ისტორიული ამბები ძველი ჟურნალ-გაზეთებიდან
21-11-2017
ისტორიული ამბები ძველი ჟურნალ-გაზეთებიდან
გთავაზობთ საინტერესო ამონარიდებს ქართული ჟურნალ-გაზეთებიდან.

ყოველკვირეულ გაზეთ "ივერიის" პირველი ნომერი 1877 წლის 3 მარტს დაიბეჭდა თბილისში. "ივერიის" დამაარსებელი და პირველი რედაქტორი იყო ილია ჭავჭავაძე. თანარედაქტორი იყო სერგეი მესხი. პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთი "დროება" 1866 წლის 4 მარტს თბილისში დაარსდა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთ შტაბად, ეროვნული კულტურის ცენტრად გადაიქცა. მისი პირველი რედაქტორი იყო გიორგი წერეთელი. საცენზურო წესდების დარღვევის გამო, დახურეს 1885 წლის 16 სექტემბერს.

კვლავ რამ­დე­ნი­მე სიტყ­ვა
შო­თა რუს­თა­ვე­ლის
ბი­უს­ტის შე­სა­ხებ
(წე­რი­ლი პე­ტერ­ბურ­გი­დან)
რო­გორც ეხ­სო­მე­ბათ გაზ. "ი­ვე­რი­ის" მკითხ­ვე­ლებს, ამ რამ­დე­ნი­სა­მე ხნის წი­ნად მოხ­სე­ნე­ბუ­ლი იყო, რომ ბ-ნი თარ­ხ­ნიშ­ვი­ლი - ახალ­გაზ­და ქარ­თ­ვე­ლი მო­ქან­და­კე - შო­თა რუს­თა­ვე­ლის ბი­უსტს ამ­ზა­დებ­სო. ბი­უს­ტი შო­თა­სი, რო­გორც თვით სუ­რა­თიც ამ ჩვე­ნის სა­სი­ქა­დუ­ლო პო­ე­ტის-გე­ნი­ო­სი­სა დღემ­დი­საც ჰქონ­და ქარ­თ­ველს სა­ზო­გა­დო­ე­ბას. მაშ რა­ღა არის აქ ახა­ლი და სა­ყუ­რადღე­ბო?
იქ­ნე­ბა ბ-ნმა თარ­ხ­ნიშ­ვილ­მა დღემ­დის ცნო­ბილს სა­ხეს შო­თა­სას ახა­ლი სუ­ლი ჩა­უდ­გა, ახა­ლის, ჯერ ჩვენ­ში არ გა­გო­ნი­ლის, ნი­ჭით, სი­ცოცხ­ლი­თა და სი­ნამ­დ­ვი­ლით ამოჰ­ბე­რა* ტა­ლა­ხით. არა.

რო­გორც წი­ნა­დაც გვქონ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი, - ნამ­დ­ვი­ლი სა­ხე ამ ახა­ლის ბი­უს­ტი­სა სწო­რედ ახა­ლია მთე­ლის ქარ­თ­ვე­ლის სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის და შე­იძ­ლე­ბა ცო­ტა კი­დეც გა­უკ­ვირ­დეთ, ვინ ძვე­ლი და ვინ ახა­ლი შო­თაო. მაგ­რამ ის­ტო­რია და მი­სი უტყუ­ა­რი მოწ­მე - არ­ქე­ო­ლო­გია - ძველ­ნი ნაშ­თი, ულ­მო­ბელ­ნი არი­ან და მო­დი და ნუ და­ი­ჯე­რებთ, რომ შო­თას მოკ­ლე წვე­რი-კი არა, გრძე­ლიც შე­იძ­ლე­ბო­და ჰქო­ნო­და, ან ქუ­ლა­ჯის მა­გი­ე­რად სხვა რა­მა სცმო­და.
ალექსანდრე ცაგარელი
სა­ზო­გა­დო­ე­ბა-კი (რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ყვე­ლა არა) დღეს შო­თას სხვა ნა­ი­რად იც­ნობს: იგი ახალ­გაზ­დად ჰყავს წარ­მოდ­გე­ნი­ლი, წვერ შეკ­რე­ჭი­ლი ამ უკა­ნას­კ­ნელ დრო­ის მი­ხედ­ვით, თით­ქოს ჩვე­ნი თა­ნა­მედ­რო­ვე იყოს და გო­ლო­ვა­ნის პროს­პექ­ტ­ზედ "ჟო­ზეფ­თან" აკ­რე­ჭი­ნებ­დე­სო თავს. ქუ­ლა­ჯა აც­ვია (ეს ხომ ნამ­დ­ვი­ლი და უტყუ­ა­რი ნი­შა­ნია ქარ­თ­ვე­ლო­ბი­სა) და სხ... მაგ­რამ უნ­და გა­მოვ­ტყ­დეთ, რომ ხში­რად ეს უკა­ნას­კ­ნე­ლიც კი ვერ აქარ­თ­ვე­ლებს ხოლ­მე შო­თას, ზო­გი­ერთ მხატ­ვარ­თა ფრთის ცელ­ქო­ბის გა­მო.

ოც­ნე­ბის სამ­თავ­რო ვრცე­ლი და მი­უწ­ვ­დო­მე­ლიაო, გა­უ­გო­ნი­ათ, და ესე­ნიც, ვინ იცის, ხან რო­გორ მოგ­ვაჩ­ვე­ნე­ბენ შო­თას სა­ხე­სა და ხან რო­გორ. ამ ჟა­მად, მა­გა­ლი­თად, წვე­რი ჩას­წო­რე­ბუ­ლი აქ­ვ­სო, ახ­ლა შეჰ­ზ­რ­დიაო და ხა­ნაც - თით­ქოს აქა-იქა გას­ც­ვივ­ნია, შე­ქე­ცი­ა­ნე­ბუ­ლიაო (ა­სე ჰმოქ­მე­დებს მაგ. ღამ­ბა­ში­ძის მი­ერ გა­მო­ცე­მუ­ლი სუ­რა­თი).

ერ­თის სიტყ­ვით, შო­თა ან გე­ნი­ო­სი და იმა­ვე დროს სას­წა­ულთ-მომ­ქ­მე­დიც ყო­ფი­ლა, ან არა-და ჩვე­ნი პა­ტივ­ცე­მუ­ლი (მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, უვი­ცი) მხატ­ვ­რე­ბი ამას ცოდ­ვად არ ით­ვ­ლი­ან და შო­თას თით­ქოს აბუ­ჩად იგ­დე­ბენ. არც ერ­თი და არც მე­ო­რე შე­საწყ­ნა­რე­ბე­ლი არ არის. ქარ­თუ­ლი ან­და­ზა: კარ­გია, თუ ავიაო, ქა­ლო შე­ნი ქმა­რიაო! და აი, ჩვენც ვი­პოვ­ნეთ ის­ტო­რი­უ­ლი სა­ბუ­თი, რო­მე­ლიც უთუ­ოდ სა­პა­ტიო და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოა, ვიდ­რე სხვა ასე­თი სა­ბუ­თი ამოჩ­ნ­დე­ბო­დეს.

იქ­ნე­ბა ახალ­გაზ­­და შო­თაც აღ­მოჩ­ნ­დეს. მა­შინ, ეჭ­ვი არ არის, საყ­ვე­დურს არა­ვინ გა­მოს­თ­ქ­ვამს, თუ ვინ­მე, გე­მოვ­ნე­ბის მი­ხედ­ვით, სახ­ლ­ში ახალ­გაზ­და შო­თას და­ამ­შ­ვე­ნე­ბი­ნებს სა­წერ მა­გი­დას წინ კე­დელს, ან მის ნაც­ვ­ლად ცო­ტა შეხ­ნი­ა­ნე­ბულს შო­თას და­უთ­მობს ად­გილს. ეს მხო­ლოდ თი­თო­ე­უ­ლის სუ­ლი­სა და გუ­ლის ვი­თა­რე­ბა­ზედ იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი და ვერც ერთს ვერ ვუ­კი­ჟი­ნებთ: აი, შენ ბე­ბე­რი შო­თა გი­კი­დია სახ­ლ­ში, შენ ახალ­გაზ­დაო, რად­გა­ნაც ერ­თ­საც და მე­ო­რე­საც ის­ტო­რი­ის მხრივ ზურ­გი მაგ­რად ექ­ნე­ბათ. ამ ახალს სა­ხეს შო­თა­სას-კი სწო­რედ ასე­თი მო­სარ­ჩ­ლე ჰყავს.

სუ­რა­თი, რო­მე­ლიც პრო­ფე­სორ­მა ალ.ცა­გა­რელ­მა გად­მო­ი­ტა­ნა იერუ­სა­ლი­მიდ­გან 1883 წ. თა­ვისს მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს პა­ლეს­ტი­ნა­ში და რო­მე­ლიც გად­მო­ღე­ბუ­ლია ქარ­თ­ველ­თა ჯვა­რის მო­ნას­ტ­რის ერთ-ერთ სვე­ტი­დამ, აღ­ნიშ­ნუ­ლია 1643 წ. თა­რი­ღით. ამა­ზედ უად­რეს-კი ვერ­სად ვერ ვპო­ვებთ მის სა­ხეს. ეს არის ერ­თად ერ­თი ნაშ­თი, რო­მე­ლიც ის­ტო­რი­ამ დაგ­ვი­ტო­ვა და რო­მელ­საც უნ­და და­ეთ­მოს სა­პა­ტიო და პირ­ვე­ლი ად­გი­ლი სხვა­თა შო­რის. შო­თა ხსე­ნე­ბულს სვეტ­ზედ ფე­რა­დის წამ­ლე­ბით არის და­ხა­ტუ­ლი (პირ­ველს წე­რილ­ში შეც­დო­მით იყო მოხ­სე­ნე­ბუ­ლი, ვი­თომ ქვა­ზედ ყო­ფი­ლი­ყოს ამოჭ­რი­ლი).
შოთა რუსთველის ფრესკა წაშლამდე
იოანე და­მას­კე­ლის დაბ­ლა და მუხლ-მოდ­რე­კი­ლი ხე­ლებ გაწ­ვ­დი­ლი შეჰ­ყუ­რებს ამ თა­ვისს დრო­ში სა­ხელ-გან­თ­ქ­მულს პო­ეტს (ალ­ბათ ეს უკა­ნას­კ­ნე­ლი გა­რე­მო­ე­ბაც გან­გებ არის შერ­ჩე­უ­ლი; სა­ხელ­დობრ ის, რომ პო­ე­ტი პო­ეტს შეჰ­ყუ­რებს და რა­ღა­ცას სთხოვს). შო­თას სუ­რათს შემ­დე­გი წარ­წე­რა აქვს: ამის დამ­ხატ­ველ­სა შე­უნ­დოს ღმერ­თ­მან. შო­თა რუს­თა­ვე­ლი. ეჭ­ვი არ არის, თვი­თონ აქ და­ხა­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნია შო­თა და არა დამ­ხატ­ვე­ლი, რად­გა­ნაც ეს ის­ტო­რი­ის წი­ნა­აღ­მ­დე­გი იქ­ნე­ბო­და. ის­ტო­რია მოგ­ვითხ­რობს, რომ შო­თა თა­მარ-მე­ფის თა­ნა­მედ­რო­ვე იყოო და აქ-კი 1643 წ. ქო­რო­ნი­კო­ნია აღ­ნიშ­ნუ­ლი. ახ­ლა საქ­მე ის არის, რო­გორ და რა ნა­ი­რად მოხ­და, რომ შო­თა ამ ჯვა­რის მო­ნას­ტერ­შია და­ხა­ტუ­ლი. ამი­სი ახ­ს­ნა-კი თით­ქოს უფ­რო ად­ვი­ლია.

არა­ბე­თის ის­ტო­რი­კო­სი არ­კა­შან­დი სწერს, რომ რო­დე­საც სა­ლა­დინ­მა იერუ­სა­ლი­მი აიღო და დამ­კ­ვიდ­რ­დაო, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მე­ფემ ორი წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი - ერ­თი სა­ლა­რო­თუ­ხუ­ცე­სი და მე­ო­რეც სხვა გა­მოჰ­გ­ზავ­ნა და 20,000 დრაჰ­კა­ნათ გა­მო­ის­ყი­დეს მო­ნას­ტე­რი და გა­ა­ახ­ლე­სო. ეს იყო 1196 წ. და, რო­გორც ჰგო­ნე­ბენ, ეს სა­ლა­როთ-უხუ­ცე­სი სწო­რედ შო­თა უნ­და ყო­ფი­ლი­ყო, რად­გა­ნაც აქ დრო­ცა და ის­ტო­რი­ის მი­ერ შო­თას შე­სა­ხებ გად­მო­ნა­ცე­მი ამ­ბა­ვიც ერ­თი მე­ო­რეს ეთან­ხ­მე­ბა, ამას გარ­და, სხვა ის­ტო­რი­უ­ლი ცნო­ბა, რო­მე­ლიც უკე­თე­სა­და ჰფენ­დეს ნა­თელს აღ­ნიშ­ნულს სა­განს, დღემ­დის ჯერ არ აღ­მო­ჩე­ნი­ლა და, მა­შა­სა­და­მე, მას უნ­და და­ვემ­ყა­როთ.

ერ­თი-ღაა მხო­ლოდ აქ სა­კა­მა­თო და სა­ხელ­დობრ აი რა: ამ სუ­რათ­ში გა­მოყ­ვა­ნი­ლი შო­თა ბე­რია, თუ ერის კა­ცი? და უნ­და მო­გახ­სე­ნოთ, მეც, თქვე­ნი უმორ­ჩი­ლე­სი მო­ნა, ცო­ტა არ იყოს მოვ­ტყუვ­დი, რო­დე­საც პროფ. ალ. ცა­გარ­ლის მი­ერ გა­და­ღე­ბუ­ლი სუ­რა­თი პირ­ვე­ლად ვნა­ხე ბ-ნ თარ­ხ­ნიშ­ვილ­თან. ამი­სი მი­ზე­ზი იყო, რომ ვწერ­დი პირ­ველს წე­რილ­ში შო­თას ბი­უს­ტის შე­სა­ხებ - შო­თა ბე­რად არის და­ხა­ტუ­ლი-მეთ­ქი. რო­გორც პრ. ცა­გა­რელ­მა სთქვა, ამ მო­ნას­ტერ­ში და­ხა­ტულს ბე­რებს სულ სხვა გვა­რი ტა­ნი­სა­მო­სი აქვთ თურ­მე: გრძე­ლი ანა­ფო­რა და თავ­ზედ და­ბა­ლი კუნ­კუ­ლა, სწო­რედ ისე­თე­ბი, რო­გორ­საც დღეს ჩვენ­ში სომ­ხის ბე­რე­ბი ატა­რე­ბენ. მა­შა­სა­და­მე, შო­თას ბე­რო­ბა მე­ტად სა­ეჭ­ვო რამ არის, თუ მისს ტა­ნი­სა­მოსს მი­ვაქ­ცევთ ყუ­რადღე­ბა­სა, და ად­ვი­ლად ვე­რა­ვინ იტყ­ვის გარ­დაწყ­ვე­ტილს, თუმ­ცა მარ­თა­ლია შიგ­ნით ჩა­საც­მე­ლი კა­ბა­სა­ვით გრძე­ლია, რო­გორც სუ­რა­თი­და­მა სჩანს, და ზე­დაც ქა­მა­რი აქვს შე­მორ­ტყ­მუ­ლი.
შოთა რუსთაველი იოანე დამასკელსა და მაქსიმე აღმსარებელს შორის
ჯერ ერ­თი, რამ­დე­ნად გრძე­ლი უნ­და იყოს ეს კა­ბაა, თუ ახა­ლუ­ხი, ძნე­ლი სათ­ქ­მე­ლია, რად­გა­ნაც იგი მუხლ-მოდ­რე­კი­ლია და მე­ო­რეც, თუნ­დაც მარ­თ­ლა გრძე­ლი იყოს, ეს კიდევ სა­ბუთს არ იძ­ლე­ვა, შო­თას უთუ­ოდ ბე­რო­ბა მი­ვუ­ლო­ცოთ. რო­გორც მო­ეხ­სე­ნე­ბა პა­ტივ­ცე­მულს ქარ­თ­ველს მკითხ­ველს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, არ­სე­ბობს ერ­თი მო­საზ­რე­ბა, ვი­თომ შო­თა მა­შინ წა­სუ­ლი­ყოს იერუ­სა­ლიმს, რო­დე­საც დაქ­ვ­რივ­და და ჩვენ­ში-კი ხომ, ყვე­ლამ უწყის, ქვრი­ვი კა­ცე­ბი ბე­რე­ბი­ვით გრძელს შა­ვებს ატა­რე­ბენ ხოლ­მე დღე­საც-კი. ამის­თ­ვის ად­ვი­ლად წარ­მო­სად­გე­ნია, შო­თა­საც სწო­რედ ეს შა­ვე­ბი ეც­ვას, მაგ­რამ სა­გა­ნი სა­კა­მა­თოა და გარ­დაწყ­ვე­ტილს ამის შე­სა­ხებ ჯერ ვე­რა­ვინ რას იტყ­ვის.

რაც შე­ე­ხე­ბა თი­თონ ბი­უსტს, იგი მშვე­ნივ­რად არს გა­მოყ­ვა­ნი­ლი, სრუ­ლი­ად ეთან­ხ­მე­ბა სუ­რათს, რომ­ლი­და­მაც ბ-ნმა თარ­ხ­ნიშ­ვილ­მა გად­მო­ი­ღო იგი და რო­გორც პა­ტივ­ცე­მუ­ლი პრო­ფე­სო­რი ალ. ცა­გა­რე­ლი, ისე თქვე­ნი უმორ­ჩი­ლე­სი მო­ნა და სხვა­ნი, ვინც-კი ეს სა­ნი­მუ­შო ბი­უს­ტი ნა­ხა ცა­გა­რელ­თან, ყვე­ლა­ნი ერ­თხ­მად აღი­ა­რე­ბენ, რომ სა­მა­გა­ლი­თოდ ნამ­დ­ვი­ლა­და და ცოცხ­ლად არის გა­მო­ქან­და­კე­ბუ­ლიო, რის­თ­ვი­საც, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ბ-ნი თარ­ხ­ნიშ­ვი­ლი მად­ლო­ბის ღირ­სია. აი დღეს თუ ხვალ თვი­თონ ჩვე­ნი ქარ­თ­ვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბაც ჰნა­ხავს თვა­ლი­თა და და­ა­ფა­სებს. მარ­თა­ლია, პირ­ვე­ლად თვალს ცო­ტა ეხა­მუ­შე­ბა გრძელ წვე­რა შო­თას ნახ­ვა, მაგ­რამ რა უშავს? ინუ­გე­შოს ყო­ველ­მა ქარ­თ­ველ­მა იმი­თი, რომ ძვე­ლად ქარ­თ­ვე­ლებ­ში ვაჟ­კა­ცის წვერს დი­დი პა­ტი­ვი და ფა­სი ჰქონ­და და ახ­ლან­დე­ლე­ბი­ვით არ ემ­ტე­რე­ბოდ­ნენ. მე­ო­რეც, თუ ამ წვე­რით იგი ცო­ტა ხნი­ა­ნი და შე­ჭა­ღა­რა­ვე­ბუ­ლი მოს­ჩანს, არც ეს არის საკ­ვირ­ვე­ლი, რად­გა­ნაც გე­ნი­ო­სიც კა­ცია და სი­ბე­რე-კი კა­ცის ბარ­გია. ყვე­ლას ხომ შექ­ს­პი­რი­სა და დან­ტე­სა­ვით ახალ­გაზ­რ­და შე­ხე­დუ­ლო­ბა არ ექ­ნე­ბა! გა­იხ­სე­ნონ ჰო­მი­რო­სი და სხ.
ინ-ანი

"ი­ვე­რია", 1897 წ. #98
მო­ამ­ზა­და თეა ცა­გუ­რიშ­ვილ­მა
ჟურნალი "ისტორიანი",#82
ნინო
29 იანვარი 2018 16:00
ამის შესახებ საკმაოდ ვრცელი გამოკვლევა ჩავატარე და მალე გამოვაქვეყნებ. საკამათო მხოლოდ ისაა რომ ფრესკაზე შოთა არის თუ შოთას ქველმოქმედებითაა ეს ფრესკა დაწერილი. ეს ვედრების ფრესკაა სადაც წმინდანების წინასი უნდა იყოს მავანი მუხლმოყრილი. აქ კი ......... ასე რომ წერტილ დასმულ აზრს ნუ ვიტყვით რომ ,,ჯერ ვერავინ იტყვის" 21-ე საუკუნეა . დროა გადახარისხდეს არსებული შეხედულებები