ჯეინ გრეი ინგლისის ცხრადღიანი დედოფალი
21-11-2017
ჯეინ გრეი ინგლისის ცხრადღიანი დედოფალი
1554 წლის 12 თებერვალს, ლონდონში, ეშაფოტზე აიყვანეს და თავი მოჰკვეთეს ინგლისის ყოფილ დედოფალს, 16 წლის ჯეინ გრეის, რომელმაც მხოლოდ ცხრა დღეს იმეფა.

ის იყო პირველი ქალი, უგვირგვინო დედოფალ მატილდას შემდეგ (XII საუკუნე), რომელიც ინგლისის ტახტზე ავიდა. მისი ხანმოკლე მეფობის ისტორია ერთ-ერთი დრამატული ეპიზოდია ინგლისის ტახტისთვის ბრძოლაში, რომელშიც პატივმოყვარეობა და ძალაუფლების წყურვილი მჭიდროდ იყო გადახლართული რელიგიასთან.

ინ­გ­ლი­სის ჩა­მო­შო­რე­ბამ კა­თო­ლი­კუ­რი ეკ­ლე­სი­ის­გან რე­ფორ­მა­ცი­ის პე­რი­ოდ­ში, აგ­რეთ­ვე ინ­გ­ლი­სის მე­ფე ჰენ­რი VIII-ის მრა­ვალ­რიცხო­ვან­მა ქორ­წი­ნე­ბებ­მა, გა­არ­თუ­ლა და
აურ­და­უ­რია ტახ­ტის მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის სა­კითხი. ჰენ­რი VIII-ის პირ­ველ ცოლ­თან, ეკა­ტე­რი­ნე არა­გო­ნელ­თან გან­ქორ­წი­ნე­ბი­სა და მე­ო­რე ცო­ლის, ანა ბო­ლე­ი­ნის სიკ­ვ­დი­ლით დას­ჯის შემ­დეგ, მე­ფის შვი­ლე­ბი ამ ქორ­წი­ნე­ბე­ბი­დან - პრინ­ცე­სა მე­რი და პრინ­ცე­სა ელი­სა­ბე­დი - უკა­ნო­ნოდ შო­ბი­ლე­ბად გა­მოცხად­დ­ნენ. ჰენ­რი VIII-ის მე­სა­მე ცო­ლის, ჯე­ინ სე­ი­მუ­რის ვა­ჟის, ედუ­არ­დის და­ბა­დე­ბის კა­ნო­ნი­ე­რე­ბა­შიც ეჭ­ვი შე­ი­ტა­ნეს.

რი­გი­თო­ბის წე­სით, მათ შემ­დეგ ტახ­ტი გა­და­დი­ო­და მე­ფის უფ­რო­სი დის ქა­ლიშ­ვილ­ზე, პრინ­ცე­სა მარ­გა­რი­ტა­ზე. ამ უკა­ნას­კ­ნელ­საც აგ­რეთ­ვე უკა­ნო­ნოდ შო­ბი­ლად მი­იჩ­ნევ­დ­ნენ, რად­გა­ნაც მი­სი დე­და მე­ო­რედ გათხოვ­და ცო­ლი­ან გრაფ ან­გუს­ზე. ტახ­ტის შემ­დ­გომ პრე­ტენ­დენ­ტად ით­ვ­ლე­ბო­და პრინ­ცე­სა ფრენ­სი­სი, ჰენ­რი VIII-ის უმ­ც­რო­სი დის, მე­რის ქა­ლიშ­ვი­ლი მი­სი მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბი­დან ჩარლზ ბრენ­დონ­თან, სა­ფოლ­კის ჰერ­ცოგ­თან.

მაგ­რამ აქაც არ­სე­ბობ­და იური­დი­უ­ლი წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბა, რად­გა­ნაც მე­რის ბრენ­დონ­თან და­ქორ­წი­ნე­ბი­სას, ამ უკა­ნას­კ­ნელს ცო­ლი ჯერ კი­დევ ცოცხა­ლი ჰყავ­და. ფრენ­სი­სიც, ისე­ვე რო­გორც დე­და­მი­სი, ცო­ლად გაჰ­ყ­ვა უკ­ვე და­ო­ჯა­ხე­ბულ ჰენ­რი გრე­ის, დორ­სე­ტის მარ­კიზს, რო­მელ­მაც ბრწყინ­ვა­ლე ოჯა­ხუ­რი წყვი­ლის შექ­მ­ნის­თ­ვის მი­ა­ტო­ვა თა­ვი­სი ცო­ლი კეტ­რინ ფიც-ალა­ნი, გრაფ არუნ­დე­ლის და. აქაც კვლავ გაჩ­ნ­და ეჭ­ვი ქორ­წი­ნე­ბის კა­ნო­ნი­ე­რე­ბი­სა და ტახ­ტ­ზე ფრენ­სი­სის ქა­ლიშ­ვი­ლის, ჯე­ი­ნის მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბი­თი პრე­ტენ­ზი­ე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­ზეც დე­დის უფ­ლე­ბე­ბი გა­და­ვი­და.
ელისაბედ  I
ბო­ლო რომ მო­ღე­ბო­და და­ვას ტახ­ტის მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა­ზე, პარ­ლა­მენ­ტ­მა 1544 წელს გა­მოს­ცა ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბა, რომ­ლი­თაც ჰენ­რი VIII-ს ისე­თი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა მი­ე­ნი­ჭა, რო­გო­რიც ინ­გ­ლი­სის არც ერთ მე­ფეს არ ჰქო­ნია: "გა­და­ე­ცა ტახ­ტი ვის­თ­ვი­საც უნ­დო­და ან სა­მე­ფო სი­გე­ლით, ან ან­დერ­ძით". ამ უფ­ლე­ბით ჰენ­რი VIII-მ 1546 წლის დე­კემ­ბერ­ში ისარ­გებ­ლა. მი­სი "ან­დერ­ძით", ტახ­ტი მი­სი სიკ­ვ­დი­ლის შემ­დეგ უნ­და გა­დას­ცე­მო­და ედუ­არდს; თუ მას შვი­ლე­ბი არ ეყო­ლე­ბო­და - მე­რის; თუ ისიც არ და­ტო­ვებ­და მემ­კ­ვიდ­რე­ებს - ელი­სა­ბედს; შემ­დ­გომ - ფრენ­სის­სა და მის მემ­კ­ვიდ­რე­ებს. 1547 წლის იან­ვარ­ში ჰენ­რი VIII გარ­და­იც­ვა­ლა. ტახ­ტ­ზე 10 წლის ედუ­არდ VI ავი­და. მა­შინ­ვე გა­ჩაღ­და ბრძო­ლა ძა­ლა­უფ­ლე­ბის­თ­ვის, მის ზურგს უკან მდგომ დი­დე­ბულ­თა სხვა­დას­ხ­ვა დაჯ­გუ­ფე­ბას შო­რის. და­საწყის­ში წარ­მა­ტე­ბა მო­ი­პო­ვა მე­ფის ბი­ძამ ედუ­არდ სე­ი­მურ­მა, სო­მერ­სე­ტის ჰერ­ცოგ­მა, რო­მე­ლიც ლორდ-პრო­ტექ­ტო­რი (მცი­რეწ­ლო­ვა­ნი მე­ფის რე­გენ­ტი) გახ­და.

იმ დროს ინ­გ­ლი­სის რე­ლი­გი­უ­რი ცხოვ­რე­ბის ქან­ქა­რა პრო­ტეს­ტან­ტიზ­მის­კენ გა­და­ი­ხა­რა. მთავ­რო­ბა გა­მო­ხა­ტავ­და დი­დე­ბუ­ლე­ბი­სა და თა­ვა­დაზ­ნა­უ­რო­ბის ახა­ლი ფე­ნის, ჯენ­ტ­რის ინ­ტე­რე­სებს, რო­მე­ლიც სა­მო­ნას­ტ­რო ქო­ნე­ბის სე­კუ­ლა­რი­ზა­ცი­ით გამ­დიდ­რ­და და მი­სი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მი­ის­წ­რა­ფოდ­ნენ, გა­ეგ­რ­ძე­ლე­ბი­ნათ სა­ეკ­ლე­სიო სა­გან­ძუ­რის და­ტა­ცე­ბა. ისი­ნი კურსს რე­ფორ­მა­ცი­ის შემ­დ­გომ გაღ­რ­მა­ვე­ბა­ზე იღებ­დ­ნენ. და­იწყო ეკ­ლე­სი­ე­ბის, სამ­ლოც­ვე­ლო­ე­ბი­სა და სხვა­დას­ხ­ვა რე­ლი­გი­უ­რი საძ­მო­ე­ბის ქო­ნე­ბის აქ­ტი­უ­რი კონ­ფის­კა­ცია. 1549 წელს შე­მო­ი­ღეს პრო­ტეს­ტან­ტუ­ლი ლოც­ვა­ნი, მი­ი­ღეს პირ­ვე­ლი "ერ­თ­გ­ვა­როვ­ნე­ბის აქ­ტი".

აიკ­რ­ძა­ლა ხა­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, მღვდლე­ბის სა­ზე­ი­მო შე­მოს­ვა, ეკ­ლე­სი­ის შე­ნო­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით სამ­ლოც­ვე­ლოს მდიდ­რუ­ლად მორ­თ­ვა, შე­იქ­მ­ნა ეკ­ლე­სი­ის შემ­დ­გო­მი "წმენ­დის" შე­საძ­ლებ­ლო­ბა. და­ი­ტა­ცეს ყო­ვე­ლი­ვე ღი­რე­ბუ­ლი, თვით სა­ზე­ი­მო ტან­საც­მე­ლიც კი. მა­გა­ლითს ლორდ-პრო­ტექ­ტო­რი იძ­ლე­ო­და, რო­მელ­მაც ნა­ძარ­ც­ვი სახ­ს­რე­ბით სო­მერ­სე­ტის შე­სა­ნიშ­ნა­ვი სა­სახ­ლე აიშე­ნა ლონ­დო­ნის სტრენ­დ­ზე, წმინ­და მე­რის სა­ხე­ლო­ბის დან­გ­რე­უ­ლი ეკ­ლე­სი­ის ად­გი­ლას. სო­მერ­სეტს არც სხვე­ბი ჩა­მორ­ჩე­ბოდ­ნენ. სა­ი­დუმ­ლო საბ­ჭო­ში, მო­ნარ­ქის მრჩე­ველ­თა ორ­გა­ნო­ში, მუდ­მი­ვად შე­დი­ო­და სა­ჩივ­რე­ბი, რომ კერ­ძო პი­რე­ბი თა­ვის სახ­ლებს რთავ­დ­ნენ სა­ეკ­ლე­სიო სამ­კა­უ­ლე­ბით, მა­გი­დებ­სა და სა­წო­ლებ­ზე აფა­რებ­დ­ნენ სა­ეკ­ლე­სიო ბი­სონს, ბევ­რი კი სა­დილ­ზე ღვი­ნოს სა­ეკ­ლე­სიო ბარ­ძი­მე­ბით სვამ­და.

1549 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე სო­მერ­სე­ტის რე­ჟი­მი და­ე­ცა. ედუ­არდ სე­ი­მუ­რი ლონ­დო­ნის ტა­უ­ერ­ში და­ამ­წყ­ვ­დი­ეს და 1551 წელს სიკ­ვ­დი­ლით და­სა­ჯეს. მარ­თ­ვის სა­და­ვე­ე­ბი ხელ­ში ჩა­იგ­დო ჯონ დად­ლიმ, გრაფ­მა უორიკ­მა, რო­მე­ლიც აგ­რეთ­ვე ლორდ-პრო­ტექ­ტო­რი გახ­და. მსა­ხუ­რის შვი­ლი, რო­მელ­მაც თავ­ბ­რუ­დამ­ხ­ვე­ვი კა­რი­ე­რა გა­ი­კე­თა, იყო ახა­ლი თა­ვა­დაზ­ნა­უ­რო­ბის ტი­პუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. იგი სე­კუ­ლა­რი­ზა­ცი­ი­თა და სა­ეკ­ლე­სიო ქო­ნე­ბის ძარ­ც­ვით გამ­დიდ­რ­და. სა­მო­ნას­ტ­რო მი­წე­ბის გარ­და, უორი­კის საგ­რა­ფო­ში დად­ლიმ მი­ით­ვი­სა ვეს­ტ­მინ­ს­ტე­რი­სა და დურ­ჰე­მის ეპარ­ქი­ის შე­მო­სავ­ლე­ბის დი­დი ნა­წი­ლი. მო­ზარ­დი მე­ფე ედუ­არ­დი უსაზღ­ვ­როდ ენ­დო­ბო­და დად­ლის და მის მორ­ჩილ იარა­ღად გა­და­იქ­ცა პა­ტივ­მოყ­ვა­რუ­ლი ზრახ­ვე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის გზა­ზე. 1551 წლის სექ­ტემ­ბერ­ში მე­ფე ედუ­არ­დ­მა დად­ლის ნორ­თუმ­ბერ­ლენ­დის ჰერ­ცოგის ტი­ტუ­ლი უბო­ძა და ის გახ­და უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნი ინ­გ­ლის­ში.

მის ხელთ აღ­მოჩ­ნ­და უძ­ვე­ლე­სი სახ­ლის უზარ­მა­ზა­რი მი­წე­ბი. 1552 წლის ბო­ლოს "ნორ­ჩი წმინ­და ედუ­არ­დი", რო­გორც მას პრო­ტეს­ტან­ტე­ბი უწო­დებ­დ­ნენ, სე­რი­ო­ზუ­ლად გახ­და ავად. ექი­მებ­მა მას ჭლე­ქი აღ­მო­უ­ჩი­ნეს. მე­ფის ავად­მ­ყო­ფო­ბამ ახა­ლი დი­ნას­ტი­უ­რი კრი­ზი­სი წარ­მოშ­ვა და პრო­ტეს­ტან­ტ­თა შო­რის დი­დი მღელ­ვა­რე­ბა გა­მო­იწ­ვია. ედუ­არ­დის მემ­კ­ვიდ­რე იყო მი­სი უფ­რო­სი და მე­რი, რო­მე­ლიც რწმე­ნით კა­თო­ლი­კე გახ­ლ­დათ. 1551 წელ­ს­ვე სა­ფოლ­კის ახა­ლი გრა­ფი გახ­და ჰენ­რი გრეი, ჯე­ინ გრე­ის მა­მა.
ინგლისის მეფე ჰენრი VIII
ნორ­თუმ­ბერ­ლენ­დის ჰერ­ცოგ­მა გა­დაწყ­ვი­ტა, არ და­ეშ­ვა კა­თო­ლი­კე მე­რის გა­მე­ფე­ბა და ტახ­ტ­ზე აეყ­ვა­ნა დე­დო­ფა­ლი, რო­მე­ლიც და­ი­ცავ­და რო­გორც პრო­ტეს­ტან­ტე­ბის, ასე­ვე მის პი­რად ინ­ტე­რე­სებ­საც. ყვე­ლა­ზე შე­სა­ფე­რი­სი კან­დი­და­ტუ­რა 16 წლის ჯე­ი­ნი იყო. პრინ­ცე­სა ელი­სა­ბე­დის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, რო­მე­ლიც პრო­ტეს­ტან­ტი უფ­რო სა­ჭი­რო­ე­ბის გა­მო იყო, ვიდ­რე მო­წო­დე­ბით, ჯე­ი­ნი ან­გ­ლი­კა­ნიზ­მის დოგ­მა­ტებს მის­დევ­და. თა­ნა­მედ­რო­ვე­ნი აღ­ნიშ­ნავ­დ­ნენ "ჯე­ი­ნის სი­ლა­მა­ზე­სა და ბრწყინ­ვა­ლე გო­ნე­ბას".

იყო სიძ­ვე­ლე­ე­ბის მცოდ­ნე, იცო­და ლა­თი­ნუ­რი, ძველ­ბერ­ძ­ნუ­ლი, ღვთის­მეტყ­ვე­ლე­ბა. აღ­ნიშ­ნავ­დ­ნენ მის "ღრმა რე­ლი­გი­უ­რო­ბას, რო­მე­ლიც ზოგ­ჯერ ფა­ნა­ტიზ­მამ­დე მი­დი­ო­და". მაგ­რამ მი­სი მთა­ვა­რი უპი­რა­ტე­სო­ბა ელი­სა­ბედ­თან შე­და­რე­ბით, ნორ­თუმ­ბერ­ლენ­დის ჰერ­ცო­გის აზ­რით, იმით გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და, რომ შე­იძ­ლე­ბო­და ჯე­ი­ნის გათხო­ვე­ბა ჰერ­ცო­გის 17 წლის ვაჟ გილ­ფორ­დ­ზე, რი­თაც ტახტს თა­ვის შთა­მო­მავ­ლო­ბას და­უმ­კ­ვიდ­რებ­და. ლორდ-პრო­ტექ­ტო­რის ჩა­ნა­ფიქ­რით, მას უნ­და და­ე­ყო­ლე­ბი­ნა ედუ­არ­დი, რომ "ჭეშ­მა­რი­ტი რწმე­ნის" ინ­ტე­რე­სე­ბის­თ­ვის ტახ­ტის მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის წე­სი შე­ეც­ვა­ლა და მას­ზე უფ­ლე­ბე­ბი მე­რი­სა და ელი­სა­ბე­დის­თ­ვის ჩა­მო­ერ­თ­მია: პირ­ვე­ლის­თ­ვის - "ჯი­უ­ტი ერე­ტი­კო­სო­ბის" მი­ზე­ზით, მე­ო­რის­თ­ვის კი რო­გორც უკა­ნო­ნოდ შო­ბი­ლის­თ­ვის, და ტახ­ტი ჯე­ი­ნის­თ­ვის ეან­დერ­ძა.

მე­ფის ავად­მ­ყო­ფო­ბას ფხიზ­ლად ადევ­ნებ­დ­ნენ თვალს ევ­რო­პის სა­ხელ­მ­წი­ფო­ე­ბი, პირ­ველ რიგ­ში, საფ­რან­გე­თი და ეს­პა­ნე­თი, რომ­ლე­ბიც კონ­ტი­ნენ­ტ­ზე ჰე­გე­მო­ნო­ბის­თ­ვის იბ­რ­ძოდ­ნენ. ინ­გ­ლის­ში დი­ნას­ტი­უ­რი კრი­ზი­სის შე­დეგ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი იყო არა მარ­ტო იმ ეპო­ქის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რე­ლი­გი­უ­რი სა­კითხი, არა­მედ ქვეყ­ნის სა­გა­რეო ორი­ენ­ტა­ცი­აც. მე­რის გა­მე­ფე­ბა კა­თო­ლი­ციზ­მის ტრი­უმ­ფ­სა და ეს­პა­ნე­თის გა­მარ­ჯ­ვე­ბას მო­ას­წა­ვებ­და, ნა­ხევ­რად ეს­პა­ნე­ლი მე­რის პრო­ეს­პა­ნუ­რი სიმ­პა­თი­ე­ბი კარ­გად იყო ცნო­ბი­ლი. ვე­ნე­ცი­ის ელ­ჩის, ლ. სო­რენ­ცოს სიტყ­ვე­ბით, "მე­რი იყო კარ­ლოს V-ზე უფ­რო ეს­პა­ნე­ლი".

ეს­პა­ნე­თის მე­ფე კარ­ლოს V-მ, ურ­თი­ერ­თ­სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო ცნო­ბე­ბით შეშ­ფო­თე­ბულ­მა (მის­მა ელ­ჩ­მა ინ­გ­ლი­სუ­რი არ იცო­და და ცნო­ბებს კრეფ­და ჭო­რე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც აგენ­ტებს მიჰ­ქონ­დათ), ელ­ჩის და­სახ­მა­რებ­ლად სა­მი დიპ­ლო­მა­ტის გაგ­ზავ­ნა გა­დაწყ­ვი­ტა. მათ შო­რის იყო კარ­ლოს V-ის ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი პი­რი სი­მონ რე­ნა­რი, რო­მელ­საც ცბი­ე­რე­ბის­თ­ვის "მე­ლა­კუ­და" შე­არ­ქ­ვეს და რო­მე­ლიც შემ­დ­გომ­ში დე­დო­ფალ მე­რის მთა­ვა­რი მრჩე­ვე­ლი გახ­და.

არ თვლემ­და საფ­რან­გე­თის დიპ­ლო­მა­ტი­აც. ჯერ კი­დევ აპ­რილ­ში, საფ­რან­გე­თის ელ­ჩი ა. დე ნუ­ა­ლი, რო­მე­ლიც ეს­პა­ნელ კო­ლე­გა­ზე უფ­რო სან­დო ინ­ფორ­მა­ცი­ას იღებ­და, პა­რიზს აც­ნო­ბებ­და "მე­ფის სიკ­ვ­დი­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში შე­საძ­ლო გა­დატ­რი­ა­ლე­ბა­ზე ჯე­ინ გრე­ის სა­სარ­გებ­ლოდ". პრო­ტეს­ტან­ტი ჯე­ი­ნი, რო­მე­ლიც ინ­გ­ლის­ში იმე­ფებ­და პროფ­რან­გუ­ლად გან­წყო­ბი­ლი ჰერ­ცოგ ნორ­თუმ­ბერ­ლენ­დის კონ­ტ­რო­ლით, უფ­რო მე­ტად სა­სურ­ვე­ლი იყო საფ­რან­გე­თის კა­თო­ლი­კე მე­ფის­თ­ვის, ვიდ­რე ერ­თ­მორ­წ­მუ­ნე მე­რი. ამი­ტო­მაც, საფ­რან­გე­თის მე­ფე ან­რი II-მ დე ნუ­ალს მოს­თხო­ვა, ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბით მხა­რი და­ე­ჭი­რა ნორ­თუმ­ბერ­ლენ­დის ზრახ­ვე­ბის­თ­ვის.
ლედი ჯეინ გრეის სიკვდილით დასჯა
მა­ის­ში მე­ფე ედუ­არ­დის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლი გახ­და. ექი­მე­ბის დას­კ­ვ­ნით, ის ორ თვე­ზე მეტს ვერ იცოცხ­ლებ­და. მთავ­რო­ბის დი­დი მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ამ­ბის და­მალ­ვა ვერ მო­ხერ­ხ­და. ლონ­დონ­ში სხვა­დას­ხ­ვა ჭო­რი და­დი­ო­და. "ნორ­თუმ­ბერ­ლენ­დი, - ამ­ბობ­დ­ნენ ერ­თ­ნი, - აპი­რებს მე­ფედ გახ­დო­მას". "ის ცოლს გა­შორ­და, სურს პრინ­ცე­სა მე­რი­ზე და­ქორ­წი­ნე­ბა", - ამ­ბობ­დ­ნენ მე­ო­რე­ნი. კი­დევ უფ­რო ფან­ტას­ტი­კურ ჭო­რებს ავ­რ­ცე­ლებ­დ­ნენ უცხო­ე­ლი მეზღ­ვა­უ­რე­ბი: "ჰერ­ცოგ­მა მე­ფე მო­წამ­ლა და ახ­ლა პრინ­ცე­სა მე­რის მო­წამ­ვ­ლაც სურს".

ჰერ­ცო­გი ნორ­თუმ­ბერ­ლენ­დი თა­ვი­სი გეგ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას არ ჩქა­რობ­და. მან შეძ­ლო თა­ვის მხა­რე­ზე გა­და­ე­ბი­რე­ბი­ნა პა­ტივ­მოყ­ვა­რე ლორ­დი გრეი და მი­სი ცო­ლი, რომ­ლე­ბიც არ იყ­ვ­ნენ წი­ნა­აღ­მ­დე­გი, თა­ვი­ან­თი ასუ­ლი ინ­გ­ლი­სის ტახ­ტ­ზე აეყ­ვა­ნათ. ცხა­დია, მათ არ აღელ­ვებ­დათ, რომ ჯე­ინს არა­ვი­თა­რი გრძნო­ბა არ გა­აჩ­ნ­და უხე­ში და ვულ­გა­რუ­ლი გილ­ფორ­დი­სად­მი, საქ­მე ხომ მე­ფის გვირ­გ­ვინს ეხე­ბო­და. შეთ­ქ­მუ­ლე­ბა­ში ჩა­ით­რი­ეს ლორ­დე­ბი პემ­ბ­რო­კი და ჰი­უ­ტინ­გ­ტო­ნი. და აი, ბზო­ბის კვი­რას, 1553 წლის 25 მა­ისს, ლონ­დო­ნე­ლე­ბი ერ­თ­ბა­შად სა­მი ქორ­წი­ნე­ბის მოწ­მე­ნი გახ­დ­ნენ, რა­მაც დი­დი მით­ქ­მა-მოთ­ქ­მა გა­მო­იწ­ვია.

და­ქორ­წინ­დ­ნენ: ჯე­ი­ნი და გილ­ფორ­დი;
ლორ­დი ჰერ­ბერ­ტი, გრაფ პემ­ბ­რო­კის უფ­რო­სი ვა­ჟი და ეკა­ტე­რი­ნე გრეი, ჯე­ი­ნის და;
ლორ­დი ჰას­ტინ­გ­სი, გრაფ ჰი­უ­ტინ­გ­ტო­ნის ვა­ჟი და ეკა­ტე­რი­ნე დად­ლი, ჰერ­ცოგ ნორ­თუმ­ბერ­ლენ­დის ქა­ლიშ­ვი­ლი.
16 ივ­ნისს ედუ­არ­დ­მა, რო­მე­ლიც სიკ­ვ­დი­ლის პი­რას იყო და ხე­ლოვ­ნუ­რად აძ­ლე­ბი­ნებ­დ­ნენ აღ­მო­სავ­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით, შე­ად­გი­ნა "ან­დერ­ძი", რომ­ლი­თაც მან ტახ­ტი ჯე­ინს გა­დას­ცა. მო­მაკ­ვ­დავ მე­ფეს სჯე­რო­და, რომ ამ ღო­ნის­ძი­ე­ბით მან ინ­გ­ლისს პა­პიზ­მის ტრი­უმ­ფი აარი­და. სა­ი­დუმ­ლო საბ­ჭოს ბევრ წევრს, მათ შო­რის კენ­ტერ­ბე­რის არ­ქი­ე­პის­კო­პოს თ. კრან­მერ­საც, ეჭ­ვი ეპა­რე­ბო­და ამ ნა­ბი­ჯის კა­ნო­ნი­ე­რე­ბა­ში, ეყ­რ­დ­ნო­ბოდ­ნენ რა 1544 წლის პარ­ლა­მენ­ტის აქტს, რო­მე­ლიც კრძა­ლავ­და ჰენ­რი VIII-ის მი­ერ და­წე­სე­ბუ­ლი ტახ­ტის მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის რი­გის შეც­ვ­ლას.

მაგ­რამ მე­ფის და­ჟი­ნე­ბულ მოთხოვ­ნას ისი­ნი და­ე­მორ­ჩილ­ნენ. 21 ივ­ნისს საბ­ჭოს 24-ივე წევ­რ­მა და 12-მა უზე­ნა­ეს­მა მო­სა­მარ­თ­ლემ "ან­დერძს" ხე­ლი მო­ა­წე­რეს და მე­ფეს შეჰ­პირ­დ­ნენ, რომ ყვე­ლა­ნა­ი­რად მხარს და­უ­ჭერ­დ­ნენ ლე­დი ჯე­ინს, რო­გორც მო­მა­ვალ დე­დო­ფალს და არა­სო­დეს უღა­ლა­ტებ­დ­ნენ მას. ტახ­ტ­ზე მე­რის შე­საძ­ლო პრე­ტენ­ზი­ე­ბის­გან თა­ვი რომ და­ეზღ­ვია, ნორ­თუმ­ბერ­ლენ­დ­მა გა­დაწყ­ვი­ტა, და­ე­პა­ტიმ­რე­ბი­ნა მე­რიც და ელი­სა­ბე­დიც ჯერ კი­დევ მე­ფის სიკ­ვ­დი­ლამ­დე. 3 ივ­ლისს მათ გა­უგ­ზავ­ნეს სა­ი­დუმ­ლო საბ­ჭოს მი­წე­რი­ლო­ბა, მე­ფეს­თან გრინ­ვიჩ­ში გა­მოცხა­დე­ბუ­ლიყ­ვ­ნენ. 6 ივ­ლისს ედუ­არდ VI გარ­და­იც­ვა­ლა.
როცა ინგლისში ედუარდ VI გამეფდა, ის 10 წლის იყო, 16 წლის ასაკში კი გარდაიცვალა
ნორ­თუმ­ბერ­ლენ­დის ჰერ­ცოგს არ სურ­და მე­ფის სიკ­ვ­დი­ლის გამ­ჟ­ღავ­ნე­ბა მე­რის და­პა­ტიმ­რე­ბამ­დე. 7 ივ­ლი­სის დი­ლას მე­რის და­სა­პა­ტიმ­რებ­ლად გა­იგ­ზავ­ნა ჰერ­ცო­გის ვა­ჟი რო­ბერ­ტი, ცხე­ნო­სა­ნი ბად­რა­გით. მაგ­რამ გა­ვი­და ორი დღე და რო­ბერ­ტის­გან არა­ფე­რი ის­მო­და. ამან ნორ­თუმ­ბერ­ლენ­დი აიძუ­ლა, ჯე­ი­ნის დე­დოფ­ლად გა­მოცხა­დე­ბა და­ეჩ­ქა­რე­ბი­ნა. 9 ივ­ლისს გრინ­ვი­ჩის სა­სახ­ლე­ში მი­იწ­ვი­ეს ლონ­დო­ნის ლორდ-მე­რი და ლომ­ბარ­დ­ს­ტ­რი­ტის 20 უმ­დიდ­რე­სი ვა­ჭა­რი, რომ­ლებ­მაც ჰერ­ცო­გის ზე­გავ­ლე­ნით მე­ფის "ან­დერძს" ხე­ლი მო­ა­წე­რეს. ამის შემ­დ­გომ, ნორ­თუმ­ბერ­ლენ­დი საბ­ჭოს წევ­რებ­თან ერ­თად გა­ემ­გ­ზავ­რა სი­ონ­ში, თა­ვის ქა­ლაქ­გა­რე­თა რე­ზი­დენ­ცი­ა­ში თემ­ზა­ზე, სა­დაც შედ­გა ჯე­ი­ნის­თ­ვის, რო­გორც ინ­გ­ლი­სის ახა­ლი დე­დოფ­ლის­თ­ვის, ფი­ცის მი­ცე­მის ცე­რე­მო­ნია. ლორ­დებ­მა პემ­ბ­როკ­მა და არუნ­დელ­მა მუხ­ლი მო­ი­ყა­რეს ჯე­ი­ნის წი­ნა­შე, ხელ­ზე ემ­თხ­ვივ­ნენ და პა­ტი­ოს­ნე­ბა და­ი­ფი­ცეს, რომ მის­თ­ვის თავს გას­წი­რავ­დ­ნენ.

უმე­ფო­ბის დღე­ე­ბი ამ­გ­ვა­რად დას­რულ­და. ჰერ­ცო­გი ნორ­თუმ­ბერ­ლენ­დი გა­მარ­ჯ­ვე­ბას ზე­ი­მობ­და. 10 ივ­ლისს ახა­ლი დე­დო­ფა­ლი ზარ­ბაზ­ნე­ბის გრი­ალ­ში, სა­ზე­ი­მოდ შე­ვი­და ტა­უ­ე­რის აპარ­ტა­მენ­ტ­ში. ჰე­როლ­დებ­მა მო­სახ­ლე­ო­ბას ოფი­ცი­ა­ლუ­რად ამ­ც­ნეს ედუ­არ­დის სიკ­ვ­დი­ლი და ჯე­ი­ნის დე­დოფ­ლად გა­მოცხა­დე­ბა. ლონ­დო­ნე­ლებ­მა ეს ცნო­ბა მშვი­დად მო­ის­მი­ნეს, თუმ­ცა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ხა­რუ­ლის გა­რე­შე. მხო­ლოდ ერ­თ­მა კაც­მა, "ლონ­დო­ნის რუ­ხი ძმე­ბის" (ა­სე უწო­დებ­დ­ნენ ფრან­ცის­კა­ნე­ლებს ინ­გ­ლის­ში) ქრო­ნი­კის მო­ნა­ცე­მე­ბით, მო­სა­მარ­თ­ლე ჯ. პორ­ტერ­მა ღი­ად სცა­და ტახ­ტ­ზე ჯე­ი­ნის უფ­ლე­ბე­ბის გა­სა­ჩივ­რე­ბა, მაგ­რამ თავ­ხე­დო­ბის­თ­ვის ის სას­ტი­კად და­სა­ჯეს – ენა და ყუ­რე­ბი მო­აჭ­რეს.

ამის გარ­და, ახა­ლი მე­ფო­ბის პირ­ვე­ლი დღე გა­ა­ფუ­ჭა ჩხუბ­მა მე­ფის ოჯახ­ში. "სა­ღა­მოს, ვახ­შ­მის შემ­დეგ, - აღ­ნიშ­ნავ­და ტა­უ­ე­რის უსა­ხე­ლო მე­მა­ტი­ა­ნე, ავ­ტო­რი "დე­დო­ფალ ჯე­ი­ნის ქრო­ნი­კი­სა", - რო­ცა დე­დო­ფა­ლი გვირ­გ­ვინს იზო­მებ­და, ის მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­ა­ო­ცა ცნო­ბამ, რომ მას­თან ერ­თად გვირ­გ­ვი­ნი უნ­და და­ედ­გათ მი­სი ქმრის­თ­ვის, გილ­ფორ­დის­თ­ვი­საც". ჯე­ინ­მა ამა­ზე მტკი­ცე უარი გა­ნაცხა­და და აღ­ნიშ­ნა, რომ მე­ფის რან­გ­ში კა­ცის ამაღ­ლე­ბა მხო­ლოდ პარ­ლა­მენტს შე­ეძ­ლო. ატყ­და სკან­და­ლი, გა­აფ­თ­რე­ბულ­მა ნორ­თუმ­ბერ­ლენ­დის ჰერ­ცო­გი­ნი­ამ, ჯე­ი­ნის და­ყო­ლი­ე­ბის უშე­დე­გო ცდე­ბის შემ­დეგ, გილ­ფორ­დი თან წა­იყ­ვა­ნა და გა­ნაცხა­და, რომ " თა­ვის ვაჟს ასეთ უმა­დურ ცოლ­თან არ და­ტო­ვებს".

ამა­სო­ბა­ში პრინ­ცე­სა მე­რი ნორ­ფოლ­კ­ში, კე­ნინ­გის სი­მაგ­რე­ში გა­იქ­ცა. კე­ნინ­გი ეკუთ­ვ­ნო­დათ მე­რის მომ­ხ­რე­ებს, კა­თო­ლი­კე ჰო­ვარ­დებს, ნორ­თუმ­ბერ­ლენ­დის და­უ­ძი­ნე­ბელ მტრებს. 9 ივ­ლისს, ანუ ჯე­ი­ნის დე­დოფ­ლად ოფი­ცი­ა­ლურ გა­მოცხა­დე­ბამ­დე, მე­რიმ თა­ვი დე­დოფ­ლად გა­მო­აცხა­და, დაგ­ზავ­ნა წე­რი­ლე­ბი ყვე­ლა საგ­რა­ფო­ში, ქა­ლაქ­სა და სა­ი­დუმ­ლო საბ­ჭო­ში მო­წო­დე­ბით, "და­მორ­ჩი­ლე­ბოდ­ნენ მას, რო­გორც ინ­გ­ლი­სის კა­ნო­ნი­ერ დე­დო­ფალს". მე­რის საყ­რ­დე­ნი გახ­და ინ­გ­ლი­სის აღ­მო­სავ­ლე­თი საგ­რა­ფო­ე­ბის, ნორ­ფოლ­კი­სა და სა­ფოლ­კის გლე­ხო­ბა, რომ­ლე­ბიც კა­თო­ლიზ­მის ერ­თ­გულ­ნი იყ­ვ­ნენ.

ეს არ იყო შემ­თხ­ვე­ვი­თი. რე­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც მთავ­რო­ბის და­ჟი­ნე­ბით ზე­ვი­დან ტარ­დე­ბო­და, ხალ­ხის თვალ­ში ნიშ­ნავ­და არა მარ­ტო სა­ეკ­ლე­სიო სა­გან­ძურ­თა გა­ძარ­ც­ვა­სა და მი­წით სპე­კუ­ლა­ცი­ას, არა­მედ ე.წ. შე­მო­ღობ­ვე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას, მი­წის ახა­ლი მფლო­ბე­ლე­ბის მი­ერ გლე­ხე­ბის მი­წი­დან აყ­რას. ამი­ტომ ხალ­ხ­თა მა­სებ­ში რე­ფორ­მა­ცი­ას მხარს დი­დად არ უჭერ­დ­ნენ. მე­რის მხა­რი და­უ­ჭი­რა აგ­რეთ­ვე ამ საგ­რა­ფო­ე­ბის წვრი­ლი თა­ვა­დაზ­ნა­უ­რო­ბის საკ­მაო ნა­წილ­მა, არა­და, მათ შო­რის ბევ­რი იყო პრო­ტეს­ტან­ტი. ეს პა­რა­დოქ­სი იმით აიხ­ს­ნე­ბა, რომ მე­რიმ სა­გან­გე­ბო პროკ­ლა­მა­ცია გა­მო­აქ­ვეყ­ნა. იგი და­პი­რე­ბას იძ­ლე­ო­და, რომ არ შეც­ვ­ლი­და არ­სე­ბულ რე­ლი­გი­ას და პრო­ტეს­ტან­ტუ­ლი რე­ლი­გი­ის ბურ­ჯი იქ­ნე­ბო­და.
ჯონ დადლი, ნორთუმბერლენდის ჰერცოგი, პირადად იყო დაინტერესებული ჯეინ გრეის ტახტზე ასვლით
მე­რის წარ­მა­ტე­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი ის იყო, რომ მი­სი კა­თო­ლი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი უც­ნო­ბი იყო პრო­ვინ­ცი­ე­ლი თა­ვა­დაზ­ნა­უ­რო­ბის ფარ­თო მა­სე­ბის­თ­ვის და პრო­ტეს­ტან­ტუ­ლი თა­ვა­დაზ­ნა­უ­რო­ბაც აღ­დ­გა მე­რის, რო­გორც ტახ­ტის კა­ნო­ნი­ე­რი მემ­კ­ვიდ­რის და­სა­ცა­ვად. მე­რის მხა­რეს იყო ქა­ლა­ქე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბაც. 12 ივ­ლისს მე­რი დე­დოფ­ლად გა­მო­აცხა­დეს ნო­რი­ჩის სა­ვაჭ­რო მო­ე­დან­ზე, კო­ვენ­ტ­რიმ და კოლ­ჩეს­ტერ­მა უარი თქვეს ჯე­ი­ნის დე­დოფ­ლად ცნო­ბა­ზე. მე­რის მი­ემ­ხ­რო ბა­თის გრა­ფი, ლორ­დი მორ­და­უნ­ტი და სხვე­ბი, ასე­ვე უამ­რა­ვი უბ­რა­ლო ხალ­ხი.

დი­დი ჰერ­ცო­გი მე­რის შე­საპყ­რო­ბად და­იძ­რა. 14 ივ­ლისს ნორ­თუმ­ბერ­ლენ­დი ლონ­დო­ნი­დან გა­ვი­და ეს­პა­ნელ და გერ­მა­ნელ და­ქი­რა­ვე­ბულ­თა რაზ­მე­ბით, რომ­ლე­ბიც შედ­გე­ბო­და 1 ათა­სი მხედ­რის, 2 ათა­სი ქვე­ი­თი­სა და 40 ზარ­ბაზ­ნის­გან. XVI სა­უ­კუ­ნის ინ­გ­ლისს, რო­მელ­მაც წი­თე­ლი და თეთ­რი ვარ­დე­ბის სის­ხ­ლის­მ­ღ­ვ­რე­ლი ომი გა­და­ი­ტა­ნა, კვლავ სა­მო­ქა­ლა­ქო ომი და­ე­მუქ­რა. მე­რი გა­და­ვი­და უფ­რო უსაფ­რ­თხო ად­გი­ლას, მდი­ნა­რე ორ­ზე მდე­ბა­რე ფრამ­ლინ­გე­მის ცი­ხე­სი­მაგ­რე­ში.

მდგო­მა­რე­ო­ბა მკვეთ­რად შეც­ვა­ლა მე­რის მხა­რეს ფლო­ტის გა­დას­ვ­ლამ. ამ ცნო­ბამ ჯე­ი­ნის მომ­ხ­რე­ებს თავ­ზა­რი დას­ცა. მე­რის მომ­ხ­რე­თა რიცხ­ვი იზ­რ­დე­ბო­და: მას მი­ემ­ხ­რ­ნენ ლორ­დი უინ­ძო­რი, სერ ჰას­ტინ­გ­სი, ლორ­დი დერ­ბი. ნორ­თუმ­ბერ­ლენ­დის არ­მი­ამ ბრძო­ლა­ზე უარი გა­ნაცხა­და. ჯე­ი­ნის ხელ­ში ლონ­დო­ნი რჩე­ბო­და. ნორ­თუმ­ბერ­ლენ­დ­მა საფ­რან­გე­თის მე­ფეს სთხო­ვა 6 ათა­სი ფრან­გი ჯა­რის­კა­ცი და სა­ნაც­ვ­ლოდ შეს­თა­ვა­ზა კა­ლე – ინ­გ­ლი­სელ­თა უკა­ნას­კ­ნე­ლი საყ­რ­დე­ნი პუნ­ქ­ტი კონ­ტი­ნენ­ტ­ზე. მაგ­რამ უკ­ვე გვი­ა­ნი იყო: 16 ივ­ლისს ლონ­დონ­ში გავ­რ­ცელ­და ხმა, რომ "მე­რი დე­და­ქა­ლაქ­ზე 40-ათა­სი­ა­ნი ჯა­რით მო­დი­ო­და", ქა­ლა­ქი აზუ­ზუნ­და და ფუტ­კ­რის სკას და­ემ­ს­გავ­სა... სა­ღა­მოს ხალ­ხის ბრბო ქუ­ჩებ­ში ჩი­რაღ­დ­ნე­ბით ხელ­ში გაჰ­ყ­ვი­რო­და: "გა­უ­მარ­ჯოს დე­დო­ფალ მე­რის!"

მთავ­რო­ბა დაბ­ნე­უ­ლი იყო და მდგო­მა­რე­ო­ბას ვერ აკონ­ტ­რო­ლებ­და. მე­ფის ოჯახ­შიც და­პი­რის­პი­რე­ბა არ წყდე­ბო­და. სა­ნამ დე­დოფ­ლის ქმა­რი გილ­ფორ­დი თა­ვის დე­დო­ფალ ცოლს გვირ­გ­ვი­ნის­თ­ვის ეკა­მა­თე­ბო­და, სა­ი­დუმ­ლო საბ­ჭოს წევ­რებს შო­რის შეთ­ქ­მუ­ლე­ბა მომ­ზად­და, რომ­ლის ინი­ცი­ა­ტო­რე­ბიც გახ­დ­ნენ ლორ­დი პემ­ბ­რო­კი და ლორ­დი არუნ­დე­ლი, რო­მე­ლიც დიდ­ხანს ინა­ხავ­და გულ­ში შუ­რის­ძი­ე­ბის გრძნო­ბას დე­დო­ფალ ჯე­ი­ნის მა­მის, თა­ვი­სი ყო­ფი­ლი სი­მამ­რი­სა და ერთ დროს სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რის მი­მართ. 16 ივ­ლისს სა­ღა­მოს, მათ ფა­რუ­ლად და­ტო­ვეს ტა­უ­ე­რი, თა­ვი ბერ­ნარ­დის ცი­ხე­სი­მაგ­რეს შე­ა­ფა­რეს და მე­რის მომ­ხ­რე­ებს და­უ­კავ­შირ­დ­ნენ.

სა­ფოლ­კის ჰერ­ცოგ­სა და დე­დო­ფალ ჯე­ი­ნის ერ­თ­გულ ლორ­დებს კი მდგო­მა­რე­ო­ბის ხსნა სურ­დათ. ტა­უ­ე­რის დაც­ვა გა­ორ­მაგ­და. 18 ივ­ლისს ჯე­ი­ნის წე­რი­ლი გა­ეგ­ზავ­ნა ლორდ ოქ­ს­ფორდს მოთხოვ­ნით, "ჯა­რე­ბი ლონ­დო­ნის­კენ და­ეძ­რა დე­დოფ­ლის და­სახ­მა­რებ­ლად". მაგ­რამ ცდა ამაო აღ­მოჩ­ნ­და. ღა­ლა­ტის სუ­ლის­კ­ვე­თე­ბა სულ უფ­რო ვრცელ­დე­ბო­და სა­ი­დუმ­ლო საბ­ჭო­ში. 18 ივ­ლისს, პა­რიზ­ში გაგ­ზავ­ნილ მოხ­სე­ნე­ბა­ში, დე ნუ­ა­ლი წერ­და: "დე­დოფ­ლის ერ­თ­გუ­ლე­ბი არი­ან ჰერ­ცო­გი სა­ფოლ­კი, კრან­მე­რი და ედუ­არ­დის აღ­მ­ზ­რ­დე­ლი ჯონ ჩი­კი, და­ნარ­ჩე­ნებ­მა ან უკ­ვე უღა­ლა­ტეს დე­დო­ფალს, ან ახ­ლა აპი­რე­ბენ ამის გა­კე­თე­ბას".

19 ივ­ლისს ჯე­ი­ნის მომ­ხ­რე­ებს უკა­ნას­კ­ნე­ლი იმე­დიც გა­და­ე­წუ­რათ. მათ შე­იტყ­ვეს, რომ მე­რის მხა­რეს ლორ­დი ოქ­ს­ფორ­დიც გა­და­ვი­და. ამან ფი­ნა­ლი და­აჩ­ქა­რა. დღი­სით სა­ი­დუმ­ლო საბ­ჭოს წევ­რ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა ბერ­ნარ­დის ცი­ხე­სი­მაგ­რე­ში მი­ვი­და, სა­დაც პემ­ბ­რო­კი და არუნ­დე­ლი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. აქ ლონ­დო­ნის ლორდ-მე­რის თან­დას­წ­რე­ბით შე­ად­გი­ნეს პროკ­ლა­მა­ცია "დე­დო­ფალ ჯე­ი­ნის, ტახ­ტის უკა­ნო­ნოდ მიმ­ტა­ცებ­ლის დამ­ხო­ბის შე­სა­ხებ". სა­ღა­მოს ჩიპ­სა­იდ­ში ჰე­როლ­დებ­მა მე­რი სა­ზე­ი­მოდ გა­მო­აცხა­დეს "ინ­გ­ლი­სის კა­ნო­ნი­ერ დე­დოფ­ლად".

ლონ­დონ­ში ამ ცნო­ბამ დი­დი სი­ხა­რუ­ლი გა­მო­იწ­ვია. ხალ­ხი ნორ­თუმ­ბერ­ლენ­დის სა­ძულ­ვე­ლი მთავ­რო­ბის დამ­ხო­ბას ზე­ი­მობ­და. "ხალ­ხი თით­ქოს ჭკუ­ი­დან შე­ი­შა­ლა, - წერ­და საფ­რან­გე­თის ელ­ჩი, - ტი­რი­ან, ერ­თ­მა­ნეთს ეხ­ვე­ვი­ან, კოც­ნი­ან, სიმ­ღე­რებს მღე­რი­ან და ქუ­ჩებ­შიც ცეკ­ვა­ვენ". ვა­ჭარ­თა გილ­დი­ებ­მა ფუ­ლი არ და­ი­ნა­ნეს და მე­რის პა­ტივ­სა­ცე­მად გრან­დი­ო­ზუ­ლი ბან­კე­ტი გა­მარ­თეს, ქუ­ჩებ­ში ღვი­ნით სავ­სე კას­რე­ბი გა­მო­ა­გო­რეს.

დე­დო­ფალ ჯე­ი­ნის 9 დღი­ა­ნი მე­ფო­ბა დას­რულ­და. ჰერ­ცოგ­მა სა­ფოლ­კ­მა, თვი­თონ ჩა­მო­იყ­ვა­ნა თა­ვი­სი ასუ­ლი სა­მე­ფო ტახ­ტი­დან: "ჩა­მო­დი, ჩე­მო შვი­ლო, - მწუ­ხა­რედ თქვა მან, - აქ უკ­ვე აღარ არის შე­ნი ად­გი­ლი". სა­ღა­მოს ჯე­ი­ნი, მი­სი მე­უღ­ლე გილ­ფორ­დი და ჰერ­ცო­გი სა­ფოლ­კი და­ა­პა­ტიმ­რეს. ორი დღის შემ­დეგ მათ შე­უ­ერ­თ­დათ ჰერ­ცო­გი ნორ­თუმ­ბერ­ლენ­დი, რო­მე­ლიც მიხ­ვ­და, რომ თა­მა­ში წა­გე­ბუ­ლი იყო და თა­ვი­სი ჯა­რით და­ნებ­და კემ­ბ­რიჯ­ში. ტა­უ­ე­რის გზა­ზე ის კი­ნა­ღამ დაფ­ლი­თა გა­აფ­თ­რე­ბულ­მა ბრბომ, რო­მე­ლიც ქვებს ეს­რო­და.

პრო­ტეს­ტან­ტუ­ლი შეთ­ქ­მუ­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­თა შემ­დ­გო­მი ბე­დი სხვა­დას­ხ­ვაგ­ვა­რად წა­რი­მარ­თა. პირ­ვე­ლად ეშა­ფოტ­ზე აიყ­ვა­ნეს გა­დატ­რი­ა­ლე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რი ნორ­თუმ­ბერ­ლენ­დის ჰერ­ცო­გი. სი­ცოცხ­ლის გა­და­სარ­ჩე­ნად მან კა­თო­ლი­კო­ბა მი­ი­ღო, მაგ­რამ თა­ვი ვერ გა­და­ირ­ჩი­ნა: 21 აგ­ვის­ტოს, მა­მა­მი­სის სიკ­ვ­დი­ლით დას­ჯის წლის­თავ­ზე, ნორ­თუმ­ბერ­ლენდს თა­ვი მოჰ­კ­ვე­თეს. მას­თან ერ­თად სიკ­ვ­დი­ლით და­სა­ჯეს მი­სი მომ­ხ­რე­ე­ბი დ. ჰე­ი­ტი და თ. პალ­მე­რი. სხვა სიკ­ვ­დილ­მის­ჯი­ლებს - ნორ­თუმ­ბერ­ლენ­დის სამ ვაჟს, მის ძმა­სა და მარ­კიზ ნორ­თ­ჰემ­პ­ტონს სი­ცოცხ­ლე კა­თო­ლი­კო­ბის მი­ღე­ბამ შე­უ­ნარ­ჩუ­ნა. ჯე­ი­ნის მა­მა, ჰერ­ცო­გი სა­ფოლ­კი, დე­დო­ფალ­მა მე­რიმ შე­იწყა­ლა და გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს კი­დეც.

ჯე­ი­ნის ბე­დი დიდ­ხანს იყო გა­ურ­კ­ვე­ვე­ლი. რე­ნა­რის გა­აფ­თ­რე­ბუ­ლი მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მე­რის არ სურ­და სიკ­ვ­დი­ლით და­ე­სა­ჯა თა­ვი­სი ბი­ძაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ნორ­თუმ­ბერ­ლენ­დის პა­ტივ­მოყ­ვა­რე­ო­ბის მსხვერ­პ­ლი გახ­და. ყო­ფი­ლი დე­დოფ­ლის ხვედ­რი გა­დაწყ­ვი­ტა 1554 წლის იან­ვ­რის აჯან­ყე­ბამ კენ­ტის საგ­რა­ფო­ში თო­მას უაიატის მე­თა­უ­რო­ბით, რო­მელ­შიც რა­ინ­დე­ბი და გლე­ხე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ. აჯან­ყე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და უფ­რო ან­ტი­ეს­პა­ნუ­რი, ვიდ­რე ან­ტი­კა­თო­ლი­კუ­რი ლო­ზუნ­გე­ბით და მი­მარ­თუ­ლი იყო მე­რი­სა და ფი­ლი­პე ჰაბ­ს­ბურ­გის (ეს­პა­ნე­თის მო­მა­ვა­ლი მე­ფე ფი­ლი­პე II) მო­მა­ვა­ლი ქორ­წი­ნე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ, რო­მე­ლიც ინ­გ­ლი­სის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას ემუქ­რე­ბო­და.

აჯან­ყე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს სა­ფოლ­კის ჰერ­ცოგ­მა და მის­მა ძმა­მაც, რომ­ლებ­მაც, თუ ინ­გ­ლი­სე­ლი მე­მა­ტი­ა­ნის, რა­ფა­ელ ჰო­ლინ­შე­დის "ქრო­ნი­კებს" ვერ­წ­მუ­ნე­ბით, უორი­კის საგ­რა­ფო­ში აჯან­ყე­ბა და­იწყეს და შე­ე­ცად­ნენ, ჯე­ი­ნი კვლავ გა­მო­ეცხა­დე­ბი­ნათ ინ­გ­ლი­სის დე­დოფ­ლად. 1554 წლის 9 თე­ბერ­ვალს, აჯან­ყე­ბის ჩახ­შო­ბი­სა და უაიატის შეპყ­რო­ბი­დან ორი დღის შემ­დეგ, მე­რიმ ხე­ლი მო­ა­წე­რა ჯე­ი­ნი­სა და მი­სი ქმრის სიკ­ვ­დი­ლით დას­ჯის გა­ნა­ჩენს. გა­ნა­ჩე­ნი 12 თე­ბერ­ვალს, ტა­უ­ე­რის კოშ­კის გო­რა­ზე აღას­რუ­ლეს. ჯერ გილ­ფორდს მოჰ­კ­ვე­თეს თა­ვი, ორი სა­ა­თის შემ­დეგ ჯე­ი­ნის რი­გიც დად­გა. ზუს­ტად შუ­ადღეს, სრუ­ლად შა­ვებ­ში ჩაც­მუ­ლი ჯე­ი­ნი, ლოც­ვა­ნით ხელ­ში, დი­ლე­გი­დან გა­მო­ვი­და და ეშა­ფო­ტის­კენ გა­ე­მარ­თა.

ეშა­ფო­ტი აღ­მარ­თუ­ლი იყო ტა­უ­ე­რის მდე­ლო­ებს შო­რის, სა­დაც ოდეს­ღაც სიკ­ვ­დი­ლით და­სა­ჯეს ჰენ­რი VIII-ის ცო­ლე­ბი ანა ბო­ლე­ი­ნი და ეკა­ტე­რი­ნე ჰო­ვარ­დი. ჯე­ინ­მა ილო­ცა, ფსალ­მუ­ნი წა­ი­კითხა, თვი­თონ აიხ­ვია თვა­ლე­ბი თეთ­რი სახ­ვე­ვით და წა­ი­ჩურ­ჩუ­ლა: "გთხოვთ, მა­ლე და­ამ­თავ­რეთ". ჯე­ინ­მა კუნ­ძ­ზე და­დო თა­ვი. მე­რიმ აიძუ­ლა ჯე­ი­ნის მა­მა, ჰერ­ცო­გი სა­ფოლ­კი, თა­ვი­სი ასუ­ლის სიკ­ვ­დი­ლით დას­ჯას დას­წ­რე­ბო­და. სა­მი დღის შემ­დეგ კი, 15 თე­ბერ­ვალს, მას უაიატ­თან ერ­თად მოჰ­კ­ვე­თეს თა­ვი.

ამ დრო­ი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ინ­გ­ლის­ში აშ­კა­რა "კა­თო­ლი­კუ­რი რე­აქ­ცი­ა", სხვაგ­ვა­რად, კონ­ტ­რ­რე­ფორ­მა­ცია და­იწყო...
რა­კი ჯე­ინ გრეი ტახ­ტის მიმ­თ­ვი­სებ­ლად შე­ი­რაცხა, დე­დო­ფა­ლი მე­რი I (ჩვენ­თან ასე­ვე ცნო­ბი­ლია, რო­გორც მა­რი­ამ I ტი­უ­დო­რი) ის­ტო­რი­ა­ში შე­ვი­და, რო­გორც ინ­გ­ლი­სის პირ­ვე­ლი დე­დო­ფა­ლი. მას აგ­რეთ­ვე მე­რი სის­ხ­ლი­ან­სა და მე­რი კა­თო­ლი­კეს უწო­დებ­დ­ნენ. მან ხუთ წე­ლი­წადს იმე­ფა, 1558 წლამ­დე. მე­რის­თ­ვის სამ­შობ­ლო­ში არც ერ­თი ძეგ­ლი არ და­უდ­გამთ, მი­სი გარ­დაც­ვა­ლე­ბი­სა და მომ­დევ­ნო დე­დოფ­ლის ტახ­ტ­ზე ას­ვ­ლის დღე კი ეროვ­ნულ დღე­სას­წა­უ­ლად გა­მოცხად­და.

მომ­დევ­ნო დე­დო­ფა­ლი კი გახ­და ელი­სა­ბედ I - მე­ფე ჰენ­რი VIII-ისა და ანა ბო­ლე­ი­ნის ქა­ლიშ­ვი­ლი, ტი­უ­დო­რე­ბის ირ­ლან­დი­უ­რი დი­ნას­ტი­ის ბო­ლო მო­ნარ­ქი ინ­გ­ლი­სის ტახ­ტ­ზე. მან 45 წე­ლი­წადს იმე­ფა, მის დროს მოღ­ვა­წე­ობ­დ­ნენ უილი­ამ შექ­ს­პი­რი და ფრენ­სის ბე­კო­ნი, გა­ა­ნად­გუ­რეს ეს­პა­ნე­თის "უძ­ლე­ვე­ლი არ­მა­და", შე­იქ­მ­ნა ოს­ტინ­დო­ე­თის კომ­პა­ნია... ელი­სა­ბედ I-ის მმარ­თ­ვე­ლო­ბას ინ­გ­ლი­სის "ოქ­როს ხა­ნა" უწო­დეს.

ალექ­სან­დ­რე ურ­თქ­მე­ლი­ძე
ის­ტო­რი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი
ჟურნალი "ისტორიანი",#82
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!