დაუსრულებელი ფინალი
21-11-2017
დაუსრულებელი ფინალი
1972 წლის ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირში დამარცხებას წაგებული გუნდი დღემდე არ აღიარებს

1972 წლის 10 სექტემბერს, მიუნხენის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ფინალში, ერთმანეთს აშშ-ისა და სსრკ-ის საკალათბურთო ნაკრებები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ერთ-ერთი ყველაზე დრამატული აღმოჩნდა კალათბურთისა და საერთოდ, ოლიმპიური თამაშების ისტორიაში. აღსანიშნავია, რომ ფინალში, საბჭოთა ნაკრების შემადგენლობაში, ორი ქართველი კალათბურთელი მონაწილეობდა - ზურაბ საკანდელიძე და მიხეილ ქორქია.

სამწუხაროდ, ამ ოლიმპიადაზე მოხდა ტერაქტი, შედეგად, თამაშების დასრულებამდე ხუთი დღით ადრე ისრაელის დელეგაციის 11 წევრი დაიღუპა.
საყოველთაო შოკის მიუხედავად გადაწყდა, ოლიმპიადა დაესრულებინათ. 10 სექტემბერი სწორედ ბოლო დღე იყო.

1936 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, აშშ-ის სა­კა­ლათ­ბურ­თო ნაკ­რებ­მა შვი­დი ოლიმ­პი­უ­რი ოქ­რო მო­ი­პო­ვა. 1972 წლის ფი­ნა­ლი იყო და­პი­რის­პი­რე­ბა სპორ­ტულ და პო­ლი­ტი­კურ მე­ტო­ქე­ებს შო­რის. აშშ-ს ჰყავ­და ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რ­დუ­ლი ნაკ­რე­ბი ის­ტო­რი­ა­ში, ძი­რი­თა­დად, სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე გა­მო­უც­დე­ლი კო­ლე­ჯის გუნ­დე­ბის მო­თა­მა­შე­ე­ბით
და­კომ­პ­ლექ­ტე­ბუ­ლი, საბ­ჭო­თა ნაკ­რე­ბი კი უკ­ვე ტი­ტუ­ლო­ვა­ნი გუნ­დი იყო. გა­მოც­დილ­მა და კარ­გად გაწ­ვ­რ­თ­ნილ­მა საბ­ჭო­თა ნაკ­რებ­მა და­ამ­ტ­კი­ცა, რომ ერთ-ერ­თი უძ­ლი­ე­რე­სი მე­ტო­ქე იყო, ვინც კი ოდეს­მე აშშ-ის ნაკ­რებს და­პი­რის­პი­რე­ბია.

"დი­დე­ბუ­ლი გუნ­დი ჰყავ­დათ, - იხ­სე­ნებს აშშ-ის ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის ასის­ტენ­ტი ჯონ ბა­ხი, - მათ თით­ქ­მის 400 მატ­ჩი გა­მარ­თეს. 400 შეხ­ვედ­რა! ჩვენ­მა ნაკ­რებ­მა კი მხო­ლოდ 12-ჯერ ით­მა­შა, ისიც არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ, საჩ­ვე­ნე­ბელ და ამ­ხა­ნა­გურ შეხ­ვედ­რებ­ში".

ფი­ნა­ლუ­რის თა­მა­შის და­სას­რულს ამე­რი­კელ­მა დაგ კო­ლინ­ზ­მა ორი სა­ჯა­რი­მო ტყორ­ც­ნა ჩა­აგ­დო და ან­გა­რი­ში 50:49 გახ­და ამე­რი­კელ­თა სა­სარ­გებ­ლოდ. საბ­ჭო­თა ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის ასის­ტენ­ტ­მა სერ­გეი ბაშ­კინ­მა გა­აპ­რო­ტეს­ტა, რომ კო­ლინ­ზ­მა მე­ო­რე სა­ჯა­რი­მო ბურ­თი მას შემ­დეგ ის­რო­ლა, რაც სსრკ-ის მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა ვლა­დი­მირ კონ­დ­რა­შინ­მა წუთ­შეს­ვე­ნე­ბა ითხო­ვა. მა­შინ­დე­ლი წე­სე­ბის თა­ნახ­მად, მთა­ვარ მწვრთნელს შე­ეძ­ლო წუთ­შეს­ვე­ნე­ბა მო­ეთხო­ვა სა­ჯა­რი­მო სრო­ლამ­დე, ან თუნ­დაც სა­ჯა­რი­მო სრო­ლებს შო­რის. მთა­ვარ­მა მსაჯ­მა რე­ნა­ტო რი­გე­ტომ შე­დე­გი არ გა­ა­უქ­მა. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ნაკ­რებს სა­მი სა­თა­მა­შო წა­მი რჩე­ბო­და.

თა­მა­ში გა­ნახ­ლ­და, მსა­ჯის­გან ბურ­თი ალ­ჟან ჟარ­მუ­ხა­მე­დოვ­მა მი­ი­ღო და პა­სი სერ­გეი ბე­ლოვს გა­და­ა­წო­და, თუმ­ცა რი­გე­ტომ თა­მა­ში შე­ა­ჩე­რა საბ­ჭო­თა ნაკ­რე­ბის სა­თა­და­რი­გო სკამ­თან არე­უ­ლო­ბის გა­მო. სსრკ-ის ნაკ­რე­ბის მწვრთნე­ლე­ბი აპ­რო­ტეს­ტებ­დ­ნენ, რომ მა­თი მოთხოვ­ნა წუთ­შეს­ვე­ნე­ბის აღე­ბა­ზე არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლეს. ოფი­ცი­ა­ლურ წამ­ზომ­ზე 1 წა­მი რჩე­ბო­და.

მა­შინ­დე­ლი წე­სე­ბის თა­ნახ­მად, თუ მსაჯს წუთ­შეს­ვე­ნე­ბის აღე­ბა სურ­და, ან მსაჯ­თა კო­მი­სი­ის­თ­ვის პი­რა­დად უნ­და მი­ე­მარ­თა, ან სა­გან­გე­ბო ღი­ლა­კი გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა. კონ­დ­რა­ში­ნის თქმით, მან ღი­ლა­კი გა­მო­ი­ყე­ნა. თუმ­ცა, რო­გორც აღ­მოჩ­ნ­და, შეხ­ვედ­რის მსა­ჯე­ბი არ იყ­ვ­ნენ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი მი­სი მოთხოვ­ნის შე­სა­ხებ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კონ­დ­რა­ში­ნი ამ­ტ­კი­ცებ­და, რომ ჩა­ნა­წერ­ზე შე­სა­ნიშ­ნა­ვად ჩანს წი­თე­ლი შუ­ქი, რაც სწო­რედ წუთ­შეს­ვე­ნე­ბის მოთხოვ­ნას გუ­ლის­ხ­მობს, და რომ ეს მსაჯ­თა კო­მი­სი­ა­მაც და­ა­ფიქ­სი­რა.

რო­ბერტ ედელ­მა­ნი, საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­სა და რუ­სე­თის სპორ­ტის მკვლე­ვა­რი, აღ­ნიშ­ნავს, რომ ისეთ გა­მოც­დილ და სა­ერ­თა­შო­რი­სო წე­სე­ბის უმაღ­ლეს დო­ნე­ზე მცოდ­ნე მწვრთნელს, რო­გო­რიც კონ­დ­რა­ში­ნია, ასე­თი მარ­ტი­ვი რამ არ შე­ეშ­ლე­ბო­და და რომ ყვე­ლა­ფე­რი გერ­მა­ნულ სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კო­მი­სი­ა­სა და რუ­სე­თის დე­ლე­გა­ცი­ას შო­რის გა­უ­გებ­რო­ბის ბრა­ლი იყო. მი­სი თქმით, კონ­დ­რა­შინ­მა უარი თქვა წუთ­შეს­ვე­ნე­ბა­ზე პირ­ველ სა­ჯა­რი­მო სრო­ლამ­დე, გერ­მა­ნე­ლებ­მა კი მი­იჩ­ნი­ეს, რომ იგი წუთ­შეს­ვე­ნე­ბის აღე­ბა­ზე სა­ერ­თოდ უარს ამ­ბობ­და.

ჰანს ტენ­შერ­ტი, პი­რი, რო­მელ­საც ტაბ­ლოს კონ­ტ­რო­ლი ევა­ლე­ბო­და, ამ­ბობ­და, რომ საბ­ჭო­თა გუნ­დის მწვრთნე­ლებ­მა და­აგ­ვი­ა­ნეს ღი­ლაკ­ზე თი­თის და­ჭე­რა და წუთ­შეს­ვე­ნე­ბის მოთხოვ­ნა. რე­ნა­ტო-უილი­ამ ჯონ­სი, ფი­ბა-ს (კა­ლათ­ბურ­თის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ის) გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი კი ამას გერ­მა­ნე­ლე­ბის ადა­მი­ა­ნურ შეც­დო­მად მი­იჩ­ნევ­და. ამე­რი­კე­ლე­ბმა მო­ითხო­ვეს სსრკ-ის ნაკ­რე­ბის­თ­ვის ტექ­ნი­კუ­რი შე­ნიშ­ვ­ნის მი­ცე­მა, რად­გან სწო­რედ მათ­მა მწვრთნელ­მა გა­მო­იწ­ვია არე­უ­ლო­ბა სა­თა­და­რი­გო სკამ­ზე და თა­მა­შის შე­ჩე­რე­ბა.

შეხ­ვედ­რის მთა­ვა­რი მსა­ჯის, რე­ნა­ტო რი­გე­ტოს თქმით, ვი­თა­რე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის შემ­დეგ შე­თან­ხ­მ­დ­ნენ, რომ და­მა­ტე­ბი­თი დრო არ და­ი­ნიშ­ნე­ბო­და და ტექ­ნი­კუ­რი შე­ნიშ­ვ­ნა არც კონ­დ­რა­ში­ნის ნაკ­რე­ბის­თ­ვის მი­უ­ცი­ათ.

კონ­დ­რა­შინ­მა ალ­ჟან ჟარ­მუ­ხა­მე­დო­ვი ივან ედეშ­კო­თი შეც­ვა­ლა, რო­მელ­საც მსა­ჯებ­მა ბურ­თი მის­ცეს თა­მაშ­ში შე­სა­ტა­ნად. მას ტომ მაკ­მი­ლე­ნი აქ­ტი­უ­რად უშ­ლი­და ხელს. ედეშ­კომ პა­სი მო­დეს­ტას პა­უ­ლა­უს­კასს მი­ა­წო­და და სა­ნამ ის ბურთს ტყორ­ც­ნი­და, აშ­კა­რად სამ წამ­ზე ად­რე, გა­ის­მა სი­რე­ნა. მა­ყუ­რებ­ლებ­მა და მო­თა­მა­შე­ებ­მა ის თა­მა­შის დას­რუ­ლე­ბის მა­უწყებ­ლად მი­იჩ­ნი­ეს. ამე­რი­კე­ლე­ბი უკ­ვე გა­მარ­ჯ­ვე­ბას ზე­ი­მობ­დ­ნენ, თუმ­ცა აღ­მოჩ­ნ­და, რომ სი­რე­ნით თა­მა­ში კი არ დას­რულ­და, არა­მედ შეწყ­და, რად­გან ოფი­ცი­ა­ლუ­რი ტაბ­ლო, ყვე­ლას­თ­ვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად, 50 წამს აჩ­ვე­ნებ­და. სე­კუნ­დო­მეტ­რის­ტი იოზეფ ბლა­ტე­რი სწრა­ფად ვერ გა­ერ­კ­ვა მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ ღი­ლა­კებ­ში, მსა­ჯებ­მა კი ყუ­რადღე­ბა აღარ მი­აქ­ცი­ეს, რომ დრო არ იყო და­ყე­ნე­ბუ­ლი და თა­მა­ში გა­ნა­ახ­ლეს. შემ­დეგ კი სწრა­ფად­ვე შეწყ­ვი­ტეს, რო­ცა შეც­დო­მა შე­ნიშ­ნეს.

ტაბ­ლო გა­ას­წო­რეს და კვლავ სამ წამ­ზე და­ა­ყე­ნეს, ამას და­ჟი­ნე­ბით მო­ითხოვ­და რე­ნა­ტო-უილი­ამ ჯონ­სიც. რო­გორც შემ­დეგ ჯონ­ს­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რი აცხა­დებ­და, მას აზ­რა­დაც არ მოს­ვ­ლია, რომ საბ­ჭო­თა ნაკ­რე­ბი ბურ­თის ჩაგ­დე­ბა­სა და თა­მა­შის შე­მოტ­რი­ა­ლე­ბას მო­ა­ხერ­ხებ­და.
თა­მა­ში მე­სა­მედ გა­ნახ­ლ­და და სსრკ-ის ნაკ­რებს მო­რი­გი შან­სი მი­ე­ცა. ბურ­თი თა­მაშ­ში კვლავ ივან ედეშ­კომ შე­იყ­ვა­ნა, ოღონდ ამ­ჯე­რად მაკ­მი­ლენს მის­თ­ვის ხე­ლი არ შე­უშ­ლია, რად­გან მსა­ჯის ამ­კ­რ­ძა­ლავ ჟესტს და­ე­მორ­ჩი­ლა. ედეშ­კო ამ­ბობ­და, რომ მაკ­მი­ლენ­მა მსა­ჯის ცუ­დი ინ­გ­ლი­სუ­რი ვერ გა­ი­გო, თვით მაკ­მი­ლე­ნი კი იხ­სე­ნებ­და, რომ ყვე­ლა­ფე­რი შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­ი­გო და ყვე­ლა წე­სის დარ­ღ­ვე­ვით, მსაჯ­მა მას ედეშ­კოს­თ­ვის ხე­ლის შეშ­ლა აუკ­რ­ძა­ლა.

ედეშ­კომ სერ­გეი ბე­ლოვს გრძე­ლი პა­სი მი­ა­წო­და მო­ედ­ნის მე­ო­რე ბო­ლო­ში, მან ორი ამე­რი­კე­ლი მო­თა­მა­შე ჩა­მო­ი­შო­რა და ორ­ქუ­ლი­ა­ნი ჩა­აგ­დო (მა­შინ სამ­ქუ­ლი­ა­ნი სრო­ლა არ არ­სე­ბობ­და). საბ­ჭო­თა ნაკ­რებ­მა 51:50 გა­ი­მარ­ჯ­ვა. ედეშ­კოს გა­და­ცე­მას მოგ­ვი­ა­ნე­ბით საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში "ოქ­როს გა­და­ცე­მა" უწო­დეს.

ფი­ბა-ს წე­სე­ბის თა­ნახ­მად, თა­მა­ში არ შე­იძ­ლე­ბო­და 40 წუთ­ზე მეტ­ხანს გაგ­რ­ძე­ლე­ბუ­ლი­ყო, ამე­რი­კე­ლე­ბი აპ­რო­ტეს­ტებ­დ­ნენ, რომ 3 წა­მის და­მა­ტე­ბა წე­სე­ბის დარ­ღ­ვე­ვა იყო. გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი ფი­ბა-ს ხუთ­წევ­რი­ან­მა ჟი­უ­რიმ გა­მო­ავ­ლი­ნა და სა­მი ხმით ორის წი­ნა­აღ­მ­დეგ, გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლად სსრკ-ის ნაკ­რე­ბი გა­მოცხად­და. ეს სა­მი წევ­რი, რომ­ლებ­მაც ხმა სსრკ-ის ნაკ­რებს მის­ცეს, იყ­ვ­ნენ უნ­გ­რე­თის, პო­ლო­ნე­თი­სა და კუ­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

აშშ-ის ოლიმ­პი­ურ­მა კო­მი­ტეტ­მა გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ურ კო­მი­ტეტ­ში გა­ა­სა­ჩივ­რა, თუმ­ცა არა­ფე­რი შეც­ვ­ლი­ლა და საქ­მე 1973 წელს და­ი­ხუ­რა.
აშშ-ის სა­კა­ლათ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის წევ­რებ­მა პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად უარი თქვეს ვერ­ცხ­ლის მედ­ლე­ბის მი­ღე­ბა­ზე და დღემ­დე უარს აცხა­დე­ბენ, რად­გან თავს გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლე­ბად მი­იჩ­ნე­ვენ.

მა­იკ ბან­ტო­მი, აშშ-ის სა­კა­ლათ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის წევ­რი, 1972 წლის ფი­ნა­ლის მო­ნა­წი­ლე: "რუ­სი კა­ლათ­ბურ­თე­ლე­ბი­სად­მი არა­ნა­ი­რი პრე­ტენ­ზია არ გვაქვს. ბრა­ლი მხო­ლოდ მსა­ჯებ­სა და ფი­ბა-ს წარ­მო­მად­გენ­ლებს მი­უძღ­ვით. ვერ ვი­ჯე­რებ­დით, რომ ისი­ნი მათ ამ­დენ შანსს აძ­ლევ­დ­ნენ. ისე ჩან­და, თით­ქოს მა­ნამ­დე მის­ცემ­დ­ნენ თა­მა­შის გაგ­რ­ძე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას, სა­ნამ სა­წა­დელს არ მი­აღ­წევ­დ­ნენ. ყვე­ლა­ფე­რი რომ სკან­და­ლი­სა და გა­უ­გებ­რო­ბის გა­რე­შე დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო, დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად რომ წაგ­ვე­გო, დი­დი სი­ა­მა­ყით ვა­ტა­რებ­დით ვერ­ცხ­ლის მე­დალს, მაგ­რამ ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არ აქვს, ერ­თი წე­ლი­წა­დი გა­ვა, ათი თუ ორ­მო­ცი - იმ მედ­ლებს არ მი­ვი­ღებთ, რომ­ლებ­საც ოქ­როს მედ­ლე­ბის ნაც­ვ­ლად გვთა­ვა­ზო­ბენ".

"ჩვენ ვფიქ­რობ­დით, რომ უსა­მარ­თ­ლოდ მოგ­ვექ­ც­ნენ, ამ უსა­მარ­თ­ლო­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ ერ­თა­დერ­თი, რის გა­კე­თე­ბაც შეგ­ვეძ­ლო, ვერ­ცხ­ლის მედ­ლებ­ზე უარის თქმა იყო. ან­დერ­ძ­შიც კი ჩავ­წე­რე, რომ ჩემს ოჯახს, მე­უღ­ლეს, შვი­ლებს არა­სო­დეს ექ­ნე­ბათ უფ­ლე­ბა მი­ი­ღონ 1972 წლის ოლიმ­პი­ა­დის ვერ­ცხ­ლის მე­და­ლი!" – აშშ-ის ნაკ­რე­ბის კა­პი­ტა­ნი კე­ნი დე­ვი­სი.

"ეს ისე­თი გრძნო­ბაა, ერთ წუთს ჩი­კა­გოს რო­მე­ლი­მე ცა­თამ­ბ­ჯენ­ში ზე­ი­მობ­დე და მე­ო­რე წუთს ხე­ლი გკრან და მე-100 სარ­თუ­ლი­დან გად­მო­გაგ­დონ. ამა­ზე სა­ში­ნე­ლი რამ ცხოვ­რე­ბა­ში არ გან­მიც­დია. იგი­ვე მე­ორ­დე­ბა ყო­ველ ჯერ­ზე, რო­ცა და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ას ვუ­ყუ­რებ, რო­ცა ეროვ­ნულ ჰიმნს ვუს­მენ, ვგრძნობ, რომ გა­მარ­ჯ­ვე­ბა მოგ­ვ­პა­რეს, ოქ­როს მედ­ლე­ბი მკერ­დი­დან აგ­ვაგ­ლი­ჯეს!" - დაგ კო­ლინ­ზი.

სსრკ-ის ნაკ­რე­ბის წევ­რი ივან ედეშ­კო: "ა­მე­რი­კე­ლე­ბი შე­უ­რაცხ­ყო­ფი­ლად გრძნობ­დ­ნენ თავს. იმ დროს ცი­ვი ომი იყო. მათ, ბუ­ნე­ბი­დან და ქვეყ­ნის სიყ­ვა­რუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ სურ­დათ და­მარ­ცხე­ბა და და­მარ­ცხე­ბის აღი­ა­რე­ბა. არა­ფერ­ში არ სურ­დათ და­მარ­ცხე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი კა­ლათ­ბურ­თ­ში".

იყო მცდე­ლო­ბა, აშშ-ის ნაკ­რე­ბის წევ­რე­ბის­თ­ვის და­ემ­ზა­დე­ბი­ნათ "თა­ნა­ჩემ­პი­ო­ნის" მედ­ლე­ბი, რაც ამე­რი­კელ კა­ლათ­ბურ­თე­ლებს სა­სა­ცი­ლოდ არ ეყოთ. და­ჯილ­დო­ე­ბა მომ­დევ­ნო დღეს გა­ი­მარ­თა სხვა დარ­ბაზ­ში და მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­სუ­ლი ნაკ­რე­ბის ად­გი­ლი ცა­რი­ე­ლი იყო. საბ­ჭო­თა ნაკ­რებ­თან ერ­თად და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე მხო­ლოდ ბრინ­ჯა­ოს მედ­ლის მფლო­ბე­ლი კუ­ბის ნაკ­რე­ბი გა­მო­ვი­და.

არა­ერ­თი პრო­ტეს­ტი უშე­დე­გოდ დას­რულ­და. თა­მა­შის მო­ნა­წი­ლე ტომ მაკ­მი­ლენ­მა, უკ­ვე რო­გორც ამე­რი­კელ­მა კონ­გ­რეს­მენ­მა, 2002 წელ­საც მი­მარ­თა თხოვ­ნით სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ურ კო­მი­ტეტს, 1972 წლის ფი­ნა­ლის შე­დე­გი გა­და­ე­ხე­დათ, მაგ­რამ პა­სუ­ხი არ მი­უ­ღია. ოლიმ­პი­უ­რი ტურ­ნი­რის ვერ­ცხ­ლის მედ­ლე­ბი ლო­ზა­ნა­ში (შვე­ი­ცა­რი­ა), ოლიმ­პი­ურ მუ­ზე­უმ­ში დარ­ჩა.

ნა­თია სა­მაშ­ვი­ლი
ჟურნალი "ისტორიანი", #82
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!