დი­დი იაპო­ნუ­რი კუნ­ძუ­ლე­ბი­დან სამ­ხ­რე­თით) და ფი­ლი­პი­ნე­ბი.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში და­ას­კ­ვ­ნეს, რომ კო­რეა აშშ-ის უშუ­ა­ლო ინ­ტე­რე­სე­ბის სფე­როს არ გა­ნე­კუთ­ვ­ნე­ბო­და, რა­მაც ამ ქვეყ­ნის მთავ­რო­ბას ომის დაწყე­ბის­თ­ვის გამ­ბე­და­ო­ბა შე­მა­ტა. უფ­რო ად­ვი­ლი გახ­და საბ­ჭო­თა ლი­დე­რის, სტა­ლი­ნის დარ­წ­მუ­ნე­ბაც, რომ ომ­ში ამე­რი­კის ჩარ­თ­ვა ნაკ­ლე­ბად მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო.
ჩრდილოეთკორეელები ჩინეთის არმიას გაურბიან. ისინი საშინელ სიცივეში გადადიან მდინარე ტედონგანის დანგრეულ ხიდზე (ფხენიანი, 1950 წლის 4 დეკემბერი)
ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის გენ­შ­ტა­ბის ოპე­რა­ტი­უ­ლი სამ­მარ­თ­ვე­ლოს ყო­ფი­ლი უფ­რო­სის, იუ სონ ჩხო­ლის მტკი­ცე­ბით, სამ­ხ­რეთ კო­რე­ა­ზე თავ­დას­ხ­მის­თ­ვის მზა­დე­ბა ჯერ კი­დევ 1948 წელს და­იწყო, სა­ბო­ლოო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა კი სტა­ლი­ნი­სა და კიმ ირ სე­ნის შეხ­ვედ­რი­სას მი­ი­ღეს 1950 წლის გა­ზაფხულ­ზე. წი­ნა წლის და­სას­რუ­ლი­დან კიმ ირ სე­ნი უკ­ვე სთხოვ­და მოს­კოვს დახ­მა­რე­ბას სამ­ხ­რეთ კო­რე­ა­ში სრულ­მას­შ­ტა­ბი­ა­ნი შეჭ­რის­თ­ვის. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, კო­მუ­ნის­ტე­ბი მათ სა­სარ­გებ­ლოდ სამ­ხ­რეთ­ში სა­ხალ­ხო აჯან­ყე­ბა­საც ელოდ­ნენ.

სტა­ლინს არც ფხე­ნი­ა­ნის არ­მი­ის მზად­ყოფ­ნა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და და არც ომ­ში ამე­რი­კის ჩა­უ­რევ­ლო­ბი­სა სჯე­რო­და, ამი­ტომ თხოვ­ნა­ზე უარი თქვა, თუმ­ცა ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ას დიდ სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბას მა­ინც უწევ­და. ეს უკა­ნას­კ­ნე­ლიც არ­მი­ას საბ­ჭო­თა მო­დე­ლის მი­ხედ­ვით აშე­ნებ­და საბ­ჭო­თა სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის­ვე ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით. 1950 წელს წი­თე­ლი კო­რე­ის არ­მია ყვე­ლა კომ­პო­ნენ­ტით აღე­მა­ტე­ბო­და სამ­ხ­რე­თე­ლე­ბი­სას. ბო­ლოს, საკ­მაო ყოყ­მა­ნი­სა და კიმ ირ სე­ნის და­ჟი­ნე­ბუ­ლი მი­მარ­თ­ვე­ბის შემ­დეგ, სტა­ლი­ნი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ის გა­მარ­თ­ვას და­თან­ხ­მ­და.

დე­ტა­ლე­ბი მარტ-აპ­რილ­ში, კიმ ირ სე­ნის მოს­კოვ­ში ვი­ზი­ტის დროს შე­ა­თან­ხ­მეს, სამ­ხედ­რო გეგ­მის შედ­გე­ნა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და კსდრ-ის (კო­რე­ის სა­ხალ­ხო-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კა) მთა­ვა­რი სამ­ხედ­რო მრჩე­ვე­ლი ნი­კო­ლაი ვა­სი­ლი­ე­ვი. 27 მა­ისს საბ­ჭო­თა ელ­ჩ­მა ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში სტა­ლინს შე­ატყო­ბი­ნა, რომ თავ­დას­ხ­მის სა­ერ­თო გეგ­მა მზად იყო და ის კიმ ირ სენ­მა მო­ი­წო­ნა.

ბრძო­ლა კი­დით­კი­დემ­დე
კვი­რას, 25 ივ­ნისს, გა­თე­ნე­ბამ­დე, ჩრდი­ლო­ე­თი კო­რე­ის ჯა­რებ­მა სამ­ხ­რე­თი მე­ზობ­ლის საზღ­ვა­რი არ­ტი­ლე­რი­ის მხარ­და­ჭე­რით გა­და­ლა­ხეს. საბ­ჭო­თა სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მი­ერ გაწ­ვ­რ­თ­ნი­ლი არ­მია 175 ათას ჯა­რის­კაცს ით­ვ­ლი­და, 280 ტან­კი­თა და 210 საბ­რ­ძო­ლო თვით­მ­ფ­რი­ნა­ვით, ხო­ლო ამე­რი­კე­ლე­ბის გაწ­ვ­რ­თ­ნილ და შე­ი­ა­რა­ღე­ბულ სამ­ხ­რე­თე­ლე­ბის ჯარს – 93 ათას სამ­ხედ­როს თით­ქ­მის არ ჰქონ­და ჯავ­შან­ტექ­ნი­კა და ოცი­ო­დე მსუ­ბუ­ქი სას­წავ­ლო-საბ­რ­ძო­ლო თვით­მ­ფ­რი­ნა­ვი ჰყავ­და. კსდრ-ის მთავ­რო­ბამ გა­ნაცხა­და, რომ "მო­ღა­ლა­ტე" ლი სი მა­ნი მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ვე­რა­გუ­ლად შე­იჭ­რა.

ჩრდი­ლო­ელ­თა ჯა­რე­ბი წინ მი­ი­წევ­დ­ნენ. სა­მი დღის შემ­დეგ და­ი­კა­ვეს სე­უ­ლი და მი­სი აერო­პორ­ტი და­ან­გ­რი­ეს. ლი სი მან­მა და სამ­ხ­რეთი კორეის მთავ­რო­ბის ნა­წილ­მა ქა­ლა­ქის და­ტო­ვე­ბა მო­ა­ხერ­ხა, თუმ­ცა ამას მა­ინც კა­ტას­ტ­რო­ფის სა­ხე ჰქონ­და, მრა­ვა­ლი დე­პუ­ტა­ტი ტყვედ ჩა­ვარ­და. მარ­თა­ლია, ელ­ვი­სე­ბუ­რი გა­მარ­ჯ­ვე­ბა არ გა­მო­ვი­და, არც ხალ­ხი აჯან­ყე­ბუ­ლა კო­მუ­ნის­ტე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად, მაგ­რამ აგ­ვის­ტოს შუა რიცხ­ვე­ბის­თ­ვის ჩრდი­ლო­ე­თე­ლებ­მა სამ­ხ­რე­თი კო­რე­ის ტე­რი­ტო­რი­ის 90% და­ი­კა­ვეს!

ომის დაწყე­ბა სრუ­ლი მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა აღ­მოჩ­ნ­და აშშ-ისა და და­სავ­ლე­თის სხვა ქვეყ­ნე­ბის­თ­ვის. სულ რამ­დე­ნი­მე დღით ად­რე, 20 ივ­ნისს, დინ აჩე­სონ­მა კონ­გ­რე­სის­თ­ვის გა­კე­თე­ბულ მოხ­სე­ნე­ბა­ში ომის დაწყე­ბის ალ­ბა­თო­ბა შე­ა­ფა­სა, რო­გორც მე­ტად და­ბა­ლი. ახა­ლი ამ­ბა­ვი ტრუ­მენ­საც რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის დაგ­ვი­ა­ნე­ბით შე­ატყო­ბი­ნეს, რად­გან უიკენ­დ­ზე მშობ­ლი­ურ მი­სუ­რი­ში ის­ვე­ნებ­და.
დესანტის გადასხმა ინჩხონში, სეულთან ახლოს
სა­ერ­თო დე­მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის მი­უ­ხე­და­ვად, აშშ იაპო­ნი­ა­ში საკ­მაო ძა­ლებს ინარ­ჩუ­ნებ­და. ტრუ­მენ­მა გე­ნე­რალ დუგ­ლას მა­კარ­ტურს სამ­ხ­რეთ კო­რე­ის არ­მი­ის სამ­ხედ­რო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით მო­მა­რა­გე­ბა და­ა­ვა­ლა, რჩე­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ჰა­ე­რო ომიც კი არ და­იწყო კსდრ-ის წი­ნა­აღ­მ­დეგ, მეშ­ვი­დე ფლოტს კი ტა­ი­ვა­ნის დაც­ვა უბ­რ­ძა­ნა. ამით დას­რულ­და ამე­რი­კის ჩა­უ­რევ­ლო­ბა ჩი­ნელ კო­მუ­ნის­ტებ­სა და ტა­ი­ვან­ზე გა­ხიზ­ნულ ჩან კა­ი­შის მთავ­რო­ბას შო­რის მიმ­დი­ნა­რე სა­მო­ქა­ლა­ქო ომ­ში.

ნიუ-იორ­კ­ში გა­ე­როს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო 25 ივ­ნის­ს­ვე შე­იკ­რი­ბა. გა­დაწყ­და სამ­ხ­რეთ კო­რე­ის­თ­ვის დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვა. იუგოს­ლა­ვი­ის ელ­ჩ­მა კენ­ჭის­ყ­რი­სას თა­ვი შე­ი­კა­ვა, საბ­ჭო­თა ელ­ჩ­მა ბო­ი­კო­ტი გა­მო­აცხა­და, ზო­გი წყა­როს თა­ნახ­მად კი, ამ დრო­ის­თ­ვის სსრკ-ს თა­ვი­სი დე­ლე­გა­ცია უკ­ვე გა­მოწ­ვე­უ­ლი ჰყავ­და. ასე იყო თუ ისე, სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი ბა­ნა­კის რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნამ მკვეთ­რი პრო­ტეს­ტი გა­მოთ­ქ­ვა გა­ე­როს "უ­კა­ნო­ნო" გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის გა­მო.
აშშ-მა სა­ჰა­ე­რო და საზღ­ვაო ძა­ლე­ბი აამოქ­მე­და. სამ­ხ­რეთ კო­რე­ას ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ აგ­რეთ­ვე და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბი, ტა­ი­ლან­დი, ფი­ლი­პი­ნე­ბი, თურ­ქე­თი, კო­ლუმ­ბია და სხვ. თუმ­ცა, ჩრდი­ლო­ე­თის უწყ­ვე­ტი შე­ტე­ვი­თი ოპე­რა­ცი­ე­ბის შემ­დეგ, აგ­ვის­ტოს­თ­ვის სამ­ხ­რეთ კო­რე­ა­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი მხო­ლოდ პუ­სა­ნის რე­გი­ო­ნი რჩე­ბო­და, რომ­ლის დაც­ვის ხა­ზის, ე.წ. პუ­სა­ნის პე­რი­მეტ­რის სიგ­რ­ძე სულ 200 კი­ლო­მეტრს შე­ად­გენ­და.

სამ­ხ­რე­თელ­თა კო­ა­ლი­ცი­ამ შეძ­ლო მტრის შე­კა­ვე­ბა, ახა­ლი ძა­ლე­ბი მი­ი­ღო და 15 სექ­ტემ­ბ­რი­დან შე­ტე­ვა­ზე გა­დას­ვ­ლაც მო­ა­ხერ­ხა. ამ დროს პუ­სა­ნის პე­რი­მეტ­რ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და ხუ­თი სამ­ხ­რეთ­კო­რე­უ­ლი და ხუ­თი ამე­რი­კუ­ლი დი­ვი­ზია, ბრი­ტა­ნელ­თა ბრი­გა­და, 500 ტან­კი და 1120 თვით­მ­ფ­რი­ნა­ვი. მხარ­და­ჭე­რას აშშ-ისა და მო­კავ­ში­რე­ე­ბის 230 ხო­მალ­დი უწევ­და. მათ წი­ნა­აღ­მ­დეგ კსდრ-ის 13 დი­ვი­ზია იდ­გა, ოღონდ ტან­კე­ბის გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი რა­ო­დე­ნო­ბით.

ამე­რი­კე­ლებ­მა დე­სან­ტი გა­დას­ვეს ინ­ჩხონ­თან, სე­უ­ლის სი­ახ­ლო­ვეს. მათ­თან ერ­თად გა­და­ვიდ­ნენ სამ­ხ­რეთ­კო­რე­ელ­თა და ბრი­ტა­ნელ­თა ნა­წი­ლე­ბი. მათ დაც­ვის ხა­ზი გა­არ­ღ­ვი­ეს და სე­ულს შე­უ­ტი­ეს. 28 სექ­ტემ­ბერს გა­ე­როს ძა­ლებ­მა ქა­ლა­ქი აიღეს, 8 ოქ­ტომ­ბერს 38-ე პა­რა­ლელ­ზე გა­ვიდ­ნენ, 11-ში კი ფხე­ნი­ა­ნის­კენ და­იძ­რ­ნენ.
პირველი ფაზის შემდეგ, 1950 წლის 15 სექტემბერს, სამხრეთელებს მხოლოდ პუსანის რაიონი რჩებოდათ
კსდრ-ში სას­წ­რა­ფოდ აგებ­დ­ნენ დაც­ვით ხა­ზებს 38-ე პა­რა­ლე­ლი­დან ჩრდი­ლო­ე­თით 160 და 240 კმ-ზე, მაგ­რამ ძა­ლე­ბი არ ჰყოფ­ნი­დათ. სამ­ხ­რე­თე­ლებს შე­ეძ­ლოთ შე­ტე­ვის წინ სა­არ­ტი­ლე­რიო მომ­ზა­დე­ბა რამ­დე­ნი­მე სა­ათს, ზოგ­ჯერ კი მთელ დღე-ღა­მე­საც გა­ეგ­რ­ძე­ლე­ბი­ნათ. 20 ოქ­ტომ­ბერს ფხე­ნი­ა­ნი­დან 40-45 კი­ლო­მეტ­რ­ში 5-ათა­სი­ა­ნი სა­ჰა­ე­რო დე­სან­ტი გა­და­ის­რო­ლეს. ამის შემ­დეგ სამ­ხ­რე­თელ­თა ძა­ლებ­მა ქა­ლა­ქი აიღეს.

უკ­ვე სექ­ტემ­ბ­რის ბო­ლოს ნა­თე­ლი შე­იქ­ნა, რომ კსდრ-ს არ­მი­ის გა­ნად­გუ­რე­ბა და გა­ე­როს კო­ა­ლი­ცი­ის მი­ერ მთე­ლი კო­რე­ის და­კა­ვე­ბა მხო­ლოდ დრო­ის ამ­ბა­ვი იყო. ოქ­ტომ­ბ­რის პირ­ველ კვი­რა­ში საბ­ჭო­თა კავ­შირ­სა და კო­მუ­ნის­ტურ ჩი­ნეთს შო­რის გაცხო­ვე­ლე­ბუ­ლი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ბო­ლოს გა­დაწყ­და კო­რე­ა­ში ჩი­ნე­თის ჯა­რე­ბის გაგ­ზავ­ნა. პე­კინ­მაც გა­ნაცხა­და, რომ ომ­ში ჩა­ე­რე­ო­და, თუ რო­მე­ლი­მე არა­კო­რე­უ­ლი ჯა­რი 38-ე პა­რა­ლელს გა­დაკ­ვეთ­და, მაგ­რამ პრე­ზი­დენტ ტრუ­მენ­სა და უფ­რო მე­ტად გე­ნე­რალ მა­კარ­ტურს არ სჯე­რო­დათ ჩი­ნე­თის ფარ­თო­მას­შ­ტა­ბი­ა­ნი ჩა­რე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბი­სა და ეს მხო­ლოდ "გა­ე­როს და­შან­ტა­ჟე­ბის მცდე­ლო­ბად" მი­იჩ­ნი­ეს.

ამე­რი­კელ­თა ჯა­რე­ბის მი­ერ 8 ოქ­ტომ­ბერს ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის საზღ­ვ­რის გა­დაკ­ვე­თის მე­ო­რე დღეს­ვე მაო ძე­დუნ­მა ჯა­რე­ბის პო­ზი­ცი­ებ­ზე გას­ვ­ლა ბრძა­ნა. "თუ ამე­რი­კე­ლებს მთე­ლი კო­რე­ის და­კა­ვე­ბას და­ვა­ნე­ბებთ, მა­შინ მზად უნ­და ვი­ყოთ იმის­თ­ვი­საც, რომ ისი­ნი ჩი­ნეთს გა­მო­უცხა­დე­ბენ ომს", – უთ­ვ­ლი­და მაო სტა­ლინს და მი­სი დახ­მა­რე­ბის მო­ლო­დინ­ში ომ­ში არ ებ­მე­ბო­და. თუმ­ცა საბ­ჭო­თა კავ­ში­რი სა­ჰა­ე­რო დახ­მა­რე­ბით შე­მო­ი­ფარ­გ­ლა. ამე­რი­კა­ში კარ­გად იცოდ­ნენ მიგ-15-ები­სა და საბ­ჭო­თა პი­ლო­ტე­ბის ომ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­სა­ხებ, მაგ­რამ სა­ერ­თა­შო­რი­სო ბირ­თ­ვუ­ლი კონ­ფ­ლიქ­ტის ასა­რი­დებ­ლად, სა­პა­სუ­ხო ზო­მე­ბი არ მი­უ­ღი­ათ.

ჩი­ნე­თის არ­მია შე­ტე­ვა­ზე 1950 წლის 25 ოქ­ტომ­ბერს გა­და­ვი­და. თა­ვის ჯა­რებს ისი­ნი "ჩი­ნელ სა­ხალ­ხო მო­ხა­ლი­სე­ებს" უწო­დებ­დ­ნენ. და­ძა­ბუ­ლი ბრძო­ლე­ბის შე­დე­გად სამ­ხ­რე­თელ­თა ძა­ლე­ბი ყველ­გან შე­ა­ვიწ­რო­ეს და ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ტე­რი­ტო­რი­ი­დან გან­დევ­ნეს. ჩი­ნე­თის არ­მი­ის სა­ა­ხალ­წ­ლო შე­ტე­ვე­ბის შემ­დეგ კი 1951 წლის 4 იან­ვარს კვლავ აიღეს სე­უ­ლი. ასი­ა­თა­სო­ბით კო­რე­ე­ლი, ქვეყ­ნის ორი­ვე ნა­წი­ლი­დან, ჩი­ნე­თის არ­მი­ას გა­ურ­ბო­და. სამ­ხ­რე­თელ­თა მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლი იყო.
მეორე ფაზის ბოლოს, 1950 წლის ოქტომბრისთვის, ჩრდილოეთის არმიამ კორეის დიდი ნაწილი დაკარგა
თუმ­ცა, რამ­დე­ნი­მე და­ძა­ბუ­ლი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ, ჩრდი­ლო­ელ­თა ძა­ლე­ბის წინ­ს­ვ­ლის შე­ჩე­რე­ბა მო­ხერ­ხ­და. 21 თე­ბერ­ვალს დაწყე­ბუ­ლი კონ­ტ­რი­ე­რი­შით მათ უკა­ნაც და­ა­ხე­ვი­ნეს. აქ­ცენ­ტი გა­და­ვი­და ავი­ა­ცი­ი­სა და არ­ტი­ლე­რი­ის ფარ­თოდ გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე. 7 მარტს კი და­იწყო ოპე­რა­ცია "მფატ­რა­ვი", რომ­ლის შე­დე­გად სე­უ­ლის დაბ­რუ­ნე­ბა მო­ხერ­ხ­და. 22-დან 29 აპ­რი­ლამ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ჩრდი­ლო­ელ­თა სის­ხ­ლის­მ­ღ­ვ­რე­ლი კონ­ტ­რ­შე­ტე­ვა, 16 მა­ისს კვლავ შე­ტე­ვა და­იწყეს. ის ხუთ დღე­ში შე­ა­ჩე­რეს და პა­სუ­ხად მოჰ­ყ­ვა გა­ე­როს ძა­ლე­ბის სრულ­მას­შ­ტა­ბი­ა­ნი შე­ტე­ვა მთელ ფრონ­ტ­ზე. ჩრდი­ლო­ე­თის არ­მია 38-ე პა­რა­ლელს იქით გა­ა­ძე­ვეს. სამ­ხ­რე­თე­ლებს წარ­მა­ტე­ბის გაღ­რ­მა­ვე­ბა აღარ უც­დი­ათ.

ცუ­დი მშვი­დო­ბა
1951 წლის ივ­ნი­სის­თ­ვის ომი ჩიხ­ში შე­ვი­და. დი­დი და­ნა­კარ­გე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ორი­ვე მხა­რეს და­ახ­ლო­ე­ბით მი­ლი­ო­ნი­ა­ნი არ­მია ჰყავ­და. კონ­ფ­ლიქ­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­თ­ვის ნა­თე­ლი გახ­და, რომ გო­ნივ­რულ ფა­სად სამ­ხედ­რო გა­მარ­ჯ­ვე­ბის მიღ­წე­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. 8 ივ­ლისს პირ­ვე­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი გა­ი­მარ­თა. სის­ხ­ლის­მ­ღ­ვ­რე­ლი ბრძო­ლე­ბი კი­დევ ორ წე­ლი­წადს გაგ­რ­ძელ­და, თუმ­ცა 1953 წლის ივ­ლის­ში ომის შეწყ­ვე­ტამ­დე, ფრონ­ტის ხა­ზი დი­დად აღარ შეც­ვ­ლი­ლა.

მხა­რე­ე­ბი სამ­ხედ­რო ტყვე­ე­ბის რე­პატ­რი­ა­ცი­ა­ზე შე­თან­ხ­მ­დ­ნენ. ჩრდი­ლო­ეთ­კო­რე­ე­ლე­ბი­სა და ჩი­ნე­ლე­ბის მე­სა­მედ­მა სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა არ მო­ი­სურ­ვა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჩრდი­ლო­ეთ­კო­რე­ელ­თა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი კო­მუ­ნის­ტუ­რი ჩი­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე იყო, რომ­ლე­ბიც ჩრდი­ლო­ე­თის არ­მი­ა­ში იბ­რ­ძოდ­ნენ.

დუ­ა­იტ ეიზენ­ჰა­უ­ე­რი, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენ­ტად 1952 წლის ნო­ემ­ბერ­ში აირ­ჩი­ეს, კო­რე­ა­ში ჩა­ვი­და, რა­თა ენა­ხა, რის გა­კე­თე­ბა შე­იძ­ლე­ბო­და ომის და­სას­რუ­ლებ­ლად. თუმ­ცა 1953 წლის 5 მარტს სტა­ლი­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, საბ­ჭო­თა კავ­შირ­მა მხა­რი ომის დას­რუ­ლე­ბას და­უ­ჭი­რა. ცეცხ­ლის შეწყ­ვე­ტის შე­თან­ხ­მე­ბას იმა­ვე წლის 27 ივ­ლისს მო­ე­წე­რა ხე­ლი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სამ­ხ­რე­თი კო­რეა ომის გაგ­რ­ძე­ლე­ბის მომ­ხ­რე იყო. საზღ­ვა­რი და­ახ­ლო­ე­ბით 38-ე პა­რა­ლელ­ზე და­ფიქ­სირ­და, მის გარ­შე­მო გა­მოცხად­და დე­მი­ლი­ტა­რი­ზე­ბუ­ლი ზო­ნა. ამ ტე­რი­ტო­რი­ას დღემ­დე იცა­ვენ ჩრდი­ლო­ე­თი­დან კსდრ-სა და სამ­ხ­რე­თი­დან – ამე­რი­კელ­თა და სამ­ხ­რეთ­კო­რე­ელ­თა ჯა­რე­ბი. ხო­ლო სამ­შ­ვი­დო­ბო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის­თ­ვის, რომ­ლი­თაც ომი დას­რულ­დე­ბო­და, ხე­ლი არ მო­უ­წე­რი­ათ.
ამერიკელთა ავიაციის თავდასხმა ჩრდილოეთი კორეის რკინიგზაზე
1954 წელს სამ­შ­ვი­დო­ბო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის და­დე­ბა ჟე­ნე­ვა­ში სცა­დეს, მაგ­რამ უშე­დე­გოდ. 1958 წელს აშშ-მა კო­რე­ა­ში ბირ­თ­ვუ­ლი იარა­ღი გა­ნა­ლა­გა, რო­მე­ლიც 1991 წელს გა­ი­ტა­ნეს. ამა­ვე წელს ორი­ვე კო­რე­ამ, გა­ე­როს შუ­ა­მავ­ლო­ბით ხე­ლი მო­ა­წე­რა შე­რი­გე­ბის, თავ­და­უს­ხ­მე­ლო­ბი­სა და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის შე­თან­ხ­მე­ბას. ჩრდი­ლო­ეთ­მა და სამ­ხ­რეთ­მა, ფაქ­ტობ­რი­ვად, აღი­ა­რეს ერ­თ­მა­ნე­თის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი და პი­რო­ბა და­დეს, რომ ერ­თ­მა­ნე­თის სა­ში­ნაო საქ­მე­ებ­ში არ ჩა­ე­რე­ოდ­ნენ. მაგ­რამ 2010 წელს სამ­ხ­რეთ­კო­რე­უ­ლი კორ­ვე­ტის "ჩხო­ნა­ნის" ჩრდი­ლო­ეთ­კო­რე­უ­ლი წყალ­ქ­ვე­შა ნა­ვის მი­ერ ჩა­ძირ­ვის შემ­დეგ სამ­ხ­რეთ­მა კო­რე­ამ შე­თან­ხ­მე­ბე­ბის დე­ზა­ვუ­ი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა.

2013 წლის სა­რა­კე­ტო კრი­ზი­სის შემ­დეგ კი ჩრდი­ლო­ეთ­მა კო­რე­ამ მი­იჩ­ნია, რომ მის­თ­ვის ძა­ლა­ში აღარ არის არც 1953 წლის და არც 1991 წლის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბით ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი. აპ­რი­ლის სა­რა­კე­ტო კრი­ზი­სი და­იწყო ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის მი­ერ 2012 წლის 12 დე­კემ­ბერს თა­ნამ­გ­ზავ­რის გაშ­ვე­ბი­თა და 2013 წლის 12 თე­ბერ­ვ­ლის ბირ­თ­ვუ­ლი გა­მოც­დით. უკი­დუ­რე­სი სიმ­კ­ვეთ­რე შე­ი­ძი­ნა კიმ ჩენ ინის რი­ტო­რი­კამ, რო­მე­ლიც ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ლი­დე­რი 2011 წელს გახ­და. 2013 წელს ოფი­ცი­ა­ლუ­რი ფხე­ნი­ა­ნი აცხა­დებ­და, რომ თავს უკ­ვე სამ­ხ­რეთ­თან სა­ო­მარ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფად მი­იჩ­ნევ­და...

ცუ­დი ომი
კო­რე­ის ომი იყო პირ­ვე­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კონ­ფ­ლიქ­ტი ცი­ვი ომის ეპო­ქა­ში. გა­ნად­გურ­და ორი­ვე ქვეყ­ნის სამ­რეწ­ვე­ლო და სატ­რან­ს­პორ­ტო ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის 80%. ომის პე­რი­ოდ­ში სამ­ხ­რე­თი­დან ჩრდი­ლო­ეთ­ში 280-დან 300 ათა­სამ­დე ადა­მი­ა­ნი გა­და­ვი­და, ხო­ლო პი­რი­ქით – 650 ათა­სი­დან 2 მი­ლი­ო­ნამ­დე.

სამ­ხ­რეთ კო­რე­ის სარ­დ­ლო­ბა დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლია, რომ ომის შეწყ­ვე­ტის შემ­დეგ ჩრდი­ლო­ეთს ყვე­ლა სამ­ხედ­რო ტყვე არ გა­უ­თა­ვი­სუფ­ლე­ბია და ზო­გი ათ­წ­ლე­უ­ლო­ბი­თაც ჰყავ­დათ დატყ­ვე­ვე­ბუ­ლი. და­ღუ­პუ­ლე­ბის, დაჭ­რი­ლე­ბი­სა და ტყვედ ჩა­ვარ­დ­ნილ­თა სა­ხით აშშ-მა და­კარ­გა 38 ათა­სამ­დე სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე, ჩი­ნეთ­მა, ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცნო­ბე­ბით – 390 ათა­სი, თუმ­ცა ზო­გი­ერ­თი სხვა წყა­როს თა­ნახ­მად, ბრძო­ლებ­ში და­ი­ღუ­პა, ავად­მ­ყო­ფო­ბამ ან შიმ­შილ­მა იმ­ს­ხ­ვერ­პ­ლა ერ­თი მი­ლი­ო­ნამ­დე ჩი­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცი. მათ შო­რის, ბრძო­ლებ­ში და­ი­ღუ­პა მაო ძე­დუ­ნის შვი­ლიც. სამ­ხ­რე­თი კო­რე­ის სამ­ხედ­რო მსხვერ­პ­ლი 137 ათას­ზე მე­ტი და­ღუ­პუ­ლი და და 10 ათა­სამ­დე უგ­ზო-უკ­ვ­ლოდ და­კარ­გუ­ლი ჯა­რის­კა­ცია, ხო­ლო ჩრდი­ლო­ე­თი კო­რე­ის – 112 ათას­ზე მე­ტი და­ღუ­პუ­ლი და 120 ათა­სი – და­კარ­გუ­ლი.

ომამ­დე თუ აშშ არ აპი­რებ­და ტა­ი­ვა­ნის დაც­ვას, კო­რე­ის ომის შემ­დეგ კო­მუ­ნის­ტუ­რი ჩი­ნე­თის­თ­ვის კუნ­ძუ­ლი მი­უწ­ვ­დო­მე­ლი გახ­და.
კო­რე­ის ომი აღი­ნიშ­ნა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა მა­სობ­რი­ვი დარ­ღ­ვე­ვე­ბით ორი­ვე მხრი­დან, რა­საც ასე­ულ ათა­სო­ბით სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რის სი­ცოცხ­ლე შე­ე­წი­რა.

საბ­ჭო­თა კავ­ში­რის­თ­ვის ომი უფ­რო წა­რუ­მა­ტებ­ლად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს, თუმ­ცა მის მი­ერ გა­წე­უ­ლი დი­დი დახ­მა­რე­ბის მა­გა­ლი­თი მეტყ­ვე­ლი აღ­მოჩ­ნ­და და მე­სა­მე სამ­ყა­როს ბევ­რ­მა ქვე­ყა­ნამ სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი გზა აირ­ჩია საბ­ჭო­თა დახ­მა­რე­ბე­ბის მი­სა­ღე­ბად. თან ომ­მა დრო მო­ა­გე­ბი­ნა სსრკ-ს, რომ სა­კუ­თა­რი ბირ­თ­ვუ­ლი პროგ­რა­მის ფარ­თოდ გაშ­ლა მო­ე­ხერ­ხე­ბი­ნა, სა­ნამ აშშ კო­რე­ის ომ­ში იყო ჩაფ­ლუ­ლი. ცი­ვი ომის­დ­რო­ინ­დელ ამ კონ­ფ­ლიქტს ხში­რად მი­იჩ­ნე­ვენ არა­პირ­და­პირ ომად, ერ­თი მხრივ, აშშ-სა და მის მო­კავ­ში­რე­ებს, და მე­ო­რე მხრივ, ჩი­ნე­თი­სა და სსრკ-ის ძა­ლებს შო­რის.

რა­მაზ გურ­გე­ნი­ძე
ჟურნალი "ისტორიანი",#82
გია 11
29 აპრილი 2018 06:57
მადლობა ავტორს, საინტერესო იყო. აკი რუსეთმა ჩვენ არაფერ შუაში არ ვართო?! ეტყობა არ აწყობთ მშვიდობა და შერიგება...
ლ.
12 აპრილი 2018 20:23
ყველაფერი დაწვრილებით არის გადმოცემული.ძალიან საინტერესოა მკითხველისთვის და რაც მთავარია მოახერხა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოწოდება.მადლობა თქვენ ამ ყველაფრისთვის